IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Closed TopicStart new topic
> სულ კრიშნა და კრიშნა კრიშნა და კრიშნა, გაიტანეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ !!!!!!
k@the
პოსტი Apr 19 2012, 01:15 PM
პოსტი #41


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



George Leluashvili

IP ბანის დადების უფლება აქვს მხოლოდ ფორუმის ადმინისტრატორს. ასე რომ შენი ფორუმზე ვერ შემოსვლის მიზეზი მე არ ვყოფილვარ და თორნიკემ სულ ტყუილად გაიმეტა ჩემთვის ის სიტყვები...

ატმანისთვის მრავალჯერ მითქვამს, რომ მისი აქ ყოფნა არ მახარებს და მის ნაწერებს არ ვკითხულობ.
თუ ვინმე მართლმადიდებელს, არამართლმადიდებელი ადამიანების აღმსარებლობაზე მათგანვე რაიმე აინტერესებს და სურს პოლემიკა, მივიდეს იმათ საიტზე და იქ ესაუბროს რამდენიც უნდა. აქ მოსული ადამიანი ან უნდა იყოს მართლმადიდებელი, ან უნდა უნდოდეს გახდეს მართლმადიდებელი და აინტერესებდეს ეს რელიგია. დანარჩენი ყველა, მოდის იმისთვის რომ "განგვანათლოს" და არ მჭირდება მე მაგ ხალხისაგან "განათლება", "შელოცვა შიშებზე" და "ლოგიკური მსჯელობის სწავლება".

თქვენ თუ ამის გაგება გიჭირთ, ძალიან სამწუხაროა.

თუნდაც რატომ უნდა იყოს სულის შესახებ გახსნილი თემა აპოლოგეტიკაში? რა მართლმადიდებლობას არასაკმარისი სწავლება გვაქვს ამასთან დაკავშირებით? ვითომ "შევსება" სჭირდება ამ ცოდნას მაინცადამაინც არამართლმადიდებლური წყაროებიდან? - რა არის მაგ თემაში სააპოლოგეტიკო, სად იცავთ ერთი რაიმეს? დაიწერა ერთი-ორი პოსტი არამართლმადიდებლური და გადაუძახეს აპოლოგეტიკაში, დასახურია ეგ თემა საერთოდ და ბევრი სხვა მასთან ერთად.

ციტატა
მაპატიე, მაგრამ ეს უკვე აუტანელია და ჩვენი პოზიციიდანაც შეხედეთ რა ამ ამბავს.

რაც შეეხება ამას, ნუ გეწყინება, მაგრამ შენ ჩამოყალიბებული პოზიცია მგონი არ გაგაჩნია და რაღაცის ძიებაში ხარ ისევ, ამიტომ შენი პოზიციიდან ვერ შევხედავ სიტუაციას. ატმანს რაც შეეხება, მაგ თავის პოზიციის გამოა რომ მირბის და მორბის უკან ფორუმზე.

თანაც შენი(და არა მხოლოდ შენი) ხშირი და თავგამოდებული დაცვა "სხვა" რელიგიისა, მთლად სასიამოვნო განწყობას არ ტოვებს იუზერებში. თქვენ ვერ არჩევთ პირად აზრს/რელიგიის შეურაცხყოფას და პიროვნების შერაცხყოფას, ამათ ყველას აერთიანებთ ხოლმე და ძალიან პიროვნულად იღებთ "ვითომ "კრიშნაიდების რელიგიის შეურაცხყოფად, მაშინ როცა ეს არის ჩვეულებრივი უარყოფითი დამოკიდებულება და პირადი აზრი იუზერის. არ უყვარს კრიშნა, ზოგს ეზიზღება და აფიქსირებს თავის აზრს საერთო რელიგიის მქონე ხალხში, ვერავინ ვერავის ვერ აიძულებს, გინდა თუ არა შეიყვარე და ნუ გეზიზღება კრიშნაო. ამას რომ კრიშნაიდების ფორუმზე აკეთებდეს, სრული უფლება აქვთ იმათ დაბანონ, მაგრამ აქ ამ ნათქვამში რელიგიის შეურაცხყოფა არაა.
ამის გააზრება შეგიძლიათ?

ძალიან ბევრი ადამიანი იკავებს თავს პოსტვისაგან, კამათისაგან თავის არიდების მიზნით, რაც ძალიან სამწუხაროა. რადგან დიდი ხანია ეს თემა ფორუმზე არსებობს და ბევრს აწუხებს. ბევრი ამის გამო, უბრალოდ აღარ პოსტავს ფორუმზე.
შემოვა ვინმე მართლმადიდებელი, რომელიც ცდილობს ქრისტეს წესით ცხოვრებას, იტყვის რაიმეს და 10 კაცი ეცემა, "შე მართლმადიდებელო ფანატიკოსო, შე ბნელო, შესალოცი ხარ შიშებზეო." რა გასაკვირია რომ ასეთ ადამიანს მეორედ პოსტვის ხალისი აღარ ქონდეს? სამაგიეროდ გადახედავს თემებს და ნახავს, ამ ფორუმზე მართლმადიდებლობის გარდა ყველაფერზეა საუბარი და იფიქრებს, აბა ეგრე წავალ ისევ სხვა ფორუმებზე ვიჩათავებ, რაც მე მაინტერესებს იმაზე და არ გავილანძღები მაინცო (მაგ. სპორტი, კულინარია, ლიტერატურა ). ვერც გაამტყუნებ რადგან ამ ფორუმს რაც ქვია, იმას აღარ ემსახურება.




--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 19 2012, 02:34 PM
პოსტი #42


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ახლახანს გადავწყვიტე ქალბატონ თინათინ მჭედლიშვილის მიერ გახმოვანებული თემები ამომეწია და რამოდენიმე თემა გადმოვიტანე ფეისბუკიდან რომ აქ ყოფილიყო ამაზე საუბარი
ზოგს წმინდანთა ყოველდღიური მოსახსენებელის თემა შეევსო ჩემს მიერ(ამ დროს მოხდა ძალიან უცნაური რამ,პატარა ბიჭმა გახსნა იმავე სახელწოდების გრამატიკულად არასწორი დეასახელების თემა და პარალელურად დაიწყო იქ პოსტვა,მიზანი ნათელია მგონი ხო smile.gif რატომ მეჯიბრები შვილო რა გინდა რა დაგიშავე ასეთი )

პარალელურად ხდება ასეთი რამ,ორი მოდერატორი ექცევა კრიშნაისტური სექტის წარმომადგენლის გავლენის ქვეშ და იწყება კრიშნას ცნობიერების კითხვა პასუხის რეჟიმში შემოტანა იქ სადაც ქრისტეზე უნდა იყოს საუბარი და მის ცნობიერებაზე,
გარდა ამისა ამ პატარა ბიჭებს ნამუსი ყოფნით რომ მიმტკიცონ თითქოს მხოლოდ დაინტერესებული არიან კრიშნათი და ამის უფლება სემინაარიიდან აქვთ,რაც ცხადია ჩემს დამოკიდებულებას ააგრესიულებს.
ჩემი აზრით მათ არა თუ უნდა იმსჯელონ აქ ამაზე არამედ კითხვაც არ უნდა დაუსვან,არ მისცენ საშუალება აქ დაიწეროს ის რაც კატეგორიულად არ შეეფერება ჩემს და ყველა აქ შემოსული ნორმალური მართლმადიდებლის სურვილებს რომ რამე სულისემიერი და გულისმიერი წავიკითხოთ და ვიმსჯელოთ მხოლოდ იმაზე რაც არის ჩვენი უფალი ქრისტე და რამენაირად დავეხმაროთ ერთმანეთს რაღაც მაინც მივცეთ,უბრალოდ სიტყვა მაინც.

ვაღიარებ რომ მე ვარ კონფლიქტური ადამიანი
არც სათნო და კდემამოსილი და მშვიდი ვარ
რა ვქნა ასეთი ვარ
ყოველთვის ასეთი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ.
მეზიზღება ის ადამიანი და იმის მორალიც რომელიც ძალით მტენის თავის მრწამსს,შემიძლია უხეში და პირდაპირი ვიყო,ვერაფრით ვერ დავუყვავებ რა ვქნა ასეთი ბუნება მაქვს არ შემიძლია წყნარად ვუთხრა(მითუმეტეს არაერთხელ უთხრეს წყნარად,თხოვნით)
უკვე ვედავ რომ თურმე მხოლოდ ძალით კი არ მტენიან თავის კრიშნას ცნობიერებას,არამედ მეგობრობის ფორმას ამოფარებულები,ფსიქოლოგიური და სხვადასხვა შესწავლილი ხრიკებით მეგობრულად მიცვლიან წარმოდგენას იმაზე რაც სინამდვილეში ახლა მიყალიბდება.
ჩემს გზაზე რომელიც მინდა რომ ქრისტეზე გავიდეს
ვიღაც ბოროტი მეგობარი შემოდის და ცდილობს მეგობრულად გადამიყვანოს ამ გზიდანsmile.gif


მაპატიოს ყველამ და სწორედ ამან გამამწარა

საშინელი სიტყვაა მეზიზღება

მაგრამ რა ვქნა იმდენად მეზიზღება ეს კრიშნა სწორედ ამ ვერაგულად შეპარვითი ქადაგებების გამო რომ პირდაპირ მზად ვარ გავგლიჯო ის ადამიანი რომელიც დამიმეგობრდება და ჩემს ტკივილს ჩემს პირად ტრაგედიას გამოიყენებს მხოლოდ იმისთვის რომ კრიშნაიდი გამხადოს,თან ჯერ არ მიმხელს რომ კრიშნაიდია,მართლმადიდებლად მაცნობს თავს და ბოლოს ირკვევა რომ თურმე რასაც მასწავლიდა ყველაფერი კრიშნას ცნობიერებიდან იყო,უცებ ვხვდები რომ მე ბადეში ვარ
მე ქრისტეს ცნობიერება მინდოდა და უცებ კრიშნას ცნობიერება მეტენება.
ვაკეთებ შედარებებს
და შედეგი კატასტროფულია
ჩემი ტკბილი ქრისტე თურმე სულაც არ ფქრობს ეგრე როგორც კრიშნა
ჩემი უფალი არ მასწავლის იმას როგორ ვიყო მხოლოდ მე კარგად
ჩემი ქრისტე ეგოისტი და ამპარტავანი არაა
ჩემი ქრისტე სხვებისთვის თავის გაწირვას მასწავლის
ქრისტემ თავი გაიმეტა ჩვენთვის და მეც ასე უნდა მქონდეს თავი გამეტებული როგორც მას მოყვასისთვის
თუმცა კრიშნა ამას ვერასოდეს გაიგებს
ვერც ის ადამიანი გაიგებს რომელსაც სისხლში აქვს განჯდარი კრიშნას ცნობიერება და მთელი ფსიქოლოგიური სწავლებები რომელიც ცვლის მთვიანად ადამიანის აღქმას სამყაროსადმი.

ჩემი უფლებაა არ მინდეოდეს კრიშნა და სანამ შემიძლია ვთქვა
ვიტყვი
თუ გინდა ვიყვირებ
რაც გინდათ ის დამიძახეთ გიჟი (რომელსაც მამუკა ხშირად მეძახის და ასე აცნობს ჩემს თავს ჩვენს საერთო მეგობრებს)
მოკლედ მე არ მეშინია თქვენი მპონიჭებული სტატუსების გამო
ყველგან სადაც დავინახავ ამ კრიშნას ქადაგებას წინ აღვუდგები.
აი
ასე ვიზავ ამას smile.gif როგორადაც მოვახერხებ


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 19 2012, 02:48 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ეგრეა რა, რაც უფრო მეტად პრესავ ზამბარას მით უფრო იშვებს.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Apr 19 2012, 03:40 PM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



rolleyes.gif smile.gif 2kiss.gif

არადა რაც მე მეხება იმაზე მართალს ამბობთ უმეტესწილად, ვერაფერს იტყვი...

გთხოვთ მომიტევოთ ყველაფრისთვის, რაც გაწყენინეთ ან თუნდაც უმნიშვნელო ზიანი ან დაბრკოლება მოგაყენეთ სულიერ გზაზე.

ყველა ჩემს ქმედებას ან ეგოიზმი მაკეთებინებს, ან მიჯაჭვულობები. მე რომ მორჩილი ვიყო აქ საერთოდ არ უნდა შემოვდიოდე და არ ვწერდე იმასაც კი, რასაც სიმართლედ ვთვლი (იმიტომ რომ ცნობიერების ჩემი მდგომარეობით ამის არც უფლება მაქვს და არც ნებართვა)...

კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს და საერთოდ არანაირი პოსტით აღარ შეგაწუხებთ.

მადლობას გიხდით უფასო გაკვეთილებისთვის. კონფლიქტში ყველაზე კარგად ხედავ საკუთარ თავს...

ახლაც კი, ვითომ მორჩილი და კრავის ქურქს ამოფარებული, საშინელ ეგოისტად ვრჩები და არ მაინტერესებს არც კრიშნას და არც ქრისტეს ნება.

ილოცეთ ჩემთვის და სთხოვეთ ღმერთს, რომ დამეხმაროს ამ ყველაზე ღრმა სენის დამარცხებაში!

პირზე მშვიდი ღიმილით "ცრუ ატმანი"...


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 19 2012, 04:42 PM
პოსტი #45


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(აბდალა @ Apr 19 2012, 03:40 PM) *

rolleyes.gif smile.gif 2kiss.gif

არადა რაც მე მეხება იმაზე მართალს ამბობთ უმეტესწილად, ვერაფერს იტყვი...

გთხოვთ მომიტევოთ ყველაფრისთვის, რაც გაწყენინეთ ან თუნდაც უმნიშვნელო ზიანი ან დაბრკოლება მოგაყენეთ სულიერ გზაზე.

ყველა ჩემს ქმედებას ან ეგოიზმი მაკეთებინებს, ან მიჯაჭვულობები. მე რომ მორჩილი ვიყო აქ საერთოდ არ უნდა შემოვდიოდე და არ ვწერდე იმასაც კი, რასაც სიმართლედ ვთვლი (იმიტომ რომ ცნობიერების ჩემი მდგომარეობით ამის არც უფლება მაქვს და არც ნებართვა)...

კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს და საერთოდ არანაირი პოსტით აღარ შეგაწუხებთ.

მადლობას გიხდით უფასო გაკვეთილებისთვის. კონფლიქტში ყველაზე კარგად ხედავ საკუთარ თავს...

ახლაც კი, ვითომ მორჩილი და კრავის ქურქს ამოფარებული, საშინელ ეგოისტად ვრჩები და არ მაინტერესებს არც კრიშნას და არც ქრისტეს ნება.

ილოცეთ ჩემთვის და სთხოვეთ ღმერთს, რომ დამეხმაროს ამ ყველაზე ღრმა სენის დამარცხებაში!

პირზე მშვიდი ღიმილით "ცრუ ატმანი"...

ამ პოსტის სიყალბე რაში ვლინდება იცი?

გუშინ,სანამ ორი პატარა ბიჭის მხარდაჭერის იმედი გქონდა,ცინიზმით აღსავსე პოსტები დადე
ეხლა კი როცა (უკვე მერამდენედ აღარ ვიცი) ორმა ადამიანმა გამოხატა თავისი მართალი პოზიცია უკვე შეიცვალე და მონანული გახდი smile.gif
თითქმის 5 წელია გიცნობ და რაც თავი მახსოვს სულ ვცდილობ როგორმე დაგანახო რომ მიყვარხარ და მინდა კარგად იყო,მაგრამ შენ მაინც ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე.
არადა როგორ მინდა ერთხელ მაინც მითხრა მადლობა იმის გამო რომ მუდმივად გპატიობ და გპატიობ დაუსრულებლად გპატიობ ყველაფერს

ამის მიუხედავად მე შენ ვერ დაგიყვავებ,პირიქით,რახან გაქვს ამბიციები მაშ აიტანე რასაც ხედავ თუნდაც ეს ,რაც ქვია ამას ეგოიზმია მრისხანებაა ჩემგან თუ რაც არის ზიზღი მაგ კრიშნასი რომელიც საბოლოოდ მიაღწიე რომ მქონოდა იმხელა დოზით გამოუშვი


და კიდევ
შეუდექი ქრისტეს ცნობიერების შესწავლას ისე კი არა რომ შეადარო კრიშნას და მიზეზი ეძებო რა არის სწორი და რა არის კრიშნასთან თანხმობაში, არამედ მთელი გულით გაეცანი ქრისტეს.
აქ კი არ გვასწავლო
არამედ აქ დასვი კითხვები სწავლის მიზნით


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Apr 19 2012, 07:48 PM
პოსტი #46


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



karpaki
მილიონი ++++++++++++


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 19 2012, 09:33 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



აღარაფერს ვიტყვი, ყველამ გამოამჟღავნა თავისი ნამდვილი სახე და ეს კარგად დავინახე.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 19 2012, 09:44 PM
პოსტი #48


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(ნაინა @ Apr 19 2012, 07:48 PM) *

karpaki
მილიონი ++++++++++++

kiss1.gif
განა შეიძლება სხვაგვარად ფიქრი

QUOTE(George Leluashvili @ Apr 19 2012, 09:33 PM) *

აღარაფერს ვიტყვი, ყველამ გამოამჟღავნა თავისი ნამდვილი სახე და ეს კარგად დავინახე.

რა ვქნათ
მე წყეულმა ეშმაკეულმა და ფრთიანმა ალქაჯმა მაინც ქრისტე ვარჩიე ყველაფერს და არაფრის გაგონება არ მინდა გარდა ქრისტესი.

როცა ვბრაზდები ალქაჯად გადავიქცევი biggrin.gif
ცოცხზე ვჯდები და დავფრინავ tongue.gif

მართალია მე არ ვარ კდემამოსილი და სათნო ქრისტიანი მაგრამ ეს ცოტაა ეშმაკეული რომ ქრისტეს ირჩევს? biggrin.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 19 2012, 11:08 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა
აქ კი არ გვასწავლო
არამედ აქ დასვი კითხვები სწავლის მიზნით


ეს ორი სტრიქონი წონის მთელ ამ ბატალიებს, რაც აქ გაიმართა ამ დღეებში.

კოროტკო ი იასნო!!


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Apr 19 2012, 11:19 PM
პოსტი #50


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ხდება ხოლმე კეთილ დამოკიდებულებას იყენებს დაუდევარი ადამიანი ბოროტად, მხიარულად არის, ბევრი ვინმე რომ უფრთხილდება და ძალიან ვერ აწყენინებენ, რადგან მორალი არ აძლევთ ამის საშუალებას, ამასობაში თვითონ არცერთი ჟესტით, არცერთი საქციელით, არცერთი სიტყვით, სხეულის არცერთი ნაწილით არ არის მადლიერი.
რატომ?
იმიტომ რომ ყოველმა ადამიანმა იცის შინაგანად, რომ ცუდი საქციელისთვის, ამართლებენ სხვები ამას თუ არა, თავზე ხელის გადასხმა არ ეგების, არ იმსახურებს.
ყველას, ყოველ ნამოქმედარზე, წარმატებაზე მარცხზე სხვისგან ემოციური მხარდაჭერა სჭირდება, სჭირდება თავის დაქნევა, რომ რაც გააკეთა, ტყუილად არ ჩაუვლის და წინდაწინ იცის, მთელი ქვეყანა რომ მოკანტურედ გადაიქცეს, თუ შეცდომაა, შეცდომად დარჩება.
ამიტომ მშობელმა, მეგობარმა ადამიანმა, სანამ ცოცხალია და სხვისთვის ხმის მიწვდენა შეუძლია, მის წმინდამ ოვალეობად უნდა გაიხადოს მეორე ადამიანს თუნდაც მშრალი ემოციის დონეზე, მორალის დონეზე სწორი, გულწრფელი დამოკიდებულება აჩვენოს.
მწარე გაკვეთილიც გაკვეთილია, ვინ თუ არა ქრისტიანებმა ვიცით ეს?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 21 2012, 11:46 AM
პოსტი #51


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



გაორებული შეხედულება მაქვს, თუმცა აზრი არა აქვს რამის დაწერას. თემა იხურება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 11:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი