IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

161 გვერდი V « < 157 158 159 160 161 >  
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა
marine
პოსტი Feb 24 2020, 07:20 PM
პოსტი #3161


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებელი ერი გონიერი და ბრძენია"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 29 2020, 01:31 PM
პოსტი #3162


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს აქტუალურია ეს საკითხი - მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გაუხსნას გონება და გული, რათა ირწმუნონ ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაარჩენს ქვეყანას, კაცობრიობას"

/ილია მეორე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 11 2020, 06:30 PM
პოსტი #3163


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლური სარწმუნოება უხვწყლიანი, ანკარა წყაროს სათავეა, რომელიც "ვიდოდის ცხოვრებად საუკუნოდ" (იოან. 4:14).

/ბერი ანთიმოზი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2020, 03:24 PM
პოსტი #3164


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანობა წიგნიერი რელიგიაა და ამიტომ ჩვენ მით უმეტეს მოგვეთხოვება ცოდნა ღმრთის ნებისა, რომ სიმართლის მხარეს დადგომა შეგნებულად შევძლოთ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2020, 09:04 PM
პოსტი #3165


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- რა არის მართლმადიდებლობა? რაში მდგომარეობს ჩვენი რელიგიის არსი?

- მართლმადიდებლობა ქრისტიანობის პირველსახეა, ჭეშმარიტი სახე, რომელმაც ჭეშმარიტი ქრისტიანობა, უფლის მიერ მოცემული მოძღვრება, უცვლელად, შეურყვნელად, გაუმდიდრებლად და გაუღარიბებლად, გაუუბრალოებლად, დაუმახინჯებლად შემოგვინახა. ჭეშმარიტება, რომელიც სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ იქადაგეს მოციქულებმა, უცვლელად არის შემონახული მართლმადიდებლობაში. ეს რელიგია მოიცავს ყველაფერს, რაც სულის ცხონების მოსურნე ადამიანს სჭირდება."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2020, 09:41 PM
პოსტი #3166


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გარდა გამოხსნისა, ქრისტემ მოგვიტანა ახალი სწავლება ღმერთზე, რომელიც ადამიანთათვის მოვიდა ამქვეყნად, ჯვარს ეცვა, აღდგა და ამაღლდა ზეცად. არსად, არც ერთ რელიგიაში არ განკაცებულა უფალი და თავისი სისხლით არ გამოუსყიდია კაცობრიობა. აი, ამით არის ქრისტიანობა განსაკუთრებული, გამორჩეული.

რატომ მოიქცა ასე უფალი? იმიტომ, რომ ვუყვარვართ, სიყვარული კი თავგანწირვას გულისხმობს. სწორედ სიყვარული იქცა ქრისტიანობის საფუძვლად. ქრისტიანობამ იქადაგა სიყვარული, როგორც ყველაფრის საწყისი, დასაბამი ყოველი სიკეთისა. ქრისტემ თავისი უსაზღვრო სიყვარული გვაჩვენა და ჩვენც ამ სათნოების მოხვეჭა გვიქადაგა. სიყვარული ღვთისა და მოყვასისა - აი, ის უხილავი ჯვარი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ გულში უნდა გამოისახოს. თუ სიყვარული არ გვაქვს, ვერც ქრისტიანებად ვიწოდებით. "ამით სცნან, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთარსს", - ამბობს უფალი. რაგინდ წესიერად ცხოვრობდეს მორწმუნე, თუ სიყვარული არ აქვს, მისი მადლს მოკლებული სული კვდომისკენ მიისწრაფვის."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 1 2020, 11:37 AM
პოსტი #3167


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანობა, სხვათაგან განსხვავებით, ღმერთთან შერიგებული ადამიანის რელიგიაა."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 1 2020, 12:02 PM
პოსტი #3168


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განსაკუთრებით შთამბეჭდავია ერთი ამბავი, რომელიც მოლდო-ვლახეთში მოხდა: როცა სარდალი მიხაილი ძმის განდევნის შემდეგ მოლდო-ვლახეთში გამეფდა, პირველ რიგში დედაქალაქ ბელგრადში მართლმადიდებლური ეკლესიის აშენება განიზრახა. შეეწინააღმდეგენ ლათინი ქსენძები, მათი სარწმუნოების მქონე ბოიარები და ერისკაცნი. ისინი სარდალს უმტკიცებდნენ თავიანთი რწმენის ჭეშმარიტებას და წინააღმდეგნი იყვნენ უცხო სარწმუნოების ტაძრის აგებისა. მათ შესთავაზეს სარდალს - კამათით გაერკვიათ, სად არის ჭეშმარიტება. "გავიდეთ შუა ქალაქში, მოიტანონ ორი ჭურჭელი ანკარა წყლით. ჩემი სამღვდელოება აკურთხებს ამ წყალს, თქვენიც ასევე მოიქცეს. დავბეჭდოთ ჩემი და თქვენი ბეჭდებით, შევინახოთ თქვენს დიდ ტაძარში ორმოცი დღის განმავლობაში, დავკეტოთ და დავბეჭდოთ ტაძრის კარებიც. დათქმული დროის გავლის შემდეგ ვისი წყალიც უხრწნელი დაგვხვდება, მისი რწმენა იქნება უკეთესიო", - ბრძანა მიხაილმა. ასეც მოიქცნენ. მაგრამ 25 დღის გავლის შემდეგ ღვთის გამოცხადებით აღძრული მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მივიდა სარდალთან და უთხრა: - ნუ დაელოდები ორმოცი დღის დასრულებას, დაუძახე ლათინებს, წადით ეკლესიაში და ნახავთ ღვთისმოშიშ მართლმადიდებელთა რწმენის გამარჯვებასო. მის რჩევას დაჰყვნენ მართლმადიდებლებიც და კათოლიკეებიც და ეკლესიისკენ გაეშურნენ. ეპისკოპოსი დაემხო მიწაზე, ილოცა ღვთის მიმართ, მერე გახსნა მართლმადიდებელთაგან დაბეჭდული ჭურჭელი და წყალი უფრო წმინდა აღმოჩნდა, ვიდრე მაშინ, წყაროდან რომ მოიტანეს. თან სასიამოვნო სუნი ასდიოდა. კათოლიკეთა ჭურჭლიდან გახრწნილი წყლის ისეთი სიმყრალე ამოვარდა, რომ ლათინთა უმეტესობამ იმავე წამს აღიარა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2020, 07:21 PM
პოსტი #3169


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას ძალუძს, ნებისმიერ კითხვას თუ გამოწვევას უპასუხოს. თუ ადამიანი ღმერთს ეძიებს, ესე იგი, ღმერთმა ის უკვე იპოვა და ისიც ადრე თუ გვიან უთუოდ მოვა ტაძრამდე. ვინც ეძებს, აუცილებლად
იპოვის, მთავარია, სწორად ეძებოს. თუმცა ისიც შეიძლება, ძიებისას საერთოდ ასცდეს ქრისტეს, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. სანამ სხვა რელიგიას შევეხებით, ჯერ ჩვენი უნდა ვიცოდეთ კარგად."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2020, 07:39 PM
პოსტი #3170


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- გარდა იმ სათნოებებისა, რომლებზეც ვისაუბრეთ, რითია მართლმადიდებლობა გამორჩეული?

- ყველა სხვა რელიგია, როგორც აღნიშნავს ყველა, ვინც კი მათ საფუძვლიანად გაეცნო, ადამიანის ინტელექტის ნაყოფია. ამას ადვილად შეამჩნევს ყველა, ვისაც სულიერი ხედვა აქვს - არავინ არავისთვის არ გაკრულა ჯვარზე, არ დაფლულა, არ აღმდგარა მკვდრეთით და ამაღლებულა, არავის მოსვლა არ უწინასწარმეტყველებიათ, გარდა მაცხოვრისა.

გამორჩეულია თვით ქრისტე ისეთი სახით, როგორიც მართლმადიდებლობაშია - ღმერთი და კაცი, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების შეურყვნელად მატარებელი, კაცთათვის დედამიწაზე მოსული წმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი.

სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაციები, რაც არ უნდა სრულყოფილი, დახვეწილი და ინტელექტუალური სისტემები იყოს, ვერ აცხოვნებს, ვერ გადაარჩენს ადამიანს, იმიტომ, რომ მათში მადლი არ არის, მადლის გარეშე კი არ არსებობს ცათა სასუფევლის მკვიდრობა.

ადამიანი არა მარტო გონებით ხვდება მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას, არამედ გულით. გულის კარნახი, შინაგანი ხმა აგრძნობინებს, აპოვნინებს მას ჭეშმარიტ ღმერთს. ქრისტე იხილვება ყველგან. არ არის ადგილი, მას რომ ვერ ვჭვრეტდეთ. ყველგან არის ის და ყოველივეს აღავსებს, მაგრამ უწინარესად საკუთარ თავში, საკუთარ გულში უნდა ჩავიხედოთ და იქ დავინახოთ."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2020, 01:58 PM
პოსტი #3171


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რელიგიაა, რადგან იგი ერთარსება ღმერთის - მამის, ძის და სულიწმინდის, წმინდა სამების მადიდებელია. ჩვენ, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებსა და აღმსარებლებს, გვწამს ერთი ღმერთი - დაუსაბამო, უხილავი, შეუდგენელი, მარტივი, ყოვლად კეთილი, სახიერი, უცვლელი, გარდაუქმნელი, ყოვლის კეთილად წინაგანმგებელი და შემამტკიცებელი, სამ ღვთაებრივ პირში - მამაში, ძესა და სულიწმინდაში გაბრწყინებული, გამოცისკრებული, როგორც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი აღმოიტყვის: "მარტივო, სრულო, სამმზეო, ერთცისკროვნებაო".

თავად სიტყვა "მართლმადიდებლობა" სიმართლის დიდებას, მის აღსარებას ნიშნავს. ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს მრავალი. როგორც ერთ ურდულს არ შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა გასაღები, ასევე ვერც სასუფევლის კარს მოვარგებთ "რწმენის სხვა გასაღებს", თუ არა მართლმადიდებლობას, რომელიც სამგვამოვანი ღმერთის, წმინდა სამების აღმსარებელი რელიგიაა."

/დავით სურგულაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2020, 02:10 PM
პოსტი #3172


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა პორფირე ათენელი (+1991) ამბობდა: "ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაშია. მე ეს ღვთის მადლი განვიცადე და ვიცი. უამრავი სინათლეა, რომელიც თვალს გჭრის, მაგრამ ჭეშმარიტი ნათელი მათგან მხოლოდ ერთია".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2020, 10:15 PM
პოსტი #3173


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლობა სულიერი, პიროვნული სრულყოფის რელიგიაა. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლობაში მორწმუნის მოვალეობანი სულიერი სრულყოფის საშუალებაა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2020, 10:27 PM
პოსტი #3174


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




"კილიკიის ქალაქ ეგოვიდან 50 კილომეტრის მოშორებით ორი მოსაგრე ბერი მოღვაწეობდა. ისინი ერთმანეთის მახლობლად ცხოვრობდნენ. ერთი მართლმადიდებელი იყო, მეორე კი უკეთური სევერის მიმდევარი (მწვალებელი სევერი უარყოფდა სხეულთა მკვდრეთით აღდგომას, შესაბამისად, უფალი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებასაც). მწვალებლობაში ჩავარდნილი ბერი ყოველნაირად ცდილობდა ბრალი დაედო მართლმადიდებელი ბერისთვის. ცრუ ხმებსაც უვრცელებდა, რათა ხალხს დაეგმო ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი და მას და მის მწვალებლურ სწავლა-მოძღვრებას მიმხრობოდა.

ერთ დღეს მართლმადიდებელმა ბერმა სევერის მწვალებლობის მიმდევარს შეუთვალა - შენი ზიარების ნაწილი გამომიგზავნე, რათა მე, ცოდვილი, ვეზიაროო. მწვალებელმა იფიქრა, ჩემს აღმსარებლობაზე მოექცაო და თხოვნა სიხარულით შეუსრულა. როდესაც მართლმადიდებელმა ბერმა მწვალებლის ძღვენი მიიღო, იქ მყოფი ხალხის თანდასწრებით საკვირველი რამ ჩაიდინა: "ცეცხლზე რკინის ჭურჭელი შედგა და გაავარვარა. შემდეგ მასში მწვალებელი ბერის მიერ გამოგზავნილი ზიარების ნაწილი ჩადო. ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ ის დაიწვა და უკვალოდ გაქრა. ამის შემდეგ მართლმადიდებელმა ბერმა ხელახლა გაავარვარა ცეცხლზე რკინის ჭურჭელი და მასში მართლმადიდებლური წესით აღსრულებული ზიარების ნაწილი ჩადო. გავარვარებული ჭურჭელი გაცივდა, წმინდა ძღვენი კი მრთელი და დაუზიანებელი დარჩა. ამ სასწაულით უფალმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაანახა ადამიანებს მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2020, 08:24 PM
პოსტი #3175


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც ისრაელი წარმოუდგენელი იყო, ძველი აღთქმის სჯულის გარეშე, ისევე წარმოუდგენელია დღეს საქართველო მართლმადიდებლობის გარეშე... ერთადერთი მართლმადიდებლობაა, რომელიც ამბობს, რომ წმინდანობის განმსაზღვრელი არ არის წესებისა და კანონების ზედმიწევნით შესრულება, და ამით კარგ ადამიანად ქცევა, არამედ მართლმადიდებლობაა როცა შენ და ღმერთს გაქვთ პიროვნული ურთიერთობა, როცა შენ მოიაზრები განღმრთობილის სულიერ ნაწილად...““
დეკ. თეოდორე (გიგნაძე)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 02:40 PM
პოსტი #3176


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე ჩემი ჩინელი მართლმადიდებლის ლოცვამ მომაქცია..."

"ამ ადამიანს უილიამი ჰქვია, მაგრამ ასე თითქმის არავინ იცნობს – იქ, სადაც მოინათლა, მართლმადიდებლური სახელი – ვასილი – დაარქვეს და მგონი, თავადაც დაავიწყდა, თუ რა ერქვა მანამდე.

ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს – ვინ არ დაუახლოვდება გულღია, კეთილ და მხიარულ კაცს, რომელსაც ხუმრობაც ეხერხება და ნებისმიერ ღრმა და ძალიან სერიოზულ თემებზე ფიქრი და საუბარიც.

ვასილი თან ამერიკელია, თან – იაპონელი, – აღნაგობა, თვალისმომჭრელი "ჰოლივუდური" ღიმილი და ახოვანება ამერიკელი მამისაგან იმემკვიდრევა, წვრილი თვალები და სახის ნაკვთები კი – იაპონელი დედისაგან, ხოლო როდესაც ეკითხებიან, სადაური ხარო, დაუყოვნებლივ პასუხობს: - მართლმადიდებელიო.

ათ წელზე მეტი იქნება, რაც მოიქცა და ეს გადაწყვეტილება არცთუ იოლად მიიღო: - როგორც ყოველ მაძიებელ სულს სჩვევია, მანაც დიდხანს ეძება საკუთარი თავი, მერე ოჯახშიც აიშალა ყველაფერი – დედა ალთას წავიდა, მამა – ბალთას და თვითონ, ამ ოჯახის ერთადერთმა შვილმა, გადაწყვიტა, რომ ყველაფერი უნდა გამოეცადა... მოკლედ, ხან სახლიდან გარბოდა, ხან სასმელს ეძალებოდა, ეწეოდა, ხანაც კაზინოში თამაშობდა... ბოლოს ამ თამაშ-თამაშში ისე ჩავარდა უზარმაზარ ვალებში, გონზე მოსვლაც ვეღარ მოასწრო... შემთხვევითი სამუშაოებით გაჰქონდა თავი და სწორედ ამ დროს გაიცნო ერთი პატარა, გაძვალტყავებული ჩინელი მისთვის ძალიან უცნაური და არაჩინური სახელით "მიხაილა". უილიამის ახალი ნაცნობი მართლმადიდებელი აღმოჩნდა და პირველად მისგან გაიგო ის, რამაც მართლმადიდებლობამდე მიიყვანა. პირველად მიხაილა მიჰყვა კალიფორნიის ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, შემდეგ თავად გაუჩნდა იქ სიარულის სურვილი – საეკლესიო გალობას უსმენდა, მლოცველებს აკვირდებოდა... მერე, დიდი მარხვისას მოინათლა კიდეც – ერთმა ბერძენმა გოგონამ მონათლა...

ცხოვრება ისე აეწყო, რომ ნათლობიდან ცოტა ხანში იაპონიაში, დედასთან მოუხდა გამგზავრება, სადაც პატარა იაპონური ქალაქის მახლობლად მართლმადიდებლური ტაძარი აღმოაჩინა და იქ დაიწყო სიარული, - მართალია, ტაძრამდე დიდი გზა ჰქონდა, - ჯერ ველოსიპედით უწევდა სიარული, შემდეგ – მატარებლით, მერე კი – ავტობუსით, მაგრამ მაინც დადიოდა, ცოტა ხანში სტიქაროსნადაც გაამწესეს...

იაპონიაში დიდხანს არ დარჩენილა – განათლების მისაღებად ისევ ამერიკაში მოუწია დაბრუნება. იქაურ მართლმადიდებლურ ტაძართა შორის ყველაზე მეტად სან-ფრანცისკო-ნიკოლსკი შეუყვარდა, სადაც მედავითნეობდა, გალობდა და ძველ სლავურსაც დაეუფლა... ვასილს, საერთოდ, ასეთი ბუნება აქვს – ყველაფერს ადვილად და სიღრმისეულად ითვისებს, ჰოდა, ერთ დღესაც ხელში ფერადი ბროშურა - "წმიდა სამების სერგის ლავრა" ჩაუვარდა...

- სული შემეხუთა ტაძრის სილამაზით და ჯერაც გაუაზრებელი სურვილით... რუსეთში მომინდა წასვლა, მაგრამ ამის თქმა ადვილი იყო, გაკეთება კი – ძალიან ძნელი... დედაჩემი კატეგორიულად შემეწინააღმდეგა – თვითონ ადრე პროტესტანტი იყო, მერე – ბუდისტი, მამაჩემი, მართალია, მხარს მიჭერდა, მაგრამ არც ისე აქტიურად...

- როგორ მიხვედი ამ სურვილამდე?

- ერთ საღამოსაც ძალიან დიდხანს ვიხეტიალე, დიდხანს ვიფიქრე, დროა, საბოლოოდ გავერკვე, რა უნდა ვაკეთო-მეთქი, იმ დროს მღვდლობა უკვე მინდოდა, მაგრამ სად უნდა მესწავლა? იაპონიაში კი არსებობს სასულიერო სემინარია, მაგრამ იქ ძალიან ცოტა მართლმადიდებელია, ამერიკაში ბევრი რუსი მართლმადიდებელი ემიგრანტი ცხოვრობს, მაგრამ ისინი პროტესტანტების დიდი ზეწოლის ქვეშ არსებობენ... მოკლედ, როგორმე სასწავლებლად რუსეთში უნდა წავსულიყავი და ასეც მოხდა – სასულიერო აკადემია იქ დავამთავრე... თავიდან ენა საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ მალე შევისწავლე, იმიტომ, რომ ძალიან ჯიუტი და მიზანდასახული ვარ, იქაური მეგობრებიც დამეხმარნენ, თავი რომ მერჩინა, ხან ექსკურსიამძღოლად ვმუშაობდი, ხან – სასადილოში, თან სულ ვკითხულობდი სასულიერო ლიტერატურას... ძალიან კი გამიჭირდა იქაურ უმზეო და ცივ კლიმატში ცხოვრება... ერთ წელიწადში რუსულს სრულყოფილად დავეუფლე, მერე ბერძნულის სწავლა დავიწყე, ახლა კი, როდესაც თქვენს ულამაზეს მიწაზე მოვხვდი, ქართულის სწავლის დიდი სურვილიც გამიჩნდა, ის კი არა, შეიძლება, სულაც თქვენთან დავრჩე...

- რამდენი ხნით ჩამოხვედი?

- სამწუხაროდ, სულ ორი დღით, მაგრამ თბილისში რამდენიმე ტაძრის ნახვა მაინც მოვასწარი... არ იცით, რომ ძალიან მადლიანი ქვეყანა გაქვთ? უცხოელისათვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ეს ძალიან თვალშისაცემია – სიძველის, მადლის და დიდი წარსულის სუნს მაშინვე იგრძნობ, საოცარი განცდაა... ისე, ქუჩაში ბევრი მიყურებდა გაოცებით, ალბათ, ვეღარ გაეგოთ, ამერიკელი ვიყავი თუ იაპონელი...

- ისე, შენ როგორ გგონია, რომელი ხარ?

- მართლმადიდებელი, რომელიც, იმედია, უფლისთვის სათნოს ცხოვრებას შეძლებს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2020, 08:47 PM
პოსტი #3177


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ერი გადაშენებას მართლმადიდებლობამ გადაარჩინა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2020, 10:26 PM
პოსტი #3178


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენს წინაპრებს რომ მრავალი ჭირისა და განსაცდელის მიუხედავად, არ დაეცვათ მართლმადიდებლური სარწმუნოება, დღეს ქვეყანაზე აღარც ჩვენი ენა იქნებოდა და აღარც ჩვენი სახელი".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2021, 10:31 PM
პოსტი #3179


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნეტარები ვართ ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, რადგან ღვთის წყალობის ქვეშ ვცხოვრობთ"

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 12 2021, 11:03 PM
პოსტი #3180


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლობა ყველა დროში თანამედროვე რელიგიაა, მაგრამ მართლმადიდებლები ჩამოვრჩებით!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

161 გვერდი V « < 157 158 159 160 161 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 06:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი