სახარების განმარტება, სახარების მკითხველისთვის რთულად გასაგები ადგილების განმარტება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახარების განმარტება, სახარების მკითხველისთვის რთულად გასაგები ადგილების განმარტება |
Geocraft |
May 4 2013, 12:17 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-May 13 წევრი № 13,127 |
ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს?
შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა? მარკოზის სახარება თავი 9 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. |
azazeli |
Nov 13 2013, 09:46 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 24-August 13 წევრი № 13,307 |
მაცხოვრის საუბარი ნიკოდიმოსთან
როგორც მოგეხსენებათ ნიკოდიმოსთან საუბარი მოთხრობილია ივანეს სახარების მე–3 თავში. მაგრამ ზოგადად სანამ ტექსტის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს მანამდე უნდა ვახსენოთ და ვისაუბროთ იმის შესახებ თუ ვინ იყო ნიკოდიმოსი. ნიკოდიმოსი როგორც წმ. წერილი გვამცნობს იყო კაცი ფარისეველთაგანი, მთავარი ჰურიათა. რომელიც მიდის მაცხოვართან ღამე და მართავს დიალოგს, სხვაგვარად რომ ვთქვათ იწყებს საუბარს.რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს. ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ. სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან. მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იცია? ამენ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ. უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს? და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა. და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ. რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. ახლა ჩვენ აქ ერთ დეტალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, I– რატომ მიდის ნიკოდიმოსი მაცხოვართან ღამე სასაუბროთ? პასუხი მარტივია იმიტომ რომ როგორც უკვე ვახსენეთ ნიკოდიმოსი იყო მთავარი ჰურიათა ამიტომ მას ეშინოდა იუდეველი ხალხის. სწორეთ ეს გახლავთ მიზეზი იმისა რომ ის მოდის მაცხოვართან სასაუბროთ ღამე. მაგრამ მაცხოვარი მას არ აგდებს, არ ამხელს, მრისხანებით არ მიმართავს, არ ეუბნება თუ რატომ არ ხარ გამბედავი და არაფერს ამის მსგავსს არამედ სიყვარულით, თავმდაბლობით, ესაუბრება მას მაღალ ღვთაებრივ საკითხებზე. როგორიცაა: მეორედ შობა, სასუფეველი ღმრთისა, რა განსხვავებაა ხორციელ შობილსა და სულიერ შობილს შორის. რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ. ღმერთის სიყვარული ჩვენდამი განუზომლად დიდია რამეთუ ღმერთმა ჩვენთვის ანგელოზი ან წინასწარმეტყველი კი არა თავის მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა. ღმერთს ანგელოზიც რომ გამოეგზავნა ჩვენს გამოსახსნელად არც ეს იქნებოდა ურიგო და პატარა საქმე მაგრამ რამხელა სიყვარულია რამხელა სითბოს გამოხატულებაა ის რომ ღმერთმა ჩვენთვის თავის ერთადერთი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ჩვენს გამოსახსნელად.რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა. და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან. რას ნიშნავს ,, ვისაც ძის რწმენა აქვს არ დაისაჯოს’’ ნუთუ არ დაისჯება თუ იმ ადამიანის ცხოვრება არაწმინდაა? რასაკვირველია დაისჯება. ასეთ ადამიანებს პავლე მოციქული ტიტეს მიმართ ეპისტოლეში უწოდებს ადამიანებს რომლებიც ღმერთს მხოლოდ ბაგით სცემენ თაყვანს ხოლო მათი საქმეები შორს არიან მისგან. ასეთები არ განისჯებიან თავიანთი რწმენის მიხედვით, რადგან ღვთის რწმენა აქვთ მაგრამ განისჯებიან თავიანთი საქმეებით რომლებიც ღმრთისა მიერ ქმნულ არ არიან. ხოლო რომელსა არა რწმენეს აწვე დასჯილ არს. როგორ? პირველ რიგში იმიტომ რომ ურწმუნოება უკვე სასჯელია. რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად და შეიყვარა კაცთა ბნელი ვიდრე ნათელი რამეთუ საქმენი მისნი ღმრთისა მიერ ქმნულ არიან. თბილისის სასულიერო სემინარია საღვთისმეტყველო ფაკულტეტი სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2024 - 07:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი