IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მმკს ახალი კომპანია.
ლეონტი
პოსტი Jul 22 2010, 01:36 PM
პოსტი #1


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ეს წერილი მამაჯემალის გამოქვეყნებულია ფორუმ.გე ზე,
მაგრამ იქ როგორც ვატყობ რელიგია საერთოდ არავის აინტერესებს, ამიტომ გაეცანით და თუ საჭიროა დააკომენტირეთ.

ციტატა
წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. მართლმადიდებელი მრევლის კავშირმა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა (მმკ-მ) თავიანთ საიტზე გამოაქვეყნა მსოფლიო პატრიარქის "მამხილებელი" სტატია...

მმკ/მშკ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ბრალს სდებენ ეკუმენისტობაში და ამის გამო მკაცრად აკრიტიკებენ, როცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც წლების წინ აქტიური ეკუმენისტი და მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტიც გახლდათ.

მმკ/მშკ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ბრალს სდებენ "ავაზაკთა კრების" მოწვევასა და ჩატარებაში, სინამდვილეში მერვე საეკლესიო კრება არც ერთ საეკლესიო კრებას არ უწინასწარმეტყველებია "ავაზაკთა კრებად", არც რაიმე საეკლესიო სწავლება არსებობს ამასთან დაკავშირებით.

მმკ/მშკ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ბრალს სდებენ ანტიმართლმადიდებლურ ქმედებებში, და მმკ მოუწოდებს მრევლს რომ მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება უნდა შეწყდეს. eek.gif

მოვიყვან სტატიიდან ციტატას:

მე-20 საუკუნის კონსტანტინოპოლის ეკუმენისტ და
ანტიმართლმადიდებელ პატრიარქთა მემკვიდრე და მათი საქმის
გამგრძელებელი, პატრიარქი ბართლომე, თავისი ანტიეკლესიური,
წმიდა მამათა სწავლების უარმყოფელი და შეურაცხმყოფელი
ქმედებებით სულ უფრო მზარდ უკმაყოფილებას იწვევს
მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ შვილთა წრეში.
საყოველთაოდ დგება დღის წესრიგში საკითხი პატრიარქ
ბართლომეს მოხსენიების შეწყვეტის თაობაზე. ეკლესიის მრავალი
წევრი და ავტორიტეტული მამები მოუწოდებენ ათონის მთის
წმიდა კინოტს და ყველა მართლმადიდებელს, მკაცრად შეაფასონ
პატრიარქ ბართლომეს ეკუმენისტური, პროპაპისტური და
ანტიმართლმადიდებლური საქმიანობა და შეწყვიტონ მისი მოხსენიება.

--------------------------------

ციტატის დასაწყისშივე იწყება პატრიარქთა ლანძღვა, ხოლო ციტატის ბოლო მთავრდება სქიზმატური მოწოდებით, რაზეც, საქართველოს საპატრიარქომ აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება ასეთი განცხადების მიმართ!

სრული ტექსტი წაიკითხეთ, და მიხვდებით რომ მმკ მიზანმიმართულად ებრძვის მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის პროგრესს, რეფორმებს, და ფსევდომართლმადიდებლური "წინასწარმეტყველებებით" თუ რიგითი ეკლესიის მამების ამოგლეჯილი ციტატებით ცდილობენ მსოფლიო პატრიარქის დადანაშაულებას...

"პაპისა და პატრიარქ ბართლომეს ანტიმართლმადიდებლური ქმედებანი" http://religia.ge/siaxleebi.html

პატრიარქის, მით უმეტეს მსოფლიო პატრიარქის მოხსენიების შეწყვეტას გადაწყვეტს უმაღლესი იერარქები, საეკლესიო სამართლის მცოდნეები და არა მმკ-ს წევრები და მათი სასულიერო პირები. უმაღლესი საეკლესიო პირის არმოხსენიება ხდება მაშინ, როცა მსოფლიო ეკლესია გამოაცხადებს მას ოფიციალურ მწვალებლად/ერეტიკოსად ან განდგომილად. არც ერთ ბრალდებაზე ოფიციალურად არ არის წარდგენილი მისი უწმინდესობა -ბართლომეოსი, თუმცა მმკ ხომ.....

ჯერ იყო და ქართული გალობა აღარ გვინდა, არაკანონიკურია და ბიზანტიური გალობაო, მერე მოუნათლავი ჩვილები ვერ ცხონდებიანო, მერე წმ. გრიგოლ ფერაძე წმინდანი არააო და სინოდი შეცდა რომ შერაცხეს წმინდანადო, აღარ მოვყვები კრიმინალურ ქმედებებს და ხალხის და ტელევიზიის დარბევებს, ეხლა კიდე მსოფლიო პატრიარქს დაუპირისპირდნენ და მისი მოხსენიების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ მრევლს და....


რა უნდა ამ ხალხს? ვისგან იმართებიან? როდემდე უნდა უთმინოს საპატრიარქომ და წმ. სინოდმა ასეთი გამოხტომები ამ კავშირს?


წყარო:

http://forum.ge/?showtopic=34141976&f=&st=0&#entry20781998


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Mar 15 2011, 11:50 AM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თემა იხურება.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th April 2024 - 04:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი