IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> "ნესტორიანული ეკლესია", მათი კრედო
Otherguy
პოსტი Mar 12 2012, 03:38 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ასურეთის ეკლესია თავისი დაარსებიდან, არ მდებარეობდა რომის ტერიტორიაზე, ამიტომ მათთან მხოლოდ მისიონერები მოდიოდნენ და აწვდიდნენ ინფორმაციას კრებების შესახებ. პეტრე მოციქულის პირველ წერილში წერია, რომ იგი ბაბილონიდან წერდა წერილს, როგორც ჩანს იქ დაარსდა ეს ეკლესია.

მათი კრედოები ესენია:

მარ აქაქის სინოდი, 486 წელი:



ჩვენი აღიარება ქრისტეს განკაცებაზე აუცილებლად უნდა იყოს ასევე აღიარება ორი ბუნების, ღმერთის და ადამიანობის. არც ერთი ჩვენგანი არ ცდილობს შემოიტანოს ამის გაგება როგორც შეზავებული ან არეული როცა საქმე ეხება ამ ორი ბუნების აღწერას. პირიქით, ღმერთი რჩება უცვლელად როცა საქმე მის ბუნებას ეხება და ასევეა ადამიანური ბუნებაც. ჩვენ ვაერთიანებთ ამ ორ ბუნებას 1 უფალსა და 1 თაყვანისცემაში რადგან ეს ორი ბუნება ერთმანეთთან იდეალურად არის შეკავშირებული. თუ ვინმე მიაკუთვნებს ტანჯვას და ცვლილებას ღმერთს ადამიანური ბუნების გარეშე და ამით უარყოფს ორ ბუნებას ჩვენი უფლისა, როგორც სრული ღმერთისა და ადამიანისა - იყოს ანათემიზირებული.


თუმცა შემდეგ კრებაზე, როცა უფრო ნათლად მოუწიათ დაფიქსირება ადამიანური ბუნებისა, წერენ:

მარ აბას სინოდი, 544 წელი:



....ეს ყველაფერი იცოდნენ მოციქულებმა სულიწმინდისაგან, რომ ქრისტე არაა მხოლოდ ადამიანი ან ღმერთი ადამიანის სხეულში, არამედ სრული ღმერთი და სრული ადამიანი; ადამიანობა, რომელიც ცხებულია ღმერთთან ერთად, როგორც წერია:'ამისთჳს გცხოს შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი', რითიც გვამცნო მისი ადამიანობის შესახებ. ხოლო სიტყვებით: 'დასაბამში იყო სიტყვა', რითიც გვაჩვენა მისი ღვთაებრივი ბუნება... ასევე უფალმაც გვამცნო ჩვენ სიტყვებით - 'დაანგრიეთ ეს ტაძარი და აღვადგენ მას' თავისი ადამიანური ბუნება, რომლითაც იყო შემოსილი... ასევე: 'მამა, რომელიც არის ჩემში აკეთებს ამ საქმეებს' და 'უფლის სულია ჩემზე. ამის გამო მცხო მან.' ისმინეთ, წოდებით "ქრისტე" მან გვამცნო მამის, ძის და სულიწმინდის შესახებ... ყველა ვინც შემოიტანს "ოთხებას" ღვთაებაში ანათემიზირებულ იყოს. ყველა ვინც უარყოფს ქრისტეს ტანჯვას მხოლოდ მისი ადამიანური ბუნებით და შემოიტანს ღმერთის ტანჯვის და ცვლილების იდეას, ანათემიზირებულ იყოს. ან ვინც სიტყვით "ძე" არ მოიხსენიებს ერთ ქრისტეს და განყოფს მას ბუნებათა მიხედვით - ანათემიზირებულ იყოს!

მარ საბრიშოს სინოდი, 596 წელი:

[როგორც ჩანს ეს მოეწყო V მსოფლიო კრების წინააღმდეგ, რომელზეც თეოდორე დაგმეს]



ვგონებთ კარგია რომ ეპისკოპოსნი შევიკრიბეთ რათა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მწამსი... რომელიც ზუსტად და ნათლად წარმოაჩენს ჩვენს აღიარებას ერთი ბუნების წმინდა სამებისა - მამისა, ძისა და სულიწმინდისა და განკაცებაზე უფლისა... ყველა სწავლება იყოს დაგმობილი, რომელიც არ ასწავლის სრულ ღვთაებრივობას და ადამიანობას იესო ქრისტესი, როგორც ამას ასწავლიდნენ წმინდა მამანი, მათ შორის კურთხეული თეოდორე ანტიოქიელი, განმმარტებელი წმინდა წერილისა, მოფსუესტიის ეპიკსოპოსი, ვისი სწავლებაც ყველგან მართლმადიდებლურად იყო და არის აღქმული.

ჩვენ ანათემას ვუცხადებთ ყველას ვინც არ აღიარებს ორ ბუნებას ჩვენი უფლისა; მათ ვინც ორ ბუნებას შერეულად წარმოიდგენენ, მათაც ვინც ტანჯვასა და სიკვდილს ღმერთს მიაწერენ, და მათაც ვინც ქრისტეს ცალკე ადამიანად აღიარებენ ვისშიც იყო ღვთის სიტყვა... ასევე ვუარყოფთ "ოთხებას" წმინდა სამებაში და შევაჩვენებთ მათ ვინც ამბობს, რომ არსებობს ორი ძე ღვთისა, ან ორი ქრისტე და უარყოფს იმ ფაქტს, რომ ღვთის სიტყვამ აღასრულა ტანჯვა ჩვენი გამოხსნისთვის თავის ადამიანური ბუნების სხეულში.


თუმცა გრიგორის სინოდზე 605 წელს ნათქვამია:


...ღვთაებრივმა ბუნებამ გაასრულყოფილა ადამიანური ბუნება ტანჯვის გზით. რადგან შეუძლებელია ღვთაებრივმა ბუნებამ განიცადოს ტანჯვა ან ცვლილება...


პ.ს. ამ კრებაზე გააკრიტიკეს ყველა ვინც თეოდორე ანათემას გადასცა...



ჩემი დასკვნა - აშკარაა, რომ ეს ეკლესია არ აღიარებდა ორ პიროვნებას ქრისტეში, თუმცა წმ. კირილეს ერთ-ერთ ანათემას, რომ ღმერთმა განიცადა ტანჯვა, აშკარად უარყოფს... წმ. ამბროსიც უარყოფდა მაგ ანათემას მაშინ...

რატომ არ შეიძლება ამ ორ ეკლესიას შორის დიალოგი შედგეს? რომის ეკლესიამ უკვე აღადგინა ერთობა ამ ეკლესიის ერთ ნაწილთან, რომელმაც მიიღო რომის მიერ შეთავაზებული კრედო, ღვთისმშობელის აღიარებით...

თუმცა მაინტერესებს რომის ეკლესიამ ანათემები ნესტორს და თეოდორეს მოხსნა თუ არა...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 08:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი