IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა არის სული
ეკუმენისტი
პოსტი May 4 2007, 06:44 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(Pianist @ May 4 2007, 05:41 PM) *

მოდი ასე ვთქვათ.. ყველაზე ახლო ჭერშმარიტებასთან


ყველაზე ახლო ჭეშმარიტებასთან ეს არის ეს „საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის“

ისე, უკვე დავდე და თუ გადახედავთ პომაზანსკის სწავლებას სულის შესახებ ყველაფერს გაიგებთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 4 2007, 06:50 PM
პოსტი #22


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ეკუმენისტი



ყოჩაღ გუჯა, ამას გვიმალავდი?

ეკუმენისტი
ციტატა
მაგრამ აღნიშნული კრების განჩინება არ ადგენს შემდეგს - იქმნება თუ არა ადამიანის სული მშობელთა სულებისგან და მხოლოდ ამ გაგებით არის იგი ახალი საღვთო ქმნილება, თუ უშუალოდ თავად ღმერთი ქმნის თითოეულ სულს, რომელიც გარკვეულ მომენტში უერთდება შექმნის პროცესში მყოფ, ან უკვე შექმნილ სხეულს. ეკლესიის მამათა (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ ასური, ნეტარი თეოდორიტე) აზრით, თითოეულის სულს თავად ღმერთი ქმნის.



ანუ ცალსახა აზრი არ არის.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Pianist
პოსტი May 4 2007, 07:00 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 14-April 07
წევრი № 1,652



ციტატა(ეკუმენისტი @ May 4 2007, 07:44 PM) *

ყველაზე ახლო ჭეშმარიტებასთან ეს არის ეს „საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის“
...




ხო, ნუ მე ეგ ვიგულისხმე smile.gif, ანუ ადამიანებმა არ ვიცით... smile.gif

ღმერთმა კი ყოველთა და ყოველსა ზედა ყწყის...რადგან ღმრთისაა თვით სულიც და მიწაც...და არს იგი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა....და მან შექმნა ყოველი ხილული და არა ხილული , იგია ყოვლისა ზედა მპყრობელი და შემოქმედი ცათა და ქუეყანისა smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 4 2007, 07:03 PM
პოსტი #24


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Pianist
ციტატა
ხო, ნუ მე ეგ ვიგულისხმე , ანუ ადამიანებმა არ ვიცით...




თემას მართლაც ასე ჰქვია რა არის სული, თუმცა შინაარსი ცოტა განსხვავდება, რა არის სული თქო ამაზე ჯერ არ მიფიქრიაsmile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 4 2007, 10:20 PM
პოსტი #25


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გამიგია ასევე მესამე მოსაზრებაც, რომ სული ადამიანის მიერ ეძლევა ხოლო პიროვნება უფლისგან.
ძალიან რთული საკითხია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 6 2007, 02:00 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



მამა თეოდორემ თქვა დღეს ქადაგებაში: არავინ არ იცის რა არის სული,ის ღვთაებრივი ბუნებაა.გამოხატულია ძირითადად 3 სახით-გონება,გული ანუ გრძნობა და ნებელობა..


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Pianist
პოსტი May 6 2007, 02:47 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 14-April 07
წევრი № 1,652



ციტატა(marita26 @ May 6 2007, 03:00 PM) *

მამა თეოდორემ თქვა დღეს ქადაგებაში: არავინ არ იცის რა არის სული,...



ესეც მე ვარ კაცო ? smile.gif tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ekusia
პოსტი May 6 2007, 10:19 PM
პოსტი #28


ekaterine
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 160
რეგისტრ.: 1-March 07
წევრი № 1,227



სული რა არის ვერ ვიცი, მაგრამ ზომაში ცვლილებას რომ განიცდის, ყველამ ვიცით. სულგრძელ და სულმოკლე ადამიანებზე ვამბობ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 7 2007, 01:58 AM
პოსტი #29


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



სული არის არსება ცოცხალი, მარტივი, უსხეულო, თავისი ბუნებით სხეულებრივ თვალთაგან უხილავი, უკვდავი, მოაზროვნე და გონისმიერი, უაღნაგობო, ორგანული სხეულით მოსარგებლე და მისთვის სიცოცხლის, ზრდის, გრძნობისა და შობადობის მიმნიჭებელი, გონების მქონე, თუმცა არათუ თავისი თავისგან განსხვავებულისა, არამედ - თავისივე უწმინდესი ნაწილისა (რადგან როგორც თვალია სხეულში, იმგვარადვეა სულში გონებას თვითუფლებრივი, მნებებელი და მოქმედი, ცვალებადი ანუ ნებსითცვალებადი, როგორც, აგრეთვე, ქმნილი, რომელსაც მისი შემოქმედის მადლისგან ბუნებით აქვს შეთვისებული ყოველივე ეს, რადგან მადლისგანვე მიუღია მას არსებობაც და ბუნებით ამგვარად არსებობაც.


წმინდა იოანე დამასკელი


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 7 2007, 10:27 AM
პოსტი #30


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ხალხნო, სული რა არის კი არა, საიდან იბადება ტქო, წინა პოსტებიც წაიკითხეთ რააააა sad.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი May 7 2007, 12:20 PM
პოსტი #31


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მხევალი ნინო @ May 7 2007, 06:27 AM) *

ხალხნო, სული რა არის კი არა, საიდან იბადება ტქო, წინა პოსტებიც წაიკითხეთ რააააა sad.gif


ხომ დავდე სულის წარმოშობაზე სწავლება?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 7 2007, 05:24 PM
პოსტი #32


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(მხევალი ნინო @ May 3 2007, 10:46 AM) *

უფალმა პირველ ადამიანს სული ჩაბერა, ალბათ ასე წარმოიშვა სული, მაგრამ მათ შთამომავალს ვინ ან საიდან აძლევს სულს.



როგორ ფიქრობ თუ უფალმა ადამს ჩაბერა სული არ შეუძლია თითოელ ჩვენგანს და ჩვენს მომავალსაც იგივე არგუნოს?

ყოველი სული უფლისგან იქმნება, უფლის მოცემული სიცოცხლე უფალს უნდა ჩავაბაროთ. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ უფალი თითოეული ადამიანსთვის ქმნის სულს.

P.S. გვახსოვდეს : უფალი ყოვლისშემძლეა!!


სული - სხეულშია დავანებული, სულში - გონიერება ჰგიებს, ხოლო გონებაში - სიტყვაა, რომლის მეშვეობით განჭვრეტილი და განდიდებული ღმერთი უკვდავყოფს ადამიანის სულს - უხრწნელებასა და საუკუნო ნეტარებას ანიჭებს მას. ყოველივე არსებულსაც ხომ ღმერთმა მიანიჭა სიცოცხლე თავისი ერთიანი სახიერებით.

ღვთაებრივი განგებულებითაა ამქვეყნად ყოველივე, რაც კი არსებობს და მოქმედებს. ღვთის მიერ დადგენილი წესით განუხრელად არესრულება ამქვეყნად, მაგალითად, ის, რომ მზე ყოველდღე ამოდის და ჩადის, ხოლო მიწა კი შესაფერ დროს თავის ნაყოფთ გამოიღებს, და ეს ყოველივე ადამიანისათვის დაებადა და მისთვის ხდება.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი May 15 2007, 12:07 AM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ციტატა
მხევალი ნინო, წმინდა მამები (მაგალითად, მეთოდი ოლიმპიელი, კირილე ალექსანდრიელი, ნიკოლოზ კავასილა) ასწავლიან, რომ ყოველი ახალი ადამიანის ჩასახვისას თავად ღმერთი უშუალოდ ქმნის მის სულს, ანუ შთაბერავს ისე, როგორც პირველი ადამიანის შექმნისას.

ღმერთმა რომ დაასრულა ქმნადობა, შესაქმე. როგორ ქმნის ღმერთი ადამიანის სულს ისე, როგორც პირველი ადამიანის -ადამის სული შექმნა?


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია agmsarebeli: May 15 2007, 07:14 PM
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inkvizitor
პოსტი May 18 2007, 12:02 AM
პოსტი #34


ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო.
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-May 07
მდებარ.: თბილისი.
წევრი № 1,896



თუ ვინმე ფიქრობს რომ სული უშვალოდ ღმერთისგან ეძლევა ყოველ ადამიანს, მართალია.
ხოლო თუ ვინმე ფიქრობს რომ მშობლებისაგან გადაეცემა, ისიც მართალია.
ცალკეული მამები ფიქრობენ ასეც და ისეც, კრებას კი თუ არ ვცდები ამ საკითხზე არ უმსჯელია.
მაგალითად;- ეგნატე ბრიანჩანინოვი და თეოფანე დაყუდებული, მთელი ცხოვრება კამათობდნენ ანგელოზთა ბუნების შესახებ.
ორივე მამა ისე აღესრულა რომ ვერ შეთანხმდნენ.
დღეს ორივე წმიდანია, თანაც უდიდესი.


--------------------
ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 18 2007, 01:57 AM
პოსტი #35


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



inkvizitor
ციტატა
თუ ვინმე ფიქრობს რომ სული უშვალოდ ღმერთისგან ეძლევა ყოველ ადამიანს, მართალია.
ხოლო თუ ვინმე ფიქრობს რომ მშობლებისაგან გადაეცემა, ისიც მართალია.

მე ვფიქრობ რომ ეს თანამოქმედებაა, ანუ ღმერთი და ადამიანი ერთად ქმნიან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 18 2007, 04:35 PM
პოსტი #36


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



დათიკო
ციტატა
მე ვფიქრობ რომ ეს თანამოქმედებაა, ანუ ღმერთი და ადამიანი ერთად ქმნიან.

ყოველ ადამიანს სული უფლის კეთილი ნებით ეძლევა, ადამიანი სხეულის შექმნაში მონაწილეობს, სულის შექმნასთან რა ხელი აქვს მას.

სწავლება ადამიანის მონაწილეობისა სულის შექმნაში გავრცელებულია არქ. რაფაელის და არქ. ლაზარეს მიერ, რომ მათ დაემტკიცებუნათ მემკვიდრეობით გადაცემა პირველქმნილი ცოდვისა მშობლიდან ბავშვზე (ჩვილ და მუცელში მოწყვეტილ ბავშვების ხვედრთან დაკავშირებით),


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 18 2007, 06:43 PM
პოსტი #37


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



afxazi
ციტატა
ყოველ ადამიანს სული უფლის კეთილი ნებით ეძლევა, ადამიანი სხეულის შექმნაში მონაწილეობს, სულის შექმნასთან რა ხელი აქვს მას.

საიდან ასეთი დარწმუნებულობა?

მოდი გადავხედოთ რას გვასწავლიან წმინდა მამები:

საღვთო წერილში ბოლომდე არ არის ახსნილი თითოეული ადამიანის სულის წარმომავლობა; ეს „საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის“ (წმ. კირილე ალექსანდრიელი)
არც ეკლესია გვთავაზობს ამ საკითხის შესახებ მკაცრად განსაზღვრულ სწავლებას.

მაგრამ აღნიშნული კრების განჩინება არ ადგენს შემდეგს - იქმნება თუ არა ადამიანის სული მშობელთა სულებისგან და მხოლოდ ამ გაგებით არის იგი ახალი საღვთო ქმნილება, თუ უშუალოდ თავად ღმერთი ქმნის თითოეულ სულს, რომელიც გარკვეულ მომენტში უერთდება შექმნის პროცესში მყოფ, ან უკვე შექმნილ სხეულს. ეკლესიის მამათა (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ ასური, ნეტარი თეოდორიტე) აზრით, თითოეულის სულს თავად ღმერთი ქმნის. ამასთან, ზოგი მათგანის თვალსაზრისით, სულის სხეულთან შეერთება სხეულის შექმნიდან მეორმოცე დღეს ემთხვევა.

ეკლესიის ზოგიერთი მამა და მასწავლებელი (ტერტულიანე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ ნოსელი, ღირსი მაკარი, ანასტასი მღვდელი) თვლის, რომ ორივე სუბტსტანცია - სული და სხეული, ერთდროულად იღებს დასაბამს და ვითარდება. სული იქმნება მშობელთა სულებიდან, როგორც სხეული - მათივე სხეულებიდან. აქ „შექმნაში“ მოიაზრება საღვთო შემოქმედებითი ძალის მოქმედება ფართო გაგებით, რომელიც ყოველგვარი სიცოცხლისათვის დამახასიათებელი და აუცილებელია.

როგორც ვხედავთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, წმინდა მამათა აზრებიც განსხვავებულია.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Jun 28 2007, 11:19 PM
პოსტი #38


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



agmsarebeli
ციტატა
ღმერთმა რომ დაასრულა ქმნადობა, შესაქმე. როგორ ქმნის ღმერთი ადამიანის სულს ისე, როგორც პირველი ადამიანის -ადამის სული შექმნა?


„მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ“ (იოანე. 5,17);


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 18 2007, 10:16 PM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



ადამიანის სული არის ღვთიური სულის ნაწილი და იგი არის უკვდავი. უკვდავი ნიშნავს რომ იგი მუდმივია ანუ არც დაბადებულა და არც მოკვდება. სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ სული ყოველთვის იყო არის და იქნება.

მაგრამ ადამიანს თავის თავი ჰგონია ხორციელი არსება და მას ჰგონია, რომ არც არსებობდა დაბადებამდე და სიკვდილის შემდეგ გაჰქრება. Mაგრამ როცა ადამიანი შეიცნობს თავის თავს როგორც სულს იგი შეიცნობს თავის უკვდავებას, რომ ყოველთვის იყო, არის და იქნება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 18 2007, 10:41 PM
პოსტი #40


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
უკვდავი ნიშნავს რომ იგი მუდმივია

მომავლის მიმართ კი, წარსულის მიმართ არაა სავალდებულო.
ციტატა
ანუ არც დაბადებულა

არა, შესაძლოა სული გაჩნდეს
ციტატა
და არც მოკვდება.

ეს მართალია

სულს აქვს მათემატიკური სხივის თვისებები, დროში გააცნია სათავე, მაგრამ არა აქვს დასასრული.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი