სიკვდილი - მიწიერი ცხოვრების დასასრული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიკვდილი - მიწიერი ცხოვრების დასასრული |
marine |
Mar 25 2024, 08:32 PM
პოსტი
#921
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვისაც ახსოვს სიკვდილი, მას არ შეუძლია სცოდოს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 25 2024, 09:07 PM
პოსტი
#922
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიკვდილი საიდუმლოა, საიდუმლოსთან შეხება კი მხოლოდ მდუმარებაშია შესაძლებელი"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 26 2024, 09:15 PM
პოსტი
#923
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველგან სიკვდილს ვხედავთ და ყველაზე ნაკლებად მასზე ვფიქრობთ. ჩვენ გვგონია, რომ გამონაკლისები ვართ საერთო წესიდან: ყველა კვდება, ჩვენ კი არ შეგვეხება სიკვდილი. სიკვდილი ყოველთვის მოულოდნელია, ყოველთვის ტრაგიკული. ამის ერთ-ერთი მიზეზი - ჩვენი მოუმზადებლობაა. იმისათვის, რომ მშვიდად ვცოდოთ, ვცდილობთ თავი მოვიტყუოთ. ამ მხრივ ჩვენ ყველანი ვგავართ სირაქლემას, რომელიც, როგორც ამბობენ, მტერს ქვიშაში თავჩარგული ემალება: ვერაფერს ხედავს და ფიქრობს, რომ ტმრებიც ვერ ხედავენ მას. ნიშანდობლივია, რომ სირაქლემა - ერთ-ერთი ყველაზე ფეხმარდი ფრინველია, რომელსაც მხედარიც ვერ ეწევა. მან რომ იცოდეს, ვისგან და როგორ უშველოს თავს, სიცოცხლეს შეინარჩუნებს. ადამიანს რომ ახსოვდეს სიკვდილი, და სინანულითა და ლოცვით ემზადოს, ის მისთვის მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა იქნებოდა და არა სახლის კარებში მის გასათოკად და შემდეგ დასასჯელად შესული ჯალათი"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 28 2024, 09:07 PM
პოსტი
#924
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მათ, ვინც მიცვალებულთან ფსალმუნებს კითხულობს, იციან, როგორი იოლია ზოგი ადამიანისთვის ლოცვა. თითქოსდა მათთან ერთად გარდაცვლილის სულიც ლოცულობს, ზოგჯერ კუბოსთან სიმშვიდე და სიხარულია; იქ არ არის სიკვდილის, როგორც დანაკარგის შეგრძნება, არამედ სიხარული იმის გამო, რომ სული მიწიერი მოგზაურობიდან შინ დაბრუნდა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 31 2024, 02:58 PM
პოსტი
#925
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ადამიანი თავს დაირწმუნებს თუ არა, რომ მარადისობა არ არსებობს, მაშინვე ჯიუტად გაურბის სიკვდილზე ფიქრს, რათა გუნება არ გაიფუჭოს: "მშვიდად მომაწევინეთ სიგარეტი ბოლომდე, მერე კი რაც იქნება, იქნება", - გულახდილად მითხრა ერთმა თანამედროვე ინტელექტურალმა, რომელიც მზად იყო ქვეყნად ყველაფერზე ემსჯელა - არისტოტელეს ეთიკიდან სარტრის პარადოქსამდე, ბაბილონის მითებიდან კაფკას ნოველებამდე - ყველაფერზე, საკუთარი სიკვდილის საკითხის გარდა.
არსებობს ასეთი ჩვეულება: ოთახში, სადაც მიცვალებული ასვენია, სარკეებს ფარავენ, რათა მათში რამდენიმე კუბო არ აისახოს. ადამიანი შიშობს, რომ მისი მეხსიერების სარკეში სიკვდილი აისახება და ამიტომ თავისი ცნობიერების შევსებას ნებისმიერი საშუალებით ცდილობს: სამუშაოთი, ხელოვნებით, მეცნიერებით, სიახლეებით, პოლიტიკის თამაშით, ღვინით და ნარკოტიკებით, ოღონდ კი დაივიწყოს გარდაუვალი დასასრული, ოღონდ კი სულში ღამისეულ მოჩვენებასავით კუბოს სურათი არ გამოჩნდეს, რომელშიც წაწვეტებული და მოყვითალო სახით მისთვის კარგად ნაცნობი მიცვალებული - თავად იგი განისვენებს" /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 1 2024, 09:26 PM
პოსტი
#926
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცხოვრებისგან ყველაზე დიდი სარგებელია - ყოველდღიური სიკვდილი"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 2 2024, 02:29 PM
პოსტი
#927
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ახლობლის სიკვდილი - ეს რაღაც შავი ღრუბლებია ჩვენს ცხოვრებაში, რაღაც ჩავარდნები, რომლებიც სინათლეს არ ირეკლავენ. ურწმუნოსათვის ახლობლის სიკვდილი - ეს ის საფლავიცაა, რომელშიც კუბოსთან ერთად იმედია ჩამარხული. საფლავი - ის უკანასკნელი სიტყვაა, რომლითაც წიგნი მთავრდება. სიკვდილი - გაწყვეტილი სიმების უკანასკნელი ბგერაა. ეს ვეება მახრჩობელაა, რომელიც მსხვერპლს თავისი ხახიდან არ გაუშვებს.
მაგრამ მორწმუნესათვის სიკვდილი მხოლოდ დროებით განშორებაა, ტირილია კუბოსთან - დამშვიდობების ტირილი, რომელიც შეხვედრას გვპირდება. ერთი მეგობართაგანი ადრე გაეშურა იქით, სადაც ის დაგელოდება. სამარის უკუნეთს არ ასხივოსნებს მზე, მაგრამ მასში ლოცვის სხივები აღწევს" /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 3 2024, 09:22 PM
პოსტი
#928
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა მამები ამბობდნენ, რომ ლოცვის შემდეგ, თუმცა მანამდეც, რამდენიმე წუთი სიკვდილზე ფიქრს უნდა დავუთმოთ"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 6 2024, 07:34 PM
პოსტი
#929
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიკვდილის ხსოვნა კაცს განსაცდელში სიმამაცეს მატებს, მწუხარებაში - ნუგეშს, რადგან ქრისტიანისათვის სიკვდილი აღდგომის ნათლითაა გასხივოსნებული"

#930

Apr 6 2024, 08:30 PM
პოსტი
#931
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კუბოს საფლავში ნელა უშვებენ. გარდაცვლილი ახლოს და ამავე დროს შორსაა ჩვენგან: ის - აქ არის, ის - სადღაცაა; ის არის და არ არის; იყო და კვლავ იქნება; ის ჩვენი თვალისათვის ხილულია და უხილავი: ეს არის სიკვდილის საიდუმლო, რომელზეც ბეჭედია მარადისობისა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 11 2024, 04:13 PM
პოსტი
#932
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მიცვალებულები ხარობენ, თუ მათი შთამომავლობა ღმერთთან ერთობაში ცხოვრობს. თუ კეთილი სულიერი განწყობა არ გვაქვს, მაშინ ჩვენი გარდაცვლილი მშობლები, პაპები და პაპის პაპები, მთელი ჩვენი წინაპრები იტანჯებიან. "ნახე ერთი, როგორ ცხოვრობს ჩვენი შთამომავალი!" - ამბობენ ისინი და დარდობენ. მაგრამ, თუ ჩვენ კეთილსასურველ სულიერ მდგომარეობაში ვართ, ისინი ხარობენ, რამდენადაც ჩვენი ამ ქვეყნად მოსვლის საქმეში ღვთის თანამოღვაწენი იყვნენ და ამიტომ ღმერთი ერთგვარად "ვალდებულია", დაეხმაროს მათ. ანუ, მიცვალებულებისთვის ძალიან დიდი სიხარულია, თუ ჩვენ კეთილ ღვაწლს ვტვირთულობთ და ვცდილობთ, ჩვენი ცხოვრებით სათნო ვექმნეთ ღმერთს. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენს მიცვალებულებს სამოთხეში შევხვდებით და მარადიულ არსებობაში ყველანი ერთად ვიცხოვრებთ.
აქედან გამომდინარე, ნამდვილად ღირს, ვიღვაწოთ და ვებრძოლოთ ჩვენ "ძველ კაცს", რათა განვახლდეთ, ვიქცეთ იმ კაცად, რომელიც უკვე აღარც საკუთარ თავს ავნებს და აღარც სხვა ადამიანებს, არამედ დაეხმარება თავის თავსაც და სხებსაც, - იქნებიან ისინი ცოცხლები თუ მიცვალებულები" /წმ. პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 20 2024, 04:53 PM
პოსტი
#933
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ხუცეს ეფრემ არიზონელს კითხეს, ურთიერთობენ თუ არა სამოთხეში მყოფი სულები ერთმანეთთან.
ხუცესმა უპასუხა, რომ ოჯახის წევრები ერთად არიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან და ისინი ამისთვის ადიდებენ და ადიდებენ უფალს. მანვე გაიხსენა, რომ მისმა მამამ სიკვდილის წინ აღსარება ჩააბარა და ზიარება მიიღო: "მერე თვალები გაახილა, გაიღიმა და ბედნიერად თქვა: - მოვდივარ!... მოვდივარ!... ორ საათში მოვდივარ!... მართლაც, ზუსტად ორ საათში წავიდა. საათს დავხედე. წინა დღეებში დედაჩემს ეუბნებოდა: - ამ პატარა ბავშვს, რომელიც ჩემს ოთახს არ სცილდება, მიეცი ტკბილეული და აკოცე. დედაჩემი მიხვდა, რომ ის რაღაც ზებუნებრივს ხედავდა, თუმცა არ შეიმჩნია და უთხრა, რომ ეს მისი შვილიშვილი, ანთიმოსი იყო. მაგრამ მან მშვიდად და სრული გონებრივი სიცხადით უპასუხა: - არა, არა! ეს არ არის ანთიმოსი. ეს მირონია, ჩემი ძმა! მირონი მისი პატარა ძმა იყო, რომელიც პატარა ასაკში წავიდა ამქვეყნიდან. სულ რაღაც ოთხნახევარი წლის! ახლა ღვთის საყვარელი პატარა ანგელოზი მივიდა, რათა გაეხარებინა მისი დიდი ძმა და სიყვარულით გაჰყოლოდა მას მარადისობის დიდ მოგზაურეობაში..." ბევრი სვამს კითხვას: შეიკრიბებიან თუ არა ნათესავები ან მეგობრები ღვთის სამეფოში? ეკლესიის მამები პასუხობენ, რომ დიახ, ისინი ერთმანეთს იცნობენ. ნათესავური სიყვარული და ადამიანთა ყველა კეთილი გრძნობა განიწმინდება და სულიერ სიყვარულად გარდაიქმნება ქრისტე იესოში, სრულყოფილ სიყვარულში. ჩვენ გვაქვს მრავალი შემთხვევა, როდესაც ღმერთი მისკენ მიმავალ სულს უგზავნის თავის ნათესავებს, რომლებიც მას უყვარს. რათა გვერდით დაუდგნენ, გაახალისონ და გაამხნევონ სული გასვლისას. მარადისობისკენ წასვლის წინ ბევრი ხედავს მათ და ამბობს მათ სახელებს - გარდაცვლილი მშობლებისა, ძმებისა და ა.შ. თუმცა სულს არსებით დახმარებას, თანადგომასა და თანხლებას, ისევე როგორც მფარველობას, მამაზეციერის მიერ გამოგზავნილი წმიდა ანგელოზები უწევენ. ხანდახან მხარდასაჭერად წმინდანებსაც აგზავნიან. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად ახარებდა კაცი ღმერთს თავისი ცხოვრებით, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დიადი ღმერთის წყალობა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 27 2024, 07:27 PM
პოსტი
#934
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნებისმიერი მიცვალებულის სახელზე ერთი სანთლის ანთებაც კი მისთვის დიდი შეწევნაა"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 2 2024, 03:36 PM
პოსტი
#935
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - ერთ მაგალითს გეტყვი. ერთ დღეს სახლის სარდაფში რომ მნახო და იღუმენიას უთხრა: "სამწუხაროა! ხო არ ჯობია, მამა პაისი ზედა სართულზე ამოვიყვანოთ, რომ, ვიდრე ცოცხალია, მზის შუქს ხედავდეს?" - როგორ გგონია, იღუმენია არ შეასრულებს შენს თხოვნას?
- ცხადია შეასრულებდა. - მაშ, თუ იღუმენია ამას გააკეთებდა, ღმერთი არ შეისმენს ჩვენს თხოვნას და არ მიანიჭებს შვებას მიცვალებულებს? განა არ გადაიყვანს მათ უკეთეს საპყრობილეში ან, შეიძლება, კორპუსშიც? /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 10 2024, 08:45 PM
პოსტი
#936
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთმა ათონელმა ბერს შეატყობინა, რომ მისი ნაცნობი ქალი გარდაიცვალა. მან აიღო სეფისკვერი, შევიდა საკურთხეველში და მიაწოდა მწირველ მღვდელ-მონაზონს: "მამაო, მოიხსენე ახლადშესვენებულიო", - და უთხრა გარდაცვლილის სახელი. როგორც კი მწირველმა მარცხენა ხელში დაიჭირა სეფისკვერი, მარჯვენაში კი ლახვარი, ბერმა სამკვეთლოს მარჯვნივ დაინახა ახალშესვენებული და, რომელსაც სწყჰუროდა, ეხილა მისთვის შეწირული მსხვერპლი. როგორც კი მის სახელზე სეფისკვერიდან ამოიკვეთა ნაწილი, ახლადშესვენებულის სახეზე სიხარულის ღიმილი გაჩნდა, რის მერეც თავად ის გაქრა.
მწირველმა ბერს მიაწოდა სეფისკვერი, მას კი არ შეეძლო მისი ხელში დაჭერა. ბერს ჰკითხეს: "რა გჭირს? მან კი მოიკრიბა ძალა და უამბო ნანახზე. აი, რაოდენ დიდი ძალა აქვს კვეთას, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც გადავიდა იმქვეყნად. მათ უკვე არ შეუძლიათ საკუთარი თავისთვის ლოცვა და ცოცხალი ახლობლებისგან და ნათესავებისგან ელიან ლოცვას" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 14 2024, 06:31 PM
პოსტი
#937
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლიტურგიაზე მოხსენიება ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებით საჭიროა ორმოც დღეს, როდესაც გარდაცვლილის სული მარადიული სამყოფელის გზაზე მიემართება. სხეული მაშინ უგრძნობელია. ის ვერ ხედავს შეკრებილ ახლობლებს, ვერ გრძნობს ყვავილთა სურნელებას, არ ესმის გამოსათხოვარი სიტყვები, სული კი გრძნობს მისთვის აღველნილ ლოცვებს, მადლიერია და სულიერად ახლოსაა მათთან"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 20 2024, 01:34 PM
პოსტი
#938
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თვით ღვთის წმინდანებსაც ცოდვის გავლენისაგან სიკვდილი, მხოლოდ სიკვდილი ათავისუფლებს სავსებით. ვნებები ურცხვები არიან: მათ შეუძლიათ თვით სასიკვდილო სარეცელზე მდებარეში აღიძრან. სასიკვდილო სარეცელზე წოლის დროსაც კი არ შეიძლება საკუთარ თავზე ფხიზლობა შეწყვიტო. შენი სხეულის უვნებობა მაშინ ირწმუნე, როცა იგი საფლავში ჩაწვება"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 27 2024, 12:54 PM
პოსტი
#939
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემი ცხოვრება ამ ხილულ სამყაროში სიკვდილთან განუწყვეტელი ბრძოლაა; ასეთია იგი ჩემი აკვნიდან ჩემს სამარემდე. შეიძლება ყოველდღე, ყოველ საათს მოვკვდე, მაგრამ სიკვდილის დღე და საათი არ ვიცი. ჩემთვის ცნობილია, რომ მოვკვდები; ამაში არ არის და არც შეიძლება უმცირესი ეჭვიც კი იყოს, მაგრამ ისე ვცხოვრობ, როგორც უკვდავი, რადგან თავს უკვდავად ვგრძნობ. სიკვდილის წინასწარგანცდა წართმეული მაქვს და არაფრით დავიჯერებდი, რომ ადამიანი შეიძლება მოვკდეს, ყველა ადამიანის მაგალითზე რომ არ მენახა, რომ სიკვდილი ყოველი ადამიანისა გარდაუვალი ხვედრია. სახარებით მართებულად არის გამოხატული ჩვენს თავზე ჩვენი ძალაუფლების უძლურება. "რამდენიც არ უნდა იძალო", - ეუბნება სახარება ადამიანს, - "არ შეგიძლია სიმაღლეში მოიმატო თუნდაც ერთი ციდა და თეთრი თმის ღეირი გაიშავო".
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 4 2024, 07:23 PM
პოსტი
#940
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემთან მოდიან ადამიანები და მეუბნებიან: "ჩვენ გვერდით ვიღაც გარდაიცვალა, ამის გამო ჩვენ გვეშინია". და მთხოვენ, ვილოცო მათთვის, რათა ეს შიში გაქრეს. მე კი ვპასუხობ: "აქ ხალხი ყველანაირად ცდიილობს, ახსოვდეს სიკვდილი, შენ გვერდით ვიღაც მოკვდა და შენ კი ამ შიშის განდევნა გსურს?"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი