IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ყოველდღიური ცხოვრება, და სიზარმაცე
მათველა
პოსტი Mar 28 2011, 10:06 PM
პოსტი #1


დაიგვიანე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 1-April 07
მდებარ.: მიმავალი , მიმავალი..
წევრი № 1,539



იმედია გვექნება ერთი-ორი წუთი რომ კარგად გადავიკითხოთ და დავფიქრდეთ, - როგორ ვატარებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ზოგადად?
კარგი იქნება ცოტა ხნით დაწყნარებულმა, თავის თავს შეეკითხოს კაცი, - როგორ გადის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. «ყოველ დღესა შენს თავს კითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე? (წმ. ილია მართალი)» .
დღის განმავლობაში, 24 საათიდან, რამდენ ხანს უთმობს ადამიანი მნიშვნელოვან და უმნიშვნელო საქმეებს?
რის კეთებას ვიწყებთ ახლა, და რატომ ვიცით ხოლმე გადადება შემდეგისთვის ან "ხვალისთვის"?
- განა ხვალე ისევ ასეთივე დღე არ იქნება, როგორი დღეც ახლა არის ..
თუ ახლა გვეზარება მართლმადიდებლობისაკენ და სრულყოფილებისაკენ ძლიერი სიარული, ხვალ არ დაგვეზარება? თუ განათლება,შემეცნება, ან სხვა, რისი კეთებაც ახლა გვიჭირს, ხვალ არ გაგვიჭირდება? თუ ... შემდეგ კარგ ხასიათზე ვიქნებით - კარგი ამინდი იქნება, და ყველაფერი ადვილად გაკეთდება?? თითქოს, ყოველთვის იმას ვუცდით, რომ შემდეგ «მზად» ვიქნებით და «მადლი» თავისით მოგვეცემა..
არადა, როგორიც ახლა, ამწუთას ხარ, ისეთივე იქნება, თუნდაც მონასტერში რომ წახვიდე.. ,თუ ახლა არ იწყებ ნაბიჯის გადადგმას და გეზარება, ვერც ხვალ დაიწყებ.
არ გველევა მიზეზები, რატომღაც სულ «დაღლილები» ვართ ხოლმე... თუმცა კაცმა რომ თქვას, ალბათ, გულით არ გვეხალისება სიკეთის კეთება და, გვეზარება და იმიტომაც გადავდებთ ხოლმე ყველაფერს სხვა დროისთვის..
არადა,, სინამდვილეში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ წუთასვე, თუნდაც დღის ბოლო რომ იყოს- დღესვე შესაძლებელია ბევრი რამ,მთავარია ნაბიჯის გადადგმა ...

განწყობას რომ ვუცადოთ - არაა სწორი. რადგანაც, ხშირად ისე ხდება, რომ შეიძლება ახლა უხალისოდ და წვალებით ვაკეთებდე რამეს, მაგრამ მომავალში კი შედეგს იღებს. ამიტომაც, ის, რისი გაკეთებაც იყო საჭირო აქამდე და არ გააკეთე, ამწამსვე უნდა ადგეს კაცი და გააკეთოს. არაფერი არ გიშლის ხელს, არც წვიმა და არც ქარი. საერთოდ,საერთოდ არაფერი. იმას ხომ არ ფიქრობ, რომ "რაღაც" გული არ მიგიწევს და ხასიათზე ვერ ხარ თითქოს - ეს ალბათ ყოველთვის ასე იქნება, ამწამს როგორაც ხარ, ალბათ ისე იქნება ხვალაც და შემდეგაც და ყოველთვის. თავს ნუ იტყუებ, "ის მშვენიერი დღე" ნამდვილად არ მოვა, როცა თავისით ყველაფერი გამოსწორდება და შენც კარგად იქნები. შენ უნდა დაიწყო სიარული, სხვა ვერავინ გააკეთებს შენს მაგიერ არჩევანს. როცა ერთ ნაბიჯს გადადგამ და მოისურვებ,უფალი შეგეწევა.
ადამიანს ხშირად ჰგონია, "ახლა სხვები მიყურებენ და ეს რო გავაკეთო, ხალხი რას იფიქრებსო". აი, ასე ნუ ფიქრობ! თორემ ყოველთვის ხელი შეგეშლება... რომც გიჭირდეს და რაღაც "დამძიმებულივით" გქონდეს გულო, და ფეხები რომ არ მიგიწევდეს, მაინც!

- მოძღვართან ან ვინმესთან მისვლა და საუბარი გინდოდა? ახლავე მიდი, დაელაპარაკე რაც საჭიროა , რატომ უცდი ვითომც ხელსაყრელ გარემოებებს? ნუ იმიზეზებდა იტყუებ საკუთარ თავს, რომ - "ალბათ, ახლა არ ეცლება", ანდა "სხვები მიშლიან ხელს" და სხვა რამეებს. თორე კი ბატონო, შეგიძლია საკუთარი თავს უმეორე, რომ "აი ახლა არ ეცალაო" ( სინამდვილეში კი - გულში გიხარია, რომ ისევ გადაიდო ეს, გამოსწორების საქმე "შემდეგისთვის", რადგანაც გულის სიღრმეში "რთული და მძიმე" გეჩვენება გამოსწორება და ცოდვებთან განშორება.)



როცა გადავხედავ, რომ მთელი წინა პერიოდი ფუჭად მაქ გატარებული, ცუდი გრძნობა მრჩება- თუ ახლა, როცა ახალგაზრდა ვარ,- დროც მაქვს, ძალაც, და რაც კი რამ საჭიროა, ყველაფერი მაქ- თუ ახლა მთელი ძალით არ ვზრუნავ ჩემს სულზე, აბა როდისღა უნდა დავიწყო ყველაფერი? რა უბედურებაა მართლაც. უკვე გავიდა ცხოვრების დიდი ნაწილი! რას უნდა ვუცადო- როდის იქნება «ერთი მშვენიერი , მზიანი დღე» და თავისით როდის ავმაღლდები სულიერად ? ? როცა ახლა , მეტნაკლებად თავისუფალი ადამიანი ვარ და არაფერს ვაკეთებ,ახლა არ ამოვდივარ ჭაობიდან და არ ვებრძვი ცოდვებს-ვნებებს, აბა მერე გავაკეთებ? - ეს თავის მოტყუებაა. "შემდეგ, შემდეგ,შემდეგ,შემდეგ.." .. თავისით არაფერიც არ იქნება დაიწყება "ხვალ"! ტყუილია, ტყუილი!
ხვალ კი არა, დღეს, და ამწამს უნდა დაიწყოს.


ყოველდღე დაკარგული საათები რომ შევკრიბო - წელიწადში რამდენი ასეული საათი გამოდის.. არადა ამ ხნის განმავლობაში სულისთვის რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა, რამდენი რამის, და ის დრო, უკან აღარასოდეს აღარ დამიბრუნდება..
უაზროდ დავდივარ, ტრანსპორტში ვზივარ , ოთახში ვწევარ, ვამთქნარებ - დროს ისე ვხარჯავ, თითქოსდა რაღაც სხვისი «ულევი ყულაბიდან» ვხარჯავდე რაღაცას,,, არადა ეს დრო, ეს საათები და დღეები, ეს წუთები ხომ მე მაკლდება, - ამით ჩემი ცხოვრების ქვიშის საათი იცლება . .

იმას არვამბობ, არ ვისუნთქო და არ ვჭამო თქო, მაგრამ საჭიროა ვაცნობიერებდეთ დროის, მართლაც წუთების და წამების მნიშვნელობას და ასე თუ ისე საჭირო რამეს ვაკეთებდეთ.. მერე თვითონვე დაინახავს კაცი დროის უკმარისობას.

და ამ ცხოვრებაში ხომ უამრავი რამ გვაძინებს. მთვარე კი არა, "მზიანი დღეც" გვაძინებს, რადგან კარგ ამინდში პირიქით, უფრო მეტად გვავიწყდება ღმერთი და ჩვენი სული.
ადამიანმა თავი თუ დააძინა, როდისღა მოასწრებს სრულყოფილებისაკენ სიარულს? მუდამ ვიმიზეზებთ საქმეებს - "აი, ეხლა ეს არის გასაკეთებელი", "აი ეხლა ის".. უმნიშვნელო ნივთებზე ვზრუნვავთ და ვუთმობთ დროს ისეთ ნივთებს და ისეთ უაზრო საქმეებს ( რომელთა გადადებაც შეიძლება), ხოლო ვაპირებთ რომ "ბოლოსკენ" მივხედოთ შინაგან სულიერ სამყაროს ..
ეშმაკის საყვარელი ფრაზა - სიცოცხლის ბოლოს რომ მივუახლოვდებით, მერე დავიწყებო სულიერ ცხოვრებას - და, სამწუხაროდ მრავალი ჩვენგანი ფიქრობს ხოლმე ასე.

თანაც, ჩვენ როგორები ვართ? გულის სიღრმეში გვინდა რომ ჩვენი სინდისის წინაშე გამართლებული გამოვიყვანოთ ჩვენი თავი - "აი კაცო, დღეს ესა და ეს საქმე მაქ, და აბა ჩემი სულისთვის დღეს სად მცალიაო" და მიზეზებს ვეძებთ რომ თავი ავარიდოთ ბევრ რამეს.
არადა ესეთი სისულელეები მხოლოდ ჩვენ გვაკლებს ბევრ რამეს, თორემ კი ბატონო, რამდენიც გინდა იმდენი ვიმართლოთ თავი. თუ გინდა, შეგიძლია არჩევანი გააკეთო - დღე და ღამ იმუშავო და სულ ნუ მიხვალ ეკლესიაში ნურასოდეს. და თავის "გამამართლებელი" საბუთიც კი გექნება. მარა რაში ვცდებით იცი? ჩვენ გვგინუა, რომ რომ ღმერთი გვადებს უამრავ ვალდებულებას და გვიბრძანებს რომ "აი, გინდა თუ არა შენს სულს მიხედეო, გინდა თუ არა ეკლესიაში იარე".. და ჩვენ, დაშინებულები ამ "ვალდებულებებით", ერთი სული გვაქ, რომ რაღას "სხვა საქმე" გამოგვიჩნდეს, რომელიც თავს დავიძვრენთ, ოღონდაც რომ ეკლესიაში არ წავიდეთ, და დიდად გვიხარია, რომ რაღაც "სხვა საქმე" გამოგვიჩნდა, რადგან ახლა გამამართლებელი ალიბი გვაქ.
აი, ასეა ზუსტად. ჩვენ მარადიულობისაკენ სიარული და სულიერი ცხოვრება "ვალდებულებად" და სიმძიმედ გვეჩვენება, თითქოს რაღაც უბედურება იყოს, "ბედნიერები" ვეღარ ვიქნებით, აღარ გვექნება გართობის საშუალება და ერთი სიტყვით, რაღაც ტანჯვა-წამებად წარმოგვიდგენია ეს ყველაფერი.
თითქოს მკაცრი დირექტორი გვავალებდეს სკოლაში სიარულს, რომელიც ჩვენთვის ტანჯვა-წამებაა, და ჩვენც (ჩვენ გუელბში ჩავიხედოთ, რომ ასეა) - ხშირად ვეძებთ მიზეზს - "აუ მას, ახლა მეზარება რა, ახლა ეს მაქ გასაკეთებელი,მერე ის, და თუ მოვახერხე, მოვალ რა სკოლაშიცო.."
კი ბატონო! კი ბატონო. ვიცხოვროთ ასე და ვიყოთ. ვიყოთ ასე მონები სიზარმაცის და უსაქმურობის, რადგან სინამდვილეში არ გვიხარია ღმერთთან ყოფნა - ღვთის გზაზე სიარული მომაბეზრებელი გვგონია, სულიერი ცხოვრება დამღლელი გვგონია, გვგონია რომ ერთფეროვნებაა, გვგონია რომ მოწყენილობაა, გვგონია რომ შეზღუდულები ვიქნებით, გვგონია რომ აკრძალული გვექნება ჩვენვის ძვირფასი რამეები, გვგონია რომ ჩაკეტილები ვიქნებით, გვგონია რომ უხალისოდ ვიქნებით და გულში ვფიქრობთ კიდეც, რომ "კაცმა რომ თქვას, რა დიდი ბედნიერება ღმერთთან ყოფნა არისო", რადგან სულ შრომასთან, დაღლილობასთან და აკრძალვებთან, შეზღუდულობის წარმოდგენა გვაქ. აი, ეს არის სიმართლე და ერთ-ერთი მიზეზიც კი ჩვენი მოდუნებულობის.

თორემ, სინამდვილეში რომ ასეთი მახინჯი წარმოდგენა არ გვქონდეს სულიერ ცხოვრებაზე და ღმერთთან ერთად ყოფნაზე, და სულ ოდნავ მაინც ვიცნობდეთ ღმერთს - ამწამსვე წამოვხტებოდით და დავიძახებდით - ღმერთო სადა ხარ, შენთან ახლოს ყოფნა მინდა! ღმერთო აღარ მინდა ცოდვები, მზადა ვარ მთელი ცხოვრება და ყველაფერი დავთმო, ოღონდაც შენთან, ცოთატი მაინც მოგიახლოვდე.. თანახმა ვარ მთელი ცხოვრება ტანჯვა-წამებაში გავატარო, ყველა ცოდვაზე ვთქვა უარი, ოღონდაც მიმიღო უფალო!..

ჩვენ კი - ვაი ჩვენდა, რა შორს ვართ ღვთის შეცნობისაკენ. საერთოდ წარმოდგენაც არ გვაქ რა არის ქრისტიანობა, ის ნამდვილი ქრისტიანობა, რაც 2000 წლის წინ განკაცებულმა უფალმა კაცობრიობას საბოლოოდ მოფინა, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს. რა სილამაზე და სიდიადეა სწორ, ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენ მუქ ფერებში გვეჩვენება ( ნუ, არამართლმადიდებლობისადმი მებრძოლ ხალხზე არ მაქვს საუბარი, ისინი ვერც სხვა დროს ხედავდნენ სინათლეს).

ჩვენ კი თავის მართლებაზე ვართ, ოღონდაც ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტად "მოვიშოროთ" და მოვიცილოთ სულიერი ცხოვრება, და დიდი სიხარულით ვეძებთ, რომ ოღონდაც სხვა რამ საქმე გამოგვიჩნდეს, და გავექცეთ სულიერ საქმეებს.
მაგრამ როდის უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს სიმართლე?
რა არის სიმართლე? ის, რომ ეს ყველაფერი ღმერთს კი არ ჭირდება რამედ, ან ვინმე სხვისი გულისათვის კი არ აკეთებ, ან რამე "ვალდებულების" შესრულების გამო კი არ აკეთებ, ან "საკონტროლო" გამოცდას კი არ აბარებ, რომ ოღონდაც მოიშორო და...
არა, არა..
ზოგადად, შეიძლება თქვას კაცმა, რომ ამქვეყნად ვის დაკარგვიხარ, ან ვის დაკარგვია შენი ლოცვა? სულ რომ დღედაღამ ილოცო, ვის რაში ჭირდება? ეკლესიაში რომ იარო სულ, ვის რაში ჭირდება? განა ღმერთი, რომლის წინაშეც, ამ სამყაროში ერთი მოლეკულაც კი არა ვართ, სულ ჩვენ "გვითვალთვალებს" რომ რამე შეცდომა გვიპობვოს და დაგვსაჯოს? ესეთი აზრი არის ანტი-ჭეშმარიტი აზრი. ეს საპირისპიროა ჭეშმარიტი აზროვნების.
ჩვენი ეკლესიური ცხოვრება და მართლმადიდებლური ცხოვრება, სხვას კი არ ჭირდება; ჩვენი ლოცვა სხვას კი არ ჭირდება, ანდა ჩვენი საქმეები (რა დიდი საქმეები ჩვენი საქმეები არის კაცმა რომ თქვას) - ეს ყველაფერი ჩვენთვის არის სასიცოცხლო, მაცოცხლებელი, რომ ჩვენი სული არ ჩაქრეს, რომ ღვთისაკენ ვისწრაფოთ, ეს ჩვენ გვჭირდება, დღემუდამ რომ ზემოთ-ზემოთ მივილტვოდეთ, ეს ჩვენთვის არის უდიდესი ბედნიერება, თორემ სხვისი ვალდებულების გამო კი არ ხდება ეს ყველაფერი კაცო..
თუ არადა, კი ბატონო - გადავდოთ და გავექცეთ ბედნიერებას, და როცა ჩვენი ცხოვრება დამთავრდება, ვინ დარჩება მოგებული? მერე ვიქნებით იმის ხასიათზე, რომ კიდევ ვთქვათ - "ღმერთო, მაშინ არ მეცალა და იმიტო ვერ მგაქციე ყურადღებაო"? ვიტირებთ და ვიგლოვებთ, რომ "ნეტა რატომ ცხოვრებაში არ ვაკეთებდი და არ ვაქცევდი ყურადღებას იმას, რაც ყველაზე მთავარი ყოფილაო". მოვა დრო და ამას ვიტყვით. მერე გვიანი იქნება.

და სწორედ ესაა მცდარი აზროვნება. ამისათვის, საჭიროა უკეთ გავეცნოთ სიცოცხლის აზრს, და როცა ადამიანი მართლა დაინახავს მაგას, მერე აღარავითარი სურვილი არ ექნება, რომ სულიერ ცხოვრებას გაექცეს და იმის მცდელობაში ვიყოთ, რომ რაღაც მიზეზები ვეძებოთ, არამედი პირიქით, თვითონვე მოუნდება ადამიანს, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად მოასწროს და დააგროვოს საუნჯე - ის საუნჯე რაც მუდამ რჩება.



ამ ცხოვრებაში რასაც ვერ მოასწრებს კაცი, იმას ხომ ესეგი ვერც ვერასდროს მოიპოვებს..
ჯობია სიზმრისეული ცხოვრებიდან გამოვფხიზლდეთ და რეალობაში მოვიდეთ - რეალობა კი ისაა, რომ ეს ცხოვრება სიზმარივით,ძალიან მალე გაივლის და ეს "სიზმარიც" დამთავრდება, ჩვენ კი რეალობის შესახვედრად სრულიად მოუმზადებელი აღმოვჩნდებით.
რა არის გამოსავალი ?.. – ალბათ, ამ წამიდანვეა საჭირო დაუღალავი ბრძოლა საკუთარ თავთან, და არ ვიფიქროთ ხოლმე "ოღონდაც ახლა არა.." . ზუსტად რომ ამ წამს. ახლავეა საჭირო განთავისუფლდე მიწაზე მიჯაჭვულობისაგან. ახლავეა საჭირო, ამოიგლიჯო გულიდან ცოდვებისადმი მიჯაჭვულობა. არააქვს მნიშნელობა როგორ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ახლავე უნდა ეცადოს კაცი წამოდგომას და კვლავ სიარულს,თუნდაც სულ ახლიდან დაიწყოს ყველაფერი. (ოღონდ არა ზედმეტ, იძულებით "წამებაში" და მონურ ფსიქოლოგიურ დაძაბულობაში გადასული. საჭიროა გვესმოდეს ქრისტიანული თავისუფლება, ხოლო ეგ კიდევ სხვა თემააა).
ასე შეიძლება მრავალი წელიც გაგრძელდეს , შეიძლება იმდენად რთული და ხანგრძლივი იყოს საკუთარ თავთან ბრძოლა , რომ წარმოუდგენელიც მოგვეჩვენოს - მაგრამ შესაძლებელია. . ეს იქნება სწორი.
ყოველდღე რაღაცას უნდა ცდილობდეს კაცი.
ამიტომაც ახლავე თუ არ გადადგა კაცმა საჭირო ნაბიჯი, - თუ თვითონ , პირადად თვითონ და ძლიერად არ მოინდომა, თუ არ მოიცალა თავის თავზე ფიქრისთვის - ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვინ გააკეთებს? არავინ გააკეთებს! არავინ. სხვას კი არაფერი, არამედ შენს სულს მოაკლდება მარადიულობაში . ვერც სხვა დაგვეხმარება , თუ შიგნიდან სურვილი არ გვაქ. უნდა გააკეთო არჩევანი - რა გინდა ცხოვრებაში. გვეუბნება უფალი - იყავით სრულყოფილიო. ესეგი შესაძლებელია. თუმცა, აქვე აუცილებლად გავიმეორებთ ფსალმუნის სიტყვებსაც, რომ "თუ ღმერთი არ აშენებს სახლს, ამაოდ ირჯებიან მუშაკნი". ანუ, ის მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს მცდელობას ღმერთი აფასებს და ის შეგვეწევა, რადგან კაცს თავის თავზე დიდი შთაბეჭდილება არ შეექმნას და არ იფიქროს "აი, მე სხვა ადამიანებთან შედარებით რა მაგარი ვყოფილვარო".
რაც ყველაზე მთავარია, ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში და ისეთ ადგილას, რომ ჩვენს წინაა, ჩვენგან სულ ახლოსვეა ის ქრისტიანული გზა, ის ერთადერთი მართლმადიდებელი გზა, რომელიც მსოფლიოში ბევრმა სხვა ხალხმა ვერ მოიპოვა, და ჩვენ კი ასე სრულყოფილად და თავისუფლად გვაქვს მინიჭებული, და ამ მადლით ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა..

ჩვენ თვითონ დიდი არაფრის მაქნისებიც არ ვართ და მადლობა ვთქვათ იმაზე, რომ ხელებს ვამოძრავებთ, თვალებში მხედველობა გვაქ, წესიერი სუნთქვა შეგვიძლია და ავადმყოფობით საწოლზე მიჯაჭვული არ ვართ.
ანუ, ბევრი მადლი გვაქ უკვე მოცემული ამ კუთხითაც.
ამიტომაც, ახლა არჩევანი ჩვენ უნდა გავაკეთოთ.
მიუხედავად სირთულეებისა, ადამიანი სწორ მიზანს უნდა მიყვებოდეს წვიმაშიც და მზეშიც,საღამოს და დილას. ალბათ ძნელიაო იტყვი, მარა ნუ გაექცევი ამ "სიძნელეს", რადგან არაა ისეთი ძნელი, როგორიც გეჩვენება. თორემ ახლა თუ არ გინდა ქრისტიანობა, მაშინ აბა მონასტერში წასვლა კი არ არის გამოსავალი.. მთავარია რასაც აკეთებ, იმის არსი შეიცნო, რადგან(როგორც ქვემოთ სოფომ დაწერა) რაც გიყვარს, ის უკვე აღარ დაგეზარება. ხოლო, რაც გეზარება, ესეგი გულის სიღრმეში არ გიყვარს.
ჯერჯერობით მართალია ყველას ვერ მოვთხოვთ ამას, თუმცა ასე თუ ისე, ალბათ უკვე უნდა გვესმოდეს , რომ ბევრი რამე არის გასაკეთებელი, პირველ რიგში საკუთარი სულიერებისათვის. რას ვაკეთებთ ახლა..
საღამოა უკვე.

არჩევანი ნებისმიერ წამსაა შესაძლებელი, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდე. იცოდე - ნებისმიერ წუთას, ნებისმიერ მდგომარეობაში, - გაქვს არჩევანის შესაძლებლობა. საით გადაიხრები, ეგ უკვე შენზეა - "გარემო" მიზეზებს ვეღარ დააბრალებ..


--------------------
თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ALIUS
პოსტი Mar 28 2011, 11:51 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 73
რეგისტრ.: 4-December 10
წევრი № 10,026



ეგ პრობლემა მაწუხებს sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Mar 29 2011, 12:03 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ისეთი შეგრძნება მაქ ჩემზეა დაწერილი biggrin.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevani 7
პოსტი Mar 29 2011, 12:22 AM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 17-February 11
წევრი № 10,500



მეც დამაფიქრა unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Apr 3 2011, 12:05 AM
პოსტი #5


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



სათაურმა დამაფრთხო, შესაბამისად პოსტის წაკითხვა შემეშინდა და თავი ავარიდეsad.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aia
პოსტი Apr 3 2011, 12:25 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი № 3,725



ციტატა(მაშიკო @ Apr 3 2011, 12:05 AM) *

სათაურმა დამაფრთხო, შესაბამისად პოსტის წაკითხვა შემეშინდა და თავი ავარიდეsad.gif


წაიკითხეთ, ნამდვილად არ ინანებთ. smile.gif

ეტყობა რომ მართლა გულით აქვს დაწერილი,

რადგან ჩემზე ისე იმოქმედა, ახლა უნდა ავდგე და რამდენიმე რაღაც,

რაც მეზარებოდა და ხვალისთვის გადავდე, ახლავე უნდა გავაკეთო smile.gif

მათველა, გაგახაროს უფალმა და გაგაძლიეროსkiss1.gif გაიხარეეეkiss1.gifkiss1.gifkiss1.gif

იცოდე, ახლა ეს ჩემი დაუზარებლობა შენს სიკეთეებს მიეწერება smile.gif kiss1.gif


--------------------
აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა;

აკურთხევს სული ჩემი უფალსა

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nikolozzi
პოსტი Apr 3 2011, 01:11 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,716



დიდი მადლობა,მაგარი პოსტია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი May 26 2011, 07:53 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



კი ნამდვილად ასეა :პოსტის დაწერაც კიმეზარებასმაილი:
IPB-ს სურათი

შეიძლება დამოკიდებულების შეცვლა დაეხმაროს ადამიანს ამ პრობლემის მოგვარებაში.. არაა საჭირო რაღაც მიზნის დასახვა რომ მეორე წუთიდან სრულყოფილი გახდება.. :გრენდაიზერგაძლიერდი: : P საკუთარი თავის იმედიც ხომ არასწორია, ანუ რეალურად ადამიანს ღვთის გარეშე არაფერი შეუძლია ერთადერთი შეიძლება გადაწყვიტოს რომ ეცდება უკეთესი გახდეს.. :უკეთესიუკეთესი: D
ასევე დამოკიდებულების შეცვლაც შეიძლება დაეხმაროს ადამიანს ანუ ის რაც მეორე დღეს უნდა დავიწყოთ მიგვაჩნია უსიამოვნო პროცესად მშრალ მცნებების აღსრულებად, სურვილებზე უარის თქმად , ანუ იმის თქმა მინდა რომ თუ შევცვლით ხედვას - პროცესის სასაიამოვნოდ აღქმით დაიკარგება სიზარმაცე, რაც გვსიამოვნებს არ გვეზარება .. ))

ესეც ინდივიდულაურია ალბათ.. შეიძლება ზოგს დაეხმაროს ცოცხალი ურთიერთობის დაწყება ღმერთთან, განუყოფლობის, ანუ პრინციპში ადამიანს ერთადერთი ეს აქვს გასაკეთებელი და არა ათასი "სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმე" , ანუ დაიწყოს ცხოვრება რეალურ სამყაროში სადაც ის ღვთის შვილია, ღმერთის მიერ უკიდეგანოდ შეყვარებული არსება, რომელსაც ღმერთმა ყველაფერა უსაჩუქრა, შეიგრძნოს -მოეფეროს სიცოცხლეს, სამყაროს ადამიანებს , ..
არარის აუცილებელი ასკეტური ცხოვრება ზომიერების ფარგლებში ყველაფერი შეუძლია აკეთოს ადამიანმა, ვნებბებს რაც შეეხება თუ ადამიანი ჩაუღმავდება მათ არსს ვნებები სიმახინჯეა, და ხორცმეტი, ღირსებისთვის შეუფერებელი, მოგვწონებიათ როდესმე სხვისი ვნება,- როცა პატივმოყვარეობს, ეთს რეალურად გულისამრევია ცოდვა, ასე რომ მათგან განთავისუფლებაც სიამოვნებაა, შეიძლება საუბრის დაწყება ღმერთთან ქმედებების ფიქრის გადაწყვეტილებების დროს, შეთანხმება მასთან, -დაგვეხმაროს.... საერთოდაც სიყვარული : კი: სიყვარული უნდა დავიწყოთ ... რაც თავისთავში ამ ყველაფერს მოიცავს..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatilinta
პოსტი Jun 8 2011, 03:25 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 155
რეგისტრ.: 21-January 11
წევრი № 10,325



სრული რეალიზმი


--------------------
პრობლემების გადაწყვეტაში უფალს მივენდობით, რომელიც გვაფრთხილებს: “თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძს ყოფად არცა ერთი” (იოან.15:5 http://www.youtube.com/watch?v=CyNFNf2beKk http://teodore.ge/?site-id=4&cat=0&page=2 იქნება ის რასაც ღმერთი მომცემს,და რაც ჩემს ღმერთს სურს,ის მინდა მეც..! უფალს დიდება!!!ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მათველა
პოსტი Sep 23 2011, 01:04 PM
პოსტი #10


დაიგვიანე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 1-April 07
მდებარ.: მიმავალი , მიმავალი..
წევრი № 1,539



ციტატა(sopo... @ May 26 2011, 07:53 PM) *

საკუთარი თავის იმედიც ხომ არასწორია, ანუ რეალურად ადამიანს ღვთის გარეშე არაფერი შეუძლია ერთადერთი შეიძლება გადაწყვიტოს რომ ეცდება უკეთესი გახდეს..
ასევე დამოკიდებულების შეცვლაც შეიძლება დაეხმაროს ადამიანს -ანუ ის, რაც მეორე დღეს უნდა დავიწყოთ, მიგვაჩნია უსიამოვნო პროცესად, მშრალი მცნებების აღსრულებად, სურვილებზე უარის თქმად. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუ შევცვლით ხედვას, - პროცესის სასაიამოვნოდ აღქმით დაიკარგება სიზარმაცე - რაც გვსიამოვნებს ის უკვე არ გვეზარება .. ))


მეც ეგრე ვფიქრობ ზუსტად, მაგის გაგება დიდი ნაბიჯია.
ანუ ადამიანი თუ გაითავისებს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს (წირვა-ლოცვაზე დასწრება, მცნების აღსრულება და სხვა..), ესენი მშრალი პროცესი კი არ არის, არამედ სწორედ ისაა - ღვთისკენ მიმავალი გზა და საშუალება, რის გამოც შეუდგა ქრისტიანობას, ერთადერთი სწორი გზა.
ამას როცა ხვდება კაცი, მას ალბათ აღარც დაეზარება, არამედ პირიქით, უფრო მეტადაც შეიძლება მოუნდეს..

ანუ, უნდა შეხედო, რასაც აკეთებ - ეს ისაა, რასაც ღვთის გზაზე მიყავხარ? თუ ასეა, მაშინ გაურკვევლობა აღარ იქნება და ისღაა საჭირო, რომ იაროს ამ გზაზე და საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვება გააგრძელოს.. ხდება დროდადრო გაცივება, მარა ახალი ძალებით ისევ უნდა ადგეს და ძიება არ უნდა შენელდეს..


--------------------
თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 1 2015, 04:26 PM
პოსტი #11


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



რატომაა სახარებაში დაწერილი სადაც 2 ან მეტი მორწმუნე შეიკრიბება მე მათ შორის ვიქნებიო? ისე არაა ღმერთი ჩვენთან? ახლა ამ წუთას რო კომპიუტერთან ვარ აქ არ შემიძლია ღმერთთან ყოფნა?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 1 2015, 05:09 PM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sanfol
კრებულის მნიშვნელობაა იქ . კრებულს კი ,,მრავლობითი რიცხვი'' სჭირდება და მრავლობითი რიცხვი არ შეიძლება იყოს 1 . იგია 2 ან 2-ზე მეტი .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 2 2015, 04:59 PM
პოსტი #13


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
კარგად მაინც ვერ გავიგე რა განსხვავებაა ამათ შორის? თუ მაინც ჩვენთანაა ქრისტე კიდევ უფრო ჩვენთან როგორ იქნება ეკლესიაში წასვლით?

პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ
თავი მეცამეტე
5. მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ.

მათეს სახარება
თავი მეთვრამეტე
20. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 3 2015, 02:37 AM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sanfol
ციტატა
თუ მაინც ჩვენთანაა ქრისტე კიდევ უფრო ჩვენთან როგორ იქნება ეკლესიაში წასვლით?

რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვი ამ მოკლე წინადადებაში .

1- ეკლესია არ ნიშნავს ტაძარს და ტაძარი არ ნიშნავს ეკლესიას . ეკლესია (ბერძნული სიტყვაა და იმავეს ნიშნავს რასაც ეგრაულად სინაგობა და ესაა კრებული . და სიტყვა სინოდიც კრებას ნიშნავს და სხვას არაფერს) . ეკლესია სწორედ ის ორგანიზმია , რაზეც მაცხოვარი ამბობს რომ 2 და 2-ზე მეტი უნდა შეიკრიბოთო . და ცნობისთვის , მღვდელი თუ მარტოა ტაძარში , არ შეუძლია რომ საღვთო ლიტურგია აღასრულოს . მას მინიმუმ 1 სხვა პიროვნებაც უნდა ედგეს გვერდით . სწორედ ამას გულისხმობს ეკლესია , რომ რაიმე მადლი მე კი არ მივიღო მხოლოდ , არამედ სხვასაც გავუზიარო და იმან თავისი დადებითი მე მომცეს .

2-
ციტატა
ქრისტე კიდევ უფრო ჩვენთან როგორ იქნება ეკლესიაში წასვლით?

ქრისტე ღმერთია რაც იმას გულისხმობს რომ ღვთთაების თვისებებს განიკუთვნებს , რომელთაგან ერთ-ერთია მიუწვდომლობა . რაც იმას ნიშნავს , რომ რაც არ უნდა წარემატებოდე სულიერებაში , დასასრულ წერტილს ვერ ნახავ , რადგან სულიერებაში წარმატება უფლის მადლისა და ნიჭების მიღებას ნიშნავს და რადგან უფალი უსასრულო და დაუსაბამოა , ე.ი. მასთან მისვლაც მუდმივი პროცესია , მუდმივი დინამიკაა და არა სტატიკა .

ციტატა
5. მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ.

მათეს სახარება
თავი მეთვრამეტე
20. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.

შენს ადგილზე , სანამ ბიბლიურ ციტატებს მოვიტანდი ყოველგვარი განმარტების გარეშე , ჯერ საკითხის არსში გავერკვეოდი (მაგ : რა არის ეკლესია , დაუსაბამო ,უსასრულო და მარადიული თუა ღმერთი და.ა.შ.) , თორემ საკითხის არსში გარკვევის გარეშე ბიბლიური ციტატების რახა-რუხი სექანტობას ჰგავს და არა რელიგიურ საუბარს .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 3 2015, 12:33 PM
პოსტი #15


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
ანუ? ეკლესიაში ვუზიარებთ ერთმანეთს მადლს მერე? ღმერთი რა შუაშია მანდ? ისე არ მოგვმადლავს იგივეს სახლში რო ვილოცოთ? საკითხის არსი არის შემდეგი: ქრისტე ამბობს ეკლესია ჩემი სხეულია და მე მისი თავი ვარო(ზუსტ ციტირებას ვერ ვახდენ) მაგრამ ამავდროულად ის ყველგანაა და რაიმე 1 ადგილზე კონკრეტულად ვერ იქნება ხომ ასეა? თუ ასეა და ის ყველგანაა მაშინ მიუწვდომელი რატომაა? ღვთაებრივი თუ მიუწვდომელია ჩვენთვის მაშინ რაღა აზრი აქვს საერთოდ ლოცვას, მონოლოგს გავს ეს ყველაფერი და არა დიალოგს, არ გველაპარაკება ღმერთი?

- "ნუთუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული ცოცხლობს თქვენში? .. რადგან წმინდაა ღმერთის ტაძარი და ეს თქვენ ხართ" (1 კორ. 3:16,17)

სადღა მივდივართ თუ ჩვენშია ის რაც გვსურს? ესაა მიუწვდომლობა ეს უნდა ღმერთს რომ ერთ ადგილზე მივიდეთ და იქ დაგვხვდეს? რაღაც არამგონია. ის გავიგე რომ ტაძარი არაა ეკლესია და ეკლესია ტაძარი, ანუ ჩვენ რისთვის მივდივართ ეკლესიაში რომ შევიკრიბოთ და უფრო მეტი მადლი მივიღოთ? უფრო მეტი მადლია თუ არა ერთმანეთთან მყოფობა აქ ვიჭედები მაშინ რა უნდათ სად მიდიან ხოლმე მონასტერში განდეგილებად და მარტო რო ცხოვრობენ?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 3 2015, 02:49 PM
პოსტი #16


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sanfol
კვლავ აგრძელებ შეცდომებს და ციტატების უმართებულო ჩასმას . შეგახსენებ რომ ეს სექტანობა ჩვენ კი სიღრმისეულ საუაბრს ვაპირებთ , თუ არ ვცდებით , ხომ ?

კვლავ ვერ გაიგე რა განსხვავებაა ტაძარსა და ეკლესიას შორის . მაგრამ არ დავიზარებ და მცირედს გეტყვი კიდევ :
ამქვეყნად ყველაზე აღმატებული და ყველაზე დიდი , რაც კი არსებობს მართლმადიდებლისთვის , ესაა წმ.ზიარება , ევქარისტია . რომელიც სრულდება ტაძრებში მღვდლის მიერ . ჩვენ მივდივართ ტაძარში , რომ ვეზიაროთ ქრისტეს უხრწნელ სისხლსა და ხორცს ღირსეულად , რომელიც როგორც თავად ქრისტე ამბობს მაკურნებელი და მადლისმომცემია როგორც ხორცისთვის ასევე სულისთვის . ამავდროულად ვიხილოთ სხვა ჩვენი თანამოძმეები , რომლებიც ასევე ეზიარენ ამ უდიდეს სიწმინდეს , გავიხაროთ ჩვენი მდგომარეობით , გავიხაროთ მათი მდგომარეობითაც , ეს სიხარული ერთმანეთს გავუზიაროთ ,მივულოცოთ , მადლობა შევწიროთ უფალს რომ ღირსი გაგვხადა ერთი მხრივ თავად ვზიარებულიყავით ქრისტეს , მეორე მხრივ იმიტომ რომ ჩვენი მოძმეები ეზიარნენ ქრისტეს და მესამე იმიტომ რომ ყველანი ამ სიხარულის მოწმენი და მხილველნი გავხდით და დავბრუნდეთ ჩვენს სახლებში .
შეგახსენებ რომ პირველ საუკუნეებში საერთოდ არ არსებობდა ტაძრები და მორწმუნეები სახლებში , თუ სხვადასხვა ჩუმ ადგილებშI იკრიბებოდნენ ზიარებისთვის . ის მორწმუნეები იყვნენ სახლებში და ეზიარებოდნენ ? იქ იყო ეკლესია . იყვნენ გემზე და ეზიარებოდნენ ? იქ იყო ეკლესია და.ა.შ.
ხვალ რომ დევნა დაიწყოს და ტაძრები დაგვიხურონ , მოშორებით , სახლებში , ტყეებში და სხვადასხვა მიყრუებულ ადგილებში დავიწყებთ ევქარისტიას აღსრულებას და იქ იქნება ქრისტე .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 3 2015, 09:55 PM
პოსტი #17


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
ეგ არგუმენტი ამოვწურე უკვე, იუდაც ეზიარა ქრისტეს ხორცსა და სისხლს, მაგრამ სატანა შევიდა მასში რატომ? ხო მივედით მაქამდე იქაა ეკლესია სადაც ტარდება ქრისტეს მსხვერპლშეწირვა და რატომ არ შეიძლება ეს სახლში მოხდეს? სპეციალურ ლოცვებს თუ არ წავიკითხავთ ისე არ გადაიქცევა პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 3 2015, 09:55 PM
პოსტი #18


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
ეგ არგუმენტი ამოვწურე უკვე, იუდაც ეზიარა ქრისტეს ხორცსა და სისხლს, მაგრამ სატანა შევიდა მასში რატომ? ხო მივედით მაქამდე იქაა ეკლესია სადაც ტარდება ქრისტეს მსხვერპლშეწირვა და რატომ არ შეიძლება ეს სახლში მოხდეს? სპეციალურ ლოცვებს თუ არ წავიკითხავთ ისე არ გადაიქცევა პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 3 2015, 11:02 PM
პოსტი #19


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sanfol
ციტატა
იუდაც ეზიარა ქრისტეს ხორცსა და სისხლს, მაგრამ სატანა შევიდა მასში რატომ?

1- რა იცი რომ ეზიარა ? ცნობისთვის გეტყვი რომ მეცნიერები დღესაც კამათობენ ამ საკითხზე და ერთ დასკვნამდე ჯერ ვერ მისულან .
2- მართლაც რომ ზიარებულიყო , ეს არაფრს წყვეტს ამ შემთხვევაში . ზიარება ეს ის საჩუქარია , რომელსაც ქრისტე გვაძლევს დანარჩენი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული . ზიარება არის ცეცხლი , რომელზეც შეგიძლია საზრდელი მოამზადო , გათბე რომ არ გაიყინო და.ა.შ. საკმარისია მას მოშორდე , რომ გაყინვისთვის ხარ განწირული , ხოლო თუ ზედმეტად ახლოს მიხვალ , არ მოერიდები მას და დაუდევრად მოიქცევი , სხეულის ან გარკვეული ნაწილები დაგეწვები , ან უარეს შემთხვევაში შენს სიცოცხლეს შეიწირავს . იუდა ზედმეტად ახლოს მივიდა ,,ცეცხლთან'' თუ საერთოდ მოშორდა , შენვე გაარკვიე ,შენივე აზროვნებით .

ციტატა
ხო მივედით მაქამდე იქაა ეკლესია სადაც ტარდება ქრისტეს მსხვერპლშეწირვა და რატომ არ შეიძლება ეს სახლში მოხდეს? სპეციალურ ლოცვებს თუ არ წავიკითხავთ ისე არ გადაიქცევა პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად?
--------------------

თუ სახლში გაიშლება ოდიკი , იქნება კანონიკურად ხელდასხმული სასულიერო პირი , რომელიც ეკლესიის მიერ საუკუნეთა მანძილზე დადგენილ ლოცვას წაიკითხავს , რა თქმა უნდა გადაიქცევა ძღვენი ქრისტეს სისხლად და ხორცად .
ციტატა
სპეციალურ ლოცვებს თუ არ წავიკითხავთ ისე არ გადაიქცევა პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად?

ეკლესიის სწავლებით არა .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 4 2015, 05:30 PM
პოსტი #20


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
ხო ახლა მივხვდი ლოცვებშიც ხო წერია რამეთუ ცეცხლი არს და ნუ დაგვსწვავ არამედ გაგვნკურნეო(თუ რაღაცა ამდაგვარი) მადლობა პასუხებისთვის კიდევ ერთი კითხვა კათოლიკეები და სხვები ქრისტეს სისხლსა და ხორცს ცხოვრებაში ვერ ეზიარებიან? მაგათ რა ლოცვებიც აქვთ არაა ნამდვილი?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 09:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი