IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> როგორც მიუტევებთ - ისე მოგეტევებათ!
მნათე
პოსტი Oct 11 2007, 01:25 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



სკოლიდან დაბრუნებული ძალიან ცუდ ფაქტს წავაწყდი - თემა "ზებედეს სინანული" ადმინისტრაციას მოუსავლეთში გაუგზავნია..

ხალხო, ქრისტიანებო და ჩემო მეგობრებო, - ადამიანებო, ვისაც ჯერ კიდევ შეგრჩათ რეალობის შეგრძნება და ვისაც მართლა გსურთ, რომ ფორუმი იყოს მისიონერობისა და მართლმადიდებლობის ქადაგების პლაცტარმი; თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ადამიანის სინანულს ქრისტიანები ასე უნდა მოექცნენ, თუ თქვენ გეჩვენებათ რომ შეუწყნარებლობა მხოლოდ და მხოლოდ უსუსურობის ნიშანია, თუ თქვენ გეჩვენებათ რომ ასე ქრისტე არ იქადაგება გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია.

ohmy.gif

გაოგნებული ვარ, რაც არ უნდა დაეშავებინა გუჯას და გეთანხმებით - იგი ნამდვილად იყო დამნაშავე, - განა შეიძლება სინანულს დუმიითა და მოკვეთით უპასუხო? ასე ვაპირებთ ჩვენ ვინმეს მოქცევას? sad.gif

გული მწყდება მართლა, მესმის რომ ადამიანის სისუსტეები ბევრ რამეს აფუჭებს - ისიც მესმის, რომ ადმინისტრაცია არ არის ცხონებულთა ბანაკი, მაგრამ ეს ხომ ელემენტარული ეთიკაა? ეს ხომ უბრალოდ ქრისტიანობის ანა-ბანაა?

როგორც ფორუმის ყველაზე აქტიური წევრი და როგორც ძველი ფორუმელი (გუჯასთან ერთად) დიდი მწუხარებით და სინანულით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - იუზერი ზებედეს საქმეს და გთხოვთ, ამჯერად მაინც მოვიქცეთ ქრისტიანულად და შევუნდოთ, შევუნდოთ ამ ქვეყანაზე შეუწყნარებლობისა და ცუდი ქცევის გასათელად, შევუნდოდ ყველას დასანახად, თუნდაც 70-გზის შვიდჯერ...!



”ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა” (მათე 5,16)


ეს უბრალოდ სიტყვების რახა-რუხი არ არის, მართლა დიდი სურვილია და ძალიან მეწყინება თუ დახურულს ან წაშლილს ვიხილავ...

სიყვარულით

მნათე


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 11 2007, 01:28 PM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მნათე
კი დავაბრუნოთ, მერე ისევ გავაგდოთ, მერე ისევ დავაბრუნოთ და მერე ისევ გავაგდოთ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 11 2007, 01:33 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
კი დავაბრუნოთ, მერე ისევ გავაგდოთ, მერე ისევ დავაბრუნოთ და მერე ისევ გავაგდოთ...


დათიკო უღრმესი პატივისცემის მიუხედავად, არ ვთვლი რომ church.ge-ს მოდერატორობა უკვე ნიშნავს ტელეპატიასა და სხვისი გულის სულიერ ხედავს, მართლმადიდებლურ ფორუმზე ვარ თუ მეშლება?

მოთმინება, სიყვარული, შენდობა, ხომ არსებობს ასეთი კატეგორიები? მე უბრალოდ იმას ვამბობ რომ გუჯა ნანობს... რავიცი, ეს ჩემთვის ღირებული რამაა...



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 11 2007, 01:53 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გუჯა გუშინ ესაუბრა ჩემ ძმას. ჯერ გიორგის თხოვა, რომ ჩემი სინანულის წერილი დადეო. გიორგიმ აუხსნა, რომ ჯობია შენვე დადო (ახალი ნიკების შექმნა მაინც არ ეზარება) და ამით მართლა გამოხატავ სინანულსო

ჩანს გუჯამ არ დაუჯერა.... მის დაწერილ პოსტს არავინ წაშლიდა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 11 2007, 01:54 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კანონისტი

IP ბანი ადევს, გუშინ სახლში იყო და როგორ გახსნიდა?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Oct 11 2007, 02:01 PM
პოსტი #6


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



დაბრუნდეს გუჯა, მე თანახმა ვარ, უბრალოდ თუ მართლა ნანობს (მინდა კარგად გაიგონ, რომ მე პირადად მისი სინანული არაფერში მჭირდება და არც ამისი მოთხოვნის უფლება მაქვს, უბრალოდ ფორუმის წინაშე, რომელიც უფლის სახელითაა) როგორღაც საქმით დაამტკიცოს, თორემ ასეთი წასვლა-მოსვლები, ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც განსაცდელში გვაგდებს და სულიერ ცხოვრებაში ხელს ძალიან გვიშლის.

ცოტა სიყვარული, ცოტა პატივისცემა, ცოტა მეტი მოთმინება მისი მხრიდანაც.

და ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ეგება ცინიკური და რა "თქვენ ცუდები ხართ ჩვენ ვართ კარგების" ძახილს ამ ფორუმზე ხალხი.

ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და სხვებს ნუ დავაბრალებთ თუ ეს გვეზარება ან არ გამოგვდის.
ჩვენი საქმე_ უფლისთვის სათნო.
და არა "მა იდეებ რა ვუყო"..

ამ ადამიანს მართლა თანავუგრძნობ, ჭეშმარიტი თანაგრძნობით, მაგრამ სხვებიც მეცოდებიან, ჩემი თავიც მათ შორის, რომლებსაც თავისი ამ საქიეცლით არც თუ პატარა განსაცდელში გვაგდებს.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 11 2007, 02:04 PM
პოსტი #7


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



იქნებ კიდევ მივცეთ შანსი


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 11 2007, 02:23 PM
პოსტი #8


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



გუჯას სინანულს ყველა ველოდებით.... დაწეროს საკუთარი ხელით.... და არა zeppelin-ს ან გიორგი-ს. ფორუმის წესებს უხეშად ნუ არღვევს.

ისე, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა გეჩვენოთ მე ვურჩიე გუჯას ფორუმზე დაბრუნება და მე ვთხოვე დაეწერა პატიების წერილი, ისიც ვუთხარი არ ეჩქარა, კარგად გაეცნობიერებინა ყველაფერი აეწონ-დაეწონა რას ნანობდა და პირობა დაედო, რომ აღარ გაიმეორებდა ამგვარ საქციელს, შემდეგ წასულიყო ინტერნეტ-კაფეში, თავისი სახელით დაეწერა წერილი და დაედო ფორუმზე, თანაც ეთხოვა მხოლოდ ერთი ნიკიდან ბანის მოხსნა და მხოლოდ ერთი ნიკი დაეტოვებინა, როგორც ნორმალურ ხალხს აქვს.... მართალი გითხრათ გამიკვირდა, რომ დამეთანხმა... მაგრამ ბოლომდე არ შეასრულა პირობა, თუმცა საკუთარი ხელით დაწერილ სინანულს არავინ არ წაუშლის, ჩვენ კიდევ ველოდებით...

kato_Bato
ციტატა
დაბრუნდეს გუჯა, მე თანახმა ვარ, უბრალოდ თუ მართლა ნანობს

აი, ამაშია საქმე... თუ მართლა ნანობს არა ერთ პატერიკშია დაწერილი ნამდვილი მონანული ადამიანები, რამდენჯერ მიდიოდნენ სინანულისთვის ბერებთან... ბერები გამოცდასაც კი უწყობდნენ და პირველივე სინანულს არაფრად არ აგდებდნენ შეგნებულად, რომ გამოეცადათ მართლა რეალურად ნანობს თუ უბრალოდ რაღაც მიზნით არის მოსულიო და ხშირად მეორე, მესამე და ა.შ. მისვლაზე მიუღიათ სინანულისთვის.... გუჯაც თუ მართლა ნანობს დარწმუნებული ვარ კიდევ დაწერს სინანულის წერილს, ოღონდ ისე, როგორც ვუთხარი... საკუთარი ხელით და საკუთარი ნიკით, წესების სრული დაცვით და მორჩილად დაელოდება პასუხს...

მე პირადად გუჯას დაბრუნების წინააღმრდეგი არ ვარ არც ახლა, მიუხედავად იმისა, რომ თავისი წასვლის წინ გამომლანძღა თავის გამოსამშვიდობებელ წერილში და გუშინწინაც ძალიან უცენზურო სიტყვებით მომმართა. არავის არ ეგონოს, რომ აქ ვინმე დესპოტია, მაგრამ ამდენი გაგდება-დაბრუნების და სინანულ-ხელახალი უზრდელობების ფონზე ცოტა ჭირს იმის გარჩევა, რამდენად ნანობს ეს ადამიანი და რისი პირობის დადებას აპირებს. ამიტომ ნუ ავჩქარდებით, დაველოდოთ.... იმედია კიდევ დაწერს სინანულის წერილობით მომართვას საკუთარი სახელით.... და არავინ უარს არ ეტყვის.

მნათე

ციტატა
ხალხო, ქრისტიანებო და ჩემო მეგობრებო, - ადამიანებო, ვისაც ჯერ კიდევ შეგრჩათ რეალობის შეგრძნება და ვისაც მართლა გსურთ, რომ ფორუმი იყოს მისიონერობისა და მართლმადიდებლობის ქადაგების პლაცტარმი; თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ადამიანის სინანულს ქრისტიანები ასე უნდა მოექცნენ, თუ თქვენ გეჩვენებათ რომ შეუწყნარებლობა მხოლოდ და მხოლოდ უსუსურობის ნიშანია, თუ თქვენ გეჩვენებათ რომ ასე ქრისტე არ იქადაგება გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია.

მნათეს უკმაყოფილება ნაადრევია... მოიქცეს გუჯა ისე, როგორც საჭიროა, შეასრულოს ის პირობები რაც მე დამპირდა და მის საქმეს უყურადღებოდ არ დატოვებენ....

ციტატა(მნათე @ Oct 11 2007, 01:33 PM) *

მე უბრალოდ იმას ვამბობ რომ გუჯა ნანობს... რავიცი, ეს ჩემთვის ღირებული რამაა...

თუ მართლა ნანობს ეგ ჩვენთვისაც ღირებულია... მაგრამ არ ვიცი მართალია თუ არა ეს. თუ ნანობს კიდევ ველოდებით და დარწმუნებული იყავი ის შეძლებს დაბრუნებას თუ საკუთარი თავი თვითონვე არ გარიყა ფორუმისგან.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 11 2007, 02:45 PM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



გიორგი
ციტატა
გუჯას სინანულს ყველა ველოდებით

ხოოოო, აი უფალი სულ სხვა რამეს გვასწავლის: ნუ დაელოდები შენს ძმას, რომ მოვიდეს და პატიება გთხოვოს, შენ მიდი და შენ სთხოვე პატიება.

შენ შეიძლება გაიფიქრო რომ მე რატომ უნდა ვთხოვო პატიება, მე რა შუაში ვარო, მაგრამ ქრისტიანობა სწორედ ამითაა განსაკუთრებული რელიგია (ზნეობრივ მხარეს ვგულისხმობ) რომ შენ არაფერ შუაში ხარ, მაგრამ მაინც ითხოვ პატიებას, იმიტომ რომ შენ გიყვარს, გიყვარს მოყვასი და მუდმივად ზრუნავ მის კეთილდღეობისათვის და თუ შენი პატიება (თუნდაც არაფრიდან გამომდინარე) რამეში წაადგება შენი მეგობრის გამოსწორების საკითხს, უკან არ უნდა დაიხიო და არ უნდა იფიქრო ის მოვიდეს და მან მომიხადოს ბოდიშიო.

მე ამ ადამიანს შევხვედრივარ (გუჯას ვგულისხმობ) და გვისაუბრია კიდეც რამდენიმეჯერ, ისე რომ რაღაც გარკვეულ დონეზე წარმოდგენა უკვე შემექმნა. ვფიქრობ ესაა ადამიანი რომელსაც გარკვეულ დონეზე მოვლენების შეფასება უჭირს და ნაადრევი დასკვნები გამოაქვს, მაგრამ ჩემი ცხვორებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე არ ვსაყვედურობ მას ამისთვის, იმიტომ რომ რარაც ეტაპზე მეც ასე ვიყავი, მაგრამ იგივე აკადემიის, იქ მყოფი ხალხის დახმარებით ეს გამოვასწორე და ეხლაც ვასწორებ.

ასე რომ ამ შემთხვევაში მე მნათეს მოწოდებას ვუერთდები და უბრალოდ გთხოვთ ყველამ ვიფიქროთ, ვისაც ხელეწიფება, დავაბრუნოთ გუჯა ფორუმზე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 11 2007, 02:51 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ყოჩაღ მნათე!

ვუერთდები მნათეს მეც...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Oct 11 2007, 02:53 PM
პოსტი #11


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



^^
მეც...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 11 2007, 02:56 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
შეასრულოს ის პირობები რაც მე დამპირდა


სინანულში ფასს არ იხდიან...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 11 2007, 03:02 PM
პოსტი #13


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მას სჭირდება ჩვენი დახმარება


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Oct 11 2007, 03:05 PM
პოსტი #14


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მნათე
ციტატა
სინანულში ფასს არ იხდიან...


როგორ არ იხდიან, გამოწორებაა მაგისი საფასი.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 11 2007, 03:09 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
სინანულში ფასს არ იხდიან...

მაშ ეპიტიმია რაა?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 11 2007, 03:13 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Oct 11 2007, 03:09 PM) *

მნათე

მაშ ეპიტიმია რაა?



ერთი შენა ხარ მღვდელი და ადმინი კი - ეპისკოპოსი biggrin.gif

პ.ს.
აბა სასწარაფოდ გადავბარგდით თემაში: "ჰარმონია ფორუმში" biggrin.gif ცოტა ვიჰარმონიოთ რაა....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 11 2007, 03:14 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მაშ ეპიტიმია რაა?


ძალიან ბევრი რამ... აქ ამაზე არ ვმსჯელობთ

დაკიდევ:

ციტატა
ერთი შენა ხარ მღვდელი და ადმინი კი - ეპისკოპოსი


tongue.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 11 2007, 03:15 PM
პოსტი #18


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მნათე
ციტატა
სინანულში ფასს არ იხდიან...

მომკლა ამ ადამიანის ბავშვურმა და მიამიტურმა წარმოდგენებმა....
ცხადია არ იხდიან სინანულში ფასს, როდესაც სინანული არსებობს... გუჯამ იმიტომ უნდა შეასრულოს ის პირობები, რომ ამით სინანულს დააფიქსირებს და ეს სინანულიც ისევ მას სჭირდება და არა მე. გუჯას დაბრუნება, რომ არ მინდოდეს არც სინანულის წერილის დაწერას ვურჩევდი....

და კიდევ ერთი თუ რატომაც უნდა შეასრულოს გუჯამ დაპირებები არის ის, რომ თვითომვე იგრძნოს თავი კარგად ფორუმზე, ეს სინანულის საზღაური კი არ არის, არამედ მისი დაბრუნების სურვილის დაფიქსირება. რა აზრი აქვს მის დაბრუნებას თუ ხვალ ისევ ბანი უნდა მისცენ.... ამიტომ უნდა მოემზადოს, რომ დაბრუნდეს არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. აი, ეს არის მთავარი აქ და არა სინანულის საზღაური.
afxazi
ციტატა
ხოოოო, აი უფალი სულ სხვა რამეს გვასწავლის: ნუ დაელოდები შენს ძმას, რომ მოვიდეს და პატიება გთხოვოს, შენ მიდი და შენ სთხოვე პატიება.

ეს როდესაც პირად პატიებაზეა ლაპარაკი, მაგრამ თუ მას ჩვენთან ყოფნა უნდა ამის სურვილი უპირველეს ყოვლისა თვითონ უნდა გამოთქვას. რა აზრი ექნება მის დაბრუნებას თუ თვითონ არ ნანობს საკუთარ საქციელს? და რა აზრი ექნება მის დაბრუნებას თუ ისევ უნდა დაადონ ბანი, როგორც არა ერთხელ მომხდარა? მე სინანულს იმიტომ კი არ ველოდები, რომ ან არ ვპატიობ ან მე მჭირდება რამეში... ეს ასე არ არის, მე ამ სინანულით ველოდები მის სურვილს იყოს ჩვენთან, რის გარეშეც უბრალოდ მის ფიზიკურ დაბრუნებას აზრი არ ექნება.
ციტატა
შენ შეიძლება გაიფიქრო რომ მე რატომ უნდა ვთხოვო პატიება, მე რა შუაში ვარო, მაგრამ ქრისტიანობა სწორედ ამითაა განსაკუთრებული რელიგია (ზნეობრივ მხარეს ვგულისხმობ) რომ შენ არაფერ შუაში ხარ, მაგრამ მაინც ითხოვ პატიებას, იმიტომ რომ შენ გიყვარს, გიყვარს მოყვასი და მუდმივად ზრუნავ მის კეთილდღეობისათვის და თუ შენი პატიება (თუნდაც არაფრიდან გამომდინარე) რამეში წაადგება შენი მეგობრის გამოსწორების საკითხს, უკან არ უნდა დაიხიო და არ უნდა იფიქრო ის მოვიდეს და მან მომიხადოს ბოდიშიო.

პირად პატიებას არც ვგულისხმობ, მან უკვე მომიხადა კიდეც ბოდიში... აქ სულ სხვა რაიმეზეა ლაპარაკი... სხვათაშორის თვითონ გამოთქვა ლაპარაკის სურვილიც და ცხადია ბოდიშიც თვითონვე მოიხადა...
ციტატა
მე ამ ადამიანს შევხვედრივარ (გუჯას ვგულისხმობ) და გვისაუბრია კიდეც რამდენიმეჯერ, ისე რომ რაღაც გარკვეულ დონეზე წარმოდგენა უკვე შემექმნა. ვფიქრობ ესაა ადამიანი რომელსაც გარკვეულ დონეზე მოვლენების შეფასება უჭირს და ნაადრევი დასკვნები გამოაქვს, მაგრამ ჩემი ცხვორებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე არ ვსაყვედურობ მას ამისთვის, იმიტომ რომ რარაც ეტაპზე მეც ასე ვიყავი, მაგრამ იგივე აკადემიის, იქ მყოფი ხალხის დახმარებით ეს გამოვასწორე და ეხლაც ვასწორებ.

მეც შევხედრივარ, მეც მისაუბრია, კარგადაც ვიცნობ, სკაიპითაც ველაპარაკები და პირადად ცუდად მოქცევაზე უკვე მოიხადა კიდეც ბოდიში და არანაირი კონფლიქტი ამ ადამიანთან არ მაქვს, პირიქით ძალიან მინდა, რომ დაბრუნდეს, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს. ამ წესის პირველი ნაწილი კი იმას გულისხმობს, რომ თვითონ უნდა უნდოდეს დაბრუნება და სწორედ ამის დაფიქსირება იქნება მისი წერილი და არა გარკვეული საზღაური თუ ჩვენი სიამაყის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა დაბრუნების უფლების სანაცვლოდ. ეს ასე არ არის და ამას კარგი გაგება უნდა.

დაბრუნდეს, მე მოხარული ვიქნები, მნათე სანამ ამ თემას გახსნიდა იქამდე ვურჩიე გუჯას ეთხოვა დაბრუნება და დარწმუნებული ვარ ამას გააკეთებს კიდეც. ისევ ვიმეორებ, რომ მთავარია გუჯა სულიერად დაბრუნდეს და ტექნიკურად მისი დაბრუნება რამდენიმე წუთის ამბავია...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 11 2007, 03:18 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კარგით რაა, ამდენ დროს რატომ ხარჯავთ ვიღაც გუჯაზე, რომელიც არის: არამართლმადიდებელი (ერთი მოდერატორის განმარტებით), ერეტიკოსი და საერთოდ ვიღაც ოხერია (@მე biggrin.gif)

წამო ჰარმონია ფორუმში და დავჰარმონიავდეთ biggrin.gif

ძირს გუჯა
ძირს მღვდელი
ძირს დიაკვანი
biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 11 2007, 03:20 PM
პოსტი #20


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Oct 11 2007, 03:18 PM) *

რომელიც არის: არამართლმადიდებელი (ერთი მოდერატორის განმარტებით)

რომელი იყო ეს მოდერი?!


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 04:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი