IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> საეკლესიო გალობის ჟანრები, ***
ninuna
პოსტი Jul 16 2007, 11:25 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 64
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,440




რადგან ამ საიტზე საერთოდ გაიხსნა ქართული გალობის თემა და მეტ-ნაკლებ ინტერესს ვიჩენთ ამ სფეროსადმი, მგონია არ იქნება ურიგო, ცოტა მეტი რამ გავიგოთ მისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ საკითხებზე. მე პირადად ამ ბოლო დროს ვცდილობ მეტად გავერკვე ქართული საგალობლის ( და ზოგადად მართლმადიდებლური გალობის) ჟანრებში. ვისაც როგორ შეგვეძლება გავარკვიოთ და განვანათლოთ ერთმანეთი ზოგმა სტატია ან ჩანაწერი დადოს, ზოგმა კითხვა და თავისი მოსაზრება და ასე... იქნებ ცოტათი მაინც ავაშენოთ ჩვენივე დანგრეული ,,სოფელი"

მაშ ასე: ალბათ ყველასათვის ნაცნობია ტერმინი კონდაკი რომელიც მართლმადიდებლური ჰიმნოგრაფიული პოეზიის და მუსიკის ჟანრს წარმოადგენს. კონდაკის, როგორც საგალობლის პირველი შემქმნელი VI საუკუნის მოღვაწე რომანოზ ტკბილადმგალობელია. შემორჩენილი ხელნაწერების მიხედით წმინდა რომანოზს ეკუთვნის სადღესასწაულო კონდაკის მრავალი კრებული. მის მიერ შექმნილი კონდაკი თავდაპირველად მრავალსტროფიან საგალობელს წარმოადგენდა, რომელიც პირველი სტროფის მეტრულ საზომზე იყო აგებული.სწორედ ეს მეტრი იყო კონდაკის ყოველი სტროფის გამაერთიანებელი. სტროფები ერთმანეთთან დაკავშირებულია ან ანბანით ან აკროსტიქით -( რაც ნიშნავს ტაეპის საწყისი ასოებით შედგენილ ტექსტს) .
კონდაკის წარმოშობას უკავშირებენ იმ გარემოებასაც, რომ: მრავალსტროფიან ტროპარში ყოველი სტროფის ორჯერ გამეორება ( ორპირული შესრულების გამო) დროთა განმავლობაში შეიცვალა შესრულების ახალი ფორმით, რომლის მიხედვითაც მეორდება მხოლოდ ბოლო მუხლი, როგორც მისამღერი ყველა დანარჩენი ტროპარისათვის ( სტროფისათვის). ამ ახალმა სტრუქტურამ წარმოშვა ახალი საგალობელი - კონდაკი. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ კონდაკი, საგალობლებს შორის, ტროპრის შემდეგ მნიშვნელობით მეორე ადგილი უკავია და ტროპრის მსგავსად, ისიც გადმოგვცემს სადღესასწაულო მოვლენის არსს, მხოლოდ უფრო დაწვრილებით ასახავს დღესასწაულის შინაარსს. იმ შემთხვევაში, როდესაც მსახურებაში მხოლოდ ერთი სადღესასწაულო საგალობელი სრულდება, არჩევანი კონდაკზე კეთდება.
XIX საუკუნის ღვთისმსახურების პრაქტიკაში კონდაკი წარმოადგენს წმიდანის ან დღესასწაულისადმი მიძღვნილ საგალობელს, რომელიც სრულდება ტროპარის შემდეგ, ჩართულია ჟამნში და ჰიმნოგრაფიულ კანონში - მესამე-მეოთხე და მეექვსე-მეშვიდე გალობებს შორის.

ძალიან გამიხარდება თუ ვინმე კონდაკის ჩანაწერს დაგვიდებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninuna
პოსტი Jul 16 2007, 11:41 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 64
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,440



პოსტის ავტორი ზესქვი_უჩა: (ტროპარამდე)



,,უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაი’’
(ფსალმუნი 95,1)

გალობა, პოეზიისა და ფერწერის მსგავსად, საღმრთო ლიტურღიის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია. საგალობელს მუსიკალური ბგერებით შემკულ ხატსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, პირველი ქრისტიანული საგალობელი დედამიწაზე ანგელოსებმა შობის ღამეს ჩამოიტანეს: ,,და მეყუსეულად იყო ანგელოსისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათა, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2, 12-13). ამ სიტყვებით შემთხვევით არ იწყება ცისკრის მსახურება. მაცხოვრის შობა მართლაც სულიერი ცისკრის დასაწყისი იყო ცოდვებით დამძიმებული კაცობრიობისათვის. წმ. იოანე ოქროპირი ასე წერდა ამ საგალობლის შესახებ: ,,ადრე ეს ჰიმნი მხოლოდ ზეცაში სრულდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეუფემ მიწაზე დაშვება კეთილ ინება, ეს ჰიმნიც მასთან ერთად ცამოვიდა. ამ საგალობლის მიწიერი ხმოვანება ზეციური მუსიკის მხოლოდ მიბაძვაა. ზევით—უზენაესს ანგელოსთა მხედრობა ადიდებს, ქვევით კი ხალხი. ისინი აღასრულებენ მსახურებას ეკლესიაში და ბაძავენ ანგელოსებსა. ასე იქმნება ზეცისა დამ იწის ბინადართა ერთიანი დღესასწაული’’.

ქრისტიანულ ლიტურღიაში გალობის გამოყენება თავად მაცხოვრის კურთხევით დადგინდა. გავიხსენოთ საიდუმლო სერობა, რის შემდეგაც იესომ და მისმა მოწაფეებმა ,,გალობა წარსთქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილისასა” (მათე 26,30).

გალობასა და საზოგადოდ მუსიკას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ახალ აღთქმამდელ მსახურებაშიც. ძველი აღთქმის ყველა მნიშვნელოვანიმოვლენა მუსიკალური საკრავების (ბუკი, საყვირი, ბობღანი, წინწილი და ა.შ.), როკვის და გალობის თანხლებით მიმდინარეობდა (მაგ: დაბადება 31,37; გამოსვლათა 15, 20; I მეფეთა 16,23; III მეფეთა 1, 39; ისუ ნავე 64,5 და ა.შ.). ქრისტიანული ღვთისმსახურების ჩამოყალობების პირველივე ეტაპზე კანონიკური თვალსაზრისით გაიმიჯნა ინსტრუმენტული და ვოკალური მუსიკა. მუსიკალური ინსტრუმენტები, როგორც წარმართული კულტის გადმონაშთი, თანდათან განიდევნა ღვთისმსახურებიდან. ,,მართლმადიდებლობითა მიერ ღმრთის მეტყველებად” (სულხან-საბა) მიჩნეული გალობა კი მტკიცედ დამკვიდრდა საეკლესიო მსახურებაში. წმ. ბასილი დიდის მიხედვით, წმიდა სულმა იცოდა, რაოდენ ძნელია ადამიანის მოდგმის სათნოებასთან ზიარება და ამიტომ დოგმატურ სწავლებას მელოდიით ტკბობა შეუერთა, რათა ადამიანებს უფრო მსუბუქად, ყურისათვის სასიამოვნოდ, ლამის შეუმჩნევლად აღექვათ სიტყვების არსი. ,,ამგვარ ხერხს მიმართავენ ექიმებიც, როცა ავადმყოფს თაფლწასმული თასით ასმევდნენ მწარე, მაგრამ ჯანმრთელობისათვის აუცილებელ წამალს’’-წერს წმ. ბასილი დიდი.

გალობა რწმენის განმტკიცების აუცილებელ პირობად მიაჩნდა წმ. პავლე მოციქულს. ამიტომაც მოუწოდებდა ადამიანებს საკუთარი თავისთვის ღვთის სიბრძნე ფსალმუნებით, ჰიმნებით და სასულიერო ჰანგებიტ ჩაეგონებინათ. სასულიერო მუსიკასთან პავლე მოციქულის დამოკიდებულებას შემდეგნაირად განმარტავს წმ. იოანე ოქროპირი: ,,რადგან კითხვა დამღლელი და უსიამოვნოა, ის (პავლე მოციქული) ჭეშმარიტებას არა მონათხრობით, არამედ ფსალმოდირებით აზაიარებდა, რათა გალობის დროს მორწმუნეებს დაეტკბოთ სული და შეემკოთ დაღლილობა”.

ცნობილია, რომ მუსიკას, ხელოვნების სხვა დარგებისაგან განსხვავებით, შეუზღუდავი ემოციური შესაძლებლობები ახასიათებს, რის გამოც, იმ დროშიც ,,მრავალი მიეჩვია ჰანგების მოსმენას არა სულის სასარგებლოდ, არამედ სიამოვნებისათვის’’ (წმ. იოანე ოქროპირი). ამ შემთხვევაში ეკლესიის მესვეურებმა ადამიანის მოდგმის ხიბლისაკენ მიდრეკილება ღვთის სამსახურში ჩასაყენებლად და მათივე სულის განსაკურნებლად გამოიყენეს, რადგან მუსიკამ ახალი აღთქმის ეპოქაში სწორედ ,,სულის სასარგებლო’’ დანიშნულება შეიძინა. იგი სარწმუნოების განმტკიცების და გაღრმავების სიმბოლოდ იქცა.

ქრისტიანული საგალობელი ქრისტეშობიდან პირველ საუკუნეებში იმპროვიზაციულად ვითარდებოდა. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალობებული კანონიკური სისტემა, რომელიც საგალობლის, როგორც საეკლესიო_დოგმატური მოვლენის კომპოზიციური განვითარების საკითხებს განსაზღვრავდა. თუმცა I_II საუკუნეებში უკვე იქმნებოდა ჰიმნების, ფსალმუნების, სამადლობელი ლოცვების მუსიკალური ვარიანტები. ამ ნიმუშებს თავიდან ებრაული, შემდგომ კი ელინისტური წარმართული პოეზიისა და მუსიკის კვალი გასდევდა. ამიტომ უკვე III საუკუნეში ეკლესიის მამათა მოწადინებით ჩამოყალიბდა საეკლესიო მუსიკის შექმნის და შესრულების თავისებურებები. პირველად ამ საკითხს პრესვიტერი კლიმენტი ალექსანდრიელი (217) შეეხო. მისი განმარტებით, მუსიკა, პირველ რიგში, ღვთისმსახურების შემამკობელი და ზნეობის განმამტკიცებელი საშუალებაა. ასეთი დანიშნულებისათვის კი შეუძლებელია გამოვიყენოთ სულის ამაფორიაქებელი, მრავალფეროვანი ჰანგები. საეკლეიო მელოდია, კლიმენტი ალექსანდრიელის თქმით, ნაკლებ ემოციური უნდა იყოს.

საუკუნეების მანძილზე ერეტიკულ მიმდინარეობათა წარმომადგენლები ცდილობდნენ ეკლესიის წიაღში შეღწევას. მათი მიზანი საეკლესიო ჰანგების გაუკუღმართებაც გახლადთ. სწორედ ამ საკითხს ეხება VI მსოფლიო კრების (680-681 წ.წ.) 75-ე კანონი: ,,რომლებიც ეკლესიაში ლოცვისა და გალობისთვის იკრიბებიან, ნუ ხმაურობენ უწესოდ და თავს ნუ აიძულებენ, რომ იყვირონ. ნურც იტყვიან რაიმეს ისეთს, რაც არ შეეფერება და შეესაბამება ეკლესიას, არამედ იდგნენ მოკრძალებით და ლმობიერებით. ლოცვას ფარული საქმეების ზედამხედველს, ღმერთს უნდა შესწირავდნენ, რადგან ,,განკრძალულნი იყვენითო’’ (ლევიტელთა 15,31) ისრაელის ძეთ ასქავლიდა საღვთო სიტყვა.

როგორც ვხედავტ, საგალობლის მუსიკალურ-პოეტური შინაარსი ქრისტიანობის იმ უმთავრეს იდეას უნდა ასახავდეს, ,,რომლითა ჰსძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩუენი’’ (იოანე 5,19). ამიტომ უძველესი დროიდან დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ გალობის შექმნას, ქრისტიანული საგალობელი სუბიექტური განცდის გარეშე იწერებოდა. საეკლესიო მუსიკას ის დიდი მამები წერდნენ, რომლებმაც ეკლესიის წიაღში იღვაწეს და მუდმივი მარხვითა და ლოცვით შესძლეს ,,ყოველივე ამაო სოფლის საზრუნევი’’ დაეტევებინათ. ასეთები იყვნენ წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ბასილი დიდი, წმ. იოანე დამასკელი, წმ. ანდრია კრიტელი და სხვები. მათი ღვაწლით შეიქმნა სასულიერო მუსიკის ისეთი ნიმუშები, რომლებშიც ერთმანეთს ერწყმის საღმრთო მოქმედება, სიტყვა და მუსიკა.

IV საუკუნიდან, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, იწყება ქართული საგალობლის ისტორია. არ არსებობს ზუსტი ცნობა იმის შესახებ, თუ რომელი საუკუნეში შეიქმნა ქართული გალობის პირველი ნიმუში. VI საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის საბა განწმედილის ანდერძი გვამცნობს, რომ ,,ივერიელებს დაასურელებს ნება არა აქვთ ჟამისწირვა შეასრულონ თავიანთ ეკლესიაში. აქ მათ შეუძლიათ წარმოთქვან ჟამნობა, შეასრულონ სამხრობა, წაიკითხონ თავიანთ ენაზე სამოციქულო და სახარება”. IV საუკუნეში ქართული ღვთისმსახურება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. შესაბამისად ნაადრევია საუბარი ამ ეპოქაში ორიგინალური ქართული გალობის არსებობაზე. სულ სხვა სურათს აღწერს X საუკუნის მოღვაწე გიორგი მერჩულე ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”: ,,ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულისა ენისათა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების, ხოლო კვირიე ელისონი ბერძნულად ითქუმის, რომელ ამას ქართულად ,,უფალო წყალობა ყავ”, გინა თუ ,,უფალო შეგვიწყალენ’’. რამდენადაც გრიგოლ ხანძთელის პერიოდში სრული ღვთისმსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, ბუნებრივია, მისი შემადგენელი მუსიკალური ნაწილიც ეროვნულ საწყისებზე იქნებოდა დაფუძნებული. მართლაც, ქართული საგალობლის აყვავების ხანა IX_XII საუკუნეებია. ცნობილია ისიც, რომ ამ პერიოდის ქართულ ეკლესია_მონასტრებთან (როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ) არსებულ სასულიერო სემინარიებსა და აკადემიებში დიდი ადგილი ეთმობოდა საეკლესიო გალობის სწავლებას. XII საუკუნის საქართველოს უკვე თავისი კომპოზიტორებიც ჰყავდათ. ცნობილი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი წერს: ,,საგალობლის სიტყვების თარგმნა თუ შეთხზვა და მისთვის საგანგებო ჰანგების დაწერა, თუ ამაზე უწინარეს არა, მაინც და მაინც XII საუკუნის დამდეგს უკვე სხვადასხვა სპეციალობად ყოფილა ქცეული. ამ დროს საქართველოს უკვა ჰყოლია ისეთი პირები, რომლებიც მხოლოდ ჰანგსა თხზავდნენ. სიტყვიერი შემოქმედების ნაწარმოებისთვის ჰანგის ამნაირს შეთხზვას მაშინ ხმისა დადებაი და ასეთი სამუშაოს დაწყებას ხმისა დადების ხელყოფაი ჰრქმევია”. ქართული საგალობლის განვითარება დაკავშირებულია ისეთი დიდი მოღვაწე მამების სახელებთან, როგორებიც არიან არსენ იყალთოელი, იოანე ზოსიმე, იოანე მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელები.

ქართული საგალობლის გამორჩეული თვისება სამხმიანობაა. ქართველები გალობის ფორმით ვამბობთ: ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი, სამი ჰიპოსტასისაგან შემდგარი. ქართულ მრავალხმიან გალობაში სამი პირი ერთ სათქმელს ამბობს სხვადასხვანაირად, მაგრამ ერთ ნებას და სურვილს გამოხატავს და ამავე დროს თითოეულს თავისი ინდივიდუალური თვისებები არ ეკარგება.

ქართულმა საგალობელმა განვითარების რთული გზა განვლო. XII საუკუნის შემდგომ ომებით იავარქმნილ საქართველოში საეკლესიო მუსიკაზე ზრუნვამ ლოკალურ გარემოში გადაინაცვლა. ქართული საგალობლის ფენომენი ცალკეული მგალობლების და დაინტერესებული პირების წყალობით შემორჩა ისტორიას. XIX საუკუნეში სამოციანელთა მოძრაობის პარალელურად ქართული გალობის აღდგენა_ჩაწერაზე დაიწყეს ზრუნვა. ქართული გალობის მოამაგეების მღვდელ-მონაზონ ექვთიმე კერესელიძის, დეკანოზ ბასილი კარბელაშვილის და მისი ძმის პოლიევქტოსის, ფილიმონ ქორიძის და სხვების ძალისხმევით ქართული გალობა მივიწყებას გადაურჩა.

ქრისტიანული გალობის დანიშნულება ღმერთის ჭეშმარიტი შეცნობა და თაყვანისცემა უნდა იყოს, რადგან როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებდა: ,,არაფერი ისე არ ამტკიცებს მეხსიერებას, როგორც მელოდია-. წინასწარმეტყველმა შექმნა ეს ჰანგები იმისათვის, რომ მელოსითა და სატნოებით აღვსილმა ადამიანებმა მუდმივად იგალობონ ისინი, როგორც ხანგრძლივი სწავლება სინანულის შესახებ”.







ტროპარი-ანუ ოხითა არის ერთმუხლიანი საგალობელი, რომელიც თითოჯერ სრულდება სადღეღამისო საღვთისმსახურო ციკლი თითოეულ განგებაზე(მწუხრის, სერობის, შუაღამიანის, პირველ-ცისკრის, მზისა და დღის ჟამთა განგებებზე და ლიტურგიაზე).ტროპარი საზოგადო ხასიათისაა ხოლო კონდაკი - კერძო. რომელიცასევე ერთმუხლიანი საგალობელია და განადიდებს წმინდანს ან დღესასწაულს. იგელობება საცისკრო გალობებში და ლიტურგიის მცირე შესვლაზე.( ასევე კონდაკს უწოდებენ მღვდელმსახურთა სახმარ წიგნს, სადაც განთავსებულია ლიტურგიის ტექსტები და ღვთისმსახურების წესები).
იკოსი ყოველთვის მოყვება კონდაკს.( დაუჯდომლებში განსაკუთრებით!) და ქებასა და შესხმას წარმოადგენს. იგი ვრცლად გადმოსცემს კონდაკში წარმოდგენილ შინაარსს.იგალობება ხმაზე. კონდაკი წარმოადგენს საგალობლის ფორმათა შორის ერთ-ერთ უპირველეს ფორმას. რასაც მოყვა იკოსის, ძლისპირის და სხვა საგალობელთა ჟანრების წარმოშობა.

ტროპარი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ჰიმნოგრაფიული ჟანრია.სავარაუდოდ იგი IV-VI საუკუნეებში წარმოშობილა. ტერმინის წარმომავლობასთან დაკავშირებით არსებობს მკვლევართა ორი მოსაზრება: 1- ტროპარი ნაწარმოებია ბერძნული სიტყვიდან ,,-" რაც ტონალობას, კილოს აღნიშნავს, II მოსაზრებით კი სიტყვიდან ,,ვაბრუნებ", ,,წარვმართავ".
საწყის ეტაპზე ერთგვაროვანი ლიტურგიკული ფუნქცია ჰქონდათ ტროპარსა და სტიქარონს( ამ ჟანრს მოგვიანებით შევეხოთ). სწორედ ამიტომ ისინი ხშირად სინონიმებად იხმარება. სტიქარონებს საკუთარი ჰანგი გააჩნდათ, მაგრამ მათ ხშირად უწოდებდნენ ტროპრებს ,,უფალო ღაღადყავზე" . (ესეც შემდეგ განვმარტოთ!) ისტორიული წყაროებით ტროპრისა და სტიქარონის შემდგენელი იყო V საუკუნის მოღვაწე წმინდა ავქსენტი.
ტროპარი დამეთანხმებით ერთ-ერთ იმ ჟანრთაგანია, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება. ტროპარი შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი საგალობელი(მაგ. წმინდანთა ტროპარები), ასევე დიდი ფორმის საგალობლების (სტიქარონის, კონდაკის, კანონის) შემადგენელი ნაწილი. ამ დიდი კომპოზიციების საგალობლებში არსებობდა კანონზომიერება, რომელიც აკავშირებდა საწყის და ბოლო ტროპარს. ჰიმნოგრაფიული კანონის და სტიქარონის ყოველ საწყის ტროპარს ქართულ პრაქტიკაში ძლისპირი ეწოდება, იგი დანარჩენი ტროპრების რიტმულ-მელოდიური მოდელია. ბოლო ტროპარს ეწოდება-ღვთისმშობლისა,ანუ- დოგმატიკები, (რომელიც რვა ხმათაზეა გაწყობილი და შეგიძლიათ ნახოთ გელათის I ტომში ,,უფალო ღაღად ვყავის" მერე. სამწუხაროდ იშვიათად სრულდება დღევანდელ სამგალობლო პრაქტიკაში ) ე.ი. ტროპარის სტროფი კანონის (გალობანის) ერთეულია.
ხო არ გადაგტვირთეეთ?
ქართულ ლიტურგიკულ ძეგლებში ტერმინ ტროპარის მონაცვლედ XVIII საუკუნემდე გვხვდება დასდებელი და ოხითა. კანონის და საუფლო ჟამის ტროპრებს დასდებელი ეწოდება, ხოლო ცისკრის და წირვის ტროპარებს- ოხითა.ზოგჯერ სინონიმად იხმარება ასევე ტერმინი -იბაკო.
XIX საუკუნის ქართულ მუსიკალურ ჰიმნოგრაფიაში უკვე დამკვიდრებულია ტერმინი ტროპარი და იგი აღნიშნავს ამა თუ იმ დღესასწაულზე შესასრულებელ საგალობელს ( მაგ აღდგომის ტროპარი. რომელიც ცისკრის ,,ღმერთი უფალის'' შემდეგ სრულდება, 8 ხმათაა და ასევე მედავითნე კითხულობს ხოლმე მგალობელთა გუნდის შესრულების ნაცვლად) ასევე ხშირად სრულდება წმინდანის მოხსენიებისას (მაგ. წმინდა ნინოს, წმ. გიორგის ... ტროპარი) და ხშირად გაწყობილია IV, I და იშვიათად II, III ხმაზე.
თუ არ დაიზარებთ და პრაქტიკულად გადახედავთ მსახურების საგალობლებს, უფრო საინტერესო იქნება და წარმოდგენაც გაგიადვილდებათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jun 7 2008, 09:13 AM
პოსტი #3


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



კარგი იქნება თუ ეს თემა დავიწყებას არ მიეცემა და კვლავ დადებთ თეორიულ მასალებს ქართული გალობის შესახებ smile.gif


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Rati_Van_Bakuradze
პოსტი Jun 19 2008, 09:18 PM
პოსტი #4


რატი ბაკურაძე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 16-June 08
წევრი № 5,100



"ქართული გალობა ისეთივე საუნჯეა ჩვენთვის, როგორც ჩვენი ენა, მწერლობა, პოეზია, ლიტერატურა. ამიტომაც განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ მას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველი ქართული გალობა არის საეკლესიო ტრადიციის წმიდად დამცველი, შეურყვნელი, უძველესი და ამასთან, შუასაუკუნეების მართლმადიდებელ ეკლესიათა საგალობლებს შორის ერთადერთი მრავალხმიანი, ანალოგის არმქონე, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს."

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II


--------------------
ადრე თუ გვიან ცერა თითი მაინც გახევდა წინდას... ამიტომ გადავწყვიტე წინდა აღარ ჩამეცვა - აღმოსავლური სიბრძნე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jun 19 2008, 10:15 PM
პოსტი #5


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(Rati_Van_Bakuradze @ Jun 19 2008, 09:18 PM) *

"ქართული გალობა ისეთივე საუნჯეა ჩვენთვის, როგორც ჩვენი ენა, მწერლობა, პოეზია, ლიტერატურა. ამიტომაც განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ მას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველი ქართული გალობა არის საეკლესიო ტრადიციის წმიდად დამცველი, შეურყვნელი, უძველესი და ამასთან, შუასაუკუნეების მართლმადიდებელ ეკლესიათა საგალობლებს შორის ერთადერთი მრავალხმიანი, ანალოგის არმქონე, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს."

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

მაგარი სიტყვებია smile.gif

და უწმინდესიც მაგარია wub.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 04:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი