თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ ქცევის კულტურა და ეტიკეტის დაცვა :)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2008, 01:57 PM

ვფიქრობ, ეს თემა საინტერესო იქნება. მე ხელთ რა მასალებიც მაქვს ნელ-ნელა დავდებ და გაგაცნობთ ეტიკეტის დაცვის ნორმებს, თქვენც შემომიერთდით smile.gif შეიძლება თემა სახალისოც გამოვიდეს smile.gif



1. ნუ წარუდგენთ მანდილოსანს გასაცნობად მამაკაცს, კაცს წარუდგენენ ქალს მიუხედავად რანგისა. ასაკით უმცროსებს წარუდგენენ უფროსი ასაკის ადამიანებს.

2. ნუ შეეცდებით ხელის შეხებით მიიპყროთ მოსაუბრის ყურადღება.


ქუჩაში

ზრდილობიანი ადამიანი ქუჩას არ ანაგვიანებს, არ იფურთხება, ბავშვებს არ უყვირის, თითით არ უჩვენებს, ქუჩაში თვალს არ აყოლებს გამვლელ ქალს, მით უმეტეს, თუ მისი თანამგზავრი ქალია.

თუ ქუჩაში ნაცნობი შეგხვდა, ნუ ჰკითხავ, თუ სად მიდის. ქალი წყვილში მარჯვენა მხარეს იკავებს.

გასასვლელში მამაკაცი წინ ქალს ატარებს, მაგრამ თუ გასვლა გაძნელებულია (ხალხი, ვიწრო გასასვლელი) მაშინ მამაკაცი ქალს გზას უკაფავს და ხელსაც აშველებს.

რათქმაუნდა, ქალს ყოველთვის უნდა მიეშველოს მამაკაცი მძიმე ტვირთის ტარებაში, მაგრამ ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურება იგი, თანამგზავრი ქლის ჩანთით, ჟაკეტით თუ ქოლგით ხელში.

შემთხვევით გამვლელს არ შენიშნოთ: "თქვენი კოლგოტი გახეული" ან "თქვენს პალტოზე ტალახის შხეფია" - ეს მხოლოდ უტაქტობაა და არა კეთილი სამსახური, მაგრამ სრულიად მიზანშეწონილია უთხრათ უცნობ ქალბატონს, რომ მისი ჩანთა გახსნილია. ხოლო თუ უცნობი მამაკაცის ჯიბიდან ბოლი ამოდის, დაუყოვნებლივ ამცნეთ! smile.gif

/გაგრძელება იქნება/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2008, 02:08 PM

წვეულებაზე:

1. ნუ დაიგვიანებთ წვეულებაზე.

2. ნუ შეხვალთ სასტუმრო ოთახში ლაბადით.

3. არ არის აუცილებელი წვეულების ყველა დამსწრესთვის ხელის ჩამორთმევა. ხელს ართმევენ მასპინძელს, დანარჩენებს კი თავს უხრიან.

4. მაგიდას არ მიუჯდეთ, სანამ ქალები არ დასხდებიან ან ვიდრე დიასახლისი არ მიგწვევთ.

5. სუფრაზე თქვენს მარჯვნივ მჯდომ ქალს განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყარით.


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: May 6 2008, 02:42 PM

ერთს დავამატებდი.

თუ ქუჩაში ნაცნობი შეგხვდა, მოკითხვის შემდეგ ნუ შეეკითხები; "რამდენი გაქვს ხელფასი, კმაყოფილი ხარ? " არაეთიკურია და უხერხულ სიტუაციაში ჩააგდებ მას smile.gif

პოსტის ავტორი: - თეკლა - თარიღი: May 6 2008, 02:45 PM

მარინე ძალიან კარგი თემაა - ყოჩაღ

1. დაუთმეთ ადგილი ქალბატონებს და მოხუცებს ტრანსპორტში smile.gif

2. დახმარების ხელი გაუწოდეთ ყველას - რაც, სამწუხაროდ, დავიწყებას მიეცა smile.gif

3. ნუ დააგვიანებთ ქუჩას (დავეთანხმები მარინეს), მაგრამ გამოვყოფდი შემდეგს - ნუ დაყრით მზესუმზირას ისევ თქვენივე ცხვირწინ და ფანჯრებიდან ნუ გადმოყრით ნაგავს, ისევ თქვენ შეგაწუხებთ

4. ყოველთვის "დახარეთ თვალები", როცა თქვენზე უფროსი და თქვენზე განსწავლული გესაუბრებათ

5. ხშირად გაიღიმეთ



6. (ცოტაოდენი ხუმრობით) ფეხზე ნუ გაიხდით, თუ მოგიწევთ ჩემს სახლში შემოსვლა - გაჭუჭყიანდება, გავწმინდავ - არაა პრობლემა biggrin.gif


ბევრი რამის სწავლა შეიძლება ნამდვილად ამ თემიდან - მარინე yvavilebi.gif


თიკო


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: May 6 2008, 02:48 PM

თუ ჩოყლაყობას(ქართული სიტყვაა და კავალერობას ნიშნავს) უწევ მანდილოსანს, არაეთიკურია სხვა მანდილოსანის ღირსებებზე ისაუბრო, ან სუფრასთან ყურადღება მოაკლო და თამადას ეხუტო და ეცეკვო იმის ნაცვლად. smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: May 6 2008, 02:52 PM

ჩემმა ახლობელმა თქვა:
- საზოგადო ტრანსპორტში არასოდეს ვმჯდარვარო.
- ეგ როგორ?- გავიკვირვე მე.
- აი ასე, სულ ფეხზე ვდგევარო, მაშასადამე, არასოდეს დავმჯდარვარო.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2008, 03:30 PM

რაკი მოგეწონათ თემა, ვაგრძელებ smile.gif

1. სტუმრად ან საზოგადოებაში ყოფნის დროს არ გაიწმინდოთ, არ მოიჭრათ ფრჩხილები, არ დაივარცხნოთ თმა, არ დაიწყოთ ტანსაცმლის წესრიგში მოყვანა.

2. ნუ დაიწყებთ საკუთარ თავსა და საქმეებზე, ან თქვენს ავადმყოფობაზე, წარუმატებლობაზე ლაპარაკს.

3. ნუ გაიხუმრებთ ვინმეს მისამართით, ნუ დასცინებთ სხვას.

4. ნუ დაიწყებთ ძველი ხუმრობის, ანეკდოტისა და ამბის მოყოლას.

5. ნუ იქნებით მოწყენილი იმის გამო, რომ ყურადღების ცენტრში არ იმყოფებით.




პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 6 2008, 04:19 PM

არაეთიკურია კიდევ კითხვა:აუ რა კაი რაღაც გაცვია, რა მიეცი? სად იყიდე?
ვერ ვიტან...
მოერიდეთ ამდაგვარ კითხვებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: May 6 2008, 06:01 PM





არ მიყვარდა როცა მეკითხებოდნენ არ თხოვდებიო wacko.gif არც ახლა მიყვარს, მაგრამ ახლა პასუხი მაინც მაქვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: May 6 2008, 07:08 PM

ასევე ამაზრზენია, ხმამაგლა დაცემინება, შეუკავებელი ხარხარი და ჩაის კოვზის წკარუნით მორევა.

არაკულტურული ქცევაა.

მე როცა ვეწეოდი, სუფრაზე არასოდეს მომიწევია. გავსულვარ გარეთ მომიწევია და შემოვსულვარ. ახლა პირდაპირ თვალებში აბოლებენ.

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: May 6 2008, 08:36 PM


კიბეზე ჩამოსვლის დროს მამაკაცი ერთი-ორი საფეხურით წინ მიდის ქალზე, ხოლო კიბეზე ასვლისას - პირიქით (ფეხის დაცურების შემთხვევაში მამაკაცი დაიჭერს, თუ რამე პირადი ბოღმა არ ამოძრავებს, რასაკვირველია biggrin.gif )

მისალმებისას, ყოველთვის, პირველი მამაკაცი ესალმება ქალს და უმცროსი - უფროსს.

როცა ქუჩაში სამი ადამიანი მიდის, ყველაზე საპატიო ადგილი უკავია შუაში მდგომს, შედარებით ნაკლებად საპატიო - მარჯვენას, კიდევ უფრო ნაკლებად საპატიო - მარცხენას. როდესაც ამ სამიდან ორი მამაკაცია შუა ადგილი ქალს უნდა დაუთმონ smile.gif

კინოში, თეატრში და ა.შ დარბაზში რიგებს შორის გამვლელმა, ყოველთვის, მაყურებელთა მიმართ პირით უნდა გაიაროს. ამ დროს პირველი მამაკაცი მიდის, შემდეგ - ქალი.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: May 7 2008, 12:17 AM

მომწონს ეს თემა smile.gif

მე თვითონ როგორც შემიძლია ვიცავ ეტიკეტს (თუმცა ზოგ ზოგიერთებს უზრდელი ვგონივარ biggrin.gif ეს იმიტომ რომ ზრდილობის განმარტება არ იციან rolleyes.gif )

***
ხმამაღლა დაცემინება კი არის არაეთიკური, მაგრამ დაუშვათ დაგაცემინა (რაც ბუნებრივია, როცა გაციებული ხარ), მაშინ ბოდიში უნდა მოიხადო smile.gif ასთეა ასთე ეს წესი.. biggrin.gif

ცხვირის მოხოცვაც არ ითვლება უზრდელობად, თუ ეს პროცესი უხმაუროდ ხდება biggrin.gif smile.gif



პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 7 2008, 02:26 AM

ციტატა
ცხვირის მოხოცვაც არ ითვლება უზრდელობად, თუ ეს პროცესი უხმაუროდ ხდება


ქეთ,

გერმანიაში ყველა სოციალურ ფენაში ეს პროცესი ხმაურით ხდება და იმენა გულისამრევია, განსაკუთრებით სუფრასთან როცა ხარ და ვინმე მოახრიალებს... გრრრ


"ახალი" წესია გერმანიაში, დაცემინებისას "ჯანმრთელობის" თქმა არ ითვლება ესთეთიკურ ნორმად, არამედ არც უნდა შეიმჩნიო ეს დაცემინება, რომ ამით უხერხულში არ ჩავარდეს ის, ვინც დააქსიტინებს smile.gif

ბევრი წესიც ხალხთა ტრადიციებზეცაა დამოკიდებული და შესაბამისად სხვადასხვა ქვეყნებისთვის სხვადასხვაა. მაგალითად, გერმანიში პირველად კაცი შედის რესტორანში და შემდეგ ქალი, იტალიაში პირიქით ყოფილა, მიზეზად კი მოჰყავთ შემდეგი: გერმანელი კაცი ჯერ ათვალიერებს სიტუაციას და შემდეგ თუ მოსაწონია, მიჰყვება ქალი. იტალიაში კი მაინც ქალის კულტია და ჯერ შედის ქალი, რომ მოოიხვეჭოს ყურადღება და პატივი და შემდეგ მიჰყვება კაცი.

სერბიაში მაგალითად დიასახლისი არანაირ წამყვან როლს არ ასრულებს კამპანიის დროს, გარდა სუფრის მომზადება-გაწყობისა. მამასახლისი ჯდება პირველი სუფრასთან და აცხადებს: რომ "ისადილეთ", ამის შEმდეგ აქვს უფლება ოჯახის წევრებს თუ სტუმრებს შეუდგნენ ტრაპეზს. გარდა ამისა, ოჯახის უფროსს აქვს მაგიდასთან მუდამ ერთი ადგილი, რომელიც თაობებზე გადადის (biggrin.gif) , მის ადგილს სხვა ვერ დაიკავებს მაგიდასთან... ნუ , ახლა თუ აყალმაყალი არ უნდა... მე არ მომწონს ეს გადამეტებული პატრიარქატი... გამაღიზიანებელია წვრილმანური ეტიკეტები.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2008, 01:55 PM

მოკლედ, ვაგრძელებ smile.gif


კაფე, რესტორანში


თუ კაფეში ან რესტორანში შეხვედრაზე შეთანხმდნენ ქალი და მამაკაცი, ეს უკანასკნელი ვალდებულია რამდენიმე წუთით ადრე მივიდეს და დაიჭიროს თავისუფალი მაგიდა.

მაგრამ თუკი ადგილზე პირველი ქალი მივიდა, ეს არ იქნება ტრაგედია; მამაკაცმა ბოდიში უნდა მოიხადოს და გარკვევით აუხსნას დაგვიანების მიზეზები. ქალმაც დიდსულოვნად უნდა აპატიოს პარტნიორს და არ ჩაამწაროს საღამო თავისი მოღუშული სახით.

რესტორანში შესვლისას ზედა ტანსაცმელს გარდერობში ტოვებენ. გამოსვლისას მამაკაცი ეხმარება ქალს პალტოს ჩაცმაში.

გარდერობის სარკესთან შეიძლება მხოლოდ ვარცხნილობის შესწორება და არა სხვა კოსმეტიკური ოპერაციები.

/გაგრძელება იქნება/

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 11 2008, 03:36 AM

ციტატა
ცხვირის მოხოცვაც არ ითვლება უზრდელობად, თუ ეს პროცესი უხმაუროდ ხდება

სწორი დაწერა ნანამ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, კარგა დემონსტრაციულადაც აკეთებენ ამ საქმეს sad.gif ohmy.gif ერთერთმა ჩემმა ყოფილმა ლექტორმა შუა ლექცია გააჩერა და ასობით სტუდენტის წინ 5 წუთიანი გასუფთავება ჩაიტარა, მერე ცხვირსახოცი გახსნა, "შეამოწმა", დაკეცა და შეინახა sad.gif biggrin.gif
ასევე ძალიან მიღებულია, ჭამის შემდეგ პირზე ცალი ხელის აფარება და საჩიჩქნით კბილების გასუფთავება sad.gif ეგ ჩემთვის ისე მიუღებელია, რომ...
მდაა კულტურული ევროპა biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2008, 02:03 PM

ვაგრძელებ smile.gif

კაფეში, რესტორანში


ფინჯანი ისე დაიჭირეთ სახელურით, რომ მასში საჩვენებელი თითი არ გაუყაროთ. კოვზით მხოლოდ შაქარი მოურიეთ, შემდეგ კი ლამბაქზე დადეთ. ჩაის და ყავას სვამენ ფინჯნით და არა კოვზით, ხოლო თუ სასმელი ცხელია, მოთმინებით დაელოდეთ გაგრილებას, სულის შებერვა მიუტევებელია. ლამბაქის ხელში აღება და ფინჯნიდან ისე დალევაც უზრდელობაა.

რაც შეეხება ლიმონის ნაჭერს ფინჯანში, გავიხსენოთ ნატაშა როსტოვა - თავადის ასული, რომელსაც ბავშვობიდან ასწავლიდნენ ეტიკეტს: ის ამბობს მავანზე "Он из плебеев" - ложкой жмет лимон в стакане. ასე რომ, არ გამოწუროთ ლიმონი, დატოვეთ ის ჭიქაში.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2008, 10:50 AM

კაფეში, რესტორანში

/გაგრძელება/

თუ ყავას ან ჩაის ღვეზელთან ან ტორტთან ერთად მიირთმევთ, ჭიქაზე არ დატოვოთ ცხიმიანი ლაქები, იხმარეთ ქაღალდის ხელსახოცი და დატოვეთ იგი თეფშზე და არა საფერფლეზე.

სიგარეტი ჩააქრეთ მხოლოდ საფერფლეზე და არა თეფშზე, ან ლამბაქზე. მენიუს მამაკაცი აწოდებს ქალს, დიდ კომპანიაში კი ერთი წევრი ხმამაღლა კითხულობს მას.

სრულიადაც არ ჩაგეთვლებათ უტაქტობად, თუ ოფიციანტს ჰკითხავთ ამა თუ იმ კერძის შესახებ, რადგან დღესდღეობით უამრავი სახის კერძი არსებობს და ჩვენ სრულიადაც არ ვართ ვალდებულნი, ყველა მათგანის შესახებ ვიცოდეთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2008, 01:56 PM

smile.gif smile.gif ვაგრძელებ:

სამსახურში

ახალი თანამშრომელი კოლექტივს უნდა წარუდგინოს ხელმძღვანელმა.

სამსახურის ტელეფონით რაც შეიძლება ნაკლებად ილაპარაკეთ პირად საკითხებზე, ილაპარაკეთ ხმადაბლა, შეკვეცილი ფორმით.

თუკი კოლექტივში ტრადიცადაა დამკვიდრებული დაბადების დღის აღნიშვნა, აღნიშნეთ, ოღონდ ღრეობად ნუ გადააქცევთ. მილოცვების მიღებისას იუბილარი ფეხზე დგას. არ გაუმასპინძლდეთ სტუმრებს ძალზე ხელგაშლილად, ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებთ მომავალ იუბილარებს, საკმარისია ყავა, ხაჭაპური და ნამცხვარი.

ოფისში შესვლისთანავე შეფი პირველი ესალმება თანამშრომლებს.

თუ ვინმე ბევრს ეწევა, მან არ უნდა იწუწუნოს იმაზე, რომ ოთახს ხშირად ანიავებენ. უმჯობესი იქნება, თუ ამას თვითონ გააკეთებს.

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 14 2008, 03:01 PM

ციტატა
მენიუს მამაკაცი აწოდებს ქალს, დიდ კომპანიაში კი ერთი წევრი ხმამაღლა კითხულობს მას.


ეს ეტყობა ძალიან ძველი წესია smile.gif რაც არ უნდა დიდი იყოს კამპანია, ყველა სათითაოდ ღებულობს მენიუს.

ციტატა
სამსახურის ტელეფონით რაც შეიძლება ნაკლებად ილაპარაკეთ პირად საკითხებზე, ილაპარაკეთ ხმადაბლა, შეკვეცილი ფორმით.


არის ფირმები, სადაც პირადი საუბრები ტელეფონზე საერთოდ აკრძალულია, ზოგან მაილის ნახვაც კი ... მოწევა ოფისებში ახლა თითქმის ყველგან დაუშვებელია.

პ.ს. ისე, როგორ ცვლის დრო შეხედულელებსაც კი smile.gif

პოსტის ავტორი: - თეკლა - თარიღი: May 15 2008, 03:29 PM

ოფისში ყოფნისას, შეეცადეთ, რაც შეიძლება ხმადაბლა "აკაკუნოთ" კლავიატურაზე, უზრდელობა ყოფილა, განსაკუთრებით თუ უცხოელებთან მუშაობთ, ქართველები ხმაურიანი ხალხი ვართ და თურმე ნაკლებად აღიზიანებთ - სახლში კი რამდენიც გინდათ smile.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: May 15 2008, 05:15 PM

ციტატა
ხვა ხალხი ვინც არ ვართ მასეთ დღეში, უცხოპლანეტელები ვართ თუ როგორ???

რატო უცხოპლანეტელივით? იმდენ სუნამოს დაისხამენ ვითომდა ჰიგიენურობის გამო, ცხვირს გატკენენ biggrin.gif

არა ეს ხუმრობით... smile.gif

მე რა მაინტერესებს ახლა.. როცა საზოგად. ტრანსპორტში მე და ჩემი ლექტორი ვმგზავრობთ, თუ ლექტორი ქალია მე ვიხდი, თუ კაცია და ის, რატომ?

წესით უმცროს-უფროსობა მავალდებულებს ასაკით უფროს და თანაც ჩემთვის პატივსაცემ ლექტორს პატივი ვცე და მე დავუფარო მგზავრობის გადასახადი, ამ დროს კი აქ სქესი "ერევა" biggrin.gif თანაც კაცის შემთხვევაში... რატოომ?

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 15 2008, 05:21 PM

ციტატა(ketino @ May 15 2008, 04:15 PM) *

მე რა მაინტერესებს ახლა.. როცა საზოგად. ტრანსპორტში მე და ჩემი ლექტორი ვმგზავრობთ, თუ ლექტორი ქალია მე ვიხდი, თუ კაცია და ის, რატომ?

წესით უმცროს-უფროსობა მავალდებულებს ასაკით უფროს და თანაც ჩემთვის პატივსაცემ ლექტორს პატივი ვცე და მე დავუფარო მგზავრობის გადასახადი, ამ დროს კი აქ სქესი "ერევა" biggrin.gif თანაც კაცის შემთხვევაში... რატოომ?

მე ყველას ვუხდი ვისაც გამარჯობას ვეუბნები smile.gif დიდისთვისაც გადამიხდია, ჩემზე პატარასთვისაც და კაცისთვისაც და ქალისთვისაც smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2008, 01:29 PM

შვებულებაში


დასასვენებლად მიმავალს გახსოვდეთ "ოქროს წესი": "თვითონ დაისვენე, მაგრამ სხვებიც დაასვენე". smile.gif

მოგზაურობა საზღვარგარეთ მოითხოვს, საკუთარი ჩვევებით არ გაზომოთ ამა თუ იმ ქვეყნის ადათ-წესები. ასეთი მოგზაურობის ძირითადი აზრია კეთილმოსურნეობა, ინტერესი და მისწრაფება, რაც შეიძლება მეტი ნახოთ და გაიცნოთ.

არ გირჩევთ, ძალიან სერიოზულად მოეპყრათ "საკურორტო ნაცნობობას", როგორც წესი, ასეთი ნაცნობობა წყდება ყოველდღიურობასთან დაბრუნებისთანავე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2008, 01:53 PM

სუფრასთან

- პური ხელით უნდა აიღოთ და არა ჩანგლით.

- პურის ნაჭერს ნუ მოკბეჩთ, ის ხელით უნდა მოტეხოთ.

- ნუ მიირთმევთ დანით. საჭმელს დანით ნუ გადაიტანთ ჩანგალზე.

- იდაყვით ნუ დაეყრდნობით მაგიდას. ხელები ტანთან ახლოს უნდა გეჭიროთ.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: May 17 2008, 10:34 PM

ნუ დააბოყინებთ ახალ გაცნობილ გოგოსთან რესტორანში.
laugh.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 17 2008, 11:01 PM

ციტატა
ახალ გაცნობილ

biggrin.gif
ძველთან მოსულა ხო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2008, 04:43 PM

მოკლედ ვაგრძელებ smile.gif

- ნუ ათამაშებთ ხელში ჩანგალს, დანას ან კოვზს.

- ნუ ისაუბრებთ ჭამის დროს.

- დანა-ჩანგალი თუ გადაგივარდათ, ნუ შეგრცხვებათ, სხვა მოითხოვეთ.

- ჭამის შემდეგ ნუ დაკეცავთ ხელსახოცს, მაგიდაზე დადეთ.

- წამდაუწუმ ნუ დაიწყებთ საათზე ყურებას. თუ სხვებზე ადრე გსურთ წვეულებიდან წასვლა, გააკეთეთ ეს შეუმჩნევლად; ამის შესახებ წინასწარ შეუთანხმდით მასპინძელს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2008, 04:42 PM

ვაგრძელებ smile.gif

თეატრში, კინოში


მართალია, დღეს ჩვენს თეატრებს შედარებით ნაკლები მაყურებელი ჰყავს, მაგრამ თეატრი თეატრია და თავისი კანონები აქვს.

რიგებს შორის მაყურებლისკენ სახემიმართულმა გაიარეთ.

თუ დარბაზში ჯდება ორი წყვილი, ქალები შუაში უნდა დასხდნენ, მამაკაცები - ორივე მხარეს.

სპექტაკლის (ან ფილმის მსვლელობის დროს) შეყვარებულებმა არ უნდა აიძულონ მათ უკან მსხდომი მაყურებლები, ერთდროულად ორ სანახაობას უცქირონ.

დარბაზში კამფეტის, ნაყინის ან სხვა სასუსნავის ჭამა არ შეიძლება.

თეატრში მიმავალმა ქალმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს სუნამო.

ბინოკლით მხოლოდ სცენას უყურებენ და არა მაყურებელს.

დარბაზის დატოვება სპექტაკლის დამთავრებამდე უზრდელობაა, მაშინაც კი, თუ თქვენ არ მოგწონთ პიესა - ჩვენ ხომ სტუმრობის შემდეგ ყოველთვის ვემშვიდობებით დიასახლისს?

ზემოთ ჩამოთვლილ "უსიამოვნებათა" გარდა კინოში კიდევ ერთი რამ გელით: სულსწრაფი მაყურებელი წინასწარ უამბობს თანამგზავრს "ახლა რა იქნება", თანაც, საკმაოდ ხმამაღლა. თქვენ შეგიძლიათ თავაზიანად გააჩუმოთ არამკითხე კომენტატორი.

კინოში შეიძლება კანფეტის ან ბატიბუტის ჭამა, მაგრამ დანაგვიანების გარეშე.




პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Oct 26 2009, 06:02 PM

ციტატა(KAIROS @ May 18 2008, 12:01 AM) *

biggrin.gif
ძველთან მოსულა ხო? biggrin.gif


აუ ეგ უდნა მეკითხა ზუსტად ახლა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჩემტანაც (ლონდონში) ძალიან უყვართ დემონსტრაციულად ცხვირის მოხოცვა, დაცემინებას რა უჭირს biggrin.gif
არ აქვთ რპობლემა ორი ადამიანი საუბრობს და შუაში გაუარონ და რაც მთავარია ვესაუბრები და ვეკითხები ლექტორს და მოდის სხვა სტუდენტი და მეჭრება საუბარში და თავისას ეკითხება smile.gif ამხელა ფილარმონია ქალს ვერ მხედავს ხომ?
მაგალითად მალაიზიელი მეზობელი მყავს და პირღია მიირთმევს საჭმელს თან ტყლაპა-ტყლუპით, ღეჭვას რომ გაიგონებ smile.gif

ციტატა(marine @ May 19 2008, 05:43 PM) *


- ნუ ისაუბრებთ ჭამის დროს.



აი ეს ცოტა საკამათოა, მე არ ვგულისხმობ ღეჭვის დროს საუბარს, რატომ ითვლება უკლუტურობად, სანამ ულუფას აიღებ მანამდე გაისაუბრო?

საქმიან ვახშამზე რომ დამპატიჟონ რა ვქნა მთელი საღამო ჩუმად ვიყო smile.gif
ან მამაკაცმა დამპატიჟა ე.წ. პაემანზე
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(Amuza @ May 17 2008, 11:34 PM) *

ნუ დააბოყინებთ ახალ გაცნობილ გოგოსთან რესტორანში.
laugh.gif


საერთოდ ახალ გაცნობილ გოგოსთან იყავით იდეალურად კულტურული და მოწესრიგებული მამაკაცი smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Oct 26 2009, 06:54 PM


-როცა რაიმე ოფიციალურ თუ არაოფიციალურ წვეულებაზე ხართ დაპატიჟებული და მოსაწვევში გიწერიათ რომ შეგიძლიათ თანმხლები პირი წამოიყვანოთ, სასურველია ეს მეორე ადამიანი იყოს საწინააღმდეგო სქესის,
თუ დაოჯახებული ხართ და მეუღლეს არ სცალია მაშინ საპირისპირო სქესის მეგობრის წაყვანას მარტო წასვლა აჯობებს
- როცა წვეულებაზე ითხოვენ რაიმე ჩაცმის კოდს, ეცადეთ ისე ჩაიცვათ როგორც ითხოვენ, მერე რა რომ კოსტუმირებული წვეულებაა
- როდესაც არის რაიმე კომპანიის პრეზენტაცია, და თქვენც ხართ დაპატიჟებული, ჩაიცვით ოფიციალურად
- როდესაც აღნიშნული პრეზენტაციის შემდეგ იქნება რაიმე ალა-ფურშეტის მსგავსი, თეფშზე ბევრ რამეს ნუ დაიდებთ და ასე ნუ დადგებით მოსაუბრესთან, თუ მაინცადამიანც გშიათ, ჯერ დანაყრდით და შემდეგ აიღეთ რამე სასმელი და ისე ესაუბრეთ სხვას,
- ღვინის ჭიქით საქმიანი საუბარი პრობლემას არ წარმოადგენს აი თეფშით და თან სავსეთი უხერხულობას ქმნის smile.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 26 2009, 07:10 PM

ციტატა(Ligia @ Oct 26 2009, 06:02 PM) *


- როდესაც არის რაიმე კომპანიის პრეზენტაცია, და თქვენც ხართ დაპატიჟებული, ჩაიცვით ოფიციალურად


ბოტასები არ შეიძლება rolleyes.gif

ციტატა(Ligia @ Oct 26 2009, 06:02 PM) *


ჩემტანაც (ლონდონში) ძალიან უყვართ დემონსტრაციულად ცხვირის მოხოცვა, დაცემინებას რა უჭირს biggrin.gif



ეგ საფრანგეთშიც ეგრეა ან ცოტა შეტრიალდნენ მაინც ან საპირფარეშორი გავიდნენ მაგრამ არ კადრულობენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 26 2009, 07:20 PM

სუფრასთან, როდესაც კერძს მიირთმევთ ტუჩები მოკუმული გქონდეთ. აი ასე --> mellow.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Oct 26 2009, 09:07 PM

ციტატა(sable @ Oct 26 2009, 08:10 PM) *

ბოტასები არ შეიძლება rolleyes.gif
ეგ საფრანგეთშიც ეგრეა ან ცოტა შეტრიალდნენ მაინც ან საპირფარეშორი გავიდნენ მაგრამ არ კადრულობენ biggrin.gif

ბოტასები არაააა, არც კეტები და არც ბოტასისნაირი შავი ფეხსაცმელები რომ არის

დემონსტრაციულად ცხვირის მოხოცვა მთელს ევროპაში მასეა



ციტატა(lingvo @ Oct 26 2009, 08:20 PM) *

სუფრასთან, როდესაც კერძს მიირთმევთ ტუჩები მოკუმული გქონდეთ. აი ასე --> mellow.gif


ეგ ჩემს მალაიზიელ მეზობელს უთხარი smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 26 2009, 09:12 PM

მამაკაცის წინდის ფერი შარვალის ფერს უნდა ემთხვეოდეს და არა ფეხსაცმლის. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Oct 26 2009, 09:35 PM

ციტატა(lingvo @ Oct 26 2009, 09:12 PM) *

მამაკაცის წინდის ფერი შარვალის ფერს უნდა ემთხვეოდეს და არა ფეხსაცმლის. rolleyes.gif


საიდან მოიტანთ ხოლმე, ასეტ რამეებს ვახტანგი ბატონო ახლა მე მწვანე შარვალი მაცვია და მწვანე წინდა უნდა მეცვას, ან შავი ლაკის ფეხსაცმელზე ცუდად მიდის თეთრი წინდები, ძველი განგსტერული ზმანიაა tongue.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 26 2009, 10:55 PM

Amuza
ეს კლასიკურ ჩაცმულობას შეეხება თქვენო გასხივოსნებულესობავ. (ერთ ჟურნალში წავიკითხე და დამამახსოვრდა, თუმცა თეორიად რჩება). გარდა ლაკის ტუფლებისა, განგსტერს კარგი შლიაპაც უნდა ეხუროს, თეთრი ცხვირსახოცი უნდა ქონდეს აუცილებლად სმოკინგის გულის ჯიბეში, კოპლებიანი ბაბთა და რათქმაუნდა შავი ტომპსონი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Oct 30 2009, 10:25 PM

ციტატა(Amuza @ Oct 26 2009, 10:35 PM) *

საიდან მოიტანთ ხოლმე, ასეტ რამეებს ვახტანგი ბატონო ახლა მე მწვანე შარვალი მაცვია და მწვანე წინდა უნდა მეცვას, ან შავი ლაკის ფეხსაცმელზე ცუდად მიდის თეთრი წინდები, ძველი განგსტერული ზმანიაა tongue.gif


სტაფილოსფერი მაისური და მაგ ფერის ბოტასები ჩაიცვი, სტაფილოსფერი წინდებიც მოგიხდება tongue.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 30 2009, 10:44 PM

თუ ადამიანმა შემთხვევით დაგაბიჯათ და ბოდიში მოგიხადათ, სამაგიეროს ნუ გადაუხდით biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Oct 30 2009, 10:51 PM

ციტატა(lingvo @ Oct 30 2009, 11:44 PM) *

თუ ადამიანმა შემთხვევით დაგაბიჯათ და ბოდიში მოგიხადათ, სამაგიეროს ნუ გადაუხდით biggrin.gif


მე პირადად ბოდიშის მოხდის გარეშეც ვთვლი რომ სამაგიეროს გადახდა არ ღირს biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 30 2009, 11:01 PM

თუ თავსხმა წვიმაში მოხვდი მანდილოსანთან ერთად და მას ქოლგა აქვს, გამოართვი და შენ გეჭიროს მის თავს ზემოთ... ოდნავ შეიძლება საკუთარ თავზეც ფიქრი... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 16 2010, 01:40 PM

ციტატა
სურათის ჩვენება არ ჩვენებაზე საუბარია უწესობა მაღალზნეობრივი ადამიანისთვის

მე არ მინდა რომ პირადულში გავიცნო ვინმე მე მინდა გოგო გავიცნო
ინტერნეტიდან, ის წესიერი უნდა იყოს და მორჩა.

ლოლ biggrin.gif
ციტატა
უზრდელობად ჩავთვლი რომ ვერ ვხედავდე და ისე ვესაუბრებოდე.
უზრდელობად ჩავთვლი თუ გაუფრთხილებლად წავა და არ მიპასუხებს, ან პასუხს დამიგვიანებს.
ეზრდელობად ჩავთვლი თუ სურათი იქნება არასრული და თუ სრლი იქნება და რაღაც ინტიმურივით.
გავაგრძელებ.

ორმაგად ლოლ biggrin.gif

***
პატივცემულო, ინტერნეტის დაუწერელ კანონებში შედის აგრეთვე ადამიანის უფლება დარჩეს ანონიმური

უზრდელობა სხვა რაღაცაა smile.gif

პოსტის ავტორი: MARTLMADIDEBELI_QRISTIANI თარიღი: Jan 17 2010, 12:07 AM

ციტატა
პატივცემულო, ინტერნეტის დაუწერელ კანონებში შედის აგრეთვე ადამიანის უფლება დარჩეს ანონიმური


მე მაგას არ ვეწინააღმდგები smile.gif ანონიმურობა ისეთივე რამეა როგორც ქუჩაში მოსიარულე ადამიაინი რომელსაც კეპკა მთლიანად სახეს უფარავს

და წარმოიდგინე ეგეთ კეპკიანი ადამიანი გესაუბრებოდეს ან საერთოდ გაგეცნოს

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 17 2010, 12:50 AM

ციტატა(MARTLMADIDEBELI_QRISTIANI @ Jan 16 2010, 05:00 AM) *



გოგოს და ბიჭის შეხვედრა როგორი უნდა იყოს:

არაობიქტური ვიქნები მე ყველაფერი კლასიკა მიყვარს smile.gif

რო წარმოვიდგინო შორტებში თუ ბრიჯებში გოგოს გავეჩითო და კევის ღლაჭუნით ან თუნდაც სერიოზულად (უკვე სასაცილოა) მივეგებო.


და კლასიკურად ჩაცმული რომ არ "გაეჩითო" და შორტებში წარუდგე არ შეიძლება biggrin.gif
დიდი ამბავი

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jan 17 2010, 01:24 AM

ციტატა(MARTLMADIDEBELI_QRISTIANI @ Jan 16 2010, 03:00 AM) *


უზრდელობად ჩავთვლი რომ ვერ ვხედავდე და ისე ვესაუბრებოდე.
უზრდელობად ჩავთვლი თუ გაუფრთხილებლად წავა და არ მიპასუხებს, ან პასუხს დამიგვიანებს.
ეზრდელობად ჩავთვლი თუ სურათი იქნება არასრული და თუ სრლი იქნება და რაღაც ინტიმურივით.
გავაგრძელებ.



ეს ნამეტანია smile.gif

იქნებ და რატომ აგვიანდება პასუხის დაწერა?
გულგრილობა შეიძლება დაარქვა,მაგრამ უზრდელობა- არა..


დანარჩენი რაც თქვი ვიზიარებ, ორონდ ასეთი კატგორიულობით არა ..

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 17 2010, 01:30 AM

ინტერნეტით (ჩატით) გაცნობა და თან სურათი გამომიგზავნე თუ კიდევ აქტუალური იყო არ მეგონა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ketev@ni თარიღი: Jan 23 2010, 04:10 PM

საინტერესოა ამ ეტიკეტებს მამაკაცები ზედმიწევნით იცავენ????.... მე არ ვამბობო , რომ ჩვენ ვართ იდეალურები... თემა ნამდვილად აქტუალურია.

შინაგანი კულტურა რაც ნებისმიერ ადამიანს ოჯახიდან გადაეცემა და არსაც არ წერია შავით თეთრზე ვფიქრობ რომ უმნიშვნელოვანესია. არ დაგვავიწყდეს შეგნება ... შეგნებულ ადამიანთან ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესოა.
ბაბუაჩემმა იცოდა ხშირად თქმა.. " სეგნებულ კაცთან მოგცა საქმეო"- ვეთანხმები ...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 29 2010, 06:01 PM

ციტატა
შინაგანი კულტურა რაც ნებისმიერ ადამიანს ოჯახიდან გადაეცემა და არსაც არ წერია შავით თეთრზე ვფიქრობ რომ უმნიშვნელოვანესია.

ცხადია, მაგრამ ეტიკეტის სწავლაც არ გვაწყენდა smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 29 2010, 07:06 PM

მე ვიცი, თეფშით საჭმელს რომ მოგაწოდბენე ის ნაჭერი უნდა გადმოიღო, რომელიც შენ მხარეს არის, მაგრამ იქნება ქათმის ფრთა არის და მე მკერდის ნაწილი მინდა?
ვიცი, რომ სუფრასთან თმის გასწორება არ შეიძლება, მაგრამ თუ თმის ჩხირი მვარდება და თმა მეპუწება ჩემი გაჯეჯილი თმის ყურაებას არ ჯობია ავიკაპიწო?
ჩაიში ჩაგდებული ლიმნის მირთმევაც მიყვარს!
სპექტაკლზე კანფეტის ქაღალდის ჭრაჭუნიც აკრძალულია, მაგრამ იქნება დიაბეტიკი ვარ და აუცილებელია ტკბილის მიღება?
სკამზე ჯდომისას ფეხებს იატაკამდე ვერ ვაწვდენ და მირჩევნია მოკეცილი მქონდეს.
ვარ :უეთიკო: ადამიანი! user.gif
პ. ს. სულ მინდოდა ეთიკის მასწავლებელს შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ მერე ნიშანს დამაკლებდა და... :შიშიოხერია:

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 29 2010, 07:11 PM

ციტატა
ჩაიში ჩაგდებული ლიმნის მირთმევაც მიყვარს!

მასთე სტუმრად რომ ვარ, ბროწეულს ვერ ვჭამ, არადა ზოგჯერ იციან ხოლმე ვაშლთან ერთად ბროწეულის დადებაც, რათ მინდა, მაინც ვერ შევჭამ და უნდა ვუყურო? biggrin.gif
ვერ ვჭამ, წუწიანია, არადა მიყვარს biggrin.gif
მთელი რიგი პროცედურები უნდა ჩავატარო რომ მივირთვა (გაფრცქვნა, გაწურვა)

ციტატა
სკამზე ჯდომისას ფეხებს იატაკამდე ვერ ვაწვდენ და მირჩევნია მოკეცილი მქონდეს.

ამბობენ ფეხის ფეხზე გადადებაც უზრდელობააო და... მე ყველაზე უზრდელი გამოვდივარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 29 2010, 07:22 PM

ფეხს ერთხელ კი არა, ორჯერ ვიხვევ მეოერე ფეხზე.
ნუ, მე ისედაც ცნობილი ვარ, როგორც ყოვლად უზნეო პიროვნება.
მასეთი იმდენი რამის ჩამოთვლა შემიძლია.
თურმე ტელეფონზე 3-4 ზარის გასვლის მერე უნდა გათიშო.
რახანც აქამდე არ გიპასუხეს ე. ი. არ სცალიათ და საქმეს არ მოწყვიტოო.
იქნება ვკვდები და დიდი საქმე მოწყდეს საქმეს!
ჩემთვის ხინკლის ჭამა დანა-ჩანგლით უეთიკობაა!!!
ისე, რასაც 100%-ით ვეთანმხები-სუფრაზე რომ მიდიხარ დამშეული არ უნდა მიხვიდე, ისე, რომ გვერდით მჯდომს ვერ ხედავდე საჭმელზე გამწარებული biggrin.gif
აბა ტკბილეულს რომ მომართმევენ მეკეტება
მარტო მე და ის (ნუგბარი) ვრჩებით
გარშემო ყველაფერი ბუნდოვანი ხდება და მხოლოდ მასთან შეერთების სურვილი მრჩება
ყავაში 7-9 კოვზ შაქარს ვიყრი და ვიცი სტუმრად მისი დალევა სირცხვილია, მაგრამ ზოგი ისე დაჟინებით მთავაზობს უარს ვერ ვეუბნები
პ. ს. მერე კი ნანობენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 29 2010, 07:29 PM

ციტატა
ფეხს ერთხელ კი არა, ორჯერ ვიხვევ მეოერე ფეხზე.

მეც : უზრდელი :

სუფრაზე ვერ ვჭამ ნაპოლეონს და ეკლერს, რადგან გულზე მაცხია ყველაფერი sad.gif არადა როგორ მიყვარს

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jan 29 2010, 10:25 PM

ქევანა
tamuna m
ა ნ უ კ ა

რა გულახდილები ხართ გოგონებო biggrin.gif
გამახალისეთ მაგრად jump.gif
თქვენ გაიხარეთ. კარგები ხართ smile.gif))

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Jan 29 2010, 11:31 PM

tamuna_m

ციტატა
მარტო მე და ის (ნუგბარი) ვრჩებით
გარშემო ყველაფერი ბუნდოვანი ხდება და მხოლოდ მასთან შეერთების სურვილი მრჩება

laugh.gif 2kiss.gif გუშინ რამდენი ალპენი შევჭამე არ მახსოვს დაბუნდოვნდა და სათვალავი ამერია http://ge.smiles.26l.com/smile.130000.html
ციტატა
ფეხს ერთხელ კი არა, ორჯერ ვიხვევ მეოერე ფეხზე.
ნუ, მე ისედაც ცნობილი ვარ, როგორც ყოვლად უზნეო პიროვნება

ციტატა
ჩემთვის ხინკლის ჭამა დანა-ჩანგლით უეთიკობაა!!!

ჩემი "სისუსტეები" biggrin.gif, რაც მე ხინკლის გამო ომი მაქვს გადატანილი, ჩემთან ერთად არავინ აღარ დადის ხინკლის საჭმელად biggrin.gif
ისე დიდად მგონი არავინაც არ იცავს, უფრო თავისუფალი დამოკიდებულებებია, ვისაც რა მოსწონს იმას აკეთებს. საზოგადოებას გააჩნია,
ნუ მე დიდად არ მანაღვლებს , მთავარია ადამიანმა თავისი თავისუფლებით ვინმე არ შეაწუხოს , არ გააღიზიანოს, "არაეთიკური ქცევა" უწყინარია ერთადერთი გამოიწვევს რეაქციას "რა არაეთიკური ვინმეა" ნუ ამას გადავიტან როგორმე biggrin.gif, თავისუფლება ამაზე მნიშვნელოვანია, ასე რომ

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Jan 30 2010, 01:21 PM

სად წავიდა აქ პოსტები გუშინ იუზერმა რისხვა რომ დაგვატეხა. : ) მეც დავწერე რაღაც ნახევრად კი მეძინა..
აა ხო ვთქვი რომ პირიქით, ჩანგლით ჭამაა უეთიკობა, წვენის ამბავი და რამე, რავი, მე რომ ვჭამ ჩანგლით სულ მეჩხუბებიან და ნებისმიერ სუფრაზე ორ საათიან გაკვეთილს ვისმენ .
გუშინაც ერთმა იუზერმა იეღოველი იქნებიო. : ) ხო და რავი "სიყვარულს მიხსნიდა," და ზნეჩვეულებებსაც აგიხსნიო.. biggrin.gif
გასცა პასუხები გუშინ, ამ კონკრეტულ ქმედებებში რას ხედავს ასეთ დამაქცეველს?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2013, 03:15 PM

იუბილარისთვის განკუთვნილი თაიგული, როგორც წესი, უნდა იყოს შედარებით დიდი ზომის: სტუმრად მისვლისას თაიგულს აძლევთ დიასახლისს, თუნდაც იუბილარი ქმარი იყოს.

ავადმყოფის ნახვის დროს მიუტანეთ მომცრო თაიგული, რომელიც ღია ფერის ყვავილებისგანაა აკონილი და აქვს ნაზი სუნი. არ ღირს თეთრი ყვავილების მიტანა, საავადმყოფოს პირობებში ისედაც ბევრი რამაა თეთრი ფერის.


პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 19 2013, 10:43 PM

ციტატა
აბა ტკბილეულს რომ მომართმევენ მეკეტება
მარტო მე და ის (ნუგბარი) ვრჩებით
გარშემო ყველაფერი ბუნდოვანი ხდება და მხოლოდ მასთან შეერთების სურვილი მრჩება
ყავაში 7-9 კოვზ შაქარს ვიყრი და ვიცი სტუმრად მისი დალევა სირცხვილია, მაგრამ ზოგი ისე დაჟინებით მთავაზობს უარს ვერ ვეუბნები

არა რა.... გინდა თეთრი უძახე ახლა ჩემს შურს და გინდა შავი gio.gif ამ ყველაფრის მერე ადამიანს რომ ლანდი გასდის და მე უშაქრო ყავაზე რომ ვზივარ და... ჰმ... dntknw.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2013, 11:22 PM

თვით მეც დღეს გავიგე ამ თემის არსებობის შესახებ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 22 2013, 09:13 AM

რამოდენიმე ძალიან მომეწრონა და აი ისინიც biggrin.gif

ციტატა(marine @ May 6 2008, 01:57 PM) *


ზრდილობიანი ადამიანი ქუჩას არ ანაგვიანებს, არ იფურთხება, ბავშვებს არ უყვირის, თითით არ უჩვენებს, ქუჩაში თვალს არ აყოლებს გამვლელ ქალს , მით უმეტეს, თუ მისი თანამგზავრი ქალია.


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 22 2013, 09:29 AM

ციტატა(marine @ May 8 2008, 01:55 PM) *

მაგრამ თუკი ადგილზე პირველი ქალი მივიდა, ეს არ იქნება ტრაგედია; მამაკაცმა ბოდიში უნდა მოიხადოს და გარკვევით აუხსნას დაგვიანების მიზეზები. ქალმაც დიდსულოვნად უნდა აპატიოს პარტნიორს და არ ჩაამწაროს საღამო თავისი მოღუშული სახით.


laugh.gif laugh.gif

ციტატა(- თეკლა - @ May 15 2008, 03:29 PM) *

ოფისში ყოფნისას, შეეცადეთ, რაც შეიძლება ხმადაბლა "აკაკუნოთ" კლავიატურაზე, უზრდელობა ყოფილა,

თქვენ ჩემს სამსახურში უნდა ნახოთ რა უზრდელები ვართ იმდენს და იმხელას ვაკაკუნებთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2013, 04:05 PM

ციტატა(A.V.M @ Jul 20 2013, 12:22 AM) *

თვით მეც დღეს გავიგე ამ თემის არსებობის შესახებ...
biggrin.gif


უF, ეგ არ გეპატიება!!!!!!!!!!!! rolleyes.gif smile.gif wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 22 2013, 07:56 PM

marine

ციტატა
უF, ეგ არ გეპატიება!!!!!!!!!!!!

რატო?
სამეოცდაათმევრე გზის იყო?biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 31 2013, 12:23 AM

უზრდელს მარტო ჩემ თავს ვიტან smile.gif

ნუ პოსტავთ უაზროდ! ვიცი რომ ცხელა, მაგრამ მეც და ამ თემას და ამ განყოფილებას გაუგეთ

ბოლოს ვინც პოსტავდა იმათ ეხებათ, ორი ადამიანია ასეთი და წავშალე იმათი პოსტები, მეორეჯერ არ დავინახო აქ "გავუზიაროთი"-ს ამბები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2015, 11:27 AM

http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_content&view=article&id=583%3Arogor-moviqceth-sufrasthan-etiketi-da-kargi-manerebi&catid=34%3Archevebi&Itemid=228

კარგი მანერები და სუფრასთან მოქცევის წესები ეს ისაა, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს! შესაძლოა, ბევრისთვის ეს მომაბეზრებელი და უსარგებლო შეზღუდვებია, თუმცა მისი დაცვა გარკვეულ წრეებში აუცილებლად მოგიწევთ, რა თქმა უნდა, თუ არ გსურთ, რომ ხმამაღლა მოხვრეპილმა ჩაიმ ან კბილების გამოჩიჩქვნამ სამუდამოდ დაგიხუროთ მათი კარი.
ტერმინი ეტიკეტი ფრანგული ენიდან მომდინარეობს. ის აღნიშნავს ქცევის კოდექსს, რომელიც გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას სოციალური კლასის ან ჯგუფის მიმართ.

სუფრასთან მოქცევის მთავარი წესია, რაც შეიძლება ჩუმად, ან სულაც უხმაუროდ მიირთვათ და დალიოთ.

მაგიდასთან დაჯდომისას თვალს ხშირად ხვდება ტექსტილის ხელსახოცი, რომელსაც დანიშნულებისამებრ იშვიათად იყენებენ. ხელის მსუბუქი მოძრაობით გახსენით და მუხლებზე დაიდეთ. ამ ხელსახოცით ხელის ან პირის გაწმენდა რეკომენდირებული არაა, მაქსისმუმ - ტუჩებზე ნაზად მიიდოთ სასმელის დალევის შემდეგ სისველის შესაშრობად. იმის თქმა ალბათ საჭიროც არაა, რომ გამართული უნდა იჯდეთ და სუფრას იდაყვები არ უნდა დააყრდნოთ.

სუფრასთან დაჯდომისთანავე მაშინვე ჭამას ნუ დაიწყებთ. დაელოდეთ, სანამ სუფრის ყველა წევრი დაჯდება და შეეცადეთ, ერთობლივად თუ არა, ოდნავი დაგვიანებით დააგემოვნოთ. საკვების დაწუნება ცუდი ტონია. მითუმეტეს თუ სტუმრად ოჯახში ხართ. აღფრთოვანების გამოხატვა კი ყოველთვის მისასალმებელია.

ახლა რაც შეეხება თავად ჭურჭელთან და დანა-ჩანგალთან ურთიერთობას. უმეტესად, ყველგან მარტივად გაწყობილი სუფრა გვხვდება, ყოველგვარი ზედმეტი ჩანგლისა თუ თეფში-ჭიქის გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ ბოკალი, რომელიც ზომით შედარებით მომცროა, ყოველთვის ალკოჰოლური სასმელის, უფრო ზუსტად, ღვინისთვის გამოიყენება, ხოლო დიდი ბოკალი გამაგრილებელი სასმელის ან წყლისთვისაა განკუთვნილი.

თუ თეფშის გარშემო ბევრი სახეობის დანა-ჩანგალია დალაგებული, არ დაიბნეთ. სუფრაზე საკვები დაწყობილი დანა-ჩანგლის თანმიმდევრობით შემოვა, გამოიყენეთ ისინი "გარედან–შიგნით" პრინციპით და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თუკი სუფრასთან წვნიანია, ბოლო წვეთებს ადვილად ამოიღებთ კოვზით თუკი თეფშს თქვენი საწინააღმდეგო მიმართულებით ოდნავ აწევთ. ისე კი, მაინცდამაინც აუცილებელი არაა ბოლო კოვზიც მიირთვათ. მთავარი თეფშის თავთან პატარა თეფში პურისთვისაა განკუთვნილი. ძალიან მოსახერხებელია, როდესაც პურის სუფრაზე დადება არ გიწევთ.
GEMRIELIA

კიდევ ერთი, როდესაც რამე გინდათ და ის თქვენგან შორსაა მთელს სუფრაზე ნუ გადაიქაჩებით, გაცილებით მარტივია, ნაზი ღიმილით თქვენს გვერდით მჯდომს სთხოვოთ, მოგაწოდოთ.

ჩანგლით მხოლოდ იმდენი საკვები აიღეთ, რამდენის აღებაც დისკომფორტს არ შექმნის და თეფშზეც არ ჩამოიყრება. ამასთანავე პირს მთლიანად ნუ გაივსებთ საჭმლით. ღეჭეთ მოკუმული პირით და ლუკმებს შორის მცირე ინტერვალები გააკეთეთ.

თუ ერთ გვერდით მჯომთან გსურთ საუბარი, ამის გამო მეორეს ზურგს ნუ შეაქცევთ. ხოლო თუ თქვენსა და მოსაუბრეს შორის კიდევ ერთი ადამიანი ზის, შეეცადეთ მის ზურგსუკან ისაუბროთ და არა მის წინ გადმოწეულებმა.

არასოდეს შეიმჩნიოთ, თუ სუფრის რომელიმე წევრი ეტიკეტის დარღვევით მიირთმევს, მაგრამ თავად შეეცადეთ შეცდომა არ დაუშვათ. თუ მაინც ვერ ახერხებთ ეტიკეტის დაცვას რომელიმე ეგზოტიკური კერძის მირთმევისას, სჯობს დაარღვიოთ იგი, ვიდრე მისი დაცვის უხერხული მცდელობით მიიქციოთ მთელი სუფრის ყურადღება.

ხორცი ან სხვა ნებისმიერი კერძი არასოდეს დაანაწევროთ ლუკმებად ერთბაშად. მოაჭერით მხოლოდ იმდენი რასაც ერთ ლუკმად შეჭამთ. შემდეგ კვლავ მოაჭერით პატარა ნაწილი და ა.შ.

თუ მასპინძელი ხართ, სტუმრებზე ადრე ნუ დაამთავრებთ ჭამას, მით უმეტეს, თუ ეს კერძი ბოლოა სუფრაზე. დაელოდეთ სანამ ჯერ სტუმრები დაასრულებენ. მთავარი კერძის შეთავაზება სტუმრებისთვის დაშვებულია ორჯერ, მაგრამ თუ სტუმარი ხართ, თავად ნუ მოითხოვთ დამატებას. ასევე ნუ მოითხოვთ მეორე ფინჯან ჩაის ან ყავას თუ კი სტუმართა ნაწილს ჯერ პირველიც არ მიუღია.

სუფრასთან ნებისმიერი ტიპის მომსახურებისას გადაიხადეთ მადლობა.

სუფრასთან დაჯდომის წინ ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანეთ, რათა გარშემო მყოფნი გაუთავებელი წკრიალით არ შეაწუხოთ. ეს ცუდი ტონია. თუ მნიშვნელოვან ზარს უნდა უპასუხოთ, ბოდიში მოიხადეთ და მოშორებით გადით - აუცილებელი არაა თქვენი საუბარის მომსწრე მთელი სუფრა გახდეს.

სადილის ან ვახშმის დასრულების შემდეგ დანა ჩანგალი თეფშზე დიაგონალზე, ერთმანეთის პარალელურად დადეთ - ეს ნიშნავს რომ თქვენ დაამთავრეთ.

დესერტის მირთმევისას: ჩაიში/ყავაში შაქარი მოურიეთ უხმაუროდ, წკარუნის გარეშე და შემდეგ კოვზი დადეთ ლანგარზე. და არასოდეს, არასოდეს მოხვრიპოთ!


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 11:10 PM

“კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამს მოკრძალებით, ტაქტიანად, მუდამ ინარჩუნებს აკადემიურობას“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2015, 02:51 PM

"უკულტურობის ტალღა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2015, 10:03 PM

"ზედმიწევნით თავაზიანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2016, 12:28 PM

"მე მგონია, რომ უმჯობესი და ყოვლად საქები ზრდილობა ის არის, როდესაც კაცი გულწრფელად იქცევა".

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2016, 11:07 AM

"თავაზიანობა - ესაა მორალური ღირსება ადამიანისა, რომლისათვის სხვა ადამიანების პატივისცემა ურთიერთობის ფორმაა. იგი თავის თავში მოიცავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა - ყურადღება, კეთილგანწყობა, დელიკატურობა და ტაქტი. ყოველივე ამას სახარება გვასწავლის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2017, 11:45 AM

"არასდროს დაივიწყოთ, რა დაისახეთ მიზნად და რამდენჯერაც გადაუხვევთ, იმდენჯერ დაუბრუნდით მას. მცირე წარმატების შემთხვევაში შეაქეთ და წაახალისეთ თქვენი თავი. ნუ წამოიწყებთ ბრძოლას ერთბაშად რამდენიმე ჩვევასთან. ერთით დაიწყეთ და ეს სხვების დაძლევაშიც ავტომატურად დაგეხმარებათ. შეიცვალეთ გარემო, ის რაც აპროვოცირებს თქვენს ქცევას, მოიშორეთ, მათ შორის თქვენი მავნე ჩვევის წამქეზებელი ადამიანები. შეირჩიეთ ის სტიმულები, რაც შეგძენთ ხალისს და ენერგიას, ყველაფერზე ერთბაშად ნუ იტყვით უარს. იმ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რასაც მავნე ჩვევა გიკმაყოფილებთ, ჩამანაცვლებელი შეარჩიეთ. რა უნდა ქნათ თუკი კონტროლი დაკარგეთ საკუთარ თავზე? - აპატიეთ საკუთარ თავს და განაგძეთ ბრძოლა. რამდენიმე მძიმე დღე მოგელით, მაგრამ ამას საკუთარი მიღწევით კმაყოფილების და საკუთარი თავისადმი პატივისცემის განცდა მოსდევს და ეს გაგიადვილებთ წინსვლას".

/ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 07:45 PM


"კლიმენტი ალექსანდრიელი განსაკუთრებული ყურადღებით მოძღვრავს ქრისტიანებს საკვების მიღებასთან დაკავშირებით. მისი რჩევით, ქრისტიანებმა თავდაჭერილად უნდა გადაიღონ კერძი, არ დაისვარონ ხელები, წვერი და სუფრის ის ნაწილი, სადაც სადილობენ. უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და გარკვეული პერიოდულობით გადმოიღონ სხვა ულუფა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2018, 10:37 PM

"თუნდაც უგემური გამოგივიდეს სადილი, მაინც არ უნდა გალანძღო და დაამცირო საკვები, რომელსაც პირში იდებ; უნდა მადლობდე ღმერთს დიდი წყალობისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2018, 08:49 PM

"მშვენიერი სული და ქცევა ჰქონდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2019, 05:01 PM

"კულტურული მამაკაცები მანდილოსანთან საუბრისას პერანგის ღილს საყელოსთანაც კი იკრავენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 09:41 PM

"კულტურა - ეს კარგია, მაგრამ მან რომ სიკეთე მოიტანოს, საჭიროა, თვით ადამიანის სული გახდეს კულტურული"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2020, 08:06 PM

"მის ყოველ მოძრაობაში, სიტყვასა თუ მდუმარებაში უცხო, განსაკუთრებული სულიერი კულტურა იხილვებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2020, 01:36 PM

"ადამიანი ქცევაში ჩანს და ქცევაა განმსაზღვრელი შინაგანი კულტურისა"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 03:42 PM

"ბებიაჩემი დიდად მწიგნობარი ქალი არ იყო, მაგრამ საოცარი კულტურა და ზრდილობა ჰქონდა. სახლში შემოსულ ყველა ადამიანს, თუდნაც ბავშვი ყოფილიყო, ფეხზე ადგომით ეგებებოდაო", - წერდა ერთგან ნოდარ დუმბაძე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2020, 03:41 PM

"შეხედეთ ქუჩას და უცებ დარწმუნდებით, რომ ჩვენ არა მარტო კულტურასა და ზრდილობას, არამედ ადამიანურ იერ-სახესაც ვკარგავთ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2020, 03:12 PM

"არავითარი ცოდნის შეძენას სარგებლობა არ მოაქვს, თუ კაცს პატიოსნება და ზრდილობა არ ამშვენებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 10:22 PM

"მარტო ტექნიკა კიდევ არ ნიშნავს განათლებას, ისევე როგორც მარტო ახალმოდურობა არ ნიშნავს კულტურას!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 07:56 PM

"გარეგნობა ვერაფრით გაუტოლდებოდა განათლებულ გონებასა და დახვეწილ მანერებს"

/ენ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2023, 02:19 PM

"პურობის წინ მიღებული იყო ხელის დაბანა. ანტიკურ ქართლში კი ზეთსაც იცხებდნენ. წმ. ნინოს მცხეთაში დამკვიდრების ამბის გადმოცემისას ლეონტი მროველი წერს: "დაჰბანნა ხელნი და სცხო ზეთი, მოართუა პური და ღვინო". ჰიგიენის ამ დეტალს ახსენებს XVII საუკუნის მოღვაწე ლამბერტი, რომელიც მეგრელთა პურობაზე საუბრისას დასძენს: "პურის საჭმელად როცა დასხდებიან, ხელს იბანენ, ამისათვის მოსამსახურე ტაშტით და ხელადით ცქვიტად ჩამოუვლის ყველას (უფროსიდან დაიწყებს, რასაკვირველია) და მიართმევს ხელის დასაბან წყალს. ამ მოსამსახურეს მოსდევს მეორე და მოაქვს ერთი ხელსახოცი მხოლოდ პირველი სამი თუ ოთხი კაცისათვის, რომელნიც თავში სხედან; დანარჩენებმა კი თავიანთი ცხვირსახოცით უნდა შეიმშრალონ ხელები. ამავე ცხვირსახოცით ხელებს იწმენდნენ პურის ჭამის დროს".

ტრაპეზის დაწყებამდე აუცილებლად უნდა ელოცათ. ეს არა მხოლოდ შუა საუკუნეებში იყო მიღებული, არამედ XVIII-XIX საუკუნეებშიც ჩვეულებრივ წესად ითვლებოდა. პლატონ იოსელიანი გიორგი XII-ზე წერს, რომ "უკურთხებელი სუფრისა, არა მიმრთმევი არც სადილსა, არცა ვახშმისა". სხვა ადგილას მეფის ბიოგრაფი საგანგებოდ წერს, რომ "სადილი მისი არ იქნებოდა თვინიერ მღვდლისა, რომელიც მარადის მამაო ჩვენისა თქმითა, აკურთხევდა დაგებულსა სუფრასა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.204/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2023, 08:15 PM

"კულტურა - ეს კარგია, მაგრამ მან რომ სიკეთე მოიტანოს, საჭიროა, თვით ადამიანის სული გახდეს კულტურული"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)