IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

118 გვერდი V « < 115 116 117 118 >  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Mar 17 2019, 01:24 PM
პოსტი #2321


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ქრისტიანული სრულყოფილების მისაღწევად აუცილებელია თუ არა მონაზვნობა?

- ამქვეყნად სრულყოფილების მიღწევა წარმოუდგენელია. დიდ წმინდა მამებსაც კი სიცოცხლის ბოლომდე არ შეწყვეტიათ სულიერი ბრძოლები. სრულყოფილებას ადამიანი აღწევს მხოლოდ და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, სასუფეველში.
იმისთვის, რომ ვცხონდეთ, სრულებით არ არის აუცილებელი მონაზვნად შედგომა.

იყვნენ ადამიანები, რომელთაც მთელი სიცოცხლე ქრისტეს სამსახურში განვლეს, მაგრამ მონაზვნები არ ყოფილან. თუნდაც წმინდა ილია მართალი, ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)... მათ მონაზვნური აღთქმა არ დაუდვიათ, მაგრამ მთელი თავიანთი ცხოვრებით ქრისტეს და თავიანთ ქვეყანას ემსახურებოდნენ და წმინდანთა დასს შეერთნენ."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2019, 09:52 AM
პოსტი #2322


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“თითოეული ქრისტიანის მიზანი, რა თქმა უნდა, ცხონება უნდა იყოს. ქრისტიანობა არ არის არც გვარიშვილობა და არც ოჯახური მდგომარეობა, რომელიც შთამომავლობით გადაეცემა. ეს ცხოვრების წესია. ადამიანი, რომელიც ინათლება და ქრისტიანი ხდება, მარადიული ცხოვრებისთვის იბადება. მონაზვნობა კი ქრისტიანობის ზეწესია.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2019, 11:45 AM
პოსტი #2323


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს საქართველოში მიღებულია აღკვეცის ორი სახე: მცირე სქემაში და დიდ სქემაში აღკვეცა. სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე მონასტერში წასვლა არ შეიძლება. ეს თვითნებობაა. ადამიანი უთუოდ უნდა დაეკითხოს მოძღვარს, რომელსაც საკუთარი სული ჩააბარა. მოძღვარმა უკეთ იცის ამ ადამიანის სულიერი მდგომარეობა, იცის, მოწოდებულია თუ არა იგი მონაზვნური ცხოვრებისთვის... შემდეგ კი მონასტრის წინამძღვარზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მას."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 20 2019, 11:13 AM
პოსტი #2324


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში მისულს უწესებენ გამოსაცდელ პერიოდს, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. მონასტრის გამოცდილი წინამძღვარი მალევე მიხვდება, მოწოდებულია თუ არა ეს ადამიანი მონაზვნური ცხოვრებისთვის.

როდესაც წინამძღვარი გადაწყვეტს, რომ მისი მონასტერში დარჩენა შეიძლება, შეატყობინებენ მის სულიერ მოძღვარს, რომელიც ერში ჰყავდა და ეს ადამიანი მონასტრის წინამძღვრის მორჩილებაში გადადის. ერში მყოფ მოძღვართან მას უკვე აღარაფერი ესაქმება, რადგან თავისი სული მონასტრის წინამძღვარს ჩააბარა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2019, 11:17 AM
პოსტი #2325


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში იგი რამდენიმე ხანს დაყოფს (ამ პერიოდის ხანგრძლივობას მონასტრის წინამძღვარი განსაზღვრავს). შემდეგ მას სამორჩილე კაბას აცმევენ, აძლევენ განსაკუთრებულ მორჩილებას (ტაძრის დალაგება, სატრაპეზოს მოვლა და ა.შ.). როდესაც წინამძღვარი ჩათვლის, რომ მისი აღკვეცა უკვე შეიძლება, გაუწევს რეკომენდაციას ეპარქიის მღვდელმთავრის წინაშე, მისი ლოცვა-კურთხევით კი უკვე კათოლიკოს-პატრიარქს წარედგინება. მხოლოდ ამის შემდეგ აღკვეცენ მონაზვნად ამ ადამიანს. მანამდე იგი არის სამონაზვნე (თუ დედაკაცია) ან საბერო მორჩილი (თუ მამაკაცია).

საბერო მორჩილი კაბას და სკუფიას ატარებს, სამონაზვნე კი ლეჩაქს. სამონაზვნეს არ უკურთხებენ მანტიას. არც საბერო მორჩილს ეკუთვნის კუნკულ-ბარტყული და მანტია. სამონაზვნე (საბერო მორჩილი) აღთქმას არ დებს. თუკი სამონაზვნე (ან საბერო მორჩილი) გადაწყვეტს, რომ მონასტერში ცხოვრება მისი საქმე არ არის, შეუძლია განიმოსოს, ერში დაბრუნდეს და ოჯახი შექმნას. ამაში დასაძრახი არაფერია."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 22 2019, 12:40 PM
პოსტი #2326


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" მონაზვნის ცხოვრებაში ყოველი საქმე, სიტყვა, ფიქრი და მოქმედება გონივრული უნდა იყოს".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2019, 10:53 AM
პოსტი #2327


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ მან [მამა ხარლამპე დიონისატელმა] ძმებს უთხრა: "ფრთხილად იყავით, გაექეცით ცოდვის საბაბს, მონაზონი, მას მერე, რაც მას ანაფორას შემოსავენ, თუ უგრძნობი დარჩება თავს მოწეული ცთუნებისადმი, ძილშიც კი არ ხედავს თავს ერისკაცულ სამოსში.

როცა ახალბედა მონაზონი ვიყავი, განსაცდელს საბაბი მივეცი და ძილში თავი ერისკაცად ვიხილე. აღელვებულმა გავიღვიძე, დიდხანს ვტიროდი ჩემს შესაბრალის მდგომარეობაზე და ვევედრებოდი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მეტად აღარ დაეშვა ჩემზე ამგვარი განსაცდელი. საბედნიეროდ, მას მერე ძილში თავი მეტად აღარ მინახავს უანაფოროდ".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2019, 01:12 PM
პოსტი #2328


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზონთა ნათელი - ანგელოზები არიან, ხოლო კაცთა ნათელი - მონაზვნები“.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2019, 10:04 AM
პოსტი #2329


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- წმინდა იოანე კიბისაღმწერელი წერს: "ვერვინ შევა ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი, თუ არ აღასრულებს პირველ, მეორე და მესამე განშორებას. პირველია განშორება ნივთების, ადამიანებისა და მშობლებისგან, მეორე - უარყოფა საკუთარი ნებისა, მესამე - უარყოფა პატივმოყვარეობისა, რაც მორჩილების შემდეგ მიიღწევა". რა იგულისხმება ამ ნათქვამში?

- ალბათ, ძნელია დღეს მონასტერში მცხოვრებმა ადამიანმა ამ თეზისების მიხედვით იღვაწოს. სოფლისგან განშორება - ეს განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მხოლოდ გეოგრაფიული ადგილის შეცვლას. პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს ადამიანის სულიერი მდგომარეობა.

ძველად მონაზვნები უდაბნოში გადიოდნენ და იქ მოღვაწეობდნენ. ასეთები იყვნენ მონაზვნობის საძირკვლის ჩამყრელი პავლე თებაიდელი, მონაზვნობის მამად წოდებული ანტონი დიდი, ძველ აღთქმაში ასეთებადვე გვევლინებიან ელია თეზბიტელი, ძველი და ახალი აღთქმის გარდამავალი წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემელი."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2019, 01:41 PM
პოსტი #2330


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“უპოვარი ბერი ქვეყნიერების მფლობელია. მან საკუთარ თავზე ზრუნვა უფალს მიანდო და თავისი სარწმუნოებით ყველა დაიმონა. ის ადამიანს თავის გასაჭირზე არ დაელაპარაკება, არამედ ყველაფერს, რაც ეძლევა, იღებს როგორც ღმერთის ხელიდან ბოძებულს.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2019, 12:28 PM
პოსტი #2331


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- რა სახის აღთქმებს დებს მონაზონი და რომელია მათგან უპირატესი?

- როდესაც ადამიანი მონაზვნად აღიკვეცება, იგი ღვთის წინაშე დებს სამი სახის აღთქმას: პირველია მორჩილება ანუ მონასტრიდან გაუსვლელობა, მეორე - ქალწულება, უქორწინებლობა, მესამე - უპოვარება. ეს იმას ნიშნავს, რომ მონაზონს საკუთარი არაფერი გააჩნია. ამ აღთქმათაგან მთავარი მორჩილებაა. პატერიკში უამრავი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი შეიძლება მხოლოდ მორჩილებით ცხონდეს."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2019, 12:25 PM
პოსტი #2332


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- როგორია აღკვეცის რიტუალი?

- თავდაპირველად აღსაკვეცს ეკითხებიან: "რისთვის მოსულხარ?" იგი პასუხობს: "მსურს განშორება". კვლავ ეკითხებიან: "ნებითა შენითა მოხვალა?" პირველ კითხვაზე აღსაკვეცი პასუხობს, რომ თავისი ნებით არის მოსული ("ჰე, პატიოსანო მამაო!"), ხოლო დანარჩენ კითხვებზე: "დაადგრებია მონასტერსა შინა განუშორებლად?" - და ა.შ. პასუხობს, "ჰე, ღვთისა ძალითაო".

ეს იმას ნიშნავს, რომ აღსაკვეცის ერთადერთი და უკანასკნელი სურვილი მონაზვნობაა, ხოლო ამიერიდან იგი ყველაფერს გააკეთებს ღვთის ძალითა და ნებით, რადგან ადამიანი მხოლოდ საკუთარი ძალით უძლურია."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2019, 11:13 AM
პოსტი #2333


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- აღსაკვეცს ეუბნებიან შემდეგ სიტყვებს: "შვილო, უკეთუ ერქვანსა ხელი დასდევ და იწყე სლვად გზასა მას, რომელსა მიჰყავს მისლვად სასუფეველსა ღვთისასა, ნურღარამცა უკუღმართ ჰხედავ... და აწ, შვილო, ნურვინ გიყვარან, ნურცა ვის პატივსცემ უფროის ღვთისა..." ზოგს ებადება კითხვა, როგორ შეიძლება ამ პირქუში სიტყვების შეთავსება იმ სიმშვიდესა და სიყვარულთან, რომლისკენაც უფალი მოგვიწოდებს?

- ყველას გახსოვთ ფილმი "დიდოსტატის მარჯვენა". შორენას აღკვეცის ეპიზოდში ეს სიტყვები მართლაც სასტიკად ჟღერს: "ნურვინ გიყვარან, ნურვინ გიყვარან!.." რადგან არ ამბობენ მთავარს: "უფროის ღვთისა". მონაზვნობა, რაღა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა უარი უნდა თქვას დედაზე, მამაზე, შვილზე და ა.შ. მონაზონს ყველას სიყვარული მართებს. თუკი, დავუშვათ, მონაზვნის საპატრონოა უძლური დედა ან მამა, განა ღვთის წინაშე სათნო იქნება მათ მიმართ უყურადღებობა?! სახარება გავიხსენოთ; შეკითხვაზე: "რითი ვცხონდე?" - მაცხოვარი პასუხობს, რომ ორი უმთავრესი მცნება უნდა დავიცვათ: შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა შენითა და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი.

აღკვეცისას წარმოთქმული სიტყვები მხოლოდ იმას გვავალებს, რომ ღმერთზე მეტად არავინ გვიყვარდეს. თუ მონაზვნობა და ქრისტესთვის მარტომყოფობა გადაწყვიტე, მაშინ ნუღარ მიხედავ სოფელს. ის დასრულდა. როდესაც სახარებაში მოციქული ეუბნება მაცხოვარს, მამა მყავს დასამარხიო, იესო პასუხობს: "აცადეთ მკვდარნი დაფლვად თვისთა მკვდართა". დაანებე ამა სოფლის საზრუნავს თავი, მას სხვები მიხედავენ; სახნავი, რაც იქ იყო, დატოვე; აქ ახალი სახნავი გელოდება, რათა წაადგე შენს ერს და სათნო ეყო ღმერთს."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2019, 01:05 PM
პოსტი #2334


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ამბა პაფნუტი წერს, რომ მონაზვნობის გზაზე ადამიანი სამი მიზეზით შედგება: ღვთის მოწოდებით, ადამიანის მეოხებით და გაჭირვების გამო. თუმცა ალბათ მიზეზი არც იმდენად მნიშვნელოვანია, მთავარია, შემდეგ როგორ იღვაწებს მონაზონი...

- თუ ადამიანი სოფელს ყოფითი მიზეზების გამო გაურბის, მისი მიღება მონასტერში არ შეიძლება. თუკი იგი გაურბის რაიმე პასუხისმგებლობას, ის ლაჩარია, მშიშარა კაცი კი ვერც მონასტერში ივარგებს.

ადამიანი, რომელიც ერს განსაცდელის გამო ტოვებს, სასოწარკვეთილია, ხოლო სასოწარკვეთილს მონასტერში შეიძლება კიდევ უფრო მეტად წარეკვეთოს სასო და ტრაგიკულადაც კი დაამთავროს სიცოცხლე. თუმცა ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც კაცი მონასტერში განსაცდელს მიუყვანია, შემდეგ მას ამ განსაცდელისთვის თავი დაუღწევია და მონაზონი გამხდარა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2019, 01:15 PM
პოსტი #2335


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნური განსჯა და გონიერება იმაშიც მდგომარეობს, რომ მათ სამაგალითო ქცევა მართებთ. "


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2019, 01:36 PM
პოსტი #2336


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სხვა ძმამ უთხრა მამა ხარლამპეს [დიონისიატელი], წუხელ ძილში შევიბილწეო. მოძღვარმა უპასუხა: "აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება კაცის სულიერ აგებულებას. ასეთი რამ ვინმეს შეიძლება შეემთხვას მხოლოდ განკითხვის გამო. მე, ჩემი აგებულებით, აქეთკენ არ ვარ მიდრეკილი. ამიტომაც, მას მერე, რაც მონაზონი გავხდი, ღამის შებილწვა მხოლოდ ერთხელ შემემთხვა, ახალბედობისას.

წმინდა ანას სკიტის ნავსადგურთან განსაცდელი შემემთხვა. ერთი კაცი გადამეკიდა - არაწმინდა განზრახვა ჰქონდა. თავი ვერ შევიკავე და ვუთხარი: - გიხაროდეს, რომ ეს სამოსი მაცვია (ანაფორაზე მივუთითე), თორემ სხვანაირად დაგელაპარაკებოდი-მეთქი. იმ ღამეს, ღვთის დაშვებით, ძილში შევიბილწე. აცრემლებული მივედი მამა იოსებთან. მითხრა: - მომიყევი, დღისით რაც შეგემთხვაო. ყველაფერი ვუამბე. მან მაშინვე მიმითითა: აი, მიზეზიცო. მას მერე უფრო ფხიზლად ვიყავი და მისი ლოცვით ძილში ამგვარი რამ აღარ დამმართია".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2019, 12:27 PM
პოსტი #2337


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- აღკვეცის საიდუმლოს აღსრულების დროს აღსაკვეცი მოჰყავთ თეთრი კვართით შემოსილი, თმაგაშლილი, ფეხშიშველი. მას ხელისმომკიდე მონაზვნები მიჰყვებიან და ჯვარის სახედ აწვენენ იატაკზე. რას გამოსახავს ეს რიტუალი?

- მონაზვნობა მეორე ნათლისღებაა. მონათვლისას ადამიანს უსათუოდ თეთრ კვართს აცმევენ. ეს მის სულიერ მდგომარეობას, ხელახალ შობას გამოხატავს. მონაზვნობაც, ფაქტობრივად, ხელახალი ნათლისღება და შობაა. თეთრი პერანგი ნიშნავს იმას, რომ აღსაკვეცი ღვთის წინაშე შიშველია, ახალდაბადებული, ხოლო იატაკზე დაწვენა და წამოდგომა - გარდაცვალებას და მკვდრეთით აღდგომას. ეს სამგზის ხდება.

გავიხსენოთ, რომ ნათლისღების დროსაც სამგზის ხდება წყალში შთაფლვა წმინდა სამების სახელზე. ეს განასახიერებს სამი დღის განმავლობაში მაცხოვრის საფლავში ყოფნას და იმის სიმბოლოა, რომ ძველი ადამიანი მოკვდა. ჯვარის სახედ დაწვენა კი იმას გვახსენებს, რომ მხოლოდ ჯვარშია ჩვენი ხსნა და ცოდვები ჯვრით მოგვეტევება. მონაზვნობა განსაკუთრებული ჯვარის ტვირთვაა.

თითქმის ყველა საიდუმლოში აუცილებლად მონაწილეობს ხელისმომკიდე: ნათლისღებაში - მიმრქმელი, ქორწინებაში - მეჯვარე. მონაზვნობა არ არის შვიდ საიდუმლოთაგანი, მაგრამ წმინდა მამები მას "საიდუმლოთა საიდუმლოს" უწოდებენ, იმიტომ, რომ აქ ადამიანი ხელახლა იბადება სულიერად. ისევე როგორც მიმრქმელმა უნდა ასწავლოს თავის მონათლულს ქრისტიანულად ცხოვრება, ასევე ხელისმომკიდე ახალაღკვეცილ მონაზონს უნდა დეხმაროს პირველი ნაბიჯების გადადგმაში."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2019, 11:48 AM
პოსტი #2338


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დასდებს ფარსა მტერთა მოსაგერიებელსა და სარწმუნოების ფარს იპყრობს, თავიდან რკინის ჩაფხუტს იხდის და ცხოვნებისას იდგამს, განიძარცვავს ჯაჭვსა რკინისასა და შეიმოსს სიმართლესა, მოიხსნის ვერცხლის სარტყელს და შეირტყამს ჭეშმარიტებას... ჩამოიხსნის ერთგულსა თოფსა, მეხებრ მგრგვინავსა დღესა ბრძოლისასა, დასაშრეტელად განხურვებულთა ისართა ბოროტისათა და ქვეყნიერი უშიშარი მხედარი ხელმწიფისა ზეციერი მეუფის კეთილმორწმუნე მხედრად გარდიქცევა..."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2019, 01:05 PM
პოსტი #2339


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„- დედა ქეთევანი წინამძღვრად რომ დაადგინეს, ოთხმოცდაათ წელს გადაცილებული ყოფილა. ხომ არ გაუჭირდა მონასტრის მართვა, ურწმუნო ხელისუფლებასთან ურთიერთობა?

- სქემიღუმენია ქეთევან ახვლედიანი მტკიცე ნების ადამიანი გახლდათ. მონასტრის ისტორიისა და სულიერი ცხოვრების მემატიანემ ზედმიწევნით იცოდა სავანის ყველა განაწესი და პირველი, რაც მოიმოქმედა, დასის წირვაზე გამოსვლის რიტუალი აღადგინა. შემოჰკრავდნენ თუ არა ზარს, ანაფორითა და სამონაზვნო ლეჩაქით შემოსილი, საწინამძღვრო ჯვრით მკერდდამშვენებული, თავჯვრიანი კვერთხით ხელში მობრძანდებოდა სენაკიდან.

ორ მწკრივად ჩარიგებული მონაზვნები მოწიწებით ელოდნენ იღუმენიას, რომელსაც წინ მგალობლები მოუძღოდნენ. ვიდრე დედა იღუმენია ტაძრის ყველა ხატს არ ემთხვეოდა, გუნდი შეუწყვეტლივ გალობდა. მოლოცვის შემდგომ იგი, უძლურებისა გამო, საწინამძღვრო ტახტზე დაბრძანდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა ღვთისმსახურება. ვისაც კი დედათა დასის ეს ლამაზი და ტრადიციული მსვლელობა ერთხელ მაინც ენახა, მთელი ცხოვრება არ ავიწყდებოდა... ასე იყო ყოველცისმარ, წლიდან წლამდე, ნებისმიერ ამინდში, დარსა თუ ავდარში.

მისი წინამძღვრობის ჟამს, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, თეკლათში მღვდელმსახურად ბერ-მონაზონი მამა კონსტანტინე (ქვარაია) დაემკვიდრა. იღუმენია ქეთევანისა და კონსტანტინე ბერის თანამოღვაწეობა განსაკუთრებული სულიერებით გამოირჩეოდა. მათი ერთობლივი ძალისხმევით მონასტრის მინავლებულმა ცხოვრებამ აღმავლობა იწყო. დედა იღუმენიას გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე ბერმა თითქმის ნახევარი საუკუნე იცოცხლა და ის წმინდა აღმაფრენა თეკლათს არ განელებია. დედა ქეთევანისა და მისი თაობის ღირსეული მემკვიდრის - მამა კონსტანტინეს მოწამებრივი გარჯა-ამაგი მართლაც რომ სამაგალითოა.

ქეთევან ახვლედიანის წინამძღვრობისას კრებულს ადგილობრივი ხელისუფალება უწინდებურად არ ავიწროებდა, მაგრამ ოფიციალურად არც მონასტრის არსებობას აღიარებდა. მონაზონთა სენაკები დანომრილი იყო, როგორც ქუთაისის ქუჩის გაგრძელება, ხოლო მონასტრის შემოგარენი ქალაქ ცხაკაიის ერთ-ერთ უბნად აღირიცხებოდა, მონაზვნები კერძო სახლის მფლობელ მოქალაქეებად მიიჩნეოდნენ. კრებული დაცარიელებულ საცხოვრისზე პრეტენზიას ვერ განაცხადებდა. სახლს გარდაცვლილის ნათესავები ეპატრონებოდნენ და ძირითადად საზაფხულო აგარაკებად იყენებდნენ.

სქემიღუმენია ქეთევანს დიდ პატივს მიაგებდნენ არა მარტო სამღვდელონი და მოსიყვარულე მრევლი, არამედ თვით საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებიც. არაერთი მათგანი ცდილა, ოფიციალურ დოკუმენტებში მოხსენების გარეშე და უცხო თვალისაგან მალულად მისი მოკრძალებული თხოვნის შესაძლებლობისდაგვარად დაკმაყოფილებას.“



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2019, 02:30 PM
პოსტი #2340


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,908
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„ბერობა ჩემთვის ყველაფერია. ეს მართლაც უდიდესი ბედნიერებაა. ამ გზაზე შეიძლება ბევრი გაჭირვება შეგხვდეს, განსაცდელი, მაგრამ არაფერი არ არის. ღმერთი შეგეწევა და გადალახავ ყოველგვარ დაბრკოლებას.“

/მამა ეგნატე (გოგალაძე)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

118 გვერდი V « < 115 116 117 118 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2019 - 04:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი