IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> პავლეს მიერ ტიმოთეს წინადაცვეთა, რის გამო აღესრულა?
კანონისტი
პოსტი Oct 23 2007, 11:57 AM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



საქმე მოციქულთა, თავი 16
1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, 2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა. 3. ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი.


როგორც ცნობილია, მე-15 თავში აღწერილია მოციქულთა კრება, სადაც განხილულ იქნა სწორედ წინადაცვეთის საკითხი და დადგინდა, რომ წინადაცვეთა სავალდებულო აღარ იყო არათუ წარმართების, არამედ თვით იუდეველებისთვისაც. ამის შემდეგ პავლე მოციქული წინადასცევთს მამით წარმართ ტიმოთეს, "ჰურიათა მათთვის, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა"!

რა განმარტება უდევს ამას საფუძვლად?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Oct 31 2007, 12:00 PM
პოსტი #2


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



პავლემ ეს იმიტომ გააკეთა რომ იუდეველები არ მოუსმენდნენ წინადაუცვეთელს. მან წინადაცვითა ტიმოთე იმის გამო რომ ყოველგვარი პრობლემების გარაშე დაეწყო ტიმოთესთან ერთად იუდეველებისთვის სწავლა ანუ წინადაცვეთის შემდეგ ტიმოთე მათთვის აღარ იქნებოდა როგორც უცხო (ის ბერძენი იყო). ფაქტობრივად პავლემ წინადაცვითა ტიმოთე იმის გამო რომ შეეჩერებინა წინადაცვეთის აუცილებლობა.

он обрезал, чтобы прекра­тить обрезание, потому что проповедовал определения апосто­лов.(იოანე ოპროპირი)

შემდეგ წერია: ეკლესიები კი მტკიცდებოდა რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი ანუ ამის შედეგი იყო ის რომ მტკიცდებოდა და იზრდებოდა ეკლესიები. პავლემ ტიმოთეს წინადაცვეთით თავიდან აიცილა ეკლესიის ზრდისათვის შემაფერხებელი პირობები. მოკლედ რომ ვთქვა პავლემ ამ წინადაცვეთით დასაბამი დაუდო წინადაცვეთის შეჩერებას.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 31 2007, 01:39 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რა განმარტება უდევს ამას საფუძვლად?


წინდაცვეთით დაასრულა წინდაცვეთა...

ამ შემთხვევაში დადგა მომენტი როცა "იუდეველთან იუდეველი" უნდა ყოფილიყო.. smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Oct 31 2007, 05:32 PM
პოსტი #4


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
შენ პირადად როგორ ფიქრობ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 31 2007, 06:00 PM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
შენ პირადად როგორ ფიქრობ?

ვცდილობ ასეთ საკითხებზე ჯერ წავიკითხო და მერე ვიფიქრო smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 1 2007, 12:19 PM
პოსტი #6


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
ვცდილობ ასეთ საკითხებზე ჯერ წავიკითხო და მერე ვიფიქრო

ეჭვი მეპარება შენი აზრი არ გქონდეს ამაზე...
მაშინ სახალხოდ და ხმამაღლა ფიქრს ჯობია შენთვის იფიქრო და მერე რომ ვერ მოიფიქრებ აზრი ხალხსაც ჰკითხო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 1 2007, 12:42 PM
პოსტი #7


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ხმამაღლა არ ვფიქრობ, ხმამაღლა დავსვი კითხვა

საერთოდ, არ იცი, რომ მართლმადიდებლებს ასეთი წესი გვაქვს - წმ. წერილს ჩვენით არ განვმარტავთ, არამედ ვეყრდნობით ავტორიტეტულ განმარტებებს და რატომ გაიკვირვე? smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 1 2007, 01:25 PM
პოსტი #8


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
გლახა
ხმამაღლა არ ვფიქრობ, ხმამაღლა დავსვი კითხვა

საერთოდ, არ იცი, რომ მართლმადიდებლებს ასეთი წესი გვაქვს - წმ. წერილს ჩვენით არ განვმარტავთ, არამედ ვეყრდნობით ავტორიტეტულ განმარტებებს და რატომ გაიკვირვე?


მასინ რატომ მსჯელობთ ამ საკითხებზე აქ? რაიმე რომ შეგესალოთ და ღმერთი გაგიწყრეთ? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 1 2007, 10:09 PM
პოსტი #9


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გლახა
ციტატა
მასინ რატომ მსჯელობთ ამ საკითხებზე აქ?

ეს განყოფილება არ არის ვარაუდების, მარჩიელობის და იქნება-არიქნებას ადგილი. ეს განყოფილება ადგილის სადაც შეგვიძლია ვისწავლოთ წმანდა წერილი წმინდა მამათა ეგსეგეზის მიხედვით.
ეს წესებშიც ნათლად არის ნათქვამი.
თუკი ვინემს არ ესმის რაიმე ადგილი წინმდა წერილიდან, ის კითხვას დასვამს და მას უპასუხებენ ისეთები ვისაც უკვე აქვს წაკითხული არსებული ადგილის განმარტება წმიდნა მემების ეგზეგეზის, ქადაგებებისა და ჰომილიების მიხედვით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 21 2007, 03:37 PM
პოსტი #10


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(დათიკო @ Nov 1 2007, 09:09 PM) *

გლახა

ეს განყოფილება არ არის ვარაუდების, მარჩიელობის და იქნება-არიქნებას ადგილი. ეს განყოფილება ადგილის სადაც შეგვიძლია ვისწავლოთ წმანდა წერილი წმინდა მამათა ეგსეგეზის მიხედვით.
ეს წესებშიც ნათლად არის ნათქვამი.
თუკი ვინემს არ ესმის რაიმე ადგილი წინმდა წერილიდან, ის კითხვას დასვამს და მას უპასუხებენ ისეთები ვისაც უკვე აქვს წაკითხული არსებული ადგილის განმარტება წმიდნა მემების ეგზეგეზის, ქადაგებებისა და ჰომილიების მიხედვით.



აზრის გამოთქმის ადგილი არ არის ჰომ?
თქვენი აზრით წმ. მამებმა განმარტება რომელი წმ. მამების განმარტების საფუძველზე დაწერეს?

ვერ გავიგე საკუთარ აზრებს რატომ გაურბიხართ ასე... მართალია წმ. მამების განმარტებაც აუცილებელია, იმისთვის რომ საკუთარი მერყევი შეხედულება აბსულუტურ ჭეშმარიტებად არ მიაჩნდეს ადამიანს... მაგრამ სჯობია ჯერ საკუთარი აზრი გააჩნდეს ადამიანს...


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 21 2007, 10:05 PM
პოსტი #11


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Genesis
ციტატა
თქვენი აზრით წმ. მამებმა განმარტება რომელი წმ. მამების განმარტების საფუძველზე დაწერეს?

შენ გინდა თქვა რომ სულიწმინდის შთაგონებით შეგიძლია განმარტო სახარება? biggrin.gif
ცხადია, აქ აზრის გამოთქმა შესაძლებელია და აუცილებელიც. მაგრამ, როდესაც სახარების განმარტებაზე მიდგება საქმე, აქ უკვე წმინდა მამათა სწავლების მოხმობა აუცილებელია, რადგან ისინი სახარებას სულიწმინდით განბრძნობილები განმარტავდნენ და ჩვენ კი თუკი საკუთარ თავს მივენდობით მხოლოდ, შესაძლებელია შეცდომა დავუშვათ და არასწორად გაგებულ სახარებას კი სადამდე მიჰყავს ადამიანი, სახეზე გვაქვს მრავალასეული სექტის სახით smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 21 2007, 10:56 PM
პოსტი #12


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(დათიკო @ Nov 21 2007, 09:05 PM) *

Genesis

შენ გინდა თქვა რომ სულიწმინდის შთაგონებით შეგიძლია განმარტო სახარება? biggrin.gif



არ მაქ პრეტენზია რომ მთლიანად სახარება განვმარტო...

მაგრამ შენ გინდა მითხრა რომ ჩემი შეხედულება ეშმაკისეულია? და თუ ამას ვერ მეტყვი... მე მწამს რომ ღმერთი იმას მომცემს, რასაც ვითხოვ და საჭიროდ ჩათვლის.


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 21 2007, 11:01 PM
პოსტი #13


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Genesis
ციტატა
მაგრამ შენ გინდა მითხრა რომ ჩემი შეხედულება ეშმაკისეულია? და თუ ამას ვერ მეტყვი... მე მწამს რომ ღმერთი იმას მომცემს, რასაც ვითხოვ და საჭიროდ ჩათვლის.

მე ეგ არ მითქვამს.
მე ვთქვი რომ ადამიანი უშვებს შეცდომებს როდესაც ის მხოლოდ საკუთარ თავს არის მინდობილი. ამისგან დაზღვეული არავინაა. ეშმაკი რა შუაშია? როცა ცდები ყოველთვის ეშმაკის ბრალი კი არ არის. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 21 2007, 11:11 PM
პოსტი #14


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(დათიკო @ Nov 21 2007, 10:01 PM) *

Genesis

მე ეგ არ მითქვამს.
მე ვთქვი რომ ადამიანი უშვებს შეცდომებს როდესაც ის მხოლოდ საკუთარ თავს არის მინდობილი. ამისგან დაზღვეული არავინაა. ეშმაკი რა შუაშია? როცა ცდები ყოველთვის ეშმაკის ბრალი კი არ არის. smile.gif



დაზღვეული არც წმ. მამები იყვნენ შეცდომისაგან...

თუ ამაში დამეთანხმები, მაშინ იმასაც დავძენ, რომ მაღალ საფეხურზე დაშვებული შეცდომა, უფრო მძიმეა ვიდრე დაბალზე...


თან განმარტება, არ ნიშნავს სულიწმინდის ნაკარნახევ წინასწარმეტყველებას... წმინდანის წინასწარმეტყველებაში შეუძლებელია შეცდომა იყოს ხოლო განმარტებაში შესაძლებელია


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 21 2007, 11:38 PM
პოსტი #15


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Genesis
ციტატა
დაზღვეული არც წმ. მამები იყვნენ შეცდომისაგან...

გეთანხმები.
მაგრამ ისინი იყვნენ წმინდა მამები და ჩვენ ვართ რიგირთ ფორუმელები smile.gif
მითუმეტეს უნდა ვიფრთხილოთ როცა წმინდა მამებიც კი ცდებოდნენ, ჩვენ რაღა გვეთქმის?! smile.gif
ციტატა
თუ ამაში დამეთანხმები, მაშინ იმასაც დავძენ, რომ მაღალ საფეხურზე დაშვებული შეცდომა, უფრო მძიმეა ვიდრე დაბალზე...

მაგაშიც გეთამხმები
ციტატა
თან განმარტება, არ ნიშნავს სულიწმინდის ნაკარნახევ წინასწარმეტყველებას

ის განმარტება რომლითაც ჩვენ ვსწავლობთ სახარებას სულიწმინდით არის ნაკარნახევი.

ციტატა
წმინდანის წინასწარმეტყველებაში შეუძლებელია შეცდომა იყოს ხოლო განმარტებაში შესაძლებელია

ამ შემთხვევაში ჩვენ წინასწარმეტყველებაზე არ ვსაუბრობთ. არამედ სახარების განმარტებაზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 22 2007, 01:18 AM
პოსტი #16


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(დათიკო @ Nov 21 2007, 10:38 PM) *

Genesis
ის განმარტება რომლითაც ჩვენ ვსწავლობთ სახარებას სულიწმინდით არის ნაკარნახევი.


განმარტება არის ადამიანის ნააზრევი...

ღვთის სიტყვა და წინასწარმეტყველება კი სულიწმინდით ნაკარნახევი...

---------------------------------------------------------------------------------------


თანაც 21 საუკუნეში ვართ... უფრო მეტი ზოგადი ცოდნა გვაქ ვიდრე შუასაუკუნეების წმიდა მამებს... შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ისეთი რამეების დანახვა რასაც ვერ ხედავდნენ წმ. მამები... რომელთაც "დედამიწა ბრტყელი ეგონათ" (ზოგადად ვამბობ ამას)


მაგალითად:
მეცნიერებაში არის თეორია, რომ თუ პლანეტაზე წყალი არსებობს, შესაბამისად სიცოცხლეც არსებობს... ე.ი. სამყაროს შესაქმნელად მთავარი წყალია...

პეტრე რომელიც სულიწმინდის საშუალებით წერდა ამას, გაუცნობიერებლად... (5. რამეთუ დაავიწყდეს მათ ესე ნებსით, ვითარმედ ცანი იყვნეს პირველითგან და ქუეყანაჲ წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. 2პეტრე 3:5)

ახლა რომელი წმ. მამა გააკეთებდა ამ მუხლის განმარტებას, ისე როგორც ამას 21 საუკუნის ცოდნა იძლევა?

--------------------------------------------------------------------------------

უეჭველი მწვალებლური აზროვნების გგონივართ... მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩაკეტილი აზროვნებით და შუასაუკუნნების აზროვნებაზე დაყრდნობით, ბევრ ინტელიგენტ მრევლს კარგავს ეკლესიები... ან არადა რჩება გაორებული მორწმუნე ინტელიგენტები...


ეს გაორება კიდე ყველას ეცოდინება... ვინც განათლებასა და რელიგიას შორის განსხვავებას წააწყდა.


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 22 2007, 02:04 AM
პოსტი #17


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Genesis
ციტატა
განმარტება არის ადამიანის ნააზრევი...

ღვთის სიტყვა და წინასწარმეტყველება კი სულიწმინდით ნაკარნახევი...

ცდები. განმარტებაც სულიწმინდის კარნახითაა დაწერილი, რადგან ადამიანს საკუთარი ძალისხმევით არ შეუძლია სრულად ჩავწდეს სახარების სუღრმეებს.

ციტატა
უეჭველი მწვალებლური აზროვნების გგონივართ... მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩაკეტილი აზროვნებით და შუასაუკუნნების აზროვნებაზე დაყრდნობით, ბევრ ინტელიგენტ მრევლს კარგავს ეკლესიები... ან არადა რჩება გაორებული მორწმუნე ინტელიგენტები...

მწვალებლობა სრულიად სხვა რამეა და მე ასე არ მგონია ნამდვილად.
რაც შეეხება სახარების განმარტებას. ანუ მისი ნამდვილი მნიშვნელობის წვდომას, ამისთვის, დამეთანხმები ალბათ, რომ განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობაა საჭირო. წმინდა მამები, რომლებიც განმარტავდნენ სახარებას, ისეთ სულიერ სიმაღლეზე იყვნენ რომ სული წმინდის მადლით წვდებოდნენ სახარების სიღრმეებს. თუკი ადამიანი ფიქრობს რომ ამ წმინდა მამათა უკეთ შეძლებს სახარების წვდომას, ეს მისი ნებაა, რამდენად იქნება ეს სასარგებლო მისი სულისთვის, ეს სხვა საქმეა.
სახარება არ არის სამეცნიერო ნაშრომი, რომ დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწოს მისი შესწავლა. ეს არის სასუფევლის გასაღები და მისი წვდომა მხოლოდ სულიერი თვალითაა შესაძლებელი. სულიერი ხედვა კი დროს არ ექვემდებარება. smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 22 2007, 09:19 PM
პოსტი #18


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



მაშინ დამეხმარე კეთილო ადამიანო და ლინკი მომაწოდე სად შეიძლება წავიკითხო სულიწმინდისეული განმარტება პეტრე მოციქულის წერილებზე და გამოცხადებაზე... ასევე დაბადების პირველ ქვეთავებზეც თუ შესაძლებელია...

ეს თავებია რაც ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს...
გმადლობ წინასწარ.

პ.ს. (ისეთი მინდა თუა შესაძლებელი, რომელიც არცერთ მუხლს არ ტოვებს განუმერტავს... რადგან კონკრეტული რაღაცეები მაინტერესებს)


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 23 2007, 04:59 PM
პოსტი #19


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Genesis
ციტატა
ისეთი მინდა თუა შესაძლებელი, რომელიც არცერთ მუხლს არ ტოვებს განუმერტავს

ქართულად სამწუხაროდ ნეტში ძალაინ ცოტა მასალაა, მაგრამ რუსულად ბევრი ინფორმაციაა smile.gif
აგერ რამდენიმე:
წმ. იოანე ოქროპირი:
http://www.ispovednik.ru/zlatoust/index.htm
ლოპუხინი:
http://www.lopbible.narod.ru/
ეფრემ ასური:
http://www.ispovednik.ru/sirin/sirin.htm
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
http://www.wco.ru/biblio/tema01.htm#
http://www.wco.ru/biblio/tema01.htm#
http://www.wco.ru/biblio/tema01.htm#
http://www.wco.ru/biblio/tema01.htm#
არქიმანდრიტი იუსტინე (პოპოვიჩი)
http://www.wco.ru/biblio/tema01.htm#
ბასილი დიდი
http://www.wco.ru/biblio/tema01.htm#
აქ არის საკმაოდ დიდი მარაგი წიგნებისა
http://www.wco.ru/biblio/
ასევე აქაც
http://www.krotov.info/spravki/help/var/ind_libr.html
თუ რამე კონკრეტულად დაგჭირდება კიდევ, არ მოგერიდოს მითხარი. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sarah
პოსტი Nov 24 2007, 09:24 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 21-November 07
წევრი № 3,222



გულთამხილველმა ღმერთმა დაუმოწმა მათ სულიწმინდის მიცემით, როგორც ჩვენ მოგვცა. გამსხვავება არ არის ჩვენსა და მათ შორის,რწმენით განწმინდა მათი გულები.ახლა რატომ გინდათ გამოსცადოთ ღმერთი და ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა ვერ შეძლეს და ვერც ჩვენ? მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ ჩვენ უფლის იესოს მადლით გადავრჩებით ისევე როგორც ისინი[მოც. საქმეები;15:8-11]
;უფალი სულიწმინდას აძლევს ყველას ვინც სთხოვს[ლუკას:11-13]



;
;
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 01:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი