IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 88 89 90 91 92 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 25 2017, 10:33 PM
პოსტი #1781


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უპოვარება მორჩილებისა და თავმდაბლობისაკენ გვიკვალავს გზას. მონასტერში არაფერი გაქვს შენი; როგორც მაცხოვარს მხოლოდ საკუთარი კვართი და სამოსელი ებარა, ისე აბარია ბერს თავისი შესამოსელი, დანარჩენი ყველაფერი მონასტრისაა, ღვთისა, ეკლესიისა, ხალხისაა. ამ ყოველივეს წინამძღვარი აკონტროლებს, მან უკეთესად იცის, ვის რა სჭირდება."

/არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე)/

"თანამედროვე ათონელ ბერს, მამა ვლასის ერთმა მოხუცმა უამბო: თურმე მამამისი მცირე აზიიდან ბერძენთა განდევნისას უკვალოდ დაიკარგა და სავარაუდოდ დაიღუპა. ახლობლებმა დედამისის ხელმეორედ გათხოვება გადაწყვიტეს. ქალი მშვენიერი იყო, ახალგაზრდა და მთხოვნელიც ბევრი ჰყავდა. საცოდავს გათხოვება არ უნდოდა და ახლობლებს უთხრა: - კარგ საქმეს მირჩევთ, მაგრამ ჯერ ჩემს შვილს ვკითხავ, უნდა თუ არა ახალი მამაო. მაშინ ბიჭი 5 წლის იყო... დედამ ჰკითხა პატარას: - მიხეილ, შვილო, გინდა მამა მოგიყვანო? ბიჭმა ზეცისკენ მიუთითა და თქვა: "არა, ჩემი მამა ღმერთია!" ბავშვის ნათქვამმა გადაწყვიტა ყველაფერი. დედამისი მეორედ აღარ გათხოვდა და თავშეკავებით განვლო ცხოვრება. მისი ვაჟიც არ დაქორწინდა, ათონის მთაზე ბერად შედგა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2017, 11:01 PM
პოსტი #1782


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ამბა პაფნუტი წერს, რომ მონაზვნობის გზაზე ადამიანი სამი მიზეზით შედგება: ღვთის მოწოდებით, ადამიანის მეოხებით და გაჭირვების გამო. თუმცა ალბათ მიზეზი არც იმდენად მნიშვნელოვანია, მთავარია, შემდეგ როგორ იღვაწებს მონაზონი...
- თუ ადამიანი სოფელს ყოფითი მიზეზების გამო გაურბის, მისი მიღება მონასტერში არ შეიძლება. თუკი იგი გაურბის რაიმე პასუხისმგებლობას, ის ლაჩარია, მშიშარა კაცი კი ვერც მონასტერში ივარგებს. ადამიანი, რომელიც ერს განსაცდელის გამო ტოვებს, სასოწარკვეთილია, ხოლო სასოწარკვეთილს მონასტერში შეიძლება კიდევ უფრო მეტად წარეკვეთოს სასო და ტრაგიკულადაც კი დაამთავროს სიცოცხლე. თუმცა ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც კაცი მონასტერში განსაცდელს მიუყვანია, შემდეგ მას ამ განსაცდელისთვის თავი დაუღწევია და მონაზონი გამხდარა."

/მამა დემეტრე (დავითაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2017, 08:09 AM
პოსტი #1783


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერი ხმამაღლა არ წარმოთქვამს ქადაგებას; ის უხმოდ, თავისი ცხოვრებით ქადაგებს და ლოცვით ეხმარება მოყვასს".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2017, 08:42 PM
პოსტი #1784


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- აღკვეცის საიდუმლოს აღსრულების დროს აღსაკვეცი მოჰყავთ თეთრი კვართით შემოსილი, თმაგაშლილი, ფეხშიშველი. მას ხელისმომკიდე მონაზვნები მიჰყვებიან და ჯვარის სახედ აწვენენ იატაკზე. რას გამოსახავს ეს რიტუალი?

- მონაზვნობა მეორე ნათლისღებაა. მონათვლისას ადამიანს უსათუოდ თეთრ კვართს აცმევენ. ეს მის სულიერ მდგომარეობას, ხელახალ შობას გამოხატავს. მონაზვნობაც, ფაქტობრივად, ხელახალი ნათლისღება და შობაა. თეთრი პერანგი ნიშნავს იმას, რომ აღსაკვეცი ღვთის წინაშე შიშველია, ახალდაბადებული, ხოლო იატაკზე დაწვენა და წამოდგომა - გარდაცვალებას და მკვდრეთით აღდგომას. ეს სამგზის ხდება. გავიხსენოთ, რომ ნათლისღების დროსაც სამგზის ხდება წყალში შთაფლვა წმინდა სამების სახელზე. ეს განასახიერებს სამი დღის განმავლობაში მაცხოვრის საფლავში ყოფნას და იმის სიმბოლოა, რომ ძველი ადამიანი მოკვდა. ჯვარის სახედ დაწვენა კი იმას გვახსენებს, რომ მხოლოდ ჯვარშია ჩვენი ხსნა და ცოდვები ჯვრით მოგვეტევება. მონაზვნობა განსაკუთრებული ჯვარის ტვირთვაა.

თითქმის ყველა საიდუმლოში აუცილებლად მონაწილეობს ხელისმომკიდე: ნათლისღებაში - მიმრქმელი, ქორწინებაში - მეჯვარე. მონაზვნობა არ არის შვიდ საიდუმლოთაგანი, მაგრამ წმინდა მამები მას "საიდუმლოთა საიდუმლოს" უწოდებენ, იმიტომ, რომ აქ ადამიანი ხელახლა იბადება სულიერად. ისევე როგორც მიმრქმელმა უნდა ასწავლოს თავის მონათლულს ქრისტიანულად ცხოვრება, ასევე ხელისმომკიდე ახალაღკვეცილ მონაზონს უნდა დეხმაროს პირველი ნაბიჯების გადადგმაში."

/მამა დემეტრე (დავითაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2017, 08:57 PM
პოსტი #1785


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასაზღვრო მონასტრების როლი განუსაზღვრელია"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 28 2017, 07:22 PM
პოსტი #1786


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში სტუმრობისას გავიცანი ერთი ბერი... არ მინდა, ამ ქებამ რაღაც, თუნდაც იოტისოდენა, აზიანოს... ასეთი სრულყოფილი სილამაზე შუა საუკუნეების ფრესკებზე თუ მინახავს მხოლოდ..."

"ქართული სულის მაცოცხლებელი ბერმონაზვნობაა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 29 2017, 11:13 AM
პოსტი #1787


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთი ბერებს არ სთხოვს, ერში გავიდნენ და ხალხი ხელში აყვანილი ატარონ; მას სურს, მონაზვნებმა ერს თავიანთი პიროვნული ღვაწლით გაუნათონ გზა და ამგვარად წარუძღვნენ საუკუნო სიცოცხლისკენ. არიან ბერები, რომლებიც ხალხს უფრო მეტად ეხმარებიან, ვიდრე მათ მთელი სამყარო შეეწეოდა."

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 29 2017, 11:26 AM
პოსტი #1788


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა ტიხონი დიდად არ აქცევდა ყურადღებას კელიის სისუფთავეს, მთავარი იყო, სული ჰქონოდა განწმენდილი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2017, 10:27 AM
პოსტი #1789


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერმა [მამა ტიხონი] უმაღლეს სულიერ მდგომარეობას მიაღწია. სული ძალზე მგრძნობიარე ჰქონდა, მაგრამ რადგან გონებით მუდამ ღმერთში იმყოფებოდა, ხორციელი უგრძნობლობა შეიძინა. ამიტომაც მცირედითაც არ აწუხებდნენ ბუზები, კოღოები, თუ მატლები."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2017, 10:38 AM
პოსტი #1790


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდი ხანია ბერობა სურდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2017, 11:05 AM
პოსტი #1791


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მამა ვიტალის (სიდორენკოს) ალასკელი ბერები ესტუმრნენ და ჰკითხეს: მამაო, ახლაც თუ არსებობენ ისეთი მოსაგრე მამები, წინათ რომ იყვნენო? მამა ვიტალიმ უპასუხა: ჩვენ მათ ვხედავთ, გვესმის მათი ხმა, ხშირად მათ გვერდითაც ვცხოვრობთ, მაგრამ ვინაიდან არ გაგვაჩნია ძველი მამების დარი მორჩილება და რწმენა, ამიტომაც ვერ ვცნობთო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2017, 11:21 AM
პოსტი #1792


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ ამ მაგიდაზე სიგარეტ "ყაზბეგის" კოლოფი შევნიშნე და ალბათ ბერი [სქემმონაზონი აბრაამი (ჩხეტიანი)] ეწევა-მეთქი, გულდამძიმებულმა ვიფიქრე. მერე რა, ბერებსაც შეიძლება ჰქონდეთ სისუსტეები, მაგრამ ამ დროს მამა აბრაამმა გახსნა კოლოფი და პაპიროსის ნაცვლად ნემსი და ძაფი დავინახე, რომლითაც კაბას კემსავდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2017, 11:37 AM
პოსტი #1793


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ ზამთარს, დიდთოვლობისას, მამა აბრაამი [ჩხეტიანი] ჩვეულებისამებრ ღამით გარს უვლიდა ტაძარს, უკვე ავად იყო, გული წაუვიდა და დილამდე თოვლში იწვა. დილით აიყვანეს და ცოცხალმკვდარი მიიყვანეს კელიაში. არქიმანდრიტმა პართენმა (აფციაური) იგი დიდ სქემაში აღკვეცა და აბრაამ დაყუდებულის პატივსაცემად მისი სახელი უწოდა. ის შეიძლება ლოცვისთვის წამებულად მოვიხსენიოთ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2017, 06:04 PM
პოსტი #1794


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„არ ივარგებს, მონაზონი თვითონვე ცდილობდეს ერის ხალხთან ურთიერთობას, რადგან ერისკაცული მედიდურობა სულიერ კანონებს უპირისპირდება, ეს კი ჩვენ, მონაზვნებს, გვაწამებს.“

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2017, 06:15 PM
პოსტი #1795


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნად აღკვეცის გადაწყვეტილებას ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ იღებს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2017, 11:15 PM
პოსტი #1796


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანობა არ არის არც გვარიშვილობა და არც ოჯახური მდგომარეობა, რომელიც შთამომავლობით გადაეცემა. ეს ცხოვრების წესია. ადამიანი, რომელიც ინათლება და ქრისტიანი ხდება, მარადიული ცხოვრებისთვის იბადება. მონაზვნობა კი ქრისტიანობის ზეწესია."

/მამა დემეტრე (დავითაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2017, 11:29 PM
პოსტი #1797


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მონაზვნად აღკვეცის დროს იბადება ახალი ადამიანი. მიეტევება თუ არა მას განვლილი ცხოვრების მანძილზე ჩადენილი ყველა ცოდვა?
- ზრდასრულმა ადამიანმა, ვიდრე ნათელს იღებს, აუცილებლად უნდა გაიაროს კატეხიზაცია. კატეხიზაციის პერიოდში იგი უნდა ამბობდეს აღსარებას და ინანიებდეს განვლილი ცხოვრების მანძილზე ჩადენილ ცოდვებს. ნათლობის დროს მას ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც მოძღვრის წინაშე წარმოუთქვამს. ასევე მონაზვნად აღკვეცის დროს ადამიანს მიეტევება ყველა ის ცოდვა, რომლებიც მას მანამდე აღსარებაში უღიარებია. ის ძველი ადამიანი, რომელმაც ეს ცოდვები ჩაიდინა, კვდება და იბადება ახალი, რომელსაც ამის დასტურად ახალ სახელს (რომელიმე დიდი წმინდანის სახელს) არქმევენ."

/მამა დემეტრე (დავითაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2017, 12:02 PM
პოსტი #1798


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ათონის მთაზე დარაჯად განწესებული პოლიციელი დააბრკოლა ზოგიერთი ბერის საქციელმა და შეშფოთებული კალივაში მამა კალენიკეს ეახლა. "მამაო, - შესჩივლა მოძღვარს, - ძალიან გამიტყდა გული. დიდი სურვილი მქონდა, ათონზე მოვსულიყავი და საკუთარი თვალით მეხილა მამების წმინდა ცხოვრება, აქ კი სულ სხვა რამ ვნახე. თუ ამ წმინდა ადგილას ასეთი სისაძაგლე ხდება, ათონს იქით რაღა იქნება!" მამა კალენიკემ მიუგო: "მადლმოსილება თეთრეული კი არ არის, სხვების დასანახად გასაშრობად რომ გაფინო! შენ აქ იმისთვის როდი გამოგაგზავნეს, მადლმოსილი მამები იპოვეო, არამედ იმისთვის, რომ ბოროტება ამოძირკვო, შენ კი შენი მოვალეობა დაივიწყე და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე, ამიტომაც ხარ ასე ფიქრებამღვრეული და სასოწარკვეთილი. გახსოვდეს - მადლმოსილება ფარულია, ის საიდუმლოდ აღმოცენდება გულის სამალავიდან".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2017, 12:19 PM
პოსტი #1799


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერობის უარყოფა აღარ შეიძლება - ეს ღვთისთვის მიცემული აღთქმის დარღვევა იქნება. მორჩილების კაბაც იმისთვის არის დაწესებული, რომ თუ მონასტერში სულიერად ცხოვრება გაგიჭირდა, შეგიძლია განიმოსო და ერში დაბრუნდე. ამიტომაც, ვფიქრობ, მონასტერში 3-4 წელი მაინც არის საჭირო, რათა მორჩილი გამოიცადოს, რამდენად შეძლებს მონასტერში ცხოვრებას და მხოლოდ შემდეგ შეიძლება მისი ბერად აღკვეცა."

"- რას ეტყოდით... მათ, ვინც გულში ფარულად ატარებს ბერმონაზვნური ცხოვრების სურვილს?

- ასეთ ადამიანს, თუ იგი ღვთისაგან არის მოწოდებული, აუცილებლად დაუდგება ჟამი. რასაკვირველია, ბერობის ან მონაზვნობის ღირსი რომ გახდეს, ღვთის ნება და კაცის ნება ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს."

/მამა მიქაელ გაბრიჭიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2017, 01:02 PM
პოსტი #1800


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,946
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც პირობა დებს, სასძლო გახდეს და მერე დაუტევებს ამ განზრახვას, ვერ მიიღებს ბედნიერ მომავალს (ბედს)".

/ღირსი მაკარი ოპტელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 88 89 90 91 92 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 9 მომხმარებელი (მათ შორის 9 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th May 2024 - 12:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი