IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

27 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> რ ა ჭ ა, ბუნება და ტაძრები
ana-xatia
პოსტი Dec 27 2006, 01:20 AM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



tati87
ესეც შენი ღების სურათი smile.gif

IPB-ს სურათი


ეს კიდევ ჩემი სოფლის ცოტა ზემოდან. ძალიან მომენატრა იქაობა sad.gif

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Jan 2 2007, 07:39 PM
პოსტი #22


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ციტატა(toko_dvali @ Dec 30 2006, 06:08 PM) *

აუ ხალხო სურათი როგორ ავტვურთო????
მაგარი სურათები მაქ ჩემი სოფლის შავრის და ვერ ვდებ!!!!!!!



სურათების ატვირთვა შეგიძლია ან http://a.foto.radikal.ru ან http://imageshack.us


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jan 10 2007, 12:16 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



მოდი მეც დავდებ რაჭის ერთ სურათსაც კახეთიდან ვარ წარმოშობით და სიმართლე გითხრათ კახეთზე არანაკლებ მიყვარს რაჭაც რადგან სასწაული ბუნება აქვს მართლაც რომ ლამაზი მხარეა smile.gif
IPB-ს სურათი
ნუ პატარ-პატარა ყველა კუთხის სუფრის ადათ-წესები ვიცი და რაჭველებში ის მომწონს რომ სუფრის დამთავრებისას ერთ ლამაზ ლექსს ამბობენ ნუ არ ვიცი ეს ლექსი ფორუმელმა რაჭველებმა თუ იციან biggrin.gif biggrin.gif მაგრამ მაინც შემოგთავაზებთ:
შეგვეწიოს ყოვლად წმინდა
ხოტევი და ნიკორწმინდა
ზემო ბარი, ქვემო ბარი
სხვავა და კვირიკეწმინდა
ჩვენი მტერი და ორგული
დასყევლოს ტურა მელამა
ქრისტეს აღდგომა გვამცნობოს
წისქვილის სარეკელამა
მრავალძის წმინდა გიორგიმ
ველიეთ სულის ზენამა
თქვენი ოჯახი დალოცოს
სამთისის დიადემამა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
მოდიოდა ფეხშიშველი
ღმერთმა ყველა გადღეგრძელოთ
სტუმარი და მასპინძელი!
გაიხარეთ რაჭველებო ყველანი მაგრა მიყვარხართ მაგრები ხართ smile.gif

ციტატა(TSETSONI @ Jan 10 2007, 01:42 AM) *

ყველაზე მაგრები ქართველებში რაჭველები ვართ, რაჭველებში კი ღებელები, ღებელებს შორის კი ნაყურელები!
biggrin.gif tongue.gif

მოდი მეგობარო ერთს გეტყვი ქართველებში კი არა თვითონ ქართველები ვართ მაგრები და რო ვიძახით რომ ეს კუთხეა მაგარი ის კუთხეო იმიტომაც ვართ აშენებულები smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 10 2007, 12:24 PM
პოსტი #24


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



beqa.shuxoshvili
შენ გეიხარე ბოშო! ახლა იმტონა მნიშვნელობა ქვე კი არ ააქ, მარა, მაინც ქვე რავარია კაია, შე კაცო, კახელი რო გეტყვის, რაჭა ლამაზიაო. ლამაზია ქვე, მაპა არაა?

მე ბოშო თელი წელი რაჭაში ჩასვლას ველოდები და აქ რო ჩამოვალ უკან, ქალაქში, მეორე დღეს უკვე ქვე მენატრება რააჭა. აპა!

წევიდეთო ვიღაცამ ქვე თქვა და მართლა წევიდეთ არ გინდაათ? მეუფეს ვიცნობ რაჭისას, ჰოდა ქვე დოურეკოთ და წევიდეთ და ნიკორწმიდასაც ქვე ვნახავთ და იქნება გვაზიაროს კიდეც მეუფემ

ჰო, მნათეები ვინც ხართ ბოშო ქვე წამეიღეთ სტიქარი

გეიგეთ ახლა ჩემი რაჭულიი?

ციტატა
რაჭველებში ის მომწონს რომ სუფრის დამთავრებისას ერთ ლამაზ ლექსს ამბობენ ნუ არ ვიცი ეს ლექსი ფორუმელმა რაჭველებმა თუ იციან

უიმე ბეჩა! რავა არ ვიცი, შე კააცო! გეტყობა ჩემთან ერთად რო არ გიქეიფია, თორე მე ვიცი კი არა, ეს ლექსი მგონი უცხოელებსაც ქვე ვასწავლე biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jan 10 2007, 12:28 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა
შენ გეიხარე ბოშო! ახლა იმტონა მნიშვნელობა ქვე კი არ ააქ, მარა, მაინც ქვე რავარია კაია, შე კაცო, კახელი რო გეტყვის, რაჭა ლამაზიაო. ლამაზია ქვე, მაპა არაა?

მე ბოშო თელი წელი რაჭაში ჩასვლას ველოდები და აქ რო ჩამოვალ უკან, ქალაქში, მეორე დღეს უკვე ქვე მენატრება რააჭა. აპა!

წევიდეთო ვიღაცამ ქვე თქვა და მართლა წევიდეთ არ გინდაათ? მეუფეს ვიცნობ რაჭისას, ჰოდა ქვე დოურეკოთ და წევიდეთ და ნიკორწმიდასაც ქვე ვნახავთ და იქნება გვაზიაროს კიდეც მეუფემ

ჰო, მნათეები ვინც ხართ ბოშო ქვე წამეიღეთ სტიქარი

გეიგეთ ახლა ჩემი რაჭულიი?

ქე გევიგეთ წამოვალთ აბა რას ვიზავთ შენ ოღონდ რაჭაში წამიყვანე და სად არ წამოვალ ისე მიყვარს ეგ მხარე biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jan 10 2007, 04:36 PM
პოსტი #26


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(beqa.shuxoshvili @ Jan 10 2007, 11:16 AM) *

მოდი მეც დავდებ რაჭის ერთ სურათსაც
IPB-ს სურათი

ეს ფოტო სადაა გადაღებული თუ იცი?


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jan 10 2007, 06:39 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა(usgar @ Jan 10 2007, 04:36 PM) *

ეს ფოტო სადაა გადაღებული თუ იცი?

სიმართლე გითხრა არ ვიცი ძმაო მაგრამ ამ დღეებში გაგირკვევ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tati87
პოსტი Jan 11 2007, 02:37 AM
პოსტი #28


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 10-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 666



http://gebi.iatp.ge/photoalbum.htm

აქ ნახავთ ღების სურათებს!!! რაჭის ერთ-ერთი სოფელია !!!

ცოტა ინფორმაცია ვიპოვე რაჭველების ტრადიციებთან დაკავშირებით და დავდებ ამასაც!!!


დღეობები


ძველად სოფელში იმართებოდა დღეობები, სოგიერთი მათგანი დღესაც იმართება. დღესასწაულებს ღებში ეძახდნენ დღეაწველებს. ღების ერთ-ერთ უბანში, ნაყურში, იმართებოდა დღეაწველები. იყო შეჯიბრებები, ჭიდაობა, ხარების შეტაკება და სხვა...
დღესასწაულზე შეჯიბრებებების შემდეგ ჩაებმებოდნენ ფერხულში. ფერხული და სეირნობა თითქმის ყოველ კვირას ტარდებოდა. ნაყურიდან იწყებდნენ სეირნობას და ქალაქის ხიდამდე (დიდსა და პატარა ღების გამყოფი ხიდი) ჩადიოდნენ. ხოლო ფერხული იწყებოდა საროკავადან. ამ უბნის სახელიც როკვას უკავშირდება.



ბარბარობა

პირველად იმართებოდა ბარბარობა- მეკვლეობა. Eეს დღე უქმე იყო, ხარშავდნენ ხვარბალ (მარცვალ) სიმინდს, აცხობდნენ ბაჭულებს (ხაჭაპურებს) და განატეხს (დაჭრელებული ხაჭაპური).



შობა

შობის წინა დღეს სოფლის ბიჭები ჯგუფ- ჯგუფად ჩამოივლიდნენ ყველა სახლის კართან და ასრულებდნენ საშობაო საგალობელს:

შობა- შობა მარიობა,
შობის ახალ წელიწადი,
ჩვენ ხომ მათხოვრები არ ვართ.
ქრისტეს მახარობლები ვართ.
ჩიტი შემოჯდა ოლესა,
იძახის მარიობასა
ღმერთმა ყველა დაგვასწროს
აღდგომა –მარიობასა” და ა. შ. ...


დიდმარხვა


დიდმარხვის პირველი დღიდან გადმოითვლიდნენ ოთხ კვირას და “აღებას” ეძახდნენ. Pპირველი კვირა იყო “შხელის მარხვა”, რომელსაც იცავდნენ მხოლოდ გობეჯიშვილები.


შემდეგ კვირას ეწოდებოდა “ბოსლობა”. ამ დღეს ცხვებოდა ბაჭულები და იმართებოდა ცეკვა-თამაშები. შეღამებისას ოჯახის უფროსი ორი ბაჭულითა და კვერცხებით მიდიოდა ბოსელში და თან მხოლოდ ვაჟები მიჰყავდა. ბიჭები ერთმანეთს ზურგზე შეასხდებოდნენ, საქონლის ხმაზე ბღაოდნენ და თან ამბობდნენ: “ბოსელ, ბოსელ, ბუ”. შემდეგ ბოსელში დაბმულ საქონელს შემოუვლიდნენ სამჯერ და იტყოდნენ; “დათვი მჭლე და შენ მსუქანი, გაზაფხულზე გასტვრიკინდიო” (გასუქდიო). ბაჭულებს შეჭამდნენ და ლოცულობდნენ საქონლის სიმრავლისათვის. რიტუალის დასრულების შემდეგ კვერცხებს ბაგაში მალავდნენ, ვინც იპოვის, ბედნიერი იქნებაო. სახლში დაბრუნებული ოჯახის უფროსი სამჯერ აკაკუნებდა სახლის კარზე და ამბობდა; კარი რკინისაო; დიასახლისი შიგნიდან პასუხობდა: არა, მეუფისაო. რიტუალი სრულდებოდა საზეიმო ვახშმით.


“ბოსლობის” კვირაშივე, ხუთშაბათ საღამოდან, ერთ კვირის განმავლობაში, სრულდებოდა “პირ-რწყობის”, რიტუალი – სახად-ბატონების ბედზე. ამ რიტუალს ასრულებდნენ მხოლოდ ქალები. პარასკევობით მარხულობდნენ, დღის ბოლოს კი აცხობდნენ “ა რ ვ ა რ გ ი ე ბ ს”, ანუ სანამალეოს და მხოლოდ თავად ჭამდნენ (ეს იყო ხაჭაპური, რომელსაც ქალები უმალავდნენ მამაკაცებს, თან ატყუებდნენ, ეს არ ვარგაო. ამიტომაც ერქვა არვარგია, ანუ სანამალეო). შემდეგ იწყებოდა ერთკვირიანი მარხვის პერიოდი. მისი დასრულების შემდეგ ქალები კლავდნენ ქათმებს და ისევ მხოლოდ თავად შეექცეოდნენ.


მესამე კვირას “ხორციელის” კვირა ერქვა. ამ კვირის პირველი სამი დღე ეთმობოდა მაცხოვრის მარხვას. მასთან დაკავშირებით სოფელში ასეთი გადმოცემა არსებობს: ღების მაცხოვრის ჯვარი სვანებს მოუპარავთ. ღებელებს ჯვრის უკან დასაბრუნებლად კაცი გაუგზავნიათ სვანეთში. იგი სვანების ეკლესიაში შეპარულა და დაღამებამდე იქ დამალულა. ღამით, როცა ეკლესია დაუკეტავთ, კაცს კვებოდან (სარკმლიდან) განუზრახავს გადმოძრომა, მაგრამ ჯვარი დიდი ყოფილა და ვერ გამოტეულა. Kკაცს უთქვამს, უფალო, იდრიკე თავი, თორემ დავრჩით მეცა და შენცაო. ჯვარი მოხრილა და კაციცა და ჯვარიც მშვიდობით გადმოსულან ღებში. Aმის მერე ჯვარი მუდამ მოხრილი ყოფილა. Mმაცხოვრის მარხვაც სწორედ ამ ისტორიის შემდეგ დაწესებულა. როგორც უკვე აღინიშნა, იგი ხორციელის კვირის პირველ სამ დღეს, იმართებოდა.


ოთხშაბათ ღამეს კი იწყებოდა “დიდება ბრძანეს” რიტუალი. მთელი ღამის განმავლობაში სოფლის ბიჭები ოჯახებში დადიოდნენ გალობით: “დიდება ბრძანე მაცხოვრისა, ჯვარცმულისა, წმინდა გიორგისა ზედქალაქისა, შეგეწიოთ მაცხოვრის მადლი!’ მასპინძელი მათ სანოვაგით ხვდებოდა და ოჯახის დალოცვას სთხოვდა.


ბოსლობას მოსდევდა ”გოჭის ხუთშაბათი” – გოჭებს კლავდნენ, განატეხებს აცხობდნენ და ბიჭების მომრავლებაზე ლოცულობდნენ. პარასკევს ეძახდნენ პილწ (ბილწ) პარასკევს; შაბათს – სულის შაბათს; ხოლო კვირას – ხორციელის დაურწყებას, რადგან ამ დღიდან აღდგომამდე ხორცის ჭამა იკრძალებოდა.


დიდმარხვის ბოლო კვირას ყველიერის კვირა ერქვა. ამ კვირის ხუთშაბათს იმართებოდა “შიოობა” – წმინდა შიოსადმი სავედრებელი, ოჯახის ბარაქისათვის. შიოობის წინა ღამეს ოჯახის უხუცესი შეინახავდა კვერცხს, ერბოს, ფქვილს, წყალს და დილით დიასახლისი აცხობდა ა რ ვ ა რ გ ი ე ბ ს, იმ იმედით, რომ ღამით შიო-ძვალი ჩამოივლის და წაიღებსო. ყველიერის შაბათს იმართებოდა ჩიტა-ფაფაობა – ფრინველთა და ნადირთა მოსაშორებლად, რომლებიც ყანებს აზიანებენ. Aამ დღისთვის ამზადებდნენ ერბოიან ფაფას. ფაფიანი ჯამით დიასახლისი კარის ზღურბლზე დადგებოდა და მასა და ბავშვებს შორის დიალოგი იმართებოდა, რის შემდეგაც ბავშვები ფაფას ფანჯრის რაფებზე ანაწილებდნენ: “ეს – ბეღურას, ეს – ყვავს, ეს – მგელს” და ასე შემდეგ. მათი რწმენით, ფრინველები მათ ყანებს აღარ დააზიანებდნენ.
კვირაობით იმართებოდა მელაკურკუტალაობა – ქათმების მტრის, მელიის, მოსაშორებლად. წინა ღამით ცხვებოდა იმდენი ბოხჩუანი (ოთხკუთხა ხაჭაპური), რამდენი ბავშვიც იყო ოჯახში. დაღამებისას ბავშვებს ბოხჩუანები სოფლის გარეთ მიჰქონდათ, მოატეხდნენ ოთხივე კუთხეს, აისროდნენ მაღლა და იტყოდნენ: “ მელა, მელა კურკუტელა, თხის სურა და სამოსელა, ჩვენს ქათმებს ნურას ერჩი, სხვისი ქათმები წაიღე”.


დიდმარხვის პირველ დღეს “თედოროობა” ერქვა. ამ დღეს აცხობდნენ განატეხებს და წმინდა თედორეს ევედრებოდნენ საქონლის, ცხენისა და ხარის გამრავლებას.


[[b]b]
აღდგომა
[/b][/b]


აღდგომას ახალი მიცვალებულის ჭირისუფალთან ახლობლებს მიჰქონდათ შეუღებავი კვერცხები და სანთლები. კვერცხს ჭირისუფლის სახლში შაბათს ღებავდნენ. ასეთ კვერცხს შესანდობი კვერცხი ერქვა. ღებში აღდგომა დღესასწაული იყო. საფლავზე მეორე დღეს გადიოდნენ.



p.s. მაქვს კიდევ რამდენიმე ძალიან ლამაზი ფოტო ღების , მაგრამ, სამწუხაროდ ვერ დავდე !!!


--------------------
იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Feb 6 2007, 12:49 AM
პოსტი #29


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



ვაიმე ულამაზესია ...დიდი მადლობა wub.gif


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elene59
პოსტი Feb 11 2007, 06:37 PM
პოსტი #30


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 11-February 07
წევრი № 1,054



ხალხნო,მეც მაკქვს კარგი სურათები,მაგრამ არ ვიცი როგორ მოვათავსო.დამეხმარეთ თუ არ გეზარებათ.ჩემი ტელ. 53.52.16 ელენე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Feb 17 2007, 02:23 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



elene59
http://church.ge/index.php?showtopic=4 აი აქ წერია, როგორ უნდა ატვირთო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Feb 20 2007, 12:51 AM
პოსტი #32


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



IPB-ს სურათი


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
salo
პოსტი Feb 20 2007, 09:21 PM
პოსტი #33


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 6-December 06
წევრი № 648



IPB-ს სურათი

მოკლედ ბაჯელებო!!! თუ იცანით ეს ჩემი სახლია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 1 2007, 02:33 PM
პოსტი #34


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მეც რაჭველი ვარ ოღონდ ქვემო, სოფელ ხოტევიდან. ისე ნამყოფი არა ვარ, თუმცა ბაბუაჩემი იქ დაიბადა. ოღონდ ახლა არ მითხრათ, რანაირი რჭველი ხარო, სიზმარში ვხედავ, ისე მიყვარს ჩემი რაჭა. ისე, ექსკურსიაზე ხომ წავალთ?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 1 2007, 03:17 PM
პოსტი #35


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა(შევრდომილი @ Feb 20 2007, 12:51 AM) *

IPB-ს სურათი


აუუუ, ონში მინდააააა

laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Mar 13 2007, 01:14 AM
პოსტი #36


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



"ვერ ვპოვე სხვა ქვეყანა ისეთი მშვენიერი და საყვარელი, როგორიც საქართველოა"!

საქართველოს ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია

ჩემი სამშობლო ულამაზესია და დაიფაროს ღვთისმშობელმა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Mar 13 2007, 12:19 PM
პოსტი #37


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



აქ იმდენი რაჭველი აღმოჩნდა რომ საჭიროა ქე გეირკვეს რაცხა.
რაჭული გვარები იხილეთ აქანე:
ქვე რაჭული გვარები


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
versache
პოსტი Mar 19 2007, 04:48 PM
პოსტი #38


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,424



რაჭველიც ვარ და ლეჩხუმელიც,მაგრამ ამბობენ,რომ ჩემი მოგვარეები სამხრეთ საქართველოდან გამოქცეულან და დაქსაქსულან მთელს საქართველოში.მეტი წილი იმერეთსა და ლეჩხუმში არიან.
ძალიან გავიხარე ამ გვერდის ნახვით. IPB-ს სურათი


--------------------
ქართული მარტო ენაა?!
ქართული,ქართველთ რწმენაა!
ღმერთია ,ბედისწერაა,
ზღვა როა,იმოდენაა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 29 2007, 11:29 PM
პოსტი #39


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა(ლეონტი @ Mar 13 2007, 12:19 PM) *

აქ იმდენი რაჭველი აღმოჩნდა რომ საჭიროა ქე გეირკვეს რაცხა.
რაჭული გვარები იხილეთ აქანე:
ქვე რაჭული გვარები




რა ჩემს რაჭველობაში ეჭვი გეპარება? რა მოხდა თუ ბევრნი ვართ? მე მგონი არ ვიტყუებით არცერთი. ისე ჩემი გვარი ვიპოვნე. . . მაგარი საიტია, კარგად დავათვალიარებ.


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
avlabreli
პოსტი Mar 29 2007, 11:56 PM
პოსტი #40


len
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 12-March 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,352



მეც რაჭველი ვარ


--------------------
"სარწმუნოება თვინიერ საქმისა მკუვდარ არს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

27 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 03:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი