IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები...
tamuna m
პოსტი Mar 17 2008, 11:36 AM
პოსტი #61


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



რატომ წივის ძერა


ღმერთმა რომ ცოცხალი არსება გააჩინა, ყველას დაუწესა: დროდადრო შვილები უნდა მომცეთ ხოლმეო. ძერასაც მოსთხოვა შვილი ღმერთმა. ძერამ სთხოვა ღმერთს, ოღონდ შვილს ნუ წამართმევ და არდადეგში წყალს არ დავლევო.
უსმენა ღმერთმა, შვილი არ წაართვა ძერას, მაგრამ არდადეგში, როცა ყველაზე დიდი სიცხეა წყალს არ ასმევს. დადიან და დაწივიან ძერიკები, ჩამოსხდებიან წყლის პირას, უნდათ, რომ წყალი დალიონ, მაგრამ ვერა სვამენ.
აქედან არის ხალხში თქმა: რა მარიამობის ძერასავით წივიო.


სხვაგვარადც ამბობენ: ღმერთმს უკითხავს ძერასათვის და ჯორისთვის: არდადეგში წყლის დაულევლობას მოითმენთ თუ უშვილობასო? ჯორს უთქვამს: წყურვილს ვერ მოვითმენ და უშვილობას კიო. ძერას უთქვამს წყურვილს მოვითმენ და უშვილობას ვერაო.
მას შემდეგ აგვისტოს თვეში წყურვილისაგან შეწუხებული წივიან ძერიკებიო.
ჯორს კი შვილი არ უჩნდება.
ჯორი ვირისა და ცხენის შეჯვარებით ჩნდება.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 18 2008, 04:50 PM
პოსტი #62


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ხარება და ხარხარებაო...

სოფელ ვარძიის მახლობლად, იმერეთში ერთი დიდი ტბაა. თურმე ადრე იმ ადგილას ერთი დიდი სოფელი იყო. ერთი გაჭირვებული წვრილშვილი ქალი ცხოვრობდა სოფელში. დღე და ღამეს მძიმე შრომაში ასწორებდა. შინ და გარეთ თავის ქმარშ ეხმარებოდა წვრილშვილის გამოკვენაში. მოახლოვდა დიდი დღესასწაული-ხარება, ქალი ღამეებს ათენებდა, ქმარ-შვილს ტანსაცმელს უქსოვდა სადღესასწაულოთ. დაათენდა ქალს თავზე. ხარება დილა იყო, ქალი კი გამალებიტ ქსოვდა და თან აკვანს არწევდა.
-მეზობელო,-შემოსძახეს ქალებმა,-არ იცი განა რა დიდი დღესასწაულია, ღმერთი დაგსჯის ამ დღეს მუშაობისთვის.
-ე, ხარება და ხარხარება-ჩემ ქმარ-შვილს კი გახარება,-თქვა საწყალმა ქალმა.-ღმერთმა რად უნდა მიწყინოს, მე რომ ჩემი ქმარ-შვილი შევმოსოო.
ესა თქვა და აკვანს ხელი გამოჰკრა
იგრიალა ამ დროს მიწამ და უბედური ქალი მისი სახლითა და შვილებით შიგ ჩაიტანა. იმ ადგილას ღრმა, უძირო ტბა ჩადგა თურმე.
ამბობენ, რომ ყოველ ხარებას ტალღები ტბის ზედაპირზე ხან აკვანს, ხან საქსოვ დაზგას და ხან მაქოს ამოატივტივებს ხოლმეო.



--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2008, 05:04 PM
პოსტი #63


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



tamuna m

ღმერთმა გაგახაროს, თამუნა, ასეთ კარგ მასალებს რომ დებ ამ თემაში mpua.gif

რამდენი ქართული ძვირფასი რამ არ მცოდნია smile.gif ველი გაგრძელებას rolleyes.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 18 2008, 05:08 PM
პოსტი #64


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ელია ხარაზი

წმინდა ელია, ხარაზი ყოფილა. ქვეყანაზე მისებრ კეთილი და შრომისმოყვარე კაცი არავის ენახა. თურმე ერთგულად შრომობდა და თავისი ხარაზობით ცხოვრობდა. ისეთი ღვთის მოშიში ყოფილა, რომ არაფრით უქმე დღეს არ გატეხდა.
ერთ უქმე დღესაც ერთი დედაკაცი მუსალა ელიასთან და ჩასციებია, ქოშები შემიკერეო. ელიას უარი უთქვამს: დღეს უქმეა და ზომას ვერ ავირებო. მაგრამ დედაკაცს დაუძალებია და ზომა აუღებინებია: ელიას შეგირდისთვის მოუტანინებია ერთი ტაშტი ნაცარი, დაუყრია თავისი კუნძის წინ და დედაკაცისთვის უთქვამს. აი, ამ ნაცარზე დადგი ფეხი, ხვალ ამ ნაფეხურიდან გადავიღებ ზომას და ქოშებ შეგიკერავო.
დედაკაცს არ უქნია. დაუძახებია და როგორც რიგია აუღებინებია ფეხის ზომა.
დედაკაცი წასულა თუ არა, ელიას უგვრძნია თავისი დანაშაული. აუღია მახათი და გამოუთხრია თვალები. მაშინვე ზეციდან ორი ანგელოზი ჩამოსულა, აუყვანიათ ელია ანგელოზებ და ზეცას წაუყვანიათ უფალთანა.
ადრე საქართველოში ხარაზები უფრო დღესასწაულობდნენ ამ დღეს: აგროვებდნენ ფულს, რომელსამე ბაღში სუფრას გაშლიდნენ და პარაკლისსაც ახდევინებდნენ. თურმე ყოველ ხარაზს დასალოცად ვადაგათავებული შეგირდი უნდა ჰყოლოდა მზად ამ დროისათვის, რომ უსტაბაშს დაელოცა.
ყოველი ხარაზი ევედრებოდა ღმერთს, ელიას ნიჭი, მოთმინება და სიმართლე მომეციო.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 18 2008, 05:19 PM
პოსტი #65


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ბუმბერაზი ოღუზები


ოღუზები ბუმბერაზი ადამიანები ყოფილან, სამი-ოთხი ახლანდელი ადამიანის სწორი. იმათი საქონელი, შესაჯდომ-შესაბმელი პირუტყვებიც მაღალი ყოფილან. ჭკუა კი ბევრი არა ჰქონდათ.
იმდენად უწკუო და მოუხერხებლები ყოფილან ორუზები, რომ საქონლის ბაგა მაღლა, აივანზე ჰქონდათ: დაბლა მიწაზე რომ დავდგათ, ცხენი ვერ დასწვდებაო, აივანი კი ცხენის სიმაღლე არისო.
ერთხელ ოღუზებს მამული უხნავთ. ერთ ჩვენისთანა კაცს მათი სახნავის ახლოს ჩაუვლია. ორუზები რომ დაუნახავს, უთქვამს: ე როგორი დევკაცებია, დევები შეუბამტ და ხნავენო. უსვრია ისარი და ერთი ოღუზისთვის ბარკალში გაურჭვია.
ოღუზს ფუტკრის ნაკბენივით დასწვია ხორცი. ისარი ამოუღია, გაუსინჯავს, გაჰკვირვებია და უთქვამს:
-აი, ღმერთო ეს რა ვნახე, ეს როგორი რამე ყოფილაო? ნეტავი საიდან გადმოვარდეა, ვინ მესროლაო?
მოუხედავს და დაუნახავს ეს პატარა კაცი. გამოჰკიდებია ორუზი, ორი-სამი ნაბიჯი გადაუდგამს, პატარა კაცს დასწევია და დაუჭერია. შეეხვეწა დაბალი კაცი:
-შენი ჭირიმე, ნუ მომკლავო!
ოღუზს თავისი წაღის ყელში ჩაუსვამს. მერე თავის ულაყებთან წასულა, ცოტაც მოუხნავს, ულაყები გამოუშვია, აჩაჩა იქვე დაუგდია. შინ მისულა და დედისათვის უთქვამს:
-დედა, ერთი საკვირველი კაცი მოგიყვანე. ჩვენსავით ულვაში და წვერი აქვს., ჩვენსავით ცხვირ-პირი, ჩვენსავით ქართული სიტყვა, მაგრამ თვითონ პაწაწა რამ არისო.
-აბა მაჩვენეო?
-აიო,-წაღის ყელიდან ამოუყვანია ის კაცი.
-უი, მომიკვდეს თავი, ეგ ხომ პატარა კაცია, ქვეყანას ჩვენს შემდეგ ესნი შეჭამენო. ახლა ამისთანა კაცუნების ხანა დგება, მაგათ უკან ქონდრის კაცის ხანა დადგებაო.
-დედა, ჯერ ეგ რა არის, ქონდრის კაცი რა უნდა იყოს. მაგათ როგორ უნდა იმუშაონ, როგორ უნდა იცოცხლონ, რა გზაზე უნდა იარონო?
-ჭკუით, შვილო,ჩვენ გვაჯობებენო.
-მაგან ცხენს როგორ უნდა მოუაროს, ქერი როგორ უნდა აჭამოსო?
-როგორ აჭმევს და მოხერხებით აჭმევს. აბა, მიაწოდე თოფრით ქერი, თუ ვერ აჭმევსო.
შვილმა თოფრაში ბზე ჩაყარა, შიგ ქერი გაურია. პატარა კაცს მიაწოდა. იმანაც აიღო, ცხენს დაანახა და დაუძახა:
-თფრშუეი თფრშუეიო!
ცხენმა დაიხვიხვინა, პატარა კაცთან მივიდა, კისერი ჩამოიგრძელა, ქერს დასწვდა. დაწვდომაში პატარა კაცმა კისერზე თოფრა ჩამოჰკიდა. ცხენმა თავი ასწია, ტოფრა მარლა წაიღო და ხრამუნით დაუწყო ქერს ჭამა.
-აია, ამას გეუბნებოდი. პატარა კაცს ამდენი ჭკუა, მოხერხება აქვს, შვილო, ეგენი ოღუზებს ამოაგდებენ, მაგაათ კი-ქონდრის კაცები.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 18 2008, 05:55 PM
პოსტი #66


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



რატომ ჰქვია კახი ინგილოთა სოფელს


სოფელ კახს, ადრე საინგილოში თორაღა რქმევია. ეს სოფელი აუოხრებია სულტანს და ხელთ უგდია ერთი მოხუცი მღვდელი. მოუთხოვია მისგან: გვითხარი, სად არის შენახული თქვენი ეკლესიი განძი, თორემ მოგკლავთო.
მოხუცს წვალებისაგან თავი რომ მოჰბეზრებია, უთქვამს: წამიყვანეთ ჩემს სამშობლოში და იქ გეტყვით, სად არის ეკლესიის განძიო.
წამოუყვანიათ თავის სამშობლოში. მიუყვანიათ თუ არა თავის მიწა-წყალზე, მაგრამ შემოხვევია ეზოს ხირხლებს და უთქვამს: ეხლა, რომც მომკლათ, ფიქრი არა მაქვს, მე ჩემ ჩემ სამშობლოში დავიმარხებიო. სად არის ეკლესიის განძი, ამას კი მაინც არ გეტყვითო. ვერა და ვეღარ მოუშორებიათ იმ ხირხლებისათვის და ამის გამო გაბრაზებულთ და ყელში ბოღმამომდგარ მაჰმადიანთ ლუკმა-ლუკმა უქცევიათ მოხუცი. ხოლო სოფლისათვის, სასაცილოდ რომ აეგდოთ, სახელი გამოუცვლიათ, თორაღის ნაცვლად კახი უწოდებიათ, რაც მათ ენაზე ვაშლის ჩირს ნიშნავს: ვითომ ეს მოხუცი ვაშლის ჩირივით ავკუწეთო.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 19 2008, 01:13 PM
პოსტი #67


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ქალქვა

შაბაშყეინი შემაესია საქართველოს. კხეთი ააოხრა. მოადგა ყვარელს და სოფელ საბუეს. გოგილაანთ გვარის ქალი გაექცა მტერს. ერთი ბალღი თან მიჰყავდა ხელმოკიდებული, მხარზე კი აკვანი ედგა მეორე ბალღით. მოიხედა და ხედავს, ეს-ეს არის დაეწევიან უსჯულოები.
ინატრა: -ნეტა გამაქვავა მაინც ჩემი შვილებიანად, ოღონდ მტროს ხელში არ ჩამაგდოო!
მართლაც, იქცა ეს ქალი ქვად.
სოფელ საბუეს ბოლოს ამიტომ ქალქვის მინდორს ეძახიან. გდია იქ, წყლის პირას, ეს ჭროღა ქვა და ორიც პატარა გვერდს უწყვია, ვერაფრით ვერ დაძრავ ადგილიდან.
უდიერი გვალვის დროს შეიკრიბებოდნენ ხოლმე სოფლის ქალები, მათ შორის ერთ-ერთი აუცილებლად გოგოლაანთ გვარისა უნდა ყოფილიყო. მივიდოდნენ ქალქვასთან. ერთ პირს იტირებდა გოგოლაანთ ქალი:
ჩემო მამიდაო, ამ გაჭირვებაში რომ იყავიო...
იტირებდა და სთხოვდა შველას. ეტყოდა მერე:
გოგილაანთ ქალი იყავ, ამყე, მამიდაო...
და, მართლაც აჰყვებოდა ქვა, ააგორებდნენ მას ქალები და იქვე მდინარე წყალში გადაუშვებდნენ, ავდარი მოვაო, გოგილაანთ ქალის მადლი შეგვეწევაო



--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 19 2008, 07:00 PM
პოსტი #68


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მედავითნე და ყვავი

ერთ ქალაქში ერთი ისეთი ეკლესია ააშენეს, რომ მისი ბადალი მთელს ქალაქში არ მოიპ[ოვებოდა. გუმბათზე ოქროს ჯვარი დაადგეს. მზე რომ უყურებდა, ცეცხლივით კაშკაშბდა.
ერთხელაც ამ ეკლესიას ყვავი შემოეჩვია. დილიდან საღამომდე იმ ოქროს ჯვარზე იჯდა. ისე გააუბედურა ყვავმა ეს ოქროს ჯვარი, რომ თითქოს ხისა ყოფილიყოს, ისე მოჩანდა. ეს შეამჩნიეს ამ ეკლესიის მსახურებმა და საგონებელში ჩავარდნენ. რითი არა სცადეს რომ დაეფრთხოთ ეს ფრინველი, მაგრამ საქმეში ხარ? დაიგულებდა თუ არა, რომ მისი მდევნელი აღარავინ იყო, ისევ მიფრინდებოდა და დაასკუპდებოდა თავის საყვარელ ჯვარს.
ბევრი იწვალეს, მაგრამ ვერაფერი ვერ უყვეს რა. ამ ეკლესიის მღვდელმა დაუძახა მედავითნეს, ანიშნა ჯვარზე მჯდარ ყვავზე და უთხრა:-ან შენ უნდა უყვე ამ ეკლესიაში, ან ეგ ყვავი მაგ ჯვარზეო.
დაღონდა მედავითმე. რაღას იზამდა? წავიდა სახლში, იფიქრა, ბევრი იფიქრა, თუ რა ეღონა იმ ყვავისთვის და ბოლოს მოიფიქრა. აიღო ერთი დამარილებული ღორის მჭლე ხორცი, ჯამით ღვინო და წავიდა ეკლესიაში. ავიდა გუმბათზე, დაჰკიდა დამარილებული ხორცის ნაჭერი ჯვარზე და ღვინოც ჯამით ჯვრის ძირში დადგა.
სად იყო და სად არა, მოფრინდა ყვავი და დაჯდა ჯვარზე, სადაც ხორცის ნაჭერი დახვდა. ხორც ჯერ უნდობლად უყურებდა. მერე ვეღარ მოითმინა და ერთი ნისკარტი დაჰკრა. გემო მოუსინჯა, ეგემრიელა, მეორედ, მესამედ ჩაუნისკარტა და დაუწყო უკვე გულდამშვიდებით ჭამა. მედავითნე კი ჩუმად უყურებს ამ სურათს და სიხარულით სულ ასკიკუკუს უვლის. ყვავმა ჭამა და როცა გაძღა, ფრთები ფრთებს შემოჰკრა და დაიჩხავლა.
მლაშე ხორცის ჭამის შემდეგ ყვავს წყალი მოსწყურდა. დაიხედა ძირს, ჯამით ღვინო უდგა, აფრინდა და ჯამის გვერდით დასკუპდა. ყვავმა ჯამის გარშემო ტრიალი დაიწყო. არ ენდობოდა ჯამს...მაგრამ წყურვილმა თავისი გაიტანა და დაიწყო ჯამიდან სმა. რამდენად სვამდა ყვავი ღვინოს, იმდენად უფრო მაგრად ედებოდა წყურვილი. იმდენი სვა, რომ სულ მთლად გამოცალა. როცა დაინახა, რომ ჯამში აღარ იყორა, აფრინდა ისევ ჯვარზე. მაგრამ ვაი იმ აფრენას, ძლივს აიტანა ტანი ზევით. ჯვარზე ყვავმა დაიწყო ქანაობა და მოუსვენრად ტოკვა. ღვინო თანდათან ედებოდა, უცბათ შეტორტმანდა ყვავი ჯვარზე, ფრთები უწმეოდ გაფოფხა, მაგარმ ამაოდ, ძირს კი ზღართანი მოიღო. მედავითნეც ამას ელოდა, როგორც მგელი ისე დააცხრა ამ საბრალო ყვავს. აირო ხელში, უყურა, უყურა ყვავსა, რომელიც უმწეოდ ბლიტავდა თვალებს და მიაძახა:
-თუ ებრაელი ხარ, შე ოხერო, ღორის ხორც რაღად სჭამ? თუ მაჰმადიანი, ღვინოს რაღადა სვამ? თუ ქრისტიანი ხარ, იმ წმინდა ჯვარს რაღად აბინძურებ, შე სატიალოვ!-და თავი კედელზე მიუნაყა.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 20 2008, 01:01 PM
პოსტი #69


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



გურჯისტანის ხატი
ერთ სოფელში გაბედული ვაჟკაცი ცხოვრობდა. კარგი სახელი ჰქონდა გავარდნილი. ედგა პატარა ქოხი, ტავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ უშვილობას ძალიან დარდობდა. ისა და მისი ცოლი სულ შვილზე ოცნებობდნენ. ხანი გადიოდა და შვილი არ ეძლეოდათ. ამტომ ეს კაცი მთელს დროს ნადირობაში ატარებდა, იქ ერთობოდა.
ერთ დღეს ის ჩვეულებრივად წავიდა სანადიროდ. ცოლმა სამი თვის საგზალი მოუმზადა. ხანი გამოხდა. ამ სახელმწიფოს თავს დაესხა აღმოსავლეთის ხელმწიფე. მთელი ქვეყანა ააოხრა და მოსპო. არც ერთი ვაჟკაცი არ დარჩენილა ცოცხალი, თუ კი ვინმე გადარჩა, წყეულმა ხელმწიფემ წინ გაირეკა და თავის მონებად დააყენა. ტყვეებს საშინლად აწამებდა.
მონადირე შინ რომ დაბრუნდა, ვეღარავინ იპოვნა, ქვეყანა აოხრებული დახვდა, სახლ-კარი-დამწვარ-დაბუგილი, ცოლი ტყვედ წაეყვანათ. "რადაც არ უნდა დამიჯდეს, მტერს სამაგიერო უნდა გადავუხადოო", თქვა მონადირემ, აიღო ხელში მშვილდისარი და გამოუდგა მის კვალს.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა ერთ გზაჯვარედინს. აქ ლოდზე ეწერა: "ვინც დასავლეთით წავიდეს, მთელი ცხოვრება იაროს და მშვიდობით დაბრუნდეს; ვინს სამხრეთით წავიდეს გაჭირვებით დაბრუნდეს; ვინც აღმოსავლეთით წავიდეს, ვეღარ დაბრუნდეს."
მონადირე ჯერ სამხრეთისკენ წავიდა. კარგა გზა რომ გაირა, ისევ უკან დაბრუნდა და აღმოსავლეთის გზას გაუდგა. ცხრა თვე და ცხრა დღე იარა, ძალინ დაიღალა, უდაბური მინდვრები გადაირა. ტრიალ მინდორში ხე დაინახა და მის ჩეროში დასაძინებლად ჩამოჯდა. სად იყო დაად არა, იქ ერთი მგზავრი გამოჩნდა. ხელში გრძელი ჩომბახი ეჭირა და ძლივს მოდიოდა.
-ხუთ დღეს მშიერ-წყურვალი ვარ, ქენი კაცობა, პური მაჭამეო,-სთხოვა მონადირეს. მონადირეს ნამცეცებიღა მორჩენოდა და მიაწოდა მგზავრს. ის მადიანად შეექცეოდა ხმელ პურს. ბოლოს მგზავრმა ჰკითხა: საით გიმგზავრია, ყმაწვილო, ამ უდაბურ ქვეყანაში რამ მოგიყვანა. აღმოსავლეთის ხელმწიფის შიშით აქ თავისუფალ ადამიანს ფეხი ვერ დაუდგამს, ხალხი წელშია გაწყვეტილი, დედამიწასაც პირი სეუკრავს და ნაყოფს არ იძლევა, ქალი და საქონელი გაბერწებულია და უნაყოფოთ იღუპება ყოველი სულდგმულიო.
მონადირემ თავისი თავგადასავალი უამბო. მგზავრს ძალიან შეებრალა მონადირე და უთხრა:
-შური უნდა იძიო, ყმაწვილო, შური. შენი ქვეყნის და ოჯახის დამქცევი აღმოსავლეთის ხელმწიფეაო!
-კი, მაგრამ მე როგორ ვიპოვო ის წყეული, მე მასთან ვინ მიმიშვებსო?
-ნუ დარდობ, გზას მე გასწავლი, შენ ყოჩაღად მოიქეცი, გული არ გაიტეხო. აქ რომ დედამიწას პირი შეუკრავს და ნაყოფ არ იძლევა, ეს გურჯისტანი ხატის ძალით. არმოსავლეთის ხელმწიფეს გურჯისტანი დაუქცევია, ქალი და კაცი გაუწყვეტია, ვინც ცოცხალი გადარჩენილა ამ უდაბნოში გამოურეკია. ხატი მოუტაცია, გაუძარცვავს და ის არის განრისხებული მასზე. აღმოსავლეთის ხელმწიფე ხატს ტუ თაყვანს სცემს, დედამიწა პირს გაიხსნისო.
მგზავრებმა ბევრი ილაპარაკეს და იმ ღამით იქ დარჩნენ. დილიტ მონადირემ რომ გაიღვიზა, მგზავრი ვეღარსად იპოვა: ადრე წასულიყო. ადგა და გაუდგა აღმოსავლეთის ხელმწიფის გზას.
გაირა და ხედავს: უწყლობით ადამიანები სულს ღაფავენ, საქონელი ბღავის, მდინარეში წყალი დამშრალა. ცოტა კიდევ გაირა და ხედავს, ხალხი შიმშილით დახოცილა. მინდვრები გადამწვარა, ნამი არ ჩამოვარდნილა. აღმოსავლეთის ხელმწუფეც დაგალახაკებულა და პირიდან დორბლსა ჰყრის.
მონადირემ სტყორცნა ისარი და ზედ ხელმწიფის სახლის კარს დაარჭო. ხელმწიფემ ბრძანება გასცა: ახლავე მომგვარეთ ის თავხედი, ვინც ეს გაბედაო.
-როგორ გაბედე ჩემს საბრძანებელში შემოსვლა და ასეთი თავხედობა?-დასჭყივლა ბოროტმა ხელსმწიფემ.
-გურჯისტანის ხატი უარეს დღესავ დაგათენებს, გიჯობს, ახლავე გაანთავისუფლო დატყვევებული ხატი და ხალხი, თორემ შენი აღსასრული მოახლოვდა!-უთხრა მონადირემ.
-დაიწირეთ ეს თავხედი, წაიღეთ გურჯისტანის ხატიც და ანთებულ საკირეში ჩააგდეთ!-ბრძანა განრისხებულმა ხელმწიფემ.
ეცნენ მონადირეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, წაირეს გურჯისტანის ხატი და ერთად ჩაყარეს ანთებულ საკირეში. უცებ აგიზგიზებული ცეცხლი ჩაქრა. საკირე გაირო და მონადირემ გამოასვენა ხატი. შეშინებული მცველები ხელმწიფესთან გაიქცნენ. მონადირემ ხელმწიფის სახლს ცეცხლი წაუკიდა და მონადირე და მისი სახლობა ძირიანად ამობუგა. ტყვეები გაანთავისუფლა და სამშობლოში დააბრუნა. წამოასვენა გურჯისტანის ხატი და ლომისაში დაასვენა.
მონადირე შემდეგაც კიდევ დიდხანს ეზებდა თავის საყვარელ მეუღლეს, მაგრამ ვერ იპოვა. აღმოსავლეთის წყეულ მეფეს ის თავისი ხელით დაეხრჩო.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 20 2008, 01:16 PM
პოსტი #70


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ძარწემის წმინდა გიორგი

წინათ ლეკები თარეშობდნენ საქართველოში და ყველაფერს იტაცებდნენ. ერთხელ ძარწემს დასცემიან, ეკლესია გაუზარცვიათ, დაუწვიათ და ვერცხლით მოჭედილი წმინდა გიორგის ხატიც წაუღიათ. ხატის მომტაცებელ ლეკებში გაჩენილა ჭირი. ბუზებივით იხოცებოდნენ, ნიავდებოდა ხალხი.
იმათ მოლას დაესიზმრა ერთ ღაემს მოტაცებული წმინდა გიორგის ხატი და უთხრა:
-რაც გადამრჩა, იმასაც გავანადგურებ, თუ ისევ იქ არ წამიყვანთ, საიდანაც მომიყვანეთო!
-ეაგიყვანტ, ოღონდაც ხალხს ნუღარ დახოცავო!
-მე თქვენი წაყვანა არ მინდა. ერთი მოზვერი გამოიყვანეთ, მის რქებზე მიმაკარით და გაგვანებეთ თავი, ჩვენ წავალთო.
გაიღვიძა მოლამ, სეყარა ხალხი და უტხრა სიზმარი. მოიყვანეს მოზვერი, მიაკრეს რქებზე ხატი და გაუშვეს.
მოდიან ხატი და მოზვერი. გზას ხატი უჩვენებს. მოდის მოზვერი, სად გაჩერდება-ბალახს მოძოვს, სად გაჩერდება-წყალს დალევს. მოვიდა ისევ ძარწემში, ძველ ადგილზე, სადაც ეხლაც ბრძანდება და ერთი ასკილის ძირზე დაისვენა.
ახლა ძარწემელ მრვდელს დაესიზმრა ხატი და უთხრა:
-აქედან რომ ხატი წამიყვანეს ლეკებმა, მოვედი, წამოდით და სადაც მიპოვოთ იმ ადგილზე ამიშენეთ ეკლესიაო. მრვდელმა სეკრიბა ხალხი და უამბო სიზმარი. გაგზავნეს ახალგაზრდები საძებნელად. ავიდნენ, ნახეს, მოკეცილია მოზვერი და რქებზე ხატ აქვს მიკრული. ჩამოუტანეს ამბავი ხალხს. დაიძრა ხალხი და წავიდა მ სასწაულის სანახავად. მივიდნენ, შეხსნეს ხატი და დაასვენეს ძირს. ხატი მოხსნეს თუ არა მოზვერი იმ წამში გასკდა და მოკვდა. იმ ადგილას ააშენეს ეკლესია და იქ დაასვენეს წმინდა გიორგის ხატი-ცხოველი. იმ ასკილისაგან გააკეთეს ჯვარი და ისიც იქ დაასვენეს.


პ.ს. ამ ორ ( გურჯისტანის ხატი და ძარწემის წმინდა გიორგი) მითს შორის ბევრი საერთოა.
ლომისის წმ. გიორგის ისტორიასაც ძალიან გავს
http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/lomisa/lomisa.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 25 2008, 06:46 PM
პოსტი #71


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ანდაზები:

ა,ბ,გ,დ

აგიაშვილი გამდელი წირვაზე წავიდა-წირვას მოსცდა, შინ დაბრუნდა-სადილს მოსცდაო.

ადამიანი ღმერთსაც კი დაივიწყებს და ჭამა-სმას ვერაო.

ანგელოზები რომ შენკენ იყვნენ, ეშმაკი ვერას დაგაკლებსო.

ბავშვს კვერს ნუ დაპირდები და ხატს-სანთელსა. თუ დაპირდები, შეუსრულე კიდეცაო.

ბებერს უთხრეს ცხონდებიო და-სულო შენ გიხაროდესო.

ბერო ცხონდებიო.-როდისა, ბატონოო? და-როცა მოკვდები, მერეო.

ბრიყვი რომ ცხენზე შეჯდა, ღმერთი დაავიწყდა, ცხენიდან ჩამოხტა და ცხენი დაავიწყდა.


ბრმა კაჭლაჭის ბუდეს ღმერთი ააშენებსო.

გამოუცდელ ანგელოზს, გამოცდილი ეშმაკი სჯობიაო.

გამქცევი და მდევარი ორივ ღმერთს ეხვეწებოდნენო.

განაყოფი რომ კარგი იყოს ღმერთსაც ეყოლებოდაო.

განსააცდელს ქრისტეც ერიდებაო

გაუგონიათ ზარს რეკავენო და ის კი არ იციან, რომელ ეკლესიაშიო.

გაჭირვებულის მზღველი ღმერთიაო.

გლახა ამპარტავანი ღმერთსაც სძულს და კაცსაცაო.

გლეხი კაცი რომ ცხენზე სეჯდება, ღმერთი დაავიწყდებაო.

გლეხის გაჩენაში ღმერთი არ რეულაო.

გლეხი ხატს მიეჩვია და ნაფოტის სროლა დაუწყოო.

გლეხკაცის ღმერთი გუთანიაო.

გლეხმა ნალი იპოვნა,-ღმერთო სარკინეთი ამოაგდეო.

დედაკაცი რომ კარგი იყოს, ღმერთსაც ცოლი ეყოლებოდაო.

დედაკაცის ოხტში ღმერთიც ვერ ამოვაო.

დიაკვანმა თქვა: ჩემი დავითნი მომიტანეო!

დიდ ეკლესიაში პატარა ხატები ვერ ეტეოდაო.

დიდნარხვას უთქვამს: ისე მალე გავირბენ, რომ ქვრივმა პერანგის გამოცვლაც ვერ მოასწროსო.

დიდ საყდარში პატარა წირვა განა არ შეიძლებაო.

დრო დროთი, თორემ ჟამი ნიადაგ იწირვისო.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 27 2008, 03:06 PM
პოსტი #72


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ე, ვ, ზ, თ, ი, კ, მ

ერთი ალილო მრვდელსაც შესცდებაო.

ერთი კაცი ეკლესიას აშენებდაო, მერე ანგრევდაო.

ერთი ხატის ლოცვა კაცს არ ეყოფაო.

ერთმა კაცმა ხატი აასვენა და ვერ დაასვენაო.

ეშმაკი ჯოჯოხეთს არ დაანრევსო.

ეშმაკის მუშა ღმერთმა დაფუშაო.

ეშმაკის შენახულიაო-ანგელოზმა გაიხაროსო.

ეშმაკს რომ ნეკი მისცე, მთელს ტანს წაიღებსო.

ეშმაკს უთქვამს: ისე კოპს როგორ დახევენ, ჩემი საქალამნე არ დარჩესო.

ვიდრემდის ღმერთი მწყალობდა, ცხრა დიაკვანი მწყალობდაო.

ვირი ჯერ დააბი და ღმერთს მერე მიანდეო.

ვირი საღმრთოში არ დაიკვლება, მაგრამ ვირის ფულით კი საღმრთოს გადაიხდიანო.

ვირი ხუცესად იყო და ცოცხლებსაც მარხვა დაუწყოო.

ზოგი კაცი მადლს მატლად აქცევს, ღვთის წყალობას ღვთის წყრომად იღებსო.

თათარს უთქვამს: წელიწადში ერთხელ მომინდა ნამაზის გაკეთება და ამშინაც ეშმაკებმა სემიშალეს ხელიო.

თუ ლხინი გვინდა ღვთისაგანა, ჭირნიცა შევიწნაროთაო.

თუ მღვდელი მწყალობს, დიაკვანი ვერას დამკლებსო.

თუ ღმერთი სახლს არ აშენებს, ცუდად შვებიან მშენებელნიო.

თუ ღმერთს უნდა, ავანაანთ ხევშიც მოგვცემს სიმდიდრესაო.

თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გღზელი წვერი მაქვსო.

იერუსალემს ვირი თოფრით გაგზავნეს და ისევ თოფრიანი მოვიდაო.

იერუსალემს ნიორი გაგზავნეს: წმინა ადგილია, სიწმინდეს მისცემსო, მოიტანეს და ისევა ყარდაო.

იერუსალემს წამსვლელ კაც ნურც ააგულიანებ და ნურც დაუშლიო.

იერუსალიმშიაც ყეფს ძაღლიო.

ისე ქრისტე ცოფიან ძაღლს არ ადემალა და მთვრალ კაცს დაემალაო.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო.

კაცის აშენებული ოჯახი ღმერთმა ვერ დააქცია, ღმერთის აშენებული ოჯახი ქალმა დააქციაო.

კაცმა საყდარში ხატი დაკარგაო.

კაცს რომ რმერთი გაუწყრება, ქვა აღმართში მიეწევაო.

კეთილისათვის მავალთა ცანიცა ეხმარებიანო.

კვირა ძალი შემომესწრო, ირემს კუდი ვერ მოვაბიო.

კიდევ ღმერთია მოწყალე კაცისა დაკარგულისაო.

კითხვა-კითხვით იერუსალემს მივლენო.

მამალმა ტქვა: ყივილი ჩემი საქმე და გათენება-ღვთისაო.

მარხვსი მჭამელს ხსნილშიაც არა ჰქონდა რაო.

მარტო ლოცვით სამოტხეში არ სეისვლებაო.

მარსვის ჭამა დამეწამა, ნეტა რამე შემაჭამა.

მარხვა სინანულისაო, აღდგომა სიხარულისაო.

მასპინძლის სიყვარულითა ხუცესთა მარხვა ჭამიანო.

მაძღარ ხუცეს დიაკვანიც მაძღარი ეგონაო.

მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და ის კი იძახდა: გამიშვით, მთაში ცხვრები მიდიანო.

მგელს ლოცვანს აკიტხებდნენ და - თიკან-კრავი მეო.

მელა ტაძარში შევიდა: მარხულობს და არს მლოცველიო.

მეტისმეტმა სიწმინდემა საბერზნეთი დააქციაო.

მოკვდა მღვდელი უზიარებელიო.

მოლა ხალხს მეჩეთში ეძახდა და თვითონ კი საქურდლათ მიდიოდაო.

მრვდელი წირვაზე იდგა: უთხრეს, წვიმსო, არ დაიჯერა, გაწუწული ძაღლი შემოუუვანეს-მართლა ნაწვიმარიაო.

მღვდელო, ვინა გყავს მოწმეო და-ჩემი დიაკვანიო.

მღვდელო, მე რომ შენს ჯიბეში ლობიოს ვხედავ, აღდგომა თავის დღეში არ მოვაო.

მრვდელო რა გირჩევნია: ქალი, ქადა, ქათამი თუ რვინოო.


-მღვდელო, ტაბლა მოაქვთო.
-მერე მე რაო?
-შენთან მოაქვთო.
-მერე შენ რაო?


მღვდელოს თუ ერგება, მეც შემხვდებაო,-დიაკვანს უთქვამსო.

მრვდელს წვერში ისარმა გაუარა და ერთ წელიწადს ეწვოდაო.

მღვდელ ჭილობშიაც იცნობენო.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2008, 03:13 PM
პოსტი #73


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tamuna m @ Mar 27 2008, 03:06 PM) *

ე, ვ, ზ, თ, ი, კ, მ

თუ ლხინი გვინდა ღვთისაგანა, ჭირნიცა შევიწნაროთაო.


ჭეშმარიტი სიტყვებია rolleyes.gif

თამუნა, რა კარგი ანდაზები წაგვაკითხე 2kiss.gif ბევრი არ ვიცოდი.

ციტატა


კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო.



ეს ანდაზა მეუფე ეფრემმა ასე გადააკეთა: კაცი ბჭობდა, ღმერთი განაგებდა smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 27 2008, 04:43 PM
პოსტი #74


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ო, ჟ, რ, ს, უ, ქ


ობლის მამა ღმერთიაო.

ორივე ღმერთს ევედრება: კურდღელიც და მწევარიცა-გამქცევიც და მდევარიცაო.

ჟამი ჟამითა, თორემ წირვა ნიადაგ იწირვისო.

რა ღმერთმაც ჩამოჰქინქლა, ის რმერთივე აჰქინქლავსო.

რეგვენს, ღმერთი გასაჭირში მოაგონდებაო.

როგორ მკვდარსაც მიასვენებენ, ისეთივე მღვდელი მიუძღვისო.

როგორიც ბერიო, ისეთი ერიო.

რომელმა ღმერთმა გამაჩინა, იგივე ღმერთი დამარჩენსო.

რჩოლია საქონელს ღმერთი რქა არ მისცემსო.

რწყავს მრწყველი და ჰხედავს ღმერთიო.

საიქიოს წამსვლელი ბევრი მინახავს, მაგრამ იქიდან დაბრუნბული კი არავინაო.

სამოთხეს ლასტის კარები აქვს, ჯოჯოხეთს-ოქროსიო.

სამოთხეში არ მიშვებენ და ჯოჯოხეთში ხელს მიქნევენო.

სამოთხის გზაზე დამდგარ ცხვარს დუმა ამძიმებსო.

სამოთხის მონატრულს ჯოჯოხეთშიაც არ უშვებედნენო.

საიდან სადაო, წმინდაო საბაო.

სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაჰკარგავსო.

სასწორ-სამართალს ღმერთი უყურებსო.

საყდარი დიდია, მაგრამ შიგ პატარა ხატებიაო.

საყდარი-ფიტარეთისა, სამრეკლო-გუდარეხისა.

საცხონებლად წასული წაწყმედული დაბრუნდაო.

საწყალმა თქვა: უნდა გავიხაროო. ღმერთმა უთხრა: მე სადა ვარო!

სახრე სამოთხიდან არის გამოსულიო.

სომეხმა გაჭირვების დროს რმერთიც კი მოატყუაო.

სული ვერც იმან მოიგო, ვინც ოქრო დადგა კერადაო.

სხვათა მაზიარებელი მოკვდა უზიარებელიო.

უავო კარგი ღმერთს არ გაუჩენიაო.

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო.

ურიავ, ღმერთს ნუ ფიცავო და-არა, ღმერთმანიო.

ურჯულო ფიცავდა, ქრისტიანს არა სჯეროდაო.

უფალმა უთხრა კაცს: "ყევარი ხარი შენ უნდა მოგცე და ცოლუღელა-შენს მეზობალსაო." კაცმა მიუგო: :ოღონ ჩემს მეზობელს ნურას მისცემ და მეც არაფერი მინდაო".

უღვთოდ ხეს ფურცელი არ გავარდებაო.

უღმერთო ქუხილს გაიგონებს და ღმერთსაც მაშინ მოიგონებსო.

უხნავ-Uტესი კაცი ღმერთს ემდურებოდაო.

უხუცესო ქვეყანაში ყვავს ხუცესი დაუძახესო.

ქათამი რომ წყალს დალევს, ღმერთს შეხედავსო.

ქათამი წყალს დალევს და ზევით აიხედავს: ღმერთო შემარგეო.

ქალის გაბედნიერებული კაცი ღმერთმა ვერ გააუბედურაო და ქალის გაუბედურებული, ღმერთმა ვერ გააბედნიერაო.

ქალის გაჩენაში ღმერთი არა რეულაო.

ქვრივსა და ობოლს ღმერთი დღეში სამჯერ გადმოხედავსო.

ქონებამ პაპის-პაპისთვის გამაკეთებენი საკურთხი, უქონლობამ მამისთვისაც არაო.

ქორწილი ჩემი ძმისა და აღაპი-პაპაჩემისაო.

ქრისტეს უთხრეს: ჭირი მოდის და იმანაც ეკალი აიფარა: ჭირს მორიდება უნდაო.

ქრისტე-ღმერთი თუ გუთნისდედად მეყოლება, გუთანი არ მომეშლებაო.

ქრისტე-ღმერთი ჭკუით იცნესო.

ქრისტეშობისთვის თოვლიო-გამოსული ლორიო.

ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო.

ქურდს ქურდი სძულდა, ორივე კი-ღმერთსაო.



--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 27 2008, 05:32 PM
პოსტი #75


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ღ, ყ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ

ღარიბის გაჩენაში ღმერთი არ ურევიაო.

ღვთის არ ეშინია, კაცისა არ რცვენუიაო.

ღვთისაც მეშინია და ღვთის რისხვისაცაო.

ღვთის წყალობა ღვთის რისხვად ესმისო.

ღვთის ხელი ხელმწიფის გულზეაო.

ღმერთი არამზადას ურმით დასდევს, მაგრამ მაინც დაეწევა ხოლმეო.

ღმერთია კაცის გმაჩენი, იგივე არის დამრჩენიო.

ღმერთი ვერ ნახეს, ჭკუით იცნესო.

ღმერთი არ მოატყუებს კაცსა და არც მოტყუვდებაო.

ღმერთი დაბერებულა, უნდა გამოვცვალოთო, უთქვამს ქიზიყელს.

ღმერთი დიდია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდებაო.

ღმერთი-ერთი, სიტყვა-ერთი, ცოლი-ერთი.

ღმერთი ვისაც გაუწყრება ჭკუას წაართმევსო.

რმერთი ვისაც მისცემსო, კომბლით უკან მისწევსო.

რმერთი ვისაც მისცემს, ორი ხელით მისცემს, ვისაც წაართმევს ორივ ხელით წაართმევსო.

ღმერთი მთას დახედავს და თოვლს ისე დაადებსო.

ღმერთი მექუდეაო-ერტშ მოხდია, მეორეს დაახურავსო.

ღმერთმა ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წარწყმიდოსო.

ღმერთმა ზევიდან გადმოიხედა და თქვა: ჰოი, რამდენი კაცია მკვდარი ჩემ უნებურადაო!

ღმერთმა ნუ ჰქნას ბებრის ბუქნაო.

ღმერთმა ქნას, თქვენს თხას ტყუპი მოეგოსო.

ღმერთმა ქნას, თქვენს თხას მგელი დაეჭიროსო.

ღმერთო ნუ მისცემ გლახასო, ვერაფერს შეინახავსო.

ღმერთო, ნუ მისცემ გლახასა, უფრო არა სჭამს მარხვასაო.

ღმერთო მაშორე ავი კაცის ვალსა, დედაკაცის შარსაო.

ღმერთს თავისი პირით შეეხვეწებიანო.

ღმერთსაც კარგი უყვარსო.

ღმერთს გავექცევი და ბედს კი ვერაო.

ღმერთს მთა და ბარი გაუსწორებიაო.

ღმერთს უთქვამს: მოცადმა ნახევარი ხელიდან წამგლიჯაო.

ყველამ ღმერთი ახსენა, ლომმა კი არაო.

ყველა საქმე ქვეყანაზე რიგდება, ცოლ-ქმრობა კი-ზეცაშიო.

ყველიერში ჩირი ვჭამე აღდგომასა გამახსენდაო.

ჩემი გაჭედილი ხატის სიძლიერე მე ვიციო.

ცამ თქვა: სანამ მღვდელი შეიმოსებოდეს, მე მოვიღრუბლები და გამოვიდარებ კიდეცო.

ცოტას მხვნელი და მთესველი ღმერთს ემდუროდაო.

ძაღლის ლოცვა-ვედრება რომ შეიწყალებოდეს, ციდან ხორცი ჩამოვარდებაო.

წმინდა ბერი წმინდად წაწყმდაო.

წმინდა გიორგი ვისაც სწყალობს, ღმერთიც იმას სწყალობსო.

წმინდა გიორგის ცხვარს მგელი ხელგაშლილი არიგებდაო.

ჭიანჭველას ფრთები რომ გამოესხმის, ღმერთი მაშინ გაუწყრებაო.

ხატს სულ მუდამ ვერ მოეფერება კაციო.

ხახულის ღვინითა და პურითა, ღმერთო, აცხოვნე ჩემი მკვდარიო.

ხმა ღვთისა, ხმა ერისაო.

ჯერ სამოთხეს ვეძებ, თორემ ჯოჯოხეთი ხომ მზად არისო.

ჯიხვმა თქვა: ჩემი რქის ზევით მარტო ღმერთი უნდა მეგულებოდესო.

ჯოხი სამოთხიდან გამოსულია-გიჟს დააჭკვიანებს, ჭკვიანს გააფრთხილებსო.

ჯოჯოხეთში ყვირილია და გაგონება კი არაო.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 31 2008, 06:06 PM
პოსტი #76


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



რაჭველთა რწმენა (სერგი მაკალათია)

ხალხური რწმენა



ახალ წელს მთის რაჭველი დიდის მოწიწებით ეგებება, რომლისაგან ის მოელის თავის წლიურ სურვილების განაღდებას. ახალიწლის წინა დღით თითოეული გლეხი ოჯახში ერთ მარხილ შეშას მოიტანს. ამ მარხილზე სდებს ჩიჩილაკს "ნეკერს" (თხილის ბიბილო) და "თომს" (ფეხის თივა). ამავე დღეს საახალწლო ღორს ჰკლავენ. ვისაც ღორი არა ჰყავს, "ნებიერას" (ნასუქი მოზვერი). ღამე აცხობენ საახალწლო ბაჭულებს, მათში ერთს ძველი წლისათვის. აგრეთვე აცხობენ ადამიანის სახის "კაცა-ბასილას" და ერთ დიდ პურს "კერია-ბერიად" წოდებულს, რომელიც პატარა რკალებითაა დაჭრელებული. ამ ნამცხვარს ოჯახის მეკვლე-"მაკვრიელი"-ცხრილზე დაალაგებს, გვერდზე საზედაშედ ერთ ბოთლ ღვინოს მოუდგამს და ბერელში შეინახავს.
მამლის ყივილისას მეკვლე ადგება და ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა და მარხილზე დაწყობილ ნეკერს, თომსა და ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შედის. აქ ცხრილს აიღებს და ყველა ამით უკანვე შემობრუნდება. აიღებს კერია-ბერიას" პურს და სუფრაზე დადებს, აბრუნებს მას მარჯვნივ და ხმამაღლა მეტყველებს: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეს ღმერთი, დიამც მოგივა ახალი წელი, შეძენისა დამოგების, მშვიდობისა და კარგად ყოფნის, ღვინიანობის, პურიანობის, საქონლის გამრვალების...ღმერთო, ბედნიერი წელიწადი მოგვიბრუნეო". ბოლოს ხმის აწევით დაიძახებს: "მრავალი ახალი წელი გაგითენოთ ღმერთმან!" ამაზე ოჯახი უპასუხებს: "შენც მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოს ღმერთმანო."
შემდეგ ოჯახის მეკვლე ცხრის ვარცხლზე სდებს და წყლის მოსატანად წავა, რომლის დაბრუნებამდე ლიგინიდან ყველანი დგებიან და მეკვლე მათ ხელ-პირს აბანინებს-ამით ძროხებს მთელი წლის განმავლობაში კარგი წყველა ექნებაო.
მეკვლე ბოსელში შედის, აქ ახალ წელიწადს საქონელსაც მიულოცავს და თან თივას დაუყრის. საუზმის წინ "კერი-ბერიას" ბეჭედს ამოჭრიან და ყველას სათითაოდ დაურიგებენ, დანარჩენს კი ბეღლის თითოეულ თვალში ჩადებენ-ბარაქიანი მოსავალი იქნებაო. ახალ წელიწადს ყველანი ფუსფუსებენ და მხიარულობენ, რომ სიზარმაცე და სიავე არ დაეკვებოთ.
მეკვლეს ირჩევენ კარგი ფეხისას, რომლისაგან დამოკიდებულია ოჯახის ბარაქიანობა. მეკვლეს მოლოცვამდე ოჯახში არავის უშვებენ.
ამ დროს მონადირეები "იმზნიან", ე.ი. ნიშანში ვარჯიშობენ და ამის მიხედვით მომავაზე წინასწარმეტყველებენ. იციან ერთმანეთის ღვინით მოკითხვა და ახალიწლის მილოცვა.
ერთი სიტყვით, ახალიწლის ეს რიტუალი დაკავშირებულია მზის ღვთაების რწმენასთან (გაზაფხულის მზის მოქცევასთან), რომლის მკრთალ ანასახს აქ წარმოადგენს ადამიანის სახის ნამცხვარი "კაცა-ბასილა". და ამ ახლად მოქცეულ მზეს მთიელი მეკვლე შესთხოვს ჭირნახულის დოვლათიანობას, საქონლის გამრავლებას, იჯახის ბედნიერებას და საერთოს მშვიდობიანი წელიწადის მობრუნებას. რაც შეეხება საახალწლო პურს "კერია-ბერიას", როგორც მისივე სახელი მოწმობს, ის დაკავშირებული უნდა იყოს ოჯახის კერის თაყვანისცემასთან, რომელიც ოჯახის უხიცესი წინაპრის სადგომად ითვლებოდა. და ამ ოჯახის მფარველ ბერს (უხუცესს) რაჭველი მეკვლე, მისივე გამოსახულების "კერია-ბერიას" პურზე შესთხოვს ოჯახის ბარქიანობას.
ოჯახის დოვლათიანობას მთის რაჭველი ევედრება წმ. შიოს და უხდის მას "შიოობას". ამ მიზნით ყველიერის ხუთშაბათს ოჯახის უხუცესი აიღებს ორ კვერცხს და ორ განატეხს (კვერს) და წმინდა შიოს შესთხოვს მის ოჯახში ბარაქა დაატრიალოს. ლოცვის შემდეგ ამ კვერცხს და კვერს არმანში შესდებს, ვარცლზე ღვონით სავსე ჭიქას სდგამს, რომ, როდესაც შიო გამოივლის, მისი მათრახის კუდი ღვინოში ჩაეწობა და ოჯახშიც დოვლათი დატრიალდებაო. თუ ჭიქა ცარიელი დახვდა, შიო ოჯახს დასწყევლისო.
ოჯახის გამრვალებას შესთხოვე სახლის ანგელოზს და ამ მიზნით გათხოვილი ქალები იხდიან "სანამალეოს", სოფ. ჭიორაში მას უწოდებენ "არვარგიას". ხუთშაბათ დღეს სადილის შემდეგ ყველა მამაკაცსა და ბავშვს სახლიდან დაითხოვენ, რადგანაც ხალხის რწმენით, ამ სალოცავის დანახვაზე მათ თვალები ასტკივათო. შემდეგ "ნაგვირგვინევი" ქალები აიღებენ განატეხს, ღვინოს, იმავე დღეს დაკლული ცხოველის ასოს და ლოცულობენ, რომ სახლის ანგელოზმა ოჯახი გაამრავლოს. დასასრულს კვერებს იქვე მალულად შესჭამენ. მაგარმ ამ ნამრავლს ხშირად მტრობენ და სიცოცხლე უსპობენ სახად-"ბატონები". მათ წინააღმდეგ კი მთის რაჭველი სრულიად უძლურია და ამიტომ ის იძულებულია მათ პატივსაცემოდ ერთი კვირა საგანგებოდ იმარხულოს, რომელსაც "პირურწყობა" ეწოდება. ამ მარხვის დროს ოჯახში ევედრებიან "ბატონებს", დაიფაროს ის ყოველგვარი ყვავლისა და სახადისაგან.
ოჯახთან დაკავშირებულია აგრეთვე "მაცხოვრის მარხვა", რომელსაც აქ ყველიერის წინა კვირას იხდიან. მარხვა იწყება ორშაბათიდა და გრძელდება ოთხშაბათამდე. ოთხშაბათს დილაადრიან, მამლის ყივილისას სოფლის ბიჭები დგებიან, ჯგუფ-ჯგუფად გროვდებიან და ოჯახებს უვლიან შემდეგი სიტყვებით: "დიდება ბრძანე მაცხოვარო ჯვარცმისა წმინდა გიორგისა ზედქალაქისაო" (ზედქალაქი სოფელ ღებშია ძველი ნასაყდარი). ოჯახის პატრონი გამოდის, მათ აძლევს: პურს, ღვინოს, ფულს და თან სთხოვს ვაჟის საბედოს დალოცვას ან გვირგვინის დალოცავს, თუ ოჯახში ახალი ჯვარდაწერილები არიან. აგრეთვე მიცვალებულის შენდობას, თუ ოჯახში ვინმე ახლად შესვენებულია. მოგროვილ სანოვაგესა და ღვინოს ბიჭები სოფლის ბოლოს გაიტანენ და იქ მხიარულ სადილს გამართავენ.
მაცხოვრის მარხვის დაწესების შესახებ აქ ასეთი გადმოცემა არსებობს: ძველად ღების მაცხოვრის ჯვარი სვანებს თურმე მოუპარავთ და ამის გამო ღებელები დაღონებულან. ამ დროს სოფ. ჭიორაში ცხოვრობდა თურმე განთქმული მონადირე ბათხაძე, რომელსაც ნადირობისას შემთხვევით სვილი სემოჰკვდომია. თავზარდაცემულ ბათქაძეს თავისი ცოდვის მოსანანიებლად განუზრახავს სვანეთიდან ღების ჯვრის ჩამოტანა. ბევრი ძებნის შემდეგ ბათქაძე შეპარული სვანეთის ერთ ეკლესიაში, სადაც მოპარული ჯვარი შეუგულებია და უთქვამს: "მაცხოვარო, იჩინე თავი, თორემ ბნელში ვერ დაგინახავო." ჯვარი მართლაც ჩვენებია და მისი წამოსვენება განუზრახავს, მაგრამ დაკეტილი კარიდან გამოსვლა ვერ მოუხერხებია. მაშინ ბათხაძეს პატარა სარკმლიდან უცდია გადმოძრომა, მაგრამ ჯვარი ვერ გამოტეულა. ბათხაძე შეშფოთებულა და უთქვამს: "მაცხოვარო, შენც იდრიკე თავი და მეცაო, თორემ დავრჩითაო." ჟვარი მოხრილა და ორივენი გამოსულან.
ბათძაგის დაგვიანებით მთელი ღები დაფიქრებული ყოფილა, მაგრამ ორსაბათს მამლის პირველ ყივილისას, ბათქაძეს ზედქალაქიდან გადმოუძახნია: "დიდება ბრძანე, მაცხოვარო, ჯვარცმისა წმინდა გიორგი ზედქალაქისაო!" ხალხი აშლილა და მას აღფრთოვანებით მიგებებია. ამის აღსანიშნავად ეს მარხვაც დაუწესებიათ. ბათხაძის ჩამოტანილი ეს ჯვარი დღესაც სოფ. ღების ეკლესიაშია დაცული, ვერცხლით არის მოჭედილი და ცოტათი მოხრილი.
სალოცავების მეორე ჯგუფი დაკავშირებულია გლეხის მეურნეობის ერთ მნიშვნელოვან დარგთან-მესაქონლეობასთან...
მთის რაჭის ბოსლებში სადგურობენ ისეთი ანგელოზები, რომლებსაც რაჭველები თავიანთ სალოცავებს უძახიან.ყველიერის წინა შაბათს აქ იციან "ბოსლობა". აცხობენ კაცის სულზე ბაჭულებს. შეღამებისას აიღებს ორ ბაჭულს, კვერცხებს და ბოსლისკენ გაემართება, თან მხოლოდ ვაჟებს წაიყვანს. ბიჭები ერთმანეთს ზურგზე შეასხდებიან და საქონელის ხმაზე ბღავიან. თან იძახიან : "ბოსელ, ბოსელ ბუ!" შევლენ ბოსელში, დაბმულ პირუტყვს სამჯერ შემოუვლიან და იტყვიან: "დათვი მჭლე და შენ მსუქანი, გაზაფხულზე გასვინტრიკდი!" შემდეგ თვას იხუჭავნე და ბაგაში კვერცს მალავენ. ვინც იპოვნის, ის ბედნიერი იქნებაო. აქვე შეექცევიან ბაჭულებს და თან ლოცულობენ: "ანგელოზო საქონლისაო, შენ ამრავლე და დაიფარე ნადირისაგან ჩვენი საქონელიო!" ბოსლისას გამობრუნებისას პირველად სახლის კარს მიადგებიან, რომელსაც დიასახლისი შიგნიდან ჩაკეტავს. მამასახლისი იტყვის: "კარი რკინისაო!" (სამჯერ), დიასახლისი უპასუხებს: "არა, მეუფისაო!" და გაიმართება ასეთი კითხვა-პასუხი:
დიასახლისი: მამასახლისი:
ხარებმა რა შემოთვალეს? - სახვნელი უღელი დაგვიმზადეთო.
ძროხებმა რა შემოთვალეს? - სახბოაე დაამზადე და ცვენ მზად ვართო.
ცხენებმა რა შემოთვალეს? - საჯინიბე დაგვიმზადეო.
ცხვრებმა რა შემოთვალეს? - საკრავე დაამზადეთ და ჩვენ მზად ვართო.
თხებმა რა შემოტვალეს? - საციკნე გაამზადეო.
ღორებმა რა შემოთვალეს? - საღორე დაგვიმზადეთო.
კაცებმა რა შემოთვალესო? - თოფ-იარაღი დაგვიმზადეთო.
ყანებმა რა შემოთვალეს? - ბეღლები დაგვიმზადეთო.
ქათმებმა რა შემნოთვალეს? - საწიწილე დაგვიმზადეთო და სხვა.

შემდეგ კარებს აღებენ და დიასახლისი მამასახლისს სახეზე აზელილ ქატოს მიაყრის, რომ ოჯახს მოარული არ შეეპაროსო. დასასრულს ვახშმობენ.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 31 2008, 08:18 PM
პოსტი #77


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ასეთივე ხასიათისა და დანიშნულებისაა მეორე სალოცავი "თეოდორობა:, როდესაც წმინდა თეოდორეს ევედრებიან საქონლის გამრავლებას, განსაკუთრებით ცხენისას. ამიტომ დიდმარხვის პირველ შაბათს აცხობენ კვერებს და თეოდორეს შესთხოვენ ცხენისა და ხარის გამრავლებას. ამ დღეს ზოგი ხარს შუბლს პარსავს და ვისაც ცხენი ჰყავს, ცხენის ბედზე მარხულობს. სოფ. ღებში წმ. თეოდორეზე შეწირულია ერთი სათიბი და ორი ყანა. თეოდორობას ამ მამულის შემოსავლიდან პურსა და ღვინოს ყიდულობენ. თეოდორობა დღეს ეკლესიის ეზოში იკრიბება კომლზე ორი კაცი, ლოცულობენ აქ და პურ-ღვინოს შეექცევიან.
ასეთივე მფარველი ანგელოზი აქ ქათმებსა და გოჭებსაც ჰყავთ და მათ "გოჭის ხუთშაბათს" უხდიან. ამ დღეს გოჭს კლავენ და განატეხებსაც აცხობენ. ვისაც დასაკლავი გოჭი არა ჰყავს, ღორის რაიმე ნაწილი მაინც უნდა იშოვნოს და ამ კვერცხით საქატმეში ილოცოს გოჭისა და ქათმის მომრავლებაზე.
რაჭველი მთიელების რწმენით, სახლის ანგელოზის გარდა მის ოჯახზე და საქონელზე რარაც ჯადოსნური გავლენა ახალ მთვარესაც აქცს, რომლის განრისხებას სეუზლია დააზარალოს მისი ოჯახი ცეცხლითა და ნადირით. ამ მიზნით ის იხდის "ცინცხლობას" (ახალი მტვარე). მთვარის მოქცევის პირველ პარასკევს მარხულობენ და უქმობენ, რომ ოჯახს ცეცხლი არ გაუჩნდეს და ნადირმა საქონელი არ დააზიანოსო. ამიტომ ცინცხლობის გატეხვა მთაში აკრძალულია და ტუ ვინმეს ცეცხლისა და ნადირისაგან რაიმე ზარალი მოუვა, მაშინ იტყვიან, მაინც, ცინცხალი არ შეინახაო.
ამასტანავე ახალ მტვარეს აქ "თავზნესაც" უკავშირებენ და ვისაც ეს ავდმყოფობა მოუვლის, იტყვიან: "თავზნემ მოუარა, რომ დღეს ცინცხალი არისო".
ადამიანისა და საქონლის გარდა მტერი ქათმებსაცა ჰუავთ-ცნობილი წუწკი მელა. მის მოსაშორებლად რაჭველი მიმართავს "მელაკურკუტალაობას". აღება ღამის წინ ოჯახებში აცხობენ "ბოხჩუანებს" (ოთხკუთხედ ხაჭაპურებს) რამდენიც ბავშვია. ამ ბოხჩუანს ბავშვები წაირებენ სოფლის გარეთ, შევლენ იქ რომელიმე გადახურულ სადგომში, მოსტეხენ ბოხჩუანებს ოთხივე კუთხეს, ისვრიან მაღლა და თან გაიძახიან: "მელა, მელა კურკუტელა, თხის სურა და სამოსელა ჩვენს ქათმებს ნურას ერჩი, სხვისი ქათმები წაიღეო!" შემდეგ სიმღერა-თამაშით კვერებს იქვე შეჭამენ...
ხალხური სალოცავების მესამე ჯგუფი დაკავშირებულია მეურნეობის მეორე მნიშვნელოვან დარგთან-მიწათმოქმედებასთან.
როდესაც მინდვრის სამუშაოზე პირველად გადიან, სანამ ბოსლიდან ხარებს გამოიყვანენ, ბოსლის კარებთან მიიტანენ ახალწლის კერასთან ნარცენ მუგუზალს და მას აანთებენ. ოჯახის უფროსი ხელში განატეხით, რომელზეც კოვზიტ საფუარაა მოტავსებული, ბოსელში შევა და ხარებს ამ ანთებულ მუგუზალზე გადმოატარებს და მათ მარჯვენა ბეჭზე საფუარს ჯვარულად ამოსცხებს. შემდეგ ხარებს ის ყანაში წაიყვანს, განატეხიდან გულს მრგვალად ამოჭრის და ხარს მარჯვენა ხარზე ჩამოჰკიდებს. ამასთანავე აკეთებენ პურის "ლულუას" (გრძლად ამრგვალბენე), რომელსაც მიწაში ჩაფლავენ და იტყვიან: "რმერთო ამისთანა თავთავი გაუკეთე ჩვენს ნახნავსაო". აკეთებენ პურის ბურთულებსაც, ისვრისნ მაღლა და თან გაიძახიან: ამ სიმაღლე გაიზარდოს და ამოდენა ჭირნახული დადგესო, ამის ქვემო ნისლი ნუ წამოვა, თორემ ყანებს მოგვინისლავსო"...ამ სიმბოლური წესების შესრულების შემდეგ, რაჭველები შეუდგებიან ყანის ხვნა-თესვას. მაგრამ თუ ხანგრძლივი გვალვა დადგება და ნათესს ამოსვლა გაუჭირდება, მაშინ იძულებულია "გონჯაობას" მიმართოს. ამ მიზნით სოფელი ირჩევს ორ კაცს, შეგონჯავენ, ე. ი. სახეზე მურს წაუსვამენ და ხელში ცოცხს მისცემენ. დაგონჯილები ეზო-ზეო დადიან, ოხუნჯობენ, თან ჰგვიან და მტვერს აყენებენ. შეგონჯილებს სოფლის გოგოები გაეთამაშებიან და როდესაც მათ მოულოდნელად წყალს გადაასხამენ, მაშინ ყველანი ერთხმად გაიძახიან, "წვიმა მოვიდა ზეცისაო!" გავლვის დროს ღრუბლის ბატონ ელიას იხსენებენ, მაგრამ რომ ის სეტყვით ვარ მოვიდეს, წმ. გიორგისაც ევედრებიან. შეგონჯილებს ასაჩუქრებენ პურით, კვერცხით და სხვა."გონჯაობა" დღეს მთის რაჭაში თოთქმის მივიწყებულია და გვალვის დროს ღებში სამ ამორჩეულ კაცს გზავნიან რიონის გაღმა მდებარე ტბაზე, "ტბათავად" წოდებული, რომელშიაც ღორის ძვალს ჩააგდებენ. ხალხის რწმენით ეს უებარი საშუალაებაა ავდრის მოსაყვანად და ცდაც არასოდეს არ გაცუდებულაო. მაგრამ ხანგრძლივი ავდარი და კოხიც საზარალოა ნათესისათვის და გლეხი ამის წინააღმდეგ "კოხინჯრობას" იხდის. ახლა ის ევდრება ღრუბლის ბატონს დაიფაროს მისი ყანები კოხისა და სეტყვისაგან. ამ მრისხანე ღვთაებრის გულის მოსაგებად მსხვერპლად კლავენ ციკანს, რომლის თავსაც და ტყავსაც მაღლა მწვერვალზე ჩამოჰკიდებენ და ის იქ ლპება.
ბუნების ამ სტიქიურ მოვლენათა გარდა, უკვე დამწიფებულ ყანას აზიანებს აგრეთვე ფრინველი და ნადირი. მათ მოსაშორებლად მთის რაჭველი ასრულებს "ჩიტაფაფაობა". ამ მიზნით ყველიერის შაბათს აქ ამზადებენ ერბოიან ფაფას. ფაფიან ჯამს დიასახლისი დაიკავებს და სახლის კარებში დადგება. ბავშვები ეზოდან შესძახებენ: "დედა, რასა შვრები?!"ამაზე დედა უპასუხებს: "ჩიტაფაფასა!" ბავშვები კვლავ შეეკითხებიან: "ვის და ვის აჭმევო?" დედა უპასუხებს: "შენ და შალვასა და გამრეკელასაო." დედა: "ჩიტები სად არიამ?" ბავშვები: "დავითიახოსა!" ამ სიტყვების შემდეგ დედა ფაფიან ჯამს ბავშვებს გადასცემს. ბავშვები იღებენ ჯამიდან ფაფას, ქაუსვამენ სახლის კედელს და ამბობენ: "ეს ბეღურას, ეს ყვავს, ეს ქორს, ეს დათვს, ეს მგელს" და ა.შ.
მოყვანილი ჭირნახულის აკრეფვის და დაბინავების შემდეგ მთის რაჭველი მადლობის ნიშნად ყანის ამ ბატონებს უხდის "ნამგალდრეკა და კალოკრობას". ამ დღეს საგანგებო სადილს ამზადებენ, ღმერთს მადლობას სწირავენ კარგი მოსავლისათვის და თან შესთხოვენ, რომ ჭირნახული ოჯახს კეთილად მოახმაროს.
რაჭველის რწმენით ავი სული დასადგურებულია ავთალა ადამიანში, რომელსაც ისინი "წყეულს" უწოდებენ. მათი წარმოდგენით ეს წყეული უჩინარია, შევა ოჯახში და აჯადოებს საქონელს, ადამიანს, ფრინველს და მის ყანებსაც. ამას კი მოჰყვება ოჯახში ბარაქიანობის გაწყვეტა, საქონლისა და ჭირნახულის ზარალი, ადამიანის სიკვდილიანობა და სხვა. ამიტომ სჭიროა ამ წყეულისაგან თილისმითა და სხვადასხვა ჯადოქრობით თავდაცვა. ამ მიზნით მთის რაჭაში ქალები გულზე "ანგელოზს" ატარებენ. ეს ანგელოზი წარმოადგენს გრძელ გრაგნილ ქაღალდს., რომელზეც წერია ავთვალის საწინააღმდეგო შელოცვები და გახვეულია უბრალო ტყავში. როგორც თილისმას ატარებენ აგრეთვე სამკუთხოვან "დუა"-ს (ჯადო), ნიჟარებს, თეთრზოლიან მძივებს "სათვალედ" წოდებულს და სხვა. ამ თილისმებთან ერთად წყეულისაგან თავდასაცავად აქ აგრეთვე სხვადასხვა შელოცვასაც მიმართავენ, რადგანაც თუ წყეულის თვალნაკრავს დროზე არ შეელოცა, ის კიდევაც კვდებაო. როდესაც წყევლისაგან ტვალნაკრავი ავადმყოფი შემკლოცველ დედაკაცთან მიდის, უკანასკნელი მიმართვის შემდეგ ჯადოქრულ საშუალებას: იღებს დანას და ნახშირს ფხეკავს მთქნარებით, უბერავს მას და ასე ჩურჩულებს:
"ფუ, გაქრა "მაკლებელი", წმ. გიორგიმ დაწყიოს: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. ამ დღეებში რა დღეს შეგეშინდა, ძუძუკოკობმა შეგაშინა, ულვაშოკოკობმა შეგაშინა? თვალშავმა შეგაშინა, თვალმაჩხამ შეგაშIნა, თვალავმა შეგაშინა, ძაღლის ყეფის შეგეშინდა, ღამე შეგეშინდა თუ დღე შეგეშინდა? რა დღეს გამოგეყარა: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს თუ შაბათს? ჯვარი ვინც რა იცოდეს დანადებისაგან, ფიქრისაგან, მოარული ღამის ჯვარი გეწეროს. თეთრი ქორი მოვიდა, ტეთრი ფერი მოგიტანა, წითელი ქორი მოვიდა, წითელი ფერი მოგიტანა, შავი ქორი მოვიდა და შენი ჭირი და სატკივარი წაიღო. გაქრა ქარივით, გაწყალდა წყალივით, შენი ავითვალითა და გულით მამზირალი. სამას და სამმა წმ. გიორგიმ დაგწეროს ჯვარი და გადაგავლოს თვალი."
მთის რაჭაში, როდესაც საქონელი ღამე ტყეში ან მინდორში დარჩება, ისე შეულოცავენ:
"ეკენია, ბეკენია, ბერსა ხატი სვენებია, რმერთო, ღმერთო ჩამოყარე ცხრა კლიტენი-კლიტონია, ნადირს კბილი შეუკარი, მეკობრესა ხელ-მხარი, ჩააგდე ზღვაში, ნუ გაუშვებ გზაში. ღმერთო დაიფარე ჩვენი საქონელი ნადირისაგან."
ამ შელოცვის შემდეგ შეკრავენ კანაფით სავარცხელსა და მაკრატელს, რომ ასე შეეკრას ნადირს კბილი და სკამის ქვეშ სედებენ...


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Apr 1 2008, 04:18 PM
პოსტი #78


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



რაჭველების საკულტო ადგილ-სამლოცველოები და მათთან დაკავშირებული რიტუალები

საოჯახო ხასიათის სალოცავების გარდა, არსებობდა სასოფლო და სათემო სამლოცველოები. აქ სადგურებდა თემის მფარველი ღვთაება, სადაც წლის განსაღვრულ დროს ხევისბერის მეთაურობით მთელი თემი ლოცულობდა...
ამგვარ სამლოცველოთა შორის აქ აღსანიშნავია შხელის წმ. გიორგი, რომელის მდებარეობს სოფ. გლოლიდან ორი ვერსისი მანძილზე. პატარა ღელე ილინესთან. ამ სამლოცველოს უჭირავს დიდი და გაშლილი, საუცხოო, ლამაზი მინდორი, რომელიც დაბურულია ხატის წმ. ნაძვნარით. მთელი ეს მინდორი ხელუხლებელია, სადაც ხის პატარა ტოტის მოჭრიც სასტიკად აკრძალულია. ამ წმ. ტყეში აშენებულია შხელის წმ. გიორგის ხის სამლოცველო, რომლის კედლები დაჭრელებულია სვასტიკებით და სხვადასხვა სიმბოლოებით. შიგ სამლოცველო სავსეა ჯიხვის არჩვის, ირმის, ხარის და სხვა ცხოველების რქებით. თაროებზე ყრია ხის საღვინეები, ყანწები და სხვა სასმისი ჭურჭელი, რომლებსაც მეხატენი აქ საგანგებოს ინახავენ.
შხელში ხატობა ორჯერ იმართება: ერთი მაისში-წარმართულ-თემურ ხასიათის "ათანიგება" და მეორე 10 ნოემბერს-გიორგობა.
ათანიგენობას აქ გლოლოელები დღესასწაულობენ, სადაც მთელი სოფლის თემი თავს იყრის განატეხებით, ღვინით და საკლავებით. ათანიგენობას თემის უხუცესი ღვთაებას შესთხოვდა თემის გაზლიერებას და წარმატებას. ვისაც შხელისთვის რაიმე დაპირება აქვს შეთქმული, ის აქ ასრულებს სხვადასხვა რიტუალს, როგორც, მაგალითად, ფეხშიშველა და მუხლმოყრით მის გარშემო რამდენჯერმე შემოვლა, ბამბის ძაფის შემორტყმა და სხვა.
გიორგობას კი შხელში თავს იყრიან რაჭის სხვადასხვა კუთხის მეხატენი. აქვე მოჰყავთ თვალით სნეულები და შეშთხოვენ შხელის წმ. გიორგის მათ განკურნებას.
შხელის სალოცავთა ქალებს ახლოს არ უშვებენ, არც ცხენოსანს შეუძლია მის მინდორზე გავლა, რადგანაც მას შხელის წმ. გიორგი იქვე მოჰკლავსო. ამიტომ ცხენოსანი დღესაც იძულებულია ეს ადგილი ფეხით გაიაროს.
აღსანიშნავია აგრეთვე შვილიერების და დედათა სქესის მფარველი :დედაღვთისა", რომელის წარმოადგენს სვანური ტიპის მაღალ კოშკს და მდებარეობს სოფ. ღების სამხრეთით, რიონის გაღმა...
დედაღვთისობას დღესასწაულობენ აღდგომის მესამე კვიარს. ამ დღეს ოჯახის დიასახლისი ბამბის ძაფზე აასხამს ფერად მძივებს, შარნებად წოდებულს, ჩამოჰკიდებს აგრეთვე ფერად ნაჭრებს-"დედაღვთისას საბურავს" და ნემსებსაც შიგადაშიგ გაუყრის. ამ შარნას დიასახლისი ბოშებს (გოგონებს) შემოავლებს ამ სიტყვებით: "დედაღვთისა წყალობა გექნა საბური მიმართებსო" და თან დედაღვთისას ევედრება მათ იღბლიანობას.
შემდეგ ამ შარნებით, განატეხებით და ღვინით მიდიან დედაღვთისას კოშკში და იქ იმართება ვედრება სხვადსხვა რიტუალის შესრულებით. უშვილო ქალები დედაღვთისას შესთხოვენ, უვაჟონი ვაჟიანობას, ორსულები კი მშვიდობიან მოლოგინებაზე ევედრებიან. ამავე დროს, ვისაც შეპირებული აქვს, ის ამ კოშკს გარს უვლის ორივე ხელის თითებზე ანთებული სანთლებით. ზოგი ამ კოშკშ თითის ტარით შემოუვლის და მას რამდენიმე წყება ბამბის ძაფით შემოარტყამს, რასაც "სარტყლის შემორტყმა" ეწოდება. დასასრულს ამ თითისტარებს კოშკის კედლებში არჭობენ და ეს დიდი კოშკიც სულ დალურსმნულია ამგავრი ტარებით. შარნებს შიგ სამლოცველოში ჩამოკიდებენ. ხალხსის რწმენით, ამ შარნიდან მოსნილი მძივი შველის თვალნაკრავს, შეშინებულს და თავლით სნეულს, ამიტომ , შემდეგ ხსნიან ამ მძივებს და ავადმყოფს გულზე ჰკიდებენ, სამაგიეროდ მასზე იმდენივე ახალს ჩამოჰკიდებენ.
საყურადღებოა აგრეთვე თავისი მკურნალობით აქ ცნობილი "ქვე-ქვაბი". ეს ქვე-ქვაბი გლოლაშია და წარმოადგენს ერთ უზარმაზარ ქვა-კლდეს, რომელიც ბოყოს წყალს გადასცქერის. სამლოცველოს თავზე სდგას დიდი ნაძვის ხე. მისი ძირის სიღრმეში მოთავსებულია ხის ჯვარი რიტულაური შარნებით სემკული. ამ ქვე-ქვაბში ყველა კუთხიდან მოჰყავთ სიყვითლით სნეულებნი, სადაც ღამეს უთევენ და გლოლას "ორთა-გორთა" წმინდანებს ავადმყოფობის განკურნებას შესთხოვენ. ხალხის რწმენით და თქმით, გაყვითლებულ ავადმყოფს აქ ძილი მოსდის და სიყვითლისაგან იკურნება.
რაც შეეხება ქრისტიანულ ძეგლებს, მთის რაჭა შედარებით ღარიბია. ამ მხრივ საყურადღებოა, სოფ. გლოლა, სადაც ბოყოს და ჭანჭახის წყლებს შორის აღმართულია ერთი ბორცვი "ზედქალაქად" წოდებული., რომლის მწვერვალიდანაც დღესაც გადმოიყურება ძველი ეკლესიისა და მისი ციხე-გალავნის ნანგრევები. ამ ეკლესიის მხოლოდ სამი კედელია შემორჩენილი. გადმოცემით, ის აშენებული ყოფილა თამარ მეფის მიერ მიქელ-გაბრიელის სახელობაზე. ამ მიქელ-გაბრიელის ეკლესიის ნანგრევზე გოლოლები "ჯვარობას" იხდიან. აქ წესად აქვთ, თუ ოჯახში ვინმე მძიმე ავადმყოფი შეიქმნება, მას უღელ ხარს შემოავლებენ და ამ ხარებს მიქელ-გაბრიელის ნანგრევებზე აიყვანენ. ავადმყოფის პატრონს მთელი სოფელი აყვება და აქ ყველ;ანი მუხლმოყრით ევედრებიან მიქელ-გაბრიელს ავადმყოფის განკურნებას, რასაც აქ ჯვარობას უწოდებენ. თუ ჯვარობის შემდეგ ავადმყოფი განიკურნა, ერთ ხარს მადლობის ნიშნად დაჰკლავენ და ხორცს სოფელს გაუნაწილებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხარს ამუშავებენ.
ამავე ზედქალაქის ბორცვზე აშენებული აგრეთვე წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკა, რომლის აშენებას თამარ მეფეს მიაწერენ...
გლოლის საყდრის თავზე შერჩენილია და შედარებით კარგადაც არის დაცული თორმეტი დღესასწაულის ფრესკები. იატაკზე ყრია ხატისადმი შეწირული ნივთები: ცხოველის რქები, ჭურჭელი, ფერად ნაჭრებისაგან შემდგარი დროშები და სხვა. ეს დროშები სურტანიშვილების საგვარეულს ეკუთვნის. ამ საგვარეულს აღთქმა აქვთ დადებული, ოჯახს რამდენი ვაჟიც შეეძინება, იმდენი ასეთი ახლი დროშა გლოლას ამ წმ. გიორგის მიართვას.
აქაური სურტანიშვილები თავიანთ თავს სულთანის ჩამომავლად თვლიან. ხალხური გადმოცემით, მათ წინაპართ ოსმალეთში რაღაც ცოდო ჩაუდენია, გამოქცეულა და გლოლაში დასახლებულა. აქ ის გაქრისტიანებულა და მადლობის ნიშნად წმ. გიორგისთვის ვაჟის შეძენისთანავე ამაგვარი დროშის შეწირვა აღუთქვამს. აღდგომის ღამეს, ცისკრის დაწყებამდე, წინად სულთანაშვილების ყველა მამაკაცი "ზედქალაქის" ბორცვზე ადიოდა. წმ. გიორგის ეკლესიიდან გამოჰქონდათ ტავიანთი ეს ჭრელი დროშები და კირიელეისონის გალობით მას ლიტონიას შემოივლიდნენ. შემდეგ გვარის უხუცესი აქედან სოფელს გადმოსძახებდა: ქრისტე აღსდგაო! სოფელიც დგებოდა და იწყებოდა სააღდგომო დღესასწაული.
სოფ. ღებიდან ხუთიოდე ვერსის მანძილზე, კირტიშის მახლობლად, არის მთავარ ანგელოზის სახელობის პატარა ეკლესია. ეკლესია დაბურული ხატის ტყით, რომელსაც ზედ დასცქერის კირტიშის თოვლიანი მწვერვალი. ეს ბაზილიკა ნაშენია თლილი ქვით და შიგნიდან და გარედან შეთეთრებულია. შიგ არავითარი არავითარი სიძველე არ მოიპოვება, გარდა რუსული ფაბრიკული ხატებისა და ცხოველების რქებისა. ეკლესიას აქვს ერთი პატარა დარკინული შესავალი კარი. მტავარანგელოზის ამ ეკლსიაში ახალ კვირეს გობეჯიშვილების გვარი საღმრთოს იხდის, სადაც ამ ახლო წარსულში იმართებოდა ღამის თევა, ლოცვა-ვედრება და სხვა.
გობეჯიშვილების ამ საღმრთოს ესწრებოდნენ სხვა საგვარეულოებიდანაც კომლზე ორი კაცი. საღმრთოსათვის საჭირო სანოვაგეს და საკლავებს საგვარეულო იძენდა და მთავარანგელოზში წინდაწინ აგზავნიდა. ღებში წირვის გადახდის შემდეგ უხუცესების წინამძღოლობით გობეჯიშვილები მთავარანგელოზში მიემგზავრებიდნენ. აქ გვარი იხდიდა ვედრებას. სემდეგ გვარის მირე არჩეული უხუცესი შეუდგებოდა ვაჟის "სალოცურის" და შესანდობარის მიღებას.
ვისაც იმ წელში ვაჟი ჰყავდა სეძენილი, მიდიოდა ამ უხუცესთან, გადასცემდა ფულს და ეტყოდა, ვაჟიანობა დამილოცეო. უხუცესი იღებდა შემოწირულობას, მოიხსენიებდა ვაჟის სახელს და მას საჯაროდ დალოცავდა, მეხატენიც შესძახებდნენ: "გაიზარდოს, ოღბლიანი კაცი ყოფილიყოსო!" შემდეგ მასთან მიცვალებულის პატრონი მიდიოდა და ეუბნებოდა: "სენდობა მიეცი ჩემს მიცვალებულსაო". ისიც წარმოთქვამდა გრძელ სესანდობარს და ხალხიც იტყოდა: შეუნდოს ღმერთმა შენაცოდარიო და აქვე მის სესანდობარს სვამდნენ. დასასრულ იმართებოდა საზოგადობა პურობა დიდის მოლხენით, ცხენების ჯირითითა და სხვა გასართობებით...


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Apr 1 2008, 05:18 PM
პოსტი #79


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



იმერელთა რწმენა (ჯულიეტა რუხაძე)[/b]

ხანში ირემო მოვიდა

სოფელ ხანთან ახლოს, ტყელაში, არის ყველაზე ძლიერი ღვთაების წმ. გიორგის სხელობის სამლოცველო, რომლის დაარსების სესახებ არსებული თქმულება ირემს უკავშირდება...
ხანაში მცხოვრებ ტაბეშაძეების გვარის სახლიშვილს გამოეცხადა წმ. გიორგი და უთხრა, რომ ბეთლემის გამოქვაბულიდან წამიყვანე და ტაბეშაძეების მხარეში დამასახლეო... ჯვარ-ხატები თემის ბეთლემში ყოფილა დამარხული., ისინი თურმე დროდადრო გამოდიან სამყაროში დასანაწილებლად...
...გაუკვირდა ვაჟს წმ. გიორგის თხოვნა და უთხრა მას, რატომ უნდა წაგიყვანოო? წმ. გიორგიმ უთხრა, შენ შეგწევს ძალა, რომ წამიყვანოო. ვაჟმა უამბო მამას წმ. გიორგის თხოვნა. მამამ ურჩია შვვილს, რომ წმ. გიორგი თავისი ჯვრითა და თეთრი ქვით-ბურთით მოესვენებინა. გზად ტაბეშაძემ ერთხელ კალოზე შეისვენა, მეორედ სერზე და მესამედ ტყელაშI, სადაც ახლა წმ. გიორგის სახელობის ეკლსიაა. სწორედ აქ შესრულდა რელიგიური აქტი და დამკვიდრდა სალოცავი. ყველგან, სადაც კი "ხატი გაჩერდა", ხალხმა სმ. გიორგის სახელზე ჯვარი აღმართა-ნიში ააგო...
წმ. გიორგის მოსვენების დღიდან დრესასწაულიც დადგინდა, რომელსაც ხალხი "ველაობას" ეძახის და რომლის რიტუალი მაისში ან ივნისში ორშაბათ დღეს აღდგომიდან 50 დღის გავლის შემდეგ "ვარდობას" სრულდებოდა. დრესასწაულზე ირემი მოდიოდა, ეკლესიას სამჯერ გარს შემოუვლიდა, კარტან დაწვებოდა, "დაინაცოხრებდა" და ტაბეშაძეების სახლიშვილი დაკლავდა. ირმის რქები ეკლესიას ეწრიებოდა. ღამეს ტეხდნენ მლოცველნი, ლოცულობდნენ, დღისიტ ცხენთა სრბოლა-ჯირითი იმართებოდა და ყველა რიტუალი ზეიმით მთავრდებოდა. დღესასწაულის დეკანოზები ტაბეშაძეების გვარის ყოფილან.
... "ველობის" დაწესებიდან გასულა რამდენიმე წესი და ირემი "თავის ალოზე არ მოვიდა", დააგვიანდა, ხალხი კი შიმშილით შეწუხდა. ხატის მომტანნმა ტაბეშაძემ გალავანში დაგვიანებით მოსულ ირემს "დანაცოხრება" არ აცალა, წიხლი ჰკრა, წააქცია და დაკლა. ამაზე განრისხდა წმ. გიორგი და ტაბეშაძეების გვარი გაწყვიტა, გადარჩა სხვა სოფელშა დასიძებული ტაბეშაძე თავისი ვაჟით; ლეგენდის სხვა ვარიანტში ჩანს მოხუცი ქალი და ტაბეშაძის აკვანში მწოლიარე ვაჟი. ორივე ვარიანტში აღნიშნულია, რომ გადარჩენი ვაჟი ნატრიაშვილმა და მსხვილაძემ "ტყელაში" წამოიყვანეს და წმ. გიორგის მაცნეს პირით შეუთვალეს: "წმ. გიორგი კარუგდებელო, ნუ მოკლავ ამ ბავშვა და მისი გვარი ყოველს წელს ირმის მაგივრად სამწლიან კუროს შემოგწირავსო." მიუღია თხოვნა წმ. გიორგის და ამ ბავშვიდან ტაბეშაძეების გვარი მომრავლებულა. ამის შემდეგ შეწყვიტა ირმმე სალოცავში სიარული და "ველობაზე", დაპირების თანახმად, კუროს შეწირვა დაუწყიათ. ტაბეშაძეების ყველა ბაბუისშვილის-ბუნს ბოლო დრომდე მიჰყავდა კურო და მიჰქონდა ღვინო, რომელსაც სალოცავში მისთვის განკუთვნილ საზედაშე ქვევრში ასხამდნენ. შესაწირავი სხვა რამეს იყო-სანთელი და სანთლის გული, ბამბის ძაფი, ხის ორნამენტიანი საბეჭდავით დაჭრელებული ხმიადი, ქვაბები, ირმის რქები, რომლები წმინდა საკრალურ საგნებადაა მიჩნეული. "ტყელას" წმ. გიორგის ეკელსიის სასწაულმოქმედებას მიაწერენ. ამ სალოცავს დღესაც "სასტაულს" ეძახიან. აქ, გარდა "ბეგარადადებული" ხალხისა, სხვებიც ღამის თევას, ცხვარს, თხას ან მამალს, ას ან ნაკლეს (სურვილის მიხედვით) სანთელსა და ირმის რქების მიტანას შეუთქვამდნენ...
ამ დღესასწაულის მიზანი დღეს აღარავის ახსოვს. ხალხი "ველაობას" იხდის, მაგრამ კონკრეტულად ვერ ამბობს, თუ რატომ ან რისთვის იხდის. არსებობს ასეთი აზრი, თითქოს ამ დღესასწაულის გამართვის მესაქონლე ხალხს მთაში მიუდიოდა საქონელი. დღეს დღესასაწული იმართება სავსებით მექანიკურად, როგორც ტრადიციის გადმონაშთი-"ასე იხდიდნენ ჩვენი ძვლები." მლოცველნი წმინდა გიორგის მიმართავენ თხოვნით: "გაგვამრავლე და ყოველი სულდგმული მოგვიმრავლე, საღად გვამყოფეო"...


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Apr 3 2008, 12:10 PM
პოსტი #80


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



აი, ასეთი ახალი წელი იციან აქ (იმერელთა რწმენა)

...ახალი წლის "ფეხბედნიერებას" დაიბედებდნენ...თაროს ანგელოზის სახელზე სწორად ამ დღეს უნდა სეწირულიყო ბარბალობას ძაროშო გასასუქებლად დამწყვდეული და ამ დღისათვის სეთქმული დაკოდილი მამალი და დედალი. შეწირვის რიტუალი საღამოს ეწყობა, მზე რომ შუბის ტარზე დაიწურებოდა. ქათამს ოჯახის განაყოფი-"ბუნების კაცი" დაკლავდა, შემწირვლი გაწმენდდა და სამზად სახლში დაიკიდებდა, ხოლო გულ-ღვიძლს, თავ-ფეხს და მარჯვენა ფრთას-"ხაბაკს" მოხარშავდა; თაროს ანგელოზის სალოცავად მარტო ეს არ იყო საკმარისი; შემწირველი სამ ხაჭაპურს გამოაცხობდა, სამ მაგრად მოხარშულ კვერცხს და ერთ ლიტრ ღვინოს კალათში ჩააწყობდა, ვახშმის დროს კალათს სახლის მარჯვენა კუთხეში "თაროს ანგელოზის" სახელზე დადგამდა და მარტოდმარტო ოჯახის გამვრავლებას, ხვავსა და ბარაქას სესთხოვდა, მერე "გამონალოცს" გაშლიდა და მის ნაწილს მალულად შეჭამდა.
თაროს ანგელოზის დალოცვა ამ დღეს არ დამთავრდებოდა. ახალი წლის მეორე დღეს მლოცველი შეწირულ საჭმელს ისევ "გამოულოცავდა", შემდეგ სუფრაზე მიიტანდა, დაილოცებოდა-"ჩვენ ოჯახს მიეცი ბარაქა, დოვლათი, მოუშენე ოთხფეხი, ორფეხიო-იტყოდა, ჭიქა რვინოს დალევდა და ამ "ხაბაკს" მხოლოდ ტვითონ შეჭამდა. არც შეწირვა-გამოლოცვის დროს და არც ჭამის დროს არავის დაისწრებდა. მლოცველი მეორე დღეს ისევ დაილოცებოდა, შენაწირს-"გამონალოცს" შეჭამდა და ნარჩენებს დაწვავდა.
"თაროს ლოცვის" დღეს ოჯახი არაფერს გასცემდა და არც სხვა საქმეს გააკეთებდა. "თაროს ლოცვისაგან" გამიჯნული იყო სხვა ყველა რიტუალი, რომელიც ახალწელს ხვავისა და ბარაქის დასაბევებლად სრულდებოდა.
"შემოლოცვის" დღეს უფროსი კაცი-"შინაური" მეკვლე შეშით, "კოპიტის ჭოგრებითა" და "ლურჯი ჭყორით" დატვირთული ურმით ეზოში შემოვიდოდა და იტყოდა: "ურემივით დამძიმებული, დატვირთული წელიწასი იყოს ამ ოჯახისათვის". ამ ღამეს "ჭოგრებს" დაჭრიდა, ზოგს გარეთ დატოვებდა და ზოგისგან კარგ ცეცხლს დაანთებდა. ეს ყველფერი იმ ძველ დროში შუაცეცხლიან სახლში ხდებოდა. კოპიტის ჭოგრებთან ერთად კერიაზე კპიტის ჯირკვიც იყო მოთავსებული. "კერის თავს" სწორედ ეს ჯირკვი წარმოადგენდა. ყველაფერი ეს ახალი წლისთვის ეწყობოდა. ამავე დღეს სესაწირავ ფრინველებტან ერთად, მხოლოდ არა "თაროს ანგელოზისათვი", წინა დღეს ღორსაც დაკლავდნენ, ნაწილით "აპოხტს" (ლორს) გააკეთებდნენ, ხოლო ნაწილს დაამარილებდნენ. ამ ქათმებს "თაროს ანგელოზის" სახელზე რომ დაკლეს, რგვლად მოხარშავდნენ და მისი წვენისაგან საცივს მოამზადებდნენ. ჭადებიც წინა ღამეს უნდა გამოეცხოთ და ახალ წელს აყუდებულ კეცზე გაეცხელებინათ, რადგან სწამდათ, რომ თუ ახალ წელს გამოაცხობდნენ მჭადს, მთელი წლის მანძილზე კრუხი აღარ გამოჩეკავდა დფა წიწილა კვერცხებში შეიწვებოდა.
შემოლოცვის დღეს კეცსა და კეცს შუა ცხვებოდა საახლაწლო პურ-კვერები, ერთ დიდსა და "სქელ" პურს ბასილი ერქვა. სწორედ ამ პურზე ხის საჭრეთლით ორნამენტები იყო გამოსახული. ხანში ახოსვთ მხოლოდ ნამგალივით მთვარის გამომსახველი ორნამენტის სახელი. ბასილა-პურია ასე დაჭრელებული. ხანში ზოგ ოჯახში ადამიანის გამოსახულების ბასილა ცხვებოდა, რომელსაც გარდა ხელ-ფეხისა ფალიკური ნიშანიც ჰქონდა. ამზადებდნენ არეთვე "გორგოლებს", გახვრეტილ სხვადასხვა ზომის სამ კვერს, რომელსაც "ჭიჭიტას" ეძახდნენ (ხევსურეთში ჯიჯიტას-გ.ხ.). საახალწლო მისაკვლევად ბევრგან გომიჯიც ცხვებოდა. გომიჯს ჩხირით დაჩხვლეტდნენ და დაილოცებოდნენ: მოშენდით და მომრავლდით, ორფეხი და ოთხფეხი გიმრავლოტ ღმერთმაო; დალოცვის სემდეგ გომიჯს გულს ამოჭრიდნენ, დანარჩენს ნაწილებად დაჭრიდნენ და ოჯახის ყველა წევრს მოუკითხავდნენ. ის კი არ ვიცით, გომიჯის გულს რას უშვრებოდნენ.
რიტუალური პრ-კვერების უმრავლესობა ღორის ქონით მზადდებოდა. ახალ წელს ერთი დიდი "აბრი" პურის გამოცხობაც იცოდნენ. საახალწლო სუფრაზე, შუაგულ ადგილას ამ პურს დადებდნენ, გარშემო კი "რგვლად" მოხარშულ და შემწვარ ქათამს, ღორის თავს,ხმელ ხილს, კვახს (გოგრას), ნიგოზს, ბასილის პურსა და სხვა პურკვერებს შემოუწყობდნენ. დიასახლისი "აბრი" პურს დაჭრიდა, სათითაოდ თაფლში ამოავლებდა და ოჯახის წევრებს ამ ლუკმით მოულოცავდა...
აქ საყურადღებო საჭმელიც მზადდება: ღერღილს ან ღომს მოხარშავდნენ, მარილითა და ღორის ქონიტ შეაზავებდნენ და პურის ცომს გულში სართავად ჩაუდებდნენ. ღომის მარცვლები და ღორის ქონი სიმრავლისა სიუხვის დასაბევებელად იყო გამიზნული-ასეთი პურის გამოცხობას მსუყე წელიწადი მოჰყვებაო...
ახალი წლის ღამეს მომზადებულ კალათტან ერთად მეკვლე ღვინით სავსე დოქსაც დაიდგამდა, გათენებისას აიღებდა, "უბრად"-ხმის ამოუღებლად გარეთ დატვირთული გავიდოდა, სახლს სამჯერ ლოცვა-ვედრებით გარს სემოუვლიდა და კარზე დააკაკუნებდა. "რა მოგაქვსო", შიგნიდან შეეკითხებოდნენ. "ღვთისა და ბატონის წყალობა, ჯანმრთელობა, პური და ღვინო", "კიდევ რა მოგაქვსო?", ჰკითხავდნენ. "ღვთის სიკეთე და სიმრავლეო". მეჯვლეს გაუღებდნენ კარს და ფეხზე დამდგარი შეეგებებოდნენ. მხიარული და დატვირთული მეკვლე ჯერ მისაკლავებს დადებდა ძირს და მერე ხარს შემოიყვანდა, ზღურბლზე ჯერ მარჯვენა ფეხს გადმოადგმევინებდა, ზაღმა შემობრუნდებოდა დაიტყოდა: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო". იმასაც იტყოდნენ, რომ "წავიდა ძველი წელიწადი, მევიდა ახლი, მრავას დაესწარით ბედნიერადო." ამის შემდეგ მეკვლე ხარს გრეთ გამოიყვანდა და საქონლის, მოსავალის, ადამიანის გამრავლებისა და კეთილდღეობაზე დაილოცებოდა...
მერე მეკვლე ჭყორის ფოთოლ ბეღელსა და ამბარს, სასიმინდესა და ხულას, ჭერისთავსა და ყველა "ნამშრალს" მოულოცავდა; ჭყორი ურმის მისალოცსაც წარმოადგენდა.
მეკვლე, კოპიტის "სანათს"-ჯოხს აიღებდა და ცეცხლს "შეუჩხიკინებდა", ზოგი ჯირკვს საკეცით გაანძრევდა და ბევრი ნაპერწკლის დაცვენის დროს იტყოდა: "ამ ნაკვერცხალივით მოგვიშენე წვრილფეხა და დამიანი, ამდენი კაცთამიერი მშვიდობა, სიუხვე, სიცოცხე, პურისა და ღვინის დოვლათი, ქათამი და დამიანი მოგვიმრავლეო." შემდეგ მეკვლე ჯამზე ან ბეღელიდან მარცვლის ამოსაღებ ნიჩაბზე ყველანაირ მარცვლეულს დაყრიდა, იქვე "ჭიჭიტა" კვერს და კვერცს დადებდა, ბოსელში შევიდოდა, საქონელს ზურგზე კვერცხს გადაუსვამდა და იტყოდა: "ასე გასუქდი, ასე გამრავდიო." "ჭიჭიტა" კვერს ხარს და ძროხებს სათითაოდ რქებზე ჩამოაცმევდა, მერე თავზე გდაატეხვდა და მონატეხს მათაც შეაჭმევდა, ნარჩენებს ბავშვებს დაურიგებდა. კვერცხცს ახალი წლის მესამე დღემდე შეინახავდა და მერე შეჭამდა, შემდეგ იქვე ღომისა და ფეტვის მარცვლები უნდა მოებნია და საქონლისთვის მოშენება-მომრავლ;ება ესურვებინა. "ჭიჭიტა" კვერი მარცვლეულთან ერთად მარანში და ქათმების საბუდარში მიჰქონდა. აქაც ისევე, როგორც სხვაგან, აუცილებელი იყო თესლების მობნევა და ოჯახის ბარაქაზე დალოცვა.
არც ამ რიტუალით მთავრდება ახალი წელი.ოჯახის უფროსი ან ახალგაზრდა ქალი "უმძრახად" სხვადსხვა თესლს აირებდა და წყლის მოსატანად წავიდოდა, თესლს წყალშI ჩაყრიდა-წყალს მიულოცავდა "უხვი მოსავალი მოვიდეს, წყაროს თვალივით წამევიდეს ოჯახიო". "უმძრახადვე" წამოიღებდა წყალს და სახლში შესვლისას იტყოდა: "წყარომ შემოთვალა, ჩემი სიმდიდრე თქვენ და თქვენი სიღარიბე მეო." იმ წყლით ყველა ხელ-პირს დაიბანდა, მერე კი ოჯახის თითოეული წევრი კოპიტის დაჭრილ ჭოგრებს შემოიტანდა-"ასე ხელსავსე წელიწადი იყოსო". ამ დროისთვის გარეშე მეკვლეც მოვიდოდა, შემოსვლისთანავე ისიც მარცვლეულს მოაბნევდა, უხვ მოსავალსა და ჯანმრთელობაზე დაილოცებოდა. გარეშე მეკვლესაც ფეხზე დამდგარი შეეგებებოდნენ. ერთი უფროსთაგანი შინაურ მეკვლეს კალათს ჩამოერთმევდა და ორივე მეკვლეს სუფრასთან მიიწვევდა. მეკვლე დაბლა სკამზე-"კოლიფაზე" "ფეხმოფრთხვნილი" დაჯდებოდა. ამ რიტუალზე იტყოდნენ: მეკვლე რომ ასე დაჯდება, იმ წელიწადს კრუხი კარგად მოკრუხდებაო. აიმ დღეს სუფრასთან "უხადი" ჭური უნდა დაებედებიათ. ჭურის თავზე ერთმანეთს დალოცავდნენ; ეს "საწირავი ჭური" იყო, რომლიდანაც მხოლოდ ერთ დოქ ღვინოს ამოიღებდნენ, მოსალხენად კი სხვა, ზოგჯერ ხუთსაპალნიან, ჭურს გასნიდნენ და იქვე დიდი ხაჭაპურით დაილოცებოდნენ.
საახალწლო რიტუალი მეორე დღესაც გრძელდებოდა და სხვადსხვა მაგიურ-რელიგიური წეს-ჩვეულებები სრულდებოდა. ამ დღეს, რომელსაც "ბედობა" დღეს ეძახიან, ოჯახის "მფერხავი" კარგ ყვინჩილას ამოარჩევდა, ვენახში წაიყვანდა, ვაზის ლერწზე დაკლავდა და სისხლს მოასხურებდა. ამ რიტუაილის შესრულება კარგი წელიწადის დასაბედებლად, წითელი ღვინის უხვი მოსავლის ასაღებად იცოდნენ. დაკლული ყვინჩილა შIნ უნდა წამოეღოთ და მისგან მომზადებული კერზი ყველას ეჭამა.
ზიგიერთი რიტუალური პური ნათლისღებამდე ინახებოდა, ნათლისღებას კი ბასილას ოჯახის უფროსი წმინდა წყლით აკურთხებდა-წყალს მიასხურებდა და მერე ამ პურის ნაწილებს ოჯახის ყველა წევრს მისცემდა. მეკვლე კი იტყოდა: "ბასილას მადლი შეგეწიოთ, იმისი ძალა მოგეცეთ, გამრავლდით და გაბედნიერდითო"
ხანელი მონადირეები მკაცრად იცავდნენ მონადირე მამა-პაპათაგან დადგენილ წესს...როგორც მეთევზეებს, ასევე მონადირეებს თავიანთი მფარველი მწყემსი ჰყავდათ. როდესაც მონადირეს გზაზე ვინმე შეხვდებოდა, ეტყოდა "ხსილამცახარ"...ეს სიტყვა ზოგიერთი მონადირის თქმიტ მათი დასალოცავია-"მრავალი გენადიროთ და მრავალი ნადირი მოგეკლათო. ნადირის მომკლავს ეტვიან "ას-ას" (ასევე თევზის ჭერის დროს)-ასი მოგენადიროსო".
მონედირე ცდილობდა მოესყიდა მისი მფარველი და პატრონი მთავარანგელოზი მიქაელ-გაბრიელი, ლოცვითა და შესაწირავით მოეგო მისი გული. ამიტომ საკლავს კლავდა, მის გულ-ღვიძლს ტაბაკზე ან ხონჩაზე დაწყობდა, ხელში დაიჭერდა და მიქელ-გაბრიელს ევედრებოდა: "ნუ მოგვაკლებ შენს წყალობას ჩვენ და ჩვენს ნადირს, მშვიდობით მოგვათავებინე ნადირობაო". მიქელ-გაბრიელს კარგ ნადირსაც ეხვეწებოდნენ, რომ ნადირობის დროს წვიმა და ჭექა-ქუხილი თავიდან აეცილებინა.
გაგიგიათ თუ არა, ტყის მფარველი ესტატე და ეფენდი? ისინი განაგებდნენ ნადირობის ავ-კარგს. მათ სახელზე მონადირეს შესაწირავი მიჰქონდა, ხის ფუღუროში კვირისტავით თითისტარს, ძაფს, მატყლს დადებდა და ესტატესა და ეფენდის ნადირის მოკვლასა და შინ კარგად დაბრუნებს ეხვეწებოდა...ტყის მფარველი დღე-ღამეში მხოლოდ გირვანქა ხორცის მოპოვების ნებას აძლევს. თუ მონადირე დიდ ირემს მოკლავს, მერე მას დიდხანს აღარაფერს მოაკვლევინებს...
აქ ტევზს თავისი "მწყემსი" ანუ მფარველი ჰყავდა-ლარსა. ის ისეთივე მფარველი იყო, როგორიც "გრიგოლ-ზღვისა". ხანში დღერსაც შემონახული წესი, როდესაც მეთევზე სათევზაოდ მიდის, თან მიაქვს ერთი "კოკორი", "ჭინჭილათი" ღვინო და "კუნკულა" (პატარა გრძელი ყინწიანი კვახია ღვინის დასალევი). სათევზაო ადგილს რომ მიუახლოვდება, "კოკორს" და ღვინოს მახლობელ ბუჩქთან დატოვებს. უკან დაბრუნებულ და დატვირთულ მეთევზეს "კოკორი" წაღებული და "ჭინჭილა" ცარიელი ხვდება. მეთევზის რწმენით, შესაწირი წმ. ლარსასთან მივიდა და იგი თევზის დაწერაში დაეხმარა...

ჯულიეტა რუხაძე


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 06:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი