IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მამა თეოდორე:, ომის შესახებ
მატასი
პოსტი Aug 26 2008, 01:14 AM
პოსტი #1


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



მამა თეოდორე: იმპერიას ერთმორწმუნედ ვერ მივიჩნევთ

თავის დროზე, საქართველომ ერთმორწმუნეობის გამო, რუსეთის სახელმწიფოს სთხოვა მფარველობა. თუმცა თანაცხოვრების ისტორიის განმავლობაში, საქართველოსადმი რუსეთის ქმედებები ქრისტიანულ მორალს ხშირად ცდებოდა.

რა პასუხი უნდა გასცენ ოკუპანტებმა თავად უზენაესს, უფალს?! როგორ უნდა გაუმკლავდეს ჩვენი ქვეყანა თავს დამტყდარ ჯოჯოხეთს და გვქონდეს თუ არა უფლის იმედი? ამ საკითხებზე “ვერსიას” ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე) ესაუბრება:

- შემთხვევით არაფერი ხდება. როდესაც ღმერთი განსაცდელს მთელ ერს მოუვლენს, მაშინ მიზეზები საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ღვთის განგებას ადამიანი ვერ ჩაწვდება, მაგრამ ჩვენს ცოდვებზე უნდა ვიფიქროთ და ღვთის რისხვის მიზეზებამდე მისვლა ვცადოთ.

დღეს ქართველი კაცი დაბნეულია. ნაწილი დამნაშავეს რუსეთის ფედერაციაში ხედავს, მეორენი ამერიკისკენ იშვერენ თითს. რუსეთის აგრესია თავს დაგვატყდა და შესაძლოა, იმპერიის პროვოცირება აშშ-მ გამოიწვია. ასეთი ვარაუდები საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ საკუთარ ცოდვებზე ვაგებთ პასუხს. უნდა დავფიქრდეთ, რატომ მოგვივლინა ღმერთმა ასეთი ჯალათი, რუსეთის იმპერიის სახით, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია, გვტანჯავს?

სახარებაში წერია: “წყეულ იყოს კაცი, კაცის მოიმედე”. უნდა შეგვეძლოს მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი. არც თუ შორეულ წარსულს გადავხედოთ - ჩვენ ის ერი არ ვართ, რომელმაც ილია ჭავჭავაძე მოკლა?! ამ მკრეხელობის მიუხედავად, ღმერთი მოწყალეა და დამოუკიდებელი ქვეყანა გვეღირსა, ერის მამის მკვლელობიდან სულ მცირე ხანში. მაგრამ არ დავუნახეთ უფალს ცოდვებისთვის შენდობა - პატრიარქი კირიონი მოვკალით.

უფალი განსაცდელს საკუთარი ცოდვების დასანახად და მანკიერებისგან განსაწმენდად მოგვივლენს ხოლმე. დღესაც ვისჯებით იმიტომ, რომ სწორი, მართალმადიდებელი რელიგია გვარგუნა განგებამ და ქართველი კაცი ამ წყალობაზე უარს ამბობს. სიტყვით ქრისტიანია, მაგრამ თავისი საქციელით, ღმერთს განეშორება, ეუბნება - “არ მინდიხარ, შენ, უფალო”. ამასთანავე, ვივიწყებთ ტრადიციებს, წინაპრებს. ღმერთი ცოდვებს აუცილებლად მოგვკითხავს.

ქართველობა შეზარა ერთმორწმუნე რუსეთის ბარბაროსობამ. რა შეფასებას აძლევთ მართლამდიდებელი ქვეყნისგან ასეთ აგრესიას?
- ესეც ჩვენი დანაშაულია. როგორ შეიძლება, ხალხო, იმპერია ერთმორწმუნედ მივიჩნიოთ?! კი, ეს არის მართლამდიდებელი ადამიანებისგან შემდგარი სახელმწიფო და ამიტომ, ცალკეული პიროვნებები მეგობრებად, ერთმორწმუნეებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ ბოროტების იმპერიას ვერ ჩათვლი ერთმორწმუნედ.

იმპერია არ მოქმედებს ქრისტიანული მორალით. თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს. ჩვენი ქვეყნისთვის ხომ ჯალათი სახელმწიფოა. შეცდომა დავუშვით, როცა ვამბობდით, 21-ე საუკუნეა, სხვა დროა, კაცო, ესენი რას გაბედავენ?! ახლა ვხედავთ, რომ გაბედეს. შესაძლოა, ისევ გაბედონ, რადგან კაენის ცოდვიდან დაწყებული, დღემდე დრო არ შეცვლილა. წმინდა წერილი გვამცნობს: “თავადი ამა სოფლისა არის სატანა” და ასე იქნება ღვთის მეორედ მოსვლამდე. დღეს ძალა აღმართს ხნავს. თუმცა, ამქვეყნიური დიდება წარმავალია.

ამ ომმა ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, ეკლესია როგორ უყურებს რუსეთ-საქართველოს დაპირიპირებას?
- ომი თავისთავად, საშინელებაა, მაგრამ მეორე კუთხით შევაფასებ. წინასწარმეტყველი ამბობს: “არაფერია ომზე უფრო დიადი”. ომში ხედავ თვალნათლივ, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე. უფალი ამბობს: “იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, ვინც დადოს თავი თვისი მოყვასისათვის”. მიმაჩნია, რომ სამხედროებთან სასულიერო პირი უნდა მუშაობდეს. კაპელანის ინსტიტუტის შემოღება მხედრული სულის გაღვივებას შეუწყობს ხელს. ეკლესია ერს ადუღაბებს, ერთ მუშტად კრავს. თუმცა ეკლესიამდე ადამიანი უნდა მივიდეს.

ხალხი ჯერ კიდევ მზად არ არის ქრისტიანული ცხოვრებისთვის, რატომ?
- სამწუხაროდ, ასეა იმიტომ, რომ ღვთის წყალობას ვერ ხედავენ. სულიერი თვალით არ იყურებიან. ხორცის კეთილდღეობაზე ფიქრობენ მხოლოდ. არ იციან, რომ სულსაც კვება უნდა. სასულიერო პირებს ხომ ურთიერთობა გვაქვს მრევლთან და თვალხილულად აღვიქვამთ, როგორ მოქმედებს ადამიანზე აღსარების, წირვა-ლოცვის მადლი. ღვთის ცნებების გარეშე ადამიანი რაფინირებული ცხოველია, რომელსაც ღვთის წყალობა არ შეუძლია შეიგრძნოს და უფლის მადლს გვერდს უვლის.

მამაო, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერ კიდევ დგინდება, რას ეტყვით ჭირისუფალთ?
- ომში დაღუპული ვაჟკაცების სულები ალივით მაღლა იწევენ და პირდაპირ ღვთის წინაშე წარსდგებიან სასუფეველში. რა თქმა უნდა, ომში სამშობლოსთვის სიკვდილი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ეს ბედნიერებაა მათი სულებისთვის. მაგრამ ჭირისუფალი ცოდვაა, როცა ვერ ეგუება ამ განშორებას.

შეიძლება ითქვას, თუ ჭირისუფლებიც გმირულად გალევენ ამ წუთისოფელს, სასუფეველში თავიანთ მიცვალებულს აუცილებლად იხილავენ. მინდა ისიც გითხრათ, რომ უაზრო ომი არ არსებობს. მაშინ, რა უნდა ვთქვათ 300 არაგველზე?! ისინი წინასწარვე წაგებულ ომში შევიდნენ, მოყვასისთვის იბრძოლეს და გმირულად დაიღუპნენ. სხვაგვარად რომ მოქცეულიყვნენ, ომისთვის თავი აერიდებინათ, უკვდავებას ვერ მოიპოვებდნენ.

უფალმა ეს რისხვა მარიამობის მარხვაში მოგვივლინა, რამდენად ნიშანდობლივია ეს?
- ჩემი აზრით, ეს ნიშანდობლივია. ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომლის დიდი ნაწილი ახლა საკუთარ დედას იგინება?! ყველამ უნდა იცოდეს, რომ დედა ღვთისმშობელია, თითოეული ჩვენგანის დედაა. საქართველო მისი წილხვედრი ქვეყანა ვართ. ბოლოს, მინდა გითხრათ ჩემი გულისტკივილი: ეკლესია და საბავშვო ბაღი, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები შეასახლეს, ერთ ეზოშია. როდესაც ზარი მრევლს უხმობს, შემინიშნავს, დევნილები ეზოში ფუსფუსებენ, მაგრამ ტაძარში არ შემოსულან. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლები გადარჩნენ, ვერ ხედავენ ღვთის წყალობას. ეს არის ერის უბედურება.

________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
____________________



--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
animani
პოსტი Aug 30 2008, 12:57 AM
პოსტი #2


Ann
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 143
რეგისტრ.: 16-May 08
წევრი № 4,841



სანზონაში, მამა ბესარიონი ღამის 11 საათზე აღავლენდა სამშვიდობო პარაკლისს. უამრავი ხალხი ესწრებოდა, მაგრამ დაზარალებულები მოსვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან სკოლის კარები ადრე იკეტებოდა.
და მაინც მგონია,ღვთისმშობელმა შეისმინა ჩვენი ვედრება. შეიძლებოდა ძალიან ცუდი დასასასრული ქონოდა ყოველივე ამას.
მადლობა უფალს, რომ მარტო არა ვართ ამ გასაჭირის დროს, მადლობა უფალს, რომ გვაძლევს გამძლეობას და მომავლის რწმენას. ღმერთს მივენდოთ, მერწმუნეთ ამ დიდი ეჭვების მიუხედავად, სიმართლე საქართველოს მხარესაა. დღეს საქართველო ამპუტირებულია რუსეთის მიერ. ადამიანს რომ სხეულის რომელიმე ნაწილი მოაჭრა, ვერასოდეს იქნება სრულყოფილად ბედნიერი. დღეს ყველა ჩვენ უდიდესი პატრიოტები უნდა ვიყოთ ჩვენი სამშობლოსი. მშვიდობა ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა, მაგრამ არავის უნდა მივცეთ უფლება სამშობლო წაგვართვას, თუნდაც ერთი გოჯა მიწა . სხვა შემთხვევაში რა პატრიოტიზმზეა საუბარი, სამშობლო მხოლოდ თბილისი კი არ არის. თუ დავჩლუნგდებით და არაფერს გავიღებთ სამშობლოსთვის, საკუთარ ამბიციებსა და კეთილდღეობაზე თუ მარტო ვიზრუნებთ, თუ იოლად დავთმობთ დღეს აფხაზეთს, ხვალ სამაჩაბლოს, ზეგ შეიძლება სამშობლოც წაგვართვას მტერმა. ყველა ჩვენგანი დღეს მეომარი უნდა იყოს სამშობლოს დასაცავად. ითხოვდით და მოგეცემათ! მოდით ,ღვთისმშობელს შევთხოვოთ ,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და
შემდეგ მშვიდობა , ღვთის სადიდებლად!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Aug 30 2008, 02:59 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



მატასი
კარგი ქენი რო დაწერე.. მე ვაპირებდი : )
გაიხარე!


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Aug 30 2008, 09:48 PM
პოსტი #4


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



მატასი
ციტატა
როდესაც ღმერთი განსაცდელს მთელ ერს მოუვლენს, მაშინ მიზეზები საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ.

რავი, მე რაღაც არა მგონია ერაყელები და ავღანელები უცებ ადგნენ და გაქრისტიანდნენ. IPB-ს სურათი

გერმანელებიც არ გაქრისტიანებულან განსაცდელის მერე, მარა ქე არიან ხოშიანად. yes.gif

ხო, ეს ”მამეწონა” კიდევ.

ციტატა
ქართველობა შეზარა ერთმორწმუნე რუსეთის ბარბაროსობამ. რა შეფასებას აძლევთ მართლამდიდებელი ქვეყნისგან ასეთ აგრესიას?
- ესეც ჩვენი დანაშაულია. როგორ შეიძლება, ხალხო, იმპერია ერთმორწმუნედ მივიჩნიოთ?! კი, ეს არის მართლამდიდებელი ადამიანებისგან შემდგარი სახელმწიფო და ამიტომ, ცალკეული პიროვნებები მეგობრებად, ერთმორწმუნეებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ ბოროტების იმპერიას ვერ ჩათვლი ერთმორწმუნედ.


რუსეთი ერთმორწმუნედ რომ არ ჩაგვეთვალა, ამდენს ვერ გაბედავდა. IPB-ს სურათი


დანარჩენში ვეთანხმები.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Aug 30 2008, 10:08 PM
პოსტი #5


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
უფალმა ეს რისხვა მარიამობის მარხვაში მოგვივლინა, რამდენად ნიშანდობლივია ეს?
- ჩემი აზრით, ეს ნიშანდობლივია. ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომლის დიდი ნაწილი ახლა საკუთარ დედას იგინება?! ყველამ უნდა იცოდეს, რომ დედა ღვთისმშობელია, თითოეული ჩვენგანის დედაა. საქართველო მისი წილხვედრი ქვეყანა ვართ. ბოლოს, მინდა გითხრათ ჩემი გულისტკივილი: ეკლესია და საბავშვო ბაღი, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები შეასახლეს, ერთ ეზოშია. როდესაც ზარი მრევლს უხმობს, შემინიშნავს, დევნილები ეზოში ფუსფუსებენ, მაგრამ ტაძარში არ შემოსულან. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლები გადარჩნენ, ვერ ხედავენ ღვთის წყალობას. ეს არის ერის უბედურება.

sad.gif(((((((((((


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
HANIBALA
პოსტი Nov 10 2008, 08:19 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 390
რეგისტრ.: 24-August 08
წევრი № 5,528



მე ვეთანხმები თიტქმის ყველაფერში მაგარი ადამიანია,მიზეზები საკუთარ თავში ვეძებოთ და არა რუსეთშიიიიი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 11 2008, 01:56 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ესეც ჩვენი დანაშაულია. როგორ შეიძლება, ხალხო, იმპერია ერთმორწმუნედ მივიჩნიოთ?!


ხო რავიცი, წმინდანთა 90% იმპერიაში ცხოვრობდა და პატრიარქობდა biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Nov 11 2008, 02:23 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



მეც ვეთანხმები მამა თევდოლეს
ვეთანხმები რა.. არდათანხმებას ვერ ვბედავ..
ჭკუას ვკეტავ ამ ადამიანზე..
ისეთი რაღაცეები აქვს ქადაგებაში და პირად საუბარში ნათქვამი რომ ვეღარ ვიგებ ხოლმე რა ვთქვი ხმამაღლა და რა გავიფიქრე.
სასწაულებს ახდენს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 11 2008, 02:24 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



რაღაცა არსებობს


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Nov 11 2008, 03:03 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



გეძინება ეხლა შენ.. აბა ფხიზელი თანხმობით წინადადებებს არ წერ როგორც წესი.
ციტატა
დღეს ქართველი კაცი დაბნეულია. ნაწილი დამნაშავეს რუსეთის ფედერაციაში ხედავს, მეორენი ამერიკისკენ იშვერენ თითს.

ნწ არადა რა იციან აგვისტოს მოვლენები ვისი პოსტების ბრალია.. tongue.gif


ციტატა
შემთხვევით არაფერი ხდება. როდესაც ღმერთი განსაცდელს მთელ ერს მოუვლენს, მაშინ მიზეზები საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ღვთის განგებას ადამიანი ვერ ჩაწვდება, მაგრამ ჩვენს ცოდვებზე უნდა ვიფიქროთ და ღვთის რისხვის მიზეზებამდე მისვლა ვცადოთ.
user.gif ასეა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 05:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი