პატრიარქის იდეები და მის მიერ მოცემული კურთხევები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის იდეები და მის მიერ მოცემული კურთხევები |
sanfol |
Jan 1 2015, 03:30 PM
პოსტი
#141
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
ციტატა თან არ იცი და თან გვეუბნები რომ არ შეიძლება ? უცნაურად არ გეჩვენება ? სანამ შენ ამაზე დაფიქრდები თემის ,, დინებას'' გავაგრძელებ : ძნელად წარმომიდგენია ეგეთი რაღაცა, მაშინ ქრისტე საერთოდ საჭირო არ იქნებოდა თუ გულით არ მივუდექით საკითხს, ყველა ასრულებდა მაგ წესებს მანამდე არ ლოცულობდნენ თუ რა? ფარისევლების ერთ-ერთი სახე იყო ზედმიწევნით შესრულება ყველაფრის მიუხედავად იმისა ცუდად იყვნენ კარგად მკვდრები თუ რა აღარ, თუ ადამიანის განწყობილება არაა მიმართული რაღაცის კეთებისაკენ ძალით რომ გააკეთოს მიიღებს მას ღმერთი? თუ გინდა მოვიყვან ციტატებს სახარებიდან, მაგრამ რა აზრი აქვს ძალით მიიტაცებისო სასუფეველი და ამიხსენი ვერ გავიგე ყველაფერი თუ ძალისმიერად ხდება რა აზრი აქვს ან სიყვარულს რაზეც პავლე საუბრობდა ან იმედს ან რწმენას? რობოტებივით რომ ყველაფერი შევასრულოთ მიგვიღებს ღმერთი? აქ ლაპარაკი არაა მარტო მიღებაზე მე ვფიქრობ უარესს ვაკეთებთ ამით თუ არაცნობიერად ვაკეთებთ რამეს. მითხარი ამიხსენი ვერ ვგებულობ დამეხმარე მიშველე მეტი როგორღა გთხოვო? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Feb 27 2015, 10:09 PM
პოსტი
#142
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
თუ შეიძლება კონკრეტული კითხვა დამიწერე , რაზეც უნდა გიპასუხო . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Feb 27 2015, 10:20 PM
პოსტი
#143
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
რა სურს ღმერთს ჩვენგან? როგორც არ უნდა ვიყოთ ვილოცოთ საჭირო დროს და საჭირო ადგილას? აი მაგალითად ხო არის, რომ ზიარებას არ უნდა მიეახლო თუ მზად არ ხარ იმიტომ, რომ უარესს დამართებ შენ თავს და თუ ამჩნევ რომ ვერ ილოცებ სათანადოდ მაგით უარესს არ აკეთებ ვიდრე კარგს? არაფერი რო არ იყოს კიდე რა უჭირს ხო შეიძლება ღმერთმა დაგსაჯოს უგულო და უსულო ლოცვისთვის? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
G_saxva |
Mar 2 2015, 09:57 AM
პოსტი
#144
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ციტატა რა სურს ღმერთს ჩვენგან? ჩვენი ცხონება ციტატა როგორც არ უნდა ვიყოთ ვილოცოთ საჭირო დროს და საჭირო ადგილას? ვერ გავიგე ციტატა ი მაგალითად ხო არის, რომ ზიარებას არ უნდა მიეახლო თუ მზად არ ხარ იმიტომ, რომ უარესს დამართებ შენ თავს და თუ ამჩნევ რომ ვერ ილოცებ სათანადოდ მაგით უარესს არ აკეთებ ვიდრე კარგს? ამ შემთხვევაში ასეა თუ უბრალოდ სიტყვებს იძახი და არანაირი სულიერი კავშირი არ გაქვს, ამაო მეტყველებაში ვარდები რაც ცოდვაა და ლოცვისა და ღმერთთან საუბრის მაგივრად სცოდავ. ციტატა არაფერი რო არ იყოს კიდე რა უჭირს ხო შეიძლება ღმერთმა დაგსაჯოს უგულო და უსულო ლოცვისთვის? ამ კითხვის პასუხი არის სინანული და უფლისთვის პატიების თხოვნა საკუთარი ცოდვებისთვის. არა მარტო ამისთვის სხვა ბევრი ცოდვის გამო შეიძLება ადამიანი დაისაჯოს. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
sanfol |
Mar 2 2015, 01:25 PM
პოსტი
#145
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
G_saxva
ციტატა ამ შემთხვევაში ასეა თუ უბრალოდ სიტყვებს იძახი და არანაირი სულიერი კავშირი არ გაქვს, ამაო მეტყველებაში ვარდები რაც ცოდვაა და ლოცვისა და ღმერთთან საუბრის მაგივრად სცოდავ. მადლობა მეც ეს მაინტერესებდა, გურამმა კიდე მცონარებისთვის გამართლება არ არისო -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 7 2015, 10:53 PM
პოსტი
#146
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა აი მაგალითად ხო არის, რომ ზიარებას არ უნდა მიეახლო თუ მზად არ ხარ იმიტომ როდესმე შეიძლება ადამიანი მზად იყოს ზიარების მისაღებად? (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ციტატა შენ თავს და თუ ამჩნევ რომ ვერ ილოცებ სათანადოდ მაგით უარესს არ აკეთებ ვიდრე კარგს? ვერ გავიგე . ზოგადად , შეიძლება ცალკეულ გამონაკლისებშI ფიზიკურად დაღლილი იყო და ლოცვა არ შეგეძლოს . ასეთ დროს , კიდევ შეიძლება ვთქვათ რომ ვერ ილოცე,მაგრამ ზოგადად ლოცვა ეს არის პროცესი,რომელიც მუდმივად უნდა წარემატებოდეს . ე.ი. მუდმივად წინ მიდიოდეს ადამიანი და მასში წინწასვლა შეუძლებელია ულოცველად. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 7 2015, 10:59 PM
პოსტი
#147
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
ციტატა როდესმე შეიძლება ადამიანი მზად იყოს ზიარების მისაღებად? (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ხო ნუ ალბათ არა ციტატა ვერ გავიგე . ზოგადად , შეიძლება ცალკეულ გამონაკლისებშI ფიზიკურად დაღლილი იყო და ლოცვა არ შეგეძლოს . ასეთ დროს , კიდევ შეიძლება ვთქვათ რომ ვერ ილოცე,მაგრამ ზოგადად ლოცვა ეს არის პროცესი,რომელიც მუდმივად უნდა წარემატებოდეს . ე.ი. მუდმივად წინ მიდიოდეს ადამიანი და მასში წინწასვლა შეუძლებელია ულოცველად. გიორგის არ ეთანხმები ზემოთა პოსტში? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 7 2015, 11:04 PM
პოსტი
#148
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა გიორგის არ ეთანხმები ზემოთა პოსტში? ჯერ მითხარი ეს რას ნიშნავს : ციტატა გურამმა კიდე მცონარებისთვის გამართლება არ არისო -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 7 2015, 11:17 PM
პოსტი
#149
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
შენ ხომ მითხარი სასუფეველი ცათა იიძულებისო და უნდა ვაიძულოთ ჩვენი თავი ილოცოსო, თუ არასწორად გავიგე? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 7 2015, 11:19 PM
პოსტი
#150
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
ციტატა შენ ხომ მითხარი სასუფეველი ცათა იიძულებისო და უნდა ვაიძულოთ ჩვენი თავი ილოცოსო, თუ არასწორად გავიგე? მაგას მე კი არა , სახარება გასწავლის. მთავარია სიტყვა-,,იძულებას'' როგორ გაიგებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Aug 4 2015, 07:45 PM
პოსტი
#151
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მანქანის მძღოლებს მოუწოდა, როდესაც მათთან ახლოს სხვა მანქანა გაჩერდება, მათ მიესალმონ. როგორც ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, ამით ადამიანები ერთმანეთს სიხარულს მოუტანენ. „ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი, სხვა ადამიანის გამხარებელი. პავლე მოციქული ამბობს: ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ერთად აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი. აი, ეს არის ჩვენი მთავარი მისია. ამ წლების განმავლობაში და ჯერ კიდევ ბავშვობაში მე მუდამ მქონდა სურვილი, რომ სიხარული მომეტანა სხვებისთვის – მშობლებისთვის, და-ძმებისთვის, ნათესავებისთვის, ნაცნობებისთვის და ღვთის წყალობით, მე ამას ვაკეთებდი. მე მინდა, რომ ეს წესი შემოვიდეს ჩვენთან - ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდება სხვა მანქანა, მიესალმეთ და ამით თქვენ მოუტანთ სიხარულს. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა’’ - განაცხადა ილია მეორემ.
https://ici.ge/news/visac-gyavt-manqana-da-...-patriarqi.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Aug 10 2015, 10:06 PM
პოსტი
#152
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქმა მრევლს მიმართა, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე ერთობლივად ილოცონ
10:12 20-09-2014 პატრიარქმა მრევლს მიმართა, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე ერთობლივად ილოცონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს 21 სექტემბერს ერთობლივი ლოცვის კურთხევას აძლევს, - ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამია. განცხადების ტექსტი საპატრტიარქოში ჟურნალისტებს გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო. მასში აღნიშნულია, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევაა, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის. "უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა: "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!". ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. 21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე, ისევე, როგორც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...locon.html?ar=A -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Aug 14 2015, 11:31 PM
პოსტი
#153

Sep 21 2015, 01:11 AM
პოსტი
#154
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ღმერთმა ინებოს, რომ ვინც არის ტანჯულთა სულები, მთავარანგელოზმა მიქაელმა ამოიყვანოს თავისი დიდი წყალობით და სიყვარულით, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა ილია მეორემ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე არსებულ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში ბრძანამ, სადაც პარაკლისი მიმდინარეობს. პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის მფარველობისათვის საცხოვრებელი სახლის კუთხეებში მთავარანგელოზ მიქაელის სახელი დააწერონ.
"ღმერთმა ინებოს, რომ ვინც არის ტანჯულთა სულები, მთავარანგელოზმა მიქაელმა ამოიყვანოს თავისი დიდი წყალობით და სიყვარულით. ალექსანდრიის პატრიარქი ამბობს, რომ მთავარანგელოზმა ადამიანი ხილული და უხილავი მტრებისგან რომ დაიცვას, სახლის კუთხეებში მთავარანგელოზის სახელი უნდა დააწეროს. გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, სახლის კუთხეებში დააწეროთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელი", - ბრძანა ილია მეორემ. წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა მრევლს მთავარანგელოზ მიქაელის დღესასწაული მიულოცა, ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა განმარტა, რომ ალექსანდრიის პატრიარქის გადმოცემით ამ დღეს მთავარანგელოზი მიქაელი ჯოჯოხეთში ჩადის და ფრთებით ადამიანთა სულები ამოყავს. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th October 2024 - 09:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი