IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> სოციალური ქსელები - ავი თუ კარგი?
sergi_glaxa
პოსტი Sep 22 2011, 07:45 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



მეორედ გავხსენი ამ ბოლოს ფეისბუქი..საჭიროების გამო, დროებით..ამერიკელი მეგობრები ჩამოდიოდნენ და კომუნიკაციისთვის..ვიფიქრე მერეც დავტოვებ მეთქი ..მაგრამ გადავიფიქრე...

რასაც აქ ვწერ რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია...მეგობრების გარეშე ძალიან მიძნელდება ცხოვრება, თანაც მე სოფელში დავმკვიდრდი და იშვიათად მიხდება თბილისში ჩამოსვლა და მათთან ურთიერთობა...არადა მორწმუნე მეგობრებთან საუბარს და მოზიარეობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს...

არვიცი ასეა თუ მომეჩვენა, მაგრამ ჩემი მეგობრების უმეტესობა სხვაგვარად დავინახე ვირტუალურ სამყაროში...მე მათ რეალურ სამყაროში სხვა ადამიანებად ვიცნობ..რომ არ მცოდნოდა ვინ იყვნენ, ვიტყოდი ამათ არ ვიცნობ მეთქი...არც ჩემი თავი მომეწონა იქ...ამიტომ მოვრჩი საქმეს სოციალურ ქსელებში.

ბევრი რომ არ გავაგრძელო...

..დრო, სინდის, სარწმუნოება შემოძარცულ ადამიანებად აქცია სოციალურმა ქსელებმა კაცის მოდგმა..აქ ყველაფერი გაცილებით ადვილია- ეძებე, იპოვე, დააკოპირე ტექსტი, ფოტო ვიდეო, ოღონდ სხვისი..საკუთარი კი მხოლოდ არაფრისმთქმელი კომენტარები აკეთე..
იკითხე როგორ ხარ, უპასუხე - შენ?
ლანძღე ის ვისაც შენნაირად არ სწამს და ვინც შენნაირად არ ფიქრობს..
დაიჯერე, რომ ყველაზე მაგარი ხარ, ყველაზე კარგი მუსიკალური გემოვნება გაქვს, რომ ყველაზე აკადემიური ხარ...
არ გჭირდება ნამდვილი, და-ძმური, მეგობრული, ნამდვილი მიჯნურული ურთიერთობები...არც ჭიქა ღვინო, მიწასთან შეხება (იქ ხომ რესტორანიც არის და ფერმაც), არც სურნელი იის, არც ტირილი ვაზის..

აქ ხომ ჭამით ლაპარაკი უზრდელობად არ ითვლება..
ალბათ გავა დრო და სოციალური ოკლანქსელების პატრიარქები კიდევ მოიგონებენ რაღაცეებს, რათა რაც შეიძლება უკეთ დააპრიმიტონ და სულიერად გახრწნან ღვთის მიერ სიცოცხლისათვის შექმნილი ადამიანები, მოსწყვიტონ ისინი ცოცხალ სამყაროს...

ვწუხვარ მე ამის გამო..

სახარება ლუკასი მე 18 თავი

7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?

8. გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?


..ვეტყვი მე ამას, ყველას და არვის,
სადაც არ არის ადგილი კრძალვის,
არც სიყვარული - არც კაცის, არც ღვთის,
უნდა დაიწყო მოძებნა სხვა გზის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Sep 22 2011, 09:31 PM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



sergi_glaxa
ვერ დაგეთანხმები.
სოციალურ ქსელსაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე.
რასაც შენ ამბობ, ყველაფერი გასაგებია და შეიძლება ნაწილობრივ დაგეთანხმო კიდეც.
უბრალოდ ადამიანი ყოველთვის ცდილობს უფრო უკეთესი გამოჩნდეს, წარმოაჩინოს თავისი თავი.
მეც პირადი ურთიერთობები მირჩევნია!
თუნდაც აზრის დაფიქსირება.
ბევრჯერ ყოფილა, სხვა რამ მიგულისხმია და სულ სხვანაირად აღქმულა.
თუნდაც იგივე ემოცია, ვერ ხედავ ამ ყველაფერს მხოლოდ სმაილებით და შეიძლება ცარიელი სიტყვებით.
მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოკითხვის, აზრების გაზიარების.
ერთია, ადამიანმა თავისი რეალური სახის შენარჩუნება უნდა შეძლოს ნებისმიერ ადგილას.
სინამდვილე არ უნდა დაკარგოს.
ისეთ დროში ვცხოვრობთ, ძნელია მუდმივად ერთმანეთთან შეხვედრა.
და სულ დაკარგვას და ამოწყვეტას, ჯობია ფბ-ზე, ოდნოზე, ფორუმებზე და სკუპეთი იკონტატქო.
ნუ მე ასე მძაფრად ვერ ვხედავ სოციალური ქსელის პრობლემას


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 22 2011, 11:09 PM
პოსტი #3


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ბასილი დიდი ამბობს:
,,მიემსგავსე ფუტკარს,რომელიც სურნელოვან ყვავილზეც ჯდება და მყრალ ნაკელზეც,მაგრამ თაფლს მხოლოდ სურნელოვანი ყვავილისგან აკეთებს."

სოციალურ ქსელებში,ინტერნეტში,ტელეფონშ
ი და.ა.შ მხოლოდ დასაღუპავი არაფერია,პირიქით უამრავი მორწმუნე ვიცი(სასულიერო პირებიც)რომლებიც მისი წევრები არიან,ოღონდ მთავარი ზომიერებაა.
ზომიერება,რომ ზომბირება არ მოხდეს.


(ე,რა კარგი რაღაც გამომივიდა,ზომიერება-ზომბირება,კარგია ნუ.)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 22 2011, 11:57 PM
პოსტი #4


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მთავარი ზომიერებაა, სწორედ ეს ზომიერებაა ყველაზე რთული მისაღწევი.



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 23 2011, 09:39 AM
პოსტი #5


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ზომიერება ტავს იქებდო გამიგია და რაც მთავარია, სოციალური ქსელია ეს თუ ღვინო-დუდუკუ-არაყი, ყველაფერი შენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენო.

ანუ, აქ ბევრი ინფორმაციის მიღებ შეგიძლია, რაც შეუძლებელია საერთოდ კომპის გარეშე.
მეგობრების ხშირი ნახვის ფუფუნება არავის აქვს და აქ შეგიძლია მოიკიტხო, სურათებში მაინც ნახო ის და მისი ოჯახის წევრები. ცოტა ელაპარაკო, მისი სულერი მდგომარეობა გაიგო (მეტ-ნაკლებად)
სამუშაოდან განსატვირთი საშულებაცაა. შენ სოფლად ცხობრობ სერგი. ჩვენ, უმეტესობა ქალაქად. ქალაქში სამუშაო რომელიმე ოთახში ჯდომით განისაზღვრება და აუარება ფურცლებით და რა თქმა უნდა კომპით. ადამიანის ტვინი აქტიურად 45 წუთი მუშაობს, მერე დასვენება სჭირდება. სხვა შემთხვევაში ზიანდება გონება და შეუძლებელიც ხდება მუშაობა. ის 5-10 წუთი შეგიძლია ფაცეზე შეხვიდე, ან იუთუბზე smile.gif))) ყავა დალიო, ან, გვერდით მჯდომსაც, თუ ის 45-ე წუთი აქვს, რაც შენ, გაესაუბრო. მოკლედ, გაქვს რამოდენიმე წუთი, რა დროსაც ჩვეულებრივი მოკვდავი ისვენებს და ძალებს იღდგენს და ამ დროს სხვადასხვა წესით შეგიძლია დაისვენო. ხან ერთი წესით ისვენებ, ხან მეორეთი. სხვა შემთხვევაში, ფეისია ეს, ტელეფონი, თამაში თუ ღვინო, ავადმყოფობაა და მკურნალობა სჭირდება.

ძალიან მტკივნეულად და ცოტა არ იყოს არსწორად უდგები საკითხს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mzime)
პოსტი Sep 23 2011, 11:43 AM
პოსტი #6


უემოციო ჩაქუჩი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 574
რეგისტრ.: 14-December 10
წევრი № 10,097



sergi_glaxa წერის ნიჭი გაქვს შენ: )


--------------------
მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 23 2011, 11:55 AM
პოსტი #7


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



გააჩნია როგორ განიხილავ და რა კუთხით შეხედავ სერგი.
ხან ავია, ხან კარგი, საერთოდ კი საშუალო. კომუნიკაციისთვის კი მშვენიერი საშუალება. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 23 2011, 02:56 PM
პოსტი #8


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(k@the @ Sep 22 2011, 11:57 PM) *

მენატრება ხანდახან 90-იანი წლები ლამფის შუქთან ოჯახის შეკრება და "კერასინკაზე" გამომცხვარი უგემრიელესი კექსი smile.gif), რაც მთავარია შინაგანი სიმყუდროვე და სიმშვიდე.

002.gif
მეც მენატრება... არადა მაშინ სულ პატარა ვიყავი sad.gif
კიდევ ის მენატრება, ნავთის სუნით დამძიმებულ სუნთქვას რომ ვეჭიდავებოდი და სიცივეში სქელ პლედ შემოხვეული ჯიუტად ვკითხულობდი წიგნებს, რომლებიც ძალიან მიუწვდომელი, ამაღლებული მეჩვენებოდა სწორედ მათი ბუნდოვანების გამო... smile.gif სად ის სანახევროდ დახეული წიგნი, ყველა სიტყვას გაფართოებული თვალებით რომ დავშტერებოდი და ხელი მოკრძალებით მეჭირა დაძველებული ფურცლების სიმრთელე მეტად რომ აღარ დამერღვია და სად ახლა რბილ სავარძელში "ქინდლი"...

გლახა, მე მნიშვნელოვანწილად ვიზიარებ შენს დამოკიდებულებას. ის რომ მავანს სოციალური ქსელის სასიკეთოდ გამოყენების ნიჭი აქვს შერჩენილი მის სიკეთიანობას სულაც არ ნიშნავს. იშვიათად, მაგრამ მეც გამომიყენებია ასეთი კომუნიკაცია პოზიტიურად, მაგრამ ძირითადად დროის ნებადართული მფლანგველობაა.

"დალაიქება" და დაკომენტარება მეგობრისადმი ყურადღების არცთუ კარგი ფორმა მგონია, არადა რა ხარბად მივჩერებივართ. თან ამ ქსელებში თავმოყრილი ადამიანების არცთუ სახარბიელო სიჭრელე გვარიანად ბერავს თვითშეფასებას.

იმედია მალე საერთოდ ვეტყვი "არა"-ს მაქაურობას!
(ვითომ რატომ უნდა ვიყო ასე განწყობილი, არ მინდას ეგრევე რომ მივაყოლო ქმედება და გავაუქმო პროფილი რა მოხდება?!)


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 23 2011, 05:56 PM
პოსტი #9


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ნონა
ციტატა
არ მინდას ეგრევე რომ მივაყოლო ქმედება და გავაუქმო პროფილი რა მოხდება?!

2 დღეში ისევ აღადგენ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 23 2011, 07:10 PM
პოსტი #10


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(ikanosi @ Sep 23 2011, 05:56 PM) *

ნონა

2 დღეში ისევ აღადგენ


არა, იკანოს, დამეზარება, რადგან იმდენი ხარხახურას ხელახლა ჩაყრა უკვე ბარიერია smile.gif
მაგრამ წაშლაა საქმე... mellow.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Sep 25 2011, 09:40 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ვინმეს თუ გონია რომ უბადრუკმა გლახამ უკვე განღმრთობას მიაღწია და ახლა სხვებს ასწავლის როგორ უნდა იცხოვრონ -ძალიან ცდება...არა მე უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ- ვწერ იმაზე რასაც ვფიქრობ და იმაზე რაც მტკივა...

საკუთარზეც და სხვისაზეც..


მხევალი ნინო
ციტატა
ძალიან მტკივნეულად და ცოტა არ იყოს არსწორად უდგები საკითხს.


მტკივნეულ საკითხს ზურნა დუდუკით ვერ მივუდგები...ზოგისგან განსხვავებით მე ეს არ შემიძლია..

ხოლო ის რაც შენთვის არასწორია, (ამ შემთხვევაში მაინც) ჩემთვის სწორია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 25 2011, 01:28 PM
პოსტი #12


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



უი ფეისზე პაროლიც დამვიწყებიააა biggrin.gif
ეხლა ახალს რა გახსნის არადა რა კაი იყო ფერმაში უF ეეე არადა მართლა კაია გატენტერაპია.
გლახა დაგვპატიჟე სოფელში და ჩამოვალთ.რთველი არ გაქ კარგო?


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 25 2011, 05:44 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



karpaki
ციტატა
არადა რა კაი იყო ფერმაში

რა მოგწონთ მაგ თამაშში ვერ ვხვდები.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 25 2011, 08:36 PM
პოსტი #14


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(georgios @ Sep 25 2011, 05:44 PM) *

karpaki

რა მოგწონთ მაგ თამაშში ვერ ვხვდები.

რაც რეალში არ გაქ ვირტში გაქ tongue.gif biggrin.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 25 2011, 10:15 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



karpaki
ციტატა
რაც რეალში არ გაქ ვირტში გაქ

ხო, თან ეხლა "ფერმა" ისეთი ვირტუალურია რომ... laugh.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 25 2011, 10:22 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



karpaki
ციტატა
რაც რეალში არ გაქ ვირტში გაქ

ან აქვს ვინმეს ნამდვილი მიწა და ეზარება მასზე მუშაობა, ფეისბუქის ფერმა უფრო ადვილია და... tongue.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 26 2011, 03:21 PM
პოსტი #17


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მთავარი ზომიერებაა, სწორედ ეს ზომიერებაა ყველაზე რთული მისაღწევი.

+1... ვუერთდები ამ აზრს ^^


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 26 2011, 04:52 PM
პოსტი #18


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(georgios @ Sep 25 2011, 10:22 PM) *

karpaki

ან აქვს ვინმეს ნამდვილი მიწა და ეზარება მასზე მუშაობა, ფეისბუქის ფერმა უფრო ადვილია და... tongue.gif

ცხადია biggrin.gif
იგივე ვარიანტია
თუ ვინმეს გინდა აკოცო ვირტში აკოცებ რეალში კი შეიძლება ვერც გაბედოო biggrin.gif
ან ვთქვათ გინდა ტაფა ჩასცხო biggrin.gif აიღებ და დაწერ სმაილს ნუუუ ადვილია ყველაფერი tongue.gif

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Sep 25 2011, 10:15 PM) *

karpaki

ხო, თან ეხლა "ფერმა" ისეთი ვირტუალურია რომ... laugh.gif

სადღაა რეალური ცხოვრება biggrin.gif
რელური გლახასა აქვს აგერ სოფელი და მეტი მე არავინ ვიცი ამხელა ვირტუალურ სამყაროში


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 26 2011, 05:11 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



karpaki
ციტატა
ან ვთქვათ გინდა ტაფა ჩასცხო აიღებ და დაწერ სმაილს ნუუუ ადვილია ყველაფერი

ტაფის ჩაცხების სურვილის ერთგვარი დაკმაყოფილებაა ვირტუალურად. ასე ვთქვათ იცლები უარყოფითი ემოციებისგან. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს: ჩვენი სურვილები არსად არ იკარგება. a075.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 26 2011, 06:10 PM
პოსტი #20


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(georgios @ Sep 26 2011, 05:11 PM) *

karpaki

ტაფის ჩაცხების სურვილის ერთგვარი დაკმაყოფილებაა ვირტუალურად. ასე ვთქვათ იცლები უარყოფითი ემოციებისგან. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს: ჩვენი სურვილები არსად არ იკარგება. a075.gif

ანუ წარბი ენერგია უარყოფითი თუ დადებითი უშვებ ნეტში ანუ იგებ კიდეც იქიდან
საცერი გვჭირდება ერთი დიიიიიიიიიიიიიიიიდი biggrin.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 05:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი