თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ პატიმრობაში მყოფნი და ეკლესიის აზრი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2017, 02:03 PM

- #6 საპყრობილეში, სადაც თქვენ შედიხართ, ბევრი სამუდამო მსჯავრდადებულია, არიან ისეთებიც, რომლებიც 24-25-წლიანი სასჯელს იხდიან. როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ეკლესიასთან, მოძღვართან?

- ამ ადამიანების აღსარება ისეთი ცოცხალი რწმენითა და განცდითაა ნათქვამი, მრევლში რომ ერთეულებს გააჩნიათ. მათი გულიდან წამოსული და სიტყვით გამოთქმული სინანული არც მოჩვენებითია და არც ვალის მოხდის მიზნით ნათქვამი. ჩემმა სულიერმა შვილმა, მამუკა რატიშვილმა ასეთი წერილი მომწერა: "ჩემო სულიერო მოძღვარო, ღმერთმა დაგლოცოთ... მინდა გაგიმხილოთ, რაც ასე მტანჯავს და მაწვალებს. მთელი ჩემი ცხოვრება ცოდვებით არის დამძიმებული, სულ თითებზე ჩამოსათვლელი იქნება ის შეცოდებანი, რომლებიც მე არ ჩამიდენია. ათეისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეკლესიაში ან ვინმეს დასანახად შევდიოდი, ან ისეთ შემწეობას ვთხოვდი უფალს, რაც არ უნდა მეთხოვა. დროდადრო სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი, მაგრამ ამქვეყნიურ სიამეებს აყოლილი მის ჩახშობას ვცდილობდი. ვქურდობდი, ვლოთობდი, უწესოდ ვცხოვრობდი, ვავაზაკობდი და არ ვფიქრობდი, რომ ადამიანი მხოლოდ ამისთვის არ იყო მოვლინებული. ერთი პერიოდი მონასტერში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი. ჩემს გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გულით სურდათ ჩემი სიკეთე, არ უნდოდათ, რომ ავაზაკურად მეცხოვრა, მაგრამ ისინი არაეკლესიურნი იყვნენ და თანადგომა არ გამოიჩინეს ჩემი გადაწყვეტილებისადმი. მე ისევ ძველ გზას დავადექი...

პეტრეპავლობის მარხვა მოდიოდა, როცა საეკლესიო ჟურნალ "კარიბჭის" რამდენიმე ნომერი შემოგვიგზავნეს. წასაკითხი არაფერი მქონდა და ვიფიქრე, დროს მოვკლავ-მეთქი. დღესაც არ ვიცი, რა იყო ის, რამაც გული და სული შემიძრა... უფალმა სწორედ ის მომივლინა, რაც ასე მჭირდებოდა. მარხვას შევუდექი და მოწევას თავი დავანებე. ლოცვა დავიწყე. არ სჯეროდათ ჩემი, რომ მართლა გულით ვლოცულობდი... ლოცვის დროს ვტიროდი, მაგონდებოდა განვლილი ცხოვრება და მრცხვენოდა... ერთდროულად ამომიტივტივდა ყველაფერი: როგორ განვიკითხავდი, როგორ დავცინოდი, ზემოდან დავყურებდი სხვებს, როგორ ვაგინებდი და შეურაცხვყოფდი მშობლებს... დედას, რომელიც დარსა თუ ავდარში მოდიოდა ციხეში, ჩემთვის რაიმე რომ შემოეგზავნა... მე ცოდვილს კი სხვისი ტანჯვის და შეურაცხყოფის მეტი რა მაქვს გაკეთებული? მრცხვენია, თურმე ამაოდ მიცხოვრია. არადა, უწინ ვამართლებდი ჩემს ცხოვრებას. მენანება ის წლები, მეცოდება ჩემი თავი და ვკითხულობ - რატომ არავინ გამოჩნდა ჩემს დასახმარებლად? ესეც უფლის ნება იყო და იმიტომ. ღმერთმა დაუშვა ის, რომ ჩემებურად, მცდარად მეცხოვრა და მერე შემედარებინა ჩემი წარსული და აწმყო.

პირველად პეტრეპავლობის მარხვაში შეგხვდით. დამლოცეთ და როდესაც ოლარი გადამაფარეთ, ვერ აგიხსნით, რა გრძნობა დამეუფლა. ალბათ გახსოვთ ჩემი პირველი აღსარება - ცრემლს ვერ ვიკავებდი. მინდოდა ყველაფერი მეთქვა, მაგრამ ლაპარაკი აღარ შემეძლო. მხოლოდ თქვენ გხედავდით, მამაო. შვება ვიგრძენი. ბევრს ჰგონია, იმიტომ შევიცვალე, ასე რომ მიჭირს ციხეში. მე აქ მესამედ ვარ და მშვენივრად ვიცი აქაური ცხოვრება. ბევრჯერ დავფიქრებულვარ იმაზე, არჩევანის წინაშე დამდგარი როგორ მოვიქცეოდი, რომ ეთქვათ ჩემთვის - გაგიშვებთ და სხვებივით იცხოვრეო... ჩემი ერთადერთი სურვილია, აქედან გასული მონასტერში წავიდე. უფლის გზანი შეუცნობელია, თუ ღირსი ვიქნები, ალბათ ღმერთი დაუშვებს ამას და შევძლებ, რომ ცოდვით დამძიმებული სული გადავირჩინო, ღმერთს ვემსახურო და ვიცხოვრო ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, რომელიც იესოს სახეა მიწაზე. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ინება, ამდენი ხნის შემდეგ მეგრძნო მისი მადლი და გზის სისწორე, რომელიც სულის გადარჩენაში დამეხმარება.

ისიც უფლის ნება იყო, რომ ჩემმა ახლობელმა "კარიბჭის" რამდენიმე ნომერი შემომიგზავნა. ერთ-ერთ მათგანში ლარგვისის მონასტერი აღმოვაჩინე და გავიფიქრე, სასჯელს რომ მოვიხდი, იქ წავალ-მეთქი. პატარა არ ვარ, რომ ვერ განვსაზღვრო ის, თუ რა სირთულეები შეიძლება შემხვდეს ამ გზაზე, ეს ვინმეს აყოლით არ გადამიწყვეტია. ისიც კარგად ვიცი, რომ მძიმე ჯვარი იქნება ეს ჩემთვის. ამიტომ ძალიან მინდა ეს დრო, ვიდრე ციხეში ვარ, უფლის შეწევნით და თქვენი დახმარებით მაქსიმალურად გამოვიყენო, ვისწავლო და გავიგო ის, რაც მონასტერში გამომადგება.

ახლა ძალიან მიჭირს. ისიც კარგად მესმის, რომ ხშირად ვერ ახერხებთ ჩვენთან, თქვენს სულიერ შვილებთან ციხეში შემოსვლას. არადა, როგორ მინდა, ხშირად მოდიოდეთ. თქვენი დანახვა ყოველთვის მამშვიდებს. ხშირად ლოცვა მიჭირს, ყურადღება მეფანტება, მაგრამ ვიხსენებ თქვენს დარიგებას და თავს შევუძახებ ხოლმე - გაუძელი!

ჩემო მოძღვარო, ილოცეთ ჩემი ტანჯვითა და ცოდვებით დამძიმებული სულისთვის. ღმერთი იყოს თქვენი ოჯახისა და მრევლის მფარველი!"

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2017, 11:32 AM

"ქრისტიანისთვის ერთ-ერთ სათნოებად პატიმრის მონახულება და მისთვის ლოცვაა მიჩნეული. მაცხოვარი ხომ ბრძანებს, საპყრობილეში ვიყავი და არ მომინახულეთო. ზოგიერთი პატიმარი, მიუხედავად მძიმე სულიერი განსაცდელებისა, იმედიანად შეჰყურებს მომავალს. უმეტესობას კი ძალიან სჭირდება დახმარება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2017, 08:09 PM

"კიევის მღვიმევის ლავრაში ოდესღაც ცხოვროდა ღირსი ნიკონი. ერთხელ ის ტყვედ ჩაუვარდა პოლონელებს. მდიდარი ნათესავები მის გამოსყიდვას ცდილობდნენ, მაგრამ ნიკონი არ თანხმდებოდა და ამბობდა: "უფალს რომ სდომოდა, თავისუფალი ვიქნებოდი და ამ უსჯულო ადამიანთა ხელთ არ მიმცემდა. ჩვენ, ღვთის ხელთაგან სიკეთის მიმღებელთ, განა ბოროტი არ უნდა დავითმინოთ?" აი, ჭეშმარიტად სრული მინდობა ღვთის ნებისადმი! და რა მოიმოქმედა უფალმა? ტყვედ ჩავარდნილი ნიკონი ჯაჭვებით ხელფეხშეკრული იჯდა საპყრობილეში, რომელსაც მრავალი დარაჯი იცავდა. და აი, დილის 6 საათზე ტყვე გაქრა და იქ მყოფთ მხოლოდ ეს საგალობელი მოესმათ: "აქებდით უფალსა ცათაგან" - ბერი ნიკონი უეცრად მღვიმევის ეკლესიაში აღმოჩნდა ლიტურგიაზე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2017, 12:12 PM

"პატიმრობაში მყოფი ადამიანები ჩვენგან, მოძღვრებისაგან, პირველ რიგში სულიერ თანადგომასა და ნუგეშს ელიან. მათ არ სძინავთ ნორმალურად, არ იკვებებიან შესაბამისად, მაგრამ სულიერ საზრდოს, კერძოდ, აღსარებას, ზიარებას, სასულიერო ლიტერატურის გაცნობას ითხოვენ. ისინი ხშირად მატერიალურზე მაღლა დგებიან და სულიერ ფასეულობებს ეძებენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2017, 10:54 AM

"ციხე ადამიანს აქტიური ცხოვრებისაგან ზღუდავს და იგი საკუთარ თავთან მარტო რჩება. მას მეტი დრო რჩება თავისი საქციელის გასაანალიზებლად. ამ დროს ღვთის მოქმედება აშკარად ჩანს, რადგან პატიმრებს ეწყებათ სინანულის მძაფრი განცდა, ითხოვენ მოძღვართან ხშირ შეხვედრას, საუბარს, აღსარების თქმას. ბევრი მადლიერიცაა, რომ ციხეში მოხვდა, რადგან სხვანაირად ვერ შეიცნობდა უფალს."

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 02:53 PM

"ადამიანში, როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს, ღვთის ხატება სრულად მაინც არ წაიშლება, პატიმრებში ზოგჯერ ისეთ ნიჭს აღმოაჩენ, რომ გაოცდები".

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:03 PM

"- სამუდამო პატიმართა სულიერი მდგომარეობა ახსენეთ...

- სამუდამო პატიმრების გონება და ცნობიერება მთლიანად მიღმური სამყაროსკენაა მიმართული. აქ ყველაფერი მათთვის ამაოა. სამუდამო განაჩენზე მეტად ისინი სამარადჟამო ტკივილზე ფიქრობენ, სასოებენ უფალთან მარადიულობის დამკვიდრებას. მათი უსაზღვრო ტკივილი, მარადიული ხსოვნა საკუთარი საქციელისა დიდ სინანულს აღძრავს, რაც მათი ხსნის საშუალებაა.

- განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან პატიმართა მშობლები, ახლობლები. რას ასწავლის მათ ეს განსაცდელი, რას ურჩევთ მათ?

- როცა ადამიანს შვილიერების მადლი ენიჭება, ფაქტობრივად იგი ღვთის შემოქმედებაში ერთვება. მთავარი შვილის სწორად აღზრდაა. მშობელი ბოლომდე არის პასუხისმგებელი შვილის ცხოვრებასა და ცხონებაზე. ადამიანის დამნაშავედ ჩამოყალიბება უახლოესი გარემოს ბრალია, რადგან ბავშვისათვის პირველი მაგალითი ყოველთვის მშობელია. პატიმართა ახლობლები დღეს იმკიან საკუთარი არაეკლესიური ცხოვრებისა და არასწორი აღზრდის შედეგს. მჯერა, რომ გამოქვეყნებული წერილი მათთვის დამაფიქრებელი და იმედის მიმცემი იქნება. ილოცეთ იმისთვის, რათა თქვენი შვილების გულშიც გაიღვიძოს უფალმა!.. ამდენად, ბევრად შემსუბუქდება თქვენი შეურაცხმყოფელი, დამცირებული მდგომარეობა, თქვენი დიდი ტკივილი..."

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 10:33 AM

"ერთი ვინმე ტყვედ ჩაიგდეს მტრებმა და ბორკილები დაადეს. მის ცოლს ჩვევად ჰქონდა, გარკვეულ დღეებში მის სახელზე მსხვერპლი შეეწირა. დიდი ხნის შემდეგ იგი დაბრუნდა მეუღლესთან და მოუყვა, რომ ზოგიერთ დღეებში ბორკილები სცვიოდა. ქალი მიხვდა, - ეს სწორედ ის დღეები იყო, როდესაც ქმრის სახელზე მსხვერპლს შეაწირვინებდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 07:14 PM

"მაგალითად შეიძლება განვიხილოთ არასაპატიმრო ფორმით სასჯელის მოხდის შემდეგი მოდელი: საქართველოში მრავლად არის რაიონები, განსაკუთრებით პერიფერიაში - სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების (გზა, სკოლა, წყალი და ა.შ.), მკაცრი ბუნებრივი პირობების, მწირი შემოსავლების, მოუსავლიანობისა და სხვათა გამო მოსახლეობა მასობრივად ტოვებს საცხოვრებელს. ამით სარგებლობს მეზობელი სახელმწიფოების მიმდებარე რაიონების მოსახლეობა და რადგან ჯერ კიდევ არ არის მკაცრად დემარკირებული ამ ქვეყნებთან საქართველოს საზღვარი, ხდება საქართველოს მიწების მიტაცება. როგორც იტყვიან, ზღვა კოვზით დაილევაო და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა საქართველო შაგრენის ტყავივით ხელში შემოგვადნეს. არც ის არის გამართლებული, რომ თბილისში, თბილ ადგილას მოკალათებულებმა პატრიოტიზმისკენ მოვუწოდოთ ამ რაიონების მოსახლეობას. მეორე მხრივ, ვერც სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პრობლემის ეფექტურად გადაჭრას, რადგან ერთჯერადი პროექტები არ არის ეფექტური, საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და, სამწუხაროდ, ჯერ მიუწვდომელია. პრობლემა კი იმდენად სერიოზულია, რომ დღესვე ითხოვს გადაწყვეტას.

ამ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრის მიზნით შესაძლებელია ასეთ ადგილებში ეკლესიის ინიციატივითა და მონაწილეობით მოეწყოს ერთგვარი ჩასახლებები, სადაც საპატრიარქოს მიერ მივლინებული ღვთისმსახურების ზედამხედველობითა და წინამძღოლობით იცხოვრებენ და იშრომებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ნებაყოფლობის პრინციპით ჩასახლებული პატიმრები - მოხალისეები. ყოველ ასეთ ჩასახლებას (საძმოს, კოლონიას) შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული მიზანი და შეასრულოს კონკრეტული, საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოები. მაგალითად: სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, ადგილობრივი ხუროთმოძღვრების ძეგლების რესტავრაცია-აღდგენა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა და ა.შ. ასეთი ჩასახლების მატერიალური უზრუნველყოფისთვის (საკვები, საყოფაცხოვრებო საქონელი, წამლები...) შეიძლება შეიქმნას სპეციალური ფონდები, სადაც სახსრებს შეიტანენ როგორც იქ მცხოვრები პატიმრების ოჯახები და ახლობლები, ასევე შევა შემოწირულობები.

ასეთ ჩასახლებაში ცხოვრება და შრომა ხელს შეუწყობს პატიმარს, გადააფასოს განვლილი ცხოვრება; შეიგრძნოს, რომ მისი იქ ყოფნა ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ემსახურება თავის სამშობლის; მოძღვრის მუდმივი ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით, სრული რწმენით მიენდოს ღმერთის სიტყვას, მით უმეტეს, რომ პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით მას უკვე გადადგმული აქვს, რამეთუ თავისი ნებით მოხვდა ასეთ ჩასახლებაში. ყოველივე ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს: "ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი და აღწევს სამშვინველს და სულს, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე და სჯის გულს, აზრებსა და ზრახვებს" (ებრ. 4,12), ხოლო ჩვენი ეკლესიის მონაწილეობა წარმატების მტკიცე საფუძველია.

რა თქმა უნდა, ამ მოდელის განხორციელებით ვერ გადაიჭრება ყველა პრობლემა, მაგრამ მისი მეშვეობით თუნდაც ერთი ადამიანი მაინც თუ გადარჩება, მიეახლება უფალს, ეს ათგზის აანაზღაურებს გაწეულ ძალისხმევას."

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.55/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2017, 10:44 PM

"1937 წელს მამა სიმონი [ბაკურაძე] დააპატიმრეს. ვერც ციხემ შეურყია ხორციელად განაწამებ დეკანოზს სული; საკნიდან მოისმოდა ქრისტიანის მთრთოლვარე ლოცვა-ვედრება პატიმართათვის, სამშობლოსა და ოჯახისთვის..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 10:44 AM

"იძულებით თავისუფლებააღკვეთილი ადამიანის გული დანაღვლიანებულია, მძიმეა ამ დროს მისი ფიქრები და ძალზე მგრძნობიარე - შეგრძნებები.


რაც არ უნდა დამნაშავე იყოს და სამართლიანად დასჯილი, ტუსაღის ფიქრები მიმართულია თავისუფლებისკენ და თუ მას გვერდით არ ჰყავს გამოცდილი მოძღვარი, რომელიც გონებას გაუხსნის და სწორი მიმართულებით წაიყვანს მის ფიქრებს, ნაღველი, რომელიც დაიბუდებს ტუსაღის გულში, აგრესიას წარმოშობს.


გულში ჩადებული აგრესია აუცილებლად გამოიწვევს ახალ დანაშაულს პატიმრის განთავისუფლების შემდეგაც და ადამიანი განმეორებით მოხვდება სამსჯავროს წინაშე. ამის მაგალითები ძალიან ბევრია. "

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 11:22 AM

დაგვიანებული სასჯელი

1611 წელს კონსტანტინოპოლში ინგლისის ელჩის გლოვერის მსახურებმა გართობისას შემთხვევით სასიკვდილოდ დაჭრეს თურქი ჯარისკაცი (იანიჩარი). იანიჩართა უფროსმა ვეზირთან იჩივლა, მან კი დამნაშავის დასჯა ბრძანა. გლოვერი ირწმუნებოდა, ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდაო, მაგრამ მას არავინ მოუსმინა. ელჩი იძულებული გახდა, ყველა მსახური თავისთან ეხმო.

იანიჩრები ერთ მათგანს, საიმონ დიბენსს, ეცნენ და შეიპყრეს. სხვებიც ხმამაღლა ამტკიცებდნენ, ეს არის მკვლელიო, თუმცა დიბენსი მკვლელობის ადგილას არც კი ყოფილა. ელჩი დარწმუნებული იყო მის უდანაშაულობაში და სცადა, ფულით დაეხსნა საიმონი, მაგრამ ამაოდ.

სიკვდილის წინ დიბენსი გამოუტყდა ელჩის წარგზავნილს, რომ ოდესღაც ინგლისში კაცი მოეკლა და იმიტომაც გამორიდებოდა იქაურობას. ახლა კი მოეკითხა მაშინდელი დანაშაული და ღვთის მიერ მოვლენილი სასჯელით მიეზღო, ამიტომაც ამ სასჯელს უდრტვინველად იღებდა.

მალე დიბენსი ჩამოახრჩეს. როცა მის მიერ ოდესღაც ჩადენილი მკვლელობის შესახებ შეიტყო, ელჩი განცვიფრებული დარჩა ღვთის განგებულებით და მადლი შესწირა უფალს, რომ ნამდვილი დამნაშავე დაისაჯა და არა უნებლიე მკვლელი, რომელიც ამის შემდეგ აღარც უძებნიათ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 12:04 PM

"- უწმინდესი და უნეტარესი, ჩვენი პატრიარქი ილია II, წლების წინ ერთ-ერთ ქადაგებაში ასეთ ამბავს მოჰყვა: რუსეთში ციხის მღვდელს შეხვედრია პატიმარი, რომელიც სასჯელს ცოლის მკვლელობისთვის იხდიდა. აღსარებაში მას მღვდლისთვის უამბნია, რომ ცოლი ძლიერ ჰყვარებია, თუმცა მასთან შვილი არ გასჩენია. ეს ქალი უყვარდა მეზობელსაც, ის კი მას სიახლოვეს არ იკარებდა. ერთხელ, როცა ქმარი სამსახურიდან დაბრუნდა, დაინახა ცოლის უსულო გვამი და მეზობელი, რომელსაც ქალი მოეკლა. პირველი აზრი, რაც დაებადა, ის იყო, რომ მკვლელისთვის სამაგიერო გადაეხადა, მაგრამ მან დაუჩოქა და უთხრა: შენი ცოლი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ის გრძნობაზე არ მპასუხობდა, ამიტომაც მოვკალიო. ამ სიტყვებმა კაცზე ისე იმოქმედა, რომ მკვლელი გაუშვა და თვითონ ჩაბარდა პოლიციას, საკუთარ თავზე აიღო დანაშაული. ის დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს.

როდესაც მოძღვარმა ჰკითხა: რატომ მოიქეციო ასე, პატიმარმა მიუგო: თვითონაც არ ვიცი, რატომ; სხვისი მძიმე ტვირთის ტარება მინდოდა და შევეცადე, იმ კაცისთვის ეს მძიმე დანაშაული გამეადვილებინაო. ამის შემდეგ მომაკვდავ პატიმარს მოძღვრისთვის უთქვამს: შეხედე, ვინ მობრძანდაო. ვინო? ვინ და მაცხოვარიო, - და ამ სიტყვებით გარდაცვლილა. აი, როგორ დააფასა უფალმა ასეთი საოცარი თავდადება მტრის მიმართ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:20 AM

"კვლავ ციხეში ვარ, მიცქერიან მოღუშული და ნაღვლიანი ციხის კედლები. კვლავ მაგარი მუხის ფიცრის საწოლები. ციხე, სადაც მეფობს დუმილი, სადაც სუფევს დარდი: ციხე მიტოვებული სამყაროსაგან, მოშორებული სიცოცხლეს."

/ელიზბარ მაყაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 01:00 PM

"წმინდა გაბრიელ მცირე ჰყვება: წარმართებს მრავალი ქრისტიანი ტყვედ შეეპყროთ, ხელბორკილები დაედოთ. ერთი მათგანი მიხვდა, რომ დავითგარეჯის მონასტერთან ახლოს იყვნენ. იმავე ღამეს მხურვალე ცრემლებით შეევედრა წმინდა დავითს. ლოცვისას ხელთაგან ბორკილნი დასცვივდა. ტყვე გამოიპარა, მივიდა წმინდა დავითის მონასტერში და მადლობა შესწირა ღირს მამას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 09:43 PM

წერილი 204. მეღვინე ს-ს ძმაზე
"შენ მხოლოდ ერთადერთი ძმა გყავს და მასზე უარს ამბობ. ჩემი ძმა არ არისო, - გაიძახი. მართლაც დიდი დანაშაული ჩაიდინა. მოხუცი კაცის სახლში შეიპარა, მოკლა იგი და ფული მოიპარა. სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. ახლა ის ციხეში თავის უკანასკნელ საათს ელოდება. საპყრობილიდან მოგწერა და გთხოვა, ძმურად გეპატიებინა, სიკვდილის მერე გელოცა მისთვის და პანაშვიდები გადაგეხადა. ასევე გთხოვა, მშობლების გვერდით დამკრძალეო. შენ კი რით უპასუხე? ითაკილე, პირი იბრუნე მისგან, წერილს არ უპასუხე, ძმას არ ნახულობ, მის სახელსაც არ წარმოთქვამ - ჩემს პატიოსნებას ჩირქი მოსხცოო.

ჰოი, პატივმოყვარევ, ნუთუ ვერ ხედავ შენს საშინელ თავკერძობას? ნუთუ ვერ ხედავ, რომ შენი თავკერძობით ჩირქს სცხებ იმასვე, რაც შენმა ძმამ შერყვნა დანაშაულით? მაგრამ შენი ძმა ინანიებს დანაშაულს, შეინანე შენც შენი ეგოიზმი და სიამაყე. არ არის იმის დრო, საკუთარ თავსა და მით უმეტეს, სახელზე იფიქრო, იფიქრე ძმაზე, რომელიც იღუპება და დახმარებას გთხოვს. თუ ვინმე იძირება მღვრიე წყალში, ხელ-ფეხს იქნევს, იბრძვის სიცოცხლისთვის და ამ დროს ნაპირზე მყოფს წყალს შეაშხეფებს, მან წყენით პირი უნდა იბრუნოს წყალწაღებულისგან? იცი, რა თქვა უფალმა? - არ მოვსულვარ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად (მათე 9,13).

შენმა ძმამ ბოროტება ჩაიდინა, მაგრამ ამ ბოროტებისთვის მალევე მიიღებს კაცთაგან ყველაზე საშინელ სასჯელს. მას თავი არ აურიდებია ადამიანური სასჯელისთვის - მას ღვთის სასჯელისა ეშინია და ტირის, ციხეში ზის და დასამშვიდობებლად მისვლას გევედრება, რომ შენდობა აიღოს შენგან. იცის, რომ ამ ქვეყანაზე არავინ შეუნდობს, თუ ძმა არ აპატიებს. მას სურს ამ სოფლიდან ძმის მიერ მაინც წავიდეს შენდობილი. შენ კი უარს ეუბნები. რატომ? პატივმოყვარეობის გამო! მაგრამ იცოდე, ზეცაში წმინდანებისთვის მის გულწრფელ სინანულს შესაძლოა უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე შენს სიმართლეს. ქრისტემ ავაზაკი ჯვარზე შეიწყალა. შენ კი როგორ აპირებ ქრისტესთან ზიარებას და შეერთებას, თუკი ასე შორს ხარ ქრისტეს გულმოწყალებისაგან?

ამას წინათ ჩვენს მხარეში მძიმე დანაშაულის გამო ერთი კაცი დასაჯეს. იგი ტირილითა და თრთოლით, ღრმად და გულწრფელად ინანიებდა დანაშაულს. მხურვალედ ლოცულობდა, როცა დასასჯელად მიჰყავდათ, მუხლს უდრეკდა ხალხს და ყვიროდა: "შემინდეთ, ძმებოო!" ამის შემხედვარე ყველა ტიროდა. მრავალგზის ევედრებოდა მღვდელს: "მამაო, ილოცე ჩემთვის, ილოცე, რომ უფალმა მაპატიოს!" ზოგიერთი მოწმე ჰყვებოდა, - ასე გვეგონა, იმ ქვეყანაში დამნაშავეს კი არა, წმინდანს მივაცილებდითო! ასეთ ღრმა სინანულს ძალუძს წამში შეცვალოს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა.
შენს ძმასაც ფერი უცვალა სინანულმა. გთხოვ, წახვიდე და სინანულით ბოლომდე დაეხმარო. ნუ განიკითხავ განკითხულს, ზურგს ნუ შეაქცევ მონანულს. იყავი შენი ძმისადმი მოწყალე. თქვენი მშობლები იმ ქვეყანაზე ავაზაკებს კი არა, ღვიძლ შვილებს გელიან. მშობლებს ნუ დაამწუხრებ. მოინახულე საპყრობილეში, ისე, თითქოს ქრისტე მოინახულე. და ქრისტეც გესტუმრება მდიდრული საჩუქრებით.

მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს ძმას."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 10:33 AM

"1950 წლის აპრილში მამა იოანე (კრესტიანკინი) დააპატიმრეს. მოულოდნელი იყო მისთვის, როცა კა-გე-ბეს თანამშრომლებმა მოასმენინეს მისი და ერთი მოხუცი მონაზვნის საუბრები იმდროინდელ სიტუაციასა და ქრისტიანთა მძიმე ხვედრზე. მამა იოანე ამ მონაზონზე ზრუნავდა.

ეტყობა, მას სხვებიც ადევნებდნენ თვალყურს: გაზის მუშები, ელმონტიორები (ანუ კა-გე-ბეს აგენტები), რომელთაც გულუბრყვილო მონაზონი კარს არასოდეს უკეტავდა. ასე გაჩნდა ეს მაგნიტოფირები. დასმენით, პროვოკაციით, ცილისწამებით ცდილობდნენ მამა იოანეს "მოთვინიერებას". მაგრამ ამან ვერ დააბნელა მისი მოსიყვარულე გული.

როცა პირზე წასაყენებლად დაკითხვაზე მოიწვიეს ვინმე მღვდელი, რომელიც კა-გე-ბეს განსაკუთრებულ დავალებას ასრულებდა, მამა იოანე გულწრფელი სიხარულით მივარდა თანამოძმეს საამბორებლად. მან კი, ორი ბატონის მსახურმა, ვეღარ გაუძლო სინდისის მწვავე მხილებას, გამოუსხლტა მამა იოანეს მკლავებს და მის ფეხებთან გონდაკარგული დაეცა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2017, 10:33 AM

"არიან პატიმრობის მარტოობაში დატანჯულნი. მრავალი მათგანი ახალგაზრდაა, რომელთა იმედებისგან აღარაფერი დარჩა...
არის ციხეები, სადაც ღამე საშინელებით არის სავსე, სადაც მალე უსაშველოდ გრძელ დაკითხვებს დაიწყებენ. ვიღაცას სცემენ, ვიღაცას აწამებენ. ისინი სასომიხდილნი დაუბრუნდებიან თავიანთ საკნებს განთიადისას, რომელიც დასაწყისი იქნება უსიხარულო, მომავალი ღამის შიშით დაყურსული დღისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2017, 09:29 PM

მსჯავრდადებულ პ.ი-ს, რომელიც ადამიანთა უსამართლობას უჩივის

ამბობ, რომ არ ხარ დამნაშავე იმაში, რისთვისაც გაგასამართლეს. ღამით, ჩხუბის დროს კაცი მოკლეს, მკვლელები გაიქცნენ, შენ კი შემთხვევით მკვლელობის ადგილზე აღმოჩნდი. პოლიციამ დაგაკავა, გაგასამართლეს. იფიცებ, რომ დამნაშავე არ ხარ. პირვლი წერილის შემდეგ გთხოვე, რომ აღსარებაში მთელი შენი ცხოვრების შესახებ მოგეთხრო. ეს შეასრულე. მეორე წერილის წაკითხვისას წამოვიძახე: "დამსახურებისამებრ მიეზღო!"

ღვთის ადამიანო, ეს მძიმე სასჯელი თუ ამ დანაშაულის გამო არა, წარსულში ჩადენილ უსჯულოებათა გამო დაგატყდა თავს. ყოვლისმხედველი მსაჯული ხედავდა მათ, მაგრამ დიდი მოწყალების გამო და თავისი განგებით კაცთა მსჯავრისგან დაფარა ისინი - ელოდა შენს სინანულს. შენ კი არ ინანიებდი, აღსარებას არ ამბობდი, არ ლოცულობდი, არ ეზიარებოდი. პირიქით, მალულად სჩადიოდი ბოროტებას და მზად იყავი, შენი უსინდისო საქმიანობის ხელისშემშლელი ყველა გაგენადგურებინა. პატიმრობის ღირსი ჯერ მარტო ცოლისადმი დაუნდობლობის გამო ხარ. იგი ბრალს არ გდებდა მიწიერი მსაჯულის წინაშე, მაგრამ მისმა გოდებამ მარადიულ მსაჯულამდე მიაღწია.

ბოროტი გზა რომ მიგეტოვებინა და კეთილ გზას შესდგომოდი, სული და საშინელი სამსჯავრო რომ გაგხსენებოდა, ადამიანთა ცხოვრების განმგებელმა უფალმა დანაშაულის ადგილზე მიგიყვანა. კაცთა მიერ იქმენი დაპატიმრებული და გასამართლებული.

შენი შემთხვევა დიდ ქრისტიან წმინდანს, ეფრემ ასურს მაგონებს. ახალგაზრდობაში წმინდა ეფრემი ბევრს სცოდავდა, მაგრამ არც ერთი ცოდვის გამო პასუხი არ უგია. ერთხელ მის მეზობელს ქურდებმა ცხვარი მოჰპარეს. მან ეფრემს დააბრალა და უდანაშაულო კაცი ციხეში აღმოჩნდა. ადამიანთა უსამართლობით გულნატკენმა ტირილი და ღვთის წინაშე ჩივილი დაიწყო. სხვა პატიმრებს სათითაოდ გამოჰკითხა, ვინ რისთვის იჯდა. ყველა სხვადასხვას ჰყვებოდა. მათ ცოდვებში ეფრემმა ის საკუთარი ცოდვები დაინახა, რომელთა გამოც მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. მისი სული გამოფხიზლდა და მიხვდა, რომ საპყრობილეში მოპარული ცხვრის კი არა, თავის ადრინდელ შეცოდებათა გამო იჯდა. ეფრემმა შემუსვრილი გულით მოინანია ღვთის წინაშე ცოდვები. ცრემლებით სთხოვდა ფარულ უსჯულოებათა მიტევებას, ამავე დროს, მადლობდა მას საპყრობილეში ჩაგდებისათვის მაშინ, როცა ცხვრის ქურდობაში ბრალი არ ედო. იგი მალე გაამართლეს და გაათავისუფლეს, მაგრამ ამ განცდებმა ეფრემის სული შეძრა.

ციხემ იგი ცოდვილად მიიღო და წმინდანად გამოუშვა.

მშვიდობა და დღეგრძელობა გქონდეს უფლისაგან!

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2017, 01:20 PM

"საპატიმროებშიც ცუდად ეპყრობიან პატიმრებს - რადგან შესცოდეს, დანაშაული ჩაიდინეს, ადამიანებად აღარ თვლიან. პირიქით, სითბო, სიყვარული და ნუგეშისცემა მათ მიმართ მეტად უნდა გამოვიჩინოთ, რომ მათში სინანულმა გაიღვიძოს. მართალია, შესცოდეს, მაგრამ ხომ არსებობს გამოსავალიც, ხომ არსებობს სინანულის გრძნობაც, ხომ არსებობს ხსნაც. იმას კი არ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ კაცი საპყრობილიდან უფრო გაბოროტებული, გამრუდებული აზროვნებით გამოვიდეს, არამედ სასიკეთოდ შეცვლილი დაუბრუნდეს საზოგადოებას.

საზოგადოებამაც უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ამ ადამიანთა მიმართ. მათთან ბრძოლით საკუთარ ბუნებას ვებრძვით, არადა ყველა ჩვენგანს ერთი, ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნება გვაქვს.

სახარებიდან ის ეპიზოდი გავიხსენოთ, როცა მაცხოვარს მრუშ დედაკაცს მიუყვანენ და იმ დროს არსებული წესის თანახმად მისი ჩაქოლვის უფლებას სთხოვენ. მაცხოვარი მათ მიმართავთ: ვისაც არ შეუცოდავს, პირველად მან ესროლოს ქვაო. ვერავინ ესროლა.

როგორ შეიძლება ადამიანი ცამდე მართალი იყოს, როცა ყველანი ცოდვის შვილები ვართ?! ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ, თითოეულმა ჩვენგანმა. ბევრმა, როგორც ვთქვით, პატიმრობაში გააცნობიერა დანაშაული, შეიმეცნა თავისი დანიშნულება და გარეთ ბევრზე უკეთესი გამოვიდა თავისი აზროვნებით, მსოფლმხედველობითა და სულიერი თვისებებით."

/მამა საბა ბიკაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2017, 11:31 AM

"ვიცით, რომ პატრიარქის კურთხევით დღეს ბევრი მოძღვარი დადის საპატიმროებში და იქ მრევლიც ჰყავთ. პატიმრებს ეს ძალიან სჭირდებათ. უფალმა ხომ სწორედ ავაზაკი შეიყვანა პირველად სასუფეველში, რადგან ჯვარზე გაკრულმა შეიმეცნა თავისი მდგომარეობა, სინანული გაუჩნდა და მაცხოვარს სთხოვა, მოეხსენებინა იგი, როდესაც სასუფეველში შევიდოდა.

მის მსგავსად ბევრი პატიმარი სწორედ ტყვეობაში ყოფნისას აცნობიერებს თავის მდგომარეობას და მადლობს უფალს, რომ ტყვეობა მოიწია მასზე. ბევრი ამბობს - გარეთ რომ დავრჩენილიყავი და ძველებური ცხოვრება გამეგრძელებინა, შესაძლოა, უფრო დიდი სასჯელი მომეწია. იქნებ ცოცხალიც აღარ ვყოფილიყავიო.

მრავალთათვის ფიზიკური ტყვეობა სულიერი ტყვეობიდან გამოსვლის საფუძვლად იქცა - ფიზიკურ ტყვეობაში დაიწყეს ქრისტიანული აზროვნება, აღმოაჩინეს უფალი და ცდილობენ თავიანთი არასწორი, უკეთური ცხოვრების წესის შეცვლას."

/მამა საბა ბიკაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2017, 09:30 PM

"გაგიკვირდებათ, მაგრამ უმეტესობა [პატიმრებისა] მადლობს ღმერთს, რადგანაც საპყრობილის მარწუხებმა ისინი სხვაგვარად დააფიქრა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2017, 11:59 AM

"ერთხელ მამა გაბრიელისთვის უკითხავთ, როგორ ბრძანდებითო. მას კი წყენით მიუგია: "ვერ ვიტან ასეთ მოკითხვას. მუხრან-ბატონი ხომ არ გგონივარ? ბერი ვარ! როგორ უნდა ვბრძანდებოდე, როცა ჩემს ქვემოთ მიწა იწვის და ტანჯულ სულთა გმინვა მესმის ჯოჯოხეთიდან. ნახევარი ჯოჯოხეთი კიდევ დედამიწის ზედაპირზეა. იცი, ამ წუთში რამდენ პატიმარს აწამებენ ციხეების ჯურღმულებში? რამდენს შია, სცივა, ტკივა, კვნესის და წამალს ნატრობს? რამდენი კი, თავად პატიმრებისგან ვნებული, თვითმკვლელობაზე ფიქრობს? ამათზე უარესად საგიჟეში მყოფი პატიმრები არიან და მითხარი, როგორ უნდა ვბრძანდებოდე?! ბრძანებით ისინი ბრძანდებიან, ვინც ყოველივე ეს მხოლოდ შორიდან იცის.

როცა ღვთისაგან დაფარულის ხედვა მოგემადლება, ავი და კარგი, ყოველივე, შენს თვალწინ გაივლის, თითქოს სარკეში უყურებდე... ილოცეთ და იზრუნეთ პატიმართა, ავადმყოფთა და ყოველგვარ განსაცდელში მყოფთათვის. როცა ასეთ ხალხს რაიმეთი ეხმარები, ამით ქრისტე ღმერთს ეხმარები. იცოდე, პატიმრებისთვის ყველაზე დიდი დახმარება ნუგეშისა და იმედის მინიჭებაა, უმთავრესი კი - იმ გაგებისა და ცნობიერების შეცვლაა, რომლის მიზეზითაც ათასობით ადამიანი სატანის ხახაში ვარდება და შემდეგ ჯოჯოხეთის მარადიულ სატანჯველში უმოწყალოდ იგვემებიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2017, 01:51 PM

"თუ ადამიანმა უფალი შეიძინა, ვერც ერთი ადგილი უნუგეშობაში ვერ ამყოფებს. ერთ-ერთმა ალექსანდრიელმა დიდებულმა ქალბატონმა ქრისტეს ნათელი მიიღო, რის გამოც დაატუსაღეს. უჰაერო დილეგი სავსე იყო მიცვალებულებით, დასახიჩრებული ადამიანებით, იქაურობა ყარდა.

ქრისტიანი ქალბატონი მადლობდა ღმერთს, ვიწრო და დახუთული საკანი მეფეთა დიდებულ პალატებს ერჩია, რადგანაც მასთან იყო უფალი იესო ქრისტე. ასეთია ქრისტიანისთვის ნებისმიერი ადგილი, მთავარია მის გვერდით იმყოფებოდეს ღმერთი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2017, 10:19 AM

ქეთევანი (35 წლის): ძალზე მიჭირს ამ ამბის გახსენება, მაგრამ რადგან მეკითხებით, მინდა სიმართლე ვთქვა. ხუთი შვილის დედა ვარ და ალბათ მიხვდებით, უქმროდ რა ძნელია მათი გაზრდა. დედ-მამაც მეხმარება და დედამთილ-მამამთილიც, მაგრამ მამა შვილებს სხვანაირად სჭირდებათ.

ჩემი მეუღლე და მე ეკლესიურად ვცხოვრობდით. ის ისეთი მორწმუნეა, ხშირად იტყოდა, რომ არა შვილები, ერთი წუთითაც არ გავჩერდებოდი აქო.

საშინელი რამ დაგვატყდა თავს, როგორც ჩანს, ეშმაკი მორწმუნეს უფრო ერჩის - ჩემს მეუღლეს ძმასავით თანშეზრდილი ძმაკაცი მოუკლეს. იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩავარდა, გლოვას ვერ დავარქმევ; ეს იყო სრული სასოწარკვეთილება. ადგილს ვერ პოულობდა. ეკლესიაში კი მშვიდდებოდა, მაგრამ შინ მოსულს იგივე ემართებოდა. მდგომარეობა იმანაც დაუმძიმა, რომ მკვლელი ციხიდან მალე გამოვიდა. ერთხელ რესტორანში უნახავს, გარეთ გამოუყვანია და... ეს თავზარდამცემი ამბავი თვითონ მოგვიყვა.

ერთი კვირა გავიდა, მაგრამ არავის მოუკითხავს. ყოველ გაფაჩუნებაზე ფერი და გული მიმდიოდა, ის კი სიხარულს ვერ მალავდა - სასჯელს ელოდა. მივხვდით, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. ამან კიდევ უფრო დაუმძიმა მდგომარეობა, ლომივით ბრდღვინავდა. მერე მოძღვართან მივიდა და აღსარება ჩააბარა. არ ვიცი, რა უთხრა მოძღვარმა, მაგრამ გამუდმებით იმეორებდა: არა, მონასტერში არ წავალ, იმ წმინდა ადგილს ვერ წავბილწავ, ციხეში უნდა ჩავჯდეო. მართლაც გამოცხადდა პოლიციაში...

5 წელი უკვე მოიხადა, კიდევ 5 დარჩა. არც შეწყალებას ითხოვს და არც ჩვენ გვაძლევს უფლებას, ადვოკატი ავიყვანოთ და სასჯელის შემსუბუქებაზე ვიფიქროთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 11:34 AM

"რა გახდა მიზეზი წმინდა ეფრემ ასურის შემონაზვნებისა? ერთხელ, ახალგაზრდობისას, მშობლებმა ქალაქში გაგზავნეს. შინ მომავალს შემოაღამდა და ღამე მეცხვარესთან გაათია. იმ ღამეს მგლები თავს დაესხნენ ფარას და ცხვრები გაიტაცეს. დილით მწყემსებმა წმინდა ეფრემს დააბრალეს, - ქურდები შენ მოიყვანე, მათ კი ცხვრები მოგვპარესო. დაიჭირეს და ციხეში ჩააგდეს.

მასთან ერთად საკანში ორი კაცი იჯდა, რომელთაგან ერთს ქალის გაუპატიურებას, მეორეს კი მკვლელობას აბრალებდნენ. თუმცა სამივე ამ საქმეში ალალ-მართალი გახლდათ.

შვიდი დღე ციხეში გაატარა. მერვე დღეს წმინდა ეფრემმა ხილვა ნახა, - ძილში ვიღაცამ უთხრა: "ღვთისმოშიში იყავი და მიხვდები უფლის განგებულებას, გაიხსენე, რაც გიფიქრია და რაც გაგიკეთებია, მიხვდები, რომ არც შენ და არც შენს გვერდით მყოფნი ტყუილად არ იტანჯებით და რომ სასჯელს ვერ გაექცევითო". წმინდა ეფრემს გაახსენდა, რომ ერთ ღამეს მინდორში გააგდო ერთი გლახაკი კაცის ძროხა, რომელიც ნადირმა დაგლიჯა. წმინდა ეფრემმა ყველაფერი ეს იმ ორ ტუსაღს უამბო. ერთმა აღიარა, ვიღაცა წყალში იხრჩობოდა. შემეძლო, მაგრამ არ გადავარჩინეო. მეორემ კი თქვა: ცრუ მოწმედ წარვდექი სასამართლოს წინაშე, მრუშობა დავწამე ერთ ქალს, რომელსაც ძმებმა ამის მერე მემკვიდრეობა წაართვესო. მიხვდა წმინდა ეფრემი თავის დანაშაულს.

მალე მისი მოსამართლე შეიცვალა. ახალმა მოსამართლემ სიმართლე გამოიძია და ეფრემი ციხიდან გაათავისუფლა. წმინდა ეფრემზე ისე იმოქმედა ამ ამბავმა, რომ აღთქმა დადო და როგორც კი გარეთ გამოუშვეს, მაშინვე მონასტერში წავიდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 12:27 PM

"ზოგჯერ პატიმრობა აღიქმება როგორც ჯილდო. მაგალითად, ერთხელ წმინდა სერაფიმე ვირიცელმა თავის სულიერ შვილს - კიბრიადინს უწინასწარმეტყველა, რომ ის გახდებოდა დიდი მოღვაწე სასულიერო იერარქიაში და რომ ელოდა ძალიან დიდი ბედნიერება მრავალწლიანი კეთილმსახურებითი ცხოვრებისა. ეს მრავალწლიანი ბედნიერება აღმოჩნდა კატორღა ციმბირში.

საქმეც ის გახლავთ, რომ წმინდა მამა არ შემცდარა - კატორღა აღმოჩნდა სწორედ ის ადგილი, სადაც კიბრიადინი იყო ერთადერთი მღვდელი და მას უამრავი სიკეთის მოტანა შეეძლო გარშემომყოფი ადამიანებისთვის. მან ძალიან ბევრ ადამიანს აჩუქა ბედნიერების წუთები. ეს ბედნიერება გახლდათ: აღსარება, ზიარება, ქრისტესთან სიახლოვე იმ ყიამეთში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 11:37 AM

"მთავარია, კაცმა ქრისტეში მოიპოვოს თავისუფლება. "შეიცანით ჭეშმარიტება და ის გაგათავისუფლებთ", - ბრძანებს სახარება, - ანუ თუ გახდებით თავისუფალნი, არა რაიმე გარეგნული დამოკიდებულებით, საზოგადოებრივით ან პოლიტიკურით, - ბრძანებს მღვდელმთავარი ანტონი სუროჟელი, - ეს სხვანაირი თავისუფლებაა, რომელსაც ვერაფრით წაართმევენ ადამიანს. ასე ფიქრობდა ერთი კაცი, რომელიც ორმოცი წელი მარტო იჯდა საკანში და სიკვდილის წინ კედელზე წააწერა: "ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ, მის გარეშე თავისუფლებაც კი ციხეა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 02:31 PM

"გასული საუკუნის 50-იან წლებში, სტალინური პერიოდის შემდეგ, დაიწყო "დათბობის ხანა". იმხანად ბევრი ადამიანი გაანთავისუფლეს ციხეებიდან. 1955 წელს ნიკოლოზობას მღვდელმა კიბრიადინმა პატიმრებს მისცა კურთხევა, რომ ემარხულათ და ნიკოლოზობის დღესასწაულზე ზიარება მიეღოთ.

მართლაც, ათეულობით ადამიანმა დაიწყო მარხვა, მაგრამ შუა გზაზე მიატოვა. მხოლოდ 26 კაცი შემორჩა, ვინც ბოლომდე იმარხულა. მოხდა სასწაული. 22 მაისს, ნიკოლოზობა დღეს, ბანაკის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა 26 განთავისუფლებული კაცის გვარი, რომლებიც სწორედ ის ტუსაღები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ბოლომდე იმარხულეს.

მარხვასთან ერთად უდიდესი ძალა აქვს ლოცვასაც. ციხეში მყოფ მერაბ კოსტავას ზვიად გამსახურდია ერთ-ერთ წერილში სწერდა: არ დაგავიწყდეს, ყოველ დილა-საღამოს იკითხე 90-ე ფსალმუნი. ხომ იცი, რა ჯავშანიაო.

მართლაც, უფლის ძალისა და შემწეობის გარეშე ძნელია ადამიანმა გაუძლოს იმ დიდ განსაცდელს, რასაც ტყვეობაში ყოფნა ჰქვია. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობლების, ახლობლების ლოცვას პატიმრისთვის. პატერიკებში არის მაგალითები იმისა, რომ იმ დღეებში, როდესაც მშობლები ლოცულობდნენ, მათ შვილებს ბორკილები ეხსნებოდათ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 12:41 PM

"აქვე მინდა შევეხო მერაბ კოსტავას დამოკიდებულებას ტყვეობის მიმართ. იგი თავისუფალი სულის ადამიანი იყო და მიაჩნდა, რომ თუკი ადამიანი თავისი შინაგანი ბუნებით არის თავისუფალი, მას ამ თავისუფლებას ვერანაირი ფიზიკური დატყვევება ვერ წაართმევს.

როდესაც იგი ციმბირის ციხეში შიმშილობდა, მასთან მივიდა ერთ-ერთი ქართველი პატიმარი, რომელსაც გული შესტკიოდა მასზე და უთხრა: ცოდო ხარ, მოკვდები, იქნებ ჩუმად მაინც შეგეჭამა რამე, ვინ რას გაიგებსო. მერაბ კოსტავამ კი უპასუხა: მე ადამიანების წინაშე როდი ვშიმშილობ; ღმერთის წინაშე ვაკეთებ ამას და ის ყველაფერს ხედავსო.

ეს არის სწორედ იმ ადამიანის სიტყვები, რომელიც ტყვეობაშიც და ტყვეობის გარეშეც - ყველგან თავისუფალ კაცად რჩება. ასე რომ, ფიზიკური ტყვეობა ერთია, სულიერი კი - მეორე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 06:34 PM

"რამდენთა ძვლებით მოკენჭილა ციმბირის კატორღები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 09:01 PM

"უდანაშაულოს დაპატიმრებას, დამნაშავის გათავისუფლება სჯობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 09:05 PM

"დაპატიმრების დროს მისი [ეფრემ მეორე] საცხოვრებელი ოთახის ყოველი კუთხე-კუნჭული გაჩხრიკეს, ამაოდ დაამტვრიეს ყვავილის ქოთნები - იქაც ვერაფერი იპოვეს ისეთი, მისი ბრალდების საქმეს გამოძიების ინტერესების სასარგებლოდ ახალ დეტალს რომ შესძენდა. მეუფე ეფრემს, რომელსაც ყვავილების გახარება უყვარდა, უთქვამს: "მე და ყვავილები ერთ ბედქვეშა ვართ - ისინი ამოთხარეს და გაანადგურეს, მე კი ციხეში მივყავარო".

"სადაც არ უნდა გადამასახლოთ, ჩემი რწმენა ყველგან თან გამყვებაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 03:35 PM

“დანაშაული და სასჯელი განუყოფელი ცნებებია. შესაძლოა, შენი შეცოდება ვერავინ გაიგოს და ფიზიკური სასჯელი აირიდო, მაგრამ სინდისი რომ გაგეღვიძოს, მაშინ რას შვრები?! თუ ესეც არ მოხდება, უზენაესის სასჯელს ვერ აირიდებ და ეს არის მეტად სავალალო. ცოდვაა ის, ვინც დანაშაულს სჩადის და მერე ოთხკედელშუა გამომწყვდეული ატარებს სიცოცხლის დიდ ნაწილს. თუ საკუთარი სინდისისგან დასჯილი ეკლესიას მიაშურებს და გულწრფელი მონანიებით განიწმენდს სულს, უფლის გზას დაადგება...”

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 10:38 AM

"გერმანელებმა იუგოსლავიის დაპყრობისთანავე მეუფე ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი, წმინდანად შერაცხული) შინაპატიმრობაში ჩასვეს ჯერ ლიუბოსტინის (1941) და შემდეგ ვოილოვიცის მონასტერში. 1943 წელს აქვე მოიყვანეს სერბეთის პატრიარქი გაბრიელი.

1944 წელს ფაშისტებმა წმინდა ნიკოლოზი, პატრიარქ გაბრიელთან ერთად, დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. მეუფე ნიკოლოზმა ადვილად გადაიტანა გაჭირვება. უვლიდა პატრიარქს, იცავდა, თუმცა ფიზიკურად მასზე სუსტი იყო.

ერთხელ, როცა ორივეს არაწმიდების გატანა მოუხდა, პატრიარქმა ვეღარ გაუძლო და წაიქცა. დარაჯმა მათრახი გადაჰკრა და ჰკითხა: - როგორ მოგწონთ აქ ყოფნაო. პატრიარქმა უკმაყოფილოდ შეხედა და მეუფე ნიკოლოზს მიუბრუნდა: "უთხარი, რომ მისი სიკვდილი გადაწყვეტილია და მალე მიიღებს დამსახურებულ სასჯელსო".

რაო, რას ყბედობო, - იკითხა გერმანელმა. უწმინდესი პატრიარქი გაოცებულია თქვენი ორგანიზაციის სრულყოფილებით და იდეალური წესრიგით, ჩვენ აქ ძალიან კარგად ვართ. მაგრამ რადგან მაინც ეკლესიის წარმომადგენლები ვართ, გთხოვთ გაგვათავისუფლოთ ამ საქმიანობისგანო".

წმინდა ნიკოლოზის ნათქვამმა იმოქმედა ფაშისტზე და ორივე ტყვე ყველანაირი ფიზიკური საქმიანობისგან გაათავისუფლა."



"წმინდა ნიკოლოზივე [სერბი] ჰყვებოდა: "ციხის თანამშრომლები მეკითხებოდნენ, - გწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთი იყოო? არა-მეთქი. ესე იგი, მეტად აღარ გწამსო? - იცინოდნენ. კი არ მწამს, ვიცი, რომ ღმერთი არსებობს. განსაცდელის მერე ჩემი რწმენა ცოდნად იქცა. ახლა ვიცი, რომ ღმერთი არსებობს-მეთქი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 10:57 AM

"ციხე მას [მამა იოანე კრესტიანკინი] ლოცვის სკოლად ექცა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 11:44 AM

"გადასახლებაში ისე დავსნეულდი, აღარ მეგონა, ოდესმე კიდევ თუ ვნახავდი საქართველოს. ვადამდე 3 წლით ადრე სტალინმა გამათავისუფლა. მას საიდუმლოდ მივწერე წერილი, რომ უსამართლოდ ვისჯებოდი. პატიმართა ბანაკიდან კრემლში ასეთი წერილის გაგზავნა ძნელიც იყო და საშიშიც, რადგან უკეთუ ბანაკის უფროსობას ჩაუვარდებოდა ხელში, დაღუპვა არ ამცდებოდა.

მიშველა ღმერთმა და ჩემმა წერილმა სტალინამდე მიაღწია", - მოუყოლია ოჯახის წევრებისთვის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ [ეფრემ მეორეს]. სტალინისთვის გასაგზავნი წერილის კრემლის ფოსტაში ჩაგდება მას ბანაკიდან განთავისუფლებული რუსი პატიმრისთვის უთხოვია.

"ვინაიდან ქაღალდის შოვნა დიდ სიძნელეს წარმოადგენდა, წერილის შავი პირი არყის ხის ქერქზე დავწერე ფანქრით, მერე დიდი წვალებით ქაღალდის ერთი თაბახის ფურცელიც ვიშოვე და უმაღლეს მთავარსარდალს ასეთი შინაარსის წერილი გავუგზავნე: "მოსკოვი, კრემლი, პირადად სტალინს. გთხოვთ, გამოითხოვოთ საქართველოდან ჩემი ბრალდების საქმე, რათა გადაისინჯოს იგი, და თუ მე დამნაშავე აღმოვჩნდები, თქვენგან მოკვეთილი მარჯვენა ხელი არ მეტკინება". სტალინისთვის ასეთი შინაარსის ბარათის გაგზავნა მეტად სარისკო იყო ბანაკიდან განთავისუფლებული პატიმრისთვისაც - თუ წერილს უპოვიდნენ, კვლავ სასჯელი ელოდა, მეუფეს კი დახვრეტა არ ასცდებოდა.

მას შემდეგ, რაც 1944 წლის 21 ივნისს ბრალდების საქმე ხელახალი შესწავლისთვის გამოითხოვეს საქართველოდან, ბანაკმა ეპისკოპოსი ეფრემი სასწრაფოდ გაათავისუფლა დარჩენილი სასჯელისგან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 07:18 PM

"პატიმრობა ცვლის ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას. პიროვნული მახასიათებლები ან ფერმკრთალდებიან, ანდა, პირიქით, ვითარდებიან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2018, 12:02 PM

"შეიძლება ადამიანს კონკრეტულად ის დანაშაული არ ჰქოდეს ჩადენილი, რის გამოც ბრალი ედება, მაგრამ ტყუილუბრალოდ მაინც არაფერი ხდება. მაგალითისათვის მოვიყვან ერთ ცნობილ ფაქტს.

1611 წელს კონსტანტინოპოლში მოხდა ასეთი ინცინდენტი: ინგლისის საელჩოს წევრებს ერთი ჩვეულებრივი გართობის დროს შემოაკვდათ იანიჩარი. ინგლისელმა ელჩებმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ვერაფერი გააწყვეს და გადაწყვიტეს სასიკვდილო განაჩენი მიესაჯათ იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ საქმეში დამნაშავე არ იყო.

სიკვდილით დასჯის დღეს სიკვდილმისჯილმა განაცხადა: ეს დანაშაული მე არ ჩამიდენია, მაგრამ მაინც ვიმსახურებ ამ სასჯელს ჩემს სამშობლოში ადრე ჩადენილი მკვლელობის გამო. ცოდვამ მიწია. უბრალოდ სხვა ვითარებაში და სულ სხვა ხალხის ხელით მომიწევს იმ ცოდვის ზღვევაო.

ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში პატიმრობა შეიძლება იყოს რაღაცნაირად ადრე ჩადენილი დანაშაულის, ცოდვის შედეგი და სულაც არ იყოს შემთხვევითი, როგორც ხშირად ერთი შეხედვით გვეჩვენება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2018, 09:11 PM

"ღმერთი ზოგიერთ კაცზე სასჯელს განგებ დაუშვებს, რომ იგი უმჯობესი შეიქნას და გამოიცადოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2018, 09:08 PM

"მართლაც, ფრიად საბრალონი და საცოდავნი ხართ არა მხოლოდ იმიტომ, რომ საპყრობილეში ხართ დატყვევებულნი , - ეს კიდევ დიდი არაფერი იქნებოდა, - არამედ იმიტომ, რომ ცოდვისაგან ხართ შეპყრობილნი, მისგან წარტაცებულნი და შეკრულნი.

ამისთვის ებრალებით თქვენ ღმერთსა და კეთილგონიერ კაცსა. ცოდვამ მოგაკლოთ თქვენ პირველი სიკეთე კაცისა - თავისუფლება. დამიჯერეთ, ძმანო ჩემნო, როდესაც გულიდან ცოდვას განაგდებთ, მაშინ ამ საპყრობილედანაც გამოხვალთ.

დაფიქრდი, ჰკითხე შენს თავს: რისთვის დაგემართა ეს უბედურება? ნუ ეფერები შენს თავს, შენს ბრალს გულში ნუღარ დამალავ და ცოდვა მოინანიე. ევედრე ღმერთს, რომ სულიერი ტყვეობიდან გამოგიყვანოს და ამით ხორციელი ტყვეობისგანაც გათავისუფლდე.

ვისაც ჭკუა მთლად არ დაუკარგავს, ვისაც ცოტაოდენი ადამიანობა და სინდისი კიდევ შერჩა, მას შეუძლია თავისი უბედურებით ისარგებლოს, თავისი უბედურება ბედნიერებად გადააქციოს და ამ საპყრობილედან განათლებული და გათავისუფლებული გამოვიდეს."

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 11:58 AM

"საპატიმრო არ უნდა იყო მარტო სასჯელის მოსახდელი, ის უნდა იქცეს ადამიანის გამოსწორების ერთ-ერთ საშუალებად".

/უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 07:59 PM

"თუკი სულიერი თვალით შევხედავთ, პატიმრობა საუკეთესო პირობაა საკუთარი თავის განჩხრეკისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 08:20 PM

"1937 წელს მონაზონი ნინო 8 წლით ჩაქვის ციხეში ჩასვეს, გამუდმებით აწამებდნენ და შეურაცხყოფდნენ, მაგრამ ამ წლებზე არასოდეს უსაუბრია. მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთხელ, ფსალმუნის კითხვისას, ციხის უფროსმა თმაში ხელი მოჰკიდა (დედა ნინოს მსხვილი ნაწნავები ჰქონდა) და თავი შარდიან ქოთანში ჩააყოფინა.

არ გასულა დიდი დრო და მის შეურაცხმყოფელს შემთხვევით ვიღაც შემოაკვდა და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გამოხდა ხანი და ციხის ახალ უფროსსაც გაუჩნდა პრობლემები - პატიმრები გაექცნენ. შეშფოთებული გაიძახოდა, - ახლა ნამდვილად პასუხს მომთხოვენ და მეც ჩამსვამენო, მაგრამ დედა ნინომ ანუგეშა, - პატიმრები აუცილებლად დაბრუნდებიანო და ასეც მოხდა.

მადლიერების ნიშნად, ციხის უფროსმა დედა ნინოს საკანში სალოცავი კუთხე გამოუყო და ეს ადგილი ფარდით გადაატიხვრინა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 11:24 AM

"მართალი იყო ლ. ტოლსტოი, როდესაც ციხეში ჩაჯდომაზე ოცნებობდა. რაღაც მომენტში ამ გიგანტმა განიცადა შინაგანი (შემოქმედებითი) გამოცდილება. ციხე ნამდვილად ესაჭიროებოდა მას, როგორც გვალვაშია სანატრელი კოკისპირული თქეში.

ყველა მწერალი, რომელიც ციხეზე წერდა, მაგრამ თავად არ მჯდარა, თავს მოვალედ თვლიდა, თანალმობა გამოეხატა ტუსაღებისადმი, ციხე კი სამუდამოდ შეეჩვენებინა. მე საკმარისად დიდხანს ვიჯექი იქ და სული გამოვიწვრთენი. ამის შემდეგ მტკიცედ ვაცხადებ: "კურთხეულ იყავ, ციხევ, რომ იყავი ჩემს ცხოვრებაში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 02:59 PM

"ნამდვილი ლოცვა პატიმრობისას მქონდა და ეს იმიტომ, რომ ყოველ დღეს სიკვდილის პირას ვიდექი".

/მამა იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2018, 10:47 PM

პატიმრის წერილებიდან

"ადამიანის მიერ ჩადენილი ყველა ცოდვა სულის ტკივილს იწვევს. ცოდვა - ცოდვაა, მაგრამ კაცის კვლა - მძიმე ცოდვაა. რასაც მე განვიცდი, ძნელია გადმოვცე, მაგრამ შევეცდები, მიახლოებით მაინც გამოვთქვა მკვლელობის ჩამდენი ადამიანის სულის აფორიაქება.

უცოდველი ამ ქვეყანაზე არავინაა. მეც ერთ-ერთი ცოდვების მზიდი ადამიანი ვარ. უნებლიეთ თუ ნებით, - ამას რაღა მნიშვნელობა აქვს, - ადამიანი მოვკალი...

მას შემდეგ მოსვენება დავკარგე. ჩამესმის ხმა, რომ სანამ დროა, ვილოცო და მოვინანიო ცოდვები. უხმოდ ვტირი, სიცარიელეს ვგრძნობ, ძვლებში მამტვრევს, გული მეწვის - ენით აუწერელ ტკივილს განვიცდი. შველას ვითხოვ და ამ ტკივილს ვერავინ მიყუჩებს. ყოველდღე ლოცვებს გულში ვიმეორებ და მხოლოდ ამის მერე ვგრძნობ, რომ სულის ერთი ნაწილი დამიბრუნდა და დამსხვრეულ სულს ლოცვით თუ გავიმრთელებ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2018, 01:19 PM

"როცა ავად იყო [წმ. გაბრიელ სალოსი] და უთხრეს, - საჭმელი მიირთვითო, - გულისტკივილით უპასუხა:

- რას ამბობ, დაო, ახლა სულით ციხეში ვიყავი. პატიმრები შავი პურის გულისთვის ერთმანეთს ხოცავდნენ და მე როგორ ვჭამო?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2018, 01:15 PM

"ერთხელ წმინდა ილარიონ ქართველი (ახალი) ათონზე აპირებდა წასვლას. სალონიკში ერთი შენობიდან ხმა შემოესმა: - მამაო, მამაო! თურმე ამ შენობაში, დამნაშავეებთან ერთად, ბერძენთა აჯანყებაში მონაწილე ქრისტიანები ყოფილან დამწყვდეულნი. მათ სარკმლიდან ჭიქა მიაწოდეს და წყლის დალევინება სთხოვეს. წმინდა ილარიონმა გადაწყვიტა, დარჩენილიყო და მათ მომსახურებოდა.

იგი დღედაღამ დაუღალავად მუშაობდა, აღებული ფულით კი ხილსა და პურს ყიდულობდა. პატიმრების სხვადასხვა დავალებას ასრულებდა და თეთრეულს ურეცხავდა, მისთვის სულერთი იყო, პატიმარი ქრისტიანი იყო თუ თურქი.

ერთხელ ერთი მდიდარი თურქი ტუსაღის გულისთვის ციხეში შეიპარა, ხელებით ჩამოკიდებულ ტუსაღს პირში წყალი ჩაასხა და მსხალი ჩაუდო. ასე სამჯერ მოიქცა. ალაჰი მოგიზღავს სამაგიეროს შენი კეთილი საქმეებისთვისო, - ამოილუღლუღა თურქმა, - წადი, რათა მცველებმა არ აგკუწონო.

გამოსვლისას დარაჯებს მხარი გაჰკრა და გააღვიძა, მაგრამ მათ მისი თავგანწირული საქციელი რომ იხილეს, ხელი არ ახლეს. მისმა საქციელმა სიცოცხლე შეუნარჩუნა ამ მდიდარ თურქს, რომელიც ყველას უყვებოდა ილარიონის გმირობის ამბავს. ამ ამბიდან მალევე უფალმა გამოცხადებით აუწყა წმინდა ილარიონს, რომ ტუსაღთა მსახურება დაეტევებინა და ათონზე გამგზავრებულიყო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2018, 07:24 PM

"პატიმრობა ადამიანისთვის ერთ-ერთი მძიმე სასჯელია"

"ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ციხე პატიმრის გამოსწორებას ისახავს მიზნად. ჩვენთან კი, ჯერ-ჯერობით, ეს ვერ ხორციელდება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ შედარებით მსუბუქი და უკიდურესად მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანები ერთად იხდიან სასჯელს."

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2019, 06:04 PM

"კომუნისტურ პერიოდში, ოთხწლინახევარი ციხეში გაატარა. ამბობდა, რომ სწორედ ციხეში ყოფნისას განიცადა ლოცვისა და მისტიკური ცხოვრების ძალა და მადლი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2019, 06:46 PM

"საპყრობილეშია ვინმე - თავად პავლე მოციქული, მაცხოვარი იყვნენ ციხეში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 08:22 PM

"როცა ეკლესიაში ბიბლიას არ უშვებენ, მერე ციხეში უწევთ მღვდლებს პატიმრებისთვის ღვთისმეტყველებაზე საუბარი. თუ სკოლიდან ღმერთი გამოაძევეს, გამოძევებული ღმერთი შემდეგ ციხეებსა და საავადმყოფოებში შედის, სადაც ბევრი სნეული ადამიანია."

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2019, 08:55 PM

"ორიოდე ათეული წლის წინ პატრიარქს ვახლდი სიკვდილმისჯილთა დილეგში. ერთმა პატიმარმა გვითხრა: - მე მაინც უნდა დამხვრიტონ და მანამდე ჩემგან სისხლი ააღებინეთ, იქნებ ვინმე ავადმყოფს გამოადგესო!"

/მამა რევაზ ტომარაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 08:26 PM

"საპყრობილეში ასრულებდა შემდეგ მორჩილებას: "ლოცვასა და მარხვას, უფლისადმი ცრემლოობას, ღმრთის ღრმა და საფუძვლიან შეცნობას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2019, 05:18 PM

"უფალო, გმადლობ ყველაფრისთვის, რაც ადრე გაგიკეთებია. მაგრამ მე ახლა დამეხმარე. მამაჩემი არაფრის გამო ციხეში ჩასვეს და უკვე რვა თვეა, ზის. მე რომ შემეძლოს, ალბათ გავათავისუფლებდი. ძალიან გთხოვ, დამეხმარო. ეს ყველაზე დიდი სათხოვარია. მერე აღარასოდეს შეგაწუხებ, თუნდაც ვკვდებოდე" - ირა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2019, 03:45 PM

***
"ცნობილი რუმინელი მართლმადიდებელი მღვდელი გიორგი კალციუსი კომუნისტურ რეპრესიებს სასწაულებრივად გადაურჩა და ამ რეპრესიათა მსხვერპლ არაერთ მართლმადიდებელ მოწამეს იცნობდა, რომლებიც, გაუსაძლისი ტანჯვის პირობებში, ნამდვილ მშვიდობისმყოფელებად ექცნენ გარშემომყოფთ.

მამა გიორგი: "1947 წელს რუსულმა არმიამ მეფე აიძულა, რუმინეთი დაეტოვებინა, რის შემდეგაც კომუნისტებმა ძალაუფლება სრულად იგდეს ხელში.

რუმინეთში რწმენა ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ინტელიგენციამ, რომელიც მოიხიბლა სექსუალური თავისუფლებით და მასონობით, უღალატა ეკლესიას.

პიტესტის ციხე მაკარენკოს ექსპერიმენტის ასლი გახლდათ. ხომ მოგეხსენებათ, რა მიზანსაც ემსახურებოდა ხსენებული ექსპერიმენტი? - ის ახალგაზრდები უნდა გადაეგვარებინა, ვინც კომუნიზმს შეეწინააღმდეგა.

- რა ასაკის სრუდენტებს ეხებოდა ეს ყველაფერი?

- თვრამეტიდან ოცდახუთ წლამდე. მათ სურდათ, თაობებს შორის უფსკრული გაეჩინათ. რუმინეთი სულაც არ გახლავთ პრიმიტიული ქვეყანა. ჩვენთვის ყოველთვის ძვირფასი იყო ქრისტიანული სული და ღირებულებები...

პიტესტის ციხეში კოშმარი ტრიალებდა, უამრავი საუკეთესო ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა ამ წლებმა...

მე ძალიან გამიმართლა, რადგან იმ თექვსმეტ ადამიანს შორის მოვხვდი, რომლებიც უშიშროებამ ჯილევის ციხეში გადაიყვანა (ეს ციხე მთლიანად მიწის ქვეშაა)... სწორედ მის კედლებში დაიწყო ჩემი სულიერი გამოფხიზლება...

ჯილევის ციხეს ჰქონდა სპეციალური საკანი, რომელიც შუაზე გაჭრილ ცილინდრს წააგავდა... ჩვენ მიწის ქვეშ ვიმყოფებოდით... ამ ცილინდრში ოთხი უფანჯრო საკანი ააშენეს, რომელთა თავზეც შვიდი მეტრი მიწა იყო. დღის სინათლეს, ბუნებრივია, ვერ ვხედავდით, მხოლოდ ერთი ელექტრონათურა გვქონდა.

ჩვენს საკანში ერთი მძიმედ სნეული, კონსტანტინე ოპრისანი მოიყვანეს, რომელიც დღეში ორჯერ ფილტვებიდან სისხლს ამოახველებდა ხოლმე... რადგან სამედიცინო კოლეჯში ვსწავლობდი, მასზე ზრუნვა გადავწყვიტე. კონსტანტინეს მოძრაობა არ შეეძლო და ყველაფერს მე ვუკეთებდი... ის წმინდანივით იყო, მტრედივით მშვიდი... მსგავსი ადამიანი მანამდე არ მენახა... პიტესტში სამ წელიწადს აწამებდნენ, - იმდენი სცემეს, სანამ ფილტვები არ გაუნადგურეს... მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდა და საყვედურიც კი არ დასცდენია მტანჯველების მიმართ.

გამუდმებით იესოზე გვესაუბრებოდა და ყველანი ვგრძნობდით, თუ რა გამორჩეული ადამიანი გამოგვიგზავნა ამ ჯოჯოხეთში ღმერთმა... იმ საშინელ საკანში კონსტანტინე ჩვენი გამართლება იყო...

როდესაც გარდაცვალების ჟამი დაუდგა, ყველანი მორიგეობით ვდარაჯობდით, თვალს არ ვაშორებდით არც დღით, არც ღამით... მალე ერთ-ერთმა შეამჩნია, რომ იგი მიდიოდა... სახე სრულიად შეეცვალა და თვალებზე ბინდი გადაეკრა, შეშინებულმა ხელზე ხელი მოვკიდე და განწირულმა ჩავძახე: "კონსტანტინე, არ მოკვდე, არა!" და ის მართლაც გამობრუნდა, თვალები დაეწმინდა... არ ვიცი, რა ხდებოდა მის სულში, მაგრამ რომ შემომხედა, თვალები შიშით აევსო და ტირილი იწყო... მივხვდი, მზად იყო წასასვლელად, მე კი ისევ ამ საშინელ სამყაროში დავაბრუნე... საოცარია, მაგრამ ახალშობილს დაემსგავსა... ასე მტირალი ორიოდ წუთში მიიცვალა...

დაახლოებით ერთ წელიწადს ვიყავით ერთად... მისი სიკვდილის შემდეგ ყველამ ვიგრძენით, რაღაც როგორ განადგურდა ჩვენში. იცით, რა აღმოვაჩინეთ? ასე ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც გადაადგილებაც კი არ შეეძლო, ჩვენი სიცოცხლის ნიშატად და მშვიდობისმყოფელად ქცეულიყო... საშინელი მარტოობა შევიგრძენით მაშინ...

ცხედარი განვბანეთ, შემდეგ დაცვას შევატყობინეთ მისი გარდაცვალების შესახებ... სამ საათში მოგვაკითხეს და ნება მოგვცეს, გარდაცვლილი გარეთ გაგვესვენებინა...

ამდენი ხნის განმავლობაში მზე არ გვენახა, ნესტიან საკანში დამპალი ჩალის ლეიბებზე ვიწექით და თითქმის დაგვავიწყდა, რომ მბჟუტავი ელექტრონათურის გარდა სინათლეს მზეც გამოსცემდა... რომ არსებობდა ცა და ყვავილები, დღე და ღამე...

მზე ჩადიოდა და ყველაფერს ოქროსფერი ნათელი ადგა... ცხედარი მიწაზე დავასვენეთ, სრულიად შიშველი იყო, რადგან მისი უბადრუკი ტანსაცმელი სხვა პატიმრისთვის უნდა ჩაეცმიათ... ის ძონძებიც კი დაენანათ... მის გალეულ სხეულს რომ ვუყურებდით, არ გვჯეროდა, რომ ეს ადამიანის სხეული იყო, იმ ადამიანისა, რომელმაც ამხელა სიწმინდე დაიტია...

ჩემმა მეგობარმა აიღო და გარდაცვლილს გულზე ლურჯი ყვავილი დაადო... რომ ვბრუნდებოდით, უკან მოვიხედე და ეს ყველაფერი სამუდამოდ დავიმახსოვრე...

ჩვენს საკანს სიკვდილის გემი დავარქვი, რადგან მისი ბინადარნი სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი.

იმ ციხეში იყვნენ ქალები, მათ შორის - მონაზვნებიც, რომლებმაც მამაკაცებზე მეტი სიმტკიცე გამოიჩინეს. ერთ-ერთი, დედა მიქაელა, ციხეში 40 წლის ასაკში წამებით აღესრულა. დიდი სულიერების ადამიანი იყო, სამი თვის განმავლობაში მხოლოდ წმინდა ზიარებით ცოცხლობდა... როგორც ჩანს, უშიშროებას მისი არსებობა განსაკუთრებულად აღიზიანებდა, რადგან საგულდაგულოდ იზოლირებულს გამორჩევით ტანჯავდნენ...

რაც შეეხება კონსტანტინე ოპრისანს, იგი ცოტას ლაპარაკობდა, დღეში მხოლოდ ერთ ან ორ საათს - საამისოდ ძალა არ ჰყოფნიდა, მაგრამ მის ბაგეთაგან გამომავალი ყოველი სიტყვა წმინდა იყო, უდიდეს სიმშვიდეს აფრქვევდა... მხოლოდ იესოზე, სიყვარულსა და მიტევებაზე გვესაუბრებოდა, მის ლოცვებს დიდი ძალა ჰქონდა და ამ დროს გრძნობდი, რაოდენ ნატანჯი კაცი აღმოთქვამდა ამ ლოცვებს... გგონიათ, ეს ადვილი იყო? მას ჩვენი დაცვა სურდა, ცდილობდა, ბევრი არ ეხველებინა, რომ ჰაერში ბაქტერიები არ გაევრცელებინა... კონსტანტინე ჩვენს საკანში წმინდანივით იყო... უკანასკნელ დღეებში, როდესაც უკვე ლაპარაკიც აღარ შეეძლო, მაინც ძველებური სიყვარულით გვეპყრობოდა. მისი თვალები დიდ შინაგან ნათელს, სიმშვიდესა და სიყვარულს გამოსცემდა. ადამიანებისთვის სიცოცხლის მსხვერპლად გაღება შეეძლო. გასაოცრად ჭკვიანი იყო. როგორც გითხარით, გამუდმებით ლოცულობდა... თუ ჩვენ შორის ურთიერთობა იძაბებოდა, მაშინვე ლოცვას იწყებდა და ეს ლოცვა ყოველთვის ნაყოფიერი იყო... ხმამაღლა არ ლოცულობდა, მაგრამ ამ დროს სახე სრულიად გარდაექმნებოდა ხოლმე...

რაც შეეხება გაფენსუს, იგი პიტესტში 1949 წელს გარდაიცვალა. ღმერთი გამორჩეულად მფარველობდა... ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი, ძალიან ავად იყო... საკმარისი იყო, შეგეხედათ ან, უბრალოდ, მის გვერდით ჩაგევლოთ, მაშინვე იგრძნობდით მის გავლენას. საოცარი მშვიდობა დაჰქონდა სულით... ვინც კი მის საკანში მოხვდებოდა, იმწამსვე ივიწყებდა ღვთისმგმობ და ცუდ აზრს. გაფენსუს, დიდი სულიერებისა და რწმენის წყალობით, ადამიანთა სულისა და გონების შეცვლა შეეძლო.

რაღა თქმა უნდა, იყვნენ სხვებიც, რომელნიც ამ საშინელ წლებს შეეწირნენ, მაგრამმმათი წმინდა სახელები მხოლოდ უფალმა უწყის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 10:38 PM

"უფალი მოინახულებს პატიმრებს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2020, 01:33 PM

"1928 წელს მამა სამსონი (სივერსი) დააპატიმრეს და სოლოვკაში გაისტუმრეს. ჩეკისტებს ათასნაირი იარაღი ჰქონდათ წამებისა, ერთ-ერთს "ტრამვაის" ეძახდნენ. მცირე ტერიტორიაზე შეყრილი უამრავი ადამიანი ფეხზე ძლივს იდგა, გასანძრევი ადგილი არ იყო. კარებს სამი კვირით კეტავდნენ. ბევრი კვდებოდა, ცოცხლები კი მკვდრებთან ერთად "ტრამვაიში" იდგნენ. ყარდა იქაურობა.

მამა სამსონმა ამას გაუძლო. პატიმრებს ხან ბნელ სარდაფში ჩაიყვანდნენ. ვირთხები ადამიანებს ცოცხლად ჭამდნენ. მამა სამსონს ჯურღმულში ხუთჯერ უკბინეს ვირთაგვებმა. ფერგანის არხშიც იხრჩობოდა და გადარჩა. ერთხელ ღონემიხდილი დაეცა და თმით ყინულს მიეყინა. თავი რომ ასწია, კეფიდან თმასთან ერთად ტყავიც ასძვრა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2020, 06:05 PM

Free

Let's free the prisoners

Liberate ['lɪb(ə)reɪt]

Let's liberate the prisoners

მოდით გავათავისუფლოთ პატიმრები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2020, 05:26 PM

atrocious [ə'trəuʃəs] = სასტიკი, საშინელი

e.g. Prisoners are treated in an atrocious manner in prisons = ციხეებში პატიმრებს სასტიკად ეპყრობიან

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2020, 08:34 PM

"უდანაშაულო კაცის დაჭერაზე დიდი ცოდვა და დანაშაული არ არსებობს"

/ნოდარ დუმბაძე, "თეთრი ბაირაღები"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2020, 10:26 PM

ჟურნალისტი ციხეში

"ერთმა ჟურნალისტმა გადაწყვიტა დაეწერა წიგნი სიკვდილმისჯილ პატიმრებზე, სურდა, აღეწერა, რას განიცდიან ისინი. მოელაპარაკა მოსამართლეს, რომელმაც "შეკერა" საქმე და ჟურნალისტი ციხეში ჩასვეს.

საიდუმლო მოლაპარაკების შესახებ მათ გარდა არავინ იცოდა.

ციხეში ჟურნალისტი აკვირდებოდა სიკვდილმისჯილებს, აკეთებდა ჩანაწერებს, ზოგიერთს ესაუბრებოდა კიდეც... ერთი სიტყვით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.

და აი, უეცრად, ათი დღით ადრე, მათი პირობის მიხედვით ჟურნალისტის ციხიდან გამოსვლამდე, მან უეცრად ამოიკითხა გაზეთში, რომ ეს მოსამართლე მოულოდნელად გარდაცვლილა. ადარებდა გაზეთში გამოცხადებულის გვარსა და სახელს მისი ნაცნობი მოსამართლის გვარსა და სახელს - ყველა მონაცემი ერთმანეთს ეთანხმებოდა.

ჟურნალისტი პანიკაში ჩავარდა. ცდილობდა, აეხსნა და დაემტკიცებინა, რომ ციხეში მოხვდა წიგნის დაწერის მიზნით, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო, არ უჯერებდნენ - პირიქით, ფიქრობდნენ, რომ ამ გზით მას სურდა სასჯელის თავიდან აცილება. "საქმე" შეკერილი იყო მაღალ პროფესიულ დონეზე, ფაქტებითა და მტკიცებულებებით. ბევრი პატიმარი მიმართავს ათასგვარ ხერხსა და ეშმაკობას და ამიტომაც მათ ნაკლებად უჯერებენ.

ჟურნალისტმა თავი განწირულად ჩათვალა და ამ დღიდან მას უკვე აღარ აინტერესებდა, თუ რას გრძნობენ სიკვდილმისჯილი პატიმრები, შეწყვიტა წერაც. რაც უფრო ახლოვდებოდა სასჯელის აღსრულების დრო, სრულ სასოწარკვეთილებას განიცდიდა - არ იცოდა, რა ეღონა.

სიკვდილით დასჯის წინა დღეს ის გამოიძახეს ციხის კანცელარიაში. ნერვული დაძაბულობისაგან გათანგული შევიდა ოთახში და - ჰოი, საკვირველებავ - იქ დახვდა ცოცხალი და საღსალამათი მოსამართლე, სწორედ ის, რომელთანაც შეთანხმება ჰქონდა დადებული.

- ახლა სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ შენ დაწერ ნამდვილ წიგნს იმის თაობაზე, თუ რას განიცდიან სიკვდილმისჯილნი სასჯელის აღსრულების მოლოდინში, დაწერ ამას პირადი გამოცდილების საფუძველზე, - უთხრა მოსამართლემ".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 10:26 PM

"ბორკილებს - ფრთოსანი სიტყვები და ფიქრები მოაქვთ!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2020, 11:22 AM

"მამა ზინობი [მაჟუგა] ხელისუფლებამ საქართველოდან გააძევა და მანაც დონის როსტოვში წმინდა სოფიის ტაძარში დაიწყო მსახურება. 1936 წელს დააპატიმრეს და შვიდი თვე გამანაწილებელში ჰყავდათ. როცა გამომძიებელს დაჭერის მიზეზი ჰკითხა, მან ანაფორაზე მიუთითა.

გამანაწილებელში მალარია შეეყარა. ამით გადაურჩა შუა აზიაში გამწესებას, სადაც უეჭველი სიკვდილი ელოდა. ის თეთრი ზღვა-ბალტიის არხის მშენებლობაზე გაგზავნეს. იქ მამა ზინობიმ პატიმრებს თავისი საკვების მარაგი დაურიგა და მათი სიყვარული დაიმსახურა.

გადასახლებაშიც მღვდლობდა, ლოცვებს ზეპირად ამბობდა, აღსარებებს იღებდა, მკვდარს აპატიოსნებდა. ურალში ერთ ზამთარს, სამუშაო დღის დასრულებისას, პატიმრების ჯგუფი ბარაკში ბრუნდებოდა. მამა ზინობი ყველაზე დაბალი იყო და წესისაებრ უკან მიჰყვებოდა. უცბად, ამ ორმოცგრადუსიან ყინვაში, თოვლზე ახალმოწყვეტილი ყურძნის მტევანი დაინახა. ეს ცხადი სასწაული იყო. ბარაკში მისვლისას ყურძნის თითო მარცვალი ყველას ჩამოურიგა და ანუგეშა პატიმრები ღვთის სასწაულით."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2020, 02:06 PM

"იმაზე დიდი სასჯელი არ არსებობს, როცა დამნაშავეს ხელს აფარებ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2020, 07:06 PM

"წმინდა გაბრიელ მცირე ჰყვება: წარმართებს მრავალი ქრისტიანი ტყვედ შეეპყროთ, ხელბორკილები დაედოთ. ერთი მათგანი მიხვდა, რომ დავითგარეჯის მონასტერთან ახლოს იყვნენ. იმავე ღამეს მხურვალე ცრემლებით შეევედრა წმინდა დავითს. ლოცვისას ხელთაგან ბორკილნი დასცვივდა. ტყვე გამოიპარა, მივიდა წმინდა დავითის მონასტერში და მადლობა შესწირა ღირს მამას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2020, 07:34 PM

"გამოცდილი პრაქტიკოსი ექიმებიც ადასტურებენ, რომ თვითშთაგონებას შეუძლია გააძლიეროს ან შეამციროს ყოველგვარი ქიმიის ზემოქმედება ორგანიზმზე,კერძოდ, ტვინზე. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის დიდ და ტოქსიკურ დოზაზე, მაგრამ ალბათ არ იქნება უინტერესო, ვიცოდეთ, რომ ზოგიერთ ველურ ტომში დღესაც კი ასე ეძებენ დამნაშავეს: ეჭვმიტანილებს აძლევენ საკმაოდ დიდი რაოდენობით შხამს და მიიჩნევენ, რომ მოკვდება მხოლოდ ნამდვილი დამანშავე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 10:09 PM

"შეიძლება დანაშაულზე პასუხიც ვაგო, ციხეშიც ჩავჯდე, მაგრამ როცა ვნანობ, ადამიანობას უკან ვიბრუნებ".

/არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2021, 09:31 PM

"ციხე რაღაცით ჰგავს მონასტერს (რა თქმა უნდა, მხოლოდ გარეგნულად), იქაც და აქაც ადამიანი იძულებულია, დათმოს საკუთარი ნება-სურვილი, ციხეში - იძულებით, მონასტერში კი ნებაყოფლობით, იქაც და აქაც ადამიანს თანაცხოვრება უწევს უცხო ადამიანებთან, სწორედ ეს უკანასკნელი არის ფრიად მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული თუ სულიერი საკითხების უფრო ნათლად წარმოსადგენად".

/ბერი ერმოლაოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 04:21 PM

"რა არის მძიმე ძმის სიყვარულის საქმეში? მაგალითად, რა არის მძიმე იმაში, რომ ტუსაღი მოვინახულოთ საპყრობილეში? რადგან გვმართებს, კი არ გავუშვათ იგი საპყრობილიდან, რაც რთული იქნებოდა, არამედ მხოლოდ მისი მონახულება"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2021, 08:32 PM

"შეხედე, რამდენი ბოროტებაა: ტანჯვა, საპყრობილე. თითოეული მათგანი თავისთავად ძალიან მძიმე ასატანია"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2022, 06:00 PM

"ვილოცოთ მათთვისაც, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ, რათა სიმართლე ცხადი გახდეს, ვილოცოთ, რათა შეიწყალონ ისინი, ვინც ციხეებში არიან, განცდილი ტანჯვა-წამება კი სასიკეთოდ წაადგეთ და გამოსწორდნენ".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2022, 09:12 PM

"მრავალი წლის წინ ერთი კაცი, რომელიც სასოწარკვეთილებაში იყო და გონება დაბინდული ჰქონდა, საზღვარზე გადავიდა და ერთ-ერთ კომუნისტურ ქვეყანაში მოხვდა. იგი მზვერავი ეგონათ და შეპყრეს, სცემდნენ და ციხეში გაგზავნეს. ციხეში ის ლოცულობდა. ერთმა ჩემმა ნაცნობმა ბერმა გაიგო მისი უბედურების შესახებ და ილოცა: - "ღმერთო ჩემო, გთხოვ, გაათავისუფლე იგი! შენთვის ამის ქმნა ადვილია". ციხიდან იგი დაკითხვაზე წაიყვანეს, დაკითხვის შემდეგ კი... საბერძნეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. როცა შემდეგ ჩვენი გამომძიებლები ეკითხებოდნენ, იგი პასუხობდა: - "მე მცემდნენ, ჩამსვეს ციხეში, მოითხოვდნენ აღიარებას. მერე რა მოხდა, არ მახსოვს. ვერც კი მივხვდი, როგორ აღმოვჩნდი საბერძნეთის საგუშაგოსთან, არ ვიცი, როგორ მოხდა ეს". აი, ასეთი ძალა აქვს ლოცვას. ლოცვა ღმერთს მოწყალებისაკენ მიდრეკს".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2022, 02:20 PM

"რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა". აბა, წამოდექი! არ გრცხვენია?! რა დღეში ხარ?! აბა, გაიხსენე მოწამეები: ასე იქცეოდნენ? შენ რას აკეთებ? რატომ არ გინდა ცოტა წინ წაიწიო?
ყოვლად უმიზეზოდ მაინც არაფრის კეთება არ უნდა, არაფრის...
-კეთილი, - ეტყვი, - რატომ არ გინდა? ვითომ რა, ღმერთი უარყავი? მიზანი დაკარგე? რამე შეცვალა შენში? ეჰ... იმის გამო, რომ ცოტა უქეიფოდ ხარ, ცოტა მოგეწყინა, მოღალატე გახდები? აბა, სწრაფად ფეხზე წამოდექი! ქრისტეს გულისთვის ციხეში რომ ჩაემწყვდიე მოწამეებივით, მაშინ რას იზამდი? უარყოფდი?აბა, სწრაფად, ფეხზე!"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:59 PM

"სად არის ის ხალხი, ციხის ძალადობას რომ გმობდა, დღეს რატომ არის ჩუმად… სირცხვილია თქვენი შერჩევითი სამართალი… "

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 03:56 PM

"დამნაშავეთ სინანული მიეც, საპყრობილეთა შინ მყოფთ - თავისუფლების სიხარული".

/ილია მეორის ღვთისმშობლისადმი დაწერილი სავედრებელი ლოცვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2022, 01:12 PM

"კატარღის ჩაძირვისდროს მენიჩბეების გადასარჩენად თავს არავინ იწუხებდა. მათ ჯაჭვიდან არ ხსნიდნენ და ისინი გემთან ერთად იღუპებოდნენ.
მენიჩბეობა უმძიმესი ხელობა იყო და ნებაყოფლობით კატარღაზე მენიჩბედ არავინ მიდიოდა. ამიტომ იქ სიკვდილმისჯილ ანდა მძიმე დანაშაულისათვის დატუსაღებულ პატიმრებს აგზავნიდნენ სამუშაოდ. სწორედ ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში, უმძიმესი დანაშაულის მოხდის ადგილს "კატორღა" ეწოდა. თუმცა, სისხლის სამართლის დამნაშავეები მენიჩბეების კონტიგენტს ვერცერთ ქვეყანაში ვერ ავსებდნენ, რის გამოც კატარღებზე ტყვეებსაც სხამდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 70/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 10:18 PM

"აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 2017 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენტციურ დაწესებულებაში (ქალაქი რუსთავი) მსჯავრდადებულებს ქართულ საეკლესიო გალობასა და ხალხურ სიმღერას გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ფონდ "ქართული გალობის" წარმომადგენელი გიორგი აბესაძე ასწავლიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 03:13 PM

"სიკვდილმისჯილ ადამიანს მიწიერი სიამენი და გართობა აღარ აინტერესებს, რადგან გაცნობიერებული აქვს, რომ სულ მალე დადგება ჟამი, როდესაც მიწიერ სიცოცხლეს დაემშვიდობება. ასევე განშორებულია ჭეშმარიტად მონანული ადამიანიც ამქვეყნიურ ამაოებებს. თუ სინანულში მყოფი ადამიანი კვლავ ხორციელ ვნებებში რჩება, მისი გლოვა და სინანული ჯერ კიდევ გარეგნულად გამოხატული ქმედებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2022, 07:32 PM

"სხვა დროს ჩემი ძმა კომუნისტებმა დაიჭირეს და საპყრობილეში ჩასვეს, გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი მოკვლა. იმ ღამეს სიზმარში ვიხილე, რომ ჩემი ძმა საპყრობილეში ჰყავდათ და გუშაგს ვკითხე, რის გამო იყო დაპატიმრებული. გუშაგმა მიპასუხა, რომ მას 150 ლირა ვალი ჰქონდა. მაშინ მე ამოვიღე 200 ლირა, გუშაგს მივეცი და ჩემი ძმა გაათავისუფლა. მართლაც, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და საპყრობილიდან გაათავისუფლეს"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2022, 01:47 PM

"90-იანი წლების დასაწყისი იყო...

ახალგაზრდა ბიჭი მაღაზიაში მუშად მოეწყო.

ისე მოხდა, რომ მას შეუყვარდა თავისი უფროსი, რომელიც მასზე 15 წლით უფროსი იყო. ქალი ბიჭს ეთამაშებოდა, მერე კი - მიატოვა. ბიჭს არ შეეძლო ამის გადატანა, დასდევდა ქალს და იტანჯებოდა. ქალს მისგან რომ თავი დაეღწია, უჩივლა მას და დააჭერინა.

ბიჭის მშობლები ეკლესიურები იყვნენ. მათ მღვდელს სთხოვეს შეკვეთილი წირვის დაყენება ტყვეობაში მყოფისთვის. ასევე შეუკვეთეს წმ. ნიკოლოზის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და უფლის პარაკლისები. ისინი გამუდმებით ცრემლით ლოცულობდნენ უსამარეთლოდ დაპატიმრებული შვილისთვის.

ერთი თვის შემდეგ ბიჭი გამოუშვეს. თავად არ იცოდა, რატომ გაათავისუფლეს. ზონის უფროსი გაოცებული ამბობდა, რაომ ასეთი რამ არასდროს მომხდარა.

როგორც კი შეკვეთილი წირვა და პარაკლისები იქნა გადახდილი, ზონაში მივიდა კომისია შესამოწმებლად. როგორც იყო მიღებული, სტუმრები სუფრასთან მიიპატიჟეს, დაიწყეს სმა, მხიარულება... საქმეებს კი მხოლოდ სიმბოლურად განიხილავდნენ. ინსპექტორი წამოდგა სუფრიდან, მივიდა თაროსთან, სადაც პატიმართა საქმეები იდო, ხელი გადაუსვა მათ და თქვა: "ყველა შევამოწმე" - და გაიცინა.

შეხებისგან საქაღალდეებიდან ზოგი მარჯვნივ გადავარდა, ზოგიც - მარცხნივ, ერთი კი დარჩა ადგილზე. გაასწორეს და კიდევ ორჯერ განმეორდა იგივე. ინსპექტორი უცებ გამოფხიზლდა, ამოიღო ეს საქაღალდე, გადაათვალიერა, რამოდენიმე წუთის შემდგომ დახურა საქაღალდე და თქვა: - "აი, ეს კი გაათავისუფლეთ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2023, 08:54 PM

"თქვენ, ალბათ, განგიცდიათ ეს საოცარი გრძნობა - როგორი სიხარულით ბრუნდებით, როდესაც მოინახულებთ პატიმარს ან სნეულს! ხომ ყოფილა ასეთი რამ? ამ საქციელის შემდგომ მადლი შემოდის და განიწმინდება ადამიანი"

/მეუფე შიო მუჯირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2023, 01:29 PM

"მოვა დრო, როდესაც მარტო მორწმუნეები კი არა, ურწმუნოებიც მიხვდებიან, რომ თუ სარწმუნოება არ არის, სამყარო ვერ იარსებებს, მაშინ ისინი დააძალებენ ყველას, რომ ღმერთი ირწმუნონ, რათა გადაარჩინონ სამყარო. გავა წლები და ისეთი დრო დადგება, რომ თუ რომელიმე დღე არ ილოცებ, ამის გამო ციხეში ჩაგსვამენ. ადამიანები ანგარიშს ჩააბარებენ მმართველს იმაზე - ილოცეს თუ არა! ამგვარდ ყველაფერი თავისით დალაგდება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 12:49 PM

"როდესაც პროტოპრესვიტერ ვასილის ჰკითხეს: "მამაო, ბანაკში ყოფნისას გეშინოდათ?" მან უპასუხა: "შიშით, რა თქმა უნდა, გვეშინოდა, როდესაც ბანაკში ღამის ლიტურგიაზე მალულად მივდიოდით, არ გამოვეჭირეთ და ვადა არ დაემატებინათ. მაგრამ დაიწყებოდა თუ არა ლიტურგია - ცა იხსნებოდა! ღმერთო, თუნდაც დამიმატონ ვადა, ოღონდ, რაც შეიძლება გვიან გათენდეს. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ ჩვენ, ქრისტესთვის ტუსაღნი უფრო მეტად ვიყავით თავისუფალნი, ვიდრე ბანაკის მიღმა მყოფი ადამიანები. სული იყო თავისუფალი და სული მგზნებარებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2023, 08:17 PM

"კიდევ მახსოვს, რომ ერთი ადამიანი ციხიდან დაბრუნდა და მამა ტროფიმეს [ოპტინელი] იქაურ ცხოვრებაზე მოუთხრობდა. "ციხე, - თქვა მამა ტროფიმემ, - ეშმაკის მონასტერია. ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენთან, ოღონდ საპირისპიროდ; ჩვენთან სიმდაბლეს ასწავლიან, იქ კი - ამპარტავნებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2023, 05:45 PM

"მოგვითხრობს იეროდიაკონი ილიოდორი: "დასაწყისში ზოგიერთი მოძღვარი ვერ ბედავდა ციხეში მისვლას. მამა ვასილი [ოპტინელი] იყო, ვინც ეს თავს იდო. ციხეში სადილის დამთავრებისთანავე შევდიოდით, იქიდან კი ღამის ორ საათზე გამოვდიოდით, ან სულაც ციხეში ვათევდით ღამეს. მთელ ციხეს ეძინა, მაგრამ მამა ვასილისთან რიგი იდგა აღსარების ჩასაბარებლად. ყოველ მათგანს დიდხანს ესაუბრებოდა.

ერთი შემთხვევა დამამახსოვრდა: ციხეში იმხანად ტაძარი არ იყო. ის თავის ხელით ააგეს პატიმრებმა მამა ვასილის მკვლელობის შემდეგ. მაშინ კი აბანოში გვიხდებოდა მონათვლა. და აი, მოსანათლად 39 კაცი გამოცხადდა, მაგრამ მეორმოცე, როგორც გაგვაფრთხილეს, თავშესაქცევად მოვიდა. საშინელი მკრეხელი იყო, თანაც მათ ენაზე "ავტორიტეტი". ნათლობის წინ მამა ვასილიმ იქადაგა. ის კაცი ძალზე ყურადღებით უსმენდა, მერე კი ჰკითხა: "მე რომ მოვინათლო შეიძლება?" და სასწრაფოდ გახდა დაიწყო.

ნათლობის შემდეგ მამა ვასილისთან მივიდა: "მამაო, მინდა ცოდვები მოვინანიო, შეიძლება აღსარება ჩაგაბაროთ?" მამა ვასილი მის აღსარებას ორი საათი იბარებდა. გამომშვიდობებისას კი სთხოვა, ღმერთზე საკითხავი რაიმე მიეცა. მგონი მამა ვასილიმ მას მისცა წიგნი "მამა არსენი", თუმცა, დანამდვილებით არ მახსოვს.

შემდეგ მოსვლაზე კვლავ ჩააბარა აღსარება და მამა ვასილის სთხოვა ლოცვანი მიეცა და ლოცვა ესწავლებინა. შემდეგ ციხის უფროსს სთხოვა, ერთკაციან კამერაში გადაეყვანათ. მართლაც გადაიყვანეს. იჯდა მარტო და გამუდმებით ლოცულობდა. და აი, უცებ ციხეში მოვიდა ცნობა, რომ ამ კაცის საქმეს გადახედეს, ვადა შეუმცირეს და უნდა გათავისუფლდეს. პატიმრები მაშინ ალაპარაკდნენ, რომ მისმა ნათესავებმა, სადაც საჭიორ იყო, ქრთამი მისცეს და გაქნილი ადვოკატი დაიქირავეს. მაგრამ ამ კაცმა უთხრა: "საქმის გადახედვის თხოვნაც კი არ შემიტანია, ეს ღმერთმა შემიწყალა და გამათავისუფლა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2023, 01:12 PM

"მამა ვასილი [ოპტინელი] პირველი იყო, ვინც ქალაქ სუხინიჩის ციხეში იწყო სიარული. ერთხელ მან იეროდიაკონ ილიოდორთან ერთად ციხეში ერთბაშად ორმოცი კაცი მოინათლა, მე კი ვეხმარებოდი. აბანოში მოამზადეს ხის კასრები, სრული შთაფლვით რომ მოენათლათ. ყველანი შიშვლები იდგნენ, ერთმა შიშით იკითხა: "ჩვენი მონათვლა განა შეიძლება, ჩვენ ხომ დამნაშავეები ვართ?" მამა ვასილიმ კი გაიღიმა და უთხრა: "თქვენ ბავშვები ხართ, ყველანი ჩვენი ზეციერი მამის შვილები ვართ". და უცებ ყველამ გაიღიმა, გაიხარა, მართლაც ბავშვებს დაემსგავსნენ. ვუყურებ, ვეება ჯეელები, სხეული სვირინგებით აქვთ დაფარული, მოძღვრის წინაშე კი პატარა ბავშვებად გრძნობენ თავს, მორიდებით ეკითხებიან: "მამაო, შეიძლება?".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2023, 07:50 PM

"რამდენიმე წლის წინ სამსახურში დედაჩემმა უყურადღებობით ხელი მოაწერა ფინანსურ დოკუმენტს დიდ თანხაზე. როგორც ცუდ ფილმში, მისი კომპანია დაიხურა და მთელი ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრა დედაჩემს, როგორც ხელის მომწერს.

პერსპექტივა იყო საშინელი: ციხე და მსგავსი.

ჩვენ დავიწყეთ ლოცვა უფლისადმი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანებისადმი. მე ყოველ საღამოს ვკითხულობდი წმ. სპირიდონის [ტრიმიფუნტელი] დაუჯდომელს. საღამოს დაღლილი ვბრუნდებოდი, ძილი მინდოდა, მაგრამ თავს ვტუქსავდი: არა, ადექი და წაიკითხე; ევედრე წმ. სპირიდონს დახმარება.

რამდენიმე დღის შემდეგ მე მირჩიეს საუკეთესო ადვოკატი. მან მიგვიღო რეკომენდაციის გარეშე და არც კაპიკი არ გამოგვართვა. გვითხრა, რომ პასუხისმგებლობის ვადა გასული იყო და დედას არაფერი ემუქრებოდა.

ამაზე დიდი სიხარული არასდროს განმიცდია! წმ. სპირიდონი დაგვეხმარა, რომ საქმე არ მისულიყო სასამართლომდე.

დიდება უფალს და მადლობა წმ. სპირიდონს, ასე რომ გვეხმარება ჩვენ ცოდვილებს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2023, 07:52 PM

"პატიმრობა მოგისაჯეს, საკანში ზიხარ და შენს ცხოვრებას წვრილ საცერში ცრი, გაკვირვებს, რა სწრაფად მოხდა ყოველივე, თითქოს ქვა დაგორებულიყოს მთიდან. შენი ცხოვრება იქამდე მშვიდად და წარმატებით მიედინეობდა, სანამ ძმის გასამართლებლად ცრუ ჩვენება არ მიეცი. "ის ხომ ჩემი ძმაა, ვის უნდა დავეხმარო, თუ არა მას, თუნდაც ცრუ ფიცი მივცე?" ასეთი ზრახვებით იმართლებდი თავს მსაჯულების წინაშე, მაგრამ ერთმა მოსამართლემ გითხრა: "ყველანი ძმები ვართ. რა მოხდება, ყველა რომ შენს მსგავსად მოიქცეს?" მხოლოდ მაშინ მიხვდი, რომ ცოდვილმა ფიქრებმა დანაშაულამდე მიგიყვანა.

ერთმა ცრუმოწმემ ასეთი ამბავი მომითხრო: "სასჯელის ასაცილებლად ცრუ ჩვენება მივეცი. სასამართლოში არ განმიცხადებია, არადა, უნდა გამეკეთებინა ეს, რადგან ადამიანური სასჯელი ღვთისაზე მსუბუქია. ჩემი დანაშაულის დღიდან ორი წლის მანძილზე ჩვენი სახლი ჯოჯხეთს დაემსგავსა. პირველი უბედურება ჩემს ხარებს დაატყდათ. ურემიანად კლდიდან გადაიჩეხნენო, - ამბავი დამახვედრა ცოლმა იმავე საღამოს, როგორც კი ცრუ ჩვენების მიცემის შემდეგ დაბიდან დავბრუნდი. რამდენიმე დღის შემდეგ მეხი პირდაპირ ფარეხს დაეცა და ცხვარი გამიწყვიტა. გაგვქურდეს. ცოლი ავად გახდა. მკურნალობისთვის ფული ვისესხე, მაგრამ იგი მალე ტანჯვით გარდაიცვალა. საბრალო ჩემი შვილი იმ სენმა შეიპყრო, რომლისგანაც დღე და ღამე დუჟმორეულნი კბილთა ღრჭენით იკრუნჩხებიან. გაღატაკებულმა და ვალებში ჩავარდნილმა სასოწარკვეთით შევჩივლე ერთ მეგობარს ჩემი მწარე ბედის გამო. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა მისი კითხვა: "ცრუმოწმედ ხომ არ დაუდექი ვინმეს?" თითქოს გაყინული წყალი გადამესხა. პასუხის გაუცემლად წამოვდექი, სასამართლოში მივედი და იქ ყველაფერი ვაღიარე. სასჯელი მოვიხადე და ციხიდან გამოსულმა ახალი ცხოვრება დავიწყე. სამუდამოდ ვისწავლე ღვთის შიში".

/"წერილები", წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2023, 07:07 PM

"მოვინახულეთ ადგილი, სადაც მაცხოვარი ჰყავდათ შეპყრობილი. იქ შესულს სასტიკი სურათი დამხვდა, უფალთან მყოფ ავაზაკებს "უკეთესი" მდგომარეობა ჰქონდათ საპყრობილეში. ყველა საპყრობილე საშუალო სიმაღლის კაცზე იყო გათვლილი, მაცხოვრის საპყრობილეში შესულმა კი ვერც კი შევძელი გამართვა, ძალიან პატარა იყო და... რომ ვუყურებდი ყელში თითქოს ბურთი გამეჩხირა, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებდი, ცრემლიანი თვალებით ვეფერებოდი იქაურობას... წამით მაინც წარმოიდგინეთ, ჩვენს გამო რამხელა ტანჯვა-წამება გადაიტან უფალმა? არა მგონია, ეს ვინმემ წარმოიდგინოს..."

/სტუდენტი თოდრია ნანა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2023, 05:03 PM

"ა.წ. 11 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდულ ცენტრში, მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი 300-ზე მეტი ნამუშევარი: ხატები, ჯვრები და აქსესუარები; ასევე ერთ-ერთი მჯავრდებულის ლექსების კრებული და სიმღერების ალბომი.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საპატრიარქოს მჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე), საპატრიარქოს თანამშრომლები, სახელმწიფოს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით მსჯვარდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში ხეზე კვეთის სახელოსნოები უკვე წლებია ფუნქციონირებს. მჯავრდებულები პროფესიონალ პედაგოგთან ერთად სწავლობენ ხატწერასაც, რაც მათ არა მხოლოდ თავისუფალი დროის პროდუქტიულად გატარების, არამედ გათავისუფლების შემდგომ დასაქმების შესაძლებლობასაც აძლევს.

წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დამსწრე საზოგადოების გაოცება და დიდი მოწონება დაიმსახურა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2023, 03:53 PM

"უფალი მოინახულებს პატიმრებს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2023, 07:52 PM

"შეხედეთ - შეპყრობილ ბოროტმოქმედს სჯიან, ციხეში სვამენ, სადაც იხდის ის თავის მცირე საზღაურს. და თუკი ასეთი ადამიანი გულწრფელად მოინანიებს, ის გადაურჩება მარადიულ საპყრობილეს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2023, 08:27 PM

"ციხემ არ დაგაშინოთ - ყველგან ღმერთია - ციხეშიც, სხვაგანაც, სადაც არ უნდა ვიყოთ - ყველგან! ღმერთთან ერთად არასდროს არაფერია საშიში"

/სქემმონაზონი ზოსიმა (სოკური)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2024, 08:33 PM

"აბა, ნახეთ: დამნაშავეს რომ დაიჭერენ, სცემენ, ციხეში სვამენ, ის იქ თავის მცირე "კანონს" აღასრულებს. და თუკი ასეთი ადამიანი გულწრფელად მოინანიებს, საუკუნო ტყვეობისაგან დაიხსნება. განა უბრალო საქმეა, თუ მიწიერი სატანჯველის სანაცვლოდ ადამიანი საზღაურად მარადისობაში გახსნის ანგარიშს?!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2024, 06:11 PM

"სიკვდილმისჯილ პატიმართან საკანში მღვდელი შევიდა.

- მინდა ღვთის სიყვარული გაუწყო, - უთხრა.

- და რაში გამოიხატება, ეს სიყვარული? - სკეპტიკურად იკითხა პატიმარმა.

- ისე შეგვიყვარა ჩვენ, ცოდვილები, რომ საკუთარი ძეც კი არ დაიშურა ჩვენს გადასარჩენად.

სიტყვამ "ჩვენ" პატიმარს გული მოულბო, სიტყვამ "გადასარჩენად" კი იმედის ნაპერწკალი გაუღვივა. მღვდელთან საუბრის შემდეგ მოწიწებით მიიღო მისგან "სახარება" და გულდასმით დაიწყო კითხვა. დილით ის უკვე მღვდელთან შეხვედრას ითხოვდა..."

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)