მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი, სასწრაფოდ გადაწერეთ სანამ დახურეს :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი, სასწრაფოდ გადაწერეთ სანამ დახურეს :) |
Funkenstein |
Sep 25 2010, 02:39 AM
პოსტი
#81
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
ციტატა სული წმინდის მადლი ადამიანმა შეიძლება მიიღოს და დაკარგოს კიდეც ცხოვრების მანძილზე , ადამიანის ცხონების საკითხი, წმინდანობა წყდება მისი გარდაცვალების შემდგომ, .. წმ ნიკოლოზი უდიდესი წმინდანი და ეს მან თავისი თავგანწირვით დაადასტურა.. სახარებაში, არც წმ მამებთან ფიზიკურად არ არსებობს წმინდანის განმარტებითი ფორმულირება, მხოლოდ სწავლება როგორ მივაღწიოთ სრულყოფილებას , მოვიხვეჭოთ მადლი.. შენ თქვი , წმინდანები ამბობენ რომ ადამიანი დაბადებიდანვე წმინდანია, უფრო კონკრეტულად საინტერესო იქნებოდა.. სახარებით ხელმძღვანელობისას კი რავიცი მთელი სახარება სწორედ ეს არის სწავლება როგორ ვცხონდეთ, სწავლება განკითხვაზე, რწმენაზე, სიყვარულზე, ის რომ სასუფეველი ცათა იიძულების, და უამრავი და უამრავი, რაც ნიშნავს რომ ადამიანმა სისხლით უნდა დაამტკიცოს რწმენა, და ქრისტეს სიტყვები რომ ღვთის გარეშე არაფერი ძალუძს ადამიანს- აქედან ვასკვნით რომ ადამიანის მცდელობასთან ერთად აუცილებელია ღვთის შეწევნა.. ჩემეული განმარტებაც ეს იყო ცხონებისთვის, გინდაც წმინდანობითვის- ღვთისა და ადამიანის ნების თანხმობა.. წმინდანების ცხოვრებაში ვკითხულობთ მიუხედავად წმინდად ცხოვრების ცრემლებით ხვდებოდნენ სიკვდილს და არ მიაჩნდათ თავი სასუფევლის ღირსად.. და გვასწავლიან რომ სანამ საფლავზე ლურსმნის მიჭედების ხმას არ გავიგებთ, მანამდე გრძელდება ბრძოლა ადამიანსა და ბოროტს შორის.. სრულებით გეთანხმები. |
guest1 |
Sep 25 2010, 07:20 AM
პოსტი
#82
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
sopo...
ციტატა ღვთის განგება, რწმენა დგას ბუნებრივ კანონზომიერებაზე მაღლა, მაგრამ ძალიან ლოგიკურია, თანმიმდევრული, და არა ქაოსი, გაუგებრობა.. ლოგიკური და თანმიმდევრული (ისევე როგორც ქაოსური) ბუნებრივი კანონზომიერებების ამსახველია. ის რაც ლოგიკური და თანმიმდევრულია კანონზომიერებას ექვემდებარება და ბუნებრივს თანაც. შენი ნათქვამი ასე ჟღერს: ღვთის განგება დგას ბუნებრივ კანონზომიერებაზე მაღლა, მაგრამ ბუნებრივი კანონზომიერებებს ექვემდებარება.ციტატა ანუ უარყოფ ადამიანის არჩევანს და ღვაწლს? არსად არ მითქვამს მსგავსი რამ, რომ ვუარყოფდე ამას. პირიქით, ვადასტურებ და გეთანხმები შემდეგში:ციტატა სახარებით ხელმძღვანელობისას კი რავიცი მთელი სახარება სწორედ ეს არის სწავლება როგორ ვცხონდეთ, სწავლება განკითხვაზე, რწმენაზე, სიყვარულზე, ის რომ სასუფეველი ცათა იიძულების, და უამრავი და უამრავი, რაც ნიშნავს რომ ადამიანმა სისხლით უნდა დაამტკიცოს რწმენა, ვადასტურებ კიდევ ერთხელ და მოკლედ ვამბობთ: 1) ღვთის სასუფეველი ძალით აიღება და შრომის და ოფლის ღვრის გარეშე არაფერი გამოვა; 2) ძალისხმევა არ არის საკმარისი თუ არ იქნა ღვთის მადლი და შემწეობა. ამათ გარეშე არაფერი გამოვა.და ქრისტეს სიტყვები რომ ღვთის გარეშე არაფერი ძალუძს ადამიანს- აქედან ვასკვნით რომ ადამიანის მცდელობასთან ერთად აუცილებელია ღვთის შეწევნა.. ახლა შენ უპასუხე კითხვას: რა არის წმინდანი? როდის ხდება ადამიანი წმინდანი? რა ქმნის ადამიანს წმინდანად? ამ კითხვაზე არ გიპასუხია საერთოდ. აი შენ რას მპასუხობ: ციტატა ჩემეული განმარტებაც ეს იყო ცხონებისთვის, გინდაც წმინდანობითვის- ღვთისა და ადამიანის ნების თანხმობა.. ეს საერთოდ არ პასუხობს ზემორე კითხვას. შენი პასუხი უბრალოდ ასახელებს იმ პირობებს, რა პირობებიც არის საჭირო ადამიანის განწმენიდასთვის, ცხონებისათვის. მე კიდევ გეკითხები, დავუშვათ ეს ორივე პირობა გვაქვს და განიწმინდა ადამიანი. შინაგანად (თუ გარეგანად ან ორივე ერთად) რას წარმოადგენს ასეთი განწმენდილი ადამიანი? თუ ამ კითხვაზე პასუხი არ გაგაჩნია, მაშინ წმინდანის რაობა არ იცი და როგორ შეგიძლია მიმტკიცო, რომ წმინდანებად არ იბადებიანო?!ციტატა შენ თქვი , წმინდანები ამბობენ რომ ადამიანი დაბადებიდანვე წმინდანია, უფრო კონკრეტულად საინტერესო იქნებოდა.. არა, მე ის კი არ ვთქვი რომ ყველა ადამიანი წმინდანად იბადება თქო, არამედ არსებობენ იშვიათი ადამიანები, რომლებიც წმინდანებად იბადებიან და მოვიყვანე ამის მაგალითები: წმინდა ნიკოლოზი და წმინდა დავით აღმაშენებელი. თუ ზემო პოსტს წაიკითხავ, იქ უკვე მითითებულია წმინდა არსენ იყალთოელის ნათქვამი დავით მეფეზე. ასევე, წმინდა ნიკოლოზის შემთხვევაში დაბადებიდანვე სასწაულებს აღასრულებდა. სასწაულები კიდევ ან სულიწმიდით სრულდება, ან ეშმაკით. რომელი დაყვა წმინდა ნიკოლოზს დაბადებიდან? სულიწმიდის მადლი თუ სატანის ძალა? თუ არცერთი, მაშინ რაღა ასრულებდა ამ სასწაულებს? ხოლო სახარებაში ნათქვამია, რომ იოანე ნათლისმცემელი წმინდანი იყო დედისავე მუცელში. თუ არც ამას ეთანხმები, მაშინ ასეთ კითხვებს უპასუხე: ხო წერია, რომ დედამისის მუცელში თავიდანვე შევა სულიწმიდა? წერია. მერე, იოანე ნათლისმცემელი ამ სულიწმიდით არ დაიბადა? თუ მიატოვა სულიწმიდამ იოანე ნათლისმცემელი?ციტატა სული წმინდის მადლი ადამიანმა შეიძლება მიიღოს და დაკარგოს კიდეც ცხოვრების მანძილზე ეს სად წერია, რომელმა წმინდანმა თქვა? სულიწმიდა თუ დამკვიდრდა ადამიანში, როგორღა დაკარგავს მას, როცა უკვე ეს ადამიანი მკვდარია, როგორც ვნებებიანი პიროვნება, და მასში ერთადერთი ცოცხალი ღმერთი ცხოვრობს? როგორღა უნდა ჩაიდინოს ცოდვა ასეთმა კაცმა? თუ იმის თქმა გინდა, რომ თვით სულიწმიდამ შეიძლება ჩაიდინოს ცოდვა ამ კაცში?ციტატა ადამიანის ცხონების საკითხი, წმინდანობა წყდება მისი გარდაცვალების შემდგომ, .. ან ეს სად წერია, რომელი წმინდანი ასწავლიდა ამას? წმინდანის კანონიზაცია ფორმალური საკითხია, თორე წმინდანი ცხოვრებაში ხდება წმინდანი, ან წმინდანად იბადება. ავიღოთ ორი უდიდესი თანამედროვე წმინდანების, ბეთანიელი მამების იოანეს და გიორგი-იოანეს, მაგალითი. კონკრეტულად, როდის გახდენ ეს ადამიანები წმინდანები და რატომ გახდნენ წმინდანები (ანუ, რამ გააწმინდანა ეს ადამიენები) ზუსტად იმ დროს, როცა შენ გგონია ესენი წმინდანები გახდნენ? და ავიღოთ მეორე მაგალითი, უდიდესი და უწმიდესი ბერი, მამა გაბრიელი. მამა გაბრიელი წმინდანია თუ არა შენთვის? |
sopo... |
Sep 25 2010, 04:30 PM
პოსტი
#83
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
sopo... ღვთის განგება დგას ბუნებრივ კანონზომიერებაზე მაღლა, მაგრამ ბუნებრივი კანონზომიერებებს ექვემდებარება. ? ციტატა ეს საერთოდ არ პასუხობს ზემორე კითხვას. შენი პასუხი უბრალოდ ასახელებს იმ პირობებს, რა პირობებიც არის საჭირო ადამიანის განწმენიდასთვის, ცხონებისათვის. მე კიდევ გეკითხები, დავუშვათ ეს ორივე პირობა გვაქვს და განიწმინდა ადამიანი. შინაგანად (თუ გარეგანად ან ორივე ერთად) რას წარმოადგენს ასეთი განწმენდილი ადამიანი? თუ ამ კითხვაზე პასუხი არ გაგაჩნია, მაშინ წმინდანის რაობა არ იცი და როგორ შეგიძლია მიმტკიცო, რომ წმინდანებად არ იბადებიანო?! ვერ გავიგე ციტატა არსად არ მითქვამს მსგავსი რამ, რომ ვუარყოფდე ამას. პირიქით, ვადასტურებ და გეთანხმები შემდეგში: ვადასტურებ კიდევ ერთხელ და მოკლედ ვამბობთ: 1) ღვთის სასუფეველი ძალით აიღება და შრომის და ოფლის ღვრის გარეშე არაფერი გამოვა; 2) ძალისხმევა არ არის საკმარისი თუ არ იქნა ღვთის მადლი და შემწეობა. ამათ გარეშე არაფერი გამოვა. ერთი და იგივეს ვამბობთ? ციტატა თუ იმის თქმა გინდა, რომ თვით სულიწმიდამ შეიძლება ჩაიდინოს ცოდვა ამ კაცში? როგორ? ციტატა და ავიღოთ მეორე მაგალითი, უდიდესი და უწმიდესი ბერი, მამა გაბრიელი. მამა გაბრიელი წმინდანია თუ არა შენთვის? კი არის, მაგრამ რისი მაგალითია?ციტატა ეს სად წერია, რომელმა წმინდანმა თქვა?სულიწმიდა თუ დამკვიდრდა ადამიანში, როგორღა დაკარგავს მას, როცა უკვე ეს ადამიანი მკვდარია, როგორც ვნებებიანი პიროვნება, და მასში ერთადერთი ცოცხალი ღმერთი ცხოვრობს? თუ ეშმაკის შეგონებით აზრად მოგივა, რომ შენი ცხოვნება მოხდება არა შენი ღმერთის ძალით, არამედ პირადი სიბრძნითა და ძალისხმევით, და თუკი ამ შეგონებებს სული დაეთანხმება - მას მადლი განეშორება. ჩვენს უკანაკნელ ამოსუნთქვამდე მართებს სულს, მასში აღმოცენებულ ამ ძლიერ და უმძიმეს ბრძოლას ღვაწლით შეეწინააღმდეგოს http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/17.htm ასევეა მცირე ცოდვებიც - როდესაც სათნო და ღვთისმოშიში სული მათგან არ იწმინდება, მაშინ ისინი მას უდიდეს ზიანს აყენებენ, რადგან, თუკი დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან მასში, მაშინ სული მისკენ მიიდრეკს თავის ნებას; ასეთ შემთხვევაში კი მას განეშორება სათნოების სიწმინდე და ღვთაებრივი მადლის კეთილსურნელება http://www.orthodoxy.ge/tserilebi/nikodimos/msubuqi.htm ერთ წამში იღუპება ხანგრძლივი ღვაწლის ნაყოფი, რადგან სულიწმიდა განეშორება ცოდვით შებილწულს. http://www.orthodoxy.ge/tserilebi/briancha...r_chvevebze.htm ნუ რავიცი უამრავია მე ფაქტიურად ერთი და იგივეს ვიმეორებ, ამიტომ მოვრჩი. ) |
guest1 |
Sep 26 2010, 12:05 AM
პოსტი
#84
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
sopo...
ციტატა მე ფაქტიურად ერთი და იგივეს ვიმეორებ, ამიტომ მოვრჩი. ) კი ბატონო, დავენებოთ აწი კამათს თავი, მაგრამ ერთხელ კიდევ ავღნიშნავ, რომ ჩვენ ერთიდაიგივეს არ ვამბობთ. ერთიდაიგივეს ვამბობთ იმას, რომ სულიწმიდის მადლის მოსახვეჭად საჭიროა თავდაუზოგავი ღვაწლი და ღვთის მადლი (რომლის გარეშეც არაფერი ხდება), რათა წმინდანი გახდეს ადამიანი. აი ამას, ერთიდაიგივეს ვამბობთ, მაგრამ განსხვავება იქ იწყება, რომ ადამიანი წმინდანად შეიძლება დაიბადოს! იოანე ნათლისმცემელი წმინდანად დაიბადა - ახალ აღთქმაში ეს ცალსახად არის მოცემული, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. აი აქ აქვს ბევრს პრობლემა: თუ წმინდანად დაიბადა, მაშინ ადამიანის ღვაწლი სად არისო? მე მამა გიორგის წმინდანობის და მისი დიდი სულიერი ხედვის (ისევე როგორც მამა გაბრიელის დიდი წმინდანობის) თვალდახუჭულიც მწამს. ეს წმინდა ადამიანი გარკვევით ამბობს, რომ სულს გააჩნია მახსოვრობა; ამბობს, რომ ბევრი რამ დამახინჯდა და შეიცვალა მართლმადიდებლობაში, საბედნიეროდ ქართველი ხალხი ნელ-ნელა იღებს ამ დაფარულ ცოდნასო; მამა გაბრიელი, მაგალითად, წმინდანად დაიბადაო და მისი ბავშვობის ისტორიას თუ შევხედავთ (მაგალითისათვის, 3 თუ 4 წლის იყო, როცა მთელს ქვეყანაზე უკიდურესი შიმშილის მიუხედავად, პარასკევს და ოთხშაბათს მარხულობდა და რძის პროდუქტებზე უარს ამბობდაო), აშკარად ჩანს რომ ამ უდიდეს წმინდანში სულიწმიდა დაბადებიდანვე მოქმედებდა. საიდან მიიღო ეს მადლი ახალშობილმა ღვაწლის გარეშე? ღვაწლის გარეშე არ მიუღია ეს ყველაფერი. უბრალოდ უძველესი სულია. აი ეს არის დიდი განსხვავება ჩვენს ნათქვამში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თვით უფალი იესო ქრისტე ეუბნება მოწაფეებს, რომ ელია მოვიდაო და ვერ იცნესო (და მერე წერია, მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე წინასწარმეტყველზე საუბრობდაო) და ამ აშკარა სწავლების უარყოფა მიკიბ-მოკიბული და გაუგებარი ახსნებით ხდება. აწი მეც მოვრჩი, იმიტომ რომ სათქმელი ვთქვი |
sopo... |
Sep 26 2010, 03:52 AM
პოსტი
#85
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
sopo... ეს წმინდა ადამიანი გარკვევით ამბობს, რომ სულს გააჩნია მახსოვრობა; ამბობს, რომ ბევრი რამ დამახინჯდა და შეიცვალა მართლმადიდებლობაში, საბედნიეროდ ქართველი ხალხი ნელ-ნელა იღებს ამ დაფარულ ცოდნასო; მამა გაბრიელი, მაგალითად, წმინდანად დაიბადაო და მისი ბავშვობის ისტორიას თუ შევხედავთ (მაგალითისათვის, 3 თუ 4 წლის იყო, როცა მთელს ქვეყანაზე უკიდურესი შიმშილის მიუხედავად, პარასკევს და ოთხშაბათს მარხულობდა და რძის პროდუქტებზე უარს ამბობდაო), აშკარად ჩანს რომ ამ უდიდეს წმინდანში სულიწმიდა დაბადებიდანვე მოქმედებდა. საიდან მიიღო ეს მადლი ახალშობილმა ღვაწლის გარეშე? ღვაწლის გარეშე არ მიუღია ეს ყველაფერი. უბრალოდ უძველესი სულია. აი ეს არის დიდი განსხვავება ჩვენს ნათქვამში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თვით უფალი იესო ქრისტე ეუბნება მოწაფეებს, რომ ელია მოვიდაო და ვერ იცნესო (და მერე წერია, მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე წინასწარმეტყველზე საუბრობდაო) და ამ აშკარა სწავლების უარყოფა მიკიბ-მოკიბული და გაუგებარი ახსნებით ხდება. აწი მეც მოვრჩი, იმიტომ რომ სათქმელი ვთქვი ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენი აზრია და კარგი იქნეოდა თუ ამის აღნიშვნასაც გააკეთებდი არ მოგიყვანია ა რ ც ე რ თ ი წმინდანის განმარტება ამ საკითხზე და ამბობ რომ მე არ ვამბობ წმინდანები ამბობენ ამას მამა გიორგიმ მახსოვრობაში რა იგულისხმა არვიცი, მაგრამ როცა მთელი სახარება, ყველა წმინდა მამა გვასწავლის საპირისპიროს მგონი დასკვნების გაკეთება უნდა შეგვეძლოს.. ამ ზღაპრებს არც მართლმადიდებლობასთან, არც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს რაც შეეხება წმ იოანეს რა ძველი და ახალი სული, ელია წინასწამეტყველზე არსებობს წინასწარმეტყველება რომ უფლის მეორედ მოსვლის წინ უნდა მოვიდეს, რაც შეეხება იმ კონკრეტულ ადგილს ელიის თქმით უფალმა იგულისხმა არა თვითონ ელია, არამედ წინასწარმეტყველი, ამ პერიოდში ყველა კეთილმსახურ მეფეს იუდეველები უწოდებდნენ დავითს, რატომ ყველას დავითის უძველესი სული ქონდა? ასევე წინასწარმეტყველი უწოდა იოანეს , მოიხსენა იგი ელიად. ან თუ ელია იყო გარკვევით წერია რომ "ელია მოვიდეს და კვალად ააგოს ყოველნი" ნიშნავს რომ ელიას მოსვლით ყველა ებრაელი ირწმუნებს ჭეშმარიტებას და ეს როდის მოხდა იოანე ნათლისმცემლის მოსვლის დროს..? როგორ აიხსნება ეს? აქ ყველაფერი ნათელია , და თუ არ არის და ჩვენეული გაუგებარი ვერსიები გვაქვს ესეც აღვნიშნოთ ხოლმე.. |
guest1 |
Sep 26 2010, 08:52 AM
პოსტი
#86
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
sopo...
გაგიმარჯოს და გფარვიდე ღმერთი ციტატა ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენი აზრია და კარგი იქნეოდა თუ ამის აღნიშვნასაც გააკეთებდი მე ჩემი აზრი დაბადებიდან კი არ მომყოლია შე კაი ადამიანო. ასე ვკითხულობ ბრძენთა პასუხებს და იქიდან ვიგებ იქაურობის ამბებს, თორე აქ ჯერ არ გამხსნია ეგ საიდუმლოებები ისე მართალი ხარ: ჩემი დასკვნებია ეს ყველაფერი (ხშირად სხვისაგან, ვისაც მე ვთვლი ცოდნის წყაროდ იმათგან, გაგონილი)ციტატა არ მოგიყვანია ა რ ც ე რ თ ი წმინდანის განმარტება ამ საკითხზე და ამბობ რომ მე არ ვამბობ წმინდანები ამბობენ ამას სახარებაში ამაზე არაფერია ნათქვამი (არც დასადასტურებლად და არც უარსაყოფად ასეთი კითხვა უფალ ქრისტესათვის არ დაუსვიათ) და რატომ გვაცდენ? სახარებაში არის სტროფები, საიდანაც ირიბად ჩანს, რომ ამ დასკვნის გაკეთება უფრო სწორია, ვიდრე შემდეგ ათასგვარი გართულებული და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება. სახარებაში აი აშკარად რა წერია:მამა გიორგიმ მახსოვრობაში რა იგულისხმა არვიცი, მაგრამ როცა მთელი სახარება, ყველა წმინდა მამა გვასწავლის საპირისპიროს მგონი დასკვნების გაკეთება უნდა შეგვეძლოს.. ციტატა 10. ჰკითხეს მას მოწაფეებმა და უთხრეს: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო? 11. ხოლო მან პასუხად თქვა: ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველს; 12. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ. იგივე ტანჯვა ელის მათგან კაცის ძესაც. 13. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ. (მათე 17:10-13) იგივე შეიძლება ნახო მარკოზის სახარებაშიც: მარკ. 9:11-13 და აი შენი პასუხი ამაზე: ციტატა რაც შეეხება იმ კონკრეტულ ადგილს ელიის თქმით უფალმა იგულისხმა არა თვითონ ელია, არამედ წინასწარმეტყველი სწორედ ამას ვამბობ. მსგავსი "ფორსირებულ-ნაძალადევი" პასუხები აბსოლიტურად საფუძველ მოკლებულია. ჯერ ერთი, რატომ უნდა ეგულისხმა წინასწარმეტყველი, როცა მოწაფეებმა კონკრეტული კითხვა დაუსვეს ელიას თოაბაზე (ანუ, "რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო? "? მეორეც, თუნდაც მასე ყოფილიყო (მოწაფეებმა კონკრეტული კითხვა დაუსვეს ელიაზე, ხოლო უფალმა კონკრეტულ კითხვაში კონკრეტული პირი შეცვალა ზოგადად წინასწარმეტყველით), რატომ ზოგადად სიტყვა "წინასწარმეტყველი" არ იხმარა უფალმა?ანდაც, როცა ამბობ ციტატა ელია წინასწამეტყველზე არსებობს წინასწარმეტყველება რომ უფლის მეორედ მოსვლის წინ უნდა მოვიდეს ამ წინასწარმეტყველებაში სიტყვა "ელია"-ში, რატო ზოგადად წინასწარმეტყველი არ იგულისხმება (სხვა მუხლში ხომ გაწყობდა მასეთი ინტერპრეტაცია)? მეორეც, უფლის მეორედ მოსვლის წინ რომ მოვა ელია, რითი იქნება განსხვავებული იმისაგან, რომ ელია მოსულიყო 20 საუკუნის წინ? რა სახით მოვა ელია ამ დროს? ან ადამიანური დაბადებით უნდა მოვიდეს, ან არა. თუ ადამიანურად იშვა, მაშინ ელი სულ მცირე 2-ჯერ იქნება მოსული სხვადასხვა სხეულში. თუ ადამიანურად არ იქნა მოსული, მაშინ ანგელოზმი უნდა მიიღოს ადამიანის სახე. ანგელოზები უცოდველები არიან, ელია კიდევ ცოდვილი იყო და "ცოდვა მისი წინაშე მისსა არს მარადის" (მარტო დიდ დავით მეფეს არ ეკუთვნის ეს სიტყვები-ყველა წმინდანს ეკუთვნის). აჰა, იგივე პრობლემაში აღმოჩნდი და რაც არ უნდა ეცადო, ვერაფერი გამოგივა.ციტატა ამ ზღაპრებს არც მართლმადიდებლობასთან, არც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს ასეთი განცხადებები მაოცებს ხოლმე, როცა მოკვდავი უკვდავის ნიღბით საუბრობს. კაი, მართლმადიდებლობასთან კავშირი დავუშვათ არა აქვს. შენ რა იცი, რეალობასთან რა კავშირი აქვს? თუ იმქვეყნიურ რეალობაში უკვე იყავი და მეორედ დაბრუნდი, მაშინ ჩემს სიტყვებს უნდა ამოწმებდე და არა უარყოფდე. თუ იმქვეყნიურ რეალობაში იყავი და აღარ დაბრუნებულხარ (ღმერთმა დიდი ხანი გაცოცხლოს ჯანმრთელი, ბედნიერი და ღვთისაგან დაცული), მაშინ ვინ მესაუბრება აქა და ვინ მეკამათება? წმიდა მამებს უთქვამთ ასეთი რამესო (მამა გიორგის წიგნში ვნახე ეს): თუ ღმერთისაგან არ გაქვს მოცემული მასზე ცოდნაო, მაშინ ნურაფერს იტყვი მის შესახებო. ერთადერთი რეალობა (უკვდავი, დაუსაბამო, უცვლელი) ღმერთიაო. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია. შენ კიდევ რეალობასთან არაფერი საერთო არა აქვსო. საიდან ეს ცოდნა? მე, მე არ ვამტკიცებ, რომ რეალობიდან მივიღე მეთქი ეს ცოდნა თქო-ჩემი ცოდნა სიტყვებია და კი, საბოლოო ჯამში, ჩემი აზრი.ნაწილი მე-2 ვისაც სურვილი აქვს, უპასუხოს ამ კლასგარეშე კითხვებს. მაინტერესებს, როგორ პასუხობს ამ კითხვებს დღეს ეკლესიის ძირითადი ნაწილი. დავიწყოთ სახარებაში გადმოცემული ამბიდან, რასაც ჩვენ ყველანი რწმენით ვიღებთ. ლუკას სახარება (ლუკა 1:15) ამბობს, რომ იოანე ნათლისმცემელზე სულიწმიდა გადმოვიდა მუცელშივე. აგერ ციტატაც: ციტატა რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. დავანებოთ სიტყვა წმინდანს თავი და დავარქვათ იოანეს სულიწმიდით მოსილი, რაც ჩვენთვის ფაქტის ტოლფასი უნდა იყოს უკვე.1) შეიძლება თუ არა ადამიანზე გადმოვიდეს სულიწმიდა (რა თქმა უნდა ღვთის მადლით), თუ ადამიანს არავითარი ღვაწლი არა აქვს ღვთის წინაშე? აქ შესაძლებელია 2 პასუხი: ან 1) კი, შესაძლებელია, ან 2) არ არის შესაძლებელი. 2) თუ ეს ყველაფერი შეიძლება, მაშინ ღვაწლი რაღა საჭიროა? რაღა საჭიროა ცოდვების მონანიება და ამ ცოდვების გამო გოდება ყოველდღე? რაღა საჭიროა საკუთარი უსუსურობის და დაცემულობის აღქმა? რაღა საჭიროა განუწყვეტელი ლოცვები? მარხვები? და ა.შ. და ა.შ. 3) თუ ეს ყველაფერი შეუძლებელია ღვაწლის გარეშე, მაშინ რა ღვაწლი ქონდა იოანე ნათლისმცემელს დედის მუცელში? აქაც 2 პასუხია: 1) იოანე ნათლისმცემელმა ღვაწლი იტვირთა დედის მუცელში (და რა თქმა უნდა სულიწმიდის გადმოსვლამდე, აბა სხვანაირად ღვაწლის გარეშე უნდა მოეპოვებინა სულიწმიდა და მე-2 კითხვას ვერ ავცდებით, სხვა კიდევ უფრო უცნაურ კითხვებთან ერთად); 2) იოანე ნათლისმცემელმა ღვაწლი მანამდე იტვირთა, სანამ დედის მუცელში ცაისახებოდა. ამის და მიხედვით, გვაქვს კიდევ (ჯერჯერობით) 1 კითხვა: 4) იოანე ნათლიმცემელმა ღვაწლი სულიწმიდის მიღებამდე დედის მუცელში იტვირთა, თუ დედის მუცელში ჩასახვამდე? რა პასუხები აქვს ამ კითხვებს, თუ არ დაგეზარებათ უპასუხეთ. ნაწილი მე-3 როგორ გიაგება ეკლესიასტეში (ეკლესიასტე 3:15) ნათქვამი სიტყვები: ციტატა რაიც ყოფილა, უკვე არის დიდი ხანია; და რაც იქნება, ის უკვე იყო. და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს. |
sopo... |
Sep 26 2010, 02:19 PM
პოსტი
#87
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
sopo... გაგიმარჯოს და გფარვიდე ღმერთი მე ჩემი აზრი დაბადებიდან კი არ მომყოლია შე კაი ადამიანო. ასე ვკითხულობ ბრძენთა პასუხებს და იქიდან ვიგებ იქაურობის ამბებს, თორე აქ ჯერ არ გამხსნია ეგ საიდუმლოებები ისე მართალი ხარ: ჩემი დასკვნებია ეს ყველაფერი (ხშირად სხვისაგან, ვისაც მე ვთვლი ცოდნის წყაროდ იმათგან, გაგონილი) გასაგებია, მაგრამ ვერ იხსენებ ბრძენთა ვინაობას ვისთანაც წაიკითხე, და შენთვის ბრძენი შეიძლება ჩემთვის და სხვისთვის ავტორიტეტი არ იყოს.. ციტატა სახარებაში ამაზე არაფერია ნათქვამი (არც დასადასტურებლად და არც უარსაყოფად ასეთი კითხვა უფალ ქრისტესათვის არ დაუსვიათ) და რატომ გვაცდენ? გაცდენ? რა კითხვაა? თავი სოფლის ბირჟაზე მგონია.. ან საბავშვო ბაღში, ნუ ალბათ ძალიან პატარა ხარ... რახან დავწერე ე.ი. საფუძველიც მაქვს, სახარებაში ამბობს უფალი რო სიკვდილის მერე არის საშინელი სამსჯავრო და სასუფეველი, და არა უძველესი სულები და გაურკვევლობა.. ციტატა ვიდრე შემდეგ ათასგვარი გართულებული და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება და აი შენი პასუხი ამაზე:სწორედ ამას ვამბობ. მსგავსი "ფორსირებულ-ნაძალადევი" პასუხები აბსოლიტურად საფუძველ მოკლებულია ეს 'საფუძველ-მოკლებული' განცხადებები არც ჩემი , არც ბრძენ კაცების გაკეთებულია არამედ წმ მამების განმარტება, კონკრეტულად წმ იოანე ოქროპირის ვისთანაც ამოვიკითხე, წმ იოანე ოქროპირი უდიდესი წმინდანი, რომელიც როცა სახარებას განმარტავდა, მის მოწაფეებს ხედვა ქონდათ როგორ იდგა მასთან პავლე მოციქული და კარნახობდა, რაც შეეხება წინა წინასწარმეტყველება მალაქია წინასწარმეტყველს ეკუთვნის თუ არ ვცდები და სხვა დროში.. ასევე წმინდა მამათა განმარტებით არავინ შობილა კაცთაგან იოანე წინასწარმეტყველზე უდიდესი.. . ციტატა ანგელოზები უცოდველები არიან, ელია კიდევ ცოდვილი იყო და "ცოდვა მისი წინაშე მისსა არს მარადის" (მარტო დიდ დავით მეფეს არ ეკუთვნის ეს სიტყვები-ყველა წმინდანს ეკუთვნის). აჰა, იგივე პრობლემაში აღმოჩნდი და რაც არ უნდა ეცადო, ვერაფერი გამოგივა. ვერ გავიგე, რა პრობლემაში ვიყავი და აღმოვჩნდი? )) ადამიანი ცოდილია მიწაზე, სასუფეველში უფალთან ადამიანები არიან როგორც ანგელოზები, თუ სწორედ მივხვდი კითხვას ციტატა ასეთი განცხადებები მაოცებს ხოლმე, როცა მოკვდავი უკვდავის ნიღბით საუბრობს. კაი, მართლმადიდებლობასთან კავშირი დავუშვათ არა აქვს. შენ რა იცი, რეალობასთან რა კავშირი აქვს? თუ იმქვეყნიურ რეალობაში უკვე იყავი და მეორედ დაბრუნდი, გაოცება-ემოციურობა ესეც ასაკის სიმპტომია, რეალობის გასაგებად ჯობს გონება გამოვიყენოთ და არა ემოციები.. სახარება, წმ მამები რომელიც სული წმინდით განმარტავენ სახარებას, და სწავლებას გვაძლევენ ღმერთზე და მისკენ მიმავალ გზაზე, ეს არის რეალობა.. არ არის საჭირო ყველა იმქვეყნად წავიდეს და რეალობა ინდივიდუალურად ჩამოიტანოს, როცა ამაზე უკვე არსებობს კოკნრეტული პასუხები, და ის რაც სული წმინდამ გამოგვიცხადა გასაგები და ნათელია, როცა ჩვენ ამ ცოდნას ვცვლით ეს ჩვენი ინტერპრეტაცია, არც რეალობასთან, ღმერთის მიერ განცხადებულ სიმართლესთან აქვს კავშირი, .. ანუ როგორც შენ თქვი საბოლოოდ შენი აზრია.. გამიხარდება თუ შენი აზრები სწორ მიმართულებას მიიღებს, მაგრამ თქმის მეტი არაფერი შემიძლია,. წარმატებებს გისურვებ ძიების გზაზე და უფლის სინათლეს.. |
guest1 |
Sep 27 2010, 02:10 AM
პოსტი
#88
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
sopo...
ციტატა ნუ ალბათ ძალიან პატარა ხარ... ფიზიკური ასაკით 40 წელს მივუკაკუნე კაი ხნის წინ. სულიერი და ინტელექტუალური ასაკით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, მანდ ნამდვილა მიჭირს.ციტატა ეს 'საფუძველ-მოკლებული' განცხადებები არც ჩემი , არც ბრძენ კაცების გაკეთებულია არამედ წმ მამების განმარტება, კონკრეტულად წმ იოანე ოქროპირის ვისთანაც ამოვიკითხე თუ შეიძლება მიუთითე ციტატას სრულად. ასევე, თუ არ დაიზარებ, რომელ ნაშრომშია, რომელ გამოცემაში და რომელ გვერდზე?ციტატა ასევე წმინდა მამათა განმარტებით არავინ შობილა კაცთაგან იოანე წინასწარმეტყველზე უდიდესი.. წმინდა მამათა განმარტება არ არის ეს. ეს თვით უფლის ნათქვამი სიტყვებია (მათე 11:11):ციტატა ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს. თანაც, ამ ნათქვამს საერთო არა აქვს მოცემულ საკითხთან. მთავარია, იოანე ნათლისმცემელი იყო სულიწმიდით სავსე მუცელშივე. მაშ როგორ მიიღო სულიწმიდა იოანე ნათლისმცემელმა, როცა არავითარი ღვაწლი არ უნდა ჰქონოდა? ამაზე რას ამბობენ წმინდანები? |
sopo... |
Sep 27 2010, 07:11 PM
პოსტი
#89
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
guest1
ფიზიკური ასაკით 40 წელს მივუკაკუნე კაი ხნის წინ. სულიერი და ინტელექტუალური ასაკით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, მანდ ნამდვილა მიჭირს. ყველას უჭირს მანდ: ), მგრამ როცა ადამიანი არ იკვეხნის უკვე სიმაღლის მაჩვენებელია ციტატა თუ შეიძლება მიუთითე ციტატას სრულად. ასევე, თუ არ დაიზარებ, რომელ ნაშრომშია, რომელ გამოცემაში და რომელ გვერდზე? ესე გვერდი არვიცი , ალბათ სახარების განმარტებაში ზუსტად იპოვი შენს ყველა კითხვაზე პასუხს, ამ საიტზე ნაწილია განმარტების http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/17_10-13.htm რადგან წინასწარმეტყველნი ყოველ კეთილმსახურ მეფეს დავითს უწოდებდნენ, ხოლო იუდეველებს - სოდომის მთავართა და ეთიოპელთა შვილებს და ამას აკეთებდნენ მათი ცხოვრების წესის მიხედვით რამეთუ, როგორც ილია იქნება წინამორბედი უფლის მეორედ მოსვლისა, ისე იოანე იყო წინამორბედი პირველისა“ (წმ.ოქროპირი). ამ ორივე საიტზე განმარტება ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის თუ არ ვცდები, თუ დაგაინტერესა.. http://www.orthodoxy.ge/tserili/teofilaqte/markozi/9.htm http://church.ge/index.php?showtopic=4697&...aded&pid=359279 ციტატა წმინდა მამათა განმარტება არ არის ეს. ეს თვით უფლის ნათქვამი სიტყვებია (მათე 11:11): ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს. თანაც, ამ ნათქვამს საერთო არა აქვს მოცემულ საკითხთან. საკითხთან იმიტომ დავაკავშირე რომ თუ ჯერ არავინ შობილა დედის მუცლისგან იოანეზე დიდებული, მაშინ როგორ გამოდის ის ელია? ციტატა მთავარია, იოანე ნათლისმცემელი იყო სულიწმიდით სავსე მუცელშივე. მაშ როგორ მიიღო სულიწმიდა იოანე ნათლისმცემელმა, როცა არავითარი ღვაწლი არ უნდა ჰქონოდა? ამაზე რას ამბობენ წმინდანები? ამაზე დავწერე, რაღაც ჩემი აზრი მიწერია მგონი, ნებისმიერ სახარების განმარტებაში აუცილებლად იქნება ახსნილი, თუ დრო მექნა და მოვიძიე დავდებ აუცილებლად, ამ ნაწილის განმარტებას, ანუ მე ვთქვი რომ უფალმა განჭვრიტა მისი ნება და სულის თავმდაბლობა და მიანიჭა მადლი, ისევე როგორც პავლე მოციქულს, რა სათნოება უნდა ქონოდა არც მართალი სარწმუნოება ქონდა, და საქმეები კიდევ უარესი, ქრისტიანების ხოცვა, წამება. მაგრამ უფალი გამოეცხადა და პირველ მოციქულად აქცია, არვიცი, ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება უფალი ყველას იცნობს და თითოეულს იმდენ მადლს ანიჭებს რამდენის გამოყენებაც შეუძლია და აცხოვნებს, ზოგი ვერ იტევს მადლს, ვერ იყენებს, და ეს არის მიზეზი კონკრეტული ადამიანების მიერ, კონკრეტულ დროს მადლის მიღების.. ეს მე ვხედავ ასე, განმარტება შეიძლება განსხვავდებოდეს , ამიტომ უფრო საინტერესო იქნება მონახვა როგორ არის ახსნილი.. |
guest1 |
Sep 27 2010, 08:56 PM
პოსტი
#90
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
sopo...
ციტატა ესე გვერდი არვიცი , ალბათ სახარების განმარტებაში ზუსტად იპოვი შენს ყველა კითხვაზე პასუხს, ამ საიტზე ნაწილია განმარტების დამაინტერესა და მადლობა ლინკისათვის კიდეც. წავიკითხე ეგ ყველაფერი, მაგრამ, რადგანაც მე ასე ადვილად ვერ ვიგებ ამ ყველაფერს და მით უმეტესე, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ ვიღებ მის ჭეშმარიტებას (არა იმიტომ რომ, იოანე ოქროპირის წმინდანობაში ეჭვი მეპარება, არამედ როცა ვერ ვიგებ ნათქვამს, ვერ ვიტყვი რომ გავიგე, ვერ მოვიტყუები). იოანე ოქროპირი ამ განმარტებაში ამბობს, რომhttp://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/17_10-13.htm რადგან წინასწარმეტყველნი ყოველ კეთილმსახურ მეფეს დავითს უწოდებდნენ, ხოლო იუდეველებს - სოდომის მთავართა და ეთიოპელთა შვილებს და ამას აკეთებდნენ მათი ცხოვრების წესის მიხედვით რამეთუ, როგორც ილია იქნება წინამორბედი უფლის მეორედ მოსვლისა, ისე იოანე იყო წინამორბედი პირველისა“ (წმ.ოქროპირი). ამ ორივე საიტზე განმარტება ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის თუ არ ვცდები, თუ დაგაინტერესა.. ციტატა მეორის წინამორბედი იქნება ილია, ხოლო პირველის წინამორბედი იყო იოანე, რომელსაც უფალი უწოდებს ილიას არა იმიტომ , რომ იგი იყო ილია, არამედ იმიტომ, რომ იგი ასრულებდა მსახურებას ილიას სულითა და ძალით. ამიხსენი, თუ შეიძლება, რას ნიშნავს იოანე ასრულებდა მსახურებას ილიას სულითა და ძალით? ილიას სული და ძალა მოქმედებდა მასში? და რა განსხვავებაა ილიასა და იმ იოანეს შორის, რომელშიც მოქმედებს ილიას სული და ძალა?ციტატა საკითხთან იმიტომ დავაკავშირე რომ თუ ჯერ არავინ შობილა დედის მუცლისგან იოანეზე დიდებული, მაშინ როგორ გამოდის ის ელია? წინასწარ თუ უარყოფ სულის გადასხვლას სხვა სხეულში, მაშინ არ გამოდის იოანე ელია. მაგრამ, კითხვა ზუსტად ის არის, სულს შეუძლია თუ არა სხვადასხვა სხეულში ყოფნა. შენ თუ ეგ წინასწარ უარყე, მაშინ აღარაფრის მოშველიება არ არის საჭირო. ხოლო თუ არ უარყოფ წინასწარ, მაშინ მაგ კითხვასაც მოეძებნება პასუხი სულის სხვადასხვა სხეულში არსებობის შესაძლებლობის ფარგლებში. მასე პავლე მოციქული უფლის გამოცხადების შემდეგ სხვა ადამიანი იყო და გამოცხადებამდე სხვა. ერთი და იგივე პავლეზე არ გვაქვს საუბარი? გვაქვს. მაში რატომ იყო სხვა პავლე სხვადასხვა დროს? იმიტომ რომ დაიხვეწა და უკეთესი გახდა. ასევე შესაძლებელია, რომ ელიას სული დაიხვეწა და იოანეში უკვე უკეთესი იყო, ვიდრე თვით ელიაში. რა თქმა უნდა მე არ ვამტკიცებ, რომ ეს ასეა, არამედ იმას ვუთითებ, რომ შენი მსჯელობა ვერ არის დამაჯერებელი.ციტატა ამაზე დავწერე, რაღაც ჩემი აზრი მიწერია მგონი, ნებისმიერ სახარების განმარტებაში აუცილებლად იქნება ახსნილი, თუ დრო მექნა და მოვიძიე დავდებ აუცილებლად, ამ ნაწილის განმარტებას, კარგია შენი აზრი, მაგრამ, როგორც ჩემი აზრი არ არის ავტორიტეტული, ისევე შენი აზრი არ არის ავტორიტეტული. წმინდანების აზრი გვინდა და დაველოდოთ ამ აზრს. ისე, შენს აზრში, რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზია. ჯერ ერთი, არავის შეუძლია ისაუბროს იმაზე, თუ რა განჭვრიტა უფალმა და რა არა, თუ მას უშუალოდ არ ქონდა ეს ცოდნა მიცემული უფლისაგან. მეორეც, მოდი ასეთი კითხვაზე ვუპასუხოთ: დავუშვათ მიიღო სულიწმიდა ადამიანმა. შეუძლია თუ არა ასეთ ადამიანს, რომელშიც სულიწმიდა მოქმედებს, ჩაიდინოს რაიმე ცოდვა საერთოდ? თუ არ შეუძლია, მაშინ ნებისმიერი ადამიანი, რომელშიც სულიწმიდა მოქმედებს, უცოდველი იქნება მასში სულიწმიდის დამკვიდრების შემდეგ (არა იმ გაგებით, რომ ადრე ცოდვა არ ქონიდა, არამედ აღარ ჩაიდენს ცოდვას, აღარ დაეცემა თუ სულიწმიდამ არ მიატოვა იგი), სათნოებებით იქნება სავსე და უფლის გზას მიყვება. მაგრამ, რატომ მაინცდამაინც პავლე მოციქულს მიანიჭა ეს მადლი უფალმა? რატომ მე არ მომანჭა, ან შენ? ორივეს რომ გვქონდეს ეს მადლი, ორივე წმინდად ვიცხოვრებდით. ან რატომ მაინცამაინც იოანე ნათლისმცემელს მიანიჭა ეს მადლი როცა იგი მუცელში იყო? როგორ, ჩვენ როცა მუცელში ვიყავით, ეს მადლი რომ დაგვყოლოდა, ცოდვას კიდევ ჩავიდენდით? არა, თუ რა თქმა უნდა, არ უარყოფ იმას, რომ სულიწმიდით მოსილ ადამიანს ცოდვის ჩადენა შეუძლია. ამრიგად, ან სულიწმიდით მოსილ ადამიანს ან ცოდვის ჩადენა უნდა შეეძლოს (და მაშინ აზრი აქვს შენს ნათქვამს) ან ცოდვის ჩადენა თუ არ შეეძლება, მაშინ ყველა ადამიანი ერთანაირ პირობებში იმყოფება, თუმცა უფალი მხოლოდ ზოგს ანიჭებს ამ მადლს. არა, ეგრე ღმერთი ძალიან უსამართლო გამოდის ანუ მე ვთქვი რომ უფალმა განჭვრიტა მისი ნება და სულის თავმდაბლობა და მიანიჭა მადლი, ისევე როგორც პავლე მოციქულს, რა სათნოება უნდა ქონოდა არც მართალი სარწმუნოება ქონდა, და საქმეები კიდევ უარესი, ქრისტიანების ხოცვა, წამება. მაგრამ უფალი გამოეცხადა და პირველ მოციქულად აქცია, არვიცი, ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება უფალი ყველას იცნობს და თითოეულს იმდენ მადლს ანიჭებს რამდენის გამოყენებაც შეუძლია და აცხოვნებს, ზოგი ვერ იტევს მადლს, ვერ იყენებს, და ეს არის მიზეზი კონკრეტული ადამიანების მიერ, კონკრეტულ დროს მადლის მიღების.. ეს მე ვხედავ ასე, განმარტება შეიძლება განსხვავდებოდეს , ამიტომ უფრო საინტერესო იქნება მონახვა როგორ არის ახსნილი.. |
cxz |
Sep 30 2010, 05:10 PM
პოსტი
#91
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 234 რეგისტრ.: 23-April 08 წევრი № 4,634 |
-------------------- HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
----------------------------------------------------------------------------------------------- ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან. ---------------------- წინ წინაპრებისაკენ. ---------------------- ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ. |
ninishka73 |
Oct 9 2010, 01:49 AM
პოსტი
#92
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 9-October 10 წევრი № 9,608 |
გადმოწერეთ მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი ფეხით მოსიარულე 1,2 ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი თავნი და ბოლონი იტყვიან გიორგი ძალა და თავისუფლება http://cxz-hackzone.clan.su/load/religiareligion/religiuri_ts39ignebi/mama_giorgi_basiladze_5_ts_39_igni/31-1-0-208 უკაცრავად ვერ ვიწერ ამ გვერდიდან იკნებ დამეხმაროთ |
ninishka73 |
Oct 9 2010, 02:03 AM
პოსტი
#93
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 9-October 10 წევრი № 9,608 |
ერთ ერთ წიგნს ვკითხულობ ეხლა და ძალიან საინტერესოა. ერთ რამეს ვერ ვხვდები მხოლოდ, რატომ დაიმსახურა ამ კაცმა ასეთი რისხვა ? კონკრეტულად შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ რა დაწიწერა ან თქვა ამ კაცმა ისეთი რის გამოც იდევნება ? მე ჯერჯერობით ამ წიგნში მიზეზი ვერ ვიპოვე. თუმცა ჯერ არ წამიკითხავს ბოლომდე. მართალი ხარ! სწორედ მეც მაგის თქმა მინდოდა! მაგრამ ჭეშმარიტება ყოველთვის იდევნებოდა და ეხლაც ეგ ხდება! სასწაული წიგნია! მე 2 მაქვს წაკითხული. ცილს სწამებენ თავისი უგუნურებით.. ვაიდა მარტლაც წმინდანია ამაზე ვინმე დაპიკრებულა? პასუხი რომ მოეკითხებათ თუ იციან! |
ninishka73 |
Oct 9 2010, 11:51 AM
პოსტი
#94
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 9-October 10 წევრი № 9,608 |
|
ninishka73 |
Oct 9 2010, 12:09 PM
პოსტი
#95
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 9-October 10 წევრი № 9,608 |
გადმოწერეთ მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი ფეხით მოსიარულე 1,2 ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი თავნი და ბოლონი იტყვიან გიორგი ძალა და თავისუფლება http://cxz-hackzone.clan.su/load/religiareligion/religiuri_ts39ignebi/mama_giorgi_basiladze_5_ts_39_igni/31-1-0-208 დიდად დამავალებთ თუ კი ვინმე ვორდის ფაილს გამომიგზავნით ემაილზე. არ ხსნის ამ პროგრამით ჩემი კომპიუეტერი . ემაილით:ninishka73@gmail.com დიდად დამავალებთ თუ კი ვინმე ვორდის ფაილს გამომიგზავნით ემაილზე. არ ხსნის ამ პროგრამით ჩემი კომპიუეტერი . ემაილით:ninishka73@gmail.com მხოლოდ ფეხითმოსიარულე მინდა 1 და 2 დანარჩენი მაქვსს!წინასწარ მადლობთ |
FiloTeos |
Oct 9 2010, 09:00 PM
პოსტი
#96
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 6-October 10 წევრი № 9,588 |
როდესაც რომელიმე ადამიანის გამო ასეთი დავა ატყდება, მის მაქებართ გაჩუმება ჰმართებთ, რადგან მას ამით არარა შეემატება, ერთობისკენ გადადგმული ნაბიჯი ესაა და თუ სხვანი ილანძღებიან და სდევნიან მას ეს სასუფეველში დამკვიდრებაში დაეხმარება დევნულს სიმართლისათვის... კაცი რომელიც არ აქებს თავის თავს და წმინდანს არ უწოდებს და თავს იმდაბლებს, სწორედ მას აღამაღლებს უფალი და არა სხვას...
ვინც სასყიდელს თავისი სიკეთისთვის ამ სოფელში მიიღებს, ზეცაში მოაკლდება... მაქებარნო და ქომაგნო, უბრალოდ ილოცეთ მისთვის და ევედრეთ მას რომ მანაც ილოცოს თქვენთვის(არა იმიტომ რომ წმინდანია, არამედ იმიტომ რომ ყოველ კაცს აქვს ძალა ამისა და განსაკუთრებით სასულიერო პირს, თანაც თქვენ მას ეგზომ აფასებთ) დანარჩენებმა თავი შეიკავეთ სხვისი განკითხვისგან და სხვის სიწმინდეზე ლაპარაკს გერჩივნოთ საკუთარ ცოდვებზე ზრუნვა... რაც შეეხება წიგნებს... ვისაც აინტერესებს წაიკითხოს, იქნებ რა წერია... იმედია კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი გაქვთ და თქვენი პოზიციის დაცვაც შეგიძლიათ როგორც ვხედავ... სხვათა განკითხვა ნაკელში ქექვას ემსგავსება, როგორც იქ ვერ იპოვი მარგალიტებს, ისევე სხვის ცოდვებში ვერ იპოვი ცათა სასუფეველს... -------------------- სიყვარული
|
ბარბარე |
Oct 17 2010, 04:40 PM
პოსტი
#97
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 11-June 08 წევრი № 5,054 |
ძალიან გთხოვთ ლინკი განაახლეთ რომ წიგნების გადმოწერა შევძლოთ...
წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას!!!!!!! |
შოთა |
Oct 17 2010, 05:55 PM
პოსტი
#98
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
ბარბარე
http://www.link.ge/file/327510/Mama-giorgi...gramac.rar.html მგონი ეს ლინკი მუშაობს თუმცა არ გადმომიწერია. -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
KAIROS |
Nov 2 2010, 01:48 PM
პოსტი
#99
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მე ვნახე მამა გიორგი(ბასილაძე),მოწამეტაშია მღცდელი და მან გვითხრა ისეთი რამ რომ ძალიან გამიხარდა,მან თქვა რომ საქართველო წელიწადში და 2 თვეში გაბრწყინდებაო....და მთავრობში 43 წლის კაცი მოვაო... http://church.ge/index.php?showtopic=8463&hl= ამ ადამიანს, რომელიც აღფთოვანებულია მამა გიორგის პიროვნებით, სრულიად მთელი გულით აქვს გადმოცემული, ის რაც მან პირადად მოისმინა... მივესალმებოდი იუზერ toka@-ს მიერ უფრო დაზუსტებას ამ პოსტისა. --- მე ამ თემაში კარგა ხანია არ ვწერ, მაგრამ ეს ინფო მაინც იდოს იქნებ ვინმემ დააზუსტოს კიდეც მე ამ თემაში შემოგიერთდებით ზუსტად გაბრწყინებისას ანუ ზუსტად 14 თვეში იქნებ მანამდე ის 43 წლისაც გამოჩნდეს და... ვჩპ! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
toka@ |
Nov 2 2010, 02:06 PM
პოსტი
#100
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
http://church.ge/index.php?showtopic=8463&hl= ამ ადამიანს, რომელიც აღფთოვანებულია მამა გიორგის პიროვნებით, სრულიად მთელი გულით აქვს გადმოცემული, ის რაც მან პირადად მოისმინა... მივესალმებოდი იუზერ toka@-ს მიერ უფრო დაზუსტებას ამ პოსტისა. --- მე ამ თემაში კარგა ხანია არ ვწერ, მაგრამ ეს ინფო მაინც იდოს იქნებ ვინმემ დააზუსტოს კიდეც მე ამ თემაში შემოგიერთდებით ზუსტად გაბრწყინებისას ანუ ზუსტად 14 თვეში იქნებ მანამდე ის 43 წლისაც გამოჩნდეს და... ვჩპ! მაგა გიორგიმ სამწუხაროდ სახელი არ გვითხრა.. რა თქმა უნდა ესე უნდა მოქცეულიყო -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი