ეს განცხადება ვნახე ჟურნალ "კრიალოსანში":
სამშვიდობო ორგანიზაცია "სადაკო", წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის სალიტერატურო ჟურნალი "საქართველოს მოამბე" და სალიტერატურო ჟურნალი "ოლე" 2011 წლის 31 მაისს თბილისის სამების საკათედრო ტაძართან არსებულ "ახალგაზრდული და კულტურული აღორძინების ცენტრის" დარბაზში აწყობენ მართლმადიდებლური პოეზიის ფესტივალს.
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მწერლებს ისე დამწყებ ავტორებს, რომლებიც პოეტური სიტყვით ადიდებენ უფალს, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. გარდა მხატვრული ღირებულებებისა ლექსს უნდა გააჩნდეს სულიერების მაღალი დონე.
ავტორებმა გამოუქვეყნებელი ლექსები (არა უმეტეს 3 ლექსისა) უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე:
festivali2011@yahoo.com festivali2011@mail.ru
ლექსს თან უნდა ერთვოდეს ავტორის ფოტო და ტელეფონის ნომერი.
ლექსის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 აპრილი.
ჟიურის მიერ მოწონებული ლექსები 31 მაისისათვის დაიბეჭდება ცალკე კრებულად, ხოლო გამორჩეულ ავტორებს გადაეცემათ დიპლომები და სამახსოვრო საჩურები.
საკონტაქტო ტელეფონი
8 99 94 94 82
თამარი_ცქნაფო
გამოვაქვეყნოთ შენი ლექსები
.zakaria.
სად ნახე ჩემი ლექსები?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)