IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> გალობისთვის მხოლოდ ხმა არის აუცილებელი?
mariami-k
პოსტი Jun 22 2007, 08:57 AM
პოსტი #21


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



1. უნდა იყოს მართლმადიდებელი.
2. უნდა ჰქონდეს სმენა.
3. უნდა ჰქონდეს ხმა.
4. უნდა შეეძლოს ნოტების ცნობა (ეს მას თვითონ დაეხმარება ახალი საგალობლების შესწავლაში).
5. უნდა ესმოდეს იმ ტექსტის მნიშვნელობა რასაც გალობს.
6. უნდა ესმოდეს რომ ის გალობს და არ მღერის.
7. უნდა იყოს მგალობლებს შორის კარგი ურთიერთობა და ურთიერთ სიყვარული.
8. უნდა ჰქონდეთ მგალობლებს სისტებატურად მეცადინეობები.
9. უნდა სწავლობდნენ ახალ საგალობლებს.
10. არ უნსდა გეზარებოდეს შენი საქმე.

დანარჩენი თქვენ დამატეთ. . .

გვახსოვდეს რომ ღმერთი რაც მეტს გვაძლევს მით მეტი მოგვეთხოვება.






--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 22 2007, 11:34 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



მრავალგზის რა ვგალობდი ენითა, ვიპოვი ცოდვისმოქმედად გონებითა, რამეთუ პირითა გალობათა ვიტყოდი, ხოლო სულითა ძვირთა ვიგემოვნებდი. არამედ ორკერძოვე განმკურნე, ქრისტე ღმერთო, სინანულისა მიერ და შემიწყალე მე (პარაკლიტონი, მოსკოვი, 1861, გვ. სიბ).

ციტატა(mariami-k @ Jun 22 2007, 08:57 AM) *

5. უნდა ესმოდეს იმ ტექსტის მნიშვნელობა რასაც გალობს.


მოდი პატარა ტესტი ჩავატაროთ IPB-ს სურათი აგერ პასექის ტროპარი და აგერ ნაწყვეტი რომელნი ქერუბინთადან. დაწერონ ჩვენი ფორუმის მგალობლებმა, როგორ ესმით:

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხორების მიმნიჭებელი.

რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა.

აბა, ველით გამოხმაურებებს IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jun 23 2007, 12:06 AM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



Sotiris
ციტატა
ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხორების მიმნიჭებელი.

მგალობელი არ ვარ მაგრამ აღდგომის ტროპარი მესმის smile.gif

ციტატა
რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა.

რომელნი ქერუბიმთაც მიახლოებით შეიოძლება გავიგო.

არ დამცინოთ მაგრამ სიტყვები ასე მესმის smile.gif
ციტატა
რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით და

ესეიგი რომლებიც ქერუბიმებს მივემსგავსეთ საიდუმლოდ
ციტატა
ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ

და ცხოველსმყოფელ სამებას სამწმიდაარსობის გალობას შევწირავთ (სამწმიდაარსობის გალობა ესაა როგორც ვიცი ''წმიდაა წმიდააა უფალი საბაოთ სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებიტა მისითა)
ციტატა
ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა

ანუ ყოველივე ამქვეყნიური საზრუნავი დვუტევოთო


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jun 23 2007, 01:36 PM
პოსტი #24


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



დღეს ვკითხულობდი მამა პაისი მთაწმინდელს და იქ წავიკითხე ასეთი რამ:

მამა პაისი ამბობს:
"აბა, ნახეთ, როგორ უბრუნდება ყველაფერი თავის ადგილს საეკლესიო გალობაში! ჭეშმარიტი საეკლესიო გალობა - შინაგანი სულიერი მდგომარეობის გტამოვლინებაა. ეს საღმრთო სიხარულია! ანუ, ქრიოსტე ახარებს გულს და ადამიანი გახარებული გულით საუბრობს ღმერთთან. თუ ადამიანი შინაგანად იგრძნობს იმას, რასაც გალობს, მაშინ შინაგანად თვითონაც შეიცვლება და ისიც, ვინც მას უსმენს."


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jun 23 2007, 02:13 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა
ქრისტე აღდგა მკუდრეთით

ეს გასაგებია ყველასათვის
ციტატა
სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი

ქრისტე, რომელიც არის სიკვდილის დამთრგუნველი, მან თავისი სიკვდილით, სულიერი სიკვდილი განაქარვა.
ციტატა
და საფლავების შინათა ცხორების მიმნიჭებელი

და რომელმაც ჯოჯოხეთის ტყვეობაში მყოფთ ცხოვრება მიანიჭა


სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
/წმიდა იოანე ოქროპირი/


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cicinatela
პოსტი Jun 23 2007, 02:36 PM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 121
რეგისტრ.: 5-January 07
წევრი № 796



მართლმადიდებელი უნდა იყოს აუცილებლად, და თუ გალობა უნდა სმენა უნდა ქონდეს და ცოტათი ხმაც...


--------------------
ყველაზე კარგი შურისძიება ის არის რომ, არ ემსგავსო და არ მიბაძო მას, ვინც გაგამწარა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ართი ვარდი
პოსტი Jun 23 2007, 03:10 PM
პოსტი #27


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



ai gogoo
არა, გალობაში არა. smile.gif

ყველაზე მთავარი სწავლის სურვილია.


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი Jun 23 2007, 03:10 PM
პოსტი #28


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



ციტატა(arti vardi @ Jun 23 2007, 04:08 PM) *

ai gogoo
არა, გალობაში არა. smile.gif

და რატომ? blink.gifსმენა თუ არ გაქვს როგორ უნდა მოინდომო მეტი?


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 23 2007, 10:19 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Jun 23 2007, 02:01 PM) *

ვინ ყოფნა რა შუაშია ხალხო, თუ იცით განმარტეთ - თუ არა არ განმარტოთ biggrin.gif


მაიცა, კაცო, პროგრამა გავართულო ცოტა IPB-ს სურათი რომელნი ქერუბინთას ტექსტი, როგორც ცნობილია, ასეთია:

რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად ძღუნის შემწირველთა წესთასა.

რას ნიშნავს მეორე ნახევარი ამ საგალობელში? IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Jun 23 2007, 11:20 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



Sotiris
შენ იცი ამის მნიშვნელობა? wink.gif



--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 23 2007, 11:21 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად ძღუნის შემწირველთა წესთასა.


ვეცადე მაგრამ არ გამოვიდა, არეულია ხო? biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 23 2007, 11:23 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(misdevs mela loms @ Jun 23 2007, 11:20 PM) *

Sotiris
შენ იცი ამის მნიშვნელობა? wink.gif


მაგას ცალკე კითხვად შევიტანთ ტესტში IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tamro
პოსტი Jun 23 2007, 11:25 PM
პოსტი #33


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 20-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 880



რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად ძღუნის შემწირველთა წესთასა.

რას ნიშნავს მეორე ნახევარი ამ საგალობელში?

,,ქერუბინთას,, გალობის დროს მორწმუნენი ვემსგავსებით ქერუბიმებს, რომლებიც უფალს ემსახურებიან. მართალია ეს გალობა ეკლესიებში დიდი გამოსვლით იყოფა ორ ნაწილად, მაგრამ შინაარსითა და წყობით ის ერთი მთლიანი საგალობელია. წმ. ეკლესია მორწმუნეებს ,,ქერუბინთას,, გალობით დაახლოებით შემდეგს მოუწოდებს:,,ჩვენ, რომლებიც წმ. შესაწირავის გადატანისას საიდუმლოდ ვემსგავსენით ქერუბიმებს,მათთან ერთად ვგალობთ სამწმიდა გალობას წმ. სამებისადმი,ყოველგვარი ქვეყნიური ზრუნვა დავთმოთ, განვახლდეთ განვიწმინდნეთ, რომ ვატაროთ მეუფე დიდებისა, რომელსაც ახლა სინამდვილეში ემსახურება ანგელოზთა სიმრავლე. ,,ქერუბინთას,, პირველი ნაწილის გალობისას, მღვდელი კითხულობს საიდუმლო ლოცვას, რომელშიც სთხოვს ღმერთს მადლს, რომ ღირსეულად შეასრულოს წმ. საიდუმლო.დიაკონი ასრულებს კმევას. კმევის შემდეგ მღვდელი და დიაკონი ხელაპყრობილნი სამჯერ წარმოთქვამენ ,,ქერუბინთას,, ლოცვას და გადადიან სამკვეთლოზე. დიაკონს მოკრძალებით გამოაქვ ფეშხუმი, ხოლო მღვდელს ბარძიმი. გამოსვლა ხდება ჩრდილო კარიდან. ისინი ჩერდებიან აღსავლის კარის წინ, პირით ხალხისკენ და იწყებენ მოხსენიებას ერისას, პატრიარქისას, მღვდელმთავრებისას, მიცვალებულებისას და ცოცხლებისას. მოხსენიების შემდეგ სამღვდელო პირნი შედიან საკურთხეველში აღსავლის კარით და ბარძიმ ფეშხუმს დაასვენებენ ტრაპეზზე. მგალობელნი ასრულებენ ,,ქერუბინთას,, მეორე ნაწილს:,,და ვითარცა მეუფისა...,, ოდიკი, რომელზედაც დასვენდება ბარძიმ ფეშხუმი ნიშნავს საფლავს მაცხოვრისას.დიდი დაფარნა შეხვევას მაცხოვრის გვამისა, ვარსკვლავი საფლავის შესასვლელში მიგორებული ლოდის დასაბეჭდ ბეჭედს. წინადაგებული ძღვენისა ნიშნავს მაცხოვრის გვამისათვის ნელსაცხებლის ცხებას.

არ ვიცი რამდენად გავეცი პასუხი შენს დასმულ კითხვას მარა მემგონი ნათლად ჩანს რომ ვიშრომე smile.gif ეს გახლავთ ამონარიდი წიგნიდან ,,ლოცვანი და განმარტებანი,, რომელიც წირვის დროს იკითხება


--------------------
------------------------------------------------------
''უფალო იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი-ბრკოლისაგან''

''ქრისტე მოგეფეროს შენ უსაყვარლესო''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 23 2007, 11:29 PM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
გავეცი პასუხი


ეს თქვენი პასუხი იყო?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tamro
პოსტი Jun 23 2007, 11:40 PM
პოსტი #35


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 20-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 880



[quote name='mariami-k' date='Jun 22 2007, 08:57 AM' post='115777']
1. უნდა იყოს მართლმადიდებელი.
2. უნდა ჰქონდეს სმენა.
3. უნდა ჰქონდეს ხმა.
4. უნდა შეეძლოს ნოტების ცნობა (ეს მას თვითონ დაეხმარება ახალი საგალობლების შესწავლაში).
5. უნდა ესმოდეს იმ ტექსტის მნიშვნელობა რასაც გალობს.
6. უნდა ესმოდეს რომ ის გალობს და არ მღერის.
7. უნდა იყოს მგალობლებს შორის კარგი ურთიერთობა და ურთიერთ სიყვარული.
8. უნდა ჰქონდეთ მგალობლებს სისტებატურად მეცადინეობები.
9. უნდა სწავლობდნენ ახალ საგალობლებს.
10. არ უნსდა გეზარებოდეს შენი საქმე.

დანარჩენი თქვენ დამატეთ. . .

დავამატებდი რომ უნდა ქონდეს გული ანუ რას ვგულისხმობ იცი? ის რომ როდესაც შენ გალობ(როგორც შეგიძლია რა თქმა უნდა) ან თუნდაც ისმენ, ამას ისე ვერ მოისმენ ემოციის გარეშე, ეს სულსა და გულს უნდა სწვდებოდეს, სინანულში უნდა გაგდებდეს და ამავე დროს უნდა აღგაფრთოვანებდეს. მე მაგალითად ასეთი შეგრძნება მაქვს ,,შენ ხარ ვენახის,, მოსმენისას დიდი ემოციის გარეშე ამას ვერ ვუსმენ, ერთიანად საოცარი გრძნობა მიპყრობს, და განსაკუთრებულად პატრიარქის დაწერილ საგალობლებზე. rolleyes.gif


--------------------
------------------------------------------------------
''უფალო იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი-ბრკოლისაგან''

''ქრისტე მოგეფეროს შენ უსაყვარლესო''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jun 24 2007, 12:47 AM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



Sotiris
ციტატა
და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად ძღუნის შემწირველთა წესთასა.

აი აქ ცოტა დავიბენი, გვითხარი აბა რას ნიშნავს, მაგრად დამაინტერესა smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aaa
პოსტი Jun 24 2007, 03:54 AM
პოსტი #37


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,278



დაუტეოთ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოსთაებრ უხილავად ძღვნის შემწირველთა წესთასა



ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომით განმარტავს ხოლმე ამ სიტყვების შინაარსს, ბევრი კი თავად ამ სიტყვებს სთვლის შეცდომად.

აქ კავშირი და, მხოლოდ აზრობრივ რიტორული გამშვენებაა, ისევე როგორც 'და სულისაცა შენისა თანა"_ში ან "რაოდენთა ქრისტეს მიერში" 0 და ქრისტე შეგვიმოსიეს.. ეს არის ქართული ენის და მუსიკის ურთიერთობისაგან გამომდინარე მხოლოდ ორნამენტული მნიშვნელობის მქონე სიტყვა, რომელიც ამავე დროს სიტყვებს ან ფრაზებს შორის (ამ შემთვევებში გაყოფილები არიან ისინი) უფრო მეტ კავშირს, აზრობრივ და მხატვრულ ერთობას გამოხატავს... ბევრ ხალხურ და სხვათა შორის თანამედროვე ქართულ სიმღერებშიც კი არის "დას" ასეთი - თითქოს ძირითად ტექსტში ჩამატებული და ძირითად შინაარსობრივი კონტექსტისათის მეორადი მაგრამ სინამდვილეში ამ ძირითადი აზრის და შინაარსის განმმარტებელი, დამაკონკრეტებელი მნიშვნელობით გამოყენების შემთხვევები...


რაც შეეხება დანარჩენ სიტყვებს - აქ ძველი ქართულის ელემენტარული ცოდნაა საჭირო - განსაკუთრებით სახელთა ბრუნვის მაშინდელი სპეციფიკის გათვალისწინებით

დაუტევოთ ზრუნვა (ვინც ქერუბიმებს ვემსგავსეთ და ცხოველსმყოფელ სამებას სამწმიდაარსობის გალობას შევსწირავთ), როგორც ყოველთა მეუფის შემწყნარებლებმა, ანგელოზებივით -უხილავად ძღვნის შემწირველი წესებივით რომ ვართ, ანგელოზებივით უხილავად რომ შევწირავთ ძღვენს - სიტყვიერ და უსისხლო მსხვერპლს, ანგელოზებივით , უხილავად ძღვნის შემწირველი წესებივით - ანგელოზებივით შევიწყნარებთ მეუფეს ჩვენ შორის - დიდი გამოსვლის დროს და მთელი მართალთა ლიტურგიის და ევქარისტიის და ზიარების ჟამს და მათსავით სხვებისთვის უხილავ და დიად მსხვერპლშეწირვის წესის - განგების თანაზიარნი და მონაწილენი და მოწესენი ვხდებით... და ბოლოს როგორც მცირე გამოსვლის დროს, ეს საგალობელიც ღვთის სადიდებელი აკლამაციით - ალილუიარიით მთავრდება...

ესე იგი - ეს დიდი გამოსვლით ორ ნაწილად გაყოფილი საგალობელი (სხვათA შორის, ზოგიერთ ბერძნულ ეკლესიაში არც ყოფენ, არამედ გალობის ფონზე შემოუვლიან ტაძარს ან ამბიონს და გალობის პარალელურად აღასრულებენ ბარძიმთან მოხსენიებას) ჩვენ ერთ მთლიანობად უნდა აღვიქვათ და გავიგოთ (ამიტომ ჩამატებულია კავშირი "და", რომელიც სხვათა შორის რამდენიმე ქართულ საგალობელში არც გვხვდება) და შინაარსიც უცხადესი გახდება ჩვენთვის...

ასეთი შემთხვევები ლიტურგიაში მრავლადაა, როდესაც ერთი აზრობრივი მთლიანობა ორ ნაწილადაა გაყოფილი (ხშირად ორი მთქმელისათVის, ვთქვათ - მღვდელი, დიაკვანი, ან დიაკვანი გუნდი, ან I გუნდი და II გუნდი და ა.შ.).. თუნდაც ევქარისტიის წესი...

ხმას რაც შეეხება ზემოთ გამოთქმული აზრიც უცხადესია - საზოგადო მსახურებაში მონაწილეობისათVის მგალობლისთVის აუცილებელია შესაბამისი მუსიკალური მონაცემები...
რაც შეეხება ცნებას "სულიერება" ამის საზომი ერთეულები და მეთოდები ჯერ არავის კაცთაგანს მოუგონებია.. ამას მხოლოდ უფალი ხედავს ან განსაკუთრებული სულიერი ჭვრეტის მადლით დაჯილდოვებული წმინდა ადამიანი... მგალობელს უბრალოდ მოეთხოვება მორჩილება, თავდადება, პასუხისმგებლობა, შრომა, ყურადღება და კონცენტრაცია შემსრულებლობისას და ყველა ქრისტეანისათVის აუცილებელი - სიყვარული და სიმდაბლე....

მე მაპატიეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tinka
პოსტი Jun 25 2007, 01:24 AM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,549
რეგისტრ.: 20-December 06
მდებარ.: უკვე თბილისი :))
წევრი № 718



ეჰ, "მტკივნეული" საკითხია ჩემთვის user.gif მოკლედ 5 თუ 6 თვეა დავდივარ გალობაზე და წირვა-ლოცვებზე ბავშვთა გუნდში ვგალობ smile.gif და მგონი არც ისე კარგად გამომდის user.gif როცა გვერდით ჩემი ხმა მიდგას, მაშინ ვგალობ სწორად და თუ მარტო ვარ სხვა ხმაში გადავდივარ ხოლმე user.gif ბევრჯერ ვიფიქრე, გამოვალ თქო, მაგრამ რავიცი... მეუბნებიან თანდათან "ჩაგიჯდება", ისწავლიო smile.gif რავი, პირვანდელთან შედარებით უკეთესად ვგალობ smile.gif და იქნებ შემდეგშიც კარგად გამომივიდეს rolleyes.gif თუ არადა, დავანებებ თავს user.gif არადა ძალიან მინდა ვგალობდე, მოკლედ არ ვიცი რა ვქნა რაა user.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jun 25 2007, 08:22 AM
პოსტი #39


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



tinka
ჩემი რჩევა იქნება რომ არ დაანებო არანაირად.smile.gif
მაგ დროის ამბავია, ნელა ნელა ისწავლი.
მთავარია ფარხმალი არ დაყარო.wink.gif
აბა წარმატებებიიი...


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Jun 25 2007, 11:20 AM
პოსტი #40


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



გალობისათვის , რასაკვირველია, ხმა უნდა გქონდეს, მაგრამ ამასთან ერთად უპირველესი ისაა, რომ გულით გრძნობდე, რასაც გალობ.ეცადო, ემოციებისაგან თავისუფალი იყო.ეს რაღაც სულისმიერი მდგომარეობაა..გალობამ ლოცვას არ უნდა მოგწყვიტოს, პირიქით, ლოცვაში უნდა" ჩაგძიროს." ამისათვის საჭიროა, რომ მგალობელი თავად იყოს შინაგანად მოწადინებული,, რომ მოიხვეჭოს საღვთო მადლი, არ შეურიგდეს საკუთარ ცოდვილ ბუნებას, მუდმივად ჰქონდეს სინანულის განცდა, გულშემუსვრილება, სიმდაბლის მოხვეჭის წადილი. ვნებებთან უკომპრომისო ბრძოლა და ლმობიერება სხვათა მიერ დაშვებული შეცოდებებისა.

თინკა,გული არ გაიტეხო. უცებ არაფერი გამოვა. ღმერთს სთხოვე შენი სიტყვებით, რაც გიჭირს და შეგეწევა. ამპარტავანი ადამიანი როცა ინდომებს რაიმეს და არ გამოსდის, ხელს ჩაიქნევს. თავმდაბალი კი ღმერთს მოუხმობს და მისი შეწევნის იმედით გზას განაგრძობს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 09:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი