IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ასკეტიკა, წმინდა ისააკ ასური
აკაკი
პოსტი Jul 23 2010, 05:55 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



სამოთხის შესახებ

ციტატა
წმინდა ისააკ ასურის (VII ს.) ასკეტიკურ თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები ჩვენამდე მოღწეულია ორი რედაქციით: პირველი შექმნილია IX საუკუნემდე და ანონიმურია, შემორჩენილია მხოლოდ ორიოდე “თქუმულის” სახით (იხ. მამათა სწავლანი, თბ., 1955 წ.), ხოლო მეორე რედაქცია ეკუთვნის წმინდა ეფთვიმე მთაწმინდელს; ბერძნულიდან შესრულებული უწმინდესი თარგმანი შესულია ხელნაწერებში — A1101, G 45. ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი მომზადებულია უშუალოდ პირველწყაროს, A1101 ხელნაწერის, მიხედვით, რომელიც შეიცავს წმინდა ისააკის სწავლებას სიყვარულის, აღდგომის, სამოთხისა და მარადიული ცხოვრების შესახებ.


A1101, 60ვ: სამოთხე არს სიყუარული ღმრთისა, რომელსა შინა არს საშუებელი ყოვლისავე ნეტარებისა, რომელსა შინა მიიღო ნეტარმან პავლე საზრდელი იგი უზეშთაეს ბუნებისა და ვინაითგან იხილა გემო ძელისა მის ცხორებისა, ღაღადებდა და იტყოდა: "რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა" (I კორ. 2.9). ამის ძელისაგან განეყენა ადამ განზრახვითა მტერისათა. ძელი ცხორებისა არს სიყუარული ღმრთისა, რომლისაგან დაეცა ადამ და ვერღარა პოვა სიხარული, არამედ ქუეყანასა მას შინა ეკალთასა შურებოდა. რომელნი დაეცნენ სიყუარულისაგან ღმრთისა, იგინი ოფლისა პურსა ჭამენ საქმეთა შინა მათთა, დაღაცათუ ფართოებით ვიდოდინ, რომელი ჭამა ადამ შემდგომად დაცემისა ბრძანებითა ღმრთისათა. ვიდრემდის სიყუარული ვპოოთ, მუნამდე ქუეყანასა მას შინა
ეკალთასა არს საქმე ჩუენი; და შორის ეკალთასა ვთესავთ და ვმკით - დაღაცათუ თესლი ჩუენი იქმნას თესლ სიმართლისა, და ყოველსავე ჟამსა განვიგუმირებით მათ მიერ; და რაზომცა განვმართლდეთ ოფლითა პირისა ჩუენისათა, ვცხოვნდებით, ხოლო რაჟამს ვპოოთ სიყუარული, მერმე მივიღებთ პურსა მას (61რ) ზეცისასა და მითა ვიზარდებით და განვძლიერდებით თნიერ საქმისა და შრომისა. ხოლო პური იგი ზეცისა არს ქრისტე, რომელ გარდამოხდა ზეცით და ცხორებასა მოანიჭებს სოფელსა (ინ. 6.33); და ესე არს საზრდელი იგი ანგელოზთა. რომელმან პოვა სიყუარული იგი, ქრისტეს ხორცსა ჭამს მარადღე და უკუდავებასა მიიღებს, რამეთუ იტყვს, ვითარმედ: ,,რომელმან ჭამოს პურისა მისგან, რომელ მე მივსცე მას, მან სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე" (ინ. 6.51).

- ხოლო ნეტარ არს, რომელი ჭამდეს პურისა მისგან სიყუარულისა, რომელ არს იესუ! ხოლო სიტყუასა ამას ზედა, რომელ ვთქუ, ვითარმედ რომელსა აქუნდეს სიყუარული იგი, ქრისტეს ხორცსა ჭამს, მეწამების მე იოვანეცა ღმრთისმეტყუელი, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: ,,ღმერთი სიყუარული არს" (I ინ. 4.8). ამისთვისცა უწყოდეთ, ვითარმედ რომელსა აქუნდეს სიყუარული იგი, მიიღებს ღმრთისა მიერ ცხორებასა და მიერვე სოფლით ეყნოსების მას ჰაერი იგი მერმისა აღდგომისა, და მას ჰაერსა შინა იშუებენ მართალნი მერმესა მას აღდგომასა.

- სიყუარული არს სასუფეველი იგი, რომელი აღუთქუა უფალმან მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ: ,,ჭამდეთ და სუმიდეთ სასუფეველსა შინა ჩემსა" (ლკ. 22.30) _ რამეთუ სიტყუა ესე, ვითარმედ "ჭამდეთ და სუმიდეთ სასუფეველსა შინა ჩემსა", სხუა არარაი არს, გარნა სიყუარული. რამეთუ სიყუარული შემძლებელ არს გამოზრდად კაცსა საჭმლისა წილ და სასუმლისა – ესე არს ღვინო იგი, რომელი ახარებს გულსა კაცისასა (ფს. 103.15). ნეტარ არს, რომელმან სუას ამის ღÂნისაგან! ამისგან სუეს მეძავთა და ქალწულებად მოიქცეს; და ცოდვილთა სუეს და დაავიწყდეს მათ გზანი ცოდვათა მათთანი; და მომთრვალეთა სუეს ამისგან და იქმნნეს მმარხველ; და მდიდართა სუეს და შეიყუარეს სიგლახაკე; და გლახაკთა სუეს და განმდიდრდეს სასოებითა; და უძლურთა სუეს და განძლიერდეს; და უმეცართა სუეს და განბრძნდეს.

- ვითარცა შეუძლებელ არს განვლა დიდისა მის ზღვისა თვინიერ ნავისა, ეგრეთვე შეუძლებელ არს თვინიერ შიშისა მოწუთომა სიყუარულსა. ზღუა ესე მყრალი, რომელ დადებულ არს (61ვ) შორის ჩუენსა და საცნაურისა ამის სამოთხისა, შეუძლოთ განვლად ნავითა მით სინანულისათა, რომელსა შინა იყვნენ მენავენი შიშისა ღმრთისანი. უკუეთუ კულა მენავენი ესე შიშისა ღმრთისანი არა ჰმართებდენ ნავსა მას სინანულისასა, რაითამცა განვლეთ ზღუა ესე და მოვიწიენით ღმრთისა, დავინთქმით ზღუასა მას შინა მყრალსა. სინანული არს ნავი და შიში ღმრთისა არს მენავეთმოძღუარი მისი, და სიყუარული არს ნავთსადგური საღმრთო. შიში ღმრთისა შეგვიყვანებს ჩუენ ნავთსადგურსა მას საღმრთოსა, რომელ არს სიყუარული, რომელსა შინა განისუენებენ ყოველნივე მაშურალნი და ჭირვეულნი სინანულსა შინა. და რაჟამს მივსწუთეთ სიყუარულსა, მაშინ მიწთომილ ვართ ღმრთისა და გზა ჩუენი აღსრულებულ არს და მიწთომილ ვართ ჭალაკსა მას, რომელ არს წიაღი სოფლისა ამის, სადა იგი არს მამა, ძე და სულიწმიდა, რომლისა არს დიდება! და ჩუენცა ღირს მყვნეს დიდებასა და სიყუარულსა მისსა შიშისა მიერ მისისა უკუნითიუკუნისამდე.
ამენ!

მოამზადა
გიორგი თოდუამ - გაზეთი "კლიტე დავითისი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   ასკეტიკა   Jul 23 2010, 05:55 PM
marine   "[მამა დანიელი] ძა...   Sep 6 2017, 10:46 AM
marine   "მამა ნეოფიტეს უდ...   Sep 13 2017, 09:37 PM
marine   "ადამიანი რაც უფრ...   Oct 1 2017, 02:51 PM
marine   "ჩიტის ბუდესავით ...   Oct 3 2017, 03:01 PM
marine   "დავუბრუნდეთ დიდ...   Oct 14 2017, 09:32 AM
marine   "ეგოიტურად ნუ აიძ...   Nov 5 2017, 09:03 PM
marine   "კარიესში მუშაობ...   Nov 9 2017, 09:15 PM
marine   "მკაცრი ცხოვრები...   Nov 15 2017, 02:56 PM
marine   "გამუდმებით განწ...   Nov 22 2017, 09:27 AM
marine   "სკიტის სახელწოდ...   Nov 26 2017, 02:10 PM
marine   "[მამა გიორგი გან...   Nov 30 2017, 10:39 AM
marine   "მამა იოაკიმე ანგ...   Dec 6 2017, 08:29 PM
marine   "[მამა გიორგი გან...   Dec 13 2017, 07:56 PM
marine   "სრულად გამოაწრთ...   Jan 12 2018, 02:50 PM
marine   "ეს ყოვლადსაკვირ...   Jan 18 2018, 10:07 PM
marine   "მე მაშინვე განმა...   Feb 16 2018, 11:44 AM
marine   "დიდი ხის ჯვარი კ...   Feb 16 2018, 08:47 PM
marine   "პაისიმ [ათონელი] ...   May 17 2018, 05:45 PM
marine   "მამა იოაკიმე [ნი...   Jun 6 2018, 11:33 AM
marine   "ცნობილი მოძღვარ...   Jun 11 2018, 08:23 PM
marine   "ხორცი არა ქრისტე...   Jul 6 2018, 05:04 PM
marine   "ასკეტესა"   Jul 16 2018, 10:38 PM
marine   "გონიერ უქორწინო ...   Jul 19 2018, 07:58 PM
marine   "ის ჭამდა მშვიდად...   Aug 15 2018, 06:42 PM
marine   "[წმ. ალექსი შუშან...   Aug 28 2018, 01:48 PM
marine   "მამა იოსები ერთ-...   Sep 30 2018, 02:03 PM
marine   "ღირსი აკაკი კავს...   Oct 1 2018, 08:32 PM
marine   "ყოველი ჩვენი ასკ...   Mar 4 2019, 02:50 PM
marine   "ასკეტიკა - ეს არი...   Jun 25 2019, 03:31 PM
marine   "ასკეზას და სულიე...   Jul 2 2019, 03:34 PM
marine   "რაზეც არაა საჭირ...   Oct 16 2019, 10:06 PM
marine   "ასკეტური გზით შე...   Oct 17 2019, 08:48 PM
marine   "არც ერთი მოსგრე ...   Oct 19 2019, 10:11 PM
marine   "უპოვარმა მამა არ...   Jan 3 2020, 09:43 PM
marine   "ღვთის ნებას მინდ...   Jan 5 2020, 05:37 PM
marine   "იოანე [კოლოვი] მი...   Jan 9 2020, 07:07 PM
marine   "იგი [ღირსი მოსე] ი...   Jan 29 2020, 07:47 PM
marine   "გიყვარდეს წმინდ...   Feb 3 2020, 03:59 PM
marine   "[ბერმა ანთიმოზმა...   May 12 2020, 09:14 PM
marine   " - რომელი მთავარი ...   Jun 11 2020, 09:21 PM
marine   "ასკეტი გაურბის ს...   Jul 31 2020, 06:08 PM
marine   "სხვა ასკეტურ საქ...   Aug 30 2020, 06:49 PM
marine   "მართლმადიდებლო...   Oct 19 2020, 08:17 PM
marine   "საგულისხმოა, რომ...   Oct 20 2020, 08:29 PM
marine   "თავისა და გულის ...   Nov 2 2020, 08:19 PM
marine   "იცით, რატომ გადი...   Nov 30 2020, 08:26 PM
marine   "ისიქასტი, რომელი...   Dec 2 2020, 08:29 PM
marine   "ასკეტმა ბევრი ტა...   Feb 4 2021, 08:41 PM
marine   "მართლმადიდებლუ...   Jun 25 2021, 06:16 PM
marine   "ასკეტი მრავალწლ...   Nov 3 2021, 09:51 PM
marine   "ასკეზის პოზიტიუ...   Jan 21 2022, 05:34 PM
marine   "როდესაც მოსაგრე ...   Jan 30 2022, 06:01 PM
marine   "კიბისაღმწერელი ...   Mar 1 2022, 12:57 PM
marine   "საღმრთო ზიარები...   May 5 2022, 07:53 PM
marine   "წმიდა მამები, უჯ...   May 27 2022, 01:19 PM
marine   "სიტყვა, ასკეზა ქ...   May 29 2022, 05:47 PM
marine   "ჭეშმარიტი ლოცვი...   Aug 11 2022, 09:33 PM
marine   "რაც უფრო მაღლა ა...   Sep 23 2022, 09:28 PM
marine   "ასკეტმა ბევრი ტა...   Nov 16 2022, 07:36 PM
marine   "ასკეტი, რომლის გ...   Nov 17 2022, 04:02 PM
marine   "ასკეტს გონება ჯო...   Nov 17 2022, 04:54 PM
marine   "ზოგჯერ ასკეტი, რ...   Jan 3 2023, 05:10 PM
marine   "როდესაც ასკეტი ნ...   Jan 27 2023, 09:37 PM
marine   "შრომისმოყვარეო...   Jan 27 2023, 10:00 PM
marine   "უსაფრთხოების მე...   Jan 28 2023, 08:28 PM
marine   "...წმინდა მოღვაწი...   May 11 2023, 05:19 PM
marine   "ასკეტურ მღვაწეო...   Jun 18 2023, 05:51 PM
marine   "ასკეტიზმის მიზა...   Jun 22 2023, 04:51 PM
marine   "ასკეტი, რომელსაც...   Jul 10 2023, 08:16 PM
marine   "...თავიდან ქორაფი...   Aug 1 2023, 07:46 PM
marine   "ასკეტებს ერთი მი...   Aug 4 2023, 08:24 PM
marine   "მისი [ღირსი სერა...   Sep 3 2023, 07:42 PM
marine   "ასკეტური გზით შე...   Sep 6 2023, 08:28 PM
marine   "ვპოულობდი მცოცა...   Sep 8 2023, 05:41 PM
marine   "არც ერთი მოსაგრე...   Sep 16 2023, 06:09 PM
marine   "ბევრმა, განსჯის ...   Nov 8 2023, 05:33 PM
marine   "ღირსი კანიდის [კ...   Dec 5 2023, 01:52 PM
marine   "გადმოცემის თანა...   Dec 8 2023, 09:31 PM
marine   "მრავალი წელი იცხ...   Dec 9 2023, 07:36 PM
marine   "მამა გერმანეს გა...   Dec 18 2023, 08:29 PM
marine   "მამა პაისის [ათო...   Jan 10 2024, 07:17 PM
marine   "ვალდებულნი ვართ ...   Jan 10 2024, 08:42 PM
marine   "ერთმა ბერმა ჰკით...   Jan 15 2024, 07:40 PM
marine   "ასკეზისა და ღვაწ...   Jan 22 2024, 08:34 PM
marine   "ნიკოდიმოსი - (1139 წ.)...   Mar 21 2024, 09:06 PM
marine   "კათოლიციზმმა და...   Apr 2 2024, 08:10 PM
marine   "ასკეტიკაში ყოვე...   Apr 2 2024, 09:04 PM
marine   "სიკვდილის ხსოვნ...   Apr 8 2024, 09:11 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 03:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი