თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ფიქრთა მორევი

პოსტის ავტორი: თომასი თარიღი: Apr 3 2017, 02:21 AM

უძილობა ყველაზე პატარა პრობლემაა ჩემს პრობლემებს შორის და სწორედ ამ პრობლემის გამო ვფიქრობდი შუა ღამეს. ვფიქრობდი ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად, რომ წარმართულიყო, როგორ გავართმევდი თავს ამ გამოცდას. დიახ ალბათ ყველაზე უსამართლო გამოცდას, სადაც კი მონაწილეობა მიგვიღია.ახლა გავყურებ ფანჯარას და ვხედავ მთვარიან ღამეს, ჩაბნელებულ კორპუსებსა და ლამპიონების ნათებას სხვა შემთხვევაში ხომ შეიძლება მეფიქრა იმაზე, თუ როგორ მიმეტანა ავადმყოფი დედისთვის წამალი, ან როგორ გადამეხადა ხვალ ბინის ქირა, ან უბრალოდ მეფიქრა იმაზე გამითენდებოდა თუ არა, ხვალინდელი დილა. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება მეფიქრა იმაზეც, თუ ხვალ რა ფერის ავტომობილით წავიდოდი სამსახურში, თუმცა ყველაფერი რჩება ისე, როგორც დაიწყო მე ვრჩები ჩემს ყოფით და უბრალო პრობლემებთან მარტო. უბრალოდ ერთი რამ, რაც იცვლება არის დრო. დრო, რომელიც ძალიან მალე გადის.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)