თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ რატომ არის ცოდვა სვირინგის გაკეთება?

პოსტის ავტორი: Liol თარიღი: Feb 7 2009, 08:57 PM

იცის ვინმემ? smile.gif

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Feb 7 2009, 09:47 PM

მე როგორც ვიცი, ეგ არის უბრალოდ სხეულის დამახინჯება და საერთოდ სვირინგი სულს აზიენბს.
გამოდის რომ შენი სხეულით რაც უფალმა გიბოძა, უკმაყოფილოხარ და ცდილობ მის "გალამაზებას"... sad.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 8 2009, 06:31 PM

ჩემი სუბიექტური მოსაზრება და არა ვინმესგან ნასწავლი

სვირინგს არ ვიხატავთ სილამაზისთვის, არამედ იმ გამოსახულებას, რომელსაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაგალითად სიტყვა "დედა". მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამით დედის პატივისცემას უფრო მეტად გამოხატავენ.

ავიღოთ მაგალითად რომელიმე პოპ-ვარსკვლავის სახელი, ან ჯგუფის ლოგო. ეს უკვე იმდენად დიდი ფანატობაა, რომ ღმერთზე წინ აყენებენ ამ მომღერალს. ეს რომ უთხრა მათ დაგცინებენ და გეტყვიან, ცოტა ლოგიკა ჩადე საუბარშიო, რეებს გვაკადრებო, მაგრამ აბა დაფიქრდი: ადამიანი რომ ამდენს აკეთებს იმ მომღერლის სიყვარულის გამო და ბევრად ნაკლებს (ან საერთოდ არაფერს) აკეთებს ღმერთის სიყვარულის გამო (არ ლოცულობს და ა.შ.) ეს არ არის ღმერთის დავიწყება და მომღერლის წინ დაყენება? საერთოდ ფანატობა მაგარი სისულელეა, რადგანაც უფალმა ყველა ადამიანს მიანიჭა რაღაც, რისთვისაც თიოეული მათგანი უნიკალურია და არ არის არცერთი პოპ-ვარსკვლავი თუ ფეხბურთელი ჩვენზე არაფრით მეტი (და არც ჩვენ ვართ სხვაზე მეტი). ყველა ადამიანი ცოდვილია და არ შეიძლება ადამიანის ფანატობა. ეს გაკერპებას გავს.

ავიღოთ რაიმე საკრალური მნიშვნელობის ფიგურა. თუნდაც ჯვარი. ვიცით, რომ არც წმინდანების ქანდაკებებია აღიარებული მართლმადიდებლობაში, არამც თუ სვირინგად გამოსახული სიწმინდე ან წმინდანი. ჩვენ, მართლმადიდებლებს გვაქვს მხოლოდ ხატები, მედალიონები, ჯვარი და ა.შ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წარმართულ რელიგიას მიეკუთვნება სვირინგის ფიგურა, მაშინ ლაპარაკი აღარ არის, რომ ეს ცოდვაა.

თუ სვირინგს იკეთებს ადამიანი არა ამ მიზნებით (რაც ზემოთ დავწერე) და სხვა ამდაგვარი მიზნებით და მხოლოდ სხვის თვალში "მაგარ როჟად" გამოჩენისთვის, ან მოდისთვის ან რაიმე ამდაგვარისთვის - მაშინ ის ცოდავს, როგორც ზედმეტად გადაპრანჭვის დროს და ა.შ. ამავე დროს აქ საქმე გვაქვს სიამაყესთან. ეს რო ვუთხრათ მათ, ამაზეც მივიღებთ მკაცრ პასუხს და დაცინვას, მაგრამ აბა დაუკვირდი: თუ გინდა სხვის თვალში მაგარი გამოჩნდე ეს განა სიამაყე არ არის?! გაიგეთ ხალხო, რომ ლოცვაც კი შეიძლება ცოდვა იყოს, თუ იგი ხალხისათვის მოსაჩვენებლად არის, სხვის დასანახად. მარხვის დროს წუწუნიც, რომ სხვამ დაინახოს მარხვაზე არისო.... იესო ქრისტე გვასწავლიდა, როცა მადლს აკეთებ, შენც მარცხენას ნუ ეცოდინება რას აკეთებს შენი მარჯვენაო და ნუ გაახმაურებ შენს მიერ ჩადენილ მადლსო. რომელ მადლის ჩადენაზეა საუბარი, როცა ადამიანს არაფერი განსაკუთრებით დასაფასებელი არაფერი გაუკეთებია და სხვის თვალში საკუთარი სახელის განდიდებას ცდილობს. რომც გაეკეთებინა რაიმე განსაკუთრებით დასაფასებელი, მაინც არ ექნებოდა ამის უფლება. კაცთა თვალში კი არა უფლის თვალში ვიყოთ მაგრები (ძალიან ცუდი ტერმინოლოგიით დავწერე).

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Feb 8 2009, 07:03 PM

ციტატა
ადამიანი რომ ამდენს აკეთებს იმ მომღერლის სიყვარულის გამო და ბევრად ნაკლებს (ან საერთოდ არაფერს) აკეთებს ღმერთის სიყვარულის გამო (არ ლოცულობს და ა.შ.) ეს არ არის ღმერთის დავიწყება და მომღერლის წინ დაყენება? საერთოდ ფანატობა მაგარი სისულელეა, რადგანაც უფალმა ყველა ადამიანს მიანიჭა რაღაც, რისთვისაც თიოეული მათგანი უნიკალურია და არ არის არცერთი პოპ-ვარსკვლავი თუ ფეხბურთელი ჩვენზე არაფრით მეტი (და არც ჩვენ ვართ სხვაზე მეტი). ყველა ადამიანი ცოდვილია და არ შეიძლება ადამიანის ფანატობა. ეს
გაკერპებას გავს.


sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 8 2009, 07:04 PM

ციტატა
სიტყვა "დედა".

biggrin.gif ესეთებზე მაგრა ვღადაობ biggrin.gif
ნე ზაბუდუ მაწ რადნუიუ biggrin.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 8 2009, 07:49 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 8 2009, 07:04 PM) *

biggrin.gif ესეთებზე მაგრა ვღადაობ biggrin.gif
ნე ზაბუდუ მაწ რადნუიუ biggrin.gif


biggrin.gif

P.S. ეთნოში იმ დღეს როგორ მოგეწონა, ცოტაც დაგეცადა და დავიწყებდით კონცერტს a075.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 8 2009, 11:31 PM

ჩემი აზრით არაა ცოდვა...გააჩნია რას დაიხატავ, თუ ეშმაკებს და ამგვარ რაღაცეებს რაც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას, მაშინ ცოდვაა..

მე პირადათ ვაპირებ, რომ მკლავზე საქართველოს გერბი ამოვისვირინგო..

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 8 2009, 11:39 PM

არადა როგორ მინდა ხერხემალზე მზის ამოსვირინგება wacko.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Feb 9 2009, 12:05 AM

ადამიანი ტაძარი სულისა წმიდისა არის და არამგონია ამ ტაძარს სვირინგები ჭირდებოდეს

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 9 2009, 12:09 AM

ბადრი
+1

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Feb 9 2009, 12:24 AM

ცოდვაა კი sad.gif ეჰ....

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 9 2009, 12:54 PM

ციტატა(m16 @ Feb 8 2009, 11:31 PM) *

ჩემი აზრით არაა ცოდვა...გააჩნია რას დაიხატავ, თუ ეშმაკებს და ამგვარ რაღაცეებს რაც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას, მაშინ ცოდვაა..

მე პირადათ ვაპირებ, რომ მკლავზე საქართველოს გერბი ამოვისვირინგო..




ეხლა მისმინე ჯიგარო

ციტატა(ბადრი @ Feb 9 2009, 12:05 AM) *

ადამიანი ტაძარი სულისა წმიდისა არის და არამგონია ამ ტაძარს სვირინგები ჭირდებოდეს
ციტატა(llaasshhaa @ Feb 9 2009, 12:09 AM) *

ბადრი
+1
ციტატა(Tarzana @ Feb 9 2009, 12:24 AM) *

ცოდვაა კი sad.gif ეჰ....



ამ 3-ს + ჩემი გრძელი პოსტი = 8 biggrin.gif
4-ს ხო მაინც უდრის და "ფეჩი ხარ, ბოლი გაუშვი ახლა" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 9 2009, 01:55 PM

ციტატა
ეხლა მისმინე ჯიგარო

ახლა შენ მისმინე ჯიგარო, სხეული ჩემია და რასაც მინდა იმას მივახატავ ოკ?

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 9 2009, 02:30 PM

ციტატა(m16 @ Feb 9 2009, 01:55 PM) *

ახლა შენ მისმინე ჯიგარო, სხეული ჩემია და რასაც მინდა იმას მივახატავ ოკ?


რა იყო, რა გეწყინა..... რა ჩემი საქმეა შენ რას იზამ, მე კი არ ვერევი შენს ცხოვრებაში... უბრალოდ ვსაუბრობთ აქ და თუ არგუმენტებს მოიყვან, რატომ ამართლებ, კარგი იქნება. აქ ჩემი და ბადრის არგუმენტებია ჯერ-ჯერობით. შენ კი არ მოგიყვანია არგუმენტი, გარდა იმის თქმისა, რომ სხეული ჩემია და რასაც მინდა იმას დავიხატავო. მაგ ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, ასეც შეიძლება თქმა: "მე კაცის მოკვლა ცოდვად არ მიმაჩნია, სული ჩამია და რასაც მინდა იმას ვუზამ, მინდა წარვიწყმედ სულს, მინდა ვაცხონებო. კაცი უნდა მოვკლა, თქვენი საქმე არ არისო".... არგუმენტებს ველოდები... a075.gif

პ.ს. ნუ ბრაზდები, მე არ გეკამათები, და ნურც შენ დაიწყებ.... პროსტა არგუმენტები დაწერე და ეგა არი... ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს და ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, ისევე როგორც შენს მოსაზრებასაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არგუმენტებს მოიყვან, გამამართლებელ მსჯელობას. მცდარიც რომ იყოს შენი მსჯელობა, არაუშავს, მთავარია იყოს... მე რა სიბრძნეებს კი არ ვწერ, მეც ვუშვებ მსჯელობაში შეცდომებს და ყველა აბსოლუტურად.... a075.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 9 2009, 02:44 PM

ციტატა
რა იყო, რა გეწყინა..

არაფერი, უბრალოდ არ მსიამოვნებს "მომისმინე ჯიგარო" და ა.შ a075.gif smile.gif


ჩემი აზრით ტატუირებას გააჩნია, აი მაგალითად ხერხემალზე მზის ამოსვირინგება რა ცოდვა უნდა იყოს?
თუ ეშმაკს და დემონებს დავიხატავ მაშინ ცოდვა იქნება, მაგრამ უწყინარი მზე ხერხემალზე არამგონია ცოდვათ ითვლებოდეს...

ადამიანის სხეული თუ ტაძარია მაშინ რაღა ტატუირებას მივასკდით, სხვა უამრავი ცოდვა გვაქვს, ხოდა ყველას რომ გამოვასწორებთ მერე ვთქვათ სხეული ტაძარია და მოაშორე სვირინგებიო...

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 9 2009, 03:35 PM

ციტატა(m16 @ Feb 9 2009, 02:44 PM) *

ჩემი აზრით ტატუირებას გააჩნია, აი მაგალითად ხერხემალზე მზის ამოსვირინგება რა ცოდვა უნდა იყოს?
თუ ეშმაკს და დემონებს დავიხატავ მაშინ ცოდვა იქნება, მაგრამ უწყინარი მზე ხერხემალზე არამგონია ცოდვათ ითვლებოდეს...

ადამიანის სხეული თუ ტაძარია მაშინ რაღა ტატუირებას მივასკდით, სხვა უამრავი ცოდვა გვაქვს, ხოდა ყველას რომ გამოვასწორებთ მერე ვთქვათ სხეული ტაძარია და მოაშორე სვირინგებიო...


გასაგებია, მაგრამ ხერხემალზე მზის ამოსვირინგებას რა ფუნქცია აქვს? ის, რომ გაიმარიაჟო ხომ? მარიაჟობა არ არის ცოდვა?

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 9 2009, 03:56 PM

ციტატა
ის, რომ გაიმარიაჟო ხომ? მარიაჟობა არ არის ცოდვა?

ათ მცნებაში წერია ცოდვაა მარიაჟობაო?

სხვა ბევრ დიდ ცოდვას სჩადის ადამიანი, ჯერ მათ მოვუაროთ და მერე მარიაჟობას..

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 9 2009, 06:33 PM

ციტატა(m16 @ Feb 9 2009, 03:56 PM) *

ათ მცნებაში წერია ცოდვაა მარიაჟობაო?

სხვა ბევრ დიდ ცოდვას სჩადის ადამიანი, ჯერ მათ მოვუაროთ და მერე მარიაჟობას..

მარიაჟობა ჟარგონიდან რომ გადავთარგმნოთ არის სიამაყე, ამპარტავნება....

10 მცნება არის ძველი აღთქმისეული, რომელიც რა თქმა უნდა ჭეშმარიტებაა. ის ღმერთმა გამოუცხადა მოსეს სინას მთაზე და რა თქმა უნდა ღვთის სიტყვაა, ცხოვრების წესია. მაგრამ ამის შემდეგ გავიდა დრო და ხალხს მიეცა ახალი აღთქმა. მოვიდა მესია და იქადაგა იგი. მისი ერთ-ერთი პირველ ქადაგება იყო 9 ნეტარების შესახებ. არ უნდა ჩავიციკლოთ ამ 10 მცნებაზე. უნდა სახარებით ვიცხოვროთ და არ უნდა დავივიწყოთ, ქრისტეს სწავლებანი, ქადაგებები თუნდაც ჭეშმარიტების - ძველი აღთქმის და მათ შორის 10 მცნების "ხათრით". აი რა წერია 9 ნეტარებაში


ნეტარნი არიან გლახაკნი სულით, რადგან მათია სასუფეველი ცათა.
ნეტარნი არიან მგლოვიარენი გულით, რადგან იგინი ნუგეშცემულნი იქნებიან.


დამერწმუნები თუ ადამიანს უნდა იყოს სულით გლახაკი და მგლოვარე გულით, ის სვირინგებს არ გაიკეთებს. სულით გლახაკი და მგლოვარე გულით ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სიამაყე და ამპარტავნება უნდა დავაგდოთ, უფროსობის მოყვარეობა, თავმომწონეობა ("მარიაჟობა") და ა.შ ხომ?! თუ ჩემი არ გჯერა, უწმინდესს მაინც დაუჯერე. ჩვენს პატრიარქს უყვარს ხოლმე ხშირად თქმა ამპარტავნობა და სიამაყე არის ყველაზი დიდი ცოდვაო. არაერთხელ უთქვამს ეს.





პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 9 2009, 07:25 PM

აბე
ვჭამეთ და დავგაზეთ biggrin.gif სადღა მეცადა ეხლა biggrin.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 9 2009, 08:01 PM

კაროჩე რააა...

ყველას შეუძლია ცოდვებზე გამოდავება...ეს უკვე რაღაც მანიად გადაიქცა, და უფრო გვიბიძგებს რომ ცოდვა ჩავიდინოთ.


უსასრულოდ შეიძლება მაგალითების მოყვანა, ძველი აღთქმა ახალი აღთქმა, ქადაგება და ა.შ.

მთავარია ბოროტება არ გააკეთო და შEნი საქციელით სხვას ხელი არ შეუშალო და თუ გინდა სვირინგი კი არა სულ ტიტველმა იარე...



პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Feb 9 2009, 08:39 PM

ციტატა
მთავარია ბოროტება არ გააკეთო და შEნი საქციელით სხვას ხელი არ შეუშალო და თუ გინდა სვირინგი კი არა სულ ტიტველმა იარე...

no.gif არ ხარ მართალი

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 9 2009, 09:57 PM

მართალი ვარ..
ჩემ პონტში მართალი ვარ თქვენი არ ვიცი

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 10 2009, 05:43 PM

ციტატა(m16 @ Feb 9 2009, 09:57 PM) *

მართალი ვარ..
ჩემ პონტში მართალი ვარ თქვენი არ ვიცი



ჰა ჰა ჰა ჰა..... რამდენი მაცინე.... ყველა ჩვენ პონტში რომ ვიყოთ მართალი, სარწმუნოება ჩვენს თავზე მოვირგოთ და ვიცხოვროთ ჩვენი შეხედულებებით, ჩვენი სიმართლით, ღვთს სიმართლეს რაღა ვუყოთ. ჩვენს თავთან მართალი რომ ვიყოთ და უფლის წინაშე არა, ეს საკუთარი თავის მოტყუებაა..... მოვკლავ მაშინ ადამიანს და ვიტყვი მე ჩემს პონტში მართალი ვარ მეთქი... უფლის წინაშე რომ არ ვიქნები მართალი?

გაიკეთე სვირინგი და ეკლესიაში რომ არ შეგიშვებენ ნახავ მერე... თუ მღვდელს დაუმალავ, რომ სვირინგი გაქვს, ღმერთს ხომ ვერ დაუმალავ.... მიდი გაიკეთე სვირინგი, რას კითხულობ ამ პოსტს ამდენს....

თუმცა რას ვიღლები ამდენი ლაპარაკით ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ- ო დაწერილია...

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 11 2009, 11:32 AM

ციტატა
მიდი გაიკეთე სვირინგი, რას კითხულობ ამ პოსტს ამდენს

მერე ვაპირებ კიდეც გაკეთებას, სხვას კი არ დავეკითხები...

ღმერთმა ადამიანს თავისუფლება მიანიჭა....დატკბით და ისიამოვნეთ თავისუფლებითო, ხოცეთ და აჩანაგეთო კი არ გვითხრა...

ეკლესიაში არ შEმიშვებენ? რატომ რახან რაღაც წესი დავარღვიე? მაშინ ეკლესიის კარიბჭე ჩემთვის უფრო ფართოდ ყოფილა გაღებული რათა გამოვსწორდე, ეკლესიაში არ შეშვებით რა ხეირი იქნება/??

არასწორად მსჯელობ...


ყველამ იმ წესებით რომ ვიცხოვროთ რასაც შEნ გულისხმობ ქვეყანა წინ ვერ წავა და ყველანი მონაზვნებად და შავ ბერებად გადავიქცევით...


მოდი რა თუ ძმა ხარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 11 2009, 02:14 PM

აბე
შენ ანაფორას შეიმოსავ აწი?

რა მიმართვებია?


პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 13 2009, 12:41 AM

ციტატა(kato_Bato @ Feb 11 2009, 02:14 PM) *

აბე
შენ ანაფორას შეიმოსავ აწი?

რა მიმართვებია?


ეხლა ხვდები რატომ არ ვარ აქტიური ფორუმელი? სისულელეა და იმიტომ..... რაღაცას იტყვი სიმართლეს და გედავებიან უაზროდ... ამიტომ არ მიყვარს ფორუმები....

ანაფორა რა შუაშია... ქრისტეს მეტყველებაში ცუდს რა ხედავ. ან ვინ გითხრა, რომ მე ვქადაგებ? ან ვინ გითხრა რომ ნებისმიერი რჩევის მიცემა ქადაგება და დამოძღვრაა? ან თუნდაც ასეც რომ იყოს, ვინ გითხრა რომ მხოლოდ მღვდლებმა უნდა მისცენ რჩევა ადამიანს? მე არც მღვდელს ვედარები და არც საკუთარი თავის გამოჩენის ამბიცია მაქვს.

ახლა კი მიპასუხე, ჩემი ამდენი პოსტების შემდეგ ადამიანი რომ იტყვის შენი მოგონილი წესებით ცხოვრობო, რაღა უნდა უთხრა იმას. ქრისტეს სიტყვებს ვეუბნები და შენი მოგონილიაო ეგეთი ცხოვრებაო. ეკლესიაში მღვდელი არ შეგიშვებს მეთქი და ნუ შემიშვებო, თითქოს მე ვეღობებოდე კარში.

"მაშინ ეკლესიის კარიბჭე ჩემთვის უფრო ფართოდ ყოფილა გაღებული რათა გამოვსწორდე"-ს რო იტყვის ადამიანი ის ნორმალურია? წინასწარ ცოდვას ჩადიოდე, რომ კარგად დაეცე, კარგად წარიწყმიდო და დაისვარო ცოდვების ტალახში, ღრმად, სქლად... რომ მერე ეკლესიაში მიხვიდე და გამოსწორდე....


დამანებეთ რა თავი.... ასეთ საკითხებზე მე ფორუმებზე დამპოსტავი აღარ ვარ საერთოდ....

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Feb 13 2009, 01:03 AM

ციტატა
გაიკეთე სვირინგი და ეკლესიაში რომ არ შეგიშვებენ ნახავ მერე...



აბე


ძმისგულო სვირინგს არ ვამართლებ, მაგრამ ხომ იცი რომ სტიქაროსანი ვარ და ხომ მცნობ? smile.gif

http://img6.imageshack.us/my.php?image=img3745ga2.jpg

ნუ რომ ვნანობ მაგაზე საუბარი არაა და თან ძალიან მაგრადაც ვნანობ მარა აბეს ძმი ნუ გადაამეტებ კაი? smile.gif kiss1.gif


პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 13 2009, 01:30 AM

ციტატა(Tarzana @ Feb 13 2009, 01:03 AM) *

აბე
ძმისგულო სვირინგს არ ვამართლებ, მაგრამ ხომ იცი რომ სტიქაროსანი ვარ და ხომ მცნობ? smile.gif

http://img6.imageshack.us/my.php?image=img3745ga2.jpg

ნუ რომ ვნანობ მაგაზე საუბარი არაა და თან ძალიან მაგრადაც ვნანობ მარა აბეს ძმი ნუ გადაამეტებ კაი? smile.gif kiss1.gif


ტარზან, მესმის რისი თქმაც გინდა, მაგრამ ჯობია ამ კაცს ჩემზე ყველანაირი წარმოდგენა დაეკარგოს და სვირინგი არ გაიკეთოს. სინანული კარგია, მაგრამ წინასწარ რაიმეს ჩადენა შემდგომი სინანულისთვის უდიდესი ცოდვაა. არ შეიძლება დაგეგმო: ა) ამის გაკეთება ბ) იმის გაკეთება გ) ამ ცოდვის ჩადენა დ) ამ ცოდვის მონანიება და ა.შ. ჭეშმარიტი სინანული უდიდესი რამ არის, რაც ძააააააააალიან ძალიან იშვიათობაა, მაგრამ ამ ჭეშმარიტ სინანულსაც კი ჯობია თავიდან დაფიქრდე, რომ მერე არ ინანო.... გავა დრო და ეს კაციც ინანებს თავის სვირინგის გამო. მართალია ეს დიდი ცოდვა არ არის, მაგრამ დიდი ცოდვა სინსნულის დაგეგმვაა, რაც ზევით დავწერე. ამ საკითხს გვერდს ვუვლით ხოლმე, როცა არ გვინდა ამ საკითხთან შეხება... არადა არაა გვერდის ასავლელი.... a075.gif

პ.ს. ამოიწვი ეგ სვირინგი ძმისგულო? როგორც ვიცი უნდა ამოიწვა რაღაცნაირად, რომ ეკლესიაში შესვლის უფლება გქონდესო....

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 13 2009, 11:38 AM

ციტატა
ეხლა ხვდები რატომ არ ვარ აქტიური ფორუმელი? სისულელეა და იმიტომ..... რაღაცას იტყვი სიმართლეს და გედავებიან უაზროდ... ამიტომ არ მიყვარს ფორუმები....

მოდი რა თუ ძმა ხარ laugh.gif

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Feb 13 2009, 11:57 AM

აბე

ციტატა
პ.ს. ამოიწვი ეგ სვირინგი ძმისგულო? როგორც ვიცი უნდა ამოიწვა რაღაცნაირად, რომ ეკლესიაში შესვლის უფლება გქონდესო....


არა მაქვს ეხლაც... განა ამოწვა სხეულს უარესად არ დაამახინჯებს? smile.gif

ეკლესიაში შესვლის უფლებაზე საიდან იცი მასეთი რამე არ ვიცი ძმი... ჩემთვის ასეთი არავის არაფერი უთქვამს smile.gif

არ არის აუცილებელი წარმოდგენა დააკარგინო საკუთარ თავზე, რადგან მერე მაინც გაიკეთებს smile.gif


m16

უბრალოდ ინანებ და შეიძლება არა იმიტომ რომ ცოდვაა, არამედ მოგწყინდება და ვეღარ მოიცილებ, ზოგჟერ ისეთ საზოგადოებაში მოხვდები რომ შეგრცხვება მაგ სვირინგის გამოჩენა smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 13 2009, 03:29 PM

ციტატა(Tarzana @ Feb 13 2009, 11:57 AM) *

აბე
ეკლესიაში შესვლის უფლებაზე საიდან იცი მასეთი რამე არ ვიცი ძმი... ჩემთვის ასეთი არავის არაფერი უთქვამს smile.gif


ხო რავიცი.... მთავარია გულით ინანიებდე და ამოწვა თუ რაღაცა მგონი მოძღვარს რო ვკითხოთ ჯობია....

m16
ციტატა
მოდი რა თუ ძმა ხარ laugh.gif


უკომენტაროდ ვტოვებ. აზრი არა აქვს შენთან კამათს....

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 13 2009, 06:37 PM

აბე

ციტატა
უკომენტაროდ ვტოვებ. აზრი არა აქვს შენთან კამათს....

მოდი რა თუ ძმუა ხარ laugh.gif laugh.gif


კარგი რა ამხანაგო biggrin.gif
ცხოვრება ისეთი ამაო რამეა, გვეკუთვნის ადამიანებს რომ ცოტა თავისუფლება მივცეთ თავს..
ცოტა რაღაც დავარღვიოთ, რაღაც შევცვალოთ...რაღაც ისეთი ვქნათ რაც არ ჯდება....

ტეხავს რა ისე, უაზრობაა...

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 13 2009, 06:44 PM

ციტატა(Tarzana @ Feb 13 2009, 01:03 AM) *

http://img6.imageshack.us/my.php?image=img3745ga2.jpg

დიდააააააა რა დავინახეე tongue.gif
ნორმალური მაინც ვერ დაიხატე? laugh.gif


მე მზე მინდა ხერხემალზე, ბეჭებს შორის mellow.gif



oops.gif მაპატიეთ

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Feb 13 2009, 09:34 PM

ცოდვა ზოგადად წესებიტ არ განისაზღვრება, არამედ მოტივებით... გააჩნია დანიშნულებას... ცოდვა ვნებაა, ანუ ის რაც გავნებს შენ ან სხვებს... გააჩნია დანიშნულებას თორე გაქცევა არ გაქვთ ნანახი ?

აბა მითხარიტ ცოდვაა იმ კაცმა ამხელა რუქა რომ ამოიქარგა ?

სიმბოლიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანის გული განწყობით იკვებება და სიმბოლოები ამაში ძალიან ეხმარებიან...

სვირინგი შეიძლება პასუხისმგებლობაზე მეტყველებდეს და ყოველთვის გახსენებდეს რარაცას... და ამით სასარგებლო იყოს...



თუმცა შემთხვევატა 99%-ში სვირინგი თვითგამოხატვის, ამპარტავნებისა და ბილწი ინსტიქტების აფიშირების დანიშნულებას ასრულებს... არი რატომ არის ის ცოდვა...


პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 13 2009, 10:00 PM

გამარჯობათ, ვნახოთ რას გვეუბნება ბიბლიაში ღმერთი: kitxva.gif

28 . ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი! (ლევიტელტა 19:28)

ხოლო რეალურად მანდ მარტო წარწერებზე არაა საუბარი, ეგ სიტყვა რაც ებრაულში წერია- ნიშნავს ნახატს, წარწერას, ნიშანს... a075.gif

Ye shall not make any cuttings in your flesh for the dead, nor imprint any marks upon you: I am the LORD.

თარგმანი მაზორეთული ტექსტებიდან...


rolleyes.gif

პ.ს. აქ ქონდათ მოყვანილი ფრაზა კორინთელების მიამრთ წერილიდან- ეგეც მართალია, მაგიც ამტკიცებს რომ ტატუების გაკეთება არ შეიძლება...

smile.gif

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Feb 13 2009, 10:01 PM

ციტატა
თუმცა შემთხვევატა 99%-ში სვირინგი თვითგამოხატვის, ამპარტავნებისა და ბილწი ინსტიქტების აფიშირების დანიშნულებას ასრულებს... არი რატომ არის ის ცოდვა...


+ 1 მე ჩემს თავს ვგულისხმობ sad.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 14 2009, 12:04 AM

ციტატა(m16 @ Feb 13 2009, 06:37 PM) *

აბე
ცხოვრება ისეთი ამაო რამეა, გვეკუთვნის ადამიანებს რომ ცოტა თავისუფლება მივცეთ თავს..
ცოტა რაღაც დავარღვიოთ, რაღაც შევცვალოთ...რაღაც ისეთი ვქნათ რაც არ ჯდება....

ტეხავს რა ისე, უაზრობაა...



ერთმა კაცმა თავის მეგობარს საჩუქარი მიართვა, მან კი დაიწუნა და არ აიღო. გავიდა დრო და სანატრელი გაუხდა ის საჩუქარი, მაგრამ ვეღარ მიიღო თავისი უმადურობის გამო. ამ იგავის მსგავსად, ნურც შენ იქნები ღვთისადმი უმადური. მან გაჩუქა ამ ცხოვრებაში უამრავი რამ, რითაც გაიხარებ და ბედნიერი იქნები და კიდევ რაც ყველაზე მთავარია, გაჩუქა შესაძლებლობა სამოთხეში მოხვედრისა და ეს მისი ჯვარზე გაკვრის ფასად მიიღე. და ამ საჩუქარზე რომ თქვა ამაოაო, უმადურებაა....

აბა ღვთის მაგივრად წარმოიდგინე ვიღაცა ადამიანი, რომელიც შენ რაღაცას გჩუქნის. თუ იცი, რომ ამ საჩუქრისთვის მან ბევრი ოფლი ღვარა რომ ფული შეეგროვებინა, თავისი ლუკმა მოიკლო და 1-ის მაგივრად ნახევარი პური ჭამა, რომ ფული დაეზოგა და შენთვის საჩუქარი ეყიდა. შენ რომ ეს საჩუქარი დაიწუნო, უმადურობა და დაუნახავობა იქნება იმ კაცის მიმართ.

1) ვინ უფრო მეტი გაიღო შენი საჩუქრისთვის, კაცმა, რომელმაც თითქმის იშიმშილა, თუ ღმერთმა, რომელიც მოკვდა და აღდგა შენს გამო, აიტანა უამრავი ტანჯვა და გვემა. 2) ვისი საჩუქარია უფრო დიდი, კაცის, რომელიც წარმავალია, თუ ღმერთის, რომელიც საუკუნო ცხოვრებაა. 3) განა შენთვის ამდენს გააკეთებს რომელიმე ადამიანი? ვინმე მოიკლავს თავს შენთვის? ამხელა რამის ჩუქება შეუძლია შნთვის ვინმეს?

რომ არ გავჩერდე სულ ვილაპარაკებ ამაზე... და კიდევ იტყვი, რომ ცხოვრება ამაოა?

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 14 2009, 10:40 AM

სტა პრაცენტ მართალი ხარ...

მაგრამ მაინც მოდი რა თუ ძმა ხარ laugh.gif

უმადური კი არ ვარ, პირიქით..მეტს ვეძებ, მეტ სიხარულს biggrin.gif


პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 14 2009, 12:46 PM

ციტატა(m16 @ Feb 14 2009, 10:40 AM) *

სტა პრაცენტ მართალი ხარ...

მაგრამ მაინც მოდი რა თუ ძმა ხარ laugh.gif

უმადური კი არ ვარ, პირიქით..მეტს ვეძებ, მეტ სიხარულს biggrin.gif


ახლა კიდევ ერთ რამეს გეტყვი.
შენ იცი, რომ მარხვა არ არის მხოლოდ საჭმელების შეზღუდვა. არამედ ეს არის "მინდას" დაძლევა. შენ მარხვის დროს უარს ამბობ რაღაცეებზე რაც გინდა, და არა მარტო საჭმელზე.
შენ ისიც იცი, რომ მარტო მარხვის დროს არ უნდა იყოს ასე, არამედ მარხვაში განსაკუთრებით ვიკლებთ ხორციელ სიამეებს. არასამარხვო დღეებშიც და სამარხვო დღეებშიც, ყოველთვის ვცდილობთ, რომ არ განვარისხოთ უფალი ჩვენი საქციელით, ყოველთვის უღირსად მიგვაჩნია თავი ღვთის წყალობისა და შემწეობისა. სულ ვცდილობთ რომ ცოტათი მაინც გავხდეთ ღირსეული. მარხვაში კი განსაკუთრებით. ახლა დაფიქრდი: როცა ამხელა საზრუნავი გვაქვს, მარიაჟობის დრო გვაქვს?! განა ამ ტატუირებითა თუ სხვა ცოდვით არ განვარისხებთ ღმერთს?! მოდი ძმურად, გადაიფიქრე მაგ ტატუს გაკეთება და დასძლიე "მინდას" და პირადად მე მოგცემ გარანტიას თუ გინდა, რომ უფალთან არ დაგეკარგება ეს. a075.gif ყველა იმ ცოდვისგან თავის შეკავება, რომლებიც "მინდას" დაძლევაა ერთი ნეტარებაა და სიხარული. დამიჯერე ეს სიხარული უფრო დიდია ვიდრე შენ ეძებ სვირინგებში და ა.შ. როცა შენ ღვთის გზაზე სიარულში დაიწყებ "მინდა"-ს დაძლევას, ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერი იქნები.... a075.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 14 2009, 02:38 PM

აუ რა მაგრად მინდა სვირინგი იცით ხალხნო? მარა რას იზავ არ შეიძლება და არ შეიძლება smile.gif
მკერდზე უნდა დავიწერო "ზა როდინუ ზა სტალინა" laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Feb 14 2009, 08:57 PM

ციტატა(ბექა @ Feb 14 2009, 03:38 PM) *

აუ რა მაგრად მინდა სვირინგი იცით ხალხნო? მარა რას იზავ არ შეიძლება და არ შეიძლება smile.gif
მკერდზე უნდა დავიწერო "ზა როდინუ ზა სტალინა" laugh.gif laugh.gif laugh.gif

blink.gif

პოსტის ავტორი: linguistuss თარიღი: Feb 16 2009, 12:19 AM

ამ თემის კითხვის დროს გამახსენდა, რომ პოლინეზიელთა ენიდან "ტატუ" რომ ვთარგმნოთ ქართულად მივიღებთ - "ხატს". ამასთან, კიდევ ერთ რამეს მივაქციე ყურადღება: მთელი განხილვის მანძილზე პატივცემული ბატონები და ქალბატონები ბჭობენ იმაზე, არის თუ არა ტატუ ტაბუ, ხშირ შემთხვევაში ისინი სიტყვა ცოდვას არასწორ კონტექსტში ხმარობენ, იქ სადაც ისინი გულისხმობენ ტაბუს აუცილებლად წერენ "ცოდვას", ეს ალბათ ფორუმის სპეციფიკის ბრალია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, როგორც მოგეხსენებათ, პოლინეზიელებმა სულ ორი სიტყვით გაამდიდრეს ჩვენი ენა (არა მხოლოდ ჩვენი, იმათიც) და ამ ორმა სიტყვამ ამ მადლიან თემაში იპოვეს ერთმანეთი: ტატუმ (ხატმა) და ტაბუმ (აკრძალვამ), სასწაულია პირდაპირ smile.gif

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Feb 16 2009, 01:25 AM

ციტატა(ბექა @ Feb 14 2009, 01:38 PM) *

აუ რა მაგრად მინდა სვირინგი იცით ხალხნო? მარა რას იზავ არ შეიძლება და არ შეიძლება smile.gif
მკერდზე უნდა დავიწერო "ზა როდინუ ზა სტალინა" laugh.gif laugh.gif laugh.gif

ვაიმე ვაიმე
კიარა და laugh.gif laugh.gif laugh.gif
ამ შუა ღამე როგორ გამახალისა ვერ წარმოიდგეეეეეეენ laugh.gif laugh.gif
კაი იყო




პ.ს არ მომცონს მე სვირნგები..

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Feb 16 2009, 01:37 AM

ციტატა(Lashab @ Feb 13 2009, 09:00 PM) *

გამარჯობათ, ვნახოთ რას გვეუბნება ბიბლიაში ღმერთი: kitxva.gif

28 . ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი! (ლევიტელტა 19:28)

ხოლო რეალურად მანდ მარტო წარწერებზე არაა საუბარი, ეგ სიტყვა რაც ებრაულში წერია- ნიშნავს ნახატს, წარწერას, ნიშანს... a075.gif

Ye shall not make any cuttings in your flesh for the dead, nor imprint any marks upon you: I am the LORD.

თარგმანი მაზორეთული ტექსტებიდან...
rolleyes.gif

პ.ს. აქ ქონდათ მოყვანილი ფრაზა კორინთელების მიამრთ წერილიდან- ეგეც მართალია, მაგიც ამტკიცებს რომ ტატუების გაკეთება არ შეიძლება...



smile.gif

გამიხარდა შენი დანახვა ამ ფორუმზე..


პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 16 2009, 02:47 AM

ციტატა(milana @ Feb 16 2009, 02:37 AM) *

გამიხარდა შენი დანახვა ამ ფორუმზე..


მეც smile.gif hi.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 17 2009, 12:55 PM

ციტატა(linguistuss @ Feb 16 2009, 12:19 AM) *

ამ თემის კითხვის დროს გამახსენდა, რომ პოლინეზიელთა ენიდან "ტატუ" რომ ვთარგმნოთ ქართულად მივიღებთ - "ხატს". ამასთან, კიდევ ერთ რამეს მივაქციე ყურადღება: მთელი განხილვის მანძილზე პატივცემული ბატონები და ქალბატონები ბჭობენ იმაზე, არის თუ არა ტატუ ტაბუ, ხშირ შემთხვევაში ისინი სიტყვა ცოდვას არასწორ კონტექსტში ხმარობენ, იქ სადაც ისინი გულისხმობენ ტაბუს აუცილებლად წერენ "ცოდვას", ეს ალბათ ფორუმის სპეციფიკის ბრალია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, როგორც მოგეხსენებათ, პოლინეზიელებმა სულ ორი სიტყვით გაამდიდრეს ჩვენი ენა (არა მხოლოდ ჩვენი, იმათიც) და ამ ორმა სიტყვამ ამ მადლიან თემაში იპოვეს ერთმანეთი: ტატუმ (ხატმა) და ტაბუმ (აკრძალვამ), სასწაულია პირდაპირ smile.gif


ყოველთვის მაინტერესებდა ამ ფორუმზე რატომ გადიან ხოლმე ერთი და იგივე იუზერები ახალ-ახალ რეგისტრაციებს. "დაუსვით კითხვა მოძღვარს" განყოფილებაში უმეტესობა შეკითხვებისა დაპოსტილია იმ იუზერების მიერ, რომლებსაც სულ თითო-ოროლა პოსტი აქვთ. აქაც ჩვენს linguistuss-ს 1 პოსტი აქვს ამ მომენტისათვის. გასაოცარია....


რაც შეეხება ტატუს და ტაბუს, მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი: "ქმედებათა გარკვეული ნაწილი - ტაბუ". არ მინდა ახლა აქ დავიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ მართლმადიდებელმა ადამიანმა ბევრი რამ უნდა აუკრძალოს საკუთარ თავს, რადგანაც ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ: არ არის ეკლესიური ცხოვრება რთული! ეს აკრძალვები არ არის რთული და ეკლესიურად ცხოვრება ძალიან ადვილია. ვინც ეკლესიურად დაიწყებს ცხოვრებას, მერე თვითონ გაუჩნდება სურვული, რომ წაიკითხოს, გაიგოს, მოძღვარს ჰკითხოს კიდევ რა არ უნდა გააკეთოს ხოლმე მან და ა.შ. ხოდა, ვინმეს რომ არ ეგონოს, ეგრე ამბობს ხოლმე, თორემ თვითონაც იცის, რომ რთულიაო, ამიტომ აღარ დავიწყებ იმის ლაპარაკს, რომ აკრძალვა თავისთავად მართლმადიდებლობის განუყოფელი ნაწილია. აკრძალვა ცოდვის, აკრძალვა არა-ცოდვის, მაგრამ სულისთვის საზიანო რაიმესი; აკრძალვა კარგის (მაგ. საჭმელების მარხვის პერიოდში) და ა.შ. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არ მინდა ტაბუებზე საუბარი, არის ის, რომ ბევრი არა-მრევლი და ბევრი მრევლიც არასწორად აღიქვამენ მართლმადიდებლობის არსს, კერძოდ იმასთან დაკავშირებით რომ, ეკლესიურ ცხოვრებას აიგივებენ აკრძალვებთან. პატივცემულმა ფორუმელებმა კი, ყველამ ვიცით, რომ აკრძალვებზე ბევრად მნიშვნელოვანია კეთილი საქმის კეთება; ადამიანების სიყვარული, როგორც მოყვარის ასევე მტრის; ფიქრების დამორჩილება, რომ ეშმაკმა ცუდი რამეები არ გვაფიქრებინოს ხოლმე; წირვა-ლოცვებზე მთელი გულით და სულით სიარული, რათა მადლი წამოვიღოთ შინ დაბრუნებულებმა; ადამიანების გახარება, ბედნიერების მინიჭება; ძლიერი რმენის ქონა; უფლის სიყვარული, წმინდანების სიყვარული, მათი კრძალვა, უდიდესი პატივისცემა და სასოება; გულითადი სინანული და არა მოჩვენებითი და უამრავი სხვა რამ. როდესაც ეს ყველაფერი გაგვაჩნია, აკრძალვებზე აღარ ვფიქრობთ, უკვე თავისთავად არ ჩავდივართ იმეებს, რაც აკრძალული ეკლესიის მიერ
საწყენად არ მიმიღო ჩემო მეგობარო linguistuss, მაგრამ რელიგია არ არის ენათმეცნიერება, რომ სიტყვების თარგმანი ვეძებოთ და ა.შ. ყველაფერი ძალიან მარტივია - დავფიქრდები ხოლმე "უფალო, ეს რომ ჩავიდინო მართებულია შენს წინაშე?" თუ პასუხს ვიპოვი ჩემს თავში, შესაბამისად ვმოქმედებ და თუ ვერ ვიპოვი, მოძღვართან მივდივარ და მას ვეკითხები. ეს არის და ეს, არ უნდა ამას ენათმეცნიერება. P.S. სამწუხაროდ, ხშირად ამ შეკითხვას არ ვუსვამ ჩემს თავს და ამ მხრივ გამოსასწორებელი ვარ.... ეს ჩემი ძალიან დიდი ნაკლია....



პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Feb 17 2009, 01:44 PM

ხატების და ეკლესიის გამოსახულებების ამოსვირინგებაზე რას აზრის ხართ?

ეგეც ხომ ცოდვა არაა?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 18 2009, 11:38 AM

egri3

ციტატა
ხატების და ეკლესიის გამოსახულებების ამოსვირინგებაზე რას აზრის ხართ?

ეგეც ხომ ცოდვა არაა?

ეგრი, ჩემი აზრით ეგ არის სწორედ ცოდვა, თორემ ქავთარაძისაც არ იყოს "ნე ზაბუდუ მატ როდნუიუ" ან "უმრუ ნა ტანცპლოშადკე" ეგ უკვე საკუთარი სისულეების გამოა. ხატი და ჯვარი ან მსგავსი როცაა, წარმოიდგინე რამდენი უხერხულობები იქმნება მაგ დროს სხვადასხვა სიტუაციებში, რასაც აქ არ დავაკონკრეტებ...

პ.ს. ერითრეელ ე.წ. კოპის (ქართულად არ ვიცი როგორაა) მართლმადიდებლებს - ქალებს ყველას აქვს შუბლზე ჯვარი ამოტვიფრული. აქ ქუჩაში ძალიან ხშირად ვხვდები მაგათ.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 18 2009, 12:22 PM

ციტატა(Apostle @ Feb 18 2009, 06:31 AM) *

აბა ამოვისვირინგოთ მაშინ ჯვრები, ხატები, ლოცვები და ეკლესიები და გადავრჩებით http://www.radikal.ru



ყურადღებით წაიკითხე და ნახავ იმ აბზაცსაც სადას სიწმინდეების ამოსვირინგებაზე მიწერია.


ციტატა(აბე @ Feb 8 2009, 06:31 PM) *

ჩემი სუბიექტური მოსაზრება და არა ვინმესგან ნასწავლი

სვირინგს არ ვიხატავთ სილამაზისთვის, არამედ იმ გამოსახულებას, რომელსაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაგალითად სიტყვა "დედა". მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამით დედის პატივისცემას უფრო მეტად გამოხატავენ.

ავიღოთ მაგალითად რომელიმე პოპ-ვარსკვლავის სახელი, ან ჯგუფის ლოგო. ეს უკვე იმდენად დიდი ფანატობაა, რომ ღმერთზე წინ აყენებენ ამ მომღერალს. ეს რომ უთხრა მათ დაგცინებენ და გეტყვიან, ცოტა ლოგიკა ჩადე საუბარშიო, რეებს გვაკადრებო, მაგრამ აბა დაფიქრდი: ადამიანი რომ ამდენს აკეთებს იმ მომღერლის სიყვარულის გამო და ბევრად ნაკლებს (ან საერთოდ არაფერს) აკეთებს ღმერთის სიყვარულის გამო (არ ლოცულობს და ა.შ.) ეს არ არის ღმერთის დავიწყება და მომღერლის წინ დაყენება? საერთოდ ფანატობა მაგარი სისულელეა, რადგანაც უფალმა ყველა ადამიანს მიანიჭა რაღაც, რისთვისაც თიოეული მათგანი უნიკალურია და არ არის არცერთი პოპ-ვარსკვლავი თუ ფეხბურთელი ჩვენზე არაფრით მეტი (და არც ჩვენ ვართ სხვაზე მეტი). ყველა ადამიანი ცოდვილია და არ შეიძლება ადამიანის ფანატობა. ეს გაკერპებას გავს.


ავიღოთ რაიმე საკრალური მნიშვნელობის ფიგურა. თუნდაც ჯვარი. ვიცით, რომ არც წმინდანების ქანდაკებებია აღიარებული მართლმადიდებლობაში, არამც თუ სვირინგად გამოსახული სიწმინდე ან წმინდანი. ჩვენ, მართლმადიდებლებს გვაქვს მხოლოდ ხატები, მედალიონები, ჯვარი და ა.შ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წარმართულ რელიგიას მიეკუთვნება სვირინგის ფიგურა, მაშინ ლაპარაკი აღარ არის, რომ ეს ცოდვაა.

თუ სვირინგს იკეთებს ადამიანი არა ამ მიზნებით (რაც ზემოთ დავწერე) და სხვა ამდაგვარი მიზნებით და მხოლოდ სხვის თვალში "მაგარ როჟად" გამოჩენისთვის, ან მოდისთვის ან რაიმე ამდაგვარისთვის - მაშინ ის ცოდავს, როგორც ზედმეტად გადაპრანჭვის დროს და ა.შ. ამავე დროს აქ საქმე გვაქვს სიამაყესთან. ეს რო ვუთხრათ მათ, ამაზეც მივიღებთ მკაცრ პასუხს და დაცინვას, მაგრამ აბა დაუკვირდი: თუ გინდა სხვის თვალში მაგარი გამოჩნდე ეს განა სიამაყე არ არის?! გაიგეთ ხალხო, რომ ლოცვაც კი შეიძლება ცოდვა იყოს, თუ იგი ხალხისათვის მოსაჩვენებლად არის, სხვის დასანახად. მარხვის დროს წუწუნიც, რომ სხვამ დაინახოს მარხვაზე არისო.... იესო ქრისტე გვასწავლიდა, როცა მადლს აკეთებ, შენც მარცხენას ნუ ეცოდინება რას აკეთებს შენი მარჯვენაო და ნუ გაახმაურებ შენს მიერ ჩადენილ მადლსო. რომელ მადლის ჩადენაზეა საუბარი, როცა ადამიანს არაფერი განსაკუთრებით დასაფასებელი არაფერი გაუკეთებია და სხვის თვალში საკუთარი სახელის განდიდებას ცდილობს. რომც გაეკეთებინა რაიმე განსაკუთრებით დასაფასებელი, მაინც არ ექნებოდა ამის უფლება. კაცთა თვალში კი არა უფლის თვალში ვიყოთ მაგრები (ძალიან ცუდი ტერმინოლოგიით დავწერე).


პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 18 2009, 10:12 PM

kmunebi

ციტატა
blink.gif

ხუმრობ შე კაცო რა გჭირს biggrin.gif
milana
ციტატა
ვაიმე ვაიმეკიარა და ამ შუა ღამე როგორ გამახალისა ვერ წარმოიდგეეეეეეენ კაი იყო

მიხარია biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: linguistuss თარიღი: Feb 20 2009, 11:08 AM

აბე
ახალი იუზერი ვარ ამ ფორუმზე და რა ვქნა?! ყველა ფორუმზე ეს სახელი მქვია და არავის არ ვემალები ზოგ-ზოგიერთებისაგან განსხვავებით...

ახლა რაც შეეხება ტაბუს და ტატუს თემას:
აქცენტი არასწორადა დასმული შენს პოსტში მეგობარო. საუბარი იყო იმაზე, რომ სიტყვა "ცოდვა" ხშირად ენაცვლება სიტყვა "ტაბუს" ღვთისმსახურთა თუ რელიგიურ მოღვაწეთა ფრაზებში. ჩემი შეფარული შეკითხვაც ამას ეხებოდა - ეს განზრახ კეთდება, თუ გაუაზრებლად?!

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Feb 20 2009, 11:25 AM

linguistuss

ციტატა
საუბარი იყო იმაზე, რომ სიტყვა "ცოდვა" ხშირად ენაცვლება სიტყვა "ტაბუს" ღვთისმსახურთა თუ რელიგიურ მოღვაწეთა ფრაზებში. ჩემი შეფარული შეკითხვაც ამას ეხებოდა - ეს განზრახ კეთდება, თუ გაუაზრებლად?!

ანუ იგივეა თუ არა ტაბუ და ცოდვა?
ეს გაინტერესებს?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 20 2009, 11:34 AM

ციტატა
რატომ არის ცოდვა სვირინგის გაკეთება?


ამდენი ხანია კამათობთ და კაციშვილმა ვერ გასცა პასუხი რატომაა ცოდვა! იმიტომ არის ცოდვა რომ ბიბლიაში - ლევიანებში - გარკვევით წერია ღმერთის მოწოდება ხალხისადმი "ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით".

აი ამიტომაა ცოდვა!

პ.ს. სერგი არ ვარ

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 20 2009, 11:40 AM

sergi_glaxa

ციტატა
პ.ს. სერგი არ ვარ

mad.gif სადაა სერგი და რატომ იყენებ მის ნიკს?

პ.ს. smile.gif მართლა.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Feb 20 2009, 11:42 AM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Feb 13 2009, 06:44 PM) *

მე მზე მინდა ხერხემალზე, ბეჭებს შორის mellow.gif



oops.gif მაპატიეთ


ხერხემალთან ცოტა ფრთხილად იყავი, კანქვეშ შეყავთ საღებაში და იავიცი მალებზე ან ზურგის ტვინზე არ იმოქმედოს
მაგარი მურტალია ხერხემლის პრობლემები

ახლა მხოლოდ ჯანმრთელობის კუთხით გეუბნები


ისე მეც ქე მინდა სვირინგი , მაგრამ მხოლოდ მკლავზე და პატარა
მიყვარს ქაჯური რამეები არ დაგიმალავთ

ტარზანას ტატუ რომ აქვს ექ დიდია და უშნოცაა, ასევე ჩემს ძმასაც დიდი ტატუ აქვს დახატული და სულ არ უხდება. პატარა დაეტოვებინა ჯობდა (მერე გაადიდა და გააფორმა)

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Feb 20 2009, 01:14 PM

ისე ტატუს ვადიანობას მნიშვნელობა აქვს? ანუ დროებითია თუ მუდმივი. smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 20 2009, 11:00 PM

ციტატა
სადაა სერგი და რატომ იყენებ მის ნიკს?


რავე, გავტეხე და ვიყენებ. tongue.gif

უკაცრავად, ეს მართლა მართლმადიდებლური ფორუმია? blink.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 21 2009, 07:42 AM

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 20 2009, 12:34 PM) *

ამდენი ხანია კამათობთ და კაციშვილმა ვერ გასცა პასუხი რატომაა ცოდვა! იმიტომ არის ცოდვა რომ ბიბლიაში - ლევიანებში - გარკვევით წერია ღმერთის მოწოდება ხალხისადმი "ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით".

აი ამიტომაა ცოდვა!

პ.ს. სერგი არ ვარ


რას ბრძანებ, მე გავეცი მაგას პასუხი a075.gif გადახედე პოსტებს smile.gif

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: gujia თარიღი: Mar 19 2009, 11:44 AM

ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი! (ლევიტელტა 19:28)

თუ კი ბიბლიის და ღმერთის სიტყვის დაუმორჩილებლობა ცოდვა არ არის, მაშინ შეგიძლიათ უამრავი სვირინგი გავიკეთოთ და ცოდვად არ ჩაგვეთვლება.

P.S ეხლა შარი არ მომდოთ იქ სვირინგი არ წერიაო biggrin.gif (ეს ხუმრობით)
biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 20 2009, 03:36 PM

ჩვენ ყოველდღიურობით უამრავ ცოდვას ჩავდივართ . და ეს კითხვა რატომ გაჩნდა რატომააო სვირინგი ცოდვაო? მარტივი პასუხი აქვს . სვირინგის გამოსახულებებით თუ ვიმსჯელებთ....

პოსტის ავტორი: gujia თარიღი: Mar 22 2009, 11:23 PM

ციტატა
ჩვენ ყოველდღიურობით უამრავ ცოდვას ჩავდივართ . და ეს კითხვა რატომ გაჩნდა რატომააო სვირინგი ცოდვაო? მარტივი პასუხი აქვს . სვირინგის გამოსახულებებით თუ ვიმსჯელებთ....


არამარტო მაგიტომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ღმერთმა დაგვიბარა ცოდვააო smile.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Mar 22 2009, 11:28 PM

gujia
შენ საიდანღაც მეცნობი biggrin.gif
ნეტავ საიდან?

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Oct 18 2010, 11:29 PM

რავიცი
რატომ არის ნეტავ sad.gif
რას დააშავებს ეხლა წარბზე
პაწაწინა საყურე ა? sad.gif

ეჰ:|

პოსტის ავტორი: tok@ თარიღი: Oct 19 2010, 02:19 PM

ციტატა(*ana* @ Oct 18 2010, 11:29 PM) *

რავიცი
რატომ არის ნეტავ sad.gif
რას დააშავებს ეხლა წარბზე
პაწაწინა საყურე ა? sad.gif

ეჰ:|

არ ვიცი სხვა როგორ გადმოგცემთ მაგრამ მე რაც ვიცი იმას გეტყვით,როდესაც სვირინგს ან საყურეს იკეთებ შენ ამით უბრალოდ ღმერთს შეურაცხყოფ..რადგან ღმერთს რომ დომებოდა რომ ნახატიანი დაბადებულიყავი ასეც იქნებოდა,ან საყურიანი...მაგრამ ღმერთმა შეგვქმნა თავის მსგავსად და ხატად...შენ ამ შენი საქციელით ამტკიცებ რომ ღმერთმა შენი შექმნის დროს შეცდომა დაუშვა....კიდე ვიტყოდი მაგრამ მეზარება biggrin.gif:D:D დაამატეთ tongue.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 19 2010, 02:37 PM

tok@

ციტატა
როდესაც სვირინგს ან საყურეს იკეთებ შენ ამით უბრალოდ ღმერთს შეურაცხყოფ.



ვაიიიიიიიი!

ციტატა
..მაგრამ ღმერთმა შეგვქმნა თავის მსგავსად და ხატად



ხატება და მსგავსება შენ ორ ხელში და ორ ფეხში გგონია გამოიხატება? ღმერთი ხორციელია და უსვირინგო?


პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Oct 19 2010, 03:49 PM

ციტატა

არ ვიცი სხვა როგორ გადმოგცემთ მაგრამ მე რაც ვიცი იმას გეტყვით,როდესაც სვირინგს ან საყურეს იკეთებ შენ ამით უბრალოდ ღმერთს შეურაცხყოფ..რადგან ღმერთს რომ დომებოდა რომ ნახატიანი დაბადებულიყავი ასეც იქნებოდა,ან საყურიანი...მაგრამ ღმერთმა შეგვქმნა თავის მსგავსად და ხატად...შენ ამ შენი საქციელით ამტკიცებ რომ ღმერთმა შენი შექმნის დროს შეცდომა დაუშვა....კიდე ვიტყოდი მაგრამ მეზარება biggrin.gif:D:D დაამატეთ tongue.gif

უკაცრავად, მაგრამ ღმერთს
ჩაცმულები არ გავუჩენივართ,
აღარ ჩავიცვათ?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 19 2010, 04:09 PM

ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ. მე ვარ უფალი!
(ლევ.19,28)

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Oct 19 2010, 06:06 PM

*ana*

მერე ჩვენი ბრალი არა არის ჩაცმულები, რომ ვართ ახლა? biggrin.gif
ეს ხუმრობით... kiss1.gif smile.gif

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 23 2010, 09:29 AM

ციტატა
როდესაც სვირინგს ან საყურეს იკეთებ შენ ამით უბრალოდ ღმერთს შეურაცხყოფ


მდაა პარენ... უ წებია სირიოზნიე პრაბლემი http://www.SmileS.Ge


http://image.geotorrents.com/
ენდე, ესეც ჩემი სიცოცხლე, ცხოვრების აზრი biggrin.gif
ეს, რომ არ დამეხატა ალბათ გავგიჟდებოდი, ნახევარი წელი ველოდები ტატუიროვშიკს, როდის ჩამოვიდოდა თურქეთიდან.. :უსერ:

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 23 2010, 01:04 PM

Adam
connie_08.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Dec 27 2010, 06:52 AM

ზოგს ქრისტე,წმინდანები და ეკლესიები ახატია,ზოგს კიდე ჟ.ვ.ს.ს აწერია,რას გაიგებ,ალბათ ყველანაირი სვირინგი ცოდვაა.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 27 2010, 12:19 PM

ციტატა(.zakaria. @ Dec 27 2010, 06:52 AM) *

ზოგს ქრისტე,წმინდანები და ეკლესიები ახატია,ზოგს კიდე ჟ.ვ.ს.ს აწერია,რას გაიგებ,ალბათ ყველანაირი სვირინგი ცოდვაა.

ღიპგადმოგდებული რესტორნიდან გამოსული და ცოლისთვის დედის****** მაგინებელი საზოგადოება ვართ მასიურად, ასე რომ სვირინგი დიდი ცოდვაა, აპა რა biggrin.gif
:ფარისეველისმაილი:
laugh.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 27 2010, 02:15 PM

ისე კოპტი ქრისტიანები მაჯაზე იკეთებენ კოპტური ჯვრის სვირინგს, როცა მოინათლებიან

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 27 2010, 02:42 PM

ციტატა(აკაკი @ Dec 27 2010, 02:15 PM) *

ისე კოპტი ქრისტიანები მაჯაზე იკეთებენ კოპტური ჯვრის სვირინგს, როცა მოინათლებიან

არა მარტო კოპტები...აღმოსავლეთში გავრცელებული წესი იყო...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Dec 27 2010, 03:02 PM

ალბათ მათი ქრისტიანობამდელი ტრადიცია სა ჩვეუება შეუერთდა ქრისტიანულს და უკვე ჯვრების გამოსახვდა დაიწყეს... რავიცი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 27 2010, 03:34 PM

ციტატა(აკაკი @ Dec 27 2010, 03:02 PM) *

ალბათ მათი ქრისტიანობამდელი ტრადიცია სა ჩვეუება შეუერთდა ქრისტიანულს და უკვე ჯვრების გამოსახვდა დაიწყეს... რავიცი

კი ზუსტად ეგრეა და ზოგადად ქრისტიანობა არა ძველი კულტურების დამანგრეველია, არამეტ იმ კულტურების ფერისმცვალებელი...ფორმას ტოვებს ოღონდ მოსავს ახალი იდეით - როგორც მოხდა 25 დეკემბრის შემთხვევაში, როდესაც მითრაიზმის მიმდევრებისთვის (და ეს იყო ძალიან გავრცელებული რელიგიური მრწამსი) 25 დეკემბერი იყო მით%რას დაბადების-შობის დღე...ქრისტიანებმა წმინდა მისიონერული თვალსაზრისით ეს დღე დატოვეს ოღონდ ის აქციეს ქრისტიანული ღმერთის შობის დღედ...

პოსტის ავტორი: Jood თარიღი: Dec 28 2010, 01:52 AM

აი რა მაინტერესებს იცით?

კაი ამბობთ რო ცოდვაა ხო..

მარა აქ ზოგი პოსტია რო ეჰ.. ცუდია რო ცოდვაა ან ხერხემალზე მზე მინდა და ა.შ.

ბოლომდე არ წამიკითხავს თემა..

ხოდა..

ეგ ეჰ და რა ცუდია და ოოო როგო რმიდნა და ა.შ. უფრო არაა ცოდვა თქვენი აზრით? :|

ეგ ხო ბოროტი ფიქრებია თU როგორც ეძახიან არ ვიცი ზუსტად...

და თანაც სად წერია რო დოცვაა ერთI საინტერესოა...

მაშIნ თუ როგორიც ხარ ისეთად უნდა მოკვდე, ნუ გავიკეთებთ გადაუდებელ ოპერაციებს და მოვკვდეთ უბრძოლველად

ხო ასე გადაწყვიტა ღმერთმა, რა საჭიროა ადამიანის ჩარევა...








იაზროვნეთ ცოტა!

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 28 2010, 11:15 AM

ციტატა
მაშIნ თუ როგორიც ხარ ისეთად უნდა მოკვდე, ნუ გავიკეთებთ გადაუდებელ ოპერაციებს და მოვკვდეთ უბრძოლველად

ციტატა
იაზროვნეთ ცოტა!

biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი თარიღი: Dec 29 2010, 10:31 AM

ციტატა
ათ მცნებაში წერია ცოდვაა მარიაჟობაო?

ამ ხალხს რატომ ჰქონია,რომ მარტო ისაა ცოდვა რაც 10 მცნებაში წერია?

პოსტის ავტორი: Bodysnatcher თარიღი: Jan 11 2011, 08:59 PM

დასანანია, რომ ესეთ საკითხებზე საერთოდ არის რაიმე საუბარი.... მე მაინც ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, რომ ოდესმე მაინც გამოხვალთ იმ გამოქვაბულიდან რომელშიც ახლა იმყოფებით.... მე მხოლოდ თქვენი დახმარება მინდა..

ყველას აქვს უფლება გააკეთოს ის რაც უნდა, როდესაც უნდა და სადაც უნდა. არ არსებობს არანაირი მორალური კოდექსი, ეს ყველაფერი ადამიანის მიერ არის შექმნილი. გისურვებთ, რომ გაეცნოთ კამიუს და საერთოდ ეგზისტენციალისტებს. იმედია დაგეხმარებათ და იმედია ოდესმე მაინც მოეშვებით ესეთ რადიკალიზმს, ფეტიშიზმს და შოვინიზმს (ეს ბოლო საერთოდ რატომ უნდა იყოს ნახსენები არც ვიცი).

Peace.

: |

პოსტის ავტორი: zatoichi თარიღი: Jan 11 2011, 09:27 PM

Bodysnatcher
umnik3.gif

პოსტის ავტორი: Bodysnatcher თარიღი: Jan 11 2011, 09:35 PM

ციტატა(zatoichi @ Jan 11 2011, 09:27 PM) *

Bodysnatcher
umnik3.gif



?

პოსტის ავტორი: zatoichi თარიღი: Jan 11 2011, 10:30 PM

Bodysnatcher

ციტატა
ყველას აქვს უფლება გააკეთოს ის რაც უნდა, როდესაც უნდა და სადაც უნდა

ეს განმიმარტე რას ნიშნავს

ანუ ადამიანის უფლება შეუზღუდავია?

ციტატა
არ არსებობს არანაირი მორალური კოდექსი,

და ესეც განმიმარტე -მაინტერესებს

პოსტის ავტორი: Bodysnatcher თარიღი: Jan 11 2011, 10:43 PM

ციტატა(zatoichi @ Jan 11 2011, 10:30 PM) *

Bodysnatcher

ეს განმიმარტე რას ნიშნავს

ანუ ადამიანის უფლება შეუზღუდავია?
და ესეც განმიმარტე -მაინტერესებს



კი, ადამიანის უფლება შეუზღუდავია, ყველანაირი შეზღუდვა და მისგან წარმოქმნილი უარყოფითი მოვლენები თვითონ ადამიანის მიერ არის შექმნილი.

დღევანდელ საზოგადოებაში ეს რასაკვირველია მიუღებელია. რელიგიურ ინსტიტუტებში განსაკუთრებით შემოღებულია დოგმატური კანონები რომლების გადალახვაც შენ იმორალურს გხდის საზოგადოების თვალში.


მართლა გგონიათ რომ ხატებზე გამოსახულმა ღმერთმა შექმნა 10 მცნება და ციდან ჩამოაგდო?

ყველანაირი შეზღუდვა არის ადამიანის შექმნილი, უმრაველს შემთხვევებში შექმნილი იმისთვის რომ ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში ცალკეულმა ინდივიდმა. ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და დამაჯერებლად ვერც გეტყვით, რომ ანარქია ან მაგდაგვარი პოლიტიკური ფორმა გამართლებულია, რადგან ჯერ არ მინახავს მისი სწორი და სრულყოფილი გამოყენება.



მოკლედ, კი ადამიანის უფლება შეუზღდავია, ჩვენ ვიზღუდავთ თავს და შვებას იმაში ვეძებთ რომ როდესაც მოვკვდებით უკეთესი სამყარო გველის. (მაგრამ ამასთან თავის მოკვლაც არ შეიძლება... რა სასტიკი კანონია არ მეთანხმებით?)

როგორც კამიუმ თქვა :

"If someone told me to write a book on morality, it would have a hundred pages and ninety-nine of them would be blank. On the last page I would write, “I recognize only one duty and that is to love.” And as far as everything else is concerned, I say no"

: )

პოსტის ავტორი: zatoichi თარიღი: Jan 11 2011, 10:56 PM

Bodysnatcher
1-მე შენ რომ მოკლა ხვალ სიტყვაზე
მე ვახორციელებ შენს მიერ თქმულ უფლებას(ვაკეთებ იმას რასაც მინდა)
შენი აზრით კარგს ვიზამ?
აი უმიზეზოდ რომ დაგიპირო მოკვლა-ჩემი უფლებაა რასაც მინდა იმას ვესვრი პისტოლეტს

კომუნისტები ხომ იცი როგორ ათეისტურ პროპაგანდას ქადაგებდნენ და იცი იმას კი არ ამკტიცებდნენ ისეო არ არსებობდაო არა
ეს იმდენად ნათელია ისტორიისთვის რომ მტკიცებასაც არ ჰქონდა აზრი


დანა რომ დამადო მაინც ვერ დამაჯერებ რომ ამხელა სიბრძნის და სიღრმის მქონე რამის დაწერა შეეძლო მეთევზეებს(სახარებასზე ვამბობ)
სახარება უფრო ფილოსფოიურად ღრმაა არის ვიდრე ნიცშეს პრაგმატული ფილოსოფია
თუ ამ კუთხითაც შევხედავთ და ეს როდის დაიწერა ?1 ლ საუკუნეში -და ვის მიერ?მეთევზეების მიერ?



სამართლის კუთხით ადამიანის უფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სხვისი

რელიგიური კუთხით შენ გაქ ყველაფრის უფლება ,მაგრმა და ამ მაგრამში ზუსტად ყველაფერი

პოსტის ავტორი: Bodysnatcher თარიღი: Jan 11 2011, 11:11 PM

მაპატიე დამავიწყდა სხვის უფლებებზე დაწერა.

მართალი ხარ, ისე უნდა იცხოვრო როგორც გინდა, მაგრამ ამავე დროს არ დაარღვიო სხვისი უფლებები. (მგონი ეს ისედაც ნათელია არა?)

მაპატიე, მაგრამ ჩემთვის ზარატუსტრაში მეტი სიბრძნე დევს ვიდრე ბიბლიაში.

და თუ შენ მართლა გგონია რომ ეს ყველაფერი მართლა ზეციდან ჩამოვარდა მაშინ ჩვენ საუბარს საერთოდ არანაირი აზრი არ აქვს. ეგრე თუ ვიმსჯელეთ რამდენი ფილოსოფოსი არსებობდა ქრისტემ შობამდე. მგონი არასწორი არგუმენტია.

და პრაგმატულობა იმ თვალსაზრისით რომ ყველაფერი უნდა შემაწომო ვიდრე მას "სწორს" უწოდებ, ჩემი აზრით სავსებით მისაღებია.

მაშინ პლატოს უნდა დავუჯეროთ და იმის მაგივრად რომ ვარსკვლავების კვლევა დავიწყოთ მათზე უბრალოდ უნდა ვიპიქროთ.

პოსტის ავტორი: zatoichi თარიღი: Jan 11 2011, 11:17 PM

ციტატა
და პრაგმატულობა იმ თვალსაზრისით რომ ყველაფერი უნდა შემაწომო ვიდრე მას "სწორს" უწოდებ, ჩემი აზრით სავსებით მისაღებია.

ანუ თუ შეიძლება ამას პრობლემა ეწედოს-მაგრამ პირობიტად ვუწოდოთ პრობლემა
ანუ პრობლემა რაშია,თქვენ ათესტებს გგონიათ რომ მორწმუნეებს იმიტომ რომ მორწმუნეები არიან ბრმად სწამთ,თითქოს ისინი ვერ ვხვდებიან ბევრ რამეს
რა თქმა უნდა ბრმად მორწმუნეებიც არიან და რა თქმა ასევე არიან ათეიდტები რომლებმაც არ იციან რატომ არიან ათეისტები

შენთვის ზარატუსტრას სიბრძნეა მეტი
მაგრა ზე კაცის იდეა საერთოდ დოსოევსკის ეკუთვნის და საერთოდ ნიცშე დოსტოევსკის "ფანი" იყო.დოსტოევსკი მორწმუნე იყო



პოსტის ავტორი: Bodysnatcher თარიღი: Jan 11 2011, 11:25 PM

და მე პირადად თქვენ არაფერს გერჩით : )

პირიქით მიხარია თუ იპოვეთ გზა ამ ცხოვრებაში. მე უბრალოდ მინდა რომ სხვა ადამიანები მიხვდნენ რაშია მათი პრობლემა, თორე არავის არაფერს არ ვერჩი.


კი დოსტოევსკის "ფანი" იყო და დოსტოევსკი (ნუ, ბოლოში) მორწმუნე.

ეს იმას არ ცვლის რომ ნიცშე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ათეისტი ფილოსოფოსია მთელ მსოფლიოში და არც ის ცვლის არაფერს რომ ნაცისტებმა ეს იდეა თავის სასარგებლოდ გამოიყენეს.

კი, ზარატუსტრა ჩემთვის უდიდესი ნამუშევარია. ისევე როგორც დოსტოევსკის უამრავი წიგნი, თუმცა ბოლო დროს უფრო აბსურდულ და ქაოტურ ნაწარმოებებს ვარჩევ.... მაგიურ რეალიზმს და ა.შ.

"There can't be any large-scale revolution until there's a personal revolution, on and individual level. It's got to happen inside first.'' ~ Jim Morrison

: )

პოსტის ავტორი: zatoichi თარიღი: Jan 11 2011, 11:31 PM

Bodysnatcher
ნიჩსეს ბოლო სიტყვებიც გეცოდინებაsmile.gif)


პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 11 2011, 11:35 PM

Bodysnatcher
zatoichi

სიმყუდროვეს დაგირღვევთ და გეტყვით, რომ სრულიად სხვა საკითხზე, თან გაუგებრად, საუბრობთ. ასე რომ თავი შეიკავეთ.

პოსტის ავტორი: Bodysnatcher თარიღი: Jan 11 2011, 11:40 PM

ისე მართლა.... უბრალოდ ვფიქრობ რომ ადამიანს ყველანაირი უფლება აქვს გააკეთოს რაც უნდა (მითუმეტეს ისეთ შემთხვევაში როგორცაა სვირინგის გაკეთება...) (ის ჩასწორება რომ სხვისი უფლებები არ უნდა დაირღვეს ალბათ ყველასთვის გასაგებია)

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Jan 12 2011, 07:58 PM

QUOTE(Bodysnatcher @ Jan 11 2011, 10:43 PM) *

ადამიანის უფლება შეუზღდავია, ჩვენ ვიზღუდავთ თავს და შვებას იმაში ვეძებთ რომ როდესაც მოვკვდებით უკეთესი სამყარო გველის. (მაგრამ ამასთან თავის მოკვლაც არ შეიძლება... რა სასტიკი კანონია არ მეთანხმებით?)

არ გეთანხმები, სისასტიკეს ვერ ვხედავ.
თანაც ეს ხომ ნებაყოფლობითია? არავის არ აძალებენ, ვისაც უნდა შეიზღუდავს თავს და ვისაც არ უნდა არა

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Jan 14 2011, 12:33 AM

ციტატა(zatoichi @ Jan 11 2011, 11:31 PM) *

Bodysnatcher
ნიჩსეს ბოლო სიტყვებიც გეცოდინებაsmile.gif)


ის სიტყვები რასაც აბრალებენ რომ თქვა? biggrin.gif

დარვინსაც აბრალებენ ამგვარი ტიპის სიტყვებს - მაგრამ სრული აბსურდია... biggrin.gif შვილები ედგნენ გვერდში სიკვდილის წინ და "დაგვემშვიდობა"-ო ამბობენ... laugh.gif შვილებზე უკეთ იმან იცის ვინც არ დასწრებია მის სიკვდილს? biggrin.gif

პ.ს. სვირინგის გაკეთება არასწორი საქციელია, ვერ წარმომიდგენია ქრისტიანული სულიერების ადამიანს მოუნდეს სვირინგის გაკეთება... ძველ აღთქმაში ცოდვად აღიქმება ეს ისე... თუმცა ეხლა "ქრისტე"-ს და "იჰვჰ"-ს თუ ამოისვირინგებ მაშინ რა ხდება არ ვიცი... laugh.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jan 19 2011, 12:30 PM

ციტატა
როდესაც სვირინგს ან საყურეს იკეთებ შენ ამით უბრალოდ ღმერთს შეურაცხყოფ

მაკიაჟი დაგავიწყდა biggrin.gif


Adam
წოწ,
მაგარია happy.gif

ესეც ჩემი sleep.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Feb 9 2011, 05:38 PM

სულელური შეკითხვა და ეჭვი ცოდვაა და სვირინგი, არაფერი კავშირშია ღმერთან - მთავარია , ღმერთის თვალში მართალი იყო.

პოსტის ავტორი: FiloTeos თარიღი: Feb 10 2011, 02:19 PM

სხეულზე ამოსვირინგება იმიტომაა ცოდვა, რომ ასე დადგინდა წმინდა მამების მიერ. დიდი ხნის წინ ადამიანებმა დაიწყეს სხეულზე წარწერების და ნახატების გაკეთება, რათა სხვებისგან გამორჩეულები ყოფილიყვნენ, სხვადასხვა რელიგიური თუ პოლიტიკური ჯგუფები იხატავდნენ ერთნაირ ნიშნებს, დიდებულებიც და მონებიც, ეს ერთგვარი იარლიყივით იყო. ქრისტიანი კი ყველასგან იმით გამოირჩეოდა, რომ არ უნდა დაენახებინა სხვისთვის ვინ იყო, მას მოეთხოვებოდა თავმდაბლობა და თავშეკავება, ის არ უნდა მიმსგავსებოდა ცოდვილ ხალხს, რომლებიც ამას აკეთებდნენ...
დღეს კი ჩვენ ამ წესის დაცვა მოგვეთხოვება ყოველგვარი კამათის გარეშე, რადგან გვმართებს მორჩილება...

Bodysnatcher

შენ ფიქრობ რომ ადამიანმა თავის თავს მისცა რელიგია რომ თავი ენუგეშებინა, მე კი გეტყვი შენ, რომ ამ აზრზე მყოფნი ინუგეშებენ თავს!

ფილოსოფიის დოქტორივით ნუ ლაპარაკობ, რადგან სიბრძნე არ იცი რა არის...

პოსტის ავტორი: dimitrius თარიღი: Feb 16 2011, 09:54 PM

მე მაქვს სვირინგი. 3 დღე ვიხატავდი მორიელს ნეკნების მხარეს მარცხნივ (დიდი სვირინგია).

ძაან დიდი ცოდვაა რა. მე ასე ვთვლი! აღსარებაში კი მაქვს ნათქვამი, ვნანობ და იმედია მომეტევება. ახლაც მინდა რომ კიდევ დავიხატო რამე, მაგრამ მახსენდება ის დღე და რაც მოხდა იმ მომენტში როდესაც "ნემსით გადამიარეს" ვიგრძენი, რომ რაღაც ძალიან დიდი დამაკლდა, დამაკლდა რაღაც კარგი, რაღაც სიკეთემ მიმატოვა.

მოკლედ მადლი მომცილდა იმ მომენტში მე. დიდად მადლიანი არ ვყოფილვარ არასდროს და ერთი ჩვეულებრივი ცოდვიანი ადამიანი ვარ, მაგრამ რაც მქონდა მადლი ისიც რომ დაგეკარგება ძალიან ცუდია. მე რაც ვიგრძენი ის დავწერე და ყველას გირჩევთ, რომ ნუ გაიკეთებთ ტატუირებას!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 13 2012, 09:28 PM

ანანო

ციტატა
არადა როგორ მინდა ხერხემალზე მზის ამოსვირინგება

მაშiნვე ასეთი მისწრაფებები გქონდა?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნიკა♪♫ თარიღი: Sep 18 2014, 09:48 AM

ტატუს გაკეთება მინდა და მხოლოდ ეგ მაყოვნებს, რაზეც ამ თემაშ არის საუბარი.იცი რა კითხვა დამებადა ? მაგალითად ტატუს გაკეთება ცოდვაა და არ უნდა გავიკეთო ხო ? მარხვის არ დაცვაც ხო ცოდვაა? ასე ვთქავთ პარტიორთან სექსუალური კავშირის დამყარებაც ხო ცოდვაა ? მაგრამ მაგ ორს თითქმის ყველა ცოდავს ნუ ეხლა ზუსტ ვერ მომყავს მაგალით ალათ, ზოგდად მინდა ვთქავა ანუ ეს უკვე ადამიანის შეგენბასთნ არის, ეს არის ის რაც შემიძია შევცოდო და ეს არის ის რაც არ შემიძლია შევცდოდო ? თუ რა ხდება ვერ გავიგე, ძალიან დავიბენი შეიძლება ეკლესიური ცოხვრებით ვერ ცხოვრობდე მაგრამ უფლის გწამდეს, აუცილებელი არაა ჩემი აზრით ეკლესიაშ აგამო და ათენო როუფალი გწამდეს

თავში ბილწი აზრის გაჩენაც ცოდვაა, მაგრამ ეგ გვეპატიება და ტატუს გაკეთება არა ? რა გახდა ტატუ ასეთი რო ლამის მკვლელობის დონეზეა ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 18 2014, 10:27 PM

ნიკა♪♫
მოიცა ძმა ცოტა ხანი . ნელ-ნელა განვიხილოთ კარგი ?
მოძღვარი გყავს ?

პოსტის ავტორი: ნიკა♪♫ თარიღი: Sep 19 2014, 09:57 AM

მყავდა უბრალოდ ცჰამოვსჰორდი სავით ეკლესიას მძიმე სამუშაო და დროის არ ქონა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 19 2014, 07:40 PM

ნიკა♪♫

ციტატა
მაგალითად ტატუს გაკეთება ცოდვაა და არ უნდა გავიკეთო ხო ? მარხვის არ დაცვაც ხო ცოდვაა? ასე ვთქავთ პარტიორთან სექსუალური კავშირის დამყარებაც ხო ცოდვაა ? მაგრამ მაგ ორს თითქმის ყველა ცოდავს ნუ ეხლა ზუსტ ვერ მომყავს მაგალით ალათ, ზოგდად მინდა ვთქავა ანუ ეს უკვე ადამიანის შეგენბასთნ არის, ეს არის ის რაც შემიძია შევცოდო და ეს არის ის რაც არ შემიძლია შევცდოდო ? თუ რა ხდება ვერ გავიგე,

დავიწყოთ იმით რომ თუ ერთს ვცოდავთ , იმ ერთის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ და არა მეორის დამატებაზე.
და მეორე - ვთქვათ ვიმრუშე დღეს , მერე გავაცნობიერე რომ ეს ცოდვაა დახვალ აღარ ვიმრუშებ . ვთქვათ მარხვაა და დღეს არ ვიმარხულე , გავაცნობიერე რომ ცოდვაა და ხვალ ვიმარხულებ .
ეს პრინციპი რომ ტატუირებასთან არ გამოგვადგება ხვდები ?

პოსტის ავტორი: ნიკა♪♫ თარიღი: Sep 20 2014, 09:21 AM

me ici raze vwedav? rodesac vambob ro tatu mknda gaviketo hemi mgobrebi amboben mere mamaos daelaparakebi da ramit dagsijs an rame ro moinanioo, da ra unda moviannio rodesac momwons chemi saqcieli da minda gaviketo tatu?? rodesac ar vnanob gaketebas eg gulwrpeli monanieba raaa da marto mamaostvia tvalshi nacros sheyraa, amitom.ra unda vinank rasac ar vnanob da rac gacnobierebulad minda??

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 22 2014, 09:27 AM

ციტატა
me ici raze vwedav? rodesac vambob ro tatu mknda gaviketo hemi mgobrebi amboben mere mamaos daelaparakebi da ramit dagsijs an rame ro moinanioo, da ra unda moviannio rodesac momwons chemi saqcieli da minda gaviketo tatu?? rodesac ar vnanob gaketebas eg gulwrpeli monanieba raaa da marto mamaostvia tvalshi nacros sheyraa, amitom.ra unda vinank rasac ar vnanob da rac gacnobierebulad minda??

აკეთე ის რაც გინდა, ყველას თავის საქციელზე თავად მოუწევს პასუხის გება.

პოსტის ავტორი: ნიკა♪♫ თარიღი: Sep 24 2014, 12:01 AM

auh magari xar sg

marazmia es tema da meti araperi, vabshe ras xsnidit?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 1 2014, 09:18 PM

ნიკა♪♫

ციტატა
marazmia es tema da meti araperi, vabshe ras xsnidit?

?

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: Oct 3 2014, 12:22 PM

რის დახატვა გინდა?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2018, 06:35 PM

"- რატომ უყურებს მართლმადიდებლური სარწმუნოება მოსვირინგებას - ტატუებს, რომელიც დღეს ძალიან მოდაშია და ლამის ყოველი მეორე ახალგაზრდა ტატუთი მოხატული სხეულით დადის.

- მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება მოსვირინგების მიმართ ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ეს არ არის ქრისტიანული ტრადიცია. სვირინგები გავრცელებული იყო ველურ ტომებში და წარმართებში. ადამიანის სხეული ღვთიური ქმნილება და სულის ტაძარია, რომელსაც პატივისცემით უნდა მოვეპყრათ".

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jul 8 2019, 08:25 PM

მოტივაციას გააჩნია რატომ იკეთებ, ზოგისთვის სიახლეა და ახალი შემართებით ავსებს, უფრო ნაყოფიერია მისი საქმიანობა საზოგადოებაში , მეტი ენერგიით იწყებს ცხოვრებას, ამ შემთხვევაში ცუდი არ უნდა იყოს სხეულის მოხატვა smile.gif)


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2019, 08:30 PM

ციტატა(m16 @ Jul 8 2019, 08:25 PM) *

მოტივაციას გააჩნია რატომ იკეთებ, ზოგისთვის სიახლეა და ახალი შემართებით ავსებს, უფრო ნაყოფიერია მისი საქმიანობა საზოგადოებაში , მეტი ენერგიით იწყებს ცხოვრებას, ამ შემთხვევაში ცუდი არ უნდა იყოს სხეულის მოხატვა smile.gif)


ბიბლიაში უარყოფილია სხეულის მოხატვა.

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jul 8 2019, 08:32 PM

marine
ახალში თუ ძველში?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2019, 10:34 PM

ციტატა(m16 @ Jul 8 2019, 08:32 PM) *

marine
ახალში თუ ძველში?


ძველში

"არ დაიკაწროთ მკვდრისთვის თქვენი სხეული და ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით"

/ლევიანები 19, 28/

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jul 9 2019, 12:07 AM

marine
მსგავსი აკრძალვები უფრო აშორებს ღმერთისგან ადამიანს, ჩემი აზრით.
საღვთო კანონს დაიცავ და არ დაიხატავ, მაგრამ გულში მოხატული გექნება მთელი სხეული :დ
ვფიქრობ გულწრფელად წესის დამრღვევი ადამიანები უფრუ უყვარს ღმერთს ვიდრე მონურად წესების დამცველნი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2019, 12:01 PM

ციტატა(m16 @ Jul 9 2019, 12:07 AM) *

marine
მსგავსი აკრძალვები უფრო აშორებს ღმერთისგან ადამიანს, ჩემი აზრით.
საღვთო კანონს დაიცავ და არ დაიხატავ, მაგრამ გულში მოხატული გექნება მთელი სხეული :დ
ვფიქრობ გულწრფელად წესის დამრღვევი ადამიანები უფრუ უყვარს ღმერთს ვიდრე მონურად წესების დამცველნი


ნოდარიკო, ვისაც უფალი უყვარს სურს რომ მისი მცნებები დაიცვას და შეასრულოს.

ერთი გოგონას ისტორია მაქვს წაკითხული, რომელსაც ტატუ ჰქონდა და შეყვარებულმა ამის გამო მიატოვა. გოგოს შესძულდა თავისი ტატუ და სხეულის იმ ნაწილს იფარავს.

მე ვფიქრობ, რომ ტატუმ მობეზრებაც იცის..

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jul 9 2019, 07:28 PM

marine
ხო ძალიან იცის მობეზრება.
მაგიტომ არ ვიკეთებ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2019, 07:43 PM

ციტატა(m16 @ Jul 9 2019, 07:28 PM) *

marine
ხო ძალიან იცის მობეზრება.
მაგიტომ არ ვიკეთებ


სწორად იქცევი wub.gif 2kiss.gif


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)