IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა მაბრკოლებს მართლმადიდებლობაში ?, გავუზიაროთ ერთმანეთს ხედვები
neo
პოსტი Sep 14 2009, 08:00 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ამ საიტზე ბევრი ადამიანია არამართმადიდებელი... რომლებსაც აქვთ მრავალი კითხვა მართმადიდებლებთან, და ეს კიტხვები გაბნეულია ხოლმე სხვადასხვა თემებში...

თუმცა ეს თემა მინდა ცოტა უნიკალური იყოს, ანუ არ ვიკამათოთ, არამედ უბრალოდ გავუზიაროთ ერთმანეთს ხედვები... ერთისმ მხრივ არამართმადიდებლებმა დასვან კიტხვები, და მეორეს მხრივ მართმადიდებლებმა გაუზიარონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება ამათუიმ საინტერესო საკიტხის შესახებ...

შევეცადოთ საკიტხები წავიდეს ეტაპობრივად, ანუ 1000 კითხვა თუ დაისმევა პასუხი ვერ გაეცემა ათასივეს...


კიდევ ერთხე ვუსვავ ხაზს, არავიტარი კამათი, უბრალიდ მოსაზრებების გაზიარება...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Sep 14 2009, 08:01 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ხატთაყვანისცემა და მიცვალებულებზე ლოცვა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 14 2009, 08:21 PM
პოსტი #3


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



sergi_glaxa
ციტატა
ხატთაყვანისცემა და მიცვალებულებზე ლოცვა

ეს ეხლა შეკითხვაა?
neo
ციტატა
თუმცა ეს თემა მინდა ცოტა უნიკალური იყოს, ანუ არ ვიკამათოთ, არამედ უბრალოდ გავუზიაროთ ერთმანეთს ხედვები...

შეუძლებელია! ვინაიდან უნიკალური თემის გახსნას აზრი არ აქვს თუ უნიკალური ხალხი არ მოიყვანე... აქ ვინც ვართ კამათის გარეშე საუბარს შენ კი არა და აგერ დიჯად მომზირალი ადმინი ვერ გვაიძულებს... იმანაც ასე დაიწყო. გინახავს მისი პირველი თემა? მერე ხეკლი ჩაიქნია და სამუდამო სასოწარკვეთილებას მიეცა... როდესაც შემოდის ამ ფორუმზე მოდერები უყვირიან, ჩვენ ვართ გივიო და პასუხეი არ ისმის... ასე მოგივათ თქვენც!


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 14 2009, 08:35 PM
პოსტი #4


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



არაფერიც არ მაბრკოლებს და მართლმადიდებელი ვარ ვაფშეტა, მართლმადიდებლებს არ მოწონთ სხვა რელიგიებიც რომ მიყვარს თორე... smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 14 2009, 09:43 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
შეუძლებელია! ვინაიდან უნიკალური თემის გახსნას აზრი არ აქვს თუ უნიკალური ხალხი არ მოიყვანე... აქ ვინც ვართ კამათის გარეშე საუბარს შენ კი არა და აგერ დიჯად მომზირალი ადმინი ვერ გვაიძულებს... იმანაც ასე დაიწყო. გინახავს მისი პირველი თემა? მერე ხეკლი ჩაიქნია და სამუდამო სასოწარკვეთილებას მიეცა... როდესაც შემოდის ამ ფორუმზე მოდერები უყვირიან, ჩვენ ვართ გივიო და პასუხეი არ ისმის... ასე მოგივათ თქვენც!



კარგი ამას, ამ ჯერზე ხუმრობაში გავატარებ...



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 14 2009, 10:05 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ხატთაყვანისცემა და მიცვალებულებზე ლოცვა


ხო ეს საკმაოდ ფუნდამენტური საკითხებია თუმცა, ამ ჯერზე ღვთისმეტყველებას შევეშვათ...

მე გეტყვი რატომ მიყვარს ხატები, და რატომ ვცემ თაყვანს, მერე გადავალ მეორე საკითხზე...

რამოდენიმე მარტივი მიზეზის გამო:

1. ნებისმერი ჩემი საყვარელი ადამიანის სურათი მიყვარს ძალიან, და არავის ვაპატიებ რომ ჩემთვის საყვარელი ადამიანის სურათს შეურახყოფა მიაყენოს, ეს ალბათ საკამათო არ არის... პრაქტიკული თვალსაზრისით შეიძლება ხატები ასეც დაინახო...

2. ხატებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე. არა მარტო ნაკურთ ხატებს, ნებისმიერ ხატს... მე პირადად დავაკვირდი, და დაჟე ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ისიც კი რა სურათი უყენია დესკტოპზე... ამას ფსიქოლოგები მიხვდებიან რას ვგულისხმობ, ასეთი სურათები გარკვეულწილად აპროგრამირებენ ადამიანებს, და გადააქვთ მასშუ ხასიათი... აქედან გამომდინარე სასარგებლოა წმინდანი ხატი ძალიან ახლოს იყოს შენთან დღის განმავლობაში... მისგან ასე ვთქვათ სწავლობ, ქვეცნობიერად რაღაცეებს...

3. გარდა ზემოთ თქმულისა, ხატს აქვს შინაარსის, ანუ ინფორმაციის გადაცემის ფუნქციაც, ისინი თავის დროზე წერაკითხვის უცოდინარ ადამიანებს გადასცემდნენ ცოდნას, და დღესაც ბევრს ასწავლიან რაღაცეებს... ანუ განათლების ფუქციასაც ატარებს...

4. მართმადიდებლური ხატები, მაქსიმალურად დაშრეტილია ემოციისაგან, იმიტომ რომ ადამიანია პირველხარისხოვანი და ხატი მეორეხარისხოვანი... ანუ, ხატმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ადამიანზე ისე რომ მასში გააჩინოს არასწორი გრძნობები... ადამიანმა მხოლოდ შინაარსი უნდა აღიქვას...

5. ცოტა მისტიკასაც შევეხები. ადრე ბევრი პრაქტიკოსისგან მქონდა გაგონილი და მერე ჩემი საკუთარ გამოცდილებითაც დავრწმუნდი რომ ხატის ტარება საკმაოდ რთულია. მთავარანგელზი მიქაელის ხატი ვიყიდე ერთხელ, და აღმოვაჩინე რომ რამდენი ამ ხატს გავიკეტებდი, იმდენი მძიმე ცოდვაში ვარდებოდი იმ დღეს (ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური აღქმის ეფექტია, მაგრამ მაინც დავწერ). შემდეგ გამახსენდა ერთი მორჩილის ნათქვამი, რომ ხატის ტარება მიჭირსო... მოვძებე ამ მთავარანგელოზის დაუჯდომელი და ლოცვა, და ახლა იმ ხატს აღარ ვიკეტებ თუ ის ლოცვა არ წავიკითხე... ცვლილება ნამდვილად ვიგრძენი. ანუ, ხატის ტარებას ცოდნა უნდა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ (საკუთარ თავში ცოდვის დანახვასაც ცოდნა უნდა)...

5. ამბობენ, რომ ხატი სარკმელია აქაურ და იქაურ სამყაროს შორის. არ ვიცი ეს როგორ არის, მაგრამ როცა ხატტან ვდგევარ, ასე მგონია იმ ხატიდან ის მიყურებს ვინც მასზეა ასახული... შესაბამისად ამის ნაყოფიც ძალიან კეთილი და სასარგებლოა...

6. ჩვენ ხატებს, არ ვაკერპებთ როგორც ასეთი. ანუ როცა ხატს ვემთხვევით, თაყვანისცემის ობიექტი არის პიროვნება და არა თვითონ ხატი. ისევე როგორც საყვარელი ადამიანის სურათი. მართმადიდებლობაში როგორც ვიცი წმიდა სამებიდან, მხოლოდ ერთი ჰიპოსტასის(დარწმუნებული არ ვარ) იესო ქრისტესხატად გამოსახვა შეიძლება, ვინაიდან იქ ასახულია ქრისტეს ადამიანური ბუნება... მამა ღმერთის ასახვა, როგორც წესი არაკანონიკურია (თუმცა გვხვდება ასეთი ხატები), ვინაიდან არავის უხილავს ღმერთი...


სულ, ეს არის... მე როგორც უბრალო ,,ვაიმართმადიდებელი" ადამიანი ასე აღვიქვავ ყველაფერ ამას, და ხატების პატივისცემაში ვერავითარ ბოროტებას ვერ ვხედავ...

ასეთია ჩემი ხედვა...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 14 2009, 10:25 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



მიცვალებულებზე ლოცვაში ვერ მივხვდი კითხვა რაშია ?

ასე ჩამოვაყალიბებ, - რატომ ვლოცულობთ მიცვალებულებისათვის ?

ეს საკითხი ძალიან ღრმად ჩაძრომას მოითხოვს. შევეცდები მარტივად გამომივიდეს.

მართმადიდებლობაში არის სწავლება სინანულისა და სიყვარულის დასაბუთების შესახებ. ამბობენ რომ ადამიანის უნარი შეინანოს გარდაცვალების შემდეგ, შეზღუდულია. ვინაიდან გარდაცვალების შემდეგ ადამიანს არ აქვს სხეული და მას არ შეუძლია გაწიოს ღვაწლი.

ეს ძალიან მნIშვნელოვანი მომენტია. ანუ თუ ადამიანს არ აქვს სხეული, მას არ შეუძლია გაწიოს ღვაწლი და მაშასადამე რეალურად არ შეუძლია დაასაბუთოს (თუნდაც საკუთარ თავთან) სინანული...

მთელი მართმადიდებლური ცხოვრების პრაქტიაკა აწყობილია ამ მომენტზე, მართმადიდებელი ლოცვით (მის შორის ფეხზე ლოცვით) და მარხვით ცდილობს დაასაბუთოს სინანული, ანუ თავის თავს მოაკლოს შვება... და ამ მოქმედებეით ასახოს თუ რამდენად ღრმაა მისთვის სინანულის გრძნობა... მართმადიდებლობაში ისწავლება რომ ლოცვა გაჟღენთილი უნდა იყოს სინანული ლოცვით, თვით სიტყვა მეტანია - მეტანოია, ეს სინანულის გზით ფერისცვალებას ნიშნავს...

შენ შეგიძლია ბევრი იძახო რომ ნანობ ცუდ საქციელს, მაგრამ სანამ ღვაწლის წინაშე არ დადგები შენ თვითონაც კი ვერ მიხვდები რამდენად შორსა ხარ რეალური სინანულისაგან... ამას წმინდა წყლის პრაქტიკა მეუბნება...

შემდეგი ნაბიჯი,

როცა ადამიანი მიცვალებულია და ის არ მოხვდა სამოთხეში (ჩვენ არ ვიცით მოხდა თუ არა), მაშინ ჩვენ ლოცვას შეუძლია მისი შეწევნა... ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვართ რეალურად ღვაწლის მატარებლები... დილის ლოცვებში ნახავთ, როცა მართმადიდებელი ვინმესთვის ლოცულობს ის მეტანიას აკეტებს, ნიშნად იმისა რომ თმობს რაღაცას საკუტარს სხვების გულისათვის...

ასევეა მიცვალებულების შემთხვევაში. თუ მე ჩემი შრომით მოვიხვეჭე მადლი, მაქვს უფლება ეს მადლი ვისაც მინდა იმას შევაწიო და მაქვს უფლება თუნდა ჯოჯოხეთში მომხვდარ ადამიასნ შევაწიო... იმიტომ რომ იმ ადამიანმა კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში ეტყობა დაიმსახურა ჩემგან თუნდაც ერთხელ დაჩოქება, ან თუნდაც ერთი დღე უჭმელად ყოფნა... ან 40 დღე მარხვა...

მე სხვა არაფრის გაკეტება არ შემიძლია, უბრალოდ უფალს ჩემი მოქმედებით ვეუბნები, ღმერთო მე არაფერი არ მაქვს რაც შეიძლება ჩემგან შეიწირო, და არაფრის გაკეთება არ შემიძლია შენთვის... შემიძლია ერთი დღე საჭმელი არ ვჭამო... ან ერთი თვე ლუდი არ დავლიო (აუ ეს რა ძნელია იცი)... და შეიწირე იმ ადამიანისთვის ეს ჩემი უაზრო მაგრამ მაინც - მსხვერპლი.

ეს არის ჩემი მარტივი წარმოდგენა მიცვალებულებისათვის ლოცვის შესახებ.

ასეთია ჩემი ხედვა.


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 14 2009, 10:44 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
არაფერიც არ მაბრკოლებს და მართლმადიდებელი ვარ ვაფშეტა, მართლმადიდებლებს არ მოწონთ სხვა რელიგიებიც რომ მიყვარს თორე...


შენ გინდოდა გეთქვა რომ გაპრკოელბს მართმადიდებლების მოთხოვნა მხოლოდ მათი გჯეროდეს ?


ამ საკიტხზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ ახლის არაფრის დაწერა არ შემიძლია...

ჩემი ხედვა მარტივია, - რელიგიები ძალიან გავს გარედან ერთმანეთს, ყველგან არის ეკლესიაები, ქურუმები, მოძღვრები, წესები, ზნეობრივი კანონები და ა.შ. თუმცა შინაგანად რეალურად რელიგიები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან...განსხვავებულია მათი შეხედულებები სამოთხის შესახებ, შეხედულებები ღმერთის შესახებ, შეხედბულებები ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის შესახებ (რელიგია - რელეიშენ, ამ სიტყვიდან მოდის, რაც კავშირ ურთიერთობას ნიშნავს)...

მე აღმოვაჩინე რომ ქრისტიანობა ყველაზე აღმატებულია თავისი ხედვით და ყველაზე ახლოს არის ჩემს გულტან, ამიტომაც გავხდი ქრისტიანი... ხოლო ქრისტიანობამ მითხრა რომ სხვა რელიგიებს შევეშვა, იმიტომ რომ მათი ნაწილი ადამიანური წარმომავლობისაა, ნაწილი დემონური...

თვითონ მართმადიდებლობა თავისი ჭეშმარიტების შემთხვევაში, სხვების ჭეშმარიტებას გამორიცხავს რადან, ის შინაგანად უპირისპირდება ყველა სხვა განსხვავებულ ხედვას... არა უბრალოდ ცნებებით არამედ მთელო მოძღვრების სულით... ყველა რელიგიას უნდა თქვას რომ ღმერთი სიყვარულია, უბრალოდ ამისი თქმა მოითხოვს მტელი მათი სისტემების დაშლას... სხვა შემთხვევებში ისინი გარდაიქმნებიან ბუნდოვან ფილოსოფიურ ხევდებად, რაც საბოლოო ჯამში ჩემთვის მისაღები არ არის... შინაგანად ძალიან ურჩი ადამიანი ვარ და ვერასდროს ვაკეთებ იმას რაც არ მესმის... არასდროს ვემორჩილები ბუნდოვან, გაუგებარ, ლოგიკური წინააღმდეგობების შემცველ მოძღვრებებს...

შესაბამისად წინადადება ,,ღმერთი ერთია, ხოლო რელიგიები მასთან მიმავალი გზები" ჩემთვის იგივეა რაც მრავალცოლიანობა, ან მრავალქმრიანობა (მაპატიე, ეს ჩემი სუბიექტური აზრია), და ბუდას აღიარება (გარდა იმისა რომ ნირვანას იდეაც მაინდამაინც არ მიზიდავს, იგივეა რაც ქრისტეს ღალატი... და მგონია რომ მილიონობით ადამიანი უაზრო ფანატიკური აზროვნების გამო არ შეეწია ქრისტეს სიყვარულს.


ასეთია ჩემი ხედვა


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 14 2009, 10:48 PM
პოსტი #9


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



რა მაბრკოლებს მართლმადიდებლობაში?

უცხო საზოგადოებაში საჭმელზე ჯვარის გადასახვა მიჭირს... თითქოს მრცხვენია...
საერთოდაც ძალიან მიმძიმს იმ წნეხის ატანა რომელსაც ჩემთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანები ჩემი რომელიმე რიტუალური ქცევისადმი ძლივს შესამჩნევი ღიმილით მადებენ sad.gif
აუ რა სუსტი ვარ არა... sad.gif
სიამოვნებით მოგისმენთ...
ძალიან მჭირდება თან


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Sep 14 2009, 10:51 PM
პოსტი #10


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ნაპატივები სახის მღვდელმსახური, გაფოფინებული, გაფუებული და კმაყოფილი სახის.

ავტომობილის ტორპედოზე კანკელის მოწყობ.

მაბრკოლებს, მორწმუნის მიბნედილი გამოხედვა და ისეთი სახის გამომეტყველებით შემოხედვა, თითქოს დაბოლილია, ეს ეხება ქალსაც და კაცსაც.



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 14 2009, 10:55 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ღიპიანი მამაოები



ხო ღიპიანი მამაოები ტეხავს, ასეთია ჩემი მამაოც smile.gif...

ერთხელ ერთმა პატრიარქმა (არ ვიცი რომელმა), ვნების შვიდეულის მძიმე მარხვა დაარღვია... ის სიონის მახლობლად ჩამოჯდა და შემწვარი ხორცის ჭამა დაიწყოო...

მრევლი გაკვირვებული უყურებდა, ბევრი მათგანი ბურტყნით შეტრიალდა და სახლში წავიდა, ბევრი კი ეკლესიაში შევიდა სალოცავად...

შემდეგ პატრიარქმა ამ მოვლენას სპეციალური ქადაგება მიუძღვნა და თქვა: ,,ვინც ჩემთან მოდიოდა, მნახა და გაბრუნდა, ვინც ღმერთთან მოდიოდა გზა გააგრძელა ეკლესიისაკენო"...

მამაოები კი არა უდიდეს ღვაწლში მყოფი წმინდანები ჩავარდლინან ცოდვაში...

არც მე მიყვარს, მამაო საღეჭი რეზინით, ან სიგარეტს რომ ეწევა ჩუმად მარშუტკის უკან, ან კიდევ რა ვიცი...

მამაო ყირაზეც რომ გადავდეს ერთი მისხალ ცვლილებას ვერ მოახდენს ჩემს რწმენაში... იმიტომ რომ არსებობენ უამრავი ,,პატიოსანი მღვდელნი" როგორც დილის ლოცვანშია, და ესეც რომ არა მაინც არაფერი შეიცვლებოდა...

ასეთია ჩემი ხედვა...




--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Sep 14 2009, 10:57 PM
პოსტი #12


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



პოლიტიკაზე რომ ქადაგებენ, არ მიყვარს. მუშტებს რომ იღერებენ მღვდლები, არც ეგ...


ნეო, შენ მაბრკოლებ კიდე ხანდახან tongue.gif მეშინია ხოლმე biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Sep 14 2009, 10:59 PM
პოსტი #13


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



neo

რა ვიცი, ვაი მაცდუნებელსო წერია სახარებაში და...

თუ ხედავ რომ ცდუნდება ვიღაც შენი საქციელით, მაინც უნდა აკეთო ის?

ანაფორით არ განვსაზღვრავ მე ადამიანს...

ცუდი მღვდლებიც მინახავს და კარგი ქურდებიც tongue.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 14 2009, 11:05 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
რა მაბრკოლებს მართლმადიდებლობაში?

უცხო საზოგადოებაში საჭმელზე ჯვარის გადასახვა მიჭირს... თითქოს მრცხვენია...
საერთოდაც ძალიან მიმძიმს იმ წნეხის ატანა რომელსაც ჩემთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანები ჩემი რომელიმე რიტუალური ქცევისადმი ძლივს შესამჩნევი ღიმილით მადებენ
აუ რა სუსტი ვარ არა...
სიამოვნებით მოგისმენთ...
ძალიან მჭირდება თან



ასეთ საზოგადოებაში ჯვარის გარდასახვა, ან პირჯვარის გადაწერა რაღაც ხალასი და მარხვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ღვაწლია განსაკუტრებით ახალი ქრისტიანისთვის - პრაქტიკის შემდეგ ეს გიადვილდება, ხოლო მადლის მომცემი მანამდეა სან გიჭირს...

ქრისტე ამბობს, ვისაც უნდა ჩემთან უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, ამბობს ასევე ვისა დედა უფრო მეტად უყვარს ვიდრე მე არ არის ის ჩემი ღირსი...

მართმადიდებლობა ადამიანისაგან მოითხოვს არც მეტი არც ნაკლები - გმირობას, - თავგანწირვას.

ქართული ენა ტყუილად არ აკავშირებს სიტყვა მადლს, - სიტყვა მადლობასთან... მოიქცევი ისე რომ ქრისტე მადლობელი იყოს და მიიღებ მადლს... და რაც უფრო ძნელი იქნება შენთვის ასე მოქცევა მით უფრო უხვად გადმოგედინება მადლი...


ასეთია ჩემი ხედვა, როგორც უბრალო ვაიმართმადიდებლის


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Sep 14 2009, 11:07 PM
პოსტი #15


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



neo
ბოდიში, მაგრამ ფხიზელი ხარ? ohmy.gif ქადაგებ, თან უჩვეულოდ, არა, არაფერი, კარგია პირიქიტ, მაგრამ გავოცდი რა...


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 14 2009, 11:08 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ნეო, შენ მაბრკოლებ კიდე ხანდახან მეშინია ხოლმე


რა ცქნაფო დროა კისერზე წიქვილის ქვა დავიკიდო და წყალში გადავხტე ? biggrin.gif

ხო მართლა არავინ დაბრკოლდეს, მე რასაც ვწერ ეს ჩემი პირადი აზრებია, არაფერი გამეგება რეალურად, ვწერ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ხედვას


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Sep 14 2009, 11:08 PM
პოსტი #17


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ჩემს რწმენას რა შეცვლის და რა არაა ეგ მეც არ ვიცი. ერთი პატარა მოვლენაც კი ზოგჯერ მნიშვნელოვან გადატრიალებას ახდენს ადამიანის პირად ცხოვრებაში.

არ განიკითხოთო, რო ქადაგებენ? თითონ რატომ იქცევიან ისე, რომ დააბრკოლონ? შორტებით რო არ უნდა იაროს მღვდელმა და რესტორანში ქალებს ქერვა არ უნდა დაუწყოს შეზარხოშებულმა, ეს ხომ ისედაც ნათელია.

თუ მღვდლობა უნდა იყოს მღვდელი და მოიქცეს ისე, როგორც მღვდელმსახურს შეეფერება და თუ ტიპობა უნდა მაშინ სხვა საქმეაა.



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Sep 14 2009, 11:09 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



ჩემი თავი მაბრკოლებს ^^
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Sep 14 2009, 11:12 PM
პოსტი #19


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(neo @ Sep 14 2009, 11:08 PM) *

რა ცქნაფო დროა კისერზე წიქვილის ქვა დავიკიდო და წყალში გადავხტე ? biggrin.gif

ხო მართლა არავინ დაბრკოლდეს, მე რასაც ვწერ ეს ჩემი პირადი აზრებია, არაფერი გამეგება რეალურად, ვწერ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ხედვას

კარგი ბიჭი ხარ შენ kiss1.gif

იმდენჯერ მოგწერე კვიპრიანეზე, ბავშვს რომ დაარქვა, არ გამიკვირდება biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 14 2009, 11:18 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ჩემს რწმენას რა შეცვლის და რა არაა ეგ მეც არ ვიცი. ერთი პატარა მოვლენაც კი ზოგჯერ მნიშვნელოვან გადატრიალებას ახდენს ადამიანის პირად ცხოვრებაში.

არ განიკითხოთო, რო ქადაგებენ? თითონ რატომ იქცევიან ისე, რომ დააბრკოლონ? შორტებით რო არ უნდა იაროს მღვდელმა და რესტორანში ქალებს ქერვა არ უნდა დაუწყოს შეზარხოშებულმა, ეს ხომ ისედაც ნათელია.

თუ მღვდლობა უნდა იყოს მღვდელი და მოიქცეს ისე, როგორც მღვდელმსახურს შეეფერება და თუ ტიპობა უნდა მაშინ სხვა საქმეაა.


გეთანხები. ეს რეალურად მრევლის ბრალია... ხომ იცი სახელმწიფოსავიტაა, ისეთია მთავრობა როგორსაც უკვეთავს საზოგადოება...

რაც ერ ის ბერიო, ხომ გაგიგია... გავა დრო და ყველაფერი დალაგდება... ლაგდება თანდათან... მადლობა პატრიარქს და უფალს.

ციტატა
ჩემი თავი მაბრკოლებს ^^


ლაო ძი ამბობს, ვინც სხვას ძლევს ძლიერია, ვინც ტავის თავს მძლეთა მძლეო smile.gif

12. რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი.


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th December 2018 - 03:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი