IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V « < 20 21 22  
Reply to this topicStart new topic
> დღევანდელი ქართველი ახალგაზრდობა, რადიკალურად განსხვავებულები რელიგიურობისგან
marine
პოსტი Aug 8 2023, 05:42 PM
პოსტი #421


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორ იზრდება და აღიზრდება აწინდელი თაობა? საბრალო თანამედროვე ბავშვები! ისინი ყოველგვარ ცოდვას უადრეს ასაკში ეცნობიან ტელევიზიის, ინტერნეტისა და სხვა მასმედიის საშუალებებით. ხოლო როდესაც წარმოიზრდებიან, ამ ბოროტებას ცხოვრებაში ასხამენ ხორცს. ჩანს, ვიღაც ძალიან "ცდილობს", ყოვლეგვარ პირობას ქმნის ადამიანში ურჯულოების განსავითარებლად. ამიტომ დღევანდელ ბავშვებს სულებში შეუდარებლად მეტი ბოროტება აქვთ ჩაწერილი, ვიდრე მათ თანატოლებში იყო, მაგალითად, XIX საუკუნეში"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2023, 04:47 PM
პოსტი #422


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ დღეს ჩვენს ახალგაზრდობაზე არ ვიზრუნებთ, გარკვეული დროის შემდეგ ამას მწარედ ვინანებთ. ახალგაზრდობა არის როგორც ინვესტიცია მომავალში. თუ კარგ ინვესტიციას ჩადებ ნიჭში, სიბერეშიც კარგად იცხოვრებ. და თუ ცუდ ინვესტიაციას ჩადებ ნიჭში, ამაზე პასუხს აგებ"

/არქიმანდრიტი იუსტინე (პირვუ)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 16 2023, 12:33 PM
პოსტი #423


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ასე რომ, თუ გვსურს, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების, ჩვენი შთამომავლების მიერ აშენებული სულიერ-ზნეობრივი და ინტელექტუალური, ოჯახური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება, უსაძირკვლო, უსაფუძვლო, უფუნდამენტო არ აღმოჩნდეს, შევიყვაროთ და შევაყვაროთ მათ ღვთის წმინდა სიტყვა, წმინდა საღვთო მცნებები, ღვთიური სიბრძნე, წმინდა წიგნი - ბიბლია, სახარება და სახარების მიხედვით ცხოვრება, რათა ჩვენც და მათაც წმინდავყოთ საკუთარი თავი, რათა ღვთის წინაშე განმართლებულებმა დაუსრულებელი სიხარულით ვიხაროთ უფლის მიმართ"

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2023, 10:50 AM
პოსტი #424


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამათა და შვილთა თაობების ურთიერთობა დღითი-დღე ხიდჩატეხილობას განიცდის. ვაკვირდებით, როგორი დიდი ნაპრალია ჩვენსა და ახალ თაობას შორის. ეს დიდი ხანია დაინახა პატრიარქმა და მუდმივად მსჯელობს. ამას მხოლოდ დიალოგისა და კომპრომისის გზით უნდა ეშველოს.

პრობლემები უნდა დაისვას და უნდა მოვუსმინოთ ახალგაზრდობას - რა აწუხებს და რას ითხოვს ჩვეგან. ალბათ, არაფერს, მხოლოდ ჯანსაღ დიალოგსა და სიყვარულს. ხშირად მაქვს ურთიერთობა სტუდენტებთან და სკოლის მოწაფეებთან. პირადად მაქვს სკოლა - "არტ საჭრეთელი", სადაც სსმ ბავშვებს და ზოგადად, სკილის მოწაფეებს ვასწავლი ხის მხატვრულ დამუშავებას, ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს არსებობს ცნობიერებაში და ეს ყოფიერების ნაწილიც გახდა. მაპატიეთ, რომ ჩემი პირადი მაგალითი მოვიტანე, მაგრამ აუცილებელია თაობასთან დიალოგი, გასარკვევი და ჩამოსაყალიბებელი გვაქვს, როგორ ვესაუბროთ ახალ თაობას, "ტიკ-ტოკის" თაობას. ამაზე ძველებმა უნდა ვიზრუნოთ. ეს რეალობაა და ამ რეალობას ვერ ავცდებით, ვერც ვერაფერს შევცვლით, თუ ვიტვით, - რა თაობა მოვის, რა ეშველება ჩვენს ქვეყანასო და ასე შემდეგ, ამგვარი გამოხატულებით კიდევ უფრო ვამძიმებთ ურთიერთობას და იქმნება ახალი ოპუსი ქვეყანაში: ახალი თაობა, რომელიც დიდი ნაპრალის იქით დგას და აქეთ - ძველები, რომლებიც მუდამ განსჯიან და ქვას ესვრიან მათ"

/დეკ. შიო პაიჭაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V « < 20 21 22
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 11:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი