IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა ინტენსიობით უნდა ეზიარებოდეს მორწმუნე, როგორ უნდა მოემზადოს ზიარებისათვის
ალექსანდრე
პოსტი Apr 3 2008, 10:56 AM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ყოველ კვირას უნდა ეზიარებოდეს ადამიანი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mak
პოსტი Apr 3 2008, 11:33 AM
პოსტი #22


M A R I A M
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 668
რეგისტრ.: 31-March 08
მდებარ.: TBILISI.
წევრი № 4,377



რა თქმა უნდა კოველ კვირას,ეს აუცილებელია სულიერად გაძლიერდეს ადამიანი.მაგალითს მოვიკვან მე პირადად ყოველ კვირას ვეზიარები რამდენი ხანია... ისე კი მქონდა ბრძოლები ... და ხანდახან კი ფიქრობ რომ ისეტი მომენტები რომ აგარ მინდოდა ზიარება ...


--------------------
უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Apr 3 2008, 02:10 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



დამლოცე მამაო.
აქ გამომსვლელთა აზრს ვეთანხმები და ვფიქრობ რომ არ უნდა იკადროს ქრისტიანმა ევქარისტიაზე დასწრება თუ ის არ ეზიარება.
უფრო სწორად ის სადღაც შემოსასვლელში უნდა იდგეს , დასჯილთა შორის
მაგრამ თუ არავის დაუდია სასჯელი, თვითდასჯას არ უნდა აწარმოებდეს.
ხოლო მსგავსი მსჯელობა , რომ არაა მომზადებული, ანდა უღირსია, ძირშივე მცდარია.
ვერასოდეს ვერავინ ვერც მოემზადება და ვერც ღირსი გახდება ზიარებისა, თუ ესე მივუდგებით საკითხს.
ზოგმა აღსარება ვერ მოასწრო და ამას იმიზეზებს.
არც ესაა დაბრკოლება. აღსარება და ზიარება სხვადასხვა საიდუმლოებებია და თანმიმდევრობა: ჯერ აღსარება მერე ზიარება, არავის დაუდგენია კერძო შემთხვევების გარდა.
თუ კაცი 2 ბატონსცდილობ ემსახურო, მაშინ არ უნდა იკადრო მიახლება.
თუ მდაბალი გულით და სინანულით მიდიხარ ქრისტესკენ მაშინ რაღა გაბრკოლებს?
განა მონანული და დამდაბლებულის მისვლა საზიარებლად თავხედობა იქნება?
პირიქით, ვინც მოძღვრის კურთხევასაც აიღებს, აღსარებასაც იტყვის, , 3 დღე მძიმედ იმარხულებს და ზიარების წინა ლოცვებს 2 ჯერ ზედიზედ წაიკითხავს, და მერე მივა საზიარებლად , მაგრამ შემუსვრილება და სიმდაბლე , შიში და მადლიერება ღვთისადმი არ გააჩნია, და ყველაფერი ზემოთ თქმული მექანიკურ წესად შეასრულა, ის არის უღირსი ზიარებისა და ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგავს ღვთისკენ.
მერე გამოვა გარეთ და იგივე ცოდვებს, რაც უამრავჯერ თქვა აღსარებაში,
უამრავჯერ ჩაიდენს.
სიტყვა გამიგრძელდა, მაპატიეთ.
ჩემი აზრით მონანული და მდაბალი სული უნდა ეზიაროს ყოველდღე და ადიდოს ღმერთი.
მაგრამ რადგან ფიზიკურად ეს ჩვენს ცხოვრებაში შეუძლებელია, მაშინ ეს უნდა ქნას ყველა შესაძლო შემთხვევაში.
და აღსარება სთქვას მაშინ, როცა ჭეშმარიტ სინანულს იგრძნობს.
და ნუღარ შეეშინდება რომ იგივე ცოდვებს ჩაიდენს გაუთავებლად
და იმისა,რომ ზიარება მას არა საკურნებლად, არამედ სასჯელად და დასაღუპად ექმნება, ისე როგორც იუდას ექმნა.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Apr 3 2008, 02:35 PM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ჩემი აზრით, ყოველ კვირას უნდა ეზიარებოდეს ადამიანი,მაგრამ უფრო მონასტერში.იმიტომ რომ ,იქ უფრო ღირსი ხდება , რომ უფრო ხშირად მიიღოს წმინდა ძღვენი.ზიარება წმინდათა წმინდაა და ის ჩვენთვის არ უნდა იყოს ადვილი მისაღები.ჯობია თვეში ერთხელ მივიღოთ უფლის სისხლი და ხორცი და განვიკურნოთ სულიერად და ხორციელად.ვიდრე ხშირად და ამით ჩვენს სულს ზიანი მივაყენოთ.რათქმაუნდა არიან ერში ადამიანები რომლებიც ყოველ კვირას მართლა ღირსეულად ეზიარებიან,მაგრამ უმრავლესობა .....
უფალმა შემინდოს თუ არასწორად ვმსჯელობ unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Apr 3 2008, 05:31 PM
პოსტი #25


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ინდივიდუალურია smile.gif ნუ რათქმაუნდა 1 წელს არ უნდა გადავაცილოთ smile.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Apr 3 2008, 07:01 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მაქსიმუმ ყოველ მესამე კვირას, ახსარება უფრო ხშირად


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Apr 3 2008, 07:23 PM
პოსტი #27


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



neo
ციტატა
ახსარება

no.gif

აღსარება yes.gif


biggrin.gif

გასწავლი რა . biggrin.gif

თემას რაც შეეხება, გააჩნია როგორ ვარ მომზადებული, და რა მდგომარეობაში ვარ სულიერად...
ჩვეულებრივ ყოველ 2 კვირაში ერთხელ ამ ბოლო დროს, თუმცა იყო დრო გარემოებები ძალიან მიშლიდა ხელს და მაშინ 2 თვე ვერ ვეზიარე, ძალიან მიჭირდა იმ დროს... smile.gif


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
makiki
პოსტი Apr 3 2008, 07:35 PM
პოსტი #28


makiki
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,779
რეგისტრ.: 29-January 08
მდებარ.: Tbilisiii
წევრი № 3,797



დამლოცეთ მამაო
ნამდვილად არ ვიცი მორწმუნე რა ინტესივობით უნდა ეზიარებოდეს,ალბათ ეს ინდივიდუალურად გადასაწყვეტია. მე ვცდილობ ხოლმე ,რომ თვეში ერთხელ მაინც ვეზიარო,ამ მარხვაში მამაომ კურთხევა მომცა ყოველ კვირას ვზიარებოდი ,მაგრამ ერთხელაც ძვლივს მოვახერხე.
ადამიანი როცა ხშირად ამბობს ახსარებას თვითონ მამაო აძლევს შემდეგ კურთხევას ზიარებაზე,ალბათ ეს მოძღვრის გადასაწყვეტია.
არ მინდა თემას გადავუხვიო,მაგრამ ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით:ზიარების დროს ერთი პატარა ბავშვი გაუჩერებლად კისკისებდა და სიცილის მიზეზი რომ კითხეს უთხრა რომ მტრედზე იცინოდა ,რომელიც მაზიარებლებს პირიდან წმინდა ნაწილებს აცლიდა.ანუ ეს იმას ნიშნავს რომ მართალია უამრავი ადამიანი ეზიარება ,მაგრამ მათგან სულ მცირე თუ ახერხებს ღვთისგან ზიარების მიღებას


--------------------
წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.

ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება
პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება
ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას
გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Apr 3 2008, 08:20 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



დამლოცეთ მამაო
ჩემი აზრით კარგია თუ ადამიანი ყოველკვირა ეზიარება.მაქსიმუმ კი ეცადოს თვეში ერთხელ მაინც ეზიაროს.მარხვაში ადამიანი უფრო ხშირად უნდა ეზიაროს.
რაც შეეხება იმას თუ ადამიანი როგორ უნდა მოემზადოს ზიარებისთვის ჩემი აზრით წინა რამდენიმე დღე ადამიანმა უნდა დაიცვას სულიერი მარხვა,განსხვავებულად გაატაროს დრო.ხორციელი მარხვა მოძღვრის კურთხევის შესაბამისად.და ის მინიმუმი მაინც შეასრლოს რომ აღსარება თქვას საღამოს ლოცვას დაესწროს და ზიარტების წინა ლოცვები წაიკითხოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Apr 3 2008, 09:31 PM
პოსტი #30


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(zaz @ Apr 3 2008, 11:38 AM) *

პატრიარქის კურთხევაა რომ მარხვაში ყოველ კვირას, ხოლო ხსნილში თვეში ერთხელ ვეზიაროთ. მგონი ამ ინტენსივობით ზიარება ყველაზე ოპტიმალურია.

ეს თვეში ერთხელ საიდან მოიტანეთ? მე საგანგებოდ ვკითხე ერთ მიტროპოლიტს და მან თქვა, რომ უწმინდესის კურთხევა ზოგადად კვირაში ერთხელ-ზე ვრცელდებაო


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Apr 3 2008, 11:33 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



რატომ ან თვეში ერთხელ, ან რატომ კვირაში ერთხელ?


"აბი" ხომ არ არის ასე რომ დავნიშნოთ!
ბოდიშს მოვითხოვ ასეთი შედარებისათვის!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Apr 3 2008, 11:35 PM
პოსტი #32


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
რატომ ან თვეში ერთხელ, ან რატომ კვირაში ერთხელ?

მეც ასე ვფიქრობ მამაო smile.gif

კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ... ეს ვალდებულება ხომ არ არის რომ კვირაში ერთხელ მიიღო? რა თქმა უნდა თუ ადამიანი მზად არის, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია ყოველ კვირას რომ ეზიარები, მაგრამ ადამიანი შინაგანად უნდა მოემზადოს და როცა იგრძნობს რომ მას შესწევს ძალა რომ კრძალვით მიეახლოს უფლის უწმინდეს სისხლსა და ხორცს მაშინ უნდა ეზიაროს.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
miss sevda
პოსტი Apr 3 2008, 11:36 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 693
რეგისტრ.: 10-March 08
წევრი № 4,127



დამლოცეთ მამაო
დიდი ხანია არ მიმიღია ზიარება, ეს ძალიან ცუდია ვიცი.არც ჩემს მდგომარეობას ვამართლებ, ეს ჩემი ბრალია რომ ასეა.
თუმცა ჩემის აზრით ზიარების დროს (ჩემთვის მაგალითად) უმთვრესია სულიერი მზაობა და არა მოვალეობის მოხდა.სიწრფელე სულისა და გონებისა,როცა იცი რომ გინდა ზიარება და ამის ყველანაირ სულიერ გარემოებას გრძნობ.რავიცი ეს ჩემი აზრია ,თუმცა ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს და ცუდათ არ გამიგოთ რომ მე არ მიმიღია ზიარება დიდი ხანია,ეს ზალიან ცუდია, თუმცა არც ის მგონია კარგი ყოველკვირა თუნდაც ზიარების მიღება თუ ეს უბრალოდ მოვალეობის მოხდათ გადაგვექცევა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Apr 4 2008, 12:12 AM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
რატომ ან თვეში ერთხელ, ან რატომ კვირაში ერთხელ?


გავკადნიერდები და ჩემს აზრს გამოვთქვავ მამაო

ალბათ მაინც ინდივიდუალურია, რატომ ?

1. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ყველა ცოდვას ერთდროულად ვერ შევებრძლოებით, გვინდა არ გვინდა პრიორიტეტების დალაგება გვიწევს... აღსარებაში ვამბობთ უპირველეს ყოვლისა იმ ცოდვას რომელიც განვლი პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა... ანუ განსაკუთრებით შემაწუხებელია და ე.წ. ,,წვრილმან" ცოდვებს მაინდამაინც არ უღრმავდები...

თუმცა წვრილმანი და მსხვილმანი მაინც პირობითია, რაც უფრო ხშირად ეზიარები მით უფრო ღრმად ჩადიხარ საკუთარ ცოდვებში და მით უფრო მეტ მათგანტან მიმართებაში ხარ ძალმოსილი...

რაც უფრო დიდია უზიარებლობის პერიოდი მით უფრო დიდია მსხვილი ცოდვის ჩადენის ლაბათობა და შესაბამისად ნაკლებია უფრო უკანაპლანზე მდგომ ცოდვებამდე ჩასვლის უნარი...


2. რაც უფრო ხშირად იაზრებს ადამიანი თავის ცოდვებს მით უფრო მაღალია სულიერი მეტამორფოზის, ფერისცვალების, სიჩქარე... ერთი წვეთი სინანული მაინცც თუ ახლავს აღსარებას ეს ცვეთები სულში გროვდება და ადრე თუ გვიან ნაყოფს იღებენ...შესაბამისად რაც უფრო ჩქარჩქარა წვეთს სინანულის ონკანი მით მალე ივსება ცოდვასთან ურთიერთობის მოთბინების ფიალა...


3. სიხშირეს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი თუ ზიარება გააზრებულია როგოც გონებრივად ისე გულისმიერად... ანუ თუ სინანული ახლავს აღსარებას... ხშირმა ზიარებამ ზოგ ადამიანში შესაძლოა ზიარების საიდუმლოს ,,გაუბრალოება" გამოიწვიოს და სავალალო შედეგი მოგვიტანოს... ამის ფაქტები სავარაუდოდ ძალიან ხშირია

დასკვნა:

აღსარებისა და ზიარების სასურველი სიხშირე ინდივიდუალურია...



მე ასე ვფიქრობ, რაშიც შეიძლება ვცდებოდე, ესაა რომ მსჯელობას აკლია მადლის გავლენა, როგორც ფაქტორი... ეს მე არ ვიცი smile.gif (ჯერ smile.gif )




--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Apr 4 2008, 10:01 AM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



არ ვიცი ამ ფორუმზე ადრე იმსჯელეს თუ არა ამ საკითხზე.
მაგრამ საკითხი ძირეულია და კომპლექსურია.
ამიტომ გასაგებია რომ ცალსახა პასუხიც არ არსებობს.
მაგრამ არსებობს საერთო ეკლესიოლოგიური მიდგომა.
რაც იმაში მდგომარეობს , რომ ზუსტი წესი ზიარების სიხშირეზე ეკლესიას არ დაუდგენია.
და არც შეიძლებოდა დაედგინა მრავალი მიზეზის გამო.
არსებობს ზოგადი დებულებები კონკრეტული ეპოქის კონკრეტული პროვინციის ეკლესიაში კონკრეტული მრევლისთვის მაგრამ ზოგადეკლესიური არა.
ცნობილია ძველ მეუდაბნოე განდეგილთა ცხოვრება , რომლებმაც სიწმინდის უდიდეს საფეხურებს მიაღწიეს და მიწიერ ანგელოზებად იქცნენ , და ისინი 30-40 წელი უზიარებელი იყვნენ ან 1-2 ჯერ ეზიარნენ. ზოგი კი ეზიარა უდაბნოში გასვლამდე და იქვე აღესრულა.
მაგრამ ამავე დროს ცნობილია დიდ წმინდანთა მოწოდება ბერებისადმი , რომ ხშირად ეზიარონ და თავს ნუ აარიდებენ სხვადასხვ მიზეზის გამო.
ასეთივე მიმართვები ერისკაცებისადმი.
აქ მამა ირაკლიმ აბი ახსენა.
სწორედ რომ ეგ არის, ანუ დღევანდელი მიდგომა არის ექიმი-რეცეპტის ტიპის.
ადამიანები გაორებულები არიან.მათ ამ ქვეყანაში გადარევაც და ჩაბმაც უნდათ სულით და გულით და მერე როგორც აქ აღნიშნეს "მომზადება" და ზიარების მიღება.
აი ესაა პრობლემა. 2 ბატონის მსახურება კი არ გამოდის.
ადამიანი ამ ქვეყანას უნდა უყურებდე როგორც გარეშეს და უცხოს,ხოლო სულიერ ცხოვრებას კი რეალურს და უმთავრესს.
მაშინ აღარ დაისმება კითხვა რამდენჯერ უნდა ეზიარო.
რადგან ქრისტემ ზიარება სულის საარსებოდ მოგვცა , ისე როგორც ხორცისთვის გვაქვს ჰაერი და არავინ კითხულობს ან ფიქრობს მომავალი 10 წუთის მანძილზე ჰაერი ჩავისუნთქო თუ არაო.უბრალოდ სუნთქავ და არ აღიქვამ ამას წამლის რეცეპტად რომელიც ამა თუ იმ დოზით და პერიოდულობით უნდა მიიღო.
ხოლო რაციონალური და არა სიყვარულით მიდგომა ამ საკითხისადმი სხვა რამეზე მაფიქრებს.
sad.gif


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ugirsi
პოსტი May 10 2008, 02:42 PM
პოსტი #36


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 18-January 08
წევრი № 3,675



ადამიანი წმინდა მამების აზრით უნდა ეზიარებოდეს,ყოველ მეორე კვირას,და თუ მართლა განიცდის ყოველ კვირასაც შეილება,მარა მოზგვარს მაინც უნდა ვკიტხოტ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი May 10 2008, 06:44 PM
პოსტი #37


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



როგორც ჩემი მოძღვრისგან ვიცი ყოველ კვირას უნდა ეზიარო.
უარეს შემთხვევაში თვეში ერთხელ,რომ წელიწადში 12 მაინც გამოვიდესო...(სასურველია ესე ანუ)
და ესეც იმ შემთხვევაში თუ ეკლესიაში წირვა-ლოცვებს არ აცდენ,ან აცდენ კურთხევით....
გაცდენის შემთხვევაში ,თუ მორწმუნე აცდენს 3 კვირას ზედიზედ,ანუ ტაძარში არ დადის ის უზიარებლობით ისჯება....


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 11 2008, 02:38 AM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



nino_ni
ციტატა
უარეს შემთხვევაში თვეში ერთხელ,რომ წელიწადში 12 მაინც გამოვიდესო...(სასურველია ესე ანუ)

მე ეს არ მესმის და ვერც დაგეთანხმები ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ ალბათ ბევრმა დავიჯერეთ დღესდღეობით რომ მხოლოდ ხშირი ზიარებაა საკმარისი და ხშირი ზიარება გვაცხოვნებს მხოლოდ. დღეს ყურადღება ექცევა იმას თუ რამდენჯერ ვეზიარებით და არა იმას თუ როგორი გულით ვეზიარებით. ზიარება მაგიაა არაა, რომ ამდენჯერ და ამდენჯერ ეზიარე და ყველაფერი კარგად იქნება. ამდენჯერ მაინც უნდა ეზიარო და ცხონება გარანტირებული გაქვს. მარიამ მეგვიპტელი მხოლოდ ერთხელ ეზიარა და ისიც აღსასრულის წინ, მაგრამ ისეთ სულიერებას მიაღწია რომ სასწაულებს ახდენდა.

ზიარებით მაცხოვრის ცხოველმყოფელ სისხლთან და ხორცთან, უფალი შემოდის ჩვენში მაცხოვრის სიტყვისამებრ: ''და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა.'' ამიტომ რათქმაუნდა ხშირი ზიარება ძალიან კარგია და აუცილებელიცაა მაგრამ ცხონებისათვის ზიარების რაოდენობა, მხოლოდ ეს არაა საკმარისი.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი May 11 2008, 08:10 PM
პოსტი #39


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ალექსანდრე
კი,მართალი ხარ და ამიტომაც უნდა ეზიარო ხშირად,რომ უფალმა გაზიაროს ერთხელ მაინც........
ჩვენ ზიარების ღირსნი ვერადროს ვიქნებით,უნდა ვეცადოთ ვიყოთ "ღირსთან" ახლოს მანიც.ა
როგორც ნეტარი პელაგია რიაზანელი ამბობს:ერთხელ დიდ ხუთშაბათს 2100 მაზიარებელი აპირებდა ზიარებას.ყველა მათგანი აზიარა მღვდელმა,ხოლო უფალმა-მათგან მხოლოდ 38! აიღეთ აქედან სწავლება." ეს მახსენდება ხოლმე და ამიტომ ვთვლი,რომ ხშირად უნდა ეზიარო და გქონდეს იმედი,რომ მაგალითად 10 ზიარებიდან ერთხელ მაინც გაზიაროს უფალმა...............


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი May 11 2008, 09:41 PM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



ციტატა(nino_ni @ May 11 2008, 08:10 PM) *

ნეტარი პელაგია რიაზანელი ამბობს:ერთხელ დიდ ხუთშაბათს 2100 მაზიარებელი აპირებდა ზიარებას.ყველა მათგანი აზიარა მღვდელმა,ხოლო უფალმა-მათგან მხოლოდ 38! აიღეთ აქედან სწავლება." ეს მახსენდება ხოლმე და ამიტომ ვთვლი,რომ ხშირად უნდა ეზიარო და გქონდეს იმედი,რომ მაგალითად 10 ზიარებიდან ერთხელ მაინც გაზიაროს უფალმა...............

რაც შეეხება პელაგიას, რამდენადაც ვიცი კანონიზირებული არაა და ნეტარის ხარისხი არავის მიუნიჭებია.
ხოლო სწავლება ზიარების შესახებ , ვის აზიარებს უფალი და ვის არა, არ არსებობს.
პელაგიას ნუ გაიხდით მოძღვრად, როცა უზღვავი მასალაა დიდ მამათაგან ამ საკითხზე და მსგავსი რამ არავის უწერია.
ხოლო არსებობს სწავლება უღირსად (ვგულისხმობ, სიმდაბლის გარეშე , სინანულის გარეშე) მაზიარებლების დასჯის შესახებ.
სახარება ყურადღებით წავიკითხოთ.
მაცხოვარი კომპრომისულ მიდგომაზე არსად საუბრობს.
არამედ ამბობს:უარყავი თავი თვისი და შემომიდექიო.
უპირველესად სასუფეველი ეძიეო, დანარჩენზე ნუ ზრუნავო.
და 2 ბატონის მსახური ვერავინ იქნებაო.
smile.gif


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 07:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი