გთხოვთ განმიმარტოთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გთხოვთ განმიმარტოთ |
forumis virusi |
Jul 4 2007, 05:15 AM
პოსტი
#1
|
kaspersky devikene da cesit unda miSvelos ჯგუფი: Members პოსტები: 124 რეგისტრ.: 1-July 07 წევრი № 2,359 |
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
რას ნიშნავს ეს? თუ ჯვარდაწერილები არიან ჩემი მშობლები როგორაა უჰსჯულოება, თუ სექსია უჰსჯულოება? ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან აქ იგულისხმება ცოდვებისკენ მიდრეკილი რომ იბადება ადამიანი? |
ეკუმენისტი |
Jul 5 2007, 05:18 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 |
არავინ არ იცით ამ საკითხზე?
|
სოფი |
Jul 5 2007, 05:41 PM
პოსტი
#3
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ეკლესია გვასწავლის,რომ დედის მუცელში ჩანახვისთანავე ადამიანს გააჩნია უკვდავი სული,რომელიც ნათლობის მადლით განბანას საჭიროებს,რადგან ჩვენი საერთო წინაპრის _ ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ მასში (ადამში) პოტენციურად არსებული მთელი კაცობრიობის ბუნება ცოდვით გაიხრწნა,ასე რომ,ყოველი ადამიანი,რომელიც იშვება ამ ქვეყნად,პირველქმნილი ცოდვითაა აღბეჭდილი.სწორედ ამიტომ წერია ფსალმუნში:"რამეთუ უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან".
-------------------- "Happiness only real when shared."
|
ეკუმენისტი |
Jul 5 2007, 06:53 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 |
|
კანუდოსელი |
Jul 5 2007, 07:47 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რას ნიშნავს ეს? თუ ჯვარდაწერილები არიან ჩემი მშობლები როგორაა უჰსჯულოება, თუ სექსია უჰსჯულოება? ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან აქ იგულისხმება ცოდვებისკენ მიდრეკილი რომ იბადება ადამიანი? პირველი: ეს არის ადამის ცოდვა, რომელშიც ყველა ადამიანი და მათ შორის მანდ ნახსენები დედაა მეორე: ეროტიკული მომენტი, რასაც უწოდებ სექსს, ასევე განსახილველია: 1. სექსუალური კავშირი, როგორც დაწესებული ღვთისგან და რომელიც არის აუცილებელიც ოჯახისთვის და 2. ის რეალობა, რომელიც თავს იჩენს დაცემული ადამიანის პიროვნებაში, როდესაც სექსუალური მდგომარეობა გაზავებულია ვნებითაც ამიტომაა, რომ ქრისტიანობაში ეროტიზმის ორი გაგება არსებობს: 1. სწორი - ასე ვთქვათ დაუზიანელებლი ადამის რეალობაში და 2. ვნება შეპარული, დაზიანებული ურთიერთობა - ვიმეორებ,დაზიანებული და არა სრულიად განადგურებული. პირველქმნილ ცოდვით როგორ, ადამის ცოდვა? აბა უფალმა რისგან გამოგვიხსნა? ნათლობა აბა რატომ არის საჭირო? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მევიოლინე |
Jul 5 2007, 10:02 PM
პოსტი
#6
|
GUJAVIOLIN ჯგუფი: Members პოსტები: 99 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,391 |
ნათლობა აბა რატომ არის საჭირო? ნათლისღება არის „ახალი შობა“ ნათლისღების მადლმოსილების მნიშვნელობის ასახსნელად მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში მიუთითებენ, რომ ჩვენ მისი საშუალებით „განვიწმიდებით“, „განვიბანებით“, „განვმართლდებით“, „წარგვეხოცება ცოდვანი“ და ა.შ. ნათლისღებით ჩვენ „ვკვდებით ცოდვისათვის, რათა განახლებული ცხოვრებით ვიცხოვროთ“, „თანა-დავეფლობით ქრისტესთან“ და აღვდგებით მასში. -------------------- ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია! |
marine |
Jul 6 2007, 11:53 AM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
"უფალს უფრო მეტად რომ მოუხმოს წყალობისა და თანაგრძნობისაკენ, დავითი თავის დაბადებას მიმართავს, რამეთუ, რომ არ შეეცოდა ადამს, მას არ ექნებოდა საჭიროება ევასთან ხორციელი თანაცხოვრებისა. ასე რომ, ცოდვამ შვა გარკვეული კანონზომიერება, ამ კანონზომიერებამ კი, თავის მხრივ, განგრძობა შობადობისა ადამ და ევადან, ამ შემთხვევაში, საკუთრივ, დავითამდე. და, თუმცა ქორწინება უფლისათვის შეწყნარებული გახდა შვილიერების გამო, არსებითად იგი მაინც ცოდვის ნაყოფია. ამგვარი გაგებით ამბობს სწორედ დავითი, რომ ის ცოდვით ჩაისახა და დაიბადა. ამგვარად, არც არის გასაკვირი, რომ დავითსაც ხვდა წილად უბედურება - შეეცოდა და ამით დაქვემდებარებოდა ბუნებით აუცილებლობას." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ulvashi |
Jul 6 2007, 12:40 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ეს იგი რა, ცოლ-ქმრული კავშირი ცოდვაა?
|
afxazi |
Jul 6 2007, 12:52 PM
პოსტი
#9
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ulvashi
ციტატა ეს იგი რა, ცოლ-ქმრული კავშირი ცოდვაა? ასეთი დასკვნა საიდან გამოიტანე? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
marine |
Jul 6 2007, 01:07 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ეს იგი რა, ცოლ-ქმრული კავშირი ცოდვაა? ცოლ-ქმრული კავშირი არაა ცოდვა, უბრალოდ როცა ადამიანი იბადება მას თან სდევს ადამის ცოდვა.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ulvashi |
Jul 6 2007, 02:09 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
რა ვიცი, ასე მომეჩვენა
|
მევიოლინე |
Jul 6 2007, 03:50 PM
პოსტი
#12
|
GUJAVIOLIN ჯგუფი: Members პოსტები: 99 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,391 |
უბრალოდ როცა ადამიანი იბადება მას თან სდევს ადამის ცოდვა.. კანუდოსელ, გამარკვიე ეს რას ნიშნავს, ადამის ცოდვა როგორ მოყვება, ადამის ცოდვისგან ხომ გამოგვიხსნა უფალმა? -------------------- ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია! |
კანუდოსელი |
Jul 6 2007, 04:25 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელ, გამარკვიე ეს რას ნიშნავს, ადამის ცოდვა როგორ მოყვება, ადამის ცოდვისგან ხომ გამოგვიხსნა უფალმა? ნათლობის გარეშე ცოდვა თან გდევს და როცა მოინათლები, უფალთან შთაეფლობი და ამ გზით მიიღებ მის გამომხსნელ მადლში მონაწილეობას -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მევიოლინე |
Jul 6 2007, 04:32 PM
პოსტი
#14
|
GUJAVIOLIN ჯგუფი: Members პოსტები: 99 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,391 |
ნათლობის გარეშე ცოდვა თან გდევს და როცა მოინათლები, უფალთან შთაეფლობი და ამ გზით მიიღებ მის გამომხსნელ მადლში მონაწილეობას და ცოდვაში ადამის ცოდვილი ბუნება იგულისხმება და არა პირადი ცოდვები ხო? ესეიგი ადამიანი იბადება ცოდვებისკენ მიდრეკილი, ანუ ცოდვილი ბუნებით, გასაგებია -------------------- ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია! |
saria-giorgi |
Jul 11 2007, 05:13 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ადამიანის ბუება ერთია და ამიტომაც მოხდა ერთის მიე კაცობრიობის ცოდვაში შთანთქმა,ხოლო ანგელოზების დაცემას თუ ვიტყვით ერთის მიერ ყველაში რატომ არ შემოვიდა ცოდვა,აქ მოვიყვან ღმრთისმეტყველ ვლადიმერ ლოსკის პასუხს:"რადგანაც ბუჰებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან."გმერთმა ადამიანი იხსნა ჯოჯოხეთისგან,რომელიც ცოდვის შედეგია,ხოლო პირველ მშობელთა ცოდვა ადამიანმა ნათლობის მეშვეობით უნდა განიწმიდოს."ვინც არ იშვესო წყლისგან და სული წმიდის მიერ,ვერ ხელეწიფებისო ცათა სასუფევლის ხილვა."გამონაკლისის გარდა:1მოწამეობა ქრისტესთვის
-------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
alex_b |
Jul 12 2007, 12:35 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 |
forumis virusi
ციტატა 5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.რას ნიშნავს ეს? თუ ჯვარდაწერილები არიან ჩემი მშობლები როგორაა უჰსჯულოება, თუ სექსია უჰსჯულოება? საერთოდ როცა საუბარი მიდის ფსალმუნის განმარტებაზე, აქ მიდგომა ცოტა სხვანაირია. ფსალმუნში გამოთქმული სიტყვები არ გამოგვადგება ისეთი საკითხების გასარკვევად, როგორიცაა ცოდვა ანდა დოქტრინალური საკითხები. ამ მუხლის გასაგებად მიმოვიხილავთ რა მის ისტორიულ ფონს, დავითჳ ინანიებს საკუთარ ცოდვას და გლოვობს ცოდვის გამო, ამიტომ მისი გამოთქმული სიტყვები, ხშირად გამოხატავს არა ღვთაებრივ ჭეშმარიტებას, არამედ ფსალმუნმომღერალის გულის განცდას. მახსენდება ერთი სიტყვები ფსალმუნიდან: ”ნეტარ არს, რომელმაც შეიპყროს ჩვილნი შენნი და მიანარცხოს კლდესა” (თუ არ ვცდები 136 ფსალმუნია. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
seminaristi |
Jul 12 2007, 02:38 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
ფსალმუნის სიტკვები:"უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან",უცილობელი ჭეშმარიტებაა და აქ ყველაფერი გარკვევითაა თქმული.პავლე მოციქული ამბობს,რომ უმჯობესია კაცისათვის "დედაკაცისა შევეარახებაი",ხოლო "უკეთუ ვერ დაითმენნ,იქორწინნედ",რადგანაც "უმჯობეს არს ქორწინებაი,ვიდრე განხურვებაი".მოციქულის ამ სიტყვებს სრულად ეხმიანება წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის აზრიც ამ საკითხზე.როგორც მახსოვს,ის ამბობს,რომ ქორწინებითი ურთიერთობა არის ღმრთის დაშვება,მიშვება ადამიანისა ამ ქმედებაზე ჩვენი დაცემული ბუნების უძლურებისა და გამრავლებისათვის,რომელიც ღმრთის მადლით,ჯვრისწერის საიდუმლოთი განიწმიდება.ამიტომაცაა,რომ იგივე ქმედება ჯვრისწერამდე თუნდაც 5 წუთით ადრე იმდენად მძიმე ცოდვაა,რომ ამ ცოდვის ჩამდენი მღვდელი ვერასოდეს იქნება.ასევე,რაკი 'უსჯულოებათა შინა მიდგომილს"და"ცოდვათა შინა შობილს"(არც ერთ კაცთაგანს) არ შეეძლო კაცობრიობის გამოხსნა ცოდვის ტყვეობისაგან,ამიტომაც არ მიიღო მაცხოვარმა ასეთი უსჯულო მიდგომილება,არამედ ზებუნებრივად განკაცდა.
-------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
afxazi |
Jul 12 2007, 04:24 PM
პოსტი
#18
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
seminaristi
გასაგებია რასაც გულისხმობ მაგრამ აქ საუბარია მეფსალმუნის აღნიშნული სიტყვების განმარტებაზე. რას ნიშნავს : რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
seminaristi |
Jul 13 2007, 04:55 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
მართალია, დავით მეფსალმუნე საკუთარ თავზე ამბობს, ჩვენ მიერ განხილულ სიტყვებს,რადგანაც მან დიდად შესცოდა (მრუშობით და მკვლელობით) და ეს ფსალმუნი სწორედ ამ ცოდვათა გამო სინანულის მიზეზით დაიწერა. მაგრამ წმიდა ეკლესიამ ამ ფსალმუნის,მინიმუმ,ყოველ დილით ლოცვა დაგვიდგინა. ასე რომ, მეფსალმუნის აღნიშნული სიტყვები მლოცველმა საკუთარ თავს უნდა განუკუთვნოს. ვინაიდან "უსჯულოებათა შინა მიდგომილება და ცოდვათა შინა შობა" საყოველთაოა ყველა ჩვენგანისათვის და თვით ანგელოზებზე აღმატებული ღმრთისმშობლისთვისაც.
შენდობის თხოვნითა და სიყვარულით -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
seminaristi |
Jul 15 2007, 01:27 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
ჩემს წინა პოსტში უმძიმესი შეცდომა გამეპარა,რისთვისაც შენდობას ვთხოვ ღმერთს,ღმრთისმშობელს,მთელ ეკლესიასა და ყოველ ფორუმელს! მე დავწერე:"უსჯულოებათა შინა მიდგომილება და ცოდვათა შინა შობა" საერთო კანონია ყოველი ჩვენგანისა და თვით ანგელოზებზე აღმატებული ღმრთისმშობლისთვისაც-მეთქი. ეს მე წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვისაგან ავიღე,რომელსაც ციტირებულად მოჰყავს 50-ე ფსალმუნის აღნიშნული სიტყვები და მეც,რუსულიდან ქართულად თარგმნისას,ფსალმუნის სიტყვები ციტირებულად(ქართულად) მოვიხმე.მაგრამ საქმე ისაა,რომ რუსულში ეს სიტყვები ასე ჟღერს:"ვ ბეზზაკონიიახ ზაჩატიი ესმ"(უსჯულოებათა შინა ჩავისახე და არა მიუდგა), ძველ ქართული "მიუდგა"კი დაორსულდას,დაფეხმძიმდას ნიშნავს და არა ჩასახვას.ამიტომაც,რუსულში "უსჯულოებათა შინა ჩავისახეში(ზაჩატიეში) საკუთარი თავი უნდა ვიგულისხმოთ,ხოლო ქართულ "უსჯულოებათა შინა მიუდგაში"-დედაჩვენი,ვისშიც ჩავისახეთ. ამიტომაც ჩემი სიტყვები:"უსჯულოებათა შინა მიდგომილება(დაორსულება) ღმრთისმშობელსაც ეკუთვნის-მეთქი,რომ დავწერე, უმძიმესი მკრეხელობაა,რადგანაც ღმრთისმშობელზე ,"მიდგომილებისას"(დაორსულებისას,მასში მაცხოვრის ჩასახვისას) "სული წმიდაი მოვიდა მას ზედა და ძალი მაღლისაი ჰფარვიდა მას" და არანაირი ბიწი მას,"მარადის ქალწულს",არასოდეს შეხებია. ჩემ მიერ ნაგულისხმევ აზრს კი ამჯერად ისევ წმ. ეგნატეზე დაყრდნობით ასე გადმოვცემ:უსჯულოებათა შინა ჩასახვა და ცოდვათა შინა შობა " საერთო კანონია ყოველი ჩვენგანისა და თვით ანგელოზებზე აღმატებული ღმრთისმსობლისთვისაც კი,რადგანაც დედამისი,ანა,ღმრთისმშობელზე მიდგომილებისას ჩვეულებრივი წესით დაორსულდა. მათ კი,ვინც აღიარებს,რომ ღმრთისმშობელი საერთო ადამიანური კანონზომიერებით დაორსულდა,დაე, ანათემა! თუ ვინმე დაგაბნიეთ ჩემი წინა ნაწერით,მთელი გულით შენდობას გთხოვთ!
-------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი