IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> რატომ არ აქტიურობენ მოძღვრები ფორუმზე?, თქვენი აზრი
Adam
პოსტი Oct 28 2009, 11:20 AM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



არ ვიცი.. : /
შეიძლება დრო არა აქვთ , შეიძლება ფორუმის ხმარება არ იციან , როგორც ჩემმა მამაომ , ოღონდ ეგ სულ ადნკლასნიკებზეა biggrin.gif ძალიან მიყვარს (:








































--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Oct 28 2009, 11:57 AM
პოსტი #22


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ციტატა(დეკ. ირაკლი @ Oct 27 2009, 08:10 AM) *

კითხვა მარტივია.
რატომ არ აქტიურობენ მოძღვრები ფორუმზე?
ან რატომ არ შემოდიან?
მამა დავითი,მამა ანდრეა მამა იოანე და......?
რატომ წავიდა ზოგიერთი?

sad.gif საერო საკითხებზე მსჯოლობამ გადაწონა, ნაკლებად ვსაუბრობთ სასულიერო საკითხებზე...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 28 2009, 12:14 PM
პოსტი #23


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მგონი ამოიწურა ჩემი მისია ამ ფორუმზე. აშკარად ხელს გიშლით. ჩემს გახსნილ თემებს ამქვეყნიურ გართობებზე და გონებრივ სიამოვნებებზე გადააქვს თქვენი ყურადღება და ღმერთს გწყვეტენ. ეგ დრო და ენერგია ჯობია ლოცვაში და რელიგიურ საკითხებზე მსჯელობაში დახარჯოთ. მამა ირაკლის შენიშვნამაც დამაფიქრა ამაზე... ეს მართლმადიდებლური ფორუმია და არა გასართობი. აქამდე ძირითადად ვხუმრობდი, ახლა კი მართლა ვწყვეტ ჩემს აქტიურ მოღვაწეობას ამ ფორუმზე. თუ ვინმეს ჩემთან საუბრის სურვილი პმ-ში მომწეროს და მანდვე ვუპასუხებ. მოლოცვებზე და ლაშქრობებზეც დიდი სიამოვნებით წამოვალ თუ გამაგებინებთ და თუ მეცლება, მითუმეტეს რესტორანზე უარს არ ვიტყვი a075.gif

გფარავდეთ ატმანის ძალა!

კარგად ბრძანდებოდეთ a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 28 2009, 01:01 PM
პოსტი #24


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



რატომ არ შემოდიან მოძღვრები? ალბათ იმიტომ, რატომაც ზოგიერთი უფროსი თაობის ხალხიც...

თუმცა, მე მაინც მგონია პირველი- ეს მოძღვრების დროის დეფიციტია. გარდა ამისა, დასაწყისში ხალისი და შემართება, რომელიც მოძღვრებს გააჩნიათ, ალბათ უფერულდება იმ სირთულეების ფონზე, რასაც ფორუმი და ვირტუალური ურთიერთობები ქვია.

ჩემთვისაც პრობლემა იყო დასაწყისში, რომ ერთი ზედმეტი გაცინება და ჩემზე პატარა ფორუმელები ისე ადვილად გადადიოდნენ ზღვარს, რაც წესით ჩემს რეალურ ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ირღვეოდა. მიჩვეული ვიყავი დისტანციას და მორიდებას სტუდენტების თვალში, ჩემი პატარა ლექტორული გამოცდილებიდან გამომდინარე და ფორუმზე მომიწია იმის სწავლა, რომ აქ მეტ-ნაკლებად ასაკობრივი ზღვარი და მორიდება არ არსებობს. ფორუმმა მასწავლა როგორ ვისაუბრო მე, ვის გავუცინო და ვის არა, რომ შემდეგ მე თვითონ არ ჩავიგდო ჩემი თავი უხერხულ მდგომარეობაში და არ გავბრაზდე "ეს როგორ მაკადრესო". : )

თუ ჩემთვის რთული იყო ამასთან შეჯახება, წარმომიდგენია მოძღვრისათვის რამდენად რთული და დამაბრკოლებელია ეს ყოველივე. რეალურ ცხოვრებაში თუ მოძღვარი მრევლთან რაიმეს იტყვის, ძალიან იშვიათია რომ იქ ვინმემ შეპასუხება გაბედოს, ხოლო თუ მაინც გაბედავს, ალბათ ათჯერ მოიკეცება და ისე ისაუბრებს : )). ეს ერთის მხრივ მოწიწებაა, მეორეს მხრივ მოძღვრებში აღვივებს გრძნობას "ეს ასეც უნდა იყოს, ცხადიაო". არადა ფორუმზე ასეთი რამ არ ხდება და ვერც მოხდება. აქ მღვდლის შესამოსელი არ ჩანს და თუ იუზერს მოძღვრის პასუხი არ მოეწონა, ამაზე მოწიწებით კი არა, ელემენტარული ზრდილობა და კორექტულობა რომ დაიცვას, ადმინისტრაციას საქმე აღარ ექნება ფორუმზე გასაკონტროლებელი.

მე ვთვლი, რომ ძალიან რთულია იყო მოძღვარი ვირტუალურ ფორუმზე. უამრავ დაბრკოლებას ეღობება ამ დროს მღვდელი. ჯერ მარტო ღიად დასმულ კითხვებზე გავოცებულვარ, ხან გამღიმებია და წარმომიდგენია PM-ებში რამდენ რამესთან შეიძლება უწევდეთ მათ გამკლავება. მე ვაცნობიერებ მათი ღვაწლის სირთულეს და მადლობელი ვარ თითოეული დღისთვის, რომელსაც მოძღვრები ამ ფორუმს მოახმარენ. მაგრამ, ყველა ამას ვერ დაინახავს ფორუმზე, თუმცა ღმერთი ხომ ხედავს, განა ეს უფრო მნიშვნელოვანი არაა. : )

მოძღვრებო, მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური ფორუმის არსებობა ამ ვირტუალურ სივრცეში. დღეს 21-საუკუნეში ხმლით აღარავინ ებრძვის მართლმადიდებლობას, დღეს ყველაზე დიდი იარაღი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებია და მათში, პირველ რიგში ინტერნეტი. აქ, ამ ფორუმზე თუ არ გამოიზარდა და გამოიწვრთნა ხალხი, თუ მხოლოდ "მე მართლმადიდებელი ვარ, პატივი მეციო" - იძახა სხვა ფორუმებზე და რატომ უნდა სცენ პატივი ის არ ეცოდინა, ასე შორს ვერ წავალთ და ის ავად თუ კარგად მოხვეჭილი მრევლი ეკლესიისა, მომავალ თაობებში ბევრად შეთხელდება. სიყვარულის და ცოდნის გავრცელება უნდა იყოს ჩვენი ეკლესიის პირველი მიზანი, თუ ჩვენ რაიმეს მიღწევა გვსურს.
გთხოვთ, განიმსჭვალეთ მოთმინებით და თქვენი სიყვარულით დაჩრდილეთ ჩვენი თავხედობა და ურჩობა ამ ვირტუალურ ფორუმზე. განსაცდელი ბევრი იქნება, პროვოკატორებიც ბევრი, მაგრამ მგონია რომ ეს საქმე იმსახურებს ამ ენერგიას და მონდომაბას.
ღმერთმა გაგაძლიეროთ.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 28 2009, 02:08 PM
პოსტი #25


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



k@the

არაჩვეულებრივად გამოხატე yvavilebi.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 28 2009, 03:08 PM
პოსტი #26


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



დეკ. ირაკლი
ციტატა
რატომ არ აქტიურობენ მოძღვრები ფორუმზე?



ეს ჩვენი ტკივილია მამა ირაკლი.

kato_Bato
ციტატა
ეკლესიას არცერთი მოძღვარი არ ტოვებს იმის გამო, რომ რომელიმე მრევლთაგანი არ მოსწონს, ან ტაძარია დაბზარული, მე ასე მგონია.

ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ წავიდნენ, რომ ძალიან მძიმე იყო ამ ნახევრად რეალურ და სადავემიშვებულ სამყაროში მართთვის არავისგან დავალებული მოძღვრობის ტვირთი.



კატოს ამ მოსაზრებას უაპელაციოდ ვეთანხმები.

მამა ირაკლი,დამიჯერეთ, ჩვენთვის არაა სასიამოვნო არც მოძღვრების წასვლა და არც თქვენთან შეპასუხება. არც ეს შეპასუხება არ გამომდინარეობს წინააღდეგობიდან. ჩვენც გვინდა რაიმე გამოსავალი მოვძებნოთ, მოძღვრებიც გვყავდეს, ბევრი აქტიური იუზერიც დაბევრი საინტერესო თემაც, მაგრამ ვერ ვახერხებთ.

მიზეზი მრავალია. ალბათ ყველაშია ეს მიზეზი. მოძღვრები მუდმივად მოუცლელები არიან (გვესმის რომ მრევლი დიდია, მოძღვრები ცოტა) , გვესმის რომ ინტერნეტ სივცრეა და აქ ჭრელი საოგადოებაა, არ არის მხოლოდ ცალსახა აზრი და უსიტყვო მორჩილება.

პრობლემა ბევრია და თუ დაგვიჯერეთ, ეს პრობლემა და წინააღმდეგობა მოლოდ სასულეირო პირებს კი არ ხვდებათ, არამედ ჩვენც მოდერეტორებს და ჩვეულებრივ იუზერებსაც.

თუ დაგვიჯერებთ, იმდენი უარყოფითი მივიღე ამ ფორუმიდან (განსაკუთრებით ბოლო დროს), ამის მესამედი დადებითი არ მიმიღია, მაგრამ ყოველთვის ერთი აზრი მაქვს. ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი, რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ ეკლესიას (კონკრეტულ ეკლესიას ვგულისმობ, ანუ მხოლოდ ერთი ეკლესიის მრევლის თავშესაყარი არაა), სადაც შეიძლება ბევრი საინტერესო ინფორმაციის დადება, ცოდნის შეძენა, გამოცდილების გაზიარება. ეს ყველაფერი მენანება დასაღუპავად და ამიტომ, ყველაზე ძვრირფას დროს ვპარავ ჩემს თავს და ჩემი ნერვების ფასად ვარ აქ. ასევეა სხვა დანარცენი მოდერებიც.

წასვლა ყველაზე ადვილია, მაგრამ წასვლის შემდეგ რა რცება? იქნებ ისეტი რაიმე ინგრევა, რაც არ უნდა დაინგრეს, რაც გვაბარია და პასუხიმგებლობა გვაქვს. სწორედ ამიტომ ვართ ბევრნი აქ, თორემ, ხანდახან გული გაგისკდება ისეთს გაკადრებენ და გაგიკეთებენ, ისეთი დუნე და არაფრისმთქმელი ხდება ფორუმი. ჩვენი მიზანი ამის გამოსწორებაა და არა წასვლა.

ამიტომ, ჩვენ ყველა სასულიერო პირთან გვაქვს ტხოვნა, კვირაში ერთი საათით მიანც მოიცალონ ჩვენთვის. თუნდაც შეხვდეთ წინააღმდეგობა, ოღონდ იბრძოლონ, ჩვენთვის მიანც, ვისაც მათი სიტყვა გვენატრება და მნიშვნელოვანია. ცალსახა აზრი ამ ფორუმზე არ იქნება მამაო. არასოდეს. აქაური პუბლიკა იცით ტქვენ, მაგრამ თქვნე აქ საჭირო ხართ, ვინც რა არ უნდა გიტხრათ, იცოდეთ რომ საჭირო ხართ.

k@the


კოტეს უკეთესად უთქვია ყველაფერი, რაც მე მიდოდა რომ მეთქვა. ეხლა წავიკიტხე.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
asmoo
პოსტი Oct 28 2009, 03:24 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 106
რეგისტრ.: 15-July 09
წევრი № 7,265



იმედია ყველაფერი მოწესრიგდება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ann_ann9
პოსტი Feb 5 2010, 03:17 PM
პოსტი #28


ana L
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 23-November 07
წევრი № 3,233




ძალიან კარგი ფორუმია კაცო რას ერჩით smile.gif smile.gif smile.gif სასულიერო პირები იმიტომ არ შემოდიან ხომლე Xშირად რომ დაკავებულები არაინ აი ასე ეს იყო ჩემი კომენტარი smile.gif
[b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Feb 5 2010, 03:55 PM
პოსტი #29


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



დაკავებულები არიან ვითომ?.. :spy: რაღაც არ მგონია..
უმეტესობა ადნაკლასნიკშია biggrin.gif



--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 5 2010, 04:18 PM
პოსტი #30


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(Adam @ Feb 5 2010, 03:55 PM) *

დაკავებულები არიან ვითომ?.. :spy: რაღაც არ მგონია..
უმეტესობა ადნაკლასნიკშია biggrin.gif


ფეისბუქი აიტაცეს ნამეტნავად. რა უნდად ჩარჩ.ჯი-ში, როდესაც არის ფეისბუქი smile.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2024 - 07:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი