IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კანდელის და საკმევლის დანიშნულება
izo
პოსტი Jul 31 2007, 08:39 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 13-September 06
წევრი № 187



mainteresebs, kandelisa da sakmevlis moxmarebis wesi rogoraa? da shesadzlebelia tu ara misi gamoyeneba modzgvris kurtxevis gareshe? vici, rom kandelis danteba sheidzleba locvis dros da shignit ubralo zeti, tu nakurtxi zeti unda esxas?
tqven ufro gamocdilma da kargad gatvitcnobierebulma xalma iqneb amixsnat me, jer gamoucdelsa da axalbedas. winaswar yvelas madloba smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 28 2010, 01:13 AM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



კანონისტი
ციტატა
გთხოვთ, ჩემ კანონისტობას ბრჭყალებში ნუ ჩასვამთ, რადგან იძულებული ვიქნები ადეკვატურადვე თქვენი საერთოდ მართლმადიდებლობა ჩავსვა ბრჭყალებში... ეს ისე, თხოვნის სახით.


ჩემი პასუხი თავიდანვე მინდა ამ შენიშვნით დავიწყო. მე თქვენი ნიკი ბრჭყალებში იმიტომ კი არ ჩავსვი, რომ რაიმე შეფარვით მიმენიშნებინა ან თქვენი დაკნინება განმეზრახა, არამედ იმიტომ, რომ ნიკია და როგორც ასეთი ბრჭყალებში ჩავსვი. კერძო სახელთან რომ მქონოდა საქმე მაშინ, ცხადია, ასე არ მოვიქცეოდი, თუმცა პრობლემა არ არის უბრჭყალებოდაც თქვენი ნიკის მოხსენიება. გაუგებრობას რომ თავი ავარიდო ვითვალისწინებ თქვენს შენიშვნას და ამიერიდან ეს სახელი ბრჭყალებში აღარ ჩაისმება.


ციტატა
პირველივე შეცდომა. ვინ გითხრათ, რომ შეიძლება პარალელი გაივლოს ზიარების საიდუმლოთა საიდუმლოსა და კანდელის ზეთის მცენარეულობას შორის? თუ გგონიათ, რომ მოციქულთა და მსოფლიო კრებების 3 კანონი რომ ეძღვნება საწირავ ღვინოსა თუ ნივთიერებებს, კანდელზე ვერაფერ კანონს ვერ მიიღებდნენ?


პარალელი გავლებული იყო არა ზიარების საიდუმლოსა და კანდელის ზეთს შორის, არამედ "მსხვერპლის მაკონტროლებელ უფლებაზე". სწორედ ამ კუთხით იყო დამოწმებული ეს შედარება. ამიტომ, ვფიქრობ თქვენი მჯელობა უფრო გაუგებრობიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ღმრთისთვის შესაწირ ზეთს, მასზე ლაპარაკია წმიდა წერილში (ძველ აღთქმაში) და დაცულია გადმოცემის სახით მართლმადიდებლურ ეკლესიაში. რადგან ზეთისხილის ზეთი იყო და დარჩა ქრისტეს მადლის, ქრისტეს წყალობის სიმბოლოდ, მას იყენებენ სწორედ საეკლესიო საიდუმლოებებში.

სხვათა შორის რუსულად ამ ზეთს უწოდებენ "Елей", რომელიც ბერძნულიდან მომდინარეობს და ღვთის წყალობას ნიშნავს. ზეთისხილი ფიგურირებს წარღვნის დასრულების და მყარის გამოჩენის სამახარობლო სიმბოლოდ; და ზეთისხილივე ფიგურირებს ქრისტეს ჯვარცმის დროს, რომლისგან გამოკვეთილი დაფა დააკრა პილატემ მაცხოვრის ჯვარს, მაცხოვრის თავს ზემოთ ცნობილი წარწერით. ამიტომაც, საეკლესიო გადმოცემით, ზეთისხილის ზეთი არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, როგორც სიმბოლო, დაკავშირებული ღვთის წყალობასთან.

ციტატა
სწორედ ამაშია თქვენი შეცდომა, რომ დოგმატს, კანონსა და ტრადიციას ურევთ. იმაზე, რაზეც ეკლესიამ თქვა, რომ არის ტრადიცია, ნუ ამბობთ, რომ ან კანონია ან დოგმატი. საწირავი ნივთიერებები - წყალგარეული ღვინო და პურის ფქვილი საეკლესიო კანონებით არის დადგენილი და დოგმატებით ახსნილ-განმარტებული, რასაც საკმევლისა თუ კანდელის ზეთის შემთხვევაში ვერსად ვხვდებით.


ციტატა
ნუ გაადოგმატებთ საეკლესიო ტრადიციას, თორემ თქვენვე ჩავარდებით წინააღმდეგობაში. ეს კი, ყველაფერ უბედურებასთან ერთად, მწვალებლობაც არის, რადგან რაც ეკლესიას არ დაუდგენია დოგმატად ან კანონად, თქვენ მიერ ტრადიციის ამგვარად გამოცხადებით ამახინჯებთ ეკლესიის სწავლებას.


არ ვიცი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთაგან ვინ ურევს დოგმატს, კანონსა და ტრადიციას. ნამდვილად არ ვიცი. არც შემხვედრია ძველმართლმადიდებლური რაიმე თხზულება, სადაც გამართლებული იქნებოდა ამგვარი რამ. ზოგადად ძველმართლმადიდებლობა არსად არ ასწავლის დოგმის, კანონისა და ტრადიციის შერევას. სამივეს თავისი ადგილი და განმარტება გააჩნია. მაგრამ უნდა შევნიშნო ერთი რამ, რაც ტრადიციისა და კანონის ცნებებს უკავშირდება.

წმიდა მამათა თქმით, იქ სადაც არ არის დაწერილი კანონი, კანონის ძალა აქვს დაუწერელ გადმოცემას. რადგან, ეკლესიაში ყოველივე როდია კანონების სახით ჩაწერილი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თვით წმიდა წერილიც კი გადმოცემაზე უგვიანესია, და იქაც ყოველივე როდი ჩაიწერა. მოგვიანებით, მსოფლიო საეკლესიო კრებების ეპოქაში, ამ გადმოცემებიდანაც მრავალი რამ დაკანონდა, საჭიროებისდა მიხედვით, მრავალი რამ კი ისევ გადმოცემად დარჩა, რომელსაც ეკლესია დღემდე იცავს...

წმ. ეპიფანე კვიპრელი ამბობს, რომ "უნდა გადმოცემასაც მივსდიოთ, რამეთუ შეუძლებელია მხოლოდ წმ. წერილში ვპოვოთ ყოველივე. წმ. მოციქულებმა ზოგი რამ წერილში დატოვეს, ზოგი - გადმოცემაში".

წმ. გადმოცემის დიდმნიშვნელოვნებას წმ. მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა განწესებანი ცხადყოფენ. ეს კრებები თავიანთ კანონებს ადგენდნენ მათივე თქმით, "ვითარცა კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიისა და წმ. მამათა გადმოცემების მიმდევარნი. ამიტომაც ძალზე ბევრ კანონს ისინი შემდეგნაირად გამოხატავენ: "დავიმარხოთ ძველი წეს-ჩვეულებანი", "უძველესი გადმოცემები"...

საეკლესიო კანონი - წერილობით და დაუწერელ გადმოცემათა სავალდებულო დაცვის შესახებ, არაერთხელ ყოფილა განმეორებული მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე.

მექვსე მსოფლიო კრება. საქმენი.
"ანათემა მას, ვინც დაარღვევს საღვთო დაწერილ თუ დაუწერელ გადმოცემას".

დოგმატი ნიკეის მეშვიდე მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 367 წმ. მამისა.
"ვიცავთ წერილობით ან დაუწერლად დადგენილ საეკლესიო გადმოცემებს - და არავითარი სიხალე არ შეგვაქვს".

მეშვიდე მსოფლიო კრება, საქმენი.
"რომელმაც უარყოს საეკლესიო გადმოცემა, დაწერილი თუ დაუწერელი, ანათემა მას".

მეშვიდე მსოფლიო კრება, კანონი 7.
"წმიდა ადათ-წესები პყრობა საჭიროა დაწერილი თუ დაუწერელი კანონმდებლობის თანახმად".

წმ. ბასილი დიდი, † 379.
"თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში".

"ჯერ-არს მივსდიოთ დაუწერელ საღმრთო გადმოცემას, რამეთუ მოციქულთაგან გადმოგვეცა".

"ჩვენ ვიცავთ წესებს, რომელთაც კანონის ძალა აქვთ, რამეთუ განწესებანი მათნი წმ. მამებმა გადმოგვცეს" (კანონები 87 და 91).

ნეტარი ავგუსტინე, 430
"ყოველივე, რასაც პყრობს ეკლესია და რასაც პყრობდა კრებათა დადგენილებების გარეშე, მოციქულთაგან მიგვიღია".

ტერტულიანე, II ს.
"თუკი რომელიმე კანონი წერილობით არ არის განსაზღვრული, მაგრამ მაინც ყველგან გვხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის განმტკიცებულია წესჩვეულებით, რომელიც საღმრთო გადმოცემაზე არის დაფუძნებული. ხოლო თუკი იტყვიან, გადმოცემასაც სჭირდება რაიმე წერილობითი მოწმობაო, მაშინ ჩვენი მხრივ მივუთითებთ ისეთ განწესებებზე, რომლებიც დაცულია ყოველგვარი წერილობითი წყაროს გარეშე, მხოლოდ გადმოცემისა და წეს-ჩვეულების მნიშვნელობისა და ძალის წყალობით. მაგალითად: ნათლისღება, ევქარისტია, მარხვის დრო და ა. შ.

თუკი ვინმე ამ და ბევრი სხვა განწესების შესახებ დაწერილ კანონს დაუწყებს ძებნას, ვერ იპოვნის. აქ ძალა აქვს გადმოცემას, ვითარცა საფუძველს; წეს-ჩვეულებას, ვითარცა მის მტკიცებას; სარწმუნოებას - ვითარცა დაცვას".

მეთოდე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი, 846 წ.
წმ. მეთოდე განდგომილებს უწოდებს იმათაც, ვისაც სიახლე შემოაქვს ეკლესიაში, ვინც უკუაგდებს ძველ საეკლესიო ჩვეულებებს და სანაცვლოდ მათ საწინააღმდეგოს ამკვიდრებს. ასეთ განდგომილთა მობრუნება ეკლესიაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უარს იტყვიან თავის ცდომილებებზე და საკუთარ ცოდვებს ეპითიმიით მოინანიებენ (ახალი სჯულის ფიცარი. 17, 4, 5).

"პიდალიონი" (ბერძნული სჯულის კანონი)
"სადაც არ არის განწესება ან დაწერილი კანონი, განწესებისა და დაწერილი კანონის ძალა აქვს წეს-ჩვეულებას, რომელიც მრავალი წლითაა გამოცდილი და არ ეწინააღმდეგება დაწერილ კანონს" [color=#000099](მეორე მსოფლიო კრების მე-7 წესის განმარტება. გვ. 388)".

ამიტომაც, ნუ ვიტყვით იმას, მართლმადიდებლები, რომ რადგან არ არსებობს კანონი რომელიღაც გადმოცემაზე, ის უმნიშვნელოა და გადასაგდები, ან აბუჩად ასაგდები და შესაცვლელი... თუ გადმოცემათა შინაარსს ჩავუკვირდებით, ვნახავთ, რომ მათში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი სიმბოლოებია ჩადებული. გარდა ამისა, ეს გადმოცემები ძალზედ ამშვენებენ ეკლესიის ცხოვრებას, ლიტურგიკას და ა. შ. მაგალითად, ჩვენთან, ძველმართლმადიდებლებთან, მრავალი ძალზედ მშვენიერი და მოსაწონი უძველესი ტრადიციაა დაცული, მათ დოგმის მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, მაგრამ მეორეს მხრივ ვიკითხავ - რატომ არ უნდა იყოს ის დაცული ეკლესიაში? ეს გადმოცემები ხომ, მთელი ლიტურგიის მსგავსად, ასწავლის ეკლესიაში მოსულ ადამიანს და ჭეშმარიტებასთან აზიარებს?!

მაგალითისთვის ავიღებ ერთ ჩვეულებას: ჩვენთან, ლიტურგიის ბოლოს, ყოველთვის, ზიარების შემდეგ, მორწმუნეებს ასმევენ წყალგარეულ ღვინოს. ტრადიცია ძალზედ ძველია და დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ მითხრა საიდან მოდიოდა ან რას ნიშნავდა ეს. ასეთ შემთხვევაში, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ამგვარ ჩვეულებებს, როდესაც სიძველის გამო მისი ჭეშმარიტი დანიშნულება და არსი მივიწყებულია, მაგრამ ტრადიცია მაინც დაცულია, საკუთარი გულისხმისაებრ განმარტავენ და ყოფით მნიშვნელობას ანიჭებენ. აქაც ასე მოხდა და მითხრეს, რომ წყალგარეული ღვინოს დაყოლება ზიარებაზე თითქოსდა იმიტომ იყო საჭირო, რომ ზიარების ნაწილები ადამიანს პირის ღრუში, ან კბილებში არ ჩარჩეს და შემთხვევით არ გადააფურთხოს. სიმართლე გითხრათ, ლოგიკურია და მოსაწონი ამგვარი ზრუნვაც, მაგრამ, მოგვიანებით, ამ ჩვეულების დასტური წმ. კლიმენტი ალექსანდრიელის "პედაგოგში" ვიპოვე (თუმცა იქ, როგორც მახსოვს, ლაპარაკია მარტო წყალზე, ან წყალსა და თაფლზე). იქაც ნათქვამია, რომ ზიარების შემდეგ, მორწმუნეებს წყალს ასმევდნენ. წყალი კი, ამ შემთხვევაში არის იმ წყაროს სიმბოლო, რომელზეც მაცხოვარმა თქვა: "ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში" (იოანე 4:14). რადგან, ერთის მხრივ, თქვენთვის ძნელი არ იქნება უფლის უწმიდეს ხორცთან და სისხლთან ამ სიტყვების დაკავშირება, და მეორეს მხრივ, მისი დაკავშირება წყალთან, როგორც ქრისტეს სიმბოლოსთან, გასაგები გახდება რატომ ასმევენ წყალს მორწმუნეებს ზიარების შემდეგ.

უამრავი სიმბოლოა მიცვალებულის დაკრძალვაში: წყალი, თაფლი, ხორბალი, ღვინო, სანთელი და ა. შ. ყველაფერს ხომ თავისი მნიშვნელობა აქვს და წარმოვიდგინოთ რა იქნებოდა მართლმადიდებლური დაკრძალვის წესი ყველა ეს სიმბოლო ან დამახინჯებულიყო ან გაუქმებულიყო...

ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ არ არის არავითარი ფანატიზმი ძველმორწმუნეთა მხრიდან ძველი ტრადიციების დაცვა. მითუმეტეს, რომ "მეშვიდე მსოფლიო კრება თავის მეშვიდე კანონში ბრძანებს, რათა, ყველაფერი რაც ეკლესიაში იქნა უგულვებელყოფილი, აღსდგეს და ძალაში შევიდეს, დაწერილი და დაუწერელი კანონმდებლობის თანახმად; სხვაგვარად კი განიკვეთოს ყველა, ვინც საეკლესიო გადმოცემას დაარღვევს" (იხ. სინტაგმა. 11, 374)".



--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
izo   კანდელის და საკმევლის დანიშნულება   Jul 31 2007, 08:39 PM
ალექსანდრე   კმევის დაწყების წი...   Jul 31 2007, 10:03 PM
izo   მადლობა განმარტებ...   Aug 13 2007, 09:38 PM
ალექსანდრე   izo კანდელის დანთებ...   Aug 13 2007, 10:46 PM
izo   კარგი, ალექსანდრე, ...   Aug 13 2007, 11:12 PM
Megi_rustavi   მე როდისაც ვკითხე ...   Dec 31 2007, 06:05 PM
levan gelovani   კანდელი არის ზეთია...   Jan 4 2008, 10:04 PM
Πρεσβύτερος   ასანთით კანდლის ა...   Apr 9 2010, 04:56 PM
ნათია   ქრისტიანულ ეკლესი...   Jan 9 2008, 05:47 PM
dzvelmartlmadidebeli   ლეონი გაუგებარია ...   Jul 21 2010, 10:46 AM
dzvelmartlmadidebeli   "ელაპარაკა უფალი ...   Jul 21 2010, 11:24 AM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli არსად ამოგ...   Jul 21 2010, 01:40 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი თქვენი ...   Jul 21 2010, 09:14 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli პირველივე ...   Jul 27 2010, 02:25 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი ჩემი პა...   Jul 28 2010, 01:13 AM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი იცით, ს...   Jul 28 2010, 01:23 AM
marine   "მეუფე გრიგოლი (ც...   Sep 19 2016, 09:11 PM
marine   "კანდელი ზეთიანი ...   May 25 2017, 02:24 PM
marine   "კანდელის შუქი იმ...   Oct 13 2019, 03:26 PM
marine   "ქორკანდელი (ბერძ...   Oct 22 2019, 11:22 PM
marine   "მამები ამბობენ, ...   Apr 21 2020, 07:55 PM
marine   კანდელის შუქი იმ შ...   Jul 18 2020, 01:21 PM
marine   "კანდელის შუქი მი...   Jun 20 2021, 02:40 PM
marine   "თუ შენი გული მორ...   Jul 17 2021, 05:45 PM
marine   "საუკუნეების წინ,...   Dec 15 2021, 03:25 PM
marine   "კვლევამ საიდუმლ...   Aug 14 2023, 06:45 PM
marine   "და აი, მოდის მაკა...   Sep 12 2023, 04:47 PM
marine   "საკმეველი მოკრძ...   Sep 13 2023, 12:59 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 06:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი