ლექსით დახატული სურათი..., სურათები ლექსების თანხლებით... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსით დახატული სურათი..., სურათები ლექსების თანხლებით... |
T.L. |
Nov 26 2007, 06:17 PM
პოსტი
#41
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
იცი რა მიყვარს?
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და ფეხებს ძირს რომ ვერ ვაწვდენ და ჰაერში ჩემი ტერფები ქანაობენ... ძალიან პატარა ვარ ამ დროს... და ცაში ვარ თითქოს... ქვემოდან ადამიანები მეძახიან მიწაზე დაეშვიო. მე კიდე ფეხებს ვიქნევ და ტერფები ჰაერში სრიალებენ და მთელი ხმით, მთელი ძალით მინდა ვიყვირო: „ცუკველა გაცუმდეს!!!...“ ...... მაგრამ მხოლოდ ვიღიმები... ძალიან პატარა ვარ ამ დროს....................." -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
Nanio |
Nov 26 2007, 06:37 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
უჩა
მაგარი ხარ mari touchet ეს ლექსებიც შენი დაწერილია? -------------------- მეკენდარია? |
T.L. |
Nov 26 2007, 10:00 PM
პოსტი
#43
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა ეს ლექსებიც შენი დაწერილია? ვეღარ ვგებულობ, ვინა ვარ, ამ ჟამის ვარ, თუ `მერე ვარ~, რად არ ჩამაქრობს უფალი, ალბათ მამა, _ შვილს მერევა... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
Nov 26 2007, 10:41 PM
პოსტი
#44
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
სიყვარული-
ტკბილი ნამცხვარი რომელსაც ზუსტად ერთ წამში ყლაპავ და მერე ნამცეცებს ხელის გულზე წლობით აგროვებ. ........... და ხელისგულზე წლობით ნაგროვებ ნამცხვრის ნამცეცებს აკვარიუმში სულ პატარა ლიფსიტას უყრი ეს არის ბავშვი -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
Nov 27 2007, 08:12 PM
პოსტი
#45
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია. მიწას ადგია ცა გარინდებით და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია. არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის, ადამიანის ბედი კრულია. დადუმებული კიდია ზარი და თითქოს ზარი საყდრის გულია. პ.ს. ჩემი ქაშვეთი -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
Nov 27 2007, 08:27 PM
პოსტი
#46
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
უფალო,
მომეცი ძალა, რომ მეყოს საკუთარი თავი, დავანაწილო და ლუკმებად გამოვიზოგო სიკვდილამდე ............... მაჩუქე ხალხი, რომლებსაც დავაბინავებ, გამოვაზამთრებ. და ნუ მეტკინება სული, თუ ისინი წასვლის წინ აურდაურევენ ჩემს ოთახებს. მინდა, რომ ვიყო სუფთა და ლამაზი მათთვის. და ნუ ვიქნები დაცარიელებული სახლივით თვალებამოღამებული და პირდაფჩენილი ................... მასწავლე, ღმერთო, რა ვითხოვო შენგან და ჩამახედე ჩემი სულის ექოებით ამოლესილ უძირო ჭაში........... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
თათი87 |
Nov 27 2007, 08:40 PM
პოსტი
#47
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ბურთიც ფეხებზე მკიდია,
დათვიც და ენოტებიც; მე არაფერი არ მინდა, მე _ დედას ველოდები! წვიმდა თბილისში.. თვალზე დამაჩნდი ერთადერთ წვეთად.. -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
GABAONI |
Nov 27 2007, 09:18 PM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 110 რეგისტრ.: 13-November 07 წევრი № 3,167 |
ქართველმა ქართველს ესროლა ამოვიწყვიტეთ ერიო სისხლით მოვსვარეთ ქვეყანა ჩვენ გავახარეთ მტერიო ძმამ ძმის სისხლი დაღვარა გავწყვიტეთ ერი და ბერიო ისევ ქართველებს ვესროლეთ ძმები განვგმირეთ ტყვიითა მერე დროშები ავღმართეთ ისევ ჩვენი ძმის სისხლითა ფუი შეგვირცხვეს კაცობა თავი გვეგონა გმირები ავაწიოკეთ ქვეყანა ამოვიხოცეთ შვილები ისევ ქართველი გავწყვიტეთ ქართველს ვხვრიტავდით კედელზე მერე ტაძარში მივედით და ვოცნებობდით ედემზე ფუი ჩვენს ვაღკაცობასა ნეტა ეს რა დრო დაგვიდგა ნეტავ რა წყევლამ მოგვისწრო ეშმაკი სულში ჩაგვიდგა ნეტაი ჩვენს მამა-პაპასა იმ ქვეყნად რასა ფიქრობენ ოც საუკუნის მანძილზე ნეტავ ტყუილა იქმოდნენ? ეხლა რაღა ვქნათ ქართველნო სადღა გამოვყოთ თავია ჩვენზე კარგის მთქმელს ვერ ნახავ ყველა სიტყვა ჩვენზე ავია!! ღმერთმა შეგვინდოს ეს ცოდვა !! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!
|
T.L. |
Nov 27 2007, 09:27 PM
პოსტი
#49
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი. ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა, მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი. ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია, ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი. მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია, მოდის გათენება, როგორც ბალდახინი. ------------------------------------------------------------------------------------- აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე, შორს ხმაურია ქუჩის. უკვე გათენდა, ცა დავინახე, ...... მარტო ვარ, გული გათავდა უკვე, ჩანს დედამიწა რუხი. და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ ბალალაიკის წუხილს. ციხეა, მხოლოდ მე ვიკარგები, საკუთარ ხელებს ვუმზერ. უკვე გათენდა, შავი დარდები ნელა იშლება გულზე.... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
თათი87 |
Nov 27 2007, 09:29 PM
პოსტი
#50
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
სიზმრად მელიან,
მე ვიგვიანებ, ვერ მოვრჩი ფიქრებს... -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
T.L. |
Nov 27 2007, 09:47 PM
პოსტი
#51
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი... მზე ოქროსფერი. ..................... და ვერ გავიგე, ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი... ცა ლურჯი, ლურჯი... ზღვა ლურჯი, ლურჯი... თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც, ფიქრიც და შენცა... ................. ცა მუნჯი... მუნჯი, ზღვა მუნჯი... მუნჯი, ყველაფერი საოცრად ლურჯი... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
თათი87 |
Nov 27 2007, 09:49 PM
პოსტი
#52
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ჩაჭედილი კლავიში ხომ აფერხებს ჰარმონიას.
სიტყვაც, ხანდახან. -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
T.L. |
Nov 27 2007, 10:00 PM
პოსტი
#53
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ცხრა მზე მინდოდა მქონოდა,
რვის მეტი ვერ შევაგროვე, მეცხრე ვერ გადმოვიბირე, ციდან ვერ გადმოვაგორე. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
უჩა |
Nov 28 2007, 06:39 AM
პოსტი
#54
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
წვიმის წვეთები დაბლა ეცემა,
სიცილ-კისკისით მოდის მიწაზე, ნაზ მელოდიას ღიღინებს ნელა, ცეკვავს ოცნება ფანჯრის მინაზე. წვიმას მოჰყვება ჩუმი გოდება, შენზე ფიქრები, შენზე დარდები; ფიქრის მორევში ჩამეძინება, სიზმარში წვიმად მომელანდები... . ...წვიმის წვეთები დაბლა ეცემა, სიცილ-კისკისით მოდის მიწისკენ, ნაზ მელოდიას ასწავლის მთვარეს,_ და ყოველ ღამე ერთად ვღიღინებთ... -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
თათი87 |
Nov 28 2007, 10:36 AM
პოსტი
#55
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
იქ, სადაც სხვები ქვებს დაემსგავსნენ
სისხლის წვიმაში, ტყვიების ჩქერში. მე არ ვკარგავდი სიმაღლეს ჩემსას, რომელიც ოდეს გიყვარდა ჩემში. ----- ხანძრებს, ღამეთა კალთაზედ გაშლილთ, გზებზე ჩახერგილ ღამეთა ლოდებს, მე ვუცქეროდი თვალებით ბავშვის, რომელიც ასე გიყვარდა ოდეს. -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
guest |
Nov 28 2007, 10:41 AM
პოსტი
#56
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
თათი, შენ გეძღვნება (სურათში ლექსის ავტორი და სიმღერის შემსრულებელი, გამოიცნობ ალბათ. )
Заряженный наган Вы молоды, веселы, юны, Шумны, как Казанский вокзал. Я встретил вас вечером лунным, Но лучше бы я Вас не встречал. Под мышкою - ноты и скрипка, Цветы и успех под ногой, А я... Я - большая ошибка И прочерк по жизни сплошной. А луна на небе ясна, Звезды падают в карман... А любовь небезопасна, Как заряженный наган! Тюрьма - это черное слово, Как пропасть, меж нами она, Но Вы улыбнулись и снова Сказали, что: Нынче весна! Ах, милая эта улыбка... Я Вас за ее полюблю! Сыграйте ж, сыграйте на скрипке Про жизнь про блатную мою! А луна на небе ясна, Звезды падают в карман... А любовь небезопасна, Как заряженный наган! აგერ ლინკი და გადმოწერე http://rapidshare.com/files/72797934/zarij...agan-kuchin.mp3 |
ბოლქვაძე |
Nov 28 2007, 12:48 PM
პოსტი
#57
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
ზამთრის სუსხი
მოდის ზამთარი სუსხით და თოვლით მოდის ნაზი და მშვიდი ფანტელით იტყვის: ვერაფერს მივაღწევ მოვლით ამიტომ უნდა მოვიდე თოვლით მოდის ზამთარი გვიყინავს ხელებს ულევ თოვლს მისცემს მყინვარ-წვერებს ჩვენ ჩავეხუტებით გავათბობთ გულებს ასე გადავიტანთ ზამთრის სუსხებს ზამთარი მოიტანს ლამაზ ფიფქებს ბავშვები ვაკეთებთ ულევ გუნდებს ასე ვატარებთ ჩვენ უკვე ზამთრებს და ველოდებით გაზაფხულის სურნელს -------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
T.L. |
Nov 28 2007, 04:52 PM
პოსტი
#58
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს
გამიღვიძებდეს წამით იმედებს ჩემი ბავშვობის შემოდგომამდე ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს .............. ახლას ეს გრძნობა უფრო მეტია ახლა ქარები არხევენ ტირიფს მე შენ გიამბობ ერთ ტრაგედიას და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
თათი87 |
Nov 28 2007, 05:34 PM
პოსტი
#59
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
მაჩუქე მტრედი
და თუ გავბედე გავუღებ სარკმელს. შეაფრინდება მთვარის რიკულებს. და თუ გავბედავ და გეტყვი სათქმელს, შენ დამიგულებ ბოლო იმედად. ----------- -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
T.L. |
Nov 28 2007, 05:47 PM
პოსტი
#60
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
თეთრი კლავიში შავი კლავიში
დედა მოვა და კოცნას დაგვიშლის -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 01:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი