თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ მოწამეთა

პოსტის ავტორი: lion თარიღი: Jul 26 2007, 08:55 PM

ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით მდინარე წყალწითეალს თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი. აქ მოხვედრა შეიძლება როგორც რკინიგზით, ისე სამანქანო გზით.

1958 წელს ქუთაის-ტყიბულის გზატკეცილიდან მონასტრამდე სამი კმ-ის სიგრძის სამანქანო გზა მოიყვანეს. იგი გვერდით ჩაუვლის სოფელს, გადაჭრის რკინიგზის ლიანდაგს და დასავლეთიდან მიადგება მდინარე წყალწითელას ხეობაში ღრმად შეჭრილ ციცაბო კლდოვან მაღლობს, სადაც მოწამეთის მონასტერი მდებარეობს.

მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, საქართველოს ძველი ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავის წარმტაცი ხატოვანი ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს მნახველზე. გალავნით შემორტყმული კლდოვანტყიანი მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, ბუნება აქ ღარიბი არაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. როცა მწვანე სამოსში გაეხვევა ირგვლივ მდებარე მთა-გორები, მაგრამ მაინც პირქუში იერი აქვს. სამი მხრივ ამ ადგილს მდ. წყალწითელა უვლის გვერდს. წყალწითელას ხეობა, სადაც მონასტერი მდებარეობს, ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და იგი უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამას ადასტურებს აღნიშნული ხეობის ძეგლები, რომელთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.

მოწამეთის შესახებ ერთ-ერთი ადრეული ცნობა დაცულია წმინდანთა ცხოვრებაში: `ადგილსაი მას, რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერ მრავალ~. მართლაც სტრატეგიული თვალსაზრისით `წყალწითელი~ უაღრესად მოხერხებული ადგილია. იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. სწორედ ამიტომაც ეს ციხე საშუალო საუკუნეებში მეტად მნიშვნელოვან სამხედრო – სტრატეგიულ პუნქტად გვევლინება.

მე-18 ს. დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი კი მურვანის ლაშქრობის ამბავს ასე გადმოგვცემს: `შემდგომად გამეფდა ძე-სტეფანოზისა მისი. ამის მეფობის მეოთხე წელსა... მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართული, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფნა შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის~.

მტერმა მოაოხრა არგვეთის სამთავრო და ბუნებრივია, ვერც ციხე სიმაგრე `წყალწითელი~ გადაურჩა მათ რიცხვს. წმინდანთა ცხოვრებაში ვკითხულობთ: `რამეთუ ყრუსა მურვანსა გამოეღო ეოხა და დაეწვა~. დიდი წინააღმდეგობა გაუწია არგვეთის მთავრებმა. `აღიზახა ვითარცა ლომმან, და აოტნეს და განაბნინეს იგინი და ურიცხვი მოსრნეს~. მაგრამ აღესრულა მურვან-ყრუს ბრძანება და დავით და კონსტანტინე შეიპყრეს.

`ვინ ხართ თქვენი, ქვათა და ძელთა მსახურნო, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა გაგიბედიათ? იქნებ არც გაგიგიათ, რომ მე დიდი ალლაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული ვარ, იმ მუჰამედისა, რომელსაც ჰმონებს სრულიად არაბეთი და სპარსეთი~. და მაშინვე უპასუხა დავითმა: `ეგ შენი ქადილი ცუდი და ამაოა, რაც შეეხება დედაშენის ძმას მუჰამედს, ეგ სიქადულიც ფუჭი და უქმია, რამეთა ის მუჰამედია მაცდური და დამღუპველი მთელი თქვენი მოდგმის~.

დიდხანს სცემდნენ გახელებით და გამეტებით ხოლო ისინი იწვნენ მდუმარედ და უდტვრინელად ღებულობდნენ ყოველ დარტყმას. მურვან ყრუმ უთხრა: `დაუტოვე ქრისტეს ჯვარი, იგი ხომ შეშაა და სხვა არაფერი, მიიღე სჯული მუჰამედისა და იქნები ჩემი ჯარების უფროსი~. უპასუხა დავითმა: - `ნათელი დაუტევოთ და ბნელს შეუდგეთ? ჩვენ ღმერთმა მოგვიწოდა ნათელისაკენ, მზად ვართ ქრისტეს სახელისთვის ყოველსავე ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა, მახვილსა და სიკვდილსა~.

`ჩვენ ყურანში წერია, რომ ქრისტე მარიამის ძე კაცად შობილი და იძახდა ღვთის ძე ვარო, ამიტომ შეიპყრეს და ძელზე გააკრეს, ხოლო მუჰამედმა სპარსნი და არაბნი მოაქცია და ჭეშმარიტ ღმერთს შეაწყნარა~. ამაზე დავითმა მწარედ გაიღიმა და თქვა იქ წერია: - `სახერებიდან ისწავლეთო, გარნა თქვენ უგულისხმონი ხართ, ამიტომ არც წიგნი იცით არც ღვთის ძალა~.

ახლა კონსტანტინეს მიუბრუნდა არაბთა სარდალი `შენ რას იტყვი ყმაო~. კონსტანტინემაც დასძრა `ხმაი დამამხობელი~. `არც მე ვემორჩილები შენ ბრძანებას იმასვე ვიწამებ და ვაღიარებ, რაც ჩემმა ძმამ დავითმა აღიარა~. ათი დღე აწამეს ძმები და ათი დღის შემდეგ კიდევ სცადეს მოლაპარაკება, მაშინ უკანასკნელად დასძრა ენა დავითმა: - `ვიტყვი მხოლოდ იმას რაც თავში ვთქვი, მზად ვართ ქრისტესა და სარწმუნოების გულისთვის, თავი მივცეთ შიმშილს, წყურვილს, ცეცხლსა და წყალს, მახვილსა და ხმალს, ხოლო საბოძვარი არის საძულველ და საძაგელ წინაშე თვალთა ჩვენთა~. ორივე გააშიშვლეს და ხეზე დაჰკიდეს, მძიმე ხელკეტებით სცემეს, შემდეგ ჩამოხსნეს, ქედზე ლოდები დააკრეს და მდინარეში გადაყარეს.

`ხოლო იქმნა მას ღამესა სასწაული, საშინელი და სასმენად საზარელი, უჩვეულო იყო ცაც, წყალიც, ხმელიც მაღლობიც და დაბლობიც. მთვარეც სრულქმნილი, მთვარეც მიარღვევდა ღრუბელთა უსქესს კრედსამბელს~. სამსვეტოვან შიქ-ჭავლად დაადგა ძმებს მთვარის შუქი ბრწყინავდნე `ვითარცა მთიები განთიადისადმი~. წყლიდან ამოასვენეს მარტვილნი, წყალწითელის ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია, აქ ადრე ხარების სახელობის ეკლესია იდგა. ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო, ამ აკლდამაში დაასვენეს მოწამენი, ამ ადგილას მოწამეთა ეწოდა.

XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.

როგორი სახე უნდა ჰქონოდა ეკლესიას თავდაპირველად, რასაკვირველია, ძნელი სათქმელი, მაგრამ ეკლესია შიგნით მცირე ფართობისა იქნებოდა. საკურთხეველი მოთავსებული იყო და არის ჩრდილოეთის მხარეს. ეკლესიას გუმბათი არ ჰქონდა. მე-19 საუკუნეში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 1844-45 წლებში ლევან, მოსე და ფილიპე ბერეკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოეს მოწამეთის ეკლესია იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით. სამუშაოები მთლიანად დასრულდა 1865 წელს. დასრულდა იგი ხარების ეკლესიის შიგნით კანკელის გადაკეთებით. 1922-24 წლებში ჩვენში დაიხურა ეკლესია-მონასტრები, დაინგრა არქიტექტურის ძეგლები, დაიწვა უნიკალური წიგნები, დაიღუპა ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები და სხვა.

მოწამეთის ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954 წელს, რაზედაც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში დაცული წარწერა. მასში მოხსენიებულია ქუთატელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი, ქუთატელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაომი `შავიანიძე~, მღვდელი სულაკაძე, რომელთა მეოხებით აღდგენილი იქნა წირვა-ლოცვა. ამ დროს გადაასვენეს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათს სამკვიდრებელში – მოწამეთის მონასტერში.

მოწამეთის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი, დასავლეთის და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს, რაც მეტად საინტერესოა. შეიძლება ეს განაპირობა იმან, რომ ყველაზე საპატიოადგილს აღმოსავლეთის მხარეს დაკრძალული იქნენ წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინე, ამიტომაც საკურთხეველი ხუროთმოძღვარმა გადაიტანა ჩრდილოეთით.

საკურთხეველი გადატიხრულია XIX საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ლუსკუმი დამზადებულია ვინმე სულთანოვიჩის სახსრებით, ქვემოთ დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ.

ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლო, მასზე წარწერაა: რომ აგებულია იმერეთის მიტროპოლიტის დავითის განკარგულებით 1845 წელს. იქვეა ეკლესიის მსახურთა საცხოვრებლები. დასავლეთით გრძელი მოსაცდელი, აგებულია ძველ ნაეკლესიარზე, მოსაცდელზე 1960 წელს წინამძღვრის სახლი დაუშენებიათ. ეზოში დაკრძალულნი არიან XIX-XX საუკუნეების მსახურნი ამ მონასტრისა.

მოწამეთის მონასტერი საყურადღებო ძეგლია, როგორც ისტორიული ისე საკულტო დანიშნულებით. მას საპატიო ადგილი უჭირავს ქართველი ერის კულტურის საგანძურში.

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Jul 27 2007, 01:10 PM

ციტატა
მე-18 ს. დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი კი მურვანის ლაშქრობის ამბავს ასე გადმოგვცემს: `შემდგომად გამეფდა ძე-სტეფანოზისა მისი. ამის მეფობის მეოთხე წელსა... მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართული, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფნა შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის~.


სად მოიპოვე ეს ინფორმაცია, უფრო სწორედ რომელი წიგნიდან ?

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jul 28 2007, 01:37 PM

[b][/b] მოწამეთა არაჩვეულებრივია! rolleyes.gif

ერთხელ ვიყავი პატრიოტთა ბანაკიდან ექსკურსიაზე და დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე...
smile.gif

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jul 29 2007, 08:57 AM

მოწამეთა მართლა მაგარი ტაძარია.
აი აქ ნახეთ ადრე დავწერე რაღაცეები მოწამეთაზე ფორუმი რომ ვიყავით ქუთეისში.biggrin.gif
http://church.ge/index.php?showtopic=18&st=360

პოსტის ავტორი: iveria. თარიღი: Jun 26 2009, 03:58 PM

ერთხელ ვარ მოწამეთაში ნამყოფი და განცვიფრებული დავრჩი სილამაზით.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 26 2009, 06:22 PM

მოწამეთა მართლაც არაჩვეულებრივია. აუცილებლად წავალ და ფოტოებით მოგამარაგებთ. სავარაუდოდ ჩემს დაბ. დღეს იქ აღვნიშნავ წელს, თუ მშვიდობა იქნა მანამდე(10 ივლისი)smile.gif

პოსტის ავტორი: LEXO_931 თარიღი: Jun 26 2009, 09:51 PM

აბა ვინც იყვით იქ მამა გიორგი (ფეხითმოსიარულე) თუ ნახეთ????

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 28 2009, 01:01 PM

ციტატა(LEXO_931 @ Jun 26 2009, 10:51 PM) *

აბა ვინც იყვით იქ მამა გიორგი (ფეხითმოსიარულე) თუ ნახეთ????

ვერ გავიგე ამას რატომ კითხულობ, ბოლოს შარშან ვიყავი და მამა გიორგი არ მინახავს...

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 28 2009, 03:33 PM

მამა გიორგი მართლა საოცარი ადამიანია, დიდი ხნის წინ ვარ ნამყოფი მოწამეთაში და მაშინ მასზე არაფერი ვიცოდი, სიამოვნებით წავიდოდი მის სანახავად smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 28 2009, 03:42 PM

ციტატა(ეკატო @ Jun 28 2009, 03:33 AM) *

მამა გიორგი მართლა საოცარი ადამიანია, დიდი ხნის წინ ვარ ნამყოფი მოწამეთაში და მაშინ მასზე არაფერი ვიცოდი, სიამოვნებით წავიდოდი მის სანახავად smile.gif

მამა გიორგის გვარი ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 28 2009, 03:52 PM

ციტატა(მაშიკო @ Jun 28 2009, 03:42 PM) *

მამა გიორგის გვარი ხომ არ იცით?

არ მახსოვს huh.gif


აქ არის კვირის პალიტრაში გამოქვეყნებული ინტერვიუ მამა გიორგისთან
http://www.kvirispalitra.ge/archive/2008/22-2008/htm/ras%20gvetyvi%20mamao.htm

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Jun 28 2009, 04:44 PM

მამა გიორგი ბასილაძეა

პოსტის ავტორი: LEXO_931 თარიღი: Jun 28 2009, 10:50 PM

ციტატა(ეკატო @ Jun 28 2009, 03:33 PM) *

მამა გიორგი მართლა საოცარი ადამიანია, დიდი ხნის წინ ვარ ნამყოფი მოწამეთაში და მაშინ მასზე არაფერი ვიცოდი, სიამოვნებით წავიდოდი მის სანახავად smile.gif



ხო ნამდვილად ასეაა.და მეც იმიტო დავსვი ეს შეკითხვა..იმიტო რომ ვინც მოწამეთის მოსალოცად მიდის ყველას ღებულობს და ისეთ რაღაცეებს ეუბნება საკუთარ სულზე..და ზოგჯერ შენს აზრებსაც კითხულობს..ნამდვილად გირჩევდით მის ნახვას..

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Jun 28 2009, 11:04 PM

ციტატა(LEXO_931 @ Jun 28 2009, 10:50 PM) *

ხო ნამდვილად ასეაა.და მეც იმიტო დავსვი ეს შეკითხვა..იმიტო რომ ვინც მოწამეთის მოსალოცად მიდის ყველას ღებულობს და ისეთ რაღაცეებს ეუბნება საკუთარ სულზე..და ზოგჯერ შენს აზრებსაც კითხულობს..ნამდვილად გირჩევდით მის ნახვას..


მისი წიგნი მაქვს წაკითხული და ისეთი რამეები წერია, ცოტა არ იყოს და მეშინია მისვლა, არადა ძალიან მინდა მასთან საუბარი

შენ გისაუბრია მასთან?

პოსტის ავტორი: LEXO_931 თარიღი: Jun 30 2009, 10:29 AM

ციტატა(ეკატო @ Jun 28 2009, 11:04 PM) *

მისი წიგნი მაქვს წაკითხული და ისეთი რამეები წერია, ცოტა არ იყოს და მეშინია მისვლა, არადა ძალიან მინდა მასთან საუბარი

შენ გისაუბრია მასთან?



მიხედავად იმისა რო ქუთაიში ვცხოვრობ..ჯერ არაა..ცოტა არ იყოს მეც მეშინია..მარა ძალიან მინდა...ხშირად მხვდება ქალაქში სულ ფეხით დაადის..გრძელი თეთი წვერით რაღაც ძველ მამებს მოგაგონებს..ერთი ისაა რო ხანდახან მღვდელმოქმედებისგან დაყენებული..ისევ და ისევ მისი გამოქვეყნებული წერილების გამო (მაგ. 7 ნოემბერს)...თურმე კიდე წირვას ყოველთვის მორჩილების და მგალობლების გარეშე ატარებს..თვითონაა მედავითნეც,მგალობელიც,მორჩილ
იც და მღვდელიც...

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Jun 30 2009, 11:59 AM

LEXO_931

ციტატა
ერთი ისაა რო ხანდახან მღვდელმოქმედებისგან დაყენებული..ისევ და ისევ მისი გამოქვეყნებული წერილების გამო (მაგ. 7 ნოემბერს)...თურმე კიდე წირვას ყოველთვის მორჩილების და მგალობლების გარეშე ატარებს..თვითონაა მედავითნეც,მგალობელიც,მორჩილ

იც და მღვდელიც...



დრო და ჟამი გამოაჩენს მტყუანს და მართალს

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Jul 30 2009, 02:13 AM

2 დღის წინ ვიყავი მოწამეთაში...ულამაზესი და ძალიან მშვიდი ადგილია wub.gif wub.gif მიყვარს ძალიან wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Aug 4 2009, 07:46 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
მოწამეთაში თურმე რესტავრაცია მიმდინარეობს 3 დღის წინ ვიყავი

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Aug 10 2009, 04:17 PM

მამა გიორგი ბასილაძეზე წიგნი გამომიგზავნეს, "ძალა და თავისუფლება", ჰოდა თუ ვინმეს გაინტერესებთ გადმოწერეთ აქედან:
http://alldrives.ge/main/linkform.php?f=b8b578b074966271

პოსტის ავტორი: SantaDzuku თარიღი: Mar 16 2010, 06:33 PM

ლამარა, იქნებ ისევ ატვირთო ზემოთხსენებული წიგნი (სხვაც თუ გაქვს მამა გიორგის წიგნებიდან), უაღრესადმ ადლობელი დავრჩები... იმ საიტზე უკვე აღარ არის...

ბოდიშს ვიხდი ყველასთან, ეტყობა ჩემი "ბრაუზერის" ბრალი იყო... წიგნი წარმატებით გადმოვტვირთე, დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Jun 13 2010, 03:39 PM

მოწამეთაში თითქმის დასრულდა სარესტავრაციო საქმიანობა..დაიგო მონასსტერთან მისასვლელი გზა,აშენდა კელიები,დაემატა მთ. მიქაელის ტაძარი,გამოიცვალა კანკელი და ა.შ..

ნუ ვერ იცნობთ მოწამეთას

http://pix.ge/

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

მეტი ნახეთ იმერონი.გე ზე
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 13 2010, 05:30 PM

noone__90
რა ლამაზი კანკელია. აღსავლის კარები ალბათ ჯერ არ იყო დასრულებული.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 14 2010, 04:00 PM

noone__90
რა ლამაზიაააააააა

უნდა ავაბუნტო ხალხი და ვნახო ამ დღეებში...

პოსტის ავტორი: noone__90 თარიღი: Jun 14 2010, 04:56 PM

მაშიკო


ხო..და ეეს მხოლოდ მცირე ნაწილი განახეთ..მთავარი წინ გელით... tongue.gif აი მართლა ძაან შეცვლილია


პ.ს კელიებისკენ ქალებს არ უშვებენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 14 2010, 05:01 PM

noone__90
sad.gif აუფფ ოხ ეს ქალები....

არაუშავს მოწამეთას მაინც ვნახავ.... იმ კვირაში აუცილებლად ავალ...

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Feb 14 2011, 01:08 AM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Feb 14 2011, 09:37 AM

ციტატა(ეკატო @ Jun 29 2009, 12:04 AM) *

მისი წიგნი მაქვს წაკითხული და ისეთი რამეები წერია, ცოტა არ იყოს და მეშინია მისვლა, არადა ძალიან მინდა მასთან საუბარი

შენ გისაუბრია მასთან?

ეკატო შარშან ვიყავი მასთან და ძალიან მშვიდი პიროვნებაა,ითქოს ნათელი გადმოდის სახიდან..სულ დაგავიწყდება როსთვის ხარ მისული..კილო აქვს სასწაულად იმერული biggrin.gif biggrin.gif და ხუმარააა....პირადად არ საუბრობს უფრო საზოგადოდ...და ამ საერთო საუბარში შენზეც შეიძლება რამეს ამბობდეს და უნდა დაუკვირდე smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: kachkachuri თარიღი: Feb 25 2011, 11:10 AM

დალოცოს ღმერთმა მამა გიორგი

პოსტის ავტორი: LashaP თარიღი: Feb 26 2011, 12:44 AM

არ ვიცნობ მამა გიორგის, მაგრამ მასზე წიგნების წაკითხვის შემდეგ, ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა მისი ნახვის და აუცილებლად წავალ მოწამეთაში... ღმერთმა დალოცოს მამა გიორგი და ღმერთმა დალოცოს საქართველო.

პოსტის ავტორი: PaTaRa-GoGo თარიღი: Feb 27 2011, 12:42 PM

კიდევ ერთ რამეს დავამატებ თუ შეიძლება... მოწამეთას დაუბრუნეს ძველი იერი და ულამაზესია და რაც მთავარია იქ ცხოვრობს ბერი რომელიც ადამიანებს კურნავს...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 27 2011, 09:33 PM

PaTaRa-GoGo

ციტატა
მთავარია იქ ცხოვრობს ბერი რომელიც ადამიანებს კურნავს...



რომელი ბერი?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2012, 12:07 PM

მოწამეთა

გზა, ფერდობზე შემოჭრილი,
მთვარით როცა გაბრწყინდება,
კლდეებს შუა შებოჭილი
ხმას იმაღლებს წყალწითელა.

მოვერცხლილი მთის კალთები
ცისფერ ტალღებს ჩასცქერიან.
ჩამოყრილი თეთრი ქვები
გეგონება - ჩანჩქერია.

მოკამკამებს წყალწითელა,
შიგ კენჭებიც დაითვალო.
ამ ბექობთან მაინც ღელავს,
თითქოს ლეწავს ქვიშის კალოს.

აქ მიაგავს მთის მდინარეს,
ტორზე დგება დაძაბული.
მამულილიშვილთ, ქრისტიანებს,
აქ უნახავთ სასწაული.

ამბავია ძველისძველი,
გმირთა თავი რომ გასწირეს,
ძმები იყვნენ - მხეიძენი,
დავითი და კონსტანტინე.

აქ ურჯულო, ულმობელი,
ზეცას რისხვით აბნელებდა.
წინ აღუდგნენ გულლომები,
გზა უყელეს ქართველებმა.

მთებზე იწვა შავი ნისლი,
მთვარეც ჩაქრა კოცონივით.
მოჰკიოდა მტერი ისრით,
ბექობიდან მოწოლილი.

ძმები დახვდნენ ჯვრით და ხმალით,
მერე სტაცეს ხელი ფარებს,
თან ისმოდა ჩუმი ლოცვა:
ღმერთო! ხალხი დაიფარე!

და შეებნენ ჩვეულ რიხით,
მათი რისხვა ჰგავდა ქუხილს.
მოერთვოდა ცხენთა ჭიხვინს
ხმლის და შუბის ჯახაჯუხი.

ჩეხდნენ მახვილაწვდილები,
მტერზე გულმკერდშეღერილნი
და იბრძოდნენ დაჭრილები,
ძმები წითლად შეღებილნი.

მიწა დალბა ნაწვიმარი,
სისხლი გალღვა დაკვეთილი,
ერთად იდგნენ განწირულნი,
ძმები აბჯარდაფლეთილნი.

ზურგი ზურგზე მიაჭედეს,
იგერიეს ასგზის მტერი,
მაგრამ მაინც ამ ორ კედელს
დაეშალა საძირკველი.

ჩაეხვივნენ და დაეცნენ,
დაიფარეს ასე წყლული
და ესვენათ დაჭრილ მკერდზე
ჯვარი - ნინოს თმით შეკრული.

მზე იმათი ისე ჩაქრა,
ერთად ისე დაიხოცნენ,
ამ ამბავის ქართველთაგან
არ ყოფილა არვინ მოწმე...

ახლა მაინც მოდი, ნახე,
რა ნათელი მოსავს გმირებს,
სადაც მტარვალს შეეჯახნენ
დავითი და კონსტანტინე.

მოდი, ნახე ეს ადგილი,
ეს მწვანე ტყე აქოჩრილი.
აქ მოვსულვარ მეც ამ დილით,
მის ტყვეობას დავმორჩილდი.

მოიყარე შენაც მუხლი,
წინაპრების ხმალს უმღერე,
ეს ადგილლი იმათ უთვლის
შენდობას და სასუფეველს.

მათი სისხლით შეღებილი,
ეს მდინარე არ ისმევა,
და სახელიც - წყალწითელა,
აი, ამით აიხსნება.

იცი? ძმები ნაწამები
აქ დაეცნენ ორთავ ერთად.
ეს მთა ამის მოწამეა,
მიტომ ჰქვია - მოწამეთა.

/ოთარ მამფორია/

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Apr 27 2013, 11:12 PM

მამა გიორგი ბასილაძე გარდაიცვალა. სამშაბათს დაკრძალავენ

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 28 2013, 05:09 PM

ბადრი

ციტატა
მამა გიორგი ბასილაძე გარდაიცვალა. სამშაბათს დაკრძალავენ

არ არსებობს, რა ცუდია, ღმერთმა აცხოვნოს sad.gif

უცნაურია, მაგრამ რაც ეს წელი დაიწყო, აკვიატებული მქონდა, უნდა წავიდე თქო და ვეღარ წავედი sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 28 2013, 06:18 PM

აცხოვნოს ღმერთმა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2013, 04:19 PM

ძალიან დამწყდა გული... sad.gif პირადად არ ვიცნობდი მაგრამ მასზე დაწერილი წიგნები წაკითხული მაქვს და მისით მოხიბლული დავრჩი... ღმერთმა აცხონოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს ანგელოზებთან!!!

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 29 2013, 04:22 PM

რა ლამაზი კანკელია მოხიბლული დავრჩი sad.gif

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Apr 29 2013, 04:40 PM

კიდევ დაიბადება საქართველოში...

პოსტის ავტორი: shako1993 თარიღი: Dec 9 2013, 05:16 PM

უმშვენეიერესი ტაძარია რაც ოდესმე მინახავ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2017, 09:58 PM

---

"განვლო თითქმის 12 საუკუნემ და საქართველოს კვლავ შემოესია მძვინვარე მტერი, ამჯერად ჩრდილოეთიდან მოსულ ღვთისმებრძოლთა წითელი ლაშქარი, რომელსაც წინ მურვან-ყრუზე უარესი, ამჯერად ნაქართველარი და ქრისტიანყოფილი წინამძღოლები მოუძღოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოს აოხრების შემდეგ "წითელი ურდო" დასაველთ საქართველოში გადავიდა და ისევე როგორც მურვან ყრუმ, "მოსრა და მოაოხრა ყოველი".

ბნელ ძალთაგან აღძრულ უფლის მტერთა ლაშქრის მეთაურმა - სერგო ორჯონიკიძემ თავის "სასახელო გმირობებს" ახალი საშინელი "გამარჯვება" შემატა, რითაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ ვისი ნების აღმასრულებელი იყო თავისსავე სამშობლოში.

12 საუკუნის წინათ ძმათა მხეიძეთა მიერ შერცხვენილმა სატანამ მოწამეებზე კვლავ იძია შური. "რკინის სერგოს" ბრძანებით, სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ გმირ ძმათა უხრწნელი ცხედრები აკლდამიდან ამოთხარეს, და გზა-შარაზე და ქუჩა-ქუჩა ათრიეს...ხოლო შემდეგ, ისევე როგორც პირველ წამებისას, მათი უხრწნელი ნეშტები წყალში გადაყარეს...

ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით, წმინდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა და ისინი უფლის ნებით ყოველთა მორწმუნეთა მეოხად კვლავ თავის საუკუნო განსასვენებელს დაუბრუნდნენ".

/"კანდელი"N11, 2017, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2017, 08:26 PM

"მოწამე ძმების [დავითი და კონსტანტინე] მიერ ქრისტეს გზის არჩევამ საზოგადოებას ზნეობრივი იდეალი დაუსახა. მათმა მაგალითმა განამხნო უბედურებებისგან დაშინებული, დაბრკოლებული, რწმენადაშრეტილი და ძალაგამოცლილი ქართველობა, რწმენისა და გამარჯვების იმედი დაუბრუნა".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)