IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საიდუმლო სერობა, ლეონარდო და ვინჩი
tb_parazitka
პოსტი Jan 10 2010, 11:43 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 5-December 07
მდებარ.: i'm lost in this bloody reality..
წევრი № 3,364



გამარჯობათ

მაინტერესებს რა თანმიმდევრობით არიან გამოსახულნი მოციქულები

ლეონარდოს საიდუმლო სერობაში და თუ იცის ვინმემ იქნებ დამიწეროს? : )


--------------------
I am the SASH of BLUES
J☮☮d
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
death
პოსტი Nov 27 2010, 01:26 AM
პოსტი #2


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



იოანე მოციქულს ხშირად გამოსახავდნენ მოზარდის სახით, რადგანაც იყო კიდეც საკლესიო ტრადიციის მიხედვით. ხოლო და ვინჩის ნახატი, რომ მის გავლენას განიცდის უდაოა. მეორე და მთავარი არგუმენტი, არანაირი რაციონალური ლოგიკა არ არსებობს იმაში, რომ საიდულო სერობიდან გააქრო ერთი მოციქული და მის ადგილზე ჩასვა ის ადამიანი, რომლის შესახებაც არცერთი სახარება, როგორც კანონიკური ისევე არაკანონიკური და აპოკრიფული არაფერს საუბრობს, როდესაც გარკვევით არის ლაპარაკი 12 მოციქულზე. მოკლედ ეს იდეა, რომ სისულელეა ძირშივე ნათელია.

ციტატა
ისე ცნობისათვის, სახარება რომის იმპერატორის კონსტანტინეს მიეს არის შედგენილი


მსგავსი არგუმენტი არ არსებობს. საერთოდ ძირშივე სისუელელა ეს მტკიცება, რადგან სახარება არ შედგენილა კონკრეტულ დროში.

ციტატა
თავდაპირველად, საღვთო წიგნში შესატანად 80-ზე მეტი სახარება განიხილებოდა, რომელთაგან მხოლოდ ოთხი "ხელსაყრელი" აირჩიეს (ჩამოთვლას არ დავიწყებ), დანარჩენი კი გაანადგურეს


ოთხი არ აურჩევიათ იმ მიზეზის გამო, რომ ის ხელსაყრელი იყო და შესაბმისად ეს 4 არ აურჩევია კონსტანტინეს, რადგან ამ 4-ის კანონიკურობაზე საუბრობდა პაპი პიუს (ამაზე ნაშრომიც აქვს ბრუს მეტცგერს, XX ს-ის ბიბლიური კვლევების ერთერთ საუკეთესო სპეციალისტს) II საუკუნეში, ასევე ირინეი ლიონელი ( II ს.), ასევე იგივეს მოწმობენ ტერტულიანე და იუსტინე წამებული (ორივე II ს.), რომლებიც ამ სახარებებს, ებრაელთა მიმართ წერილს და პავლეს აპოსტოლურ წერილების უტოლებდნენ. ასე რომ ბიბლიური კანონის სახე ჯერ კიდევ II ს-ში იყო ცნობილი და არათუ IV ს. კონსტანტინე დიდის დროს.

ციტატა
. თუმცაღა 1945 წელს ნაგ ჰამადში და 1950 წელს ყურმანის მახლობლად, მღვიმეებში არქეოლოგებმა ძალზედ საინტერესო გრაგნილებს მიაკვლიეს, რომელთაც კოპტურს უწოდებენ...ამ გრაგნილებში იესო ქრისტე წარმოდგენილია როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და არა ღვთაება


არცერთ ხსენებულ ტექსტში არ არის წარმოდგენილი ქრისტე ჩვეულებრივ ადამიანად, ნაგ ჰამადის ტექსტები არის აპოკრიფული, რადგან დაიწერა გნოსტიკურ გარემოში, შესბამისად იქ ქრისტე წარმოდგენილია როგორც ერთერთი ეონთაგანი, ზოგგან როგორც ღვთაება და არა ჩვეულებრივი ადამიანი.

რაც შეეხება მკვდარი ზღვის გრაგნილებს, ისინი აღმოაჩინეს არა 1950 წელს არამედ 1946-1956 წლებში, რადგან გაფანტული იყო სხვადასხვა უდაბნოებში. საინტერესოა რომელ მათგანში წერია, რომ ქრისტე ჩვეულებრივი
ადამიანი იყო? არსად მსგავსი რამ არ წერია და საერთოდ ეგ ტექსტები საერთოდ არ ეხება ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას. აბსოლიტურად ყველა ტექსტის მეცნიერული მიმოხილვა მიდევს სახლში, შემიძლია დაგიწერო ნებისმიერის სურვილის შემთხვევაში.

ციტატა
კონსტანტინემ ისე დააყენა საკითხი, რომ ვინც მის მიერ შედგენილ სახარებას არ აღიარებდა ავტომატურად ცხადდებოდა ერეტიკოსად. საკუთრივ სიტყვა "ერეტიკოსი", ლათინურად "haereticus" ნიშნავს- არჩევანს. არჩევანს კონსტანტინეს სახარებასა და დანარჩენ სახარებებს შორის, რომლებიც როგორც ვთქვი, მწვალებლურად მიიჩნიეს...მეცნიერები თვლიან, რომ კონსტანტინემ ქრისტეს გავლენა და დიდება საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენა და ჩვეულებრივი ადამიანისაგან ღვთაება გახადა და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შეენარჩუნა ძალაუფლება და დაეშოშმინებინა რომის იმპერიის მოსახლეობა, რომელიც დაყოფილი იყო წარმართებად და ქრისტეანებად და ერთმანეთს ეომებოდა


აბსოლიტურად სრულ აბსურდს წერ. რომელი მეცნიერები ამბობენ მსგავს? როგორც ჩანს ვიღაც თვითმაქრვია ბომჟის ნაწერებით შეცდომაში ხარ შეყვანილი. კონსტანტინეს ქრისტე არ გაუხდია ღვთაება, რადგან ის ღმერთი არის ბიბლიაში და მას ღმერთად მიიჩნევდა თითქმის ყველა ეკლესიის მამა IV საუკუნემდე (მის მიერ მოწვეული კრების მიერ მოხდა ამის დოგმატიზირება), მეზარება ახლა ამ საკითხე მათი ნაწერებიდან ციტატების ამოღება. თუ გაინტერესებს ეს პერიოდი შემიძლია მოგაწოდო ამ სფეროს კორიფეების ნაშრომები, მაგალითად შეგიძლია გაეცნო ცნობილი ბიზანტიოლოგის ვორენ თრეიგოლდის ნაშრომს, ანდაც უსპენსკის ბიზანტიის ისტორიას (შედარებით მოკლედ მაგრამ გასაგებად საუბრობს ამ საკითხზე), რომელიც ჩვენთან ბევრგან არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზნებს, რათქმაუნდა მას ჰქონდა პოლიტიკური მიზნებიც, რადგან ერთი რელიგია მყარი სახელმწიფოებრიობიოს ერთგვარი გარანტი იყო.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
tb_parazitka   საიდუმლო სერობა   Jan 10 2010, 11:43 PM
ikanosi   მაგასთან დაკავშირ...   Jan 11 2010, 12:30 AM
შაკო   ჰოოო ეს ძალიან მაგ...   Jan 11 2010, 05:10 PM
ქევანა   ikanosi ხო, ეგ შემიძლია ...   Jan 11 2010, 08:11 PM
ikanosi   ქევანა კი მე მაქვს.....   Jan 11 2010, 08:19 PM
ქევანა   ikanosi იქიდან :D აბა დაუ...   Jan 11 2010, 08:25 PM
ნონა   აბა დაუკვირდი, რა გ...   Jan 11 2010, 10:03 PM
ikanosi   ქევანა ლეონარდოს ძ...   Jan 11 2010, 08:51 PM
ქევანა   ikanosi აააააჰაჰა :D და რ...   Jan 11 2010, 09:32 PM
ikanosi   ქევანა რავიცი მე რ...   Jan 11 2010, 11:12 PM
bekas   ikanosi როგორ და აკადემ...   Jan 12 2010, 02:31 AM
ქევანა   კიდევ კითხვები ლეო...   Jan 12 2010, 01:47 PM
gvanca_wowko   საიდუმლო სერობა ყვ...   Jan 29 2010, 05:26 PM
ქევანა   იმიტომ რომ მასზე მ...   Jan 29 2010, 05:29 PM
peritoniti   მე მაქვს ერთი შეკი...   Nov 14 2010, 03:20 AM
ქევანა   peritoniti არ არის ქალი და...   Nov 19 2010, 06:09 PM
nikolas   ქევანა, და ვინჩის ბ...   Nov 24 2010, 01:44 PM
ქევანა   nikolas ვერ გაიგეთ, რა დ...   Nov 24 2010, 06:09 PM
nikolas   კი კი, ერთია...ანუ იმ ...   Nov 24 2010, 11:41 PM
ქევანა   აჰა, ისევ ეზოთერიკ...   Nov 26 2010, 04:00 PM
toma1   მაინტერესებს რატო...   Nov 26 2010, 07:06 PM
peritoniti   მაინტერესებს რატო...   Dec 23 2011, 02:35 AM
ikanosi   ეგ მეც მაინტერესე...   Nov 26 2010, 07:59 PM
tamuna m   nikolas თუ მაგდანილეია ...   Nov 26 2010, 08:08 PM
nikolas   ქვენა, გეთანხმები, ...   Nov 27 2010, 12:01 AM
ikanosi   nikolas დაფიქრდი ძმაო რ...   Nov 27 2010, 12:13 AM
athos   :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :cocxali: :...   Nov 27 2010, 12:14 AM
ikanosi   athos შენ იცინე და ასე ...   Nov 27 2010, 12:17 AM
athos   ikanosi 1. აპოკრიფული სა...   Nov 27 2010, 12:29 AM
death   იოანე მოციქულს ხში...   Nov 27 2010, 01:26 AM
Adam   მეგონა დეისაძეზე ი...   Nov 27 2010, 12:09 PM
nikolas   ეეჰ...ესა გვაქვს ქარ...   Nov 27 2010, 12:33 PM
death   nikolas უკაცრავად მაში...   Nov 27 2010, 10:49 PM
ქევანა   აჰა, ამის გაგება ა...   Nov 28 2010, 07:00 PM
nikolas   ქევანა კამათი არ დ...   Nov 28 2010, 10:23 PM
kent5   NIKOLA... მიდი-მიდი მიაწ...   Jan 29 2011, 07:53 PM
iohanan   რეალობასთAნ რომელი...   Sep 23 2014, 09:29 PM
G_saxva   iohanan г-н Семушин ესაა   Sep 24 2014, 10:08 AM
iohanan   რა Iყო მეღAდავები???   Sep 24 2014, 08:02 PM
G_saxva   iohanan არა არ "გღადავ...   Sep 25 2014, 11:45 AM
tamuna m   მეეს მომეწონა http://www.n...   Sep 27 2014, 12:11 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 02:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი