IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> შიოლა ღუდუშაური
zura27
პოსტი Oct 8 2008, 12:14 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 28-January 08
წევრი № 3,775



ვინმეს ხომ არ აქვს შიოლა ღუდუშაურზე სიმღერა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Oct 8 2008, 12:23 PM
პოსტი #2


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



http://rapidshare.com/files/151976665/meufe_zenoni.mp3.html

smile.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami_1991
პოსტი Oct 18 2008, 02:10 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,724



მარტო ეს გაქვთ შიოლა ღუდუშაურზე სიმღერა?მე სხვაც მაქვს მოსმენილ და თუ ვინმეს გაქვთ ძაან გთხოვთ დადეთ რაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jan 2 2009, 04:28 PM
პოსტი #4


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ძალიან მაინტერესებს ამ პიროვნების ბიოგრაფია, და კიდევ ხომ ვერ დამიწერთ სიმგერის ტექსტს?


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jan 2 2009, 05:08 PM
პოსტი #5


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



Amuza
ციტატა
ძალიან მაინტერესებს ამ პიროვნების ბიოგრაფია, და კიდევ ხომ ვერ დამიწერთ სიმგერის ტექსტს?


ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცები იყვნენ. ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია.
სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა.

შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო.

არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო - სამეფო სახლიდან და მას „მეფიანთ ქალს“ ეძახიან.


ეს ფოტო გადაღებულია სნოში, საპატრიარქოს ეზოში, სადაც დგას შიოლა ღუდუშაურის ძეგლი
IPB-ს სურათი


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jan 2 2009, 05:14 PM
პოსტი #6


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ეკატო @ Jan 2 2009, 05:08 PM) *

ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცები იყვნენ. ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს ბრძოლაში თავი გამოუჩენია ვინმე სნოს. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია.
სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა, რომელშიც შედიოდა აჩხოტი და რამდენიმე სოფელი: სნო, ახალციხე, კარკუჩა და მთელი ხეობა.

შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ დარჩენილიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო.

არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო - სამეფო სახლიდან და მას „მეფიანთ ქალს“ ეძახიან.


საინტერესოა, რამე წიგბი ხომ არ იცი სრულად, რომ წავიკითხო. მაინტერესებს.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jan 2 2009, 05:21 PM
პოსტი #7


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(Amuza @ Jan 2 2009, 05:14 PM) *

საინტერესოა, რამე წიგბი ხომ არ იცი სრულად, რომ წავიკითხო. მაინტერესებს.

მგონი არის, გავიგებ და გეტყვი smile.gif

ან მოვაყოლებ ჩემ ყველა ნათესავს ამბებს და დაგიწერ biggrin.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jan 2 2009, 06:03 PM
პოსტი #8


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(ეკატო @ Jan 2 2009, 05:21 PM) *

მგონი არის, გავიგებ და გეტყვი smile.gif

ან მოვაყოლებ ჩემ ყველა ნათესავს ამბებს და დაგიწერ biggrin.gif


კარგი იდეაა, აუცილებლად ეკატო, დაგელოდებიი smile.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jan 12 2009, 12:52 PM
პოსტი #9


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(mariami_1991 @ Oct 18 2008, 02:10 PM) *

მარტო ეს გაქვთ შიოლა ღუდუშაურზე სიმღერა?მე სხვაც მაქვს მოსმენილ და თუ ვინმეს გაქვთ ძაან გთხოვთ დადეთ რაა
ძველ ჩანაწერებს თუ ამუღამებ, მოგინახავ რამდენიმეს.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cdoveli
პოსტი Feb 5 2009, 10:23 AM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 5-February 09
წევრი № 6,454



შიოლაზე ბევრნაირი სიღერები არის, ერთს მეუფე ზენონი მღერის, მეორეს მოხევეები, და არის კიდე ძველი ჩანაწერები 2 ან 3 რომელიც აღსადგენია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami_1991
პოსტი Feb 9 2009, 12:53 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,724



ციტატა(cdoveli @ Feb 5 2009, 11:23 AM) *

შიოლაზე ბევრნაირი სიღერები არის, ერთს მეუფე ზენონი მღერის, მეორეს მოხევეები, და არის კიდე ძველი ჩანაწერები 2 ან 3 რომელიც აღსადგენია

მეუფე ზენონი რომ მღერის ეგ ვიცი და აბა მოხევეების ნამღერი თუ გაქ შეგიძლია დადო? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zegardeli
პოსტი Apr 21 2009, 06:12 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 9-February 09
წევრი № 6,471



თურმე საპატრიარქოში აქვთ შიოლა ღუდუშაურის ნაქონი ხმალი და ვინმეს სურათი ხომ არაგაქვთ რომ დადოთ??? საშინლად მინდა ვნახო როგორია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
poligloti
პოსტი Jun 6 2009, 01:23 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 23-May 09
მდებარ.: kazbegi-Tbilisi
წევრი № 7,022



დარიალის ხეობა მდინარე თერგი მოედინება.
მაღლა მთიან კლდიანი მტერთან ოილად შეებრძოლება
კუროს წყლები მკურნალი , სულშიც კი დაილევა
მთაზე წმინდა სამება გვლოცავს ჩვენსა ხევსაო
გერგეტული ცხოვრება ძველი ნასოფლარია
ჩვენ ხევსა გვყავს ილია იგია წმინდა გულია
დიდება ჩვენსა უფალსა მოგვივლინა მთავარი მღვდელია
წმინდა გვარი ღუდუშაური წმინდაა სიოლაშვილია
საქართველოს სიბრძნის ერის კაცია
ილია მეორეს სიტყვები ესეც უდიდესი ხევის განძია
არ დაიკარგება წმინდა ცხოვრება არც ხევის წმინდა სოფელი
უფალმა ხევსა გადმოგვხედა და გვაქვს უთვალავი ფერია
ხევს დაუტოვა სიბრძნის ცხოვრება ესეც წმინდა ხელია
ძველად სუჯაშვილებში მოხევე ჰყავდათ ბერი
ბეთლემში იყო განძეულობა ესეც ხევის ბედია



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jun 7 2009, 03:33 PM
პოსტი #14


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



Amuza
ციტატა
საინტერესოა, რამე წიგბი ხომ არ იცი სრულად, რომ წავიკითხო. მაინტერესებს.

წიგნები სამწუხაროდ ვერ ვნახე, მარა ეს ინფორმაცია სპეციალურად შენთვის მოვიძიე:


ვახტანგ გორგასლის მადლის მატარებელი ღუდუშაურები გამორჩეულნი იყვნენ ხევში.
ხალხურ პოეზიასა და ისტორიული ძეგლებიდან ჩვენთვის ცნობილია ღუდუშაურების გვარის რამდენიმე წარმომადგენელი, ესენია: შიოლა, შარამბალი, პაპაჲ, მამუკა, გივი, შამახალა და მარტია.
ყველაზე უხვი ცნობები ზეპირსიტყვიერებაში მოიპოვება შიოლა ღუდუშაურის შესახებ. იგი ცხოვრობდა XVI ს -ის ბოლოსა და XVII ს-ის პირველ ნახევარში. შიოლა თეიმურაზ I, გიორგი სააკაძის, ნუგზარ და ზურაბ არაგვის ერისთავების თანამედროვეა. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, დრო შინააშლილობისა და ბაზალეთის ბრძოლისა. ეს აისახა როგორც ისტორიულ დოკუმენტებში, ისე ხალხურ პოეზიაშიც. ბუნებრივია, რომ ხევიც ვერ ასცდა ამ პროცესებს. და აი, ვხვდებით ასეთ ხალხურ ლექსებს: “ხევსურების გალაშქრება არშასა და სნოს”, “თუშებმა უთხრეს თუშებსა”, “თუშნო, ფშაველნო, ხევსურნო” და ა.შ.
ის უარყოფითი დამოკიდებულება შიოლა ღუდუშაურის მიმართ, რაც აისახა ძირითადად ხალხურ პოეზიაში შედეგია სწორედ იმ მძიმე მდგომარეობისა, რომელშიც შიოლას უხდება ცხოვრება, როდესაც ის ხევის ასაოხრებლად მომხდურ მოძმეებს ისევე მედგრად უნდა დახვდეს, როგორც გადამთიელ მტრებს: “თუშნო, ფშაველნო, ხევსურნო, ლაშქარი შავაზიაროთ... ცხენი დავსჭედოთ უკუღმა, ჴევისკენ ჩავაგრიალოთ, სნო, ახალციხე გავსტეხათ, კარკუჩა გავატიალოთ“.
როდესაც ნუგზარ და ზურაბ ერისთავებმა ხევი არაგვის საერისთავოში გააერთიანეს, შიოლა ღუდუშაურს აზნაურობა უბოძეს და ხევის მოურავად დანიშნეს. ერთგულების განსამტკიცებლად ნუგზარ ერისთავმა მას ქალიშვილი მიათხოვა. შიოლა ხევის პირველი მებატონეა და გამომდინარე მისი ვალდებულებებიდან საერისთავოს წინაშე (ლაშქრის შეგროვება ომიანობის დროს, გადასახადების აკრეფა და ა.შ.) თავისუფალ მეთემეებში უკმაყოფილებას იწვევდა.
იგივე ხალხური პოეზია ახასიათებს რა მას, როგორც მკაცრ პიროვნებას, გვერდს ვერ უვლის მის დადებით თვისებებსაც, რომ იგი არის ჭკვიანი და გაბედული, თვით ზურაბ ერისთავიც კი რჩევას ეკითხება მას. “კითხავდა ღუდუშაურსა: სიტყვაჲ შენი ჯდებისა”. ხოლო სამტროდ წამოსული თუშები ამბობენ: “თუშებმა უთხრეს თუშებსა, გადვიდეთ ხევის მთაზედა, სნოს რომ აქებენ შიოლას იმას მიუხტეთ კარზედა... ბევრ ვაჟკაცს უთამაშია, შიოლას მოკლე მკლავზედა“.
გადმოცემის თანახმად შიოლას მარაბდის ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა. თავი გამოუჩენია და მამაცობისათვის ვერცხლის საბრძოლო აღჭურვილობა დაუმსახურებია.

შიოლას დროს შენდება ციხე სნოში, ვახუშტი ბატონიშვილი მას ღუდუშაურის ციხედ მოიხსენიებს — “აქ არს ციხე ღუდუშაურისა მცირე არამედ ფრიად მაგარი”.
სნოს ციხე
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

სნოს ხეობა და სნოს მდინარე გვიანდელ დოკუმენტებსა და რუკებში იხსენიება, როგორც ღუდუშაურის ხეობა და ღუდუშაურის წყალი. ეს კი იმას მიუთითებს, რომ შიოლა ღუდუშაური სამემკვიდრეოდ თუ სამოხელეოდ ფლობდა სნოს ხეობას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის, ვინაიდან ამ ხეობაზე გადიოდა უმოკლესი გზა დამაკავშირებელი ჩრდილოეთ კავკასიისა თბილისთან, რომლის საიმედო დაცვა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.

შიოლას ოთხი შვილიდან მხოლოდ შარამბალის სახელია ცნობილი, და ცნობილია აგრეთვე ის, რომ მან აღზარდა თავისი ობოლი ძმისშვილი ისმაილა, რომლის შთამომავლობაც ყველაზე მრავალრიცხოვანია ღუდუშაურების გვარში.
შემზარავია შიოლა ღუდუშაურის მკვლელობის ფაქტი, რომელიც ცნობილ ხალხურ ლექსში აისახა, როდესაც საეჭვო პიროვნული ღირსებების მქონე მკრეხელი კლავს მოხუც შიოლას.ის აზრი, რომ თითქოს თემი აღუდგა შიოლას და მოისყიდა მკვლელი — მცდარია და აიხსნება იმ ტრაფარეტული მიდგომით, რაც ახასიათებდა კომუნისტური რეჟიმის დროს გავრცელებულ ტენდენციას, როდესაც კეთილშობილი გვარის წარმომადგენელი აუცილებლად მჩაგვრელი და ტირანი უნდა ყოფილიყო, ხოლო უბრალო ადამიანი მის მიერ დაჩაგრული.
თემის მოღალატეებისათვის თემს თვითონ გამოჰქონდა განაჩენი. იგი იკლებდა და აოხრებდა არა მარტო მოღალატის ოჯახს, არამედ მთლიანად გვარსაც კი. შიოლას სიკვდილი, რომ თემის გადაწყვეტილება ყოფილიყო, არა მარტო შიოლას, არამედ მთელს მის ოჯახს ააოხრებდა ხალხი. ხოლო მისი სახელის უკვდავ საყოფლად შიოლას შთამომავლები მის სახელს გვარად არ აიღებდნენ. შიოლას ერთ-ერთი შვილი შარამბალი ღირსეულად აგრძელებს მამის მიერ დაწყებულ საქმეს. როგორც ჩანს თავის სიმამაცით ის მამას არ ჩამოუვარდება “შარამბალ ღუდუშაური, კაცი გამოხველ რა ხელი? შენ მაჰკალ ლეკის ბელადი, კარზე გეკიდა თავ-ხელი”. ამ გმირობისათვის ერისთავს შარამბალისთვის სოფელ კარკუჩის მესამედი უჩუქებია.
ერეკლე II პერიოდში, კერძოდ 1744 წლის არაბეთის ბრძოლაში ლეკ-ოსმალთა წინააღმდეგ იბრძვის მამუკა ღუდუშაური, 1743 წლის არაგვის საერისთავოს გლეხთ აჯანყების ერთ-ერთი მეთაურია პაპა ღუდუშაური ხევიდან, ხოლო 1744 წლის არაგვის ხეობის ხალხის აღწერის დავთარში სნოს ხეობის მოურავად მოხსენიებულია ღუდუშაური მარტია.

ასე მოდიან ღუდუშაურები საუკუნეებიდან დღემდე ერისა და ღმერთის სამსახურში.
ღუდუშაურებისათვის დიდი სიხარული იყო შიოლა ღუდუშაურის “დაბრუნება“. როდესაც მისმა დიდმა შთამომავალმა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ღუდუშაურის წყლის პირას, ღუდუშაურის ციხის პირდაპირ აღმართა მისი ძეგლი.

შიოლა ღუდუშაურის ძეგლი სნოს საპატრიარქოს ეზოში
IPB-ს სურათი


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 05:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი