IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მასმედია და ეკლესია, ანუ რას წერენ ჩვენზე
KAIROS
პოსტი Mar 6 2010, 12:44 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



შორიდან რომ შეხედავ ჩვენს მასმედიას (პრესა, ტელე-რადიო-ინტერნეტ მაუწყებლობა და ა.შ.) საშინლად ცალსახოვანი და სუბიექტურია, ანაადა ხელისუფლებას ასხამს ხოტბას, ან კიდევ ოპოზიციას ამართლებს ყველაფერში, არიან მესამენი რომლებიც ორივეს ლანძღავენ, წარსულს მისტირიან და მომავალს ვერ გვთავაზობენ... ეგ პოლიტიკია და ამ ფორუმში არაფერი ესაქმება, ახლა სხვა რამეზე მინდა ვწეროთ, ეს გაზეთები და მასმედიის სხვა საშუალებები, იმისდა მიხედვით ვის გავლენას განიცდიან ისე წერენ ეკლესიაზე, ან არის ბნელი ულტრაკონსერვატული ურარუსული ან ნაციონალრასისტული იდეებით გაჟღენთილი მისიების ბოდვა, ან არის ლადარია&მისთანანის დუჟმორეული ლანძღვა საპატრიარქოსი მოტივით და უმოტივოდ, არის რათქმაუნდა გონიერი ხალხი, რომელიც ფიქრობს და დარდობს და მართლაც პრობლემატიკას აყენებენ.

ჩემი შემოთავაზებაა დავიწყოთ განხილვა ამთუიმ სტატიებისა და ინტერვიუებისა.

ჯერ თქვეგან ველი , მერე მეც მოგაწოდებთ.


იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Mar 7 2010, 05:21 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



"საქართველოს რესპუბლიკა "
# 235
პარასკევი, 20 ნოემბერი, 2009 წელი



არის თუ არა მესამე რომის იმპერიის იდეა "ტოტალიტარული?" რეპლიკა პროფესორ გ. ანჩაბაძეს და არა მარტო მას



ტელეკომპანია "იმედმა" ვახო სანაიას "სპეციალურ რეპორტაჟში" ქართული საზოგადოებრიობის თვალში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მესაჭე კირილის და მთლიანად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის "განადგურება" დაისახა მიზნად. ამის თქმის საფუძველს ის ტენდენციურობა გვაძლევს, რომლითაც აღნიშნული "რეპორტაჟი" გამოირჩეოდა. რუსი პატრიარქის განქიქება "რუსულ საზოგადოებრიობასვე" მიანდო პატივცემულმა ვახომ, თუმცა "რუსული საზოგადოებრიობა" ულტრა-ლიბერალ მარგინალთა სახით წარმოგვიდგა: დღეს უკვე მივიწყებული, 90-იანი წლების სკანდალური ბიზნესმენი ბოროვოი, რომელიც მაშინდელ პრესაში თავს იწონებდა, "ჯგუფურ სექსში" მაქვს მონაწილეობა მიღებულიო, მუდმივი დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია, გაპარსული მღვდელი-პოლიტიკოსი გლებ იაკუნინი, ჩვენთან "ჭკვიანის" იმიჯის მქონე კიდევ ერთი "მართლმადიდებლობის გულშემატკივარი რუსი" - ლეონიდ რაძიხოვსკი, რომელმაც ამას წინათ ტელეკომპანია "რტვი"-ზე განაცხადა, რუსეთს შავი ზღვის ფლოტი არ სჭირდებაო... აი ეს კამარილია იღებდა თავის თავზე პატრიარქ კირილის შეფასებას და გაკილვას, რომელთაც სამხედრო დაზვერვის გადამდგარი გენერალი კვაჩკოვი დაემატა აბსურდული ბრალდებებით, ხოლო რუსი მოაზროვნე ალექსანდრე დუგინის სიტყვები ტელეკომპანია "იმედისთვის" სულაც არ იყო განკუთვნილი, ეს ინტერნეტიდან ამოღებული მასალა კონკრეტულ კონტექსტს მოჰგლიჯეს გარუსთავორელებულმა იმედელებმა და ისე მიაწოდეს ტელემაყურებელს.

არადა, საქმე ეხება იმ პატრიარქის განქიქებას, რომელზეც თავად სანაიას "რეპორტაჟში" გაკვრით ითქვა, რომ დაიბადა რეპრესირებული მღვდლის ოჯახში და ახალგაზრდა კირილი არც პიონერთა რიგებში, და არც კომკავშირში არ გაწევრებულა, შემდეგ არც ჯარში უმსახურია - ახალგაზრდობიდანვე აირჩია საეკლესიო მოღვაწეობის გზა.

"რეპორტაჟში" კირილე ნახსენებია, როგორც კგბ-ს კარტოთეკაში აღნიშნული პიროვნება, ანუ უშიშროების კომიტეტთან გარკვეული თანამშრომლობის მქონე პირი, ჩვენში ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოდან დამკვიდრებული ტერმინით რომ ვთქვათ, "სუკის აგენტი". ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ადგილობრივი ბოროვოები და ნოვოდვორსკაიები ასეთსავე ბრალს ხშირად საქართველოს ეკლესიის პატრიარქსაც უყენებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, საბჭოთა ხელისუფლება და, კერძოდ, კგბ, ეკლესიის ნებისმიერ მაღალი რანგის მოღვაწეს აღრიცხავდა თავისთან და მასთან თანამშრომლობდა, რადგან ეკლესია უნდა ყოფილიყო საბჭოთა სახელმწიფოსადმი ლოიალური, ეკლესია არ უნდა ქცეულიყო ანტისაბჭოთა იდეებისა და ქმედებების ბუდედ. დღევანდელი გადასახედიდან ეს სავსებით ბუნებრივად ჩანს და ამაში ტრაგიკული არაფერია. ტრაგიკული ის უფრო იქნებოდა, რომ პატიოსან სამღვდელოებას უარი ეთქვა კგბ-სთან კონტაქტებზე, რის შედეგადაც უშიშროების კომიტეტი მათ არ დააკავებინებდა საეკლესიო თანამდებობებს და ამ თანამდებობებზე უღირსი პირები მოხვდებოდნენ, რაც ეკლესიას უფრო დააკნინებდა. კონკრეტული სამღვდელო პირების პატიოსნება-უპატიოსნობაზე მსჯელობა, ჩემი ღრმა რწმენით, მათი კონკრეტული საქმიანობიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს და არა იქიდან, თუ რა "კლიჩკა" ჰქონდათ მათ კგბ-ს არქივებში. ვინაიდან, როგორც ვიცით, ხე კეთილი და ხე ბოროტი მისი ნაყოფით შეიცნობა, ამას გვასწავლის სახარება. საკითხი ამ სახარებისეული ჭეშმარიტების შესაბამისად უნდა დაისვას: რა ნაყოფი გამოიღო ამა თუ იმ სასულიერო პირის მოღვაწეობამ. მაგალითად, კირილემ ვინმე დაასმინა და კგბ-ს დააჭერინა. მრევლს ქრისტეს მცნებების გაზიარების ნაცვლად ბოროტი საქმისკენ მოუწოდა. ან სხვა რამე კონკრეტული დააშავა. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები არ არსებობს არც კირილესთან, და მით უმეტეს, არც ილია მეორესთან დაკავშირებით. მაგრამ ბარავოი-თუთბერიძეებს ეს არ ადარდებთ, მათი მიზანი ბინძურია - ტალახში გასვარონ დიდი სულიერი ავტორიტეტები.

"რეპორტაჟში" პატრიარქ კირილესადმი წაყენებულ ბრალდებათაგან ყველაზე აქტუალური ალბათ მის მიერ ცხინვალის რეგიონში შარშანდელი ომის დროს გაკეთებული განცხადებაა - კირილემ განაცხადა, რომ ის ლოცულობს რუსი ჯარისკაცებისათვის, რომლებიც "ძმური ოსი ხალხის აგრესიისგან დასაცავად ბრძოლაში დაეცნენ". ნებისმიერი ქართველის ყურს ცუდად ხვდება ამგვარი განცხადება, და ეს გასაგებია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სისხლი მართლაც დაიღვარა და დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით - რუსების და, პირველ რიგში, ქართველების არაკეთილისმსურველებმა მიაღწიეს მიზანს და ქართველმა და რუსმა ოფიციალურმა შენაერთებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარეს. დღეს ისიც ვიცით დარწმუნებით, ვინ დაიწყო 7 აგვისტოს "ოპერაცია", ვინც კიდევ არ იცის, ტალიავინის კომისიის დასკვნისკენ მივუთითებ... შეუძლებელია, რომ ამას არ გამოხმაურებოდა რუსეთის პატრიარქი. მაგრამ მას ნამდვილად არ მოუხსენიებია აგრესორად საქართველო. კირილემ აღნიშნა, რომ იყო აგრესიის ფაქტი, მაგრამ არ უთქვამს, რომ ამ აგრესიის ავტორი არის ქართველი ხალხი და საქართველო. საქართველოს ხელისუფლებას რომ უყვარდეს თავისი ხალხი, მან თავად უნდა აიღოს საკუთარ თავზე ეს დანაშაული, რომც არ ყოფილიყო დამნაშავე... დაე აგრესორის იმიჯი ხელისუფლებას ჰქონდეს და მან თან წაიღოს ეს იარლიყი, როცა წავა, მარადიული საქართველოს იმიჯს კი ნუ დააზარალებს... თუმცა ეს სულ სხვა თემაა.

კირილეს იმასაც უკიჟინებდნენ "რეპორტაჟის" ავტორები, რუსული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე დგასო, ფილმსაც ასე ჰქვია - "კრემლის პატრიარქი". მაგრამ რატომ გვავიწყდება, რომ საქართველოს პატრიარქიც არ დგას განზე, როდესაც საქმე საქართველოს ინტერესებს ეხება. ნუ მოვთხოვთ კირილეს იმას, რასაც ჩვენს პატრიარქს არ ვთხოვთ - იზოლაციას ეროვნული მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხებისაგან. ილია მეორემაც არაერთხელ დალოცა ქართული ჯარი და შეიძლება, ეს ოსებს და აფხაზებს სულაც არ მოსწონდეთ. მართლმადიდებელი ეკლესია, ჩემი აზრით, გარკვეული სტრუქტურული პრობლემის წინაშე დგას თანამედროვე მსოფლიოში - არ გაგვაჩნია რა პაპის დარი საერთო ავტორიტეტი მართლმადიდებელ სამყაროში (ეს მეორეს მხრივ დადებითიცაა - მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები თანასწორუფლებიანნი არიან), ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობებში მოდის ამა თუ იმ ქვეყნის საეკლესიო პოლიტიკა, როდესაც ეს პოლიტიკა საკუთარი ქვეყნის ინტერესებთან იგივდება. ისევ და ისევ ჩემი აზრით, ამ ხარვეზის აღმოფხვრას სერიოზული მუშაობა სჭირდება და ეს უნდა იყოს ილია მეორისა და კირილეს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მაგრამ ყოვლად უნდა გამოირიცხოს მართლმადიდებელთა შორის შუღლის, ვნებათაღელვის და ქიშპის თესვა, როგორც ამას, სამწუხაროდ, "იმედის" კოლექტივი შეეცადა. ეკლესია დიახაც რომ ზე-ეროვნულია, რწმენა უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეროვნება, რადგან თავად უფალი მოგვევლინა არა როგორც რომელიმე ერის წარმომადგენელი, არამედ ნებისმიერი ადამიანის - კაცობრიობის მხსნელი, მაცხოვარი.

გადაცემის ბოლოს სიტყვა მიეცა პროფესორ გიორგი ანჩაბაძეს, რომელსაც მინდა, ამ წერილის ბოლოს მეც გამოვეხმაურო. ბატონმა გიორგიმ "მესამე რომის", ანუ "ბოლო იმპერიის" იდეა "ტოტალიტარულად" და მეზობლებისთვის საშიშად მოიხსენია. უცნაურია, ისტორიის პროფესორი რატომ არ ითვალისწინებს კარგად ცნობილ ფაქტს: ქრისტიანული იმპერიის იდეა და ამ იდეის განხორციელებაც არსებობდა როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთ ევროპაში. იმპერია მოიაზრებოდა არა როგორც რომელიმე ერთ ერზე მეორე ერის ბატონობის და ჩაგვრის მექანიზმი, არამედ ერების საკრალურ ერთიანობად, რომლის მიზანია, დავესესხები კარლ შმიტს - "შეაჩეროს, თავიდან აიცილოს ანტიქრისტეს მოსვლა", იმპერია არის ბოროტების შემაკავებელი ძალა, კატეხონი (კარლ შმიტი მიუთითებს შესაბამის ადგილს სახარებაში, რომლის საფუძველზეც ჰპოვა განვითარება კატეხონის იდეამ - პავლე მოციქული, მე-2 თესალონიკელთა მიმართ, 2, 5-7). აი ეს იდეაა ჩადებული იმპერიაში, შეუძლებელია, რუსეთის პატრიარქს სხვანაირად ესმოდეს იმპერიის ცნება და მასში "საბჭოთა კავშირის აღდგენას" გულისხმობდეს. იმპერია, "მესამე რომი" მოიაზრება მეტაფიზიკურად, იგი არის ორიენტირი, მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის საფუძველი, რომლებიც ერთად არიან შეკრულნი, და ამავე დროს სრულ თავისუფლებას ინარჩუნებენ. ძალიან დასანანია, როდესაც ქართველი მეცნიერი ამ ფაქტორს უგულებელყოფს და რაღაც შტამპების გამოყენებით საუბრობს. საერთოდ გაუგებარი დარჩა ჩემთვის, საიდან დაასკვნა ბატონმა გიორგიმ ის, რომ რუსეთის მიერ მე-15 საუკუნეში "მესამე რომის" იდეის ატაცებამ რუსეთისგან უკრაინელების და ბელორუსების საეკლესიო განცალკევება გამოიწვია ან საეკლესიო ერთიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაისვა, ეს საერთოდ აბსურდია. კათოლიკური ლიტვა-პოლონეთის პოლიტიკური ბატონობა მაშინდელი ბელორუსის ტერიტორიაზე და უკრაინის ნაწილზე, ისევე როგორც რომის პაპების მცდელობები, ეს რეგიონები მოეწყვიტათ მართლმადიდებელი სამყაროსაგან, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მართლმადიდებლები მართლმადიდებელ და, გნებავთ, რუსულ სამყაროს გამოეყვნენ.

ეს ისეთივე აბსურდია, როგორც "რეპორტაჟში" შემოცურებული მტკნარი სიცრუე, თითქოს ჟურნალმა "ფორბსმა" პატრიარქი კირილე მსოფლიო მილიარდერების სიაში შეიყვანა (ერთი რიგითი ჟურნალისტის აზრი გაიგივებულ იქნა ჟურნალის მიერ შედგენილ ყოველწლიურ რეიტინგთან). ზოგადად კი, თუ საუბარია ეკლესიის მიერ სიმდიდრეების ფლობაზე, ნებისმიერი კონფესიის ეკლესია ისტორიულად ყოველთვის ფლობდა და ფლობს დიდძალ ქონებას. რა არის ამაში დადებითი, რა - უარყოფითი, ეს ცალკე განხილვის საგანია და ჟურნალისტური მანიპულაციების ობიექტად არ უნდა იქცეს.


გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტი

ისე იმდენი იცვა კირილე თუთბერიძედან, რომ როლებში შეიჭრა და ბოლოში დაარეხვა:
ციტატა
იმპერია არის ბოროტების შემაკავებელი ძალა, კატეხონი

აქ ბოდიალობს ავტორი biggrin.gif
მესამე და მეორე და ა.შ. ნუმერიზაცია "რომის" არის მარაზმი და სხვა არაფერი, რომი ერთია, კონსტანტინეპოლი მეორე, მასკვა ვიცით რაცაა, ბოროტების შემკავებელი იმპერია კი არაა (რუსეთის იმპერია მითუმეტეს), არამედ კრებსითი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია...
დანარჩენი თქვენ თქვით...
დროებით.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   მასმედია და ეკლესია   Mar 6 2010, 12:44 AM
KAIROS   "საქართველოს რეს...   Mar 7 2010, 05:21 AM
KAIROS   მაქვს კითხვა... იგნო...   Mar 20 2010, 12:44 PM
Believer   KAIROS იგნორი უნდა გა...   Mar 20 2010, 07:21 PM
KAIROS   მეგობარო, შენ აქ ას...   Mar 21 2010, 03:57 AM
Believer   KAIROS იქნებ ამიხსნა ...   Mar 21 2010, 07:14 PM
KAIROS   შენთვის არაფრის ახ...   Mar 22 2010, 05:04 AM
Believer   KAIROS ანუ ადამიანად ...   Mar 22 2010, 05:11 AM
ნონა   ზედმეტად ქედმაღალ...   Mar 22 2010, 10:34 AM
ნაინა   Believer იმ ლადარიას უამ...   Mar 22 2010, 08:47 AM
Funkenstein   ლადარიას ღრმა აზრო...   Mar 22 2010, 10:42 AM
ნონა   ლადარიას ღრმა აზრ...   Mar 22 2010, 10:58 AM
Funkenstein   სიმართლე გითხრა ვ...   Mar 22 2010, 11:06 AM
ნონა   ნოდარმა ის ხომ მაი...   Mar 22 2010, 11:12 AM
Funkenstein   მე მგონი თქვენ სამ...   Mar 22 2010, 11:22 AM
ნონა   ადამინებმა ღმერთი...   Mar 22 2010, 11:49 AM
Funkenstein   და თუ მარხვა არავი...   Mar 22 2010, 12:09 PM
ქევანა   ჩვენზე ბევრ რამეს ...   Mar 22 2010, 04:11 PM
KAIROS   სწორედ იმიტომ არ ვ...   Mar 22 2010, 04:17 PM
ნონა   გასაგებია, შენი აზ...   Mar 22 2010, 08:39 PM
KAIROS   ნონა, მოკლედ კამათ...   Mar 23 2010, 12:29 AM
ნაინა   რა გჭირთ ხალხო? უთვ...   Mar 23 2010, 02:05 AM
Believer   რას უწუნებთ ლადარი...   Mar 23 2010, 04:12 PM
KAIROS   განვიხილავთ: ახლა ...   Mar 27 2010, 08:26 PM
KAIROS   ილია მეორე: “საქარ...   Mar 31 2010, 04:12 AM
newbie   იქნებ ბოლოკი მიყვ...   Mar 31 2010, 08:41 PM
ნონა   KAIROS ამ სტატიამ არცთ...   Mar 31 2010, 09:08 PM
KAIROS   ვადევნებდი თვალს ...   Apr 1 2010, 02:37 AM
ბექა   Believer მეცნობი ძალიან...   Apr 1 2010, 02:44 AM
Believer   KAIROS ერთი რამ მინდა ...   Apr 1 2010, 02:55 AM
KAIROS   სრულიად არაფერ შუ...   Apr 1 2010, 03:26 AM
Believer   KAIROS ჰოდა, საქ. მართ...   Apr 1 2010, 03:51 AM
ნონა   ჰაჰააა განსაკუთრე...   Apr 1 2010, 10:29 AM
KAIROS   ეგ აბსრუდია :) დასა...   Apr 1 2010, 05:13 PM
Believer   KAIROS შეიძლება, ვცდებ...   Apr 1 2010, 05:49 PM
KAIROS   ნეტა რა ხდება? *** ილ...   Apr 27 2010, 09:14 AM
მხევალი ნინო   KAIROS ვაიმე ! ნუ მაშ...   Apr 27 2010, 09:34 AM
KAIROS   ცოტა ხანი გადავუხვ...   May 7 2010, 10:20 PM
A.v.B   აბა ესენი არიან რა.....   May 7 2010, 10:28 PM
ლურჯი ბუ   B)-->


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 11:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი