გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს!, მალე მომხდარიყოს ჩვენი სულიერი ფერისცვალება! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს!, მალე მომხდარიყოს ჩვენი სულიერი ფერისცვალება! |
A.V.M |
Aug 18 2012, 06:24 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ახლა მონასტერში მივდივართ მე და ლეოფილოსი . ხოდა თადარიგს დავიჭერ და ცოტა ადრე გავხსნი თემას.
ფერისცვალება ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა. კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა. 6(19) აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36). უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ. მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით, და ამგვარ გაცხადებას წმიდა დიონისე არეოპაგელმა „დროული მარადისობა“ უწოდა. XIV საუკუნეში დიდი დავა იყო თაბორის ნათლის შესახებ. კათოლიკური აზროვნება და კერძოდ მისი წარმომქმნელი - კალაბრიელი ბერი ვარლამი ამ ნათლის მარადიულობასა და შეუქმნელობას უარყოფდა და მას ქმნილებად, დროში შექმნილად მიიჩნევდა. ამის საპირისპიროდ ცნობილი წმიდა მამა გრიგოლ პალამა ამტკიცებდა, რომ თაბორის ნათელი ეს არის ღმრთაებრივი ძალა, ენერგია, სხვაგვარად რომ ვთქვათ ღმერთი, რომელიც სრულიად მიღმიურია ხილული სამყაროსი, ამავე დროს თავისი ენერგიებით, მადლით ქმნის, იცავს და განმსჭვალავს მთელ ამ სამყაროს, რომ მაცხოვარმა თაბორზე მოწაფეები სწორედ ამ ღმრთაებრივი ძალის ხილვის ღირსი გახადა და არა რაღაც ზებუნებრივი სინათლისა, რომელიც თითქოს სწორედ ფერისცვალების სასწაულისათვის შეიქმნა. როგორც ამას ვარლამი ამტკიცებდა. ამ დავას გამოეხმაურნენ ათონელი ბერებიც, რომელნიც უდიდესი ასკეტური ღვაწლის წყალობით თვითონ გახდნენ ღირსნი, საღვთო ნათელს გაენათებინა მათი გულები. მათ კონსტანტინეპოლში გაგზავნეს „ტომოსი“, რომელშიც ადასტურებდნენ თაბორის ნათლის მარადიულობასა და ღმრთაებრიობას, კონსტანტინეპოლის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ 1351 წელს დაგმო ვარლამის მცდარი სწავლება, ხოლო გრიგოლ პალამას შეხედულებები მართლმადიდებლურად აღიარა. თეოდორე ხარანელი მოგვითხრობს რა უფლის ფერისცვალების შესახებ თავის ქადაგებაში, პარალელს ავლებს მაცხოვარსა და მოსეს შორის. როგორც ვიცით, სინას მთიდან ჩამოსვლისას მოსეს სახეც ისე ბრწყინავდა, რომ ისრაელიანებმა მასთან მისვლა ვერ გაბედეს (გამოსვლ. 34, 30). წმიდა თეოფანე წერს: „გარნა, ხოლო მათგან ყოვლისა განსრულებისა მისისა იყო ბრყწინვალებაჲ მოსესი, რამეთუ პირი ხოლო მისი ბრწყინვიდა და შინაგან არ აქუნდა ბრწყინვალებაჲ, ხოლო ქრისტესი ბრწყინვალებაჲ ყოვლითვე სრულ იყო: ვითარცა - გარეშე. ეგრეცა - შინაგან. მის გამო იყო ბრწყინვალებაჲ იგი და მის თანავე იყო, რამეთუ არა სხუისგან მოიღო“. ღვთის ძალით, ხოლო მაცხოვრის ბრწყინვალება „შინაგანი“ მისთვის მოუცილებელი რეალობაა, რომელიც მას მარადიულად თან ახლავს. თაბორის მთაზე უფალმა სულიერი თვალი აუხილა მოწაფეებს და მათაც იხილეს მისი დიდება იმდენად რამდენადაც ამ დიდების დატევნის შემძლებელნი იყვნენ, ანუ როგორც თეოდორე ხარენელი ამბობს: „არამედ რაიზომ შემძლებელნი იყვნეს, ეგრეით ეჩუენა“. იგივეს ვკითხულობთ ფერისცვალების დღესასწაულის ტროპარ-კონდაკშიც: „მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა“. ეს ყოველივე ეხმიანება წმიდა დიონისე არეოპაგელის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ: „ღვთაებრივი ყველას ეცხადება მათი დატევნის უნარის მიხედვით, ღვთაებრივის გაგების უნარის მიხედვით“. გაგება-დატევნის უნარი კი შეესაბამება ცალკეული ადამიანის სულიერ განვითარებასა და რელიგიურ გამოცდილებას. სწორედ ამით აიხსნება ეს ფაქტი, რომ მაცხოვარმა თაბორზე მხოლოდ სამი მოწაფე წაიყვანა და არა თორმეტი. რადგან თორმეტს შორის იყო იუდა. გამცემი და ღვთის მგმობელი, რომელიც არ იყო ღირსი ღმრთაებრივი ნათელის ხილვისა, რადგან მის გულში ჯოჯოხეთს დაესადგურებინა, იგი უკვე დათანხმებული იყო მაცხოვრის 30 ვერცხლად გაცემაზე. ამიტომაც უფლის დიდების მხილველნი პეტრე, იაკობი და იოანე არიან, რომელთაც შემდგომ თავის მხრივ უნდა განემტკიცებინათ და გაეძლიერებინათ სხვა მოციქულები მომავალი განსაცდელის ჟამს. მოწაფეებმა მაცხოვართან მოსაუბრე ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველი მოსე და ელია იხილეს. როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი წერს: „უფლის ფერისცვალებისას თაბორის მთაზე ნაჩვენები იქნა ცხონების სამი გზა: სათნოების, შემეცნებისა და ღვთისმეტყველებისა, პირველი ორი გზა ელიასა და მოსეს სახით წარმოჩინდა, ხოლო ღვთისმეტყველებას თავად მაცხოვარი წარმოადგენდა“. პეტრეს სიტყვები: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“ გამოხატავს მოწაფეთა უდიდეს სურვილს უსასრულოდ გაგრძელდეს ფერისცვალების დრო, როგორც ზეციური სასუფევლის სიხარული, მაგრამ ეს ასე არ ხდება. რადგან სასუფეველის დასამკვიდრებლად საჭირო იყო ცხოვრებისეული თავგანწირვა, მოციქულებრივი ღვაწლი და მოწამეობრივი სიკვდილი. მაცხოვრისათვის თაბორი წინ უსწრებს გოლგოთას, ხოლო ქრისტიანისათვის გოლგოთა წინ უსწრებს თაბორს. ფერისცვალების ნათელი ხატებზე წმიდანთა თავზე დამდგარი შარავანდედის სახით გამოისახება. იგია ძვირფასი გვირგვინი, რომლითაც უფალი სულიერ ბრძოლაში გამარჯვებულთ აჯილდოებს. ზურაბ ეკალაძე გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №32 (83), 2000 წ. ფერისცვალების Dღესასწაულზე ქადაგებს მამა ალექსანდრე ბოლქვაძე. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ქევანა |
Aug 18 2012, 07:30 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ჯერ 19 არ დამდგარა
პ.ს. აი მე კი წაკინკლავებაც მოვასწარი ბაგრატის ტაძრის აღდგენის მოწინააღმდეგეებთან.. თან უმეტესობა რო ათეისტია, გაგიჟდება კაცი. ღმერთის არ სწამს, ტაძრის ფუნქცია ფეხებზე ჰკიდია, უყურებს ძეგლს როგორც ისტორიულ ნივთს და მორჩა სასაცილოა სატირალი რომ არიყოს -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
shuriani |
Aug 19 2012, 01:39 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 207 რეგისტრ.: 15-April 12 მდებარ.: tbilisi წევრი № 12,265 |
გილოცავთ ყველას
|
ikanosi |
Aug 19 2012, 02:02 PM
პოსტი
#4
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
მეც გილოცავთ იხარეთ, იბედნიერეთ, იმრავლეთ და რა ვიცი კიდევ, რაც გაგიხარდებათ ის ქენით
-------------------- ფარით ან ფარზე
|
აკაკი |
Aug 19 2012, 02:28 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
მოგილოცავთ... დაე ჩვენი გულები მაცხოვრისადმი ყოფილიყოს მარდ აღმართული
|
აკაკი |
Aug 19 2012, 02:28 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ორჯერ დაიწერა.
|
ქევანა |
Aug 19 2012, 02:53 PM
პოსტი
#7
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
გილოცავთ ხალხ
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
tatia27 |
Aug 19 2012, 04:13 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 191 რეგისტრ.: 3-July 12 წევრი № 12,472 |
გილოცაააავთ
-------------------- 21313
|
mariami-k |
Aug 19 2012, 05:50 PM
პოსტი
#9
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
გილოცავთ. მრავალს დაესწრით.
-------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
zaz |
Aug 19 2012, 05:52 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
გილოცავთ ყველას
|
leopilos |
Aug 19 2012, 06:09 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 16-August 12 მდებარ.: seminaria წევრი № 12,566 |
გილოცავთ
|
A.V.M |
Aug 19 2012, 07:27 PM
პოსტი
#12
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
leopilos
გაიღვიძე ლეო? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Aug 18 2013, 11:32 PM
პოსტი
#13
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მრავალს დაესწარით!
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Aug 19 2013, 09:02 AM
პოსტი
#14
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
გიოლოცავთ ყველას დღევანდელი დღის მადლი და ძალა გვფარავდეს ჩვენ და მთლიანად საქართველოს
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
Aug 18 2014, 10:23 PM
პოსტი
#15
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
წმიდა გრიგოლ პალამა - XXXIV ჰომილია უფლისა ჩვენის ფერისცვალებაზედ
PostDateIconTuesday, 29 June 2010 15:45 | PostAuthorIconWritten by daviti | PDF Print E-mail უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმინდა ფერისცვალებაზედ. აქ ნაჩვენებია, რომ ფერისცვალების ნათელი შეუქმნელია. ვუგალობთ და განცვიფრებულვართ კვალად მჩხრეკელნი ღმრთის დიადის-მოქმედებისა (ყველა ხილული ქმნილების შექმნას ვგულისხმობთ). ამ სიდიადეს უგალობენ და ჰკვირობენ გამომეძიებელნი ბერძენნიცა და ელინთანი; ხოლო ჩვენ ამას ვიქმთ შემოქმედის დიდებისათვის, ისინი კი - შემოქმედის დიდების წინააღმდეგ, ვინათგან უბადრუკად ჰმსახურებდნენ ქმნილებას შემოქმედისას. წინასწარმეტყველთა და მოციქულთა და მამათა ხმები ჩვენთვის ნათელია, ოღონდ სარგებელად ჩვენდა, რომელნი ვწვდებით, და საგალობელად სულისა წმიდისა, რომელიც მეტყველებს წინასწარმეტყველთა და მოციქულთა და მამათა პირით. ხმათა ამათ განმარტებას შეუდგნენ ბოროტი წვალების აწინდელი მოთავენიც, მაგრამ მათთვის მინდობილთა საზიანოდ და რწმენის ჭეშმარიტების უარსაყოფად, რამეთუ სულისა წმიდისა ხმას სულისავე წმიდისა წინააღმდეგ მიჰმართავენ. ღმერთშემოსილნი მამანი ჩვენნი მოძღვრებას მაღალს სახარების წყალობისა და მადლის შესახებ მოხუცის ყურსა და გონებასაც უფარდებენ და დაწვრილებით განმარტავენ თავიანთი პირით, ისე რომ ჩვენთვის არა-სრულქმნილთათვის, შესაფარდებლადაც იღვწიან. ვითარცა მეძუძურნი დედანი სიყვარულით უწვრილებენ შვილთა შედარებით მაგარს ჭამადს, რათა ადვილად დაღეჭონ და კეთილად შეირგონ, დიაღ, ხორციელ დედათა პირში სოველდება და რბილდება ჭამადი შვილთა, ასევე ღმერთშემოსილთა მამათა გულში საფიქრალი სარგო საზრდელად ექმნებათ მსმენელთა და სარწმუნოებით მინდობილთა სულებს; ხოლო უკეთურთა და ბოროტად მადიდებელთა პირნი მომაკვდინებელი გესლით ივსებიან, რომელი შეერევა სიტყვათა ცხორებისათა და სიტყვანიცა ესე მომაკვდინებელ ექმნებიან ურცხვინოებით მსმენელთა. ასე რომ ვერიდოთ მათ, რომელნი არა შეიწყნარებენ მამეულ განმარტებებს, არამედ თავით თვისით ცდილობენ, საწინააღმდეგოდ შეატრიალონ მათი ნათქვამი; რომელნი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ასოებით აღნიშნულ ბგერებზედ ზრუნავენ, წმინდა აზრს კი უგულებეყოფენ. ვერიდოთ უფრორე ვიდრე ვინმე გველს მოერიდება; ვინათგან გველი სხეულს ჰკბენს და მალედ მოაკვდინებს, უკვდავ სულს კი ვერ გაეკარება; ხოლო რომელნი ჩაასობენ კბილებს იმ სულს, მას ღმრთისაგან განაშორებენ, რაიცა არს უკვდავისა სულისა სიკვდილი საუკუნო. ყოვლითა ღონითა ვერიდოთ მსგავსთა მათთა და მივივლტოდეთ მათკენ, რომელნი მოკრძალებით ღვთისმოსავობის და ცხოვნების გზად წარგვმართავენ, ვითარცა მამათაგან გადმოცემულის, მამეულ ადათთა ერთგულების გზად. აწ ესე შესავალი წარვუმძღვარე თქვენი სიყვარულით სათქმელს, რამეთუ დღეს ვდღესასწაულობთ ქრისტეს წმიდა ფერისცვალებას მთაზედ; ჩემი სიტყვა ეხება მის ნათელს, რომელზედაც დიდი პაექრობა აქვთ გამართული მბრძოლთა ნათლისათა. მაშასადამე, ცოტა შორიდან მოგვაქვს დღეს წასაკითხი სიტყვები სახარებისა - საიდუმლოს (მისტერიის) განსამარტებლად ჭეშმარიტების მიმზიდველობის ძალით: ”და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესო პეტრე და იაკობ და იოანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე” (მათე 17, 1-2). სახარების ამ ადგილის გათვალისწინება აუცილებელია, უპირველესად, იმის გასარკვევად, თუ რომელი დღის შემდეგ ითვლის მოციქული ქრისტესი და მახარებელი მათე ექვს დღეს, რომელთა გასვლის შემდეგ დგება უფლის ფერისცვალების დღე. მაშ, რომელი დღის შემდეგ გადის ექვსი დღე? ეს ის დღეა, როდესაც უფალმა ასწავლა თავის მოწაფეებს და უთხრა: ”რამეთუ მოსლვად არს ძე კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა” და დასძინა: ”რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა” (მათე 16, 27). მამის დიდებას და თავის სუფევას უხმობს ნათელს საკუთარი ფერისცვალებისას. ესე ლუკა მახარებელმანცა გვიჩვენა და უფრო ნათლად წარმოგვიდგინა: ”და იყო შემდგომად სიტყუათა მათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა იესო პეტრე და იაკობ და იოანე და აღვიდა მთასა ლოცვად. და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე” (ლუკა 9, 28-29). მაგრამ როგორ ეთანხმება ერთმანეთს, ერთი მხრივ, აშკარად რვა დღე დაპირებისა და აცხადებას შორის, მეორე მხრივ, ექვსი დღის შუალედი; ისმინეთ და ცანით. რვანი იყვნენ მთაზედ და ექვსნი ჩანდნენ. სამნი ესენი: პეტრე და იაკობ და იოანე, რომელნი იესოსთან ერთად აღვიდენ; იქ ნახეს მის თანავე მყოფნი და მოუბარნი მოსე და ელია; ასე რომ ექვსნი იყვნენ. მაგრამ უფლისა თანა სრულიად უხილავად იყო მამა და იყო სული წმიდა; ერთი - საკუთარის ხმით მოწამე, რომ ესე საყვარელი ძე არს მისი, მეორე - ღრუბლით ნათლიერით თანა-მნათობი, რომლი აჩვენებდა ძის თანმიბუნებებას თვის თანა და მამისა თანა და ერთ-მყოფობას ნათლისას; ამათი სიმდიდრე თანმიბუნებება არს და მბრწყინვალების ერთებრიობა. მაშასადამე, რვანი არიან ექვსნი. არავითარ წინააღმდეგობას არ შეიცავს ექვსის მიმართება რვასთან; ასე რომ არც მახარებელთა სიტყვები გახლავთ შეუთავსებელი, არამედ თითქოს ორთავ მოეცაეთ ჩვენთვის სახე რამ იმ სიტყვებით, რომლებიც მოეკრიბათ მთაზედ საიდუმლოდ და თანა ცხადად მომხდარისთვის. ნეტარ დიდ მწიგნობარს ვისმე განერჩია ღვთაებრივთა მქადაგებელთა ესრეთ ერთურთს შესიტყვება, რომ რვა დღე თქვა ლუკამ, არა საწინააღმდეგო მისა, რომელმან თქვა, ექვსი დღის შემდეგო, არამედ - რათა შემოესაზღვრა ის დღეც, როდესაც სიტყვანი იგი თქმულ იყვნენ, და ის დღეც, როდესაც უფალმან ფერი იცვალა. ამის შესაცნობადვე გვეტყვის მათე, რომლენი გონებიერად და ფრთხილად ვეძიებთ; იგი μετα წინდებულს იხმარს, ”შემდგომის” აღმნიშვნელს, ხოლო ლუკა სიტყვას საგნიდან ახსნის; ვინათგან, არა რვა დღის შემდეგო, იტყვის ვითარცა მათე, - ექვსი დღის შემდეგო, არამედ იქმნენო, ვითარცა რვა დღე. ესრეთ არცარა აღრეულ არს მახარებელთა ნააზრევის დაჰამბვებაში. მაგრამ ერთურთს შესიტყვებულნი სხვასაც რასმე დიდსა და საიდუმლოს გვიცხადებენ უთანხმოების მოჩვენებით. ჭეშმარიტად, განსაჯეთ სათქმელი, რომელნი გონებით წიაღმავალნი და მიმხვედრნი ხართ უფროისად. რა მიზეზით თქვა ერთმა, ექვსი დღის შემდეგო, ხოლო მეორე გადახდა მეშვიდეს და მერვე ახსენა? იმ მიზეზით, რომ დიდი სასწაული უფლის ფერისცვალების ნათლისა არს მერვის, ანუ მომავლის საუკუნის საიდუმლო და ნათელ-იქმნება იგი შემდგომად სუფევისა, რომელი მოსდევს ექვსთა დღეთა შინა სამყაროს შექმნას, ნათელ-იქმნება შემდგომად ჩვენთა შეგრძნებათა ზღვარს გარდასვლისა ექვსეულად, ვინათგან ხუთი შეგრძნება გვაქვს, ხოლო მათ ემატება შეგრძნება სიტყვისა და იქმნება ექვსეული (ჰექსადა). არა მხოლოდ ზესთა შეგრძნებისა, არამედ ზესთა სიტყვისაცა არს სუფევა ღმრთისა, მონათხრობი ღირსთათვის: სრულიქმნებიან რა ესენი ექვსობით, შემდგომად მშვენიერის უქმობისა, რომლის პატივი განამდიდრებს შვიდეულს, მეტის მოქმედების და ძრაობის მერვისა ძალისაებრ გამობრწყინდება ღმრთისა სუფევა. ღმრთეებრივი სულის ძალითა მით, რომლითაც იხილვება ღირსთათვის სუფევა ღმრთისა, ღმრთეებრი ლუკას თანახმად, უფალი ეჩვენება მოწაფეთა თვისთა და ეტყვის წინასწარ: "არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა." ესე იგი, უხილავთა ხილვის ძალს რომ ანიჭებს, წინასწარ წმიდა-ჰყოფს მხილველთა მომაკვდინებლის და სულის მომსპოლველის ხრწნილებისაგან, რომელი არს ცოდვა; მისი გემოჲსხილვა არს ბოროტების ზრახვის სათავე, რომლისგან წინასწარვე განწმენდილნი არღა იგემებენ სულიერ სიკვდილს და მოსალოდებელის საჩინოების ძალით, მე ვფიქრობ, უმწიკვლოდ გონება-შენახულნივე რჩებიან. "არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა." ყოველთა ადგილთა არს მეუფე ყოველთა, და ყოველთა ადგილთა არს მისი სუფევა, ასე რომ მოსლვა მისი სუფევისა გულისხმობს და ნათელჰყოფს არა სხვაგნით სხვად ადგილსა მოსლვას, არამედ გამოცხადებას მისას ღმრთეებრივი სულის ძალით, რისთვისაც იტყოდა, მოსრული ძალითაო ("მომავალი სუფევითა თჳსითა").* ძალი ესე არა, მარტივად, შემთხვეულთა ეკუთვნის, არამედ მდგომარეთა უფლისა თანა, ესე იგი მისი რწმენით განძლიერებულთა, პეტრეს, იაკობს და იოანეს თანამოაზრეთა, რომელნი ლოგოსმა პირველ აღიყვანა მაღალს მთაზედ, რათა ჩვენი ბუნებითი სისაწყლე გადაგველახა; რადგან, თანახმად მსიტყველისა, მისთვის გამოჩნდა ღმერთი მთაზედ, რომ საკუთარის სიმაღლითგან შთამოსულიყო, ხოლო ჩვენ, რომელნი ზომიერად დავაგდებდით ჩვენს ბუნებითს სიგლახაკეს, უნდოდა ავემაღლებინეთ, რაზომცა შეურყეველად ჰგიეს დაუტევნელი. ჩვენება ესრეთი არა გონებითი მისაწვდომობის უნაკლულეს არს, არამედ ბევრად უძლიერეს და უმაღლეს, რამეთუ ღმრთეებრი სულის ძალსა შინა არს. არცა იქმნება, არცა განქარდება, არცა აღიწერება, არცა შეგრძნების ძალს ქვ%E |
A.V.M |
Aug 18 2014, 10:35 PM
პოსტი
#16
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ეშეუვრდება ნათელი უფლის ფერისცვალებისა და, თუ ხორციელი სახედველით იხილვება, ისიც მცირედ ხანიერად და მთის ნაკლებად მაღალს მწვერვალზედ, ხოლო, თანახმად მსიტყველისა, მაშინ ხორცითგან სულისკენ გარდავლენან უფლის მესაიდუმლენი შეგრძნებათა გადანაცვლებით, რომელს მათთვის სული იქმს. და ესრეთ იხილეს, იმ გამოუთქმელის ნათლისაგან რაზომცა აამებდა მათ ღმრთეებრი სულის ძალი.
რაიც ვერ საცნაურ-ჰყვეს მკრეხელთა, იგი - უფლის ფერისცვალების ნათელი - იგულვება მოციქულთაგან ხილულად შეგრძნებითი და შემოქმედებითი ძალით. ამის გამო, ვითარცა დაბადებულს ანუ აგებულს, დაამდაბლებენ არა მხოლოდ იმ ნათელს, რომელი არს პატივი და სუფევა ღმრთისა, არამედ დაამდაბლებენ ღმრთეებრი სულის ძალსაც, რომლის მეოხებით საღმრთონი საქმენი ღირსთათვის გამოცხადდებიან. არა შეისმინეს, ანუ არა იწამეს პავლესი, რომლ იტყოდა: რაიცა თვალმან ვერ იხილა და ყურს არ ესმა და ადამიანის გულს არ მოუხდა, ესე განუმზადა ღმერთმან მათ, რომელთა იგი უყვარსთ, და ჩვენ გამოგვიცხადა სულითა თვისითა, ვინათგან სული ღმრთის სიღრმეთაცა ეძიებს. ხოლო დადგა რა მერვე დღე, ვითარცა ითქვა, წარიყვანა უფალმან პეტრე და იაკობ და იოანე და აღვიდა მთაზედ ლოცვად; მარადღე განეშორებოდა ყოველს, თავად მოციქულებსაც, და ლოცვად იდგა მხოლოი, ვითარცა მას ჟამსა, ოდეს ხუთ-ათასნი დედაკაცთა და ყმაწვილთა თანა ხუთი ხვეზა პურით და ორი თევზით განაძღო. უმალვე ყოველნი განიშორა, მოწაფენი აიძულა აღსრულიყვნენ ნავზედ და თავად მთას აღხდა სალოცავად; ხანაც წარიყვანდა რიცხვით მცირეთა, ყოველთაგან რჩეულთ. სამაცხოვარო ვნების ჟამი რა მოახლოვდა, სხვა მოწაფეებს იქ დარჩენა უბრძანა, სანამ ილოცებდა, იახლა პეტრე და იაკობ და იოანე; ასე რომ მხოლოდ ესენი გამოარჩია, აღიყვანა მაღალს მთაზედ და ფერი იცვალა წინაშე მათსა, ანუ წინაშე მათ მხილვარეთა. რას ნიშნავსო ”ფერი იცვალა”, - იკითხავს ღმრთისმეტყველი ოქროპირი. ვითარცა კეთილად უჩნდა, განუხსნა დამოწაფებულ მესაიდუმლოეთა სულ მცირე წილი ღმრთეებისა და აჩვენა შინა დადგრომილი ღმერთი; რამეთუ ლოცვასა შინა იქმნა, ლუკა რომ იტყვის, პირი მისი სხვა; მათე წერს, განბრწყინდაო ვითარცა მზე. მაგრამ ვითარცა მზეო, იმისთვის კი არ ამბობს, რომ ვიეთთამე ნათელი ესე იგულისხმონ ვით შეგრძნებადი; გადაიგდე გონების სიბრმავე ხილვად არა შეგრძნებადთა, არამედ უფრო მაღლად საცნაურთა და საგონებელთა, რათა ვცნათ, რომ, რაიცა ცოცხალთათვის შეგრძნებით მისაწვდომი და შეგრძნებით სახილველი მზე არს, ესე სულით ცოცხალთათვის და სულით მხილვარეთათვის არს ქრისტე ღმერთი და არცა ნაკლულობენ ღმრთივ შვენიერნი სხვა ნათელს ღმრთის მხილვარებას შინა; მარადიულთათვის თავად არს ნათელი, არა სხვა. რად უნდათ სხვა ნათელი მათ, რომელთაც ჰყავთ უდიადესი? ლოცვისას ესრეთ განბრწყინდა და გამოეცხადა გამოუთქმელად მოწაფეთა გამორჩეულთა გამოუთქმელი იგი ნათელი და მათთანავე იყვნენ თავნი წინასწარმეტყველთანი, რათა ეჩვენებინა, რომ შესაძინელ არს ლოცვა ნეტარისა მის ხილვისა, და შეესწავლებინა ჩვენთვის, რომ ღმერთთან სათნოებისმიერი მიახლებით და გონებით შეერთებით შინა დაადგრება მბრწყინვალება და გამოჩნდა იგი ყოველთათვის ბოძებულთა და ხილულთა, მათთვის, რომელნი გულმოდგინედ მაკეთილებელობით და წმინდა და წრფელი ლოცვით განპყრობილ და გაწვდილ არიან ღმრთისადმი სამარადისოდ. ჭეშმარიტისა და ფრიად საწადელ მშვენეირებას, მხოლოდ გონებაგადაწმედილთათვის სახილველს, იტყვის ღმრთეებრივისა და ნეტარი ბუნების თანამდევად. ვინ დაძაბვით უმზერს მის მადლსა და ელვარებას, ინაწილებს კიდევაც მისგან რასმე, თითქოს ახალ ბრწყინვალებას იფენდეს პირზედ. ამიტომ განუბრწყინდა პირი მოსესაც, ღმერთთან მოუბარს, ჰხედავთ-ა, რომ მოსემაც ფერი იცვალა მთაზედ და ესრეთ იხილა დიდება უფლისა? მაგრამ არა იმოქმედა, არამედ შეემთხვია ფერისცვალება; თანახმად მოუბარისა: ”ამად მოვყავარ ჭეშმარიტების ზომიერ ნათელს, რათა ღმრთის მბრწყინვალება ვიხილო და ვიკეთილვნებო”. ხოლო უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს თავით თვისით ჰქონდა ის მბრწყინვალება; ამიტომ თავად კი არ სჭირდებოდა ლოცვა, განმაბრწყინებელი სხეულისა ღმრთეებრი ნათლით, არამედ იმა ლოცვით წმიდათა თანა დაადგრებოდა ღმრთის მბრწყინვალება და მათ მოეხილვებოდა; რამეთუ ”მართალნი გამბრწყინდნენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა” (მათე, 13,43). და ესრეთ მრთელად შეერთდნენ ღმრთეებრივ ნათელს, ვითარცა ღმრთეებრივი ნათლის მოდგმისანი, და ღმრთეებრივად გამოუთქმელად იხილავენ ზესთა-მნათობს ქრისტეს, რომლის ღრთეებისაგან დიდება ბუნებრივად მოვალს ვით საზოგადო და სხეულებრივად გამოჩნდება თაბორზედ ერთებისათვის გვამოვნებისა. მაშასადამე, ნათლისგან ამის განუბრწყინდება პირი, ვითარცა მზეს. რომელთაც ელინური სიტყვით და ამა სოფლის სიბრძნით ჩვენ წინაშე თავი მაოქვთ და სულის მოძღვრებაზედ დაყრდნობით სულიერთა მოღვაწეთა სრულიად არ ჰმორჩილებენ, არამედ წინააღმდეგობას რჩეობენ, - ესმით რა მთაზედ უფლის ფერისცვალების ნათელი, რომელი მოციქულთა თვალით იხილვება, მეყსეულად მიიქცევიან შეგრძნებადისა და შექმნილი ნათლისკენ და ამდაბლებენ უნივთოსა და დაუსაღამოებელს და საუკუნო ნათელს, არა მხოლოდ ზესთა შეგრძნებისას, არამედ ამასთანავე ზესთა გონებისას; მიწაზედ არიან და, გარდა ქვეყნიურთა საქმეთა, არაფრის გაგონება არ ძალუძთ, თუმცა თავად ზეგარდამო ნათლით მანათებელმან პირველვე აღმოუჩინა შეუქმნელი ნათელი, რომელს ღმრთის სუფევა უწოდა, ვინათაგან ღმრთის სუფევა - არა მხევალი და შექმნილი, არამედ მხოლო ყოვლგნით უმეფო და უძლეველ არს მრავალჟამიერ და საუკუნეთა მერმეცა. არა არს წესიო, იტყვის, საუკუნეთა ანუ ჟამთაგან იწყებოდე ანუ ჟამთათვის მისაწვდომ და მისაწევნელ იქმნეს ღმრთის სუფევა. და ჩვენ გვრწამს, რომ ესე არს ცხონებულთა სამკვიდრებელი. ვინათგან ფერნაცვალები უფალი განბრწყინდა და ღირსება და ნათელი იგი გამოაჩინა და კვალად მოვალს, ვითარ იხილვა მთაზედ მოწაფეთაგან, განაღა მიერთო და საუკუნოდ ექმნა რამ ნათელი, რომელი უწინ არ ჰქონდა. შორს მკრეხელობა! რამეთუ ამის მთქმელი ქრისტეს სამ ბუნებას ვარაუდობს: ღმრთეებრივს, კაცებრივს და იმ ნათლისმეირს; მაშასადამე, არა სხვას, არამედ იმ ნათლისას, რომელიც ჰქონდა საიდუმლოდ და გამოაბრწყინა. ჰქონდა ხორცისგან დაფარული მბრწყინვალება ღმრთეებრივი ბუნების, დიაღ ღმრთეებრივისა არს ნათელი იგი და შეუქმნელი, რამეთუ ფერი იცვალა ქრისტემ, თანახმად ღმრთისმეტყველთა, მაგრამ არ მიჰმატებია ნათელი, რომელი არ ჰქონდა, არცა შეცვლილა იმად, რაიცა არ იყო, არამედ ესრეთ დარჩა, ვითარ გამოუბრწყინდა საკუთართა მოწაფეთა, აუხილა მათ სახედველი და ბრმათა თვალისჩინი მოიმუშაკა. ხომ ჰხედავ, რომ იმა ანთლისა ხილვად ბრმანი არიან ბუნებითნი სახედველნი; დიაღ, არცა ნათელი იგი არს შეგრძნებადი, ვერცა ჰხედავენ მას მარტივად სხეულებრივი თვალით მხედველნი, არამედ ღმრთეებრივი სულის ძალით შეცვალებულნი იხილავენ. ასე რომ შეიცვალნენ და იხილეს ცვალება, დამეტებული არა სიახლით, არამედ პირველ-შეწყნარების ძალით, რითაც ღმრთივ მიღებული ცომი ჩვენი შეუერთდა სიტყვასა ღმრთისას და სიქალწულეს შინა მუცლად-მღებელმან და უცხოდ მშობელმან ცნა მისგან შობილი ხორციელი ღმერთი. სვიმეონ მოხუცებული მიეგება და, ვით ყრმა, ესე ხელთ აღიყვანა**, რამეთუ, თითქოს გამჭვირვალე გარსითაგან, გამოანათა საღმრთომან ძალმან განცისკრებულად მათთვის, რომელთ გადაეწმინდნენ თვალნი გულისანი. სხვა რაღა დაიბრუნებს კორიფეებს? რა აღამაღლებს მათ თვითეულად? რისთვის მოეხილვათ დიდი და საიდუმლო ნათელი, ანუ დიდი და საიდუმლო როგორღა იქნება შეგრძნებადი ნათელის ხილვა, უწინვე ნაქონები ამაღლებად რჩეულთა და მათ თანავე ქვერე შთენილთა? ან რად მოინაკლულეს სულისა ძალი და მით შესაძინელი ცვალება თვალთა (სხეულებრივ თვალთა გარდაცვლა გულის თვალებად) იმ ნათლის მხილვარებისთვის, თუკი იგი შეგრძნებადი და შექმნილია? როგორღა იქნება შეგრძნებადი ნათელი დიდება და სუფევა მამისა და სულისა? როგორღა მოვალს ქრისტე ესრეთ დიდებითა და სუფევითა მომავალს საუკუნეს შინა: მას ხომ არცა ჰაერი, არცა ნათელი, არცა ალაგი და არცა სხვა რამ მსგავსი არა სჭირდება, არამედ ყოვლის სანაცვლოდ, თანახმად მოციქულისა, ”იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა” (I კორ. 15,28). ყოვლის სანაცვლოდ რომ იყოს, ყოვლადვე ნათლის სანაცვლოდ იქნებოდა, რომლისგანაც გვეცხადება კვალად ნათელი და ღმრთეებისა; რამეთუ მახარებელთაგან უღმრთისმეტყველესი იოავანე ”გამოცხადებით” გვიჩვენებს, ვითარ ჰგიეს მომავალი და საყუდელი იგი ქალაქი: ”და ქალაქსა მას არა უჴმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და ნათელ მისა არს კრავი იგი” (გამოცხ. 21,23). განა იქაც ცხადად არ გვიჩვენა აწ თაბორზედ საღმრთოდ ფერნაცვალები იესო, რომელს სანთლად აქვს სხეული, ხოლო სანაცვლოდ ნათლისა - მთაზედ მის თანა აღსრულთათვის გამოჩინებული დიდება ღმრთეებისა. მაგრამ ქალაქსა მას დაკარვებულთათვის თავად იტყვის, რომ არ დასჭირდებათო სანთლის ნათელი და მზის ნათელი, რამეთუ უფალი ღმერთი განანათლებსო მათ და აღარ დადგებაო ღამე. მაშ, რაღა არს ნათელი ესე, რომელს არცაღა სცვლის, ანუ არ ადგება ცვალების სიჩრდილე? რაღა არს უცვალებელი და დაუსაღამოებელი ესე ნათელი? განა ღმრთეებას არ ეკუთვნის? ხოლო მოსეც და ელიაც (მეტადრე კი მაინც მოსე არს სული განუხორციელებელი) განა იხილვებოდნენ და იდიდებოდნენ შეგრძნებადი ნათლის მეშვეობით? ესენი ხომ გამოჩნდნენ დიდებით და თქვეს გამოსვლა, რომელს აღსრულება ელოდა იერუსალიმს. როგორ ცნეს კიდევაც მოციქულთა ისინი, რომელნი აროდეს ენახათ, თუ ცნობა ესე არ მომხდარა აპოკალიფსური ხილვის ძალით იმავ ნათლისა? მაგრამ თქვენი გონება დიდად რომ არ დავძაბოთ, სხვა სიტყვებს სახარებითგან დრომდე დავიუნჯებთ ყოვლად მოსაკრძალებისა და საღმრთო საქმისთვის. გვრწამს მონასწავები ქრისტეს მიერ განათლებულთაგან, რამეთუ მათ მხოლოთა უწყიან ზედმიწევნით ყოველი. ხომ ამბობს ღმერთი წინასწარმეტყველის პირით, საიდუმლონი ჩემნი ჩემთვისვე და ჩემთათვისვეო. ჭეშმარიტად გვრწამს ნასწავები და გაგონილი საიდუმლოც უფლის ფერისცვალებისა და ნეტარ იმ ნათლის მბრწყინვალებისკენ წარვემართებდეთ; უცვალებელი დიდების შვენეირების სურვით და ტრფობით გონების თვალი გადავიწმინდოთ მიწიერი მწიკვლოვანებისაგან, ყოველივე საამებელი და მომეტებულად ლამაზი მოიძაგოთ, რაიც არა არს მყარი, რაიც საამოდ გვეჩვენოს იქნებ, მაგრამ საუკუნო ტკივილს მოგვგვრის, ან რაიც თითქოს ნარნარს და ნატიფს შეიქმს სხეულს, მაგრამ სულს ცოდვის უსახურს ქიტონს ჰმოსავს და მით ადამიანს ხელფეხს უკრავს, ვინათგან სამოსელი ესე არა არს უხრწნელის შესახები და ცეცხლისა და ბნელისაკენ გარემოისა მიგვიძღვის. ნეტარ ავეხსნათ ყოველნი მის ნათებას და გავიგონოთ უფლის ფერისცვალების უნივთო და საუკუნო ნათელი სადიდებელად ქრისტესა და დაუსაბამოისა მამისა მისისა და ცხოველსმყოფელისა სულისა, რომელთა ერთი აქვსთ მბრწყინვალება და ღმრთეება და დიდება და სუფევა და ძალი აწ და მარადის და უკუნითი უკნისამდე ამინ. -------------------------------------- * დედანში არის: ”εληλυθυιαν εν δυναμει” ** v.1. სვიმეონმა, ვით ყრმა, ესე ხელთ აღიყვანა და მოხუცებული ანნა მიეგება. თარგმნა ლიანა კვირიკაშვილმა ბიზანტიური მწერლობის ქრესტომათია”. ტ. IV, თბილის 1996 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Aug 19 2014, 02:11 PM
პოსტი
#17
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
გილოცავთ ყველას
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 11:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი