ცნობილი კანონისტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცნობილი კანონისტები |
მნათე |
Jun 28 2008, 05:56 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ეს თემა კანონისტებს მივუძღვნათ!
:უფალოშეგვიწყალე: საინტერესოა, ვინ მოხვდება ჩამონათვალში... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Jun 28 2008, 04:36 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
ვერ ვხვდები თემის კონკრეტულ მიზანს? სია გავაკეთოთ? თუ ვიმსჯელოთ თუ როგორ? გამოკვეთო იქნებ.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
S a l l y |
Jun 28 2008, 04:41 PM
პოსტი
#3
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
დახე,როგორ უყვარხარ ლევანს
-------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მნათე |
Jun 28 2008, 10:24 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ვერ ვხვდები თემის კონკრეტულ მიზანს? სია გავაკეთოთ? თუ ვიმსჯელოთ თუ როგორ? მაინტერესებს ამ ადამიანების ცხოვრება, საქმიანობა, მეთოდიკა, სულიერი მდგომარეობა, ხარისხი... ყველაფერი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Jun 29 2008, 12:27 AM
პოსტი
#5
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
გასაგებია. დავიწყებ მაშინ და მივყვეთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jul 11 2008, 04:19 PM
პოსტი
#6
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
თეოდორე ბალსამონი
თეოდორე ბალსამონი (ბერძნ. Θεόδωρος Βαλσαμῶν) - ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონისტი და ანტიოქიის მართლმადიდებელი პატრიარქი XII საუკუნეში. დაიბადა XII საუკუნის მეორე ნახევარში ქ. კონსტანტინოპოლში, გარდაიცვალა იქვე, 1195 წელს. იგი ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დაინიშნა ნომოფილაქსად (ბერძ. Νομοφύλαξ - კანონთმცველი, ბიზანტიის სამეფო კარის თანამდებობა XI ს. შუა წლებიდან. 1178-1183 წწ. პატრიარქ თეოდოსიოს I-ის კურთხევით, ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს საეკლესიო სასამართლოს საქმეებს. 1193 წ. აღსაყდრებულ იქნა ანტიოქიელ პატრიარქად, თუმცა იქ გართულებული ვითარების გამო კონსტანტინოპოლში რჩებოდა. მისი საუკეთესო ნაშრომია "სქოლია" (დაახლ. 1170 წ.), რომელიც არის წმ. ფოტიოს დიდისეული სჯულისკანონის კომენტარები. თავის სქოლიაში ბალსამონის მიმოიხილაბს მოქმედ კანონებს და კავშირებს ავლებს ეკლესიისა და სახელმწიფოს კანონებს შორის, თუმცა მათ შორის უპირატესობას პირველს აძლებს. ბალსამონს ეკუთვნის, აგრეთვე, საეკლესიო დებულებათა (სინტაგმების) კრებულის სახით მომზადება და რამდენიმე საინტერესო შრომა, რომლებიც ძირითადად 1054 წლის სქიზმის შემდგომ დასავლურ და აღმოსავლურ ეკლესიებს შორის დიალოგს შეეხებოდა. მათ შორის აღსანიშნავია "მარხვის შესახებ" და "მონასტრებში სიახლის დანერგვის შესახებ". ბალსამონის ღვაწლი დიდია მართლმადიდებლური სამყაროსთვის. იგი განსაკუთრებით კარგად წარმოაჩენს იმ დროინდელი ბიზანტიის პოლიტიკურ და თეოლოგიურ მდგომარეობას. მისი კომენტარები დღესაც გამოიყენება აღმოსავლურ-მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური სამართლის შესწავლისას და შეტანილია ეკლესიის კანონთა ოფიციალურ კრებულ პიდალიონში (ბერძნ. Πεδαλιον - სასაჭეთმპყრობლო წიგნი) ბალსამონის სქოლია პირველად გამოიცა ლათინურ ენაზე პარიზში (1561 წ.) და მალევე ბაზელში (1562 წ.). 1615 წელს იბეჭდება პარიზში უკვე ბერძნულ და ლათინურ ენებზე, ხოლო მოგვიანებით კვლავ ბაზელში (1620 წ.) იგი ასევე შეტანილია ცნობილი დასავლელი კანონისტი ბევერეგიას ნაშრომში "Pandecta Canonum" (ოქსფორდი, 1672 წ. (P. G., cxxxvii-viii)). 1852-1860 წწ. მისი შრომა შეტანილ იქნა რალისის და პოტლისის მიერ გამოცემულ კრებულში. ბალსამონის კომენტარები მიგნემ შეიტანა თავის Patrologia Graecae-ში, CIV, 441. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თემო |
Jul 11 2008, 04:54 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
იყო ასეთი_ დიკასტერია როგორც სასულიერო სასამართლო და მგონი ურიგო არ იქნება აქვე ქართველი კანონმდებლებიც (ისტორიულად) ვახსენო (თუ წინააღმდეგი არ იქნებით)
და კარგი იქნება თემაში საეკლესიო სამართლის ნიუანსებიც გავიხსენოთ და ქართული სამართლის ძეგლებიც გვეხსენებინა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი