IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "ტელევიზორი რატომ არის დამღუპველი?", მამათა ნაწერების მიხედვით
saria-giorgi
პოსტი Jun 8 2008, 05:35 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ტელევიზიის გავლენა ადამიანის სულზე

ცნობილი მიტროპოლიტი ვიტალის და სხვა მამების ნაწერებზეა აგებული ეს ნაწერი,გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ.

ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაგვიცნობიერებია,თუ რამდენად დიდი შედეგები აქვს ტელევიზიის გამოგონებას.იმის გამო,რომ იგი მომხიბვლელობის ჭეშმარიტად მაგიურ ძალას ფლობს და ამავე დროს საკუთარ თავში ხრწნილების საშინელ შხამს მალავს,ტელევიზია სტიქიურად იპყრობს ყველაზე საპატიო ადგილს თითქმის ყველა ოჯახში.გარდა იმისა,რომ ჩვენს საკუთარ სახლში ყოველ საათს და ყოველ წუთს''გვასხივებს'',ადამიანის სულზე ზემოქმედების ძალით ყველას და ყველაფეერს აღემატება.ზოგადად,საქმე ეხება ამ თანამედროვე გენიალურ გამოგონებისადმი გონივრულ დამოკიდებულებას.და თუკი ჩნდება მისი ყველაფრისადმი გამსჭვალავი გავლენისაგან გამიჯვნის აუცილებლობა,მაშინ სიძნელე ისაა,რომ ბრძოლა გვიწევს არა ტელევიზიასთან,როგორც ასეთთან,არამედ უზომოდ დასუსტებულ ადამიანურ ნებასთან,რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას,მოძებნოს თავისთავში ძალა,რათა დროულად მოსწყდეს ამ განსაკუთრებით მომაჯადოვებელ და მიმზიდველ სანახაობას.უნებურად გვახსენებს პავლე მოციქულის სიტყვებს:[b][u]''ყოველივე ჯერ არს ჩემდა,არამედ არა ყოველი უმჯობეს არს;ყოველივე ჯერ არს ჩემდა,არამედ მე არავის ხელმწიფებასა დავემორჩილო''(1კორ.6.12)
მაშასადამე,თავდაპირველად აუცილებელია,მთელი ობიექტურობით განვიხილოთ ის ყველაფერი,რაც დადებითია ტელევიზიაში;შემდეგ კი გამოვააშკარაოთ მასში დაფარული ბოროტება და მხოლოდ ამის მერე იშვიათად ვისარგებლოთ მისი ფართო შესაძლებლობით.
რასაკვირველია,არც ერთი გამოგონება,მექანიზმი და მანქანა თავისთავად ბოროტებას არ წარმოადგენს,ისევე როგორც არ არსებობს თვითმყობი ბოროტება.ის მხოლოდ ღმრთის ნებისადმი ურჩი გონიერი ქმნილების თვითნებობაში ვლინდება.უფრო მეტიც,გრანდიოზულ გამოგონებებში უნდა დავინახოთ ღმრთის უდიდესი სიბრძნის ბეჭედი,რომელიც ადამიანმა ბუნების კანონებში უნდა გახსნას,რათა თავისი ყოვლისშემძლე შემოქმედს მთელი გულით აღუვლინოს ქება.ყველა კარგი რაც მან ჩვენს ცხოვრებაში მოიტანა,არის ის,რომ მან ხელი შეუწყო ადამიანის საკუთარ სახში დაბრუნებას.
სოციოლოგთა და პედაგოგთა მიერ აღნიშნული იყო,რომ მთელი პერიოდი ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე ხასიათდებოდა ადამიანის სურვილიტ,სადმე წასულიყო გასართობთა საძიებლად.სახლში არასდროს რჩებოდა თავისუფალ დროს-იქ მხოლოდ ჭამდნენ და ღამეს ათენებდნენ.სპორტს,ცეკვას,კინოს და ხრწნილების შხამით გაჟღენთილ დროსტარების სხვა საშვალებებს სახლიდან ყველა გარეთ გამოჰყავდა.განსაკუთრებით ბავშვისთვის კატასტროფული სიჩქარით იწყო ნგრევა სახლის,როგორც მშობლიური ბუდის გაგებამ,სადაც ის პირველად აღიქვამდა საგნებს,მოსავდა მას თავისი ფანტაზიის უცნაური სახეებით და თავის იწარმოსახვის ძალით ბავშურად უმანკოდ და გულუბრყვილო სამყაროს ქმნიდა.ქუჩა უხმობდა და ბავშვიც ყოველგვარი ფსიქოლოგიური მომზადების გარეშე,თითქმის აკვნიდანვე უმოწყალოდ იძირებოდა მისი სულის შემრყვნელი ცხოვრების უხეშ და სასტიკ რეაალობაში.
მაშასადამე,ათეული წლების შემდეგ ტელევიზიამ პირველმა დაიწყო ადამიანების სახლში დაბრუნება.სამართლიანად ინდა აღინიშნოს,რომ მისი როლი ამ დიდ სოციალურ გარდაქმნაში არაერთგვაროვანია: ტელეპროგრამებმა მდაბალი ინსტიქტებისადმი მიმართული ქუჩის ადამიანი სახლის კერას მხოლოდ იმიტომ დაუბრუნეს,რომ ქუჩის იგივე გართობა-სიამოვნებანი თავად მის საკუთარ სახლში გადაიტანეს.


გამოდის,რომ არაფერი მაღალზნეობრივი ამაში არაა.მაგრამ თანამედროვე ცხოვრების უზნეობის,საცდურისა და ხრწნილების ზღვაში ჩვენ უნდა შეგვეძლოს,თუკი არსებობს ამის მცირე შესაძლებლობა,ჩალასაც კი მოვეჭიდოთ,რათა ისიც სიკეთისათვის გამოვიყენოთ.ამავე დროს ტელევიზიას შეუძლია გაკვეთილების გადმოცემა მეცნიერების,ხელოვნებისა და ტექნიკის სხვადასხვა საკითხზე თვალსაჩინოდ და ამომწურავად,ამიით კი განათლების დონის გაზრდა და ცოდნის თვალსაწიერის გაფართოება,რითაც ძლიერ დარტყმას აყენებს უმეცრებას,დილეტანტიზმს და ცრუმეცნიერებას,რომელთაც ყოველთვის ბევრი ვნება მოჰქონდათ სამყაროსათვის.
შესაძლოა,ამით იწურება კიდეც ის დადებითი,რაც ჩვენს სახლებში ტელევიზიის შემოჭრამ მოიტანა.მაგრამ ამ ერთ ბეწო სარგებელთან შედარებით განუზომლად დიდია ადამიანის სულზე მისი გავლენის დამღუპველობა.
ტელეგადაცემები კითხვას გვწყვეტენ:რატომ ვიკითხოთ,როცა ყველაფერს არა მხოლოდ ვხედავთ,არამედ გვესმის კიდეც?რატომ დავძაბოთ საკუთარი წარმოსახვა,როცა ჩვენს მაგივრად ყველაფერი უკვე წინასწარ დამუშავებულია უმცირეს ნიუანსებამდე და გადმოცემულია საბოლოო სახით,რომელთა აღქმაც ყოველგვარი შრომის გარეშეც შეგვიძლია?
როგორც ცნობილია,კითხვის პროცესი ღტულ გონებრივ და ფსიქიკურ სამუშაოს წარმოადგენს,რომელიც ადამიანისგან,პპირველ რიგში,ნების დაძაბვას მოითხოვს.იმისთვის,რომ აიღო წიგნი და წაიკითხო,აუცილებელია საკუთარი თავის იძულება,მაშინ როდესაც ტელევიზორის ყურება სხვა საქმეები კეთების დროსაც შეიძლება.როგორი სიზუსტითაც არ უნდა აღწეროს ავტორმა მომხდარი,კითხვის პროცესში ჩვენს წარმოსახვასში მაინც ვქმნით საკუთარ სახეებს,საკუთარ სამყაროს.
წარმოსახვა არის ჩვენი სულის,ჩვენი შემეცნების მნიშვნელოვანი ნაწილი,შემოქმედებისა და შემართების იარაღი.იგი კითხვის პროცესში ვითარდება და აყალიბებს არა მხოლოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო პიროვნებას,არამედ მასში ცხოვრების ხალისსა და ენერგიას აღვიძებს.ტელეგადაცემებში საერთოდ არ მიმართავენ ჩვენს წარმოსახვას-იგი უბრალოდ არ სჭირდებათ.ყველაფერი მზამზარეულია;ყველაფერი გაკეთებულია-ადამიანს ისღა დარჩენია,უყუროს და აღიქვას სხვის მიერ და არაიშვიათად ჩვენთვის უცხო წარმოსახვიტ შექმნილი სახეები და ფორმები.ეს ჩვენი სულის ფსიქოლოგიის დამონებაა,მასზე ძალმომრეობა და ჩვენი შემოქმედებითი უნარის დათრგუნვაა.
ტელევიზია არა მხოლოდ აჩლუნგებს წარმოსახვას,არამედ გადაგვაცვევს დამოუკიდებელ აზროვნებას.ადამიანი სულიერად ზარმაცდება,გულგრილი ხდება და მექანიკურად აღიქვამს ღმრთის შექმნილ სამყაროს,რადგან არ ესმის,რომ"უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაით ქმნულთა მას შინა საცნაურად იხილვების"(ჰრომ.1.20).
ასე,რომ,ტელევიზიის საშვალებით ძალზე დახვეწილად გვაყალიბებენ მატერიალისტებად,რომლებიც საგნებს ბუნებრივი,პირუტყვული თვისებით უმზერენ-ზოგადად,ამ პროცესში სულიერი მზერის(რომლითაც სული ხედავს)მონაწილეობის გარეშე.ჩვენ სულ უფრო და უფრო გვაჩვევენ,უბრალოდ ვუყუროთ და არა დავინახოთ.და ასე3 ვემსგავსებით იმ უსულო კერპებს,რომელზეც დავით მეფე ამბობდა:"თვალ ასხენ და არა ხედვენ,ყურ ასხენ და არა ესმით,ცხვირ ასხენ და არა იყნოსენ...ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი,რომელნი ესვენ მას."და თუკი ჩვენ ვუყურებთ და ვერ ვხედავთ საგნების არსს და მათ დამაკავშირებელ ძაფებს,მაშინ ჩვენ ჭეშმარიტად უმეცრები ვართ.
რომელი მამა ან დედა გაბედავს და თავის ოჯახში საეჭვო რეპუტაციის პირს შეიყვანს;და თუკი მათ შესთავაზებენ და საღამოს ქალაქის ყველაზე უფრო საზიზღარ უბნებში გასეირნებას,სადაც ცოდვა და გარყვნილება სუფევს,ისინი ამას სიგიჟედ ან სულელურ ხუმრობად ჩათვლიან,ან იტყვიან რომ მსგავსი წინადადების მთქმელი მთვრალია.მაგრამ რატომ ფარისევლობთ მართლმადიდებლებო?!სულ ახლახანს მხრები აიჩეჩეთ გაკვირვების ნიშნად,მოგენახულებინათ თქვენი ქალაქის გარყვნილი ადგილები;ახლა კი თქვენი მთელი ოჯახი დარბაისლურად მოკალათდებით ოთახში და წმიდა ხატებით მოფენილ თქვენს სახლში ღილაკზე ხელის მსუბუქად დაჭერით მთელი მსოფლიოდან მოიწვევთ ყველანაირ ნაძირალას,ბანდიტს,მკვლელსა და ფსიქოპატს;ყველაზე წარმოუდგენელ მანიაკს თუ ცოცხალი საქონლით მოვაჭრეს და სინდისი8ს ყოველგვარი ქენჯნის გარეშე,თითქოსდა არაფერი ცუდი არ ხდებოდეს,დაუწყებთ მათ ყურებას.ასეთი გადაცემების ყურების შემდეგ თქვენი შვილები ძილში იწყებენ ყვირილს,თანდათანობით ხდებიან ნერვიულები და გაღიზიანებულები და ისევ თქვენ გეუხეშებიან.თავად თქვენ კი,ყველა სახის ზნეობრივი სიბინძურის მხილველი,კიდევ დიდხანს ვერ შეძლებთ თვალის მოხუჭვას.
თქვენ ბილწავთ თქვენი სახლის კერას,რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით,თქვენი"ოჯახური ეკლესიაა."მართლმადიდებელ, ოჯახზე საუბრისას ამის შესახებ არაერთხელ გვაუწყებს პავლე მოციქული(ჰრომ.16.4;კორ.16.19;კოლ.4.15;ფილ.1.2).
თქვენ თქვენს საკუთარ და შვილების სულებს რყვნით,რადგან ყველა ეს სახე ადამიანის სულისკენ მიმავალი სმენისა და მხედველობის გზებით მათში აღწევს,ფოტოგრაფიული სიზუსტით აღიბეჭდება ქვეცნობიერებაში და ბილწავს ჩვენი სულების ყველაზე იდუმალ კუნჭულებს.ხოლო შემდეგ წამხდარი ადამიანის ფსიქიკის ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი კანონებით ისინი უეცრად ამოძრავდებიან ამ კუნჭულებიდან,აბნელებენ ჩვენს ლოცვას,არღვევენ ჩვენს ურთიერთობას ადამიანებთა და გვმართმევენ სიცოცხლის ხალისს.(სერიალის ყურებისას ცოლმა გადართო სხვა არხზე,ხოლო ქმარმა ტაფით "განგმირა" მეუღლე,რის შემდეგადაც გარდაიცვალა.ასეთი შემთხვევები მრავლად არის დაფიქსირებული.)
რაკი იცოდა,რამხელა ვნება მოაქვს ადამიანისთვის ბილწი ქანდაკებებისა და სურათების ყურებას,კონსტანტინოპოლის მე-6 მსოფლიო კრებამ მე-100 კანონად ზუსტად და გამოკვეთილად დაადგინა:"მართლად ხედავენ,უფალო,შენი თვალები"(იგავი.4.25) და "ყოვლითა დაცვითა დაიცავი გული შენი"(იგავი.4.23.)სიბრძნე გიბრძანებს შენ,რომ ხორცის გრძნობადი ბუნება ადვილად შეიტანს სულში თავის ნაგრძნობს.ამიტომ ფიცარძე აქნ სხვა საგანზე გამოსახული და მოხატული,რომელიც თვალით აღიქმება,გონება სგახრწნის და ბილწი გემოს ძლიერი სურვილთ აღატყინებს,ვბრძანებთ,ამიერიდ

ან არ გამოსახონ და არ დახატონ არსად.თუ ვინმემ ამის ქმნას ხელი მიჰყოს,უზიარებელ იქმნეს."
როგორ დაგვცინის სატანა ჩვენ,მართლმადიდებელ ადამიანებს!რაკი,იცის,რომ ვერასდროს გავბედავდით ცოდვიან თავყრილობებში მონაწილეობის მიღებას,ისე მოხერხებულად დააბნელა ჩვენი გონება,რომ ჩვენ ჩვენი მძიმე შრომით გამომუშავებული ფულით ვყიდულობთ ტელევიზორს,ვკარგავთ ეშმაკის წინაშე ყოველგვარ თავმოყვარეობას და თავშეკავებას,რითაც ასე მდიდარი იყო წმიდა წინასწარმეწტყევი დავითი,რომელი ფსალმუნებში განუწყვეტლივ ევედრებოდა უფალს,იგი ეშმაკისათვის დასაცინად არ მიეცა,ჩვენ კი საკუთარ სახლში თვითონვე შემოგვაქვს გახრწნილება, გარყვნილება, მკვლელობა და სიგიჟე.
ყველაზე უბრალო და კარგი საშცალებაა -ამ თარსი"ყუთის"სასწრაფოდ მოშორება,რათა მრავალი უბედურება ავიცილოთ თავიდან.სოციოლოგების და ფსიქოლოგების მოწმობენ,რომ ტელევიზორის გამოგონების შემდეგ მრავალი სულიერი აშლილობაა დაფიქსირებული.ეს იმას არ ნიშნავს,რომ განვითარება უნდა შეჩერდეს,არამედ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.ტელევიზიამ უკვე იმდენად მაგრა შეგვბოჭა,ჩვენი ნება კი იმდენად სუსტი და უძლურია,რომ ამ რჩევას ცოტა თუ მიჰყვება,არც უნდა გაგვიკვირდეს-გმირები ყოველთვის ცოტანი არიან,მოწამენი-მუდამ ერთეულნი,მართალნი-მუდამ ეულნი.
ძალზე ძნელია ტელევიზიისაგან გათავისუფლება.იგი მასობრივი მედიუმია.ტელევიზია აჯადოებს და პირდაპირ ეუფლება მილიონებს.მათი აზრით ცხოვრებას არ უნდა ჩამორჩნე.სხვათათვის ტელევიზორი გართობისა და ყოველგვარი უსიამოვნებისა და სიძნელისგან გარიდების საშუალებაა-გამოდის,რომ ადამიანი არასდროს რჩება საკუთარ თავთან,საკუთარ ბუნებასთან მარტო.ასეთი ადამიანი მხოლოდ იმას იჭერს რაც ზე ბუნებრივია,რაც მაცდურისგანაა.
და მართლმადიდებელ ადამიანში,რომლის სულიც,როგორც წმ.იოანე ოქროპირმა შენიშნა,ჩაღვრილია სულიერი მირონი,ახლა ეშმაკისეული სახეები იღვრება,სატანური არაკები და მრუში სიმღერები."ამიტომაც გთხოვთ ყველას,-წერდა იგი,-თავადაც გაექეცით სანახაობებზე დამღუპველ დასწრებას და მასზე დამსწრენიც წამოიყვანეთ იქიდან.რასაც იქ ვხედავთ,იმას სულის გამოსწორებისაკენ კი არ მივყავაქრთ,არამედ სულის დაღუპვის,გაკიცხვისა და დასჯისაკენ."
გაგრძელება იქნება


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
9 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები(1 - 19)
xornabujeli
პოსტი Jun 8 2008, 05:50 PM
პოსტი #2


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif საერთოდ, არაფერზე მიჯაჭვულობა რომ არ ვარგა,ეს პირველ რიგში ალბათ ტელევიზორზე უნდა ითქვას,სხვაფრივ კი,თუ სულისათვის სასარგებლო გადაცემებს ვუყურებთ(რაც,ზოგადად ძალზე ცოტაა გადაცემებში)ზომიერად ,ამაში ცუდი არაფერია.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 8 2008, 06:21 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კარგით რა ბავშვებო smile.gif თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს მხოლოდ ცუდი ნახოს და დაიმახსოვროს,ამას უტელევიზოროდაც იზამს smile.gif აჭარბებთ ახლა ფაიზაღი biggrin.gif არ იყო ტელევიზორი, რომ ცოდვა არ აკლდა კაცობრიობას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jun 8 2008, 06:26 PM
პოსტი #4


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(staywhite @ Jun 8 2008, 06:21 PM) *

კარგით რა ბავშვებო smile.gif თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს მხოლოდ ცუდი ნახოს და დაიმახსოვროს,ამას უტელევიზოროდაც იზამს smile.gif აჭარბებთ ახლა ფაიზაღი biggrin.gif არ იყო ტელევიზორი, რომ ცოდვა არ აკლდა კაცობრიობას.

კი მაგრამ ეხლა უფრო ადვილი გახდა ეგ ყველაფერი ვიდრე ადრე იყო smile.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 8 2008, 06:29 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



orthodox-georgia
ციტატა
კი მაგრამ ეხლა უფრო ადვილი გახდა ეგ ყველაფერი ვიდრე ადრე იყო smile.gif



ხოდა ნუღარ უყურებთ მაშინ სლაბები biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 8 2008, 07:24 PM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438





ისე კომპიუტერი უფრო დამღუპველი არ გამოდის? biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jun 8 2008, 09:13 PM
პოსტი #7


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



მშვენიერია ტელევიზორი, ისე DVD თუ არ ერთვის თან, დამღუპველია მაშინ smile.gif))


სულ არ ვუყურებ ტელევიზორს, უფრო კომპიუტერმა გაიტაცა ჩემი გონება rolleyes.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი Jun 8 2008, 11:34 PM
პოსტი #8


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



გამოვრთოტ ტელევიზორები, დავუბრუნდეთ წიგნებს !!!!!!!!


kitxva.gif kitxva.gif kitxva.gif hehe.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jun 9 2008, 11:16 AM
პოსტი #9


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
"ტელევიზორი რატომ არის დამღუპველი?"


IPB-ს სურათი

როდესაც რომაელები იბყრობდნენ ტერიტორიებს, პირველ რიგში გაყავდათ ხოლმე გზები. გზები იყო მაშინდელი კომუნიკაციის საშუალება (!) IPB-ს სურათი ისინი ამ გზების საშუალებით შედიოდნენ ტერიტორიებზე, როგორც სამხედრო ძალა, და იქ შექონდათ თავიანთი კულტურა და რელიგია. მაგრამ ეს რელიგია და კულტურა ანგრევდა იმ რელიგიასა და კულტურას, სადაც შედიოდნენ, IPB-ს სურათი ... და წარმოვიდგინოთ რომ მოციქულებს ეს გზები გადაეკეტათ, დაენგრიათ რომ ეს წარმართული სამყარო არ შემოსულიყო მათ ქვეყანაში, მაგრამ მათ ეს გააკეთეს? არა. მათ ეს გზები გამოიყენეს და თავად გავიდნენ რომის იმპერიაში (ანუ მაშინდელი ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებები გამოიყენეს) და მთელი რომის იმპერია გააქრისტიანეს IPB-ს სურათი ...

ამიტომ ჩემი აზრი ასეთია რომ, კომპიუტერი იქნება ეს, ტელევიზორი, თვითმფრინავი თუ სხვა რამ, ყველაფერი ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ მხოლოდ სასიკეთოდ, ღვთის სიტყვის საქადაგებლად, საინტერესო ინფორმაციის მიღებისთვის, სწავლისთვის, შემეცნებისთვის...

ამ ყველაფერს აქვს ორი მხარე, კარგი და ცუდი, გააჩნია ადამიანი რას აკეთებს და რას უყურებს კომპიუტერში და ტელევიზორში. კომპიუტერით შესაძლებელია შეხვიდე საიტზე www.patriarchate.ru, მაგრამ ასევე შეგიძლია შეხვიდე საიტზე www.porno.ru ( © კანონისტი IPB-ს სურათი). გააჩნია როგორ გამოიყენებ მას...

ასე რომ ვილაპარაკოთ დანით შეიძლება პური დაჭრა, და ასევე დანით შეიძლება კაცი მოკლა... რა ვქნათ ახლა დანის გაყიდვაში გამოცემა ავაკრძალვინოთ? IPB-ს სურათი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 9 2008, 11:23 AM
პოსტი #10


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ყოჩაღ გიგლა smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 9 2008, 11:28 AM
პოსტი #11


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თათარაშვილი
გაიხარე! thumbs.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 9 2008, 11:32 AM
პოსტი #12


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



თათარაშვილი
ციტატა
როდესაც რომაელები იბყრობდნენ ტერიტორიებს, პირველ რიგში გაყავდათ ხოლმე გზები. გზები იყო მაშინდელი კომუნიკაციის საშუალება (!) ისინი ამ გზების საშუალებით შედიოდნენ ტერიტორიებზე, როგორც სამხედრო ძალა, და იქ შექონდათ თავიანთი კულტურა და რელიგია. მაგრამ ეს რელიგია და კულტურა ანგრევდა იმ რელიგიასა და კულტურას, სადაც შედიოდნენ, ... და წარმოვიდგინოთ რომ მოციქულებს ეს გზები გადაეკეტათ, დაენგრიათ რომ ეს წარმართული სამყარო არ შემოსულიყო მათ ქვეყანაში, მაგრამ მათ ეს გააკეთეს? არა. მათ ეს გზები გამოიყენეს და თავად გავიდნენ რომის იმპერიაში (ანუ მაშინდელი ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებები გამოიყენეს) და მთელი რომის იმპერია გააქრისტიანეს ...

ამიტომ ჩემი აზრი ასეთია რომ, კომპიუტერი იქნება ეს, ტელევიზორი, თვითმფრინავი თუ სხვა რამ, ყველაფერი ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ მხოლოდ სასიკეთოდ, ღვთის სიტყვის საქადაგებლად, საინტერესო ინფორმაციის მიღებისთვის, სწავლისთვის, შემეცნებისთვის...

ამ ყველაფერს აქვს ორი მხარე, კარგი და ცუდი, გააჩნია ადამიანი რას აკეთებს და რას უყურებს კომპიუტერში და ტელევიზორში. კომპიუტერით შესაძლებელია შეხვიდე საიტზე www.patriarchate.ru, მაგრამ ასევე შეგიძლია შეხვიდე საიტზე www.porno.ru ( © კანონისტი ). გააჩნია როგორ გამოიყენებ მას...

ასე რომ ვილაპარაკოთ დანით შეიძლება პური დაჭრა, და ასევე დანით შეიძლება კაცი მოკლა... რა ვქნათ ახლა დანის გაყიდვაში გამოცემა ავაკრძალვინოთ? ...

კაი დიდი პოსტის გამოცხობას ვაპირებდი,
მაგრამ წავიკითხე, თითქმის ამომწურავად გაცემული პასუხი.
ამიტომ ზედმეტს არაფერს დავამატებ biggrin.gif

გიგილო ნამეტანი ჭკვიანი ბიჭი გვყავს.
გაიხარე შენა mpua.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Jun 9 2008, 02:08 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ზედმეტი ფოსტებით ნუ დამიმძიმებთ განყოფილებას !
მხოლოდ საკითხის გარშემო
ქება დიდება და კოჭების გორება PM _ ში : )


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 9 2008, 05:10 PM
პოსტი #14


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



დღეს ვწერე სოციოლოგიაში კოლოქვიუმი სწორედ ამაზე... ტელევიზია ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე... იმას აჯერებენ რაც უნდათ... მასებზე ზემოქმედების საუკეთესო საშუალებაა... სი ენ ენ-ის ეფექტი გაგიგიათ? ეს ნიშნავს იმას რომ ტელევიზია მოსახლეობას აწვდის იმ ინფორმაციას რაც მას სურს და არა იმას რაც სინამდვილეში ხდება. როცა ადამიანი გაურკვევლობაშია ძალიან ადვილია მისი მართვა...


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
anna_anna
პოსტი Jun 9 2008, 06:21 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 130
რეგისტრ.: 22-April 08
წევრი № 4,633



ციტატა
ამიტომ ჩემი აზრი ასეთია რომ, კომპიუტერი იქნება ეს, ტელევიზორი, თვითმფრინავი თუ სხვა რამ, ყველაფერი ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ მხოლოდ სასიკეთოდ, ღვთის სიტყვის საქადაგებლად, საინტერესო ინფორმაციის მიღებისთვის, სწავლისთვის, შემეცნებისთვის...

აბსოლიტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას,თუ რამე არ მოგვწონს შეგვიძლია საერთოდ არ მოვუსმინოთ,ეგ პრობლემაა აღარაა, ჩვენ უბრალოდ ყველაფრის სწორად გამოყენება უნდა შეგვეძლოს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natia.
პოსტი Jun 9 2008, 06:59 PM
პოსტი #16


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 431
რეგისტრ.: 28-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,929



ვერ ვიტან ტელევიზორს, მიკვარს მარტო კომპი...ვერ ვიტან პოლიტიკას

როგორც ადამიანია ღვთის ჭურჭელი, ან ცოდვის და ბოროტების ჭურჭელი, ისე ტელევიზორიც და კომპიუტერიც შეიძლება იყოს ან სიკეთის მქადაგებელი, ან ბოროტების


--------------------
მიუტევე და მოგეტევება; არ განიკითხო და არ განიკითხები; სასუფეველი შორის თქვენსა არს; იხარეთ ორსავე სოფელსა შინა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ართი ვარდი
პოსტი Jun 9 2008, 07:03 PM
პოსტი #17


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



ციტატა(natia. @ Jun 9 2008, 06:59 PM) *



როგორც ადამიანია ღვთის ჭურჭელი, ან ცოდვის და ბოროტების ჭურჭელი, ისე ტელევიზორიც და კომპიუტერიც შეიძლება იყოს ან სიკეთის მქადაგებელი, ან ბოროტების

დიახ ლოგიკურად ასეა smile.gif


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 9 2008, 07:05 PM
პოსტი #18


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



მაგართი ვარდი
ციტატა
დიახ ლოგიკურად ასეა

მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ ესე იგი როკით შეიძლება როგორც სატანის ასევე ღვთის დიდება? არაფერი ისე არ ამახინჯებს ჭეშმარიტებას როგორც ლოგიკა ჩემო კარგო. კარგად დაიმახსოვრე ეს smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ართი ვარდი
პოსტი Jun 9 2008, 07:07 PM
პოსტი #19


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



ციტატა(syd @ Jun 9 2008, 07:05 PM) *

მაგართი ვარდი

მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ ესე იგი როკით შეიძლება როგორც სატანის ასევე ღვთის დიდება? არაფერი ისე არ ამახინჯებს ჭეშმარიტებას როგორც ლოგიკა ჩემო კარგო. კარგად დაიმახსოვრე ეს smile.gif

ანუ,შენ ამბობ რომ როკით არ შეიძლება ღმერთი ვადიდოთ?


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jun 9 2008, 07:10 PM
პოსტი #20


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ართი ვარდი
პროტესტანტებში ასეთი რამ მიღებულია, მაგრამ მე არ მომწონს. კი კაია როკიც, ტაშიც, სტვენაც ხტუნვაც მარა ერთი ფორუმელის თქმისა არ იყოს "ღმერთი რა შუაშია?"


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 09:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი