გალობისთვის მხოლოდ ხმა არის აუცილებელი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გალობისთვის მხოლოდ ხმა არის აუცილებელი? |
mariami-k |
Jun 22 2007, 08:57 AM
პოსტი
#21
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
1. უნდა იყოს მართლმადიდებელი.
2. უნდა ჰქონდეს სმენა. 3. უნდა ჰქონდეს ხმა. 4. უნდა შეეძლოს ნოტების ცნობა (ეს მას თვითონ დაეხმარება ახალი საგალობლების შესწავლაში). 5. უნდა ესმოდეს იმ ტექსტის მნიშვნელობა რასაც გალობს. 6. უნდა ესმოდეს რომ ის გალობს და არ მღერის. 7. უნდა იყოს მგალობლებს შორის კარგი ურთიერთობა და ურთიერთ სიყვარული. 8. უნდა ჰქონდეთ მგალობლებს სისტებატურად მეცადინეობები. 9. უნდა სწავლობდნენ ახალ საგალობლებს. 10. არ უნსდა გეზარებოდეს შენი საქმე. დანარჩენი თქვენ დამატეთ. . . გვახსოვდეს რომ ღმერთი რაც მეტს გვაძლევს მით მეტი მოგვეთხოვება. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
Sotiris |
Jun 22 2007, 11:34 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მრავალგზის რა ვგალობდი ენითა, ვიპოვი ცოდვისმოქმედად გონებითა, რამეთუ პირითა გალობათა ვიტყოდი, ხოლო სულითა ძვირთა ვიგემოვნებდი. არამედ ორკერძოვე განმკურნე, ქრისტე ღმერთო, სინანულისა მიერ და შემიწყალე მე (პარაკლიტონი, მოსკოვი, 1861, გვ. სიბ).
5. უნდა ესმოდეს იმ ტექსტის მნიშვნელობა რასაც გალობს. მოდი პატარა ტესტი ჩავატაროთ აგერ პასექის ტროპარი და აგერ ნაწყვეტი რომელნი ქერუბინთადან. დაწერონ ჩვენი ფორუმის მგალობლებმა, როგორ ესმით: ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხორების მიმნიჭებელი. რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა. აბა, ველით გამოხმაურებებს -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ალექსანდრე |
Jun 23 2007, 12:06 AM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
Sotiris
ციტატა ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხორების მიმნიჭებელი. მგალობელი არ ვარ მაგრამ აღდგომის ტროპარი მესმის ციტატა რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით და ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა. რომელნი ქერუბიმთაც მიახლოებით შეიოძლება გავიგო. არ დამცინოთ მაგრამ სიტყვები ასე მესმის ციტატა რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით და ესეიგი რომლებიც ქერუბიმებს მივემსგავსეთ საიდუმლოდ ციტატა ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ და ცხოველსმყოფელ სამებას სამწმიდაარსობის გალობას შევწირავთ (სამწმიდაარსობის გალობა ესაა როგორც ვიცი ''წმიდაა წმიდააა უფალი საბაოთ სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებიტა მისითა) ციტატა ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა ანუ ყოველივე ამქვეყნიური საზრუნავი დვუტევოთო -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
mariami-k |
Jun 23 2007, 01:36 PM
პოსტი
#24
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
დღეს ვკითხულობდი მამა პაისი მთაწმინდელს და იქ წავიკითხე ასეთი რამ:
მამა პაისი ამბობს: "აბა, ნახეთ, როგორ უბრუნდება ყველაფერი თავის ადგილს საეკლესიო გალობაში! ჭეშმარიტი საეკლესიო გალობა - შინაგანი სულიერი მდგომარეობის გტამოვლინებაა. ეს საღმრთო სიხარულია! ანუ, ქრიოსტე ახარებს გულს და ადამიანი გახარებული გულით საუბრობს ღმერთთან. თუ ადამიანი შინაგანად იგრძნობს იმას, რასაც გალობს, მაშინ შინაგანად თვითონაც შეიცვლება და ისიც, ვინც მას უსმენს." -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ალექსანდრე |
Jun 23 2007, 02:13 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ციტატა ქრისტე აღდგა მკუდრეთით ეს გასაგებია ყველასათვის ციტატა სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი ქრისტე, რომელიც არის სიკვდილის დამთრგუნველი, მან თავისი სიკვდილით, სულიერი სიკვდილი განაქარვა. ციტატა და საფლავების შინათა ცხორების მიმნიჭებელი და რომელმაც ჯოჯოხეთის ტყვეობაში მყოფთ ცხოვრება მიანიჭა სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ! /წმიდა იოანე ოქროპირი/ -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
cicinatela |
Jun 23 2007, 02:36 PM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 121 რეგისტრ.: 5-January 07 წევრი № 796 |
მართლმადიდებელი უნდა იყოს აუცილებლად, და თუ გალობა უნდა სმენა უნდა ქონდეს და ცოტათი ხმაც...
-------------------- ყველაზე კარგი შურისძიება ის არის რომ, არ ემსგავსო და არ მიბაძო მას, ვინც გაგამწარა
|
ართი ვარდი |
Jun 23 2007, 03:10 PM
პოსტი
#27
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
ai gogoo
არა, გალობაში არა. ყველაზე მთავარი სწავლის სურვილია. -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
nat_uly |
Jun 23 2007, 03:10 PM
პოსტი
#28
|
natalia ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 |
ai gogoo არა, გალობაში არა. და რატომ? სმენა თუ არ გაქვს როგორ უნდა მოინდომო მეტი? -------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
Sotiris |
Jun 23 2007, 10:19 PM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ვინ ყოფნა რა შუაშია ხალხო, თუ იცით განმარტეთ - თუ არა არ განმარტოთ მაიცა, კაცო, პროგრამა გავართულო ცოტა რომელნი ქერუბინთას ტექსტი, როგორც ცნობილია, ასეთია: რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად ძღუნის შემწირველთა წესთასა. რას ნიშნავს მეორე ნახევარი ამ საგალობელში? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Nanio |
Jun 23 2007, 11:20 PM
პოსტი
#30
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
Sotiris
შენ იცი ამის მნიშვნელობა? -------------------- მეკენდარია? |
მნათე |
Jun 23 2007, 11:21 PM
პოსტი
#31
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად ძღუნის შემწირველთა წესთასა. ვეცადე მაგრამ არ გამოვიდა, არეულია ხო? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Jun 23 2007, 11:23 PM
პოსტი
#32
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Tamro |
Jun 23 2007, 11:25 PM
პოსტი
#33
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 80 რეგისტრ.: 20-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 880 |
რომელნი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველსმყოფელისა სამებისა სამწმიდაარსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე სოფლიო დაუტევოთ აწ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად ძღუნის შემწირველთა წესთასა.
რას ნიშნავს მეორე ნახევარი ამ საგალობელში? ,,ქერუბინთას,, გალობის დროს მორწმუნენი ვემსგავსებით ქერუბიმებს, რომლებიც უფალს ემსახურებიან. მართალია ეს გალობა ეკლესიებში დიდი გამოსვლით იყოფა ორ ნაწილად, მაგრამ შინაარსითა და წყობით ის ერთი მთლიანი საგალობელია. წმ. ეკლესია მორწმუნეებს ,,ქერუბინთას,, გალობით დაახლოებით შემდეგს მოუწოდებს:,,ჩვენ, რომლებიც წმ. შესაწირავის გადატანისას საიდუმლოდ ვემსგავსენით ქერუბიმებს,მათთან ერთად ვგალობთ სამწმიდა გალობას წმ. სამებისადმი,ყოველგვარი ქვეყნიური ზრუნვა დავთმოთ, განვახლდეთ განვიწმინდნეთ, რომ ვატაროთ მეუფე დიდებისა, რომელსაც ახლა სინამდვილეში ემსახურება ანგელოზთა სიმრავლე. ,,ქერუბინთას,, პირველი ნაწილის გალობისას, მღვდელი კითხულობს საიდუმლო ლოცვას, რომელშიც სთხოვს ღმერთს მადლს, რომ ღირსეულად შეასრულოს წმ. საიდუმლო.დიაკონი ასრულებს კმევას. კმევის შემდეგ მღვდელი და დიაკონი ხელაპყრობილნი სამჯერ წარმოთქვამენ ,,ქერუბინთას,, ლოცვას და გადადიან სამკვეთლოზე. დიაკონს მოკრძალებით გამოაქვ ფეშხუმი, ხოლო მღვდელს ბარძიმი. გამოსვლა ხდება ჩრდილო კარიდან. ისინი ჩერდებიან აღსავლის კარის წინ, პირით ხალხისკენ და იწყებენ მოხსენიებას ერისას, პატრიარქისას, მღვდელმთავრებისას, მიცვალებულებისას და ცოცხლებისას. მოხსენიების შემდეგ სამღვდელო პირნი შედიან საკურთხეველში აღსავლის კარით და ბარძიმ ფეშხუმს დაასვენებენ ტრაპეზზე. მგალობელნი ასრულებენ ,,ქერუბინთას,, მეორე ნაწილს:,,და ვითარცა მეუფისა...,, ოდიკი, რომელზედაც დასვენდება ბარძიმ ფეშხუმი ნიშნავს საფლავს მაცხოვრისას.დიდი დაფარნა შეხვევას მაცხოვრის გვამისა, ვარსკვლავი საფლავის შესასვლელში მიგორებული ლოდის დასაბეჭდ ბეჭედს. წინადაგებული ძღვენისა ნიშნავს მაცხოვრის გვამისათვის ნელსაცხებლის ცხებას. არ ვიცი რამდენად გავეცი პასუხი შენს დასმულ კითხვას მარა მემგონი ნათლად ჩანს რომ ვიშრომე ეს გახლავთ ამონარიდი წიგნიდან ,,ლოცვანი და განმარტებანი,, რომელიც წირვის დროს იკითხება -------------------- ------------------------------------------------------
''უფალო იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი-ბრკოლისაგან'' ''ქრისტე მოგეფეროს შენ უსაყვარლესო'' |
მნათე |
Jun 23 2007, 11:29 PM
პოსტი
#34
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა გავეცი პასუხი ეს თქვენი პასუხი იყო? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Tamro |
Jun 23 2007, 11:40 PM
პოსტი
#35
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 80 რეგისტრ.: 20-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 880 |
[quote name='mariami-k' date='Jun 22 2007, 08:57 AM' post='115777']
1. უნდა იყოს მართლმადიდებელი. 2. უნდა ჰქონდეს სმენა. 3. უნდა ჰქონდეს ხმა. 4. უნდა შეეძლოს ნოტების ცნობა (ეს მას თვითონ დაეხმარება ახალი საგალობლების შესწავლაში). 5. უნდა ესმოდეს იმ ტექსტის მნიშვნელობა რასაც გალობს. 6. უნდა ესმოდეს რომ ის გალობს და არ მღერის. 7. უნდა იყოს მგალობლებს შორის კარგი ურთიერთობა და ურთიერთ სიყვარული. 8. უნდა ჰქონდეთ მგალობლებს სისტებატურად მეცადინეობები. 9. უნდა სწავლობდნენ ახალ საგალობლებს. 10. არ უნსდა გეზარებოდეს შენი საქმე. დანარჩენი თქვენ დამატეთ. . . დავამატებდი რომ უნდა ქონდეს გული ანუ რას ვგულისხმობ იცი? ის რომ როდესაც შენ გალობ(როგორც შეგიძლია რა თქმა უნდა) ან თუნდაც ისმენ, ამას ისე ვერ მოისმენ ემოციის გარეშე, ეს სულსა და გულს უნდა სწვდებოდეს, სინანულში უნდა გაგდებდეს და ამავე დროს უნდა აღგაფრთოვანებდეს. მე მაგალითად ასეთი შეგრძნება მაქვს ,,შენ ხარ ვენახის,, მოსმენისას დიდი ემოციის გარეშე ამას ვერ ვუსმენ, ერთიანად საოცარი გრძნობა მიპყრობს, და განსაკუთრებულად პატრიარქის დაწერილ საგალობლებზე. -------------------- ------------------------------------------------------
''უფალო იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი-ბრკოლისაგან'' ''ქრისტე მოგეფეროს შენ უსაყვარლესო'' |
ალექსანდრე |
Jun 24 2007, 12:47 AM
პოსტი
#36
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
Sotiris
ციტატა და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოზთაებრ უხილავად ძღუნის შემწირველთა წესთასა. აი აქ ცოტა დავიბენი, გვითხარი აბა რას ნიშნავს, მაგრად დამაინტერესა -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
aaa |
Jun 24 2007, 03:54 AM
პოსტი
#37
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,278 |
დაუტეოთ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა შემწყნარებელთა ანგელოსთაებრ უხილავად ძღვნის შემწირველთა წესთასა
ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომით განმარტავს ხოლმე ამ სიტყვების შინაარსს, ბევრი კი თავად ამ სიტყვებს სთვლის შეცდომად. აქ კავშირი და, მხოლოდ აზრობრივ რიტორული გამშვენებაა, ისევე როგორც 'და სულისაცა შენისა თანა"_ში ან "რაოდენთა ქრისტეს მიერში" 0 და ქრისტე შეგვიმოსიეს.. ეს არის ქართული ენის და მუსიკის ურთიერთობისაგან გამომდინარე მხოლოდ ორნამენტული მნიშვნელობის მქონე სიტყვა, რომელიც ამავე დროს სიტყვებს ან ფრაზებს შორის (ამ შემთვევებში გაყოფილები არიან ისინი) უფრო მეტ კავშირს, აზრობრივ და მხატვრულ ერთობას გამოხატავს... ბევრ ხალხურ და სხვათა შორის თანამედროვე ქართულ სიმღერებშიც კი არის "დას" ასეთი - თითქოს ძირითად ტექსტში ჩამატებული და ძირითად შინაარსობრივი კონტექსტისათის მეორადი მაგრამ სინამდვილეში ამ ძირითადი აზრის და შინაარსის განმმარტებელი, დამაკონკრეტებელი მნიშვნელობით გამოყენების შემთხვევები... რაც შეეხება დანარჩენ სიტყვებს - აქ ძველი ქართულის ელემენტარული ცოდნაა საჭირო - განსაკუთრებით სახელთა ბრუნვის მაშინდელი სპეციფიკის გათვალისწინებით დაუტევოთ ზრუნვა (ვინც ქერუბიმებს ვემსგავსეთ და ცხოველსმყოფელ სამებას სამწმიდაარსობის გალობას შევსწირავთ), როგორც ყოველთა მეუფის შემწყნარებლებმა, ანგელოზებივით -უხილავად ძღვნის შემწირველი წესებივით რომ ვართ, ანგელოზებივით უხილავად რომ შევწირავთ ძღვენს - სიტყვიერ და უსისხლო მსხვერპლს, ანგელოზებივით , უხილავად ძღვნის შემწირველი წესებივით - ანგელოზებივით შევიწყნარებთ მეუფეს ჩვენ შორის - დიდი გამოსვლის დროს და მთელი მართალთა ლიტურგიის და ევქარისტიის და ზიარების ჟამს და მათსავით სხვებისთვის უხილავ და დიად მსხვერპლშეწირვის წესის - განგების თანაზიარნი და მონაწილენი და მოწესენი ვხდებით... და ბოლოს როგორც მცირე გამოსვლის დროს, ეს საგალობელიც ღვთის სადიდებელი აკლამაციით - ალილუიარიით მთავრდება... ესე იგი - ეს დიდი გამოსვლით ორ ნაწილად გაყოფილი საგალობელი (სხვათA შორის, ზოგიერთ ბერძნულ ეკლესიაში არც ყოფენ, არამედ გალობის ფონზე შემოუვლიან ტაძარს ან ამბიონს და გალობის პარალელურად აღასრულებენ ბარძიმთან მოხსენიებას) ჩვენ ერთ მთლიანობად უნდა აღვიქვათ და გავიგოთ (ამიტომ ჩამატებულია კავშირი "და", რომელიც სხვათა შორის რამდენიმე ქართულ საგალობელში არც გვხვდება) და შინაარსიც უცხადესი გახდება ჩვენთვის... ასეთი შემთხვევები ლიტურგიაში მრავლადაა, როდესაც ერთი აზრობრივი მთლიანობა ორ ნაწილადაა გაყოფილი (ხშირად ორი მთქმელისათVის, ვთქვათ - მღვდელი, დიაკვანი, ან დიაკვანი გუნდი, ან I გუნდი და II გუნდი და ა.შ.).. თუნდაც ევქარისტიის წესი... ხმას რაც შეეხება ზემოთ გამოთქმული აზრიც უცხადესია - საზოგადო მსახურებაში მონაწილეობისათVის მგალობლისთVის აუცილებელია შესაბამისი მუსიკალური მონაცემები... რაც შეეხება ცნებას "სულიერება" ამის საზომი ერთეულები და მეთოდები ჯერ არავის კაცთაგანს მოუგონებია.. ამას მხოლოდ უფალი ხედავს ან განსაკუთრებული სულიერი ჭვრეტის მადლით დაჯილდოვებული წმინდა ადამიანი... მგალობელს უბრალოდ მოეთხოვება მორჩილება, თავდადება, პასუხისმგებლობა, შრომა, ყურადღება და კონცენტრაცია შემსრულებლობისას და ყველა ქრისტეანისათVის აუცილებელი - სიყვარული და სიმდაბლე.... მე მაპატიეთ |
tinka |
Jun 25 2007, 01:24 AM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,549 რეგისტრ.: 20-December 06 მდებარ.: უკვე თბილისი :)) წევრი № 718 |
ეჰ, "მტკივნეული" საკითხია ჩემთვის მოკლედ 5 თუ 6 თვეა დავდივარ გალობაზე და წირვა-ლოცვებზე ბავშვთა გუნდში ვგალობ და მგონი არც ისე კარგად გამომდის როცა გვერდით ჩემი ხმა მიდგას, მაშინ ვგალობ სწორად და თუ მარტო ვარ სხვა ხმაში გადავდივარ ხოლმე ბევრჯერ ვიფიქრე, გამოვალ თქო, მაგრამ რავიცი... მეუბნებიან თანდათან "ჩაგიჯდება", ისწავლიო რავი, პირვანდელთან შედარებით უკეთესად ვგალობ და იქნებ შემდეგშიც კარგად გამომივიდეს თუ არადა, დავანებებ თავს არადა ძალიან მინდა ვგალობდე, მოკლედ არ ვიცი რა ვქნა რაა
|
უჩა |
Jun 25 2007, 08:22 AM
პოსტი
#39
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
tinka
ჩემი რჩევა იქნება რომ არ დაანებო არანაირად. მაგ დროის ამბავია, ნელა ნელა ისწავლი. მთავარია ფარხმალი არ დაყარო. აბა წარმატებებიიი... -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ninca |
Jun 25 2007, 11:20 AM
პოსტი
#40
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
გალობისათვის , რასაკვირველია, ხმა უნდა გქონდეს, მაგრამ ამასთან ერთად უპირველესი ისაა, რომ გულით გრძნობდე, რასაც გალობ.ეცადო, ემოციებისაგან თავისუფალი იყო.ეს რაღაც სულისმიერი მდგომარეობაა..გალობამ ლოცვას არ უნდა მოგწყვიტოს, პირიქით, ლოცვაში უნდა" ჩაგძიროს." ამისათვის საჭიროა, რომ მგალობელი თავად იყოს შინაგანად მოწადინებული,, რომ მოიხვეჭოს საღვთო მადლი, არ შეურიგდეს საკუთარ ცოდვილ ბუნებას, მუდმივად ჰქონდეს სინანულის განცდა, გულშემუსვრილება, სიმდაბლის მოხვეჭის წადილი. ვნებებთან უკომპრომისო ბრძოლა და ლმობიერება სხვათა მიერ დაშვებული შეცოდებებისა.
თინკა,გული არ გაიტეხო. უცებ არაფერი გამოვა. ღმერთს სთხოვე შენი სიტყვებით, რაც გიჭირს და შეგეწევა. ამპარტავანი ადამიანი როცა ინდომებს რაიმეს და არ გამოსდის, ხელს ჩაიქნევს. თავმდაბალი კი ღმერთს მოუხმობს და მისი შეწევნის იმედით გზას განაგრძობს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 09:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი