ნარკომანია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნარკომანია |
აბე |
Feb 9 2009, 03:36 PM
პოსტი
#401
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მე კი ვიტყოდი რწმენიანები ცოტანი არიან.
-------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
pataraia |
Mar 6 2009, 05:55 PM
პოსტი
#402
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 6-March 09 წევრი № 6,608 |
თუ ეცდება ნარკომანი დაანებებს ნარკომანობას თავს. ღვთის მადლით შესაძლებელია.
-------------------- გავუფრთხილდეთ პატარებს..
|
veriko7 |
Mar 6 2009, 08:46 PM
პოსტი
#403
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 887 რეგისტრ.: 30-April 08 წევრი № 4,695 |
ნარკომანია ავადმყოფობაა, რომელიც დანაშაულში გადადის.ჩემი აზრით, მხოლოდ ძლიერ პიროვნებას შეუძლია დაანებოს თავი...რა თქმა უნდა, ეკლესია უებარი წამალია, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეკლესიამდე მისვლასაც დიდი ნებისყოფა დასჭირდება.
|
*ana* |
Mar 6 2009, 08:51 PM
პოსტი
#404
|
Gothic, it's inside ჯგუფი: Members პოსტები: 1,163 რეგისტრ.: 10-October 08 მდებარ.: in your nightmare წევრი № 5,793 |
ალბათ ორივეა დანაშაულიც და ავადმყოფობაც
უბრალოდ ჩემი აზრით ადამიანს იმდენი შეგნება უნდა ქონდეს რომ თავიდანვე არ გასინჯოს... ციტატა მარა აი საწყალი გაჭირვებული კაცს რო მოუვა თავის მოკვლაზე რო ფიქრობს მგონი ცოტა იმასაც ვუნდა გავუგოთ მაგრამ ალბათ მაქსიმალურად უნდა ეცადოს რომ არ გაეკაროს წამალს -------------------- Metal power
|
*ana* |
Mar 6 2009, 08:52 PM
პოსტი
#405
|
Gothic, it's inside ჯგუფი: Members პოსტები: 1,163 რეგისტრ.: 10-October 08 მდებარ.: in your nightmare წევრი № 5,793 |
ალბათ ორივეა დანაშაულიც და ავადმყოფობაც
უბრალოდ ჩემი აზრით ადამიანს იმდენი შეგნება უნდა ქონდეს რომ თავიდანვე არ გასინჯოს... ციტატა მარა აი საწყალი გაჭირვებული კაცს რო მოუვა თავის მოკვლაზე რო ფიქრობს მგონი ცოტა იმასაც ვუნდა გავუგოთ მაგრამ ალბათ მაქსიმალურად უნდა ეცადოს რომ არ გაეკაროს წამალს -------------------- Metal power
|
ნაინა |
Mar 6 2009, 10:35 PM
პოსტი
#406
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ყველაფერს მიაღწევს ადამიანი თუ მოისურვებს, ოღონდ ნამდვილად უნდა სურდეს, ნებისყოფის საკითხიცაა, რამდენად ძლიერია ადამიანი.
ისე კი მინახავს ნარკომანი, რომელსაც უმკურნალეს, გამოაჯანმრთელეს, დიდი დროც გავიდა მის შემდეგ, მაგრამ ისევ ძველებური საქმიანობა აირჩია. ასეთ შემთხვევაში ეს უკვე დანაშაულია, ნარკომანი მებრალება და რა თქმა უნდა მეც მაქვს სურვილი რომ გამოჯანმრთელდეს, მაგრამ, მსგავს შემთხვევაში კი ყველანაირი შებრალების გრძნობა მიქრება. ის უკვე არა მარტო თვითმკვლელი ხდება, არამედ არის უსინდისო ადამიანიც, თავისი სიამოვნებისთვის (თუ შეიძლება ამას სიამოვნება ეწოდოს) არანაირად რომ აღარ აინტერესებს თუ რას განიცდიან მისი ოჯახის წევრები. ასეთი ადამიანი უკვე ბოროტმოქმედია ჩემი აზრით. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
bekas |
Mar 7 2009, 02:56 AM
პოსტი
#407
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
დანაშაულია
|
eleniut |
Mar 27 2009, 11:35 PM
პოსტი
#408
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 27-March 09 წევრი № 6,733 |
ნარკომანია საშინელი სენია, რომლისგანაც სრულად განკურნებული იშვიათია.
-------------------- Кто, имея знания, делает вид, что не знает, тот выше всех. Кто, не имея знаний, делает вид, что знает, тот болен. Кто, будучи больным, считает себя больным, тот не является больным...
|
abo |
Mar 29 2009, 03:25 AM
პოსტი
#409
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ავადმყოფობაა.განკურნების მაგალითი მინახავს. 23 წლიანი თავშეკავებით, რომელიც ახლაც გრძელდება.
აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
Ismail |
Mar 29 2009, 04:13 PM
პოსტი
#410
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ციტატა ნ ა რ კ ო მ ა ნ ი ა ავადმყოფობა თუ დანაშაული მეტ-ნაკლებად ორივე. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მხევალი ნინო |
Mar 29 2009, 04:17 PM
პოსტი
#411
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ჩვენი კანონმდებლობით დანაშაულია.
ესაა, ავადმყოფობა, რომელიც შტამომავალობასაც აავადმყოფებს, ანუ მორალურადაც დანაშაულია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Belief |
Mar 29 2009, 05:51 PM
პოსტი
#412
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
უმძიმესი , პრობლემა ... ტიპიური სენი და ავადმყოფობა , რომლის განკურნება შესაძლებელია მართლა სარწმუნოებით...
-------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
გეშველოთ |
Jun 29 2009, 07:38 PM
პოსტი
#413
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 29-June 09 წევრი № 7,196 |
უკვე ლოთები ანუ ლოთობა, მეძავნი ანუ მეძავეობა, მამათმავლობა და ა.შ ამათ ავადმყოფობას უწოდებთ? არ უნდოდათ და შეხვდათ? ავადმყოფობაა როცა შენდა უნებურად გაგიჩნდება ან სიფრთხილის არ გამოჩენის გამო შეხვდეს. ნარკომანობა არ ეყრებათ, არამედ ეს არის ცოდვა, რომელსაც ადამიანი ირჩევს. და ვინ ირჩევს? არა ეკლესიური, უზნეო, ან ფარისეველი რომელიც შეიძლება ყველა ტყავი მოირგოს, თუნდაც მორწმუნის. ცოდვაა მაშასადამე დანაშაულიც, რადგან უბიძგებს ამისკენაც.
|
saria-giorgi |
Jul 9 2009, 10:34 PM
პოსტი
#414
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ჩვენს მძიმე დროში კიდევ ერთი გზა გაიხსნა ჯოჯოხეთისაკენ - ნარკომანია. ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რა შედეგები მოსდევს ამ ავადმყოფობას ფსიქიკური, ზნეობრივი თუ ფიზიკური არსებობისათვის, დღეს ეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი. მაგრამ როგორ უნდა შევხედოთ მას ქრისტიანული პზიციიდან?
ჯერ ერთი ნარკომანა ძალიან ახლოსაა საზარელ ცოდვასთან - თვითმკვლელობასთან, ასევე ჯადოქროასთან, შავ მაგიასთან, სპირიტიზმთან, ანუ ყველაფერთან, რასაც ,, მიღმურ სამყაროსთან" ბნელეთის სულებთან აქვს კავშირი. ჯადოქრების მთელი თაობები ამგვარ ბანგს იმისათვის ხმარობდნენ, რომ თავიანთ ,, ღმერთებთან" , ანუ ეშმაკებთAნ დაუბრკოლებელი ურთიერთობა შესძლებოდათ.თავისთავად ადამიანის სურვილი - დალიოს რარაც სასმელი, რაც ძლიერ, უცნაურ, გამოუთქმელ მდგომარეობას განაცდევინებს და უცნობ, იდუმალ ქვეყანას დაანახვებს, არის დაცემულ სულთა გამოხმობა. კაცი მზად არის თავისი გრძნობები, მთლიანი სული მათ დაუმონოს, ოღონდ კი რაღაც ,, საინტერესო ", უჩვეულო, სასიამოვნო გამოსცადოს. ჩვენ, ქრისტიანებმა ვიცით, თუ არ განუწყვეტლივ ცდილობენ ეშმაკები გვაცდუნონ, მიგვიზიდონ ტკბილი ტყუილით, როგორ გვთავაზობენ შხამიან ნაყოფს ნუგბარის სახით, ყოველ ჩვენს კეთილ წამოწყებას ცრუ-სუკეთედ ქცევას უქადიან. მთელ თავიანთ მზაკვრობას, თავიანთ ბადეებსა და ხაფანგებს ისინი მშვენიერ, მომხიბლავ საფარველში ხვევენ. ამიტომაც ვუყურებთ ეჭვით ამ ,, ტკბილ " , ,, საამო " , ,, ნეტარ " მდგომარეობებს, შეუმოწმებლად არ ვღებულობთ არავითარ ,, გამოცხადებებს " , ,, ხილვებს " , ,, ჩვენებებს " , ,, განათებებს " და სხვა უჩვეულო მოვლენებს. ჩვენ არც უეცარ ,, ძლიერ " გრძნობებს ვუჯერებთ, სინანულის თუ ლოცვის დროს რომ გვაკითხავენ და არც ერთბაშად გაჩენილ მხურვალე მოშურნეობას, რადგან ვიცით - ეშმაკს იოლად შეუძლია გვაცთუნოს. ამიტომაც ვუფრთხილდეთ: აქ დაშვებულმა შეცდომამ ვაითუ უდიდეს შედეგამდე - სულის წარწყმედამდე მიგვიყვანოს. და ასეთი სიფრთხილის მიუხედავად ეშმაკი ხშირად გვჯობნის და გვაცდუნებს. მაშ რაღა ითქმს მათზე ვინ თვითონ ეძებს და ეზახის სწორედ ასეთ - ძლიერ, მკვეთრ, საამო გრძნობებს, ახალ-ახალ, უჩვეულო განცდებს, ,, ჩვენებებს ", ,, გამოცხადებებს "? ასეთი ადამიანი ბოროტ სულთა მფლობელობაში გადადის და სულით ხორცამდე მათი მონა ხდება. ეშმაკი მას მანამ შეიქცევს, ვიდრე სრულიად შთაეფლობოდეს ნარკომანიის ჭაობში და დამოუკიდებელი პიროვნებიდან ნარკოტიკის დანამატად იქცეოდეს. ამიერიდან მის ცხოვრებას ერთადერთი მიზანი აქვს - როგორმე კვლავ აღმოჩნდეს იმ ,, სამეფოში ", რომლის კარსაც ნარკოტიკი აღებს და ,, ვარდისფერი ნისლით" მოცულ არარსებულ სამყაროში ცხოვრობს. მაგრამ საბრალოს დემონები ბოლოს ამ ნუგეშსაც სტაცებენ - ნარკოტიკის მიღების სურვილი მატულობს, დოზები იზრდება, უიმისოდ არსებობა ძნელდება, საამო შეგრძნებები კი უკვე პირვანდელ ხიბლს კარგავენ, ქრებიან და ამ ,, ვარდისფერ ნისლის " მიღმა ტანდათან ჩნდება ეშმაკის მახინჯი, საშინელი სახე. მაშინ კი უხეშად დასცინის თავის მსხვერპლს, აღარ ეფერება და ეპირფერება, პირიქით, უმოწყალოდ თელავს და ხშირად თვითმკვლელობასაც ჩააგონებს- ეშმაკის საბოლოო მიზანიც ხომ სწორედ ისაა, სამუდამოდ დაიმონოს სული. თვითმკვლელობა ყველაზე შხამიანი კერძია იმათ შორის, რასაც ეშმაკი თავის რჩეულებს სთავაზობს. ნარკოტიკული ცდებისა დაროკ-მუსიკის(ან დემონური კულტის სხვა ფორმა) შეხამება წარწყმედის უფსკრულის ფსკერზე დაშვების უმოკლესი გზაა. მაგალითად დასავლეთში გახშირდა ასეთი შემთხვევები: ზოგიერთი ახალგაზრდა ,, ჰიპების " წრიდან, უმეტესად ნარკომანები, ვინც უკდურეს ზღვარს აღწევს, უკვე ვეღარ კმაყოფილდება ,, ნირვანაში ჩვეულებრივ მოგზაურობით " და თავს იკლავს თანაც როგორ? უზარმაზარი ცათამბჯენის სახურავზე ადის, იქ იკეთებს უძლიერესი ნარკოტიკის სასიკვდილო დოზას და მაშინვე ხტება. წამალი ვარდნის პროცესში იწყებს მოქმედებას, ადამიანს სრულიად ფანტასტიური განცდები ეუფლება და ჰაერშივე კვდება დოზის სიჭარბის გამო, მიწაზე მხოლოდ მისი უსულო სხეული ეცემა- როკ-სიმღერებიც გაჩნდა, ასეთ ,, თვითგანადგურება " რომ აქებენ და ჯოჯოხეთში ვარდნის ,, უმაღლეს პილოტაჟს " ადიდებენ..... და მაინც საიდან იწყება ნარკომანია? დღეს, როდესაც ყველა ახალგაზრდა ბავშვობიდან ეზიარება მრავალ მძიმე ცოდვას, როდესაც ყველგან ქრისტეს უარყოფას აწყდება, როდესაც ასე შორსაა ეკლესიისგან, უთუოდ უდგება მძიმე შინაგანი კრიზისი: სულის თითქოს ლოდივით აწევს შეუნანებელი ცოდვები, მაგრამ სარწმუნოება და რელიგიური ცოდნა არ ჰყოფნის იმისათვის, რომ ღმერთს სთხოვოს შველა, ლოცვასა და სინანულში ეძებოს შემსუბუქება, განკურნება, გათავისუფლება. შინაგანი დისკომფორტის მუდმივი განცდა ,ას აიძულებს ეძებოს რაიმე მსუბუქი საშუალება ამ სიმძიმისგან თავის დასახსნელად, მოიშოროს თავიდან მახრჩობელა ძაფები, ანუ შეუნანებელი ცოდვები, გაექცეს მომქანცავ სინდისის ქენჯნას, იპოვოს რაღაც ილუზორული, ფანტასტიკური სამყარო, სადაც არც საზრუნავი არსებობს და არც საწუხარი. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომელი ქვეყანაა სულისათვის ჭეშმარიტი სანუკვარი და იგი სავსებით რეალურია, ბევრად უფრო რეალური, ვიდრე ეს, ხილული სამყარო: ,,...განუსვენე სულსა.......ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არას სალმობა, მწუხარება და სულთქმა...." ასეა აღწერილი ეს ადგილი მღვდლის ლოცვაში შესვენებულთათვის. ესაა ცათა სასუფეველი, რომლის მახარებლადაც მოგვევლინა მიწაზე უფალი იესუ ქრისტე და რომელიც განცხადდება მისი მეორედ მოსვლის ჟამს, როდესაც უფალი მოვა განსჯად ყოველთა ცოცხალთა და მკვდართაიქ ისინი შევლენ ვინც სიბილწისაგან წმიდად იცავდა გულის კარიბჭეს, ეძებდა მხოლოდ სიმართლეს- ჭეშნარიტ, მარადიულ ღმერთს, ვისაც სიყალბე ჭეშმარიტებად არ მიუღია და მარადიული ჭეშმარიტება ოსპის შეჭამანდში არ გაუცვლია(როგორც ესავმა გაუცვალა თავის პირველშობილობა ძმას- იაკობს (დაბ.თავი25)) ნარკომანია კი ყიდის თავის სულს, თვით მარადისობას ,, ოცნების სასახლეზე ", ,, ვარდისფერ ნისლზე ". მას უკვე უჭირს დაბრუნება ფანტასტკურ სამყაროდან, მისი ,, სიმშვიდიდან " აქ , მიწაზე , სადაც მუდმივი ბრძოლაა, ბრძოლა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის; განზე დგომა ურჩევნია, ომის დროს ბუჩქებში დამალვასა და დაძინებას ლამობს, რათა ვერც ვერაფდერი დაინახოს და ვერც ვერაფერი გაიგონოს,მაგრამ სულის ცხონებისათვის ბრძოლაა საჭირო, ამ ბრძოლას ვერსად გავექცევით და რაც უფრო ადრე გამოერკვევა კაცი დაბანგული მდგომარეობიდან, რაც უფრო ადრე ჩამოიბერტყავს ჰიპნოზის ჯადოსნურ ხიბლს, მით უფრო ადრე შეძლებს ჭეშმარიტებისკენ - უფლისკენ მოქცევას. ამ დემონურ ტყვეობაში მოქცეული კაცის მდგომარეობა თავისი სიბნელით, სინათლის წყაროსაგან მოშორებით, იონა წინასწარმეტყველის მდგომარეობას ჰგავს.კაცი თითქოს ცოცხალ-მკვდარია- ხორცით კი მთელია, მაგრამ სული უკვე იმქვეყნადაა, თითქოს ნაწილობრივ ჯოჯოხეთშია, ეშმაკებს შორის. და ილოცა იონამ უფლისა მიმართ: ,, გარემომესხა მე წყალი, ვიდრე სულად ჩემდამდე, უფსკრულმა მომიცვა მე უკანასკნელმან, დახდა თავი ჩემი ნაპრალებსა მთათასა, შთავხედ ქვეყანად, რომლისა მოქლონნი კლიტე საუკუნეებ. და აღმოვედინ ხრწნისაგან ცხოვრება ჩემი" (იონა,2,6-7). ნარკოტიკებს დამონებული კაცი საბრალო ბუზს ჰგავს, ობობას ქსელში გაბმულს - საცაა ობობა მოვა და სისხლს გამოწოვს. რაც შეიძლება მტკიცედ უნდა მოვკიდოთ ხელი ამ სნეულების განკურნებას. (არქ.ლაზარე) -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
afxazi |
Feb 15 2011, 12:43 PM
პოსტი
#415
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თემა არქივიდან გადმოდის თხოვნის საფუძველზე.
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
.zakaria. |
Feb 15 2011, 02:44 PM
პოსტი
#416
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
დარწმუნებული ვარ მხევალი მოითხოვდა ამ თემის გაცოცხლებას
-------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
მხევალი ნინო |
Feb 15 2011, 10:13 PM
პოსტი
#417
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
.zakaria.
ციტატა დარწმუნებული ვარ მხევალი მოითხოვდა ამ თემის გაცოცხლებას რა ეჭვიანი ხარ რაააა არ არის საჭირო სხვისი სტატუსების კითხვა, მცდარ დასკვნებამდე არ მიგიყვანოს -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
lingvo |
Feb 15 2011, 10:36 PM
პოსტი
#418
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
რა უნდა ითქვას ახალი? თუ ვინმე ნარკომანიით იყო შეპყრობილი და ღვთის მადლით გათავისუფლდა, იმ ადამიანის მოსმენა იქნებოდა საინტერესო.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მხევალი ნინო |
Feb 15 2011, 10:41 PM
პოსტი
#419
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ამ დღეებში ძალან საიტერესო ისტორიას მომიყვნენ, ვიფქრე დავწერ თქო და ამიტომ, მართლაც მე ვთხოვე დათოს ამ თემის გაცოცხლება, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ ღირს არაფრის მოყოლა.
მე მგონი ჯობია დავაბრუნოთ უკან.. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
.zakaria. |
Feb 15 2011, 10:44 PM
პოსტი
#420
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
.zakaria. რა ეჭვიანი ხარ რაააა სულაც არა,ვიცი რა ეშმაკის ფეხიც ხარ, დავწერე ის რასაც ვფიქრობდი -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th March 2024 - 07:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი