იუდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იუდა |
Atman |
Oct 26 2008, 03:20 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
იუდას თემა ყოველთვის საინტერესო და საკამათოა... რას ფიქრობთ რატომ გაყიდა იუდამ ქრისტე? რა იყო მთავარი მოტივაცია? ალბათ არ ვიდავებთ იმაზე რომ 30 ვერცხლის გულისთვის არ გააკეთებდა ამას...
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
თათარაშვილი |
Oct 26 2008, 03:52 PM
პოსტი
#2
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა რას ფიქრობთ რატომ გაყიდა იუდამ ქრისტე? რა იყო მთავარი მოტივაცია? არ სწამდა... ვერ შეიცნო უფალი... |
agmsarebeli |
Oct 26 2008, 04:18 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვერცხლისმოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა მიგცემდა. იხილეთ, ჰოი, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა. და ივლტოდეთ უძღებისა მისგან სენისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესევითარი იკადრა. არამედ, რომელმან ყოველივე სიბრძძნით განაგენ, კაცთ-მოყვარე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.
ამ ლოცვაში ზუსტადაა ასახული ის მიზეზი, რის გამოც იუდამ უღალატა მაცხოვარს. |
Atman |
Oct 26 2008, 04:22 PM
პოსტი
#4
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა არ სწამდა... ვერ შეიცნო უფალი... ეს ზოგადი პასუხია, ყველა ბოროტება უფლის ვერ შეცნობიდან მოდის... უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება... ციტატა რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვერცხლისმოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა მიგცემდა. იხილეთ, ჰოი, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა. და ივლტოდეთ უძღებისა მისგან სენისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესევითარი იკადრა. არამედ, რომელმან ყოველივე სიბრძძნით განაგენ, კაცთ-მოყვარე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა. ჩემო ქიმიურო ძმაო ნაკლებად დასაჯერებელია რომ ვერცხლის გულისათვის გაეყიდა... ციტატებით ნუ ვიკამათებთ, თქვენი შეხედულებები მაინტერესებს თორე ბიბლიაში რაც წერია მეც ვიცი -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
დათიკო |
Oct 26 2008, 04:25 PM
პოსტი
#5
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
cinemamu
ციტატა ციტატებით ნუ ვიკამათებთ, თქვენი შეხედულებები მაინტერესებს თორე ბიბლიაში რაც წერია მეც ვიცი ნუთუ არ შეიძლება სახარებისეული ციტატა ადამიანის აზრს დაემთხვას? |
Atman |
Oct 26 2008, 04:28 PM
პოსტი
#6
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა ნუთუ არ შეიძლება სახარებისეული ციტატა ადამიანის აზრს დაემთხვას? რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ჩვენი ენით ვთქვათ ეგ აზრი, ადამიანური პასუხები მაინტერესებს, წმინდა წერილის გამოყენების გარეშე. ციტატებს დიდი ავტორიტეტი და ძალა აქვს და მოქმედებს ჩვენს პირად შეხედულებებზე -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
დათიკო |
Oct 26 2008, 04:34 PM
პოსტი
#7
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
cinemamu
ციტატა რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ჩვენი ენით ვთქვათ ეგ აზრი, ადამიანური პასუხები მაინტერესებს, წმინდა წერილის გამოყენების გარეშე. ციტატებს დიდი ავტორიტეტი და ძალა აქვს და მოქმედებს ჩვენს პირად შეხედულებებზე რა მნიშვნელობა აქვს როგორ იტყვი სათქმელს? მთავარია რას ამბობ და არა როგორ |
Atman |
Oct 26 2008, 04:36 PM
პოსტი
#8
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა რა მნიშვნელობა აქვს როგორ იტყვი სათქმელს? მთავარია რას ამბობ და არა როგორ ორივე მთავარია, მითუმეტეს ფორუმზე თემას ნუ გადავუხვევთ... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
დათიკო |
Oct 26 2008, 04:38 PM
პოსტი
#9
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
cinemamu
ციტატა ორივე მთავარია, მითუმეტეს ფორუმზე თემას ნუ გადავუხვევთ... ნუ, ბიბლიის ციტირებას ნუ აგვიკრძალავ და დანარჩენს რამენაირად მოვახერხებთ უკაცრავად ოფტოპიკებისთვის. განაგრძეთ დიალოგი |
agmsarebeli |
Oct 26 2008, 04:46 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
სენემამუ კაი რა. ეგ ეკლესიის სისავსეს სჯერა და და ასე აღიარებს და ჩვენ სხვა მიზეზი როგორ გამოვიგონოთ. სახარების ყველა განმარტებაში ეს აზრი დევს(ვერცხლისმოყვარეობა) და ახალ რამეს ხო არ დავწერთ. თვითონ იუდა შიძლება მეტს მოელოდა ფარისევლებისგან, მაგრამ 30 ვერცხლზეც არ თქვა უარი. ეს ფაქტია, რადგან გამოართვა.
|
Atman |
Oct 26 2008, 04:50 PM
პოსტი
#11
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
იუდა საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო და არც ისე უჭირდა იმისთვის რომ ფულის გულისთვის გაეკეთებინა ეს. რა იყო მთავარი მოტივაცია, როგორ ფიქრობთ?
აღმსარებელო გასაგებია შენი პოზიცია. სხვების აზრი მაინტერესებს. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
agmsarebeli |
Oct 26 2008, 04:58 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
ვერცხლის მოყვარეს რაც არ უნდა ბევრი ჰქონდეს, კიდევ უფრო მეტი უნდა -ეს ერთხმად აღიარებულია წმინდა მამათაგან. თავშივე, ამ ვნების მოსაკვეთად ჩააბარა მას მაცხოვარმა გვადრუცი(ყულაბა), მაგრამ ამაოდ.
მისი განათელბულობა სამწუხაროდ ვერცხლისმოყვარეობის ვნებამ დააბნელა. ისევ სახარებიდან: მან ნელსაცხებლის გაყიდვა მოინდომა და ამ გზით ფულის შოვნა(მახარებელი ამ დროს უსვამ ს ხაზს იმ ფაქტს რომ ყულაბა მას ქონდა). |
დათიკო |
Oct 26 2008, 05:02 PM
პოსტი
#13
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
cinemamu
ციტატა იუდა საკმაოდ განათლებული ადამიანი რის საფუძველზე ასკვნი ამას? |
Atman |
Oct 26 2008, 05:14 PM
პოსტი
#14
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა რის საფუძველზე ასკვნი ამას? ძეფირელის "იესოში" იუდა განათლებულ ადამიანადაა გამოყვანილი და ეგ ყველაფერი ბიბლიის საფუძველზეა გაკეთებული. კონკრეტულ ადგილებს ვერ დაგისახელებ, უბრალოდ მეც ეგრე მგონია რომ საკმაოდ განათლებული უნდა ყოფილიყო და იესოს ერთ-ერთ გამორჩეულ მოწაფედაც ითვლებოდა. მაგაზე ნუ ვიდავებთ, მთავარი აქ სხვაა. თუნდაც ის რომ ყულაბა მას ქონდა და შეეძლო ამ ყულაბიანად გაქცეულიყო, მხოლოდ ფულში რომ ყოფილიყო საქმე ამასაც გააკეთებდა. არადამაჯერებელი და ძალიან სუსტი მოტივაციაა 30 ვერცხლი იმისთვის რომ იესო გაეყიდა. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
agmsarebeli |
Oct 26 2008, 05:21 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
ზეფირელს თუ სახარებაზე დაყრდნობითაა აქვს ეგ დაწერილი, აბა წმინდა მამებმა რაზე დაყრდნობით დაწერეს, რომ მიზეზი გამცემლობისა ვერცხლისმოყვარება იყო.
|
Atman |
Oct 26 2008, 05:28 PM
პოსტი
#16
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
აღმსარებელო წმინდა მამების აზრი ვიცი-მეთქი და შენიც შესაბამისად
მე თქვენი პირადი აზრები მაინტერესებს, ყველანი ეგრე ფიქრობთ რომ ვერცხლისმოყვარეობაა მთავარი მიზეზი? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
დათიკო |
Oct 26 2008, 05:31 PM
პოსტი
#17
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
cinemamu
ციტატა ძეფირელის "იესოში" იუდა განათლებულ ადამიანადაა გამოყვანილი მდაა.... რატომ გგონია, რომ ძეფირელიმ ობიექტური სურათი დახატა? ციტატა კონკრეტულ ადგილებს ვერ დაგისახელებ ვერც დაასახელებ, რადგან ეგეთი ადგილი სადაც იუდას ინტელექტზე არის საუბარი, არ არის ციტატა უბრალოდ მეც ეგრე მგონია რომ საკმაოდ განათლებული უნდა ყოფილიყო და იესოს ერთ-ერთ გამორჩეულ მოწაფედაც ითვლებოდა გამორჩეული იყო მხოლოდ იმით რომ ყულაბა ებარა. ციტატა თუნდაც ის რომ ყულაბა მას ქონდა ეს არ მეტყველებს მის გამჭრიახობაზე. |
agmsarebeli |
Oct 26 2008, 05:33 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
განმარტება რომ არ წაიკითხო სახარებიდან გამომდინარე ის აზრი დაგრჩება, რომ მიზეზი ვერცხლიმოყვარეობა იყო. სხვა რამე არცაა ნახსენები. ამდენად პირადი აზრიც ესაა ჩემი
|
Atman |
Oct 26 2008, 05:35 PM
პოსტი
#19
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
დათიკო მთავარ თემაზე ვიკამათოთ ჯობია, შენც ფიქრობ რომ მთავარი მიზეზი ვერცხლისმოყვარეობაა?
აღმსარებელო შენი პირადი აზრი გასაგებია-მეთქი ტყუილად კი არ ხარ აღმსარებელი -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
დათიკო |
Oct 26 2008, 05:37 PM
პოსტი
#20
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
cinemamu
ციტატა დათიკო მთავარ თემაზე ვიკამათოთ ჯობია, შენც ფიქრობ რომ მთავარი მიზეზი ვერცხლისმოყვარეობაა? არა, მე მიმაჩნია, რომ ვერცხლისმოყვარეობა ერთ-ერთი მიზეზია და არა მთავარი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი