![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#41
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 31,522 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"..."თურმე"-ს ისტორიის სახელმძღვანელოში რა უნდა? ფაქტებია აღსანიშნავი".
/წმ. პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) "სამთავროს მაყვლოვანი" N2, 2017, გვ.37/ -------------------- "მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#42
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 31,522 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"საუკუნეების განმავლობაში მატიანე, ბიბლიასთან ერთად, მემკვიდრეობით გადადიოდა თაობიდან თაობაში. ეს წიგნები აყალიბებდა ერის ღირსებას, ამასთან, ფაქტობრივი, ზნეობრივი კულტურულ-ისტორიული წყარო იყო გარე სამყაროსთან".
/"სამთავროს მაყვლოვანი" N2, 2017, გვ.50/ -------------------- "მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#43
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 31,522 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ისტორია შეიძლება ორ ძირითად ნაწილად დაიყოს: ერთია ფაქტების აღწერა და მეორე - ამ ფაქტების განზოგადება, ფილოსოფიური გააზრება. ჩემი აზრით, ისტორია სრულყოფილია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ფაქტებთან ერთად შეიცავს განზოგადებასაც."
"პირველივე ისტორიკოსები ამჟღავნებდნენ ფილოსოფიის გარკვეულ ელემენტებს. ჰეროდოტეს მცდელობა იქით იყო მიმართული, რომ რაც შეიძლებოდა ზედმიწევნით აღეწერა ბერძენ-სპარსელთა ომი. ჰეროდოტე ვერ იქნებოდა ჰეროდოტე, რომ არ შეემჩნია ერთი რამ: - მე მინახავს ქალაქი-სახელმწიფოები, - წერდა ის, - რომლებიც მტრის შემოსევების შემდეგ გავერანებულა, აღგვილა პირისაგან მიწისა და პირიქით, ტრიალი მინდვრები, სადაც მშვენიერი ქალაქები აღმოცენებულაო. მაშ, ისტორიაში, საზოგადოებაში ადგილი ჰქონია რაღაც მოძრაობას, აღმავლობა-დაღმავლობას, გარკვეულ წრებრუნვას და ისტორიკოსის მოვალეობაც სწორედ ეს გახლავთ: მოიხელთოს, აჩვენოს, ახსნას ეს წრებრუნვა და კანონზომიერება. ჰეროდოტეს მოსდევს თუკიდიდე, რომელმაც პელოპონესის ომები აღწერა. სწორედ მან წამოსწია წინა პლანზე კითხვა: რატომ მოხდა? ისტორიკოსი მოვალეა გვითხრას: სად, როდის, რა და რატომ მოხდა. ისტორიის კვლევისას ერთ-ერთი მთავარი - კრიტიკული მეთოდი გახლავთ. საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება ისაა, რომ თვით ყველაზე სანდო და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებული წყაროც კი არ არის აბსოლუტურად დაზღვეული გარკვეული ტენდენციურობისგან." /პროფესორი ფარნაოზ ლომაშვილი "კარიბჭე" N26, 2009, გვ.49/ -------------------- "მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#44
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 31,522 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ჩვენი ისტორიკოსები კარგად იცნობდნენ საეკლესიო მწერლობას, ღრმად განსწავლულნი იყვნენ საღმრთო წერილში, ისინი პირუთვნელად ესწრაფოდნენ წარსულის ფაქტების არა მხოლოდ მეცნიერულ და ზუსტ გამოკვლევებს, არამედ თეოლოგიის ღრმა ცოდნის საფუძველზე ამ ფაქტების საღვთისმეტყველო შეფასებას ახდენდნენ.
მაგალითად, როგორ ახსნა ქართულმა ისტორიოგრაფიამ ჩვენი მარცხი მონღოლებთან? შევცოდეთ ღვთის წინაშე და სასჯელმაც არ დააყოვნა. ისტორიკოსი დაუფარავად აღწერს მოვლენებს და არც მეფის, ლაშა-გიორგის მხილებას ერიდება, რადგან უწინარესად სწორედ ის არის ცოდვილი. მისი შვილის - დავით-ულუს გამეფებამ - ორმეფობა, საბოლოოდ კი საქართველოს დაშლა გამოიწვია, რადგან, მოგეხსენებათ, მეფობის პრინციპი ერთპიროვნულობაა. მთელ ამ შეფასებებში ჟამთააღმწერელი ცდილობს, იყოს მიუკერძოებელი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რადგან, როგორც ვიცით, მხოლოდ ღმერთია ერთადერთი "თვალუხვავი მსაჯული". /"კარიბჭე" N26, 2009, გვ. 50/ -------------------- "მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#45
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 31,522 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წარსული არა მხოლოდ დღევანდელობის, მისი მომავლის განმსაზღვრელიცაა, რადგან ისტორია მხოლოდ გადაშლილი წიგნი როდია, იგი განუყოფელი კუთვნილებაა ყოველი ადამიანისა, რომელიც გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე თავისი ცხოვრებით მონაწილეობს ეპოქის აღმშენებლობაში".
/"კარიბჭე" N6, 2018, გვ.38/ -------------------- "მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#46
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 31,522 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"განსაკუთრებით აღსანიშნავია [დავით] გურამიშვილის ალღო ისტორიის მიმართ. ისტორიულ მოვლენათა სწორი კვალიფიკაციით, ანალიზითა და განზოგადების ძალით "დავითიანი" ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია. სხვათა შორის, ისტორიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ თვით ფაქტების გადმოცემის სიზუსტეშიც გურამიშვილი მეტწილად ბევრად უფრო სანდო და ობიექტურ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე მისი თანამედროვე მემატიანეები.
გურამიშვილი პირუთვნელი მეისტორიეა, ჟამთააღმწერლის პრინციპის გამგრძელებელი, იმ პრინციპისა, რომ "ისტორია ჭეშმარიტების მეტყველება არს და არა თვალახმა ვისთვისმე". ესეც "შინაგანი სიმართლის" ხმითა და პატიოსნების ღრმა გრძნობით არის ნაკარნახევი. საქართველო კატასტროფის წინაშე დგას. სიმართლეს, რაგინდ მწარეც არ უნდა იყოს იგი, თვალებში უნდა შევხედოთ, რადგან სიმართლის ღალატი უფლის, ქვეყნისა და ხალხის ღალატია. თუმცა სიმართლის აღიარება საშიშია და გაბედულებას მოითხოვს" /"კარიბჭე" N15, 2011, გვ.17/ -------------------- "მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#47
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 31,522 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ანალები - ისტორიული ჩანაწერები, რომლებსაც აწარმოებდნენ ჟამთააღმწერლები (მემატიანეები); მატიანე."
-------------------- "მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st February 2019 - 08:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი