IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> პატრიარქის მიმართვა პრეზიდენტს, გელათი 2004 წლის 24 იანვარი
Georg
პოსტი Sep 1 2006, 10:55 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II -ის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისადმი

გელათის სამონასტრო კომპლექსი, 24 იანვარი, 2004 წელი

...


განგებამ უფლისამ დაგადგინათ დღეს თქვენ ამ დიდებულ ტაძარში, რათა მოგენიჭოთ მადლი ღვთისა ჩვენი ქვეყნის წარსამართებლად.

...


გავიხსენოთ, როგორი იავარქმნილი საქართველო ჩაიბარა 16 წლის დავით აღმაშენებელმა, მაგრამ ღვთით შეძლო ერის სულიერი ამაღლება და მისი განმტკიცება; ამასთან, ქვეყნის განვრცობა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.

თქვენც შეჭირვებული ქვეყნის მმართველობა გბარდებათ. მძიმეა ეს ტვირთი, მაგრამ უფლის წყალობით დიდი გამარჯვების მოპოვება რეალურია. ღმერთმა შეგაძლებინოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და სულით ძლიერი, დიდი საქართველოს აღდგენა, "რაითა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს".

თქვენი წარმატების დიდი გარანტი არის ხალხის ნდობა. ეს მეტად სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ იგი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც გაკისრებთ და ამას გაფრთხილება უნდა.

არიან ხელისუფალნი, რომელნიც სათნო ეყოფიან კაცთა და მხოლოდ მიწიერი საზრუნავით მოცულნი ცდილობენ, დროის შესაბამისად იმოქმედონ. ასეთი ადამიანები ვერ ქმნიან სახეს ისტორიისა.

არიან ხელისუფალნი, რომელნიც თავისი ქმედებით, უპირველეს ყოვლისა, სათნო ეყოფიან უფალს და ჯილდოდ მიწიერ დიდებასაც იღებენ. როგორც წესი, მათი სახელი საუკუნეებს ახსოვთ.

არჩევანი თქვენზეა.

აქ, ამ ტაძარიდან იწყება თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მოღვაწეობის პირველი დღე. ინებოს ღმერთმა, რომ ეს გზა იყოს ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და კეთილწარმატების მომტანი.

. . . ძლევამოსილი საქართველოს ისტორიული დროშის აღდგენა და გელათში წმინდა დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცის დადება სიმბოლურია და დიდად საპასუხისმგებლო, ვინაიდან აქ არა მარტო დგევანდელი, არამედ მთელი ზეციური საქართველო დგას და "თვენგან ჩვეულებისაებრ მამულის სვლას" მოითხოვს. ბედნიერია ხელისუფალი, ვისი შემწე და მფარველიც ისინი იქნებიან.

წყარო: წიგნიდან - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების შესახებ, გამომცემლობა "გეოკერია", თბილისი 2004 წელი, გვერდები 289-290.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 1 2006, 11:03 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



Georg

შესანიშნავია smile.gif იქნებ სხვა მიმართვებიც მოგვაწოდოთ smile.gif ვგულისხმობ ხელისუფლებისადმი პირველიერარქის მიმართვას smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
admin
პოსტი Sep 1 2006, 11:04 PM
პოსტი #3


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



Georg

ეს თემა ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ტოპიკს, ისევე როგორც შენი ზოგიერთი სხვა თემა. ეს თემა გადავა სხვა განყოფილებაში და კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვ თემა გახსენი იქ სადაც რეალურად შეესაბამება.


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 1 2006, 11:25 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
ეს თემა ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ტოპიკს, ისევე როგორც შენი ზოგიერთი სხვა თემა.


სადაც ჯერ არს იქ არის განთავსებული! იმიტომ რომ პატრიარქის ეს მიმართვა პრეზიდენტისადმი შეიცავს ამ ფორუმის შეფასების კონცეპტუალურ კრიტერიუმებს.

მოიქეცი კორექტულად და ფრაზები შეარჩიე!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 1 2006, 11:43 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



Georg

იქნებ გვითხრათ, რომელ კრიტერიუმებზეა საუბარი და შემდეგ მოგახსენებთ შეესაბამება თუ არა ყოველივე ეს ფორუმის დანიშნულებას.

ვეჭვობ ფორუმის ბანერზე, მარცხენა ზედა კუთხეში ნათქვამი უნდა იყოს ყოველივე.



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 2 2006, 11:14 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
Georg

იქნებ გვითხრათ, რომელ კრიტერიუმებზეა საუბარი და შემდეგ მოგახსენებთ შეესაბამება თუ არა ყოველივე ეს ფორუმის დანიშნულებას.

ვეჭვობ ფორუმის ბანერზე, მარცხენა ზედა კუთხეში ნათქვამი უნდა იყოს ყოველივე.


mnate მოგახსენებთ:

კრიტერიუმი პირველი:

"განგებამ უფლისამ დაგადგინათ დღეს თქვენ ამ დიდებულ ტაძარში, რათა მოგენიჭოთ მადლი ღვთისა ჩვენი ქვეყნის წარსამართებლად." - ჩვენ შემთხვევაში, ფორუმის ყოველი "ბინადარი" ვალდებულია იღვაწოს ყოველი თვისი ქმედებით საქართველოს საკეთილდღეოდ!

კრიტერიუმი მეორე:

"გავიხსენოთ, როგორი იავარქმნილი საქართველო ჩაიბარა 16 წლის დავით აღმაშენებელმა, მაგრამ ღვთით შეძლო ერის სულიერი ამაღლება და მისი განმტკიცება; ამასთან, ქვეყნის განვრცობა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.

თქვენც შეჭირვებული ქვეყნის მმართველობა გბარდებათ. მძიმეა ეს ტვირთი, მაგრამ უფლის წყალობით დიდი გამარჯვების მოპოვება რეალურია. ღმერთმა შეგაძლებინოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და სულით ძლიერი, დიდი საქართველოს აღდგენა, "რაითა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს".

თქვენი წარმატების დიდი გარანტი არის ხალხის ნდობა. ეს მეტად სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ იგი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც გაკისრებთ და ამას გაფრთხილება უნდა. "

ჩვენთვის (ფორუმელთათვის) ეს ნიშნავს თითქმის იავარქმნილი სინდის-ნამუსის გაღვიძებას და ღვთის რწმენის განმტკიცებას (ჩვენი უკვდავი ეთნოგენეტიკური მარაგიდან - გორგასალის, აღმაშენებლის, თამარის ... საქართველოდან ), ამ მხრივ ფორუმელებს ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა გვაკისრია იმასზედ, თუ როგორი ყმანი (მოქალაქენი) ვიქნებით ჩვენი ღვთითკურთხეული სამშობლოსი, აქ დიდ ვაჟას დავესეხები:

ვაჟა-ფშაველა

სვინდისის სიმღერა

არ ვიცი, საით წავიდე,
ვის ვუთხრა ჩემი წვალება,
ცეცხლში დამწვარი სვინდისი
ნეტავ ვის შაებრალება?!

რა დავაშავე, უფალო,
რომ კაცს ამკიდე ბარგადა
და დაჟინებით ჩურჩული
ჩემი გულს დასდევ ხარკადა.

კაცი იტანჯვის, ვერ მთავსობს,
ცდილობს, გამაგდოს ჩქარაო...
მაგრამ უჩემოდ სახელი
ბევრმა კი გაიშავაო.

არ დავეხსნები კაცის გულს,
ეს მიწყივ ჩემი ვალია,
სუყველას გამოვამჟღავნებ,
რაც კაცის გულში ბრალია.

ერთსა მოხელეს ვესტუმრე,
მექრთამეს, ქვეყნის მცრცველსაო,
მითხრა: „სად მოხვალ, მურდალო,
არა მცალია დღესაო!... “

მე ვუპასუხე: „გაჩუმდი,
გრცხვენოდეს საწყლის ღლეტაო,
ულუკმაპუროდ გასწირე
ოთხის წვრილშვილის დედაო!“

ადგა, წამიგდო წიხლს ქვეშა,
ჩამარტყა ზედიზედაო:
„ჩემთან მაგგვარად საუბარს,
შე წუწკო, როგორ ჰბედაო?!“

რამდენს სხვას ვუთხარ, ვინ მოსთვლის:
„როგორ გაჰყიდეთ დედაო!..“
სუყველამ წიხლით გამთელა:
„მაგას როგორა ჰბედაო?!“

გთხოვ, მამაშორო ქვეყანას,
შენ უპატრონო, ზეცაო!

1886

და ბოლოს კრიტერიუმი მესამე:

"არიან ხელისუფალნი, რომელნიც სათნო ეყოფიან კაცთა და მხოლოდ მიწიერი საზრუნავით მოცულნი ცდილობენ, დროის შესაბამისად იმოქმედონ. ასეთი ადამიანები ვერ ქმნიან სახეს ისტორიისა.

არიან ხელისუფალნი, რომელნიც თავისი ქმედებით, უპირველეს ყოვლისა, სათნო ეყოფიან უფალს და ჯილდოდ მიწიერ დიდებასაც იღებენ. როგორც წესი, მათი სახელი საუკუნეებს ახსოვთ.

არჩევანი თქვენზეა.

აქ, ამ ტაძარიდან იწყება თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მოღვაწეობის პირველი დღე. ინებოს ღმერთმა, რომ ეს გზა იყოს ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და კეთილწარმატების მომტანი.

. . . ძლევამოსილი საქართველოს ისტორიული დროშის აღდგენა და გელათში წმინდა დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცის დადება სიმბოლურია და დიდად საპასუხისმგებლო, ვინაიდან აქ არა მარტო დგევანდელი, არამედ მთელი ზეციური საქართველო დგას და "თვენგან ჩვეულებისაებრ მამულის სვლას" მოითხოვს. ბედნიერია ხელისუფალი, ვისი შემწე და მფარველიც ისინი იქნებიან."

არჩევანი ჩვენზეა - რას ავირჩევთ, ჩვენი ფორუმის შემთხვევაში - ზნეობრივ ქმედებას
ურთიერთის და სამშობლოს მიმართ (ზნეობის მთავარ კომპონენტად ქრისტესმიერ სიყვარულს და ურთიერთ ქომაგობას ვთვლი), თუ ჩვენთვის უკვე ჩვევად ქცეულ უზნეობას (უზნეობის მთავარ მდგენელად კი მცირედმორწმუნეობას, შურს-"მწუხარებას სხვის სიკეთესა ზედა", ღალატს, აღვირახსნილობას, ჩვენ წმინდანთა ღვაწლის დავიწყებას და ვერცხლის მოყვარეობას ვთვლი), აქაც ვაჟას ვესესხე:

ვაჟა-ფშაველა

დამსეტყვე, ცაო

(სიმღერა)

დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,
აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.

რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!..

განა მარტო ვარ ამ ქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არვ ტარასტა სწყალობს,
წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, -
გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,
ხან შავაბიჯერ სერ-სერა;
დავუკრავ მჭვარტლიან ჩონგურს
ათასჯერ, განა ერთხელა;
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე ვმღეროდი...
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაიწეროდი!
ბარო, წამნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაიკეროდი!..
ისევ მტერი ვარ იმისა,
ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, -
იგივე მიყვარს, იგივე,
ვისაც ამ სოფლად ვრჩებოდი.
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს -
კეთილსა ვყვანდე ზიარად;
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზიანად...
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, -
ჯერ ისევა ვარ ფხიანად.

1903



ისე რომ ქართველნო "ბილწთ არ შევეკვრი ზავითა" ანუ ბილწთ არ შევეკრათ ზავითა!

გფარავდეთ უფალი!

შენდობას გთხოვთ - დიდი პასუხი გამომივიდა!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 2 2006, 11:20 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
შენდობას გთხოვთ - დიდი პასუხი გამომივიდა!


არაფერია smile.gif უბრალოდ თავიდანვე რომ ასეთი რამ მოგეხენებინათ აღარ გახდებოდა სადაო ამ ტემის კონკრეტულ განყოფილებაში ყოფნა არ ყოფნა smile.gif ადმინისტრატორმა კი პატრიარქის სიტყვა პატრიარქის განყოფილებაში ჩასევა smile.gif

გფარავდეთ უფალი smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Sep 2 2006, 11:45 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



Georg
ყოჩაღ შენი მომეწონა შენი პასუხი.. smile.gif


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 2 2006, 07:16 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



mnate-s da shota-s!


mnate-s da shota-s!

გაიხარეთ ძმებო - გიგზავნით ვაჟას ერთ ლექსს!

ვაჟა-ფშაველა

სიტყვა ეული

სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? - ეული,
ტანჯულის გულის ნაცრემლი,
ვარმით ნაკვები, სნეული,
გულ-გაგმირული, ბეჩავი,
თავს მანდილ-ჩამოხეული!
ასე წვა-დაგვით გაზრდილმა,
რას ვიფიქრებდი, იხარა...
წვერს მარგალიტი მოისხა,
ტანი ზურმუხტით იფარა;
მთელს ქვეყანაზე სხვივსა ჰფენს,
როგორც ცამ გამოიდარა.
დაბრძანდა ოქროს ტახტზედა,
ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი:
ისაა ქვეყნის ნუგეში,
იმას შეჰხარის სოფელი;
მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი,
მისი კეთილის-მყოფელი.
ვიცინი... იმას, ქვეყანას,
ან რა საქმე აქვს ჩემთანა?
მიხარის, ჩემმა გაზრდილმა
რომ ბინა ჰპოვა ერთანა, -
ერთმა საწყალმა სიტყვამა,
ბოროტ კაცთაგან წყეულმა,
ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა,
თავს მანდილ-ჩამოხეულმა...

1894 წ.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 2 2006, 09:13 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
mnate-s da shota-s!


ვაჟა შედევრია ! smile.gif

სხვათაშორის ერთ ერთი პირველთაგანი რომელმაც კოსმოპოლიტიზმს აზროვნების სიმახინჯე უწოდა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 4 2006, 07:22 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
ვაჟა შედევრია !

სხვათაშორის ერთ ერთი პირველთაგანი რომელმაც კოსმოპოლიტიზმს აზროვნების სიმახინჯე უწოდა


ძმაო mnate!

გიგზავნი ვაჟას წერლს "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", დამეთანხმები ალბათ, ძალზე მნიშვნელოვანია!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!

ვაჟა-ფშაველა

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

1905 წ.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 4 2006, 08:21 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
გიგზავნი ვაჟას წერლს "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", დამეთანხმები ალბათ, ძალზე მნიშვნელოვანია!


უდაოდ უდაოდ smile.gif

თუმცაღა ყველაფერში ვერ დავეთანხმები მაგრამ უდაოდ smile.gif

ღმერთმა გაგიმარჯოს smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Sep 4 2006, 08:27 PM
პოსტი #13


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,614
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
თუმცაღა ყველაფერში ვერ დავეთანხმები მაგრამ უდაოდ

მნათე არ ეთანხმება ვაჟა-ფშაველას mad.gif საინტერესოა.... biggrin.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Sep 5 2006, 12:11 AM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
თუმცაღა ყველაფერში ვერ დავეთანხმები


ვაჟა-ფშაველა

ჩვენება

კვალად ამიდგნენ თვალწინა
წარსულთა დროთა გმირები.
ტანზე აესხათ აბჯარი
და უღიმოდათ პირები.
„ნუ სტირი, ნუო!“ - მეძახდნენ,
რა მნახეს ანატირები:
„სრულდება, მალე იქნება
ღვთისაგან დანაპირები!“
შუაზე თამარი ედგათ,
ბრწყინვალე, როგორც ცისკარი.
გარს ერტყნენ ღვაწლით მოსილნი...
ბევრი მათგანი ვიცანი.
ყველასა ჰქონდა გულზედა
მოწამეობის ნიშანი.
„აღსდგება საქართველოვო!“
გმირთა სათქმელი ის არი.
ამ წარწერითვე ყველასა
ხელთ ეპყრა ოქროს ფიცარი.
ენა დამება, დავმუნჯდი,
ცხარე ცრემლი მდის, მჩქეფარე;
გულზე შიშ-კრძალვის მედება
ცეცხლი, მით ცქერით მგზნებარე...
„აღსდგება საქართველოვო!“
სთქვეს დინჯად, მწყობრად მიდიან;
მინდა ვეუბნო, ჩქარობენ,
თუ ღირსად არა მხდიდიან.

რად მემდურვიან, ნეტავი,
ჩემი რა ავი იციან?

თავს ვინუგეშებ ამ ფიქრით:
ნება არა აქვთ ღვთისგანა,
ალბათ იმიტომ აჩქარდნენ,
არ მესაუბრნენ დიდხანა.
„ღმერთს შეგვავედრეთ! - მივძახდი, -
დაჩაგრულნი ვართ მტრისგანა!
უმწეო-უპატრონონი
შველას მოველით მისგანა!..“
როს ქვეყნად წყდება წამალი,
არაფერია ცისთანა!
„გვიშველოს თავის შვილებსა!“ -
გახელებული ვყვიროდი.
გაჰქრა საამო ჩვენება
გამომეღვიძა... ვტიროდი.

1911 წ.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
datodavitashvili
პოსტი Sep 6 2006, 04:16 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 6-September 06
წევრი № 157



ძმაო შოთთ როგორ დავაყენო ჩემი სურთი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
faresha
პოსტი Oct 25 2006, 02:16 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 25-October 06
წევრი № 325



პატრიარქის სიმგერას არ დადებთ mellow.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th December 2018 - 09:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი