IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> იერუსალემის ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან, რატომ და ვის გამო ჩაიშალა მოლაპარაკება ბერძნებთან
zakariazakaria
პოსტი Jan 10 2013, 03:10 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 8-January 13
წევრი № 12,869



იერუსალემის ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით

ალბათ ძნელად წარმოსადგენია ქართველი, რომელსაც იერუსალემის ჯვრის მონასტრის დაბრუნება არ სურდეს. თუმცა სურვილი ერთია და რეალობა კი მეორე და ვიდრე იმ ამბავს შევეხებოდე, რამაც ისედაც გართულებული საქმე ამ ჩვენი პრეზიდენტის წყალობით, კიდევ უფრო გაართულა, მანამდე ორიოდ სიტყვა მონასტრის შესახებ უნდა ვთქვა და მომიტევოს მკითხველმა თუ რაიმე გამომრჩა ან დავაკელი.
იერუსალემის ჯვრის მონასტრის დამაარსებლად პროხორე ქართველი (დ. დაახლოებით 985—990 წლებს შორის, შავშეთი — გ. 1066, პალესტინა) ითვლება და მის შესახებ მეტ-ნაკლებად ბევრს სმენია, ამიტომ მასზე აღარ შევჩერდები და ვიტყვი იმას, რაც ნაკლებადაა ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი.
წმიდა ჯვრის მონასტერი, იმ ადგილას დგას, სადაც მძიმე ცოდვაში ჩავარდნილმა ლოტმა, აბრაამისაგან მიღებული ანგელოსების დატოვებული სამი არგანი ჩარგო მიწაში. ლოტი არგნებს ყოველდღე იორდანეს წყლით რწყავდა და უფალს ცოდვების შენდობას სთხოვდა. გულითა და რწმენით მონანიე ლოტის ვედრება მიიღო უფალმა, ხმელი ხელჯოხებისაგან; სარო, ფიჭვი და ნაძვი აღმოცენდა და ასე ერთმანეთში შეეზარდილ-გადახლართული გაიზარდა ხე.
ქრისტეს ჯვარზე გაკვრა, რომ მიესაჯა, პასექის დღესასწავლი იდგა. ჰურიები არ მუშაობდნენ და რომაელმა ჯარისკაცებმა, რადგან ჯვრის გასაკეთებელი მასალა ვერსად იშოვეს, ადგნენ, მინდორში ამოზრდილი ეს საოცარი ხე, მოჭრეს და მისგან ჯვარი გამოთალეს, რომელზედაც შემდეგ ქრისტე იქნა გაკრული.
ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ქართველთა ხელში ის ადგილები, სადაც შემდგომში მონასტრები იქნა დაარსებული.
484 წელს პალესტინაში სამარიტელთა აჯანყება დაიწყო, იმპერატორმა ზენონმა, აჯანყებულთათვის გარეშე ძალის დაპირისპირება ამჯობინა და დახმარება თავის მძახალს, ივერიის მეფე ვახტანგს სთხოვა. 486 წელს ვახტანგმა განდგომილი სამარიტელები დაამარცხა. სანაცვლოდ კი იმპერატორისაგან, მირიან მეფის დროს პალესტინაში დაარსებული სალოცავები დაიმტკიცა და მასთან ერთად, იერუსალემში ექვსი ეკლესია და ქალაქის გალავნის გარეთ, ის მიწა მიიღო, სადაც ამჟამად ჯვრის მონასტერი დგას. ივერიელებმა ამ ადგილზე, იერუსალემში ჩასულ მომლოცველთათვის სადგომი და წმიდა ჯვრის სახელზე სამლოცველო ააგეს.
614 წელს იერუსალემი სპარსელთა ხელში გადავიდა. სპარსელებმა ამ ადგილიდან ქართველები გამოყარეს და თავიანთი ჯარის სადგომად აქციეს. 628 წელს, სპარსეთის ლაშქრობიდან მობრუნებულმა ჰერაკლე კეისარმა, ამავე ადგილას დააბანაკა თავისი ლაშქარი და მის მიერ, სპარსთა ტყვეობიდან გმოხსნილი ქრისტეს ჯვარიც აქ დაასვენა, რომელიც 614 წელს იერუსალემის დაკავების შემდეგ სპარსეთში იყო გატაცებული.
638 წელს იერუსალემი არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში მოექცა. არაბებმაც, ისევე როგორც ხოსრომ და ჰერაკლემ, ეს ადგილი მეომართა სადგომად აქციეს და მას ჰისნიც (გალავანი) შემოავლეს. {სხვათაშორის თბილისის ერთერთი უბნის „ისნის“ სახელწოდებაც, ამ არაბული სიტყვიდან მომდინარეობს}.
სახალიფოს დაშლის შემდეგ, იერუსალემი ეგვიპტელ ფატიმიდთა ხელში გადავიდა. სახალიფოს დაშლამ, წმიდა ქალაქზე პრეტენზიის მქონე ბერძნებს, გარკვეული იმედები ჩაუსახა და ისინიც კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდნენ, რაც უპირველეს ყოვლისა, მზაკვრობებსა და შეთქმულებებზე იყო აგებული. შედეგად კი ის მიიღეს, რომ ფატიმიდებმა წმიდა მიწაზე ქრისტეან მომლოცველთა მიმოსვლა იმდენად შეზღუდეს, რომ მხოლოდ ბაჟის გადახდის შემთხვევაში შეეძლოთ მომლოცველებს ქალაქის მონახულება.
ბერძნებისათვის იერუსალემთან შეზღუდულმა კავშირმა კი იმის პირობა შექმნა, რომ თანდათანობით დიოფიზიტურმა სამონასტრო ცენტრებმა, ჩრდილოეთით, შავ მთაზე და ათონზე იწყეს გადანაცვლება.
იმპერიასთან დაპირისპირებული ფატიმიდები შედარებით ლოიალობას იჩენდნენ არაბერძენი ქრისტეანებს მიმართ. მათ შორის საერთო მტერთან დაპირისპირებულ ქართველებს კიდევ მეტი პრივილეგიები მიანიჭეს და წინარე ხანაში ივერიელთა საკუთრებაში არსებული ეკლესიები დაუბრუნეს. ამასთან ერთად გიორგი პროხორე შავშელს, ნება დართეს ახალი მონასტერი აეშენებინა იმავე ადგილას სადაც, ლოტის ჩარგულმა სარებმა გაიხარეს და როგორც ზემოთ უკვე გითხარით, იმპერატორ ზენონს ვახტანგ გორგასლისათვის ჰქონდა დამტკიცებული.
თუმცა ქართველთა პრივილეგიები დიდხანს არ გაგრძელებულა. მას მერე რაც იმპერიასთან მებრძოლი ქვეყნის პატრონმა, ბაგრატ მეოთხემ, მამამისის, გიორგი პირველის დაწყებულ საქმეს, ამჯობინა ბერძნებს მორიგებოდა (ბაგრატმა, თავისი რეგვენული პოლიტკის წყალობით, გადაიმტერა ერთგული და უძლიერესი ფეოდალი, მისი აღმზრდელი ლიპარიტ ბაღვაში, რომელსაც ბოლოს ისღა დარჩა, ბერძნების სამსახურში ჩამდგარიყო) და მათი უზენაესობა ეღიარებინა.
იერუსალემის მფლობელი ფატიმიდები არ მოელოდნენ ბაგრატისაგან ამგვარ ქმედებას და როგორც კი ეს ამბავი შეიტყვეს, იმ ხნიდანვე ზურგი აქციეს და მინიჭებული უფლებებიც ჩამოართვეს ქართველებს. რის მაგალითადაც გიორგი მთაწმინდელის გახსენებაც საკმარისია, რომელმაც 1039/40 წლებში იერუსალემის წმიდა მიწაზე მოილოცა და მიუხედავად მისი დიდი სურვილისა დარჩენილიყო ქალაქში და იქ გაეგრძელებინა მოღვაწეობა, იძულებული გახდა ჯერ სირიაში, შავ მთაზე გადასულიყო, მერე კი ათონს გამგზავრებულიყო და თორნიკეს მიერ დაარსებულ (ეს მონასტერიც დიდი ხანია ბერძენთა საკუთრებაა) ივერთა მონასტერში გაეგრძელებინა მოღვაწეობა.
ვითარება გამოსწორებულა თამარის დროს, როდესაც ქართველებმა, ეგვიპტელი მამელუქებისაგან ორასიათას დირჰემად, იერუსალემში მდებარე სალოცავები და მათ შორის ჯვრის მონასტერიც გამოისყიდეს.
XIV – XV საუკუნეებში იერუსალემის ჯვრის მონასტერი კიდევ უფრო დაწინაურებულია და სამონასტრო ცხოვრებაც შეუფერხებლად მიდიოდა. ეს ის დროა, როცა ეგვიპტეს მამლუქები მართავდნენ და ქართული სახელმწიფოც ახერხებდა მათთან საერთო ენის გამონახვას.
იერუსალემის ქართველთა ჯვრის მონასტრის აღორძინება თუ დაკნინება, ქართული სახელმწიფოს მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. გვიან შუა საუკუნეებისათვის სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებულ ქვეყანას, უკვე აღარ შესწევდა ძალა, მონასტერი რეგულარულად შეენახა. ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც ოსმალთა იმპერიამ ეგვიპტეც დაიმორჩილა და იერუსალიმზე უფლებები თავისთვის გადაიბარა. წინა აზიაში ოსმალთა გაბატონებამ და ქვეყნის სამეფო-სამთავროებად დაშლამ, იმდენად მძიმე დღეში ჩააგდო ქართველობა, რომ მონასტრის შესანახი ხარჯიც კი ვეღარ იგზავნებოდა იერუსალემში რეგულარულად. შედეგად კი, ოსმალთა მხრიდან შეწერილი გადასახადების გამო მონასტერს დავალიანება უგროვდებოდა .
მონასტრის მძიმე ფინანსური მდგომარეობამ, ბერებს შორის უთანხმოება და დაპირისპირება წარმოშვა. ყოფილა შემთხვევა და თანაც არა ერთხელ, როცა საქმე ცემა-ტყეპამდეც კი მისულა. (ზოგისთვის მონასტერი უფლის სადიდებელი ალაგია და ზოგისთვის კი ფულის შოვნის საშუალება. არადა ამბობდა უფალი, რაც ორი გქონდეს, ადექ და ერთი სხვას მიეციო. ვერ შეისმინეს უფლის ეს დანაბარები ქართველმა ბერებმა)
მდგომარეობა დროებით გამოსწორდა სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის მიერ გაწეული დახმარების შედეგად. (არ ჰქონდა მადლი ტყვეთა სყიდვით ნაშოვნ ვერცხლს) იმ თანხით, ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა მონასტრის საქმეების მოწესრიგება და განახლება შეძლო. „იდექით მყარად და შეურყევლად და მომიხსენიეთ მე ცოდვილი წინამძღვარი ჯვრისა ნიკიფორე-ნიკოლოზი 1643 წელი“ გვამცნობს მის შესახებ მონასტერში დაცული წარწერა.
თუმცა, სულ რაღაც ორმოციოდე წელიწადში მდგომარეობა ისევ გაუარესდა. ნიკიფორე ჩოლოყაშვილის მიერ აწყობილ-გამართული სამონასტრო საქმე და ქონება მალევე გამოხრეს ბერებმა. გამეორდა იგივე რაც ადრეულ წლებში. დაგროვილი ვალების გამო, თურქებმა ქართველებს ისევ ჩამოართვეს მონასტერი. იერუსალემის ბერძენმა პატრიარქმა კი 1685 წელს, ივერიელი ბერების ვალები დაფარა და მონასტერი ოსმალებისაგან გამოისყიდა. მართალია ამჯერად ბერები გარეთ აღარ გაუყრიათ, მაგრამ ეს სულტნის თვალის ასახვევად გააკეთეს და არა ქართველ ბერებზე ზრუნვით. ქართველების მონასტერში დატოვებით, ბერძნებს უნდოდათ ოსმალებისათვის ეჩვენებინათ, რომ ქართველმა ბერებმა ნებაყოფლობით დათმეს საწინამძღვრო საქმეები და ყოველივე ეს, უკვე კანონიერადღა იყო გადასაფორმბელი ბერძნებისათვის. სულთანმაც კონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამავლობით 1686 წელს, იერუსალემის ეკლესია-მონასტრების, ბერძენთა საკუთრებაში გადაცემის დამამტკიცებელი ფირმანი გამოსცა. ბერძენთათვის გადასაცემი 23 მონასტრიდან, უმრავლესობა არაბერძნული იყო, რომელთა შორის ექვსი (1. წმიდა ჯვრის, 2. სომხურ უბანში მდებარე ე.წ. ვაშლის, 3. ბეთლემის გზაზე მდებარე წმიდა ილიას, 4. წმიდა ნიკოლოზისა და 5. წმიდა დიმიტრის - ორივე ქრისტეანთა უბანში მდებარე 6. ატრიუმში, უფლის აღდგომის ტაძარი) ფირმანში ივერიელებისად მოიხსენიებოდა, ხოლო სამი: ურიათა უბანში მდებარე წმ.გიორგის, და ქრისტეანულ უბანში არსებული წმ. ეკატერინეს და წმინდან თეოდორთა ტაძრები, როგორც ბერძნული ისე იყო მოხსენებული.
სულთნის ბრძანებითვე, აღნიშნულ ეკლესია-მონასტერთა ივერიელთა საძმო, იერუსალემის ბერძნული საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა. ქართველებმა, როგორც გვჩვევია ხოლმე, დახმარების გზების ძებნა ამის შემდეგ დაიწყეს, ამბავმა როგორც იქნა ქართლამდე მოაღწია და ქართლის მეფე გიორგი XI სცადა მონასტრის დახსნა ვალისაგან და წვრილ თუ მსხვილ ერში აკრეფილი ბისტ-მარჩილი გაიგზავნა იერუსალემში, თუმცა დახმარება გზაში დაიკარგა (ოდითგან მოგვდგამს) და ვალების გადაუხდელობის გამო, ახლა უკვე ბერძნებმა გამორეკეს ქართველი ბერები გარეთ და მონასტერს სრულად დაეპატრონენ. ქართველებმა ბერძენთა ქმედება, სულთანთან გაასაჩივრეს და იმ პირობით, რომ ისინი ვალებს დაფარავდნენ, ჯვრის მონასტრის დაბრუნება მოახერხეს.
ამ ამბების შემდეგ, 1689 წელს საქართველოში ჩამობრძანდა იერუსალემის პატრიარქი დოსითეოსი. რომელიც შესაწირავს აგროვებდა იერუსალემის ქრისტიანული ტაძრებისათვის. დოსითეოსის სტუმრობამ ის შედეგი გამოიღო, რომ 1706 წელს წელს, ქართველებმა შეძლეს ვალების გასტუმრება და წმიდა ჯვრის მონასტერტან ერთად, წმ.ნიკოლოზის, წმიდათა თევდორეების, წმ.ბასილის და წმ. გიორგის ეკლესიებიც დაიბრუნეს ბერძნებისაგან. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ის უკანასკნელი დახმარება იყო, რამაც დროებით შეგვანარჩუნებინა ქართული სიწმინდეები შორეულ იერუსალემში და სულ მალე, ქართული სავანეები ისევ ბერძენთა ხელში აღმოჩნდა, რასაც ადასტურებს 1757 -58 წლებში წმიდა მიწის მომლოცველი ტიმოტე გაბაშვილი.
სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ, ლამის დავიწყებას მისცა წმიდა მიწაზე არსებული ქართული სიწმინდეების დაბრუნების საკითხი. ბერძნებმა 1908 წელს იმ მოტივით, რომ ის ერთადერთი ქართველი ბერიც გარდაიცვალა და უკვე ვეღარ ახერხებდნენ ქართული წიგნების მოვლა პატრონობას, იერუსალემის წმიდა ჯვრის მონასტრის ბიბლიოთეკიდან, ქართულენოვანი სახვთისმეტყველო წიგნები, ბერძნული საპატრიარქოს წიგნთსაცავში გადაიტანეს და მონასტერი ქართველი ბერებისათვის დაკეტეს. ასე დამთავრდა 1500 წლიანი ქართული ეკლესიური ყოფნა წმიდა მიწაზე.
ახლა კი იმის შესახებ რამაც ამ წერილის დაწერა მაფიქრებინა.
ალბათ ბევრს ახსოვს ამას წინათ, როგორი გულანთებული და გაბრწყინებული სახით გვამცნო ამ ჩვენმა პრეზიდენტმა ჰა, ჰა და საცაა ქართველები ერთობ სანუკვარ ოცნებას ავიხდენთ და ჯვრის მონასტერს დავიბრუნებთო. ახლა მივხვდი, ასე სათუთ, სათუთ და ფარულად წარმოებული მოლაპარაკება ბერძნებთან, რომელიც ტაძრის გადმოცემას ითვალისწინებდა, ასე სააშკარაოზე გამოტანით, ერთი კაცის ჯიბრზე რომ ჩაშალა, აი ეს უხაროდა თურმე ამ ცუნდრუკ ͠ მ ͠ ძღლს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 09:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი