თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ თქვენი აზრით რამდენი შვილი უნდა ყავდეს ადამიანს?

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 14 2008, 01:04 PM

აბა წავიდა ბალღების დაყრა biggrin.gif

რაღაც გამოკითხვის ფორმა ვერ ჩავრთე, ვინმე მადლიანი არ დამეხმარება?

ასეთი ფორმით:

1. 1
2. 2
3. 3
4. 3-5
5. 5-10
6. 10 და მეტი
7. უსასრულოდ
8. მთავარია 1 ბიჭი იყოს და დანარჩენები რამდენიც გინდა
9. რამდენსაც ღმერთი მისცემს, ანუ 1-დან 8-მდე ნებისმიერი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 14 2008, 01:09 PM

Giorgi-
ეხ, გიორგი, გამოკითხვა როგორ ვერ ჩართე. ნტ ნტ e025.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 14 2008, 01:10 PM

k@the

ციტატა
ეხ, გიორგი, გამოკითხვა როგორ ვერ ჩართე. ნტ ნტ


რას გაუგებ კამპიუტერს ჩემო ქეთო smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 14 2008, 01:14 PM

ეს ჩვენ, ახალგაზრდებმა, ვიცით კომპიუტერი და ინგლისური, თორემ გიორგი-ს მარტო სუფრის აკადემია აქვს დამთავრებული laugh.gif laugh.gif laugh.gif




:შუტკა:

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 14 2008, 01:15 PM

Giorgi-
კარგი ეხლა, ნუ თავმდაბლობ biggrin.gif

აბა, ჩემ განყოფილებაში არაა თემა, თორე ვცდიდი დახმარებას biggrin.gif
ისე მართლა, შენ გამოსული ადამიანი ხარ, საქართველოს გაცდენილი და ერთი თემა
უცხოეთის განყოფილებაშიც გახსენი არ გინდა? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 14 2008, 01:17 PM

მარიამი

ციტატა
ეს ჩვენ, ახალგაზრდებმა, ვიცით კომპიუტერი და ინგლისური, თორემ გიორგი-ს მარტო სუფრის აკადემია აქვს დამთავრებული


კამპიუტერი, ტელეფონი და ინგლისური smile.gif
აბა რას ფიქრობ მრავალბალღიანობაზე?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 14 2008, 01:18 PM

ციტატა(Giorgi- @ Nov 14 2008, 01:17 PM) *

მარიამი
კამპიუტერი, ტელეფონი და ინგლისური smile.gif
აბა რას ფიქრობ მრავალბალღიანობაზე?

დღეს კი ვფიქრობ, რაც მეტი, მით უკეთესი-თქო, მაგრამ მშობიარობის მერე როგორ ვიჭიკჭიკებ, არ ვიცი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 14 2008, 01:21 PM

k@the

ციტატა
ისე მართლა, შენ გამოსული ადამიანი ხარ, საქართველოს გაცდენილი და ერთი თემა
უცხოეთის განყოფილებაშიც გახსენი არ გინდა?


რა გავხსნა? როგორ მივათრევდი 30 კილოგრამ ბარგს ჰიტროუს აეროპორტში ხელით და როგორ აღმოვაჩინე, რომ ურიკით მომსახურება უფასო იყო და როგორ გავბრაზდი თბილისის აეროპორტში რომ მექრთამეობაა? (იყო? smile.gif)

პასუხები დაწერეთ გეთაყვა smile.gif

მარიამი
ციტატა
დღეს კი ვფიქრობ, რაც მეტი, მით უკეთესი-თქო, მაგრამ მშობიარობის მერე როგორ ვიჭიკჭიკებ, არ ვიცი


მშობიარობა დიდი არაფერია, ცემს ტავზე მაქვს გამოცდილი (ლამის) biggrin.gif
მე მაინტერესებს ფიზიკურად და ფინანსურად შეძლებს ადამიანი რამდენიმე შვილის გაზრდას, აღზრდას, გზაზე დაყენებას, დაცოლშვილება-გათხოვებას და მერე იმათი შვილების გაზრდას, აღზრდას, გზაზე დაყენებას, დაცოლშვილება-გათხოვებას და მერე იმათი....?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 14 2008, 01:23 PM

Giorgi-
უი, მეც ვათრიე ეგრე პირველ ჩაფრენაზე biggrin.gif biggrin.gif

სხვათაშორის, თბილისის აეროპორტში 1 კილო გადაწონას არ შეგარჩენენ sad.gif biggrin.gif
სამაგიეროდ 6 კილო ზედმეტი ბარგის შემთხვევაში, თუ მოელაპარაკები 3 კილოასას იხდი და გიშვებენ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 14 2008, 01:26 PM

k@the

ციტატა
უი, მეც ვათრიე ეგრე პირველ ჩაფრენაზე

სხვათაშორის, თბილისის აეროპორტში 1 კილო გადაწონას არ შეგარჩენენ
სამაგიეროდ 6 კილო ზედმეტი ბარგის შემთხვევაში, თუ მოელაპარაკები 3 კილოასას იხდი და გიშვებენ


რა ვქნა, ინტრიგანი კი არ ვარ, მაგრამ აგერ მოდერი აოფებს biggrin.gif
მართალია, "მოველაპარე" და კომპოტები, კიტრი-პომიდორი და სხვა მალფუჭებადი პროდუქტებიც ავიტანე, სამაგიეროდ მესაზღვრეებმა 20 დოლარი გადაიხადეთ გეტაყვაო და რატომ მეთქი და რას ქვია რატომო და რას ქვია რატომ მეთქი და ხო, კარგი მაშინ წადიო biggrin.gif



ბალღიანობაზეა ეს თემა smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 14 2008, 01:29 PM

Giorgi-

ხოდა, შენ თუ ინტრიგანი არ ხარ, შეეშვი მოდერების გაოFFებაზე კომენტარებს biggrin.gif


ბავშვები, რაც მეტი მით უკეთესი. რა ვიცი, 1,2 და 3 აშკარად ცოტაა smile.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 14 2008, 01:39 PM

სანამ გავთხოვდებოდი ვაპირებდი ცხრა ან მეტი შვილის გაჩენას, ხოდა პირველივე მშობიარობის დროს მთელი ოცნებები დამეფუშა biggrin.gif რამდენსაც ღმერთი მოგცემს და რამდენჯერაც იქნები ორსულად იმდენი შვილი უნდა გააჩინო იასნია smile.gif მაგალითად მე ორი მყავს ჯერ, ხოდა სამი წელია გათხოვილი ვარ, სამ წელში ორი ბავშვი ცოტა არაა biggrin.gif ანუ რომ გამოვითვალოთ დაახლოებით კიდევ თექვსმეტი ბავშვი უნდა გავაჩინო 50 წლამდე, ანუ სულ მეყოლება თვრამეტი შვილი, იმედია ცოცხალი დავრჩები biggrin.gif

პოსტის ავტორი: MARDUK თარიღი: Nov 14 2008, 02:53 PM

ციტატა
9. რამდენსაც ღმერთი მისცემს, ანუ 1-დან 8-მდე ნებისმიერი


პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 14 2008, 03:20 PM

dariala

ციტატა
დაახლოებით კიდევ თექვსმეტი ბავშვი უნდა გავაჩინო 50 წლამდე


16 ბავშვი?

საინტერესოა

აგრეთვე საინტერესოა სახელმწიფო როგორ ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს?

რამდენადაც ვიცი შვედეთში სერიოზული ფულადი დახმარებებია ჩვენტან მგონი 30 ლარი წელიწადში მე-6 შვილზე

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 14 2008, 03:20 PM

ციტატა
მე მაინტერესებს ფიზიკურად და ფინანსურად შეძლებს ადამიანი რამდენიმე შვილის გაზრდას, აღზრდას, გზაზე დაყენებას, დაცოლშვილება-გათხოვებას და მერე იმათი შვილების გაზრდას, აღზრდას, გზაზე დაყენებას, დაცოლშვილება-გათხოვებას და მერე იმათი....?

რამდენი წელი აპირებ სიცოცხლეს? biggrin.gif
ისე ფიზიკურ ძალებს და ფინანსებსაც ღმერთი იძლევა, ისევე როგორც შვილებს. და ამბობენ, როცა ბევრი შვილები გყავს, უფროსები უმცროსების გაზრდაში გეხმარებიანო, უფრო მეტი სიყვარული აქვთო, დათმობას, პატიებას და ერთმანეთზე ზრუნვას სწავლობენო და უფრო კარგები გამოდიანო. გამონაკლისები ალბათ არსებობს... ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო მრავალშვილიან ოჯახებში მე ცუდი ბავშვი არ შემხვედრია.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 14 2008, 03:21 PM

k@the

ციტატა
ბავშვები, რაც მეტი მით უკეთესი. რა ვიცი, 1,2 და 3 აშკარად ცოტაა


ახლა ხარ ნამდვილი ბებისითერი biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 14 2008, 03:21 PM

ციტატა
30 ლარი წელიწადში მე-6 შვილზე

რა დახარჯავს ამდენს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 14 2008, 03:27 PM

მარიამი

ციტატა
რამდენი წელი აპირებ სიცოცხლეს?
ისე ფიზიკურ ძალებს და ფინანსებსაც ღმერთი იძლევა, ისევე როგორც შვილებს. და ამბობენ, როცა ბევრი შვილები გყავს, უფროსები უმცროსების გაზრდაში გეხმარებიანო, უფრო მეტი სიყვარული აქვთო, დათმობას, პატიებას და ერთმანეთზე ზრუნვას სწავლობენო და უფრო კარგები გამოდიანო. გამონაკლისები ალბათ არსებობს... ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო მრავალშვილიან ოჯახებში მე ცუდი ბავშვი არ შემხვედრია.



კი, მაგაში არის ლოგიკა, მაგრამ 16 შვილი რომ გყავს რამზელა ბინა გჭირდება, მერე რომ გაიზრდებიან იმათთვის კიდევ ბინები smile.gif

მარიამი
ციტატა
რა დახარჯავს ამდენს


ჰოდა რომ არ დაიხარჯოს იმასაც არ აძლევენ, ჩვენთან უკეთ შეგენახება-ვო

ჩემი ერთი მეგობარი ამბობს, რომ იხარე და იმრავლე სახვადასხვა ცნებებიაო, თუ გამრავლდი ვერ გაიხარებო, თუ გინდა გაიხარო არ უნდა გამრავლდეო (მხოლოდ ფინანსური კუთხით), და მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამასტან დაკავშირებით

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 14 2008, 03:31 PM

ციტატა
კი, მაგაში არის ლოგიკა, მაგრამ 16 შვილი რომ გყავს რამზელა ბინა გჭირდება, მერე რომ გაიზრდებიან იმათთვის კიდევ ბინები

ჰო, სერიოზული საკითხია... 16 ალბათ არც გაუჩნდება ადამიანს, მაგრამ 8-10 სავსებით შესაძლებელია. ახლა რომ ვთქვა, ღმერთი იმ 16-ის დასატევ ბინასაც მოგცემს-მეთქი, ძალიან თეორიული ნათქვამი გამომივა? არადა მართლა მასე ხდება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ ჩემს გარშემო და... რა ვიცი... ცოტა რთულია ასეთ საკითხებზე გადაჭრით საუბარი.
ისე თუ დააკვირდებით, ვისაც უჭირს ეკონომიურად, იმას უფრო მეტი შვილები ჰყავს, ვიდრე მდიდარ ოჯახებს.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Nov 14 2008, 03:31 PM

დღეს ქართველები 4 მილიონი ვართ. მერამდენე შვილია ოჯახში საჭირო რომ გავხდეთ 4 მილიონ ერთი?

6

smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 14 2008, 03:32 PM

მარიამი

ციტატა
ვისაც უჭირს ეკონომიურად, იმას უფრო მეტი შვილები ჰყავს, ვიდრე მდიდარ ოჯახებს.


ჰოდა ეგ მაინტერესებს მეც

ძალიან ბევრი მრავალშვილიანი ოჯახია ჩვენთან, საკვები და ტანსაცმელი რომ არა აქვთ

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 14 2008, 03:32 PM

სახელმწიფოს მხრიდან შობადობის წახალისება დღეს საქართველოში აუცილებელია!!!! სერიოზული შეღავათები უნდა იყოს და არა 30 ლარი. მაგრამ არ გვყავს პატრონი.
მე აგერ იმაზე ვფიქრობ, როგორ უნდა დავტოვო სახლში 4 თვის ბავშვი (როცა მეყოლება) და გავიდე სამსახურში. არადა რომ არ გავიდე, ეგეც არ შეიძლება...

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 14 2008, 03:34 PM

ციტატა
დღეს ქართველები 4 მილიონი ვართ. მერამდენე შვილია ოჯახში საჭირო რომ გავხდეთ 4 მილიონ ერთი?


აქ დემოგრაფიულ პრობლემამდე არ მივალთ?

ანუ 4 მლნ ვართ და 10%-იც არ არის დასაქმებული და იმ 10%-ის 5 %-ს აქვს ისეთი შემოსავალი, რომ გამოიკვებოს და თუ გავხდებიტ 15 მლნ, რა ლოგიკით შევჭამთ?

მართლა მაინტერესებს

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Nov 14 2008, 03:34 PM

dariala

ციტატა
სულ მეყოლება თვრამეტი შვილი, იმედია ცოცხალი დავრჩები



ჩემი რძალის წვალებას რომ ვუყურე მშობიარობისას, 18 კი არადა 1.8 შვილის გაჩენაც გადავიფიქრე, მარა ისეთი გოჭი მყავს ეხლა სახლში ეს 4 თვეა, რომ მასეთს კი გავაჩენდი ერთი 4-ს, მეტი ნამდვილად არ მინდა smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 14 2008, 03:35 PM

ციტატა(Giorgi- @ Nov 14 2008, 03:32 PM) *

მარიამი
ჰოდა ეგ მაინტერესებს მეც

ძალიან ბევრი მრავალშვილიანი ოჯახია ჩვენთან, საკვები და ტანსაცმელი რომ არა აქვთ

წესით ასეთ ოჯახებს ახლობლები უნდა ეხმარებოდნენ, რადგან სახელმწიფოს არ აინტერესებს. მე მაგალითად, რამის უფროსი რომ ვიყო და თანამშრომლების აყვანა შემეძლოს, მრავალშვილიან მამებს დიდ უპირატესობას მივცემდი და მაღალ ხელფასსაც დავუნიშნავდი.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 14 2008, 03:36 PM

მარიამი

ციტატა
სერიოზული შეღავათები უნდა იყოს და არა 30 ლარი.


კარგი იქნებოდა, ომში დაინვალიდებულ ჯარისკაცებსაც ქონდეთ 40 ლარზე მეტი დახმარება, მაგრამ პატრონზე და მტავრობაზე კი არ არის საქმე მხოლოდ

ეკონომიკა არ გვაქვს, კონკრეტულად არც პრეზიდენტის ბრალია და არც არავის, მაგრამ ფაქტია

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 14 2008, 03:36 PM

dariala

ციტატა
კიდევ თექვსმეტი ბავშვი უნდა გავაჩინო 50 წლამდე



ცოტას დაგამშვიდებ, ჩვენ აზიელი ქალები, 50 წლამდე შვილოსნობის უნარიანები არა ვართ, ეს ხმოლოდ ჰოლივუდელებეის პრივილეგიაა.

ასე რომ დიდი- დიდი კიდევ 10 გააჩინო smile.gif)

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Nov 14 2008, 03:38 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 14 2008, 04:36 PM) *

dariala
ცოტას დაგამშვიდებ, ჩვენ აზიელი ქალები, 50 წლამდე შვილოსნობის უნარიანები არა ვართ, ეს ხმოლოდ ჰოლივუდელებეის პრივილეგიაა.

ასე რომ დიდი- დიდი კიდევ 10 გააჩინო smile.gif)



ეგ რა პონტში ნინო? huh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 14 2008, 03:40 PM

მარიამი

ციტატა
მე აგერ იმაზე ვფიქრობ, როგორ უნდა დავტოვო სახლში 4 თვის ბავშვი (როცა მეყოლება) და გავიდე სამსახურში. არადა რომ არ გავიდე, ეგეც არ შეიძლება...



მარაიამ, გეტყვი რომ დიდი შეღავათი იქნება თუ 4 თვე სახში გაგაჩერებენ, ჩემს რიგვლივ, ამდენ ხანს არ აჩერებენ, ის კი არა ტყუპები გააჩინა ჩემმა მეგობარმა და მესამე თვეს სახლში დაურეკეს, გეყოფა ეხლა დასვენება გამოდი სამხსახურშიო smile.gif)))

წახალისებას ტყუილად ველოდებით , ისევ ჩვენს ინიციატივაზეა.

likka
ციტატა
ეგ რა პონტში ნინო?



ანუ, აზიელი ქალები 40 წლის სემდეგ დიდიად ვეღარ აჩენენ სვუილებს, უჭირთ მერე, ადრე ბერდებიან.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Nov 14 2008, 03:46 PM

მხევალი ნინო

ციტატა

ანუ, აზიელი ქალები 40 წლის სემდეგ დიდიად ვეღარ აჩენენ სვუილებს, უჭირთ მერე, ადრე ბერდებიან.

ხო. ადრე დაბერების ამბავში გეთანხმები smile.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Nov 14 2008, 04:22 PM

16 შვილს ვე გავაჩენ ნამდვილად ...16 ჯერ მშობიარობა ოიიი

როცა დავოჯახდები მერე გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებას

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 14 2008, 04:22 PM

ისა და, ღმერთი სადმე ხომ არ "ჩაგვეკვეხებინა" ჩვენს დიალოგებში? laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 14 2008, 04:27 PM

kato_Bato

ციტატა
ღმერთი სადმე ხომ არ "ჩაგვეკვეხებინა" ჩვენს დიალოგებში?



ვუტოვებთ რო ადგილს ?smile.gif)))

ვინმე მართლა ისე აჩენს სვილს დევიზით-რამდენსაც ღმერთი მომეცმსო? იშვიათად, უფორ სწორედ ტავად განსაზღვრავენ რამდნი იყოლიონ როდის და მერე ამბობენ, უფლის ნება იყოო smile.gif))))

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Nov 14 2008, 05:29 PM

12 tongue.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 14 2008, 05:33 PM

ღმერთი რა უხვია ნეტა იცოდეთ laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 14 2008, 06:15 PM

მნათე
თქვენ რავა ყველაფერზე ღადაობთ? აღშფშღხთფღრრფთოვანებული ვარ თქვენო იუმორის გრძNობით. ქედს ვიხრი smile.gif მართლაც რომ უხვია უფალი, მაგრამ ყველას მიმართ არა, ზოგიერთს საერთოდ არ აძლევს ცოდვებისა თუ ვინ იცის რის გამო sad.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 14 2008, 06:36 PM

2 მინდა... ან მაქს 4,ლავი აბაა smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 14 2008, 06:43 PM

ტყუპები კარგია ისე, 9 თვე ხარ ორსულად და 2 ბავშვი გყავს უცებ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Nov 14 2008, 06:56 PM

მე ვფიქრობ რომ რამდენსაც უფალი მოგცემს იმდენი უნდა იყოლიო, უნდა გქქონდეს უფლის იმედი და ყველაფერი კარგათ იქნება ღმერთი აჩენს ღმერთი არჩენს მე მაგ იმედით ვარ, თუ მოხდა და დავოჯახდი ალბათ მასეც მოვიქცევი, სადაც ბევრი ბავშვია იქ უფრო დიდი სიყვარული სუფევს და ამ სიყვარლით დაიზრდებიან ბავშვები მთავარია მათ გზა უჩვენო გზა რომელიც ტაძრამდე მიდის.

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Nov 14 2008, 08:55 PM

განვმეორდები: რამდენსაც ღმერთი მისცემს..


ხო ფრაზა "იხარება და იმრავლე" არის გარკვეულწილად სინონიმები..

მამაჩემი დედისერთა იყო და ძალიან განიცდის... შეჰხარის მრავალშვილიან ოჯახს, სადაც ჟღრიამულია და ხმაურია, სადაც სიცოცხლე ჩქეფს პირდაპირ.. user.gif

მაგრამ, ო მაგრამ.. ოცნება ერთია და შეძლება მეორე... ოხერი ეკონომიკის გამო ვართ სამნი user.gif

პირადად მე არ ვიცი... შევეცდები იმდენი ავიღო, რამდენსაც ღმერთი მომცემს...

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Nov 14 2008, 10:02 PM

მინიმუმ 4 smile.gif

პოსტის ავტორი: T_a_M_o თარიღი: Nov 14 2008, 10:12 PM

3ცალი აუცილებლად rolleyes.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 14 2008, 10:32 PM

T_a_M_o
მეც მანდ ვარ, მასე ვფიქრობ smile.gif

პოსტის ავტორი: T_a_M_o თარიღი: Nov 14 2008, 11:29 PM

dariala
3გყავს? user.gif

პოსტის ავტორი: kiki თარიღი: Nov 14 2008, 11:36 PM

რამდენსაც უფალი მოგცემს...smile.gif


პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 14 2008, 11:44 PM

T_a_M_o
არა ორი ჯერჯერობით smile.gif

პოსტის ავტორი: T_a_M_o თარიღი: Nov 14 2008, 11:45 PM

ციტატა(dariala @ Nov 14 2008, 11:44 PM) *

T_a_M_o
არა ორი ჯერჯერობით smile.gif



ჯერჯერობით user.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 14 2008, 11:52 PM

ციტატა
3ცალი აუცილებლად


3 ცალი? rolleyes.gif
მე - ოთხი წყვილი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 14 2008, 11:58 PM

ციტატა
მე - ოთხი წყვილი

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

T_a_M_o
ძალიან საყვარელი ხარ smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: T_a_M_o თარიღი: Nov 14 2008, 11:59 PM

ციტატა(sopo... @ Nov 14 2008, 11:52 PM) *

3 ცალი? rolleyes.gif
მე - ოთხი წყვილი rolleyes.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

შემეშალასავით http://www.radikal.ru

dariala

გაიხარე! შენ უფრო საყვარელი ხარ შვილებთან ერთად user.gif მართლა ძალიან კარგები არიან wub.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 15 2008, 12:04 AM

T_a_M_o
მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 15 2008, 12:19 AM

T_a_M_o

ციტატა
ძალიან საყვარელი ხარ

yes4.gif

სამი მართლა კაია.. მესამეს უწმინდესი ნათლავს მგონი..

სამი ასეთი დამჯერი რომ გეყოლება tongue.gif

http://ge.smiles.26l.com/smile.98521.html http://ge.smiles.26l.com/smile.98525.html http://ge.smiles.26l.com/smile.98524.html

პოსტის ავტორი: T_a_M_o თარიღი: Nov 15 2008, 12:23 AM

sopo...
კი კიიიი უწმინდესი ნათლავს, რა მაგარიაა cocxali.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Nov 15 2008, 11:24 AM

ციტატა
7. უსასრულოდ

ეს რა მაგარია laugh.gif


იცით ყველაზე მრავალშვილიანი დედა ვინ იყო? რუსი გლეხის ქალი, მას 69 შვილი ჰყავდა. იმშობიარა 27-ჯერ (16-ჯერ გააჩინა ტყუპები, 7-ჯერ-სამ-სამი და 4-ჯერ ოთხ-ოთხი შვილი).

კიდევ იყო ერთი მრავალშვილიანი დედა, ჩილეს მოქალაქე ლეონტინა ალბინა, რომელმაც 1943-81 წლებში 55 შვილი გააჩინა smile.gif ძირითადად სულ ტყუპები და სამ-სამი შვილი ერთად.


ჰა, მიბაძეთ ახლა biggrin.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Nov 15 2008, 11:28 AM

biggrin.gif

7 კარგი ციფრი მგონია

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Nov 15 2008, 11:29 AM

ციტატა
იცით ყველაზე მრავალშვილიანი დედა ვინ იყო? რუსი გლეხის ქალი, მას 69 შვილი ჰყავდა. იმშობიარა 27-ჯერ (16-ჯერ გააჩინა ტყუპები, 7-ჯერ-სამ-სამი და 4-ჯერ ოთხ-ოთხი შვილი).

კიდევ იყო ერთი მრავალშვილიანი დედა, ჩილეს მოქალაქე ლეონტინა ალბინა, რომელმაც 1943-81 წლებში 55 შვილი გააჩინა ძირითადად სულ ტყუპები და სამ-სამი შვილი ერთად.



69 სახელის მოფიქრება არ გინდა? დამახსოვრებაზე რომ არაფერი ვთქვათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Nov 15 2008, 11:36 AM

მატასი

ციტატა
იცით ყველაზე მრავალშვილიანი დედა ვინ იყო? რუსი გლეხის ქალი, მას 69 შვილი ჰყავდა. იმშობიარა 27-ჯერ (16-ჯერ გააჩინა ტყუპები, 7-ჯერ-სამ-სამი და 4-ჯერ ოთხ-ოთხი შვილი). კიდევ იყო ერთი მრავალშვილიანი დედა, ჩილეს მოქალაქე ლეონტინა ალბინა, რომელმაც 1943-81 წლებში 55 შვილი გააჩინა ძირითადად სულ ტყუპები და სამ-სამი შვილი ერთად.

და მაგათგან წამოვიდა კაცობრიობა ?

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Nov 15 2008, 11:37 AM

ციტატა

69 სახელის მოფიქრება არ გინდა? დამახსოვრებაზე რომ არაფერი ვთქვათ

შეიძლება დანომრილი ყავდა??? biggrin.gif

Floyd
ზურაააა მიბაძეეეეე biggrin.gif:D

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 15 2008, 02:11 PM

Giorgi-

ციტატა
საინტერესოა სახელმწიფო როგორ ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს?

რამდენადაც ვიცი შვედეთში სერიოზული ფულადი დახმარებებია ჩვენტან მგონი 30 ლარი წელიწადში მე-6 შვილზე

არა.
დღეს მრავალშვილიანად საქართველოში ითვლები, თუკი გყავს 7 შვილი და თითო ბავშვზე იღებ 5 ლარიან დახმარებას.
თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ როცა მე-7-ე ბავშვი გეყოლება, მთავარია პირველი მაგ დროს 18 წლის არ იყოს, თორემ დახმარება მაინც არ გეკუთვნის.

აი, ასეთ მათხოვარ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

ედიკას დროს 3 შვილიანი ითვლებოდა მრავალშვილიანად და გარდა მაგ 5 ლარიანი დახმარებისა, იყო ასევე შეღავათები დენზე და გაზზე. წყლისა და დასუფთავების გადასახადებიდან საერთოდ გათავისუფლებული ვიყავი.

პოსტის ავტორი: sofia თარიღი: Nov 17 2008, 12:36 AM

არანაირი 5 ლარიანი დახმარებაც აღარაა არც 7 ბავშვის მერე,თუ არ ხარ გაჭირვების ზღვარს მიღმათა სიაში .

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 17 2008, 10:18 AM

რამდენსაც ღმერთი მოგცემს (ოღონდ შენ ცდა არ უნდა დააკლო). 8 საიდან მოიტანე? ხალხი ვიცი, რამდენიმე ათეული შვილი ყავს, თავიანთი გაჩენილი, ოღონდ ორი და სამი ხშირად უჩნდებოდათ ხოლმე და ამიტომ მოასწრეს ამდენი. შეიძლება ჩინელს ცოტა თავშეკავებისკენ მოუწოდოს კაცმა, მაგრამ ქართველი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს ამ საქმეში, თორემ გადაგვისწრო ლამის ყველა ეროვნულმა უმცირესობამ.

პოსტის ავტორი: T_a_M_o თარიღი: Nov 17 2008, 12:18 PM

ციტატა(M.M. @ Nov 17 2008, 10:18 AM) *

მაგრამ ქართველი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს ამ საქმეში, თორემ გადაგვისწრო ლამის ყველა ეროვნულმა უმცირესობამ.

აბაააა.... http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Nov 17 2008, 05:09 PM

მეც ზოგიერთ აქ მპოსველთაგანის აზრზე ვარ a075.gif და რამდენსაც ღმერთი გიბოძებს უნდა მიიღო სიხარულით preveds.gif

ისე ძაან მაგარია 2-2 ტყუპი და უკვე მრავალშვილიანი ხარ biggrin.gif თან ერიც უფრო სწრაფად გამრავლდება biggrin.gif
პატარა ბავშვები ჩემი სუსტი წერტილია wub.gif სხვის ბავშვებზე ჭკუა მეკეტება და წარმომიდგენია ჩემსაზე რა მომივა hehe.gif laugh.gif

ციტატა(ბიძია თომა @ Nov 14 2008, 06:56 PM) *

ღმერთი აჩენს ღმერთი არჩენს
გეთანხმები თემო smile.gif ოღონდ ზოგამ ეს ისე არ უნდა გაიგოს რო ფეხი-ფეხზე გადაიდოს და ელოდოს,ვინ როდის რას შემოუტანს.უნდა ვიშრომოთ და უფლის დახმარებით უფრო და უფრო მეტს მოვიქონიებთ smile.gif

პოსტის ავტორი: constantine თარიღი: Nov 17 2008, 05:18 PM

ციტატა
თქვენი აზრით რამდენი შვილი უნდა ყავდეს ადამიანს?



რადმენიც უნდა შეუძლია არც ყავდეს.

პოსტის ავტორი: T_a_M_o თარიღი: Nov 17 2008, 06:52 PM

ეგ უკვე სხვა თემაა smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Nov 17 2008, 10:04 PM

რაც შეიძლება ბევრი , დედ-მამიშვილებზე კარგი ამქვეყნად არაფერიაა

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Nov 18 2008, 09:20 PM

3ზე ნაკლები არ უნდა იყოოსbiggrin.gif

მეც ბევრი დედ-მამიშვილი მყავს და მართლა ვამაყობ ამით....ყველაზე დიდი სიმდიდრეაsmile.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Nov 19 2008, 11:38 PM

ციტატა
დღეს მრავალშვილიანად საქართველოში ითვლები, თუკი გყავს 7 შვილი და თითო ბავშვზე იღებ 5 ლარიან დახმარებას.
თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ როცა მე-7-ე ბავშვი გეყოლება, მთავარია პირველი მაგ დროს 18 წლის არ იყოს, თორემ დახმარება მაინც არ გეკუთვნის.

აი, ასეთ მათხოვარ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

ედიკას დროს 3 შვილიანი ითვლებოდა მრავალშვილიანად და გარდა მაგ 5 ლარიანი დახმარებისა, იყო ასევე შეღავათები დენზე და გაზზე. წყლისა და დასუფთავების გადასახადებიდან საერთოდ გათავისუფლებული ვიყავი.

ამ საკითხის განხილვა სერიოზულად უნდა დადგეს დღის წესრიგში, იქნებ მოგვარდეს რამე... sad.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 20 2008, 10:40 AM

sofia

ციტატა
არანაირი 5 ლარიანი დახმარებაც აღარაა არც 7 ბავშვის მერე,თუ არ ხარ გაჭირვების ზღვარს მიღმათა სიაში .


ეგ მართალია, ვითომ მრავალშვილიანებს ეხმარებიან, არადა სახლში მოვა სპეციალური შემფასებელი, რომელიც აღრიცხავს მაცივარს, სარეცხ მანქანას, გაზქურას და ავეჯს და შეიძლება იქით მოგთხოვოს სახელმწიფოს დაეხმარეო

ა ნ უ კ ა
ციტატა
რაც შეიძლება ბევრი , დედ-მამიშვილებზე კარგი ამქვეყნად არაფერიაა


ოღონდ და- ძმა, "დედმამიშვილები" ლოთების მოგონილი სიტყვაა smile.gif

რაც შეიძლება ბევრი, მაგრამ, ამავდროულად უნდა გქონდეს ბინის, მაღალი შემოსავლის და სახვა რაღაცეების გარანტია და ამ ქვეყანაში სტაბილური რამე არის?

თუ გეყოლება 10 შვილი, შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ თუ ვერც ერთს ვერ მისცემ სათანადო განათლებას, ვერ უმკურნალებ, საკვებს დააკლებ, იატაკზე დააძინებ?

მე არც მრავალშვილიანობის წინააღმდეგი ვარ და არც "ცოტაშვილიანობის", უბრალოდ რეალობიდან გამომდინარე რამდენი შვილის გაზრდის და აღზრდის თავი აქვს ადამიანს განვითარებად/განუვითარებელ ქვეყანაში?

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 20 2008, 11:22 AM

ციტატა(Giorgi- @ Nov 20 2008, 10:40 AM) *

რაც შეიძლება ბევრი, მაგრამ, ამავდროულად უნდა გქონდეს ბინის, მაღალი შემოსავლის და სახვა რაღაცეების გარანტია და ამ ქვეყანაში სტაბილური რამე არის?

თუ გეყოლება 10 შვილი, შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ თუ ვერც ერთს ვერ მისცემ სათანადო განათლებას, ვერ უმკურნალებ, საკვებს დააკლებ, იატაკზე დააძინებ?

რეალობიდან გამომდინარე რამდენი შვილის გაზრდის და აღზრდის თავი აქვს ადამიანს განვითარებად/განუვითარებელ ქვეყანაში?
მასე რომ ეფიქრათ ჩვენს წინაპრებს (რომლებიც ხან მთაში იყვნენ გახიზნული, ხან მტერი ყანას უწვავდა, ხანაც ოჯახის მარჩენალს უკლავდა), აქამდე ქართველი ერი არ იარსებებდა. მერე რა, თუ უმაღლესს ვერ დაამთავრებს და ცხრა წრეზე არ ივლის? კაცად გაიზარდოს მათავარია. თუ შოკოლადები არ ჭამა, არა უშავს. ამერიკის აღმჩენამდე სულ არ იყო ჩვენთან შოკოლადები (და კარგა ხანი ამის მერეც). მამიკოც მანქანით ნუ ივლის მაინცდამაინც. თანაც, ღვთის შეწევნით ბევრს გამოსჩენია სრულიად მოულოდნელი შემოსავალი საჭირო დროს. მეც მქონია ასეთი რამე (ოღონდ შვილზე არა smile.gif ).
საკვებიც მაკლდა ერთი პერიოდი და მკურნალობა ახლაც მაკლია, მაგრამ ვთვლი, რომ ეს სასარგებლოც კია, აწრთობს ადამიანს. ბევრი რამ მასწავლა ბავშვობაში გადაყტანილმა გაჭირვებამ.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 20 2008, 11:29 AM

M.M.

ციტატა
კაცად გაიზარდოს მათავარია. თუ შოკოლადები არ ჭამა, არა უშავს. ამერიკის აღმჩენამდე სულ არ იყო ჩვენთან შოკოლადები (და კარგა ხანი ამის მერეც).


არა, აღიარე რომ მეპურმარილე კაცი ხარ biggrin.gif ამერიკამ შემოიტანა შოკოლადი, დემოკრატია და უბედურება biggrin.gif

რა არის იცი? სოფლად როცა ცხოვრობ და საქონლები გყავს, მიწის ნაკვეთი გაქვს შეიძლება 20 შვილი გაზარდო, გაჭირვებით, მაგრამ ფართის პრობლემა მაინც არ გექნება, ბოლობოლო გაყრი ეზოში smile.gif რასაც მოიწევ იმას შეჭამ და პირიქით რაც უფრო ბევრნი იქნებით, მით უფრო გაგიადვილდება მიწის დამუშავება, მაგრამ თუ ქალაქში ცხოვრობ, არც ნაკვეთი გაქვს და სახლიც საშუალო ზომის, ან საერთოდ არ გაქვს, მაშინ...

ჩვენს ბავშვობაში რომ ომი იყო და საშინელი გაჭირვება, კი ბატონო ერთის მხრივ ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ მეორეს მხრივ რამდენი რამის გაკეთება და მოსწრება შეიძლებოდა, რომ არა იმაზე ფიქრი ბავშვებს რა გვეჭამა და რითი გავმთბარიყავით... რამდენი ნარკომანი გაჩნდა და მტელი თაობა დაიკარგა, ერთმანეთი ხოცეს - ეს ყველაფერი გაჭირვების გამო იყო, მიხეილ

ბავშვს გაჭირვება არ უნდა შეხვდეს, არც უნდა განებივრო, მაგრამ თუნდაც შოკოლადი რატომ უნდა ენატრებოდეს?

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 20 2008, 11:53 AM

ციტატა(Giorgi- @ Nov 20 2008, 11:29 AM) *

M.M.
რა არის იცი? სოფლად როცა ცხოვრობ და საქონლები გყავს, მიწის ნაკვეთი გაქვს შეიძლება 20 შვილი გაზარდო, გაჭირვებით, მაგრამ ფართის პრობლემა მაინც არ გექნება, ბოლობოლო გაყრი ეზოში smile.gif რასაც მოიწევ იმას შეჭამ და პირიქით რაც უფრო ბევრნი იქნებით, მით უფრო გაგიადვილდება მიწის დამუშავება, მაგრამ თუ ქალაქში ცხოვრობ, არც ნაკვეთი გაქვს და სახლიც საშუალო ზომის, ან საერთოდ არ გაქვს, მაშინ...
ღმერთი იმდენ შვილს არ მოგცემს, რომ ვერ არჩინო და ვერ დატიო ოთახში. თუ მოგცემს, სახსარსაც გამოგიჩენს.

ციტატა
რამდენი ნარკომანი გაჩნდა და მტელი თაობა დაიკარგა, ერთმანეთი ხოცეს - ეს ყველაფერი გაჭირვების გამო იყო, მიხეილ
ეგ გაჭრვების კი არა, ქართველთა უტვინობის ბრალი იყო. რატომ უნდა ეხოცათ?

საქართველოშისოფლად მცხოვრები ქართველი და აზერბაიჯანელი რომ შეადარო, ნახავ რომ თათრებს შვილებიც ბლომად ყავთ და ემელის ჯიპებითაც დაგრიალობენ, ქართველეს კი ორი კინკილა ბავშვის შენახვაც კი უჭირთდა მთავრობას შეჰყურებენ პირში. რატო ნეტა? ახლა ჩინელებიც აშენდნენ სოფლადაც და ქალაქშიც.

ციტატა
ბავშვს გაჭირვება არ უნდა შეხვდეს, არც უნდა განებივრო, მაგრამ თუნდაც შოკოლადი რატომ უნდა ენატრებოდეს?
უნდა ენატრებოდეს ზუსტად. აკაკის ბავსვობა გაიხსენე: მშობლები სპეციალურად არ აჭმევდნენ ტკბილეულს ხშირად, შიგნეულს აფუჭებსო. არადა მაშინ თურქული შოკოლადი კი არ იყო, ნატურალური ქართული პროდუქტები.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 25 2008, 02:22 PM

Giorgi-

ციტატა
რა არის იცი? სოფლად როცა ცხოვრობ და საქონლები გყავს, მიწის ნაკვეთი გაქვს შეიძლება 20 შვილი გაზარდო, გაჭირვებით, მაგრამ ფართის პრობლემა მაინც არ გექნება, ბოლობოლო გაყრი ეზოში რასაც მოიწევ იმას შეჭამ და პირიქით რაც უფრო ბევრნი იქნებით, მით უფრო გაგიადვილდება მიწის დამუშავება,



გიორგი, რასაც შენ ამბობ, ეს ასე რომ იყოს ჩვენი სოფლები დაცარიელდებოდა?

სოფელს მგონი უფრო გაუჭირდა ვიდრე ქალაქს, ხალხმა სახლ-კარი მიატოვა, მართლა პადვლებში ცხოვრობენ თვბილისში და მანქანის მრეცხავად ურჩევნიათ აქ ყოფნა, სოფლად ყოფნას, ტავის სახლში, რადგან არც ისე მარტივადაა საქმე როგორც სენ უყურებ.

სოფელში ხალხი აღარ დარცა. მთაში ხომ საერთოდ, დაცარილდა მტა.

ციტატა
თუ გეყოლება 10 შვილი, შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ თუ ვერც ერთს ვერ მისცემ სათანადო განათლებას, ვერ უმკურნალებ, საკვებს დააკლებ, იატაკზე დააძინებ?



სანამ ცვენები ტავიან თითო თიტო შვილებს ინგლისურს ასწავლიან, სხვა ,,ეროვნული უმცირესობა,, ჩვენს ტერიტორიებს უომრად იკავებს, ხოდა ეს გაფოინებული, ნასტავლი, განათლებული, ცეკვის, სიმღერის, უცხო ენის, ცურვის და სხვადასხვა წრეებიზე გაზრდილი ბავშვი, მიწის დასაბრუნებლად ომში გასაშვებად გემეტებათ? მე არა, ხოდა ჩვენს შვილებს რომ სამომავლოდ წინ უფრო დიდი უბედურება არ შეხვდეთ ვიდრე უცხო ენების უცოდინარობაა, სამი შვილი მაინც უნდა ვიყოლიოთ, რომ ერი გამავლდეს, ზოი სოფლად დარცეს, ზოგი მტაში, ზოგი ქალაში და აშ.

უბედურება ენის უცოდინარობა კი არ არის, ქართული მენტალიტეტია, რომ შვილს აუცილებლად კაბინტისათვის ამზადებენ. რითია ცუდი თუ ადამიანს სამომავლოდსოფლად მეურნეობა ექნება არ ვიცი, ან თუ რაიმე ხელობას ისწავლის.შვილის გაზრდა უცხო ენის სწავლა არ არის, თუმცა რა თქმა უნდა, თუ გაქვს შესაძლებლობა უნდა მისცე, მაგრამ თუ ბავშვი ივარგებს 15-17 წლის ასაკშიც ისწავლის უცხო ენას, მთავრია მოინდომოს. მე მგონი ასეთი მაგალითეი უხვად გვაქვს, წავიდნენ უცხოეთსი და ისწავლეს, მშობლების დაფინანსების გარეშე, ზოგი ერთწლიანი პროგრამით ზოგი მეტით ან ნაკლებით. ამდენი ფიოქრით შვილს კიდევ რა მივცეთო, მთავრაი არ დავავიწყდეს და ეს ვბავშვები, ბოლოს ომში გასაშვები არ გაგვიხდეს, როგორც ეს დღეს ხდება. აქ არაერტხელ დაიწერა, რომ სულ რაღაც 70 წლის უკან ცხინვალში 3 ოჯახი ცხოპვრობდა ოსური, დღეს იქ ყველა ოსია. რატომ ნეტავ ჰა?

თქვენ, არ გინახიათ სამცხე-ჯავახეთსი რა ხდება, ჯერ ხომ 90% მოსახლეობის სომეხია, მერე ერთ ოჯახშია ოთხი ბავშვია, მათ განწყობაზე კი საუბარი არა ამქვს, ჯავახეთი სასომხეთი ყოფილა, მიდი აბა სცადე იქ ერთი სიტყვა ქართულის ტქმა, არ ვაჭარბებ!!!!! მოგკლავენ!!! ჩვენ ინგლისურზე ვფიქრობთ, ქვეყანა იღუპება, მალე ალბათ ქართული ენა აღარ იქნება და აგვისრულდება ოცნება ქართველებს, ყველას შვილი, ღარიბის თუ მდიდარის ინგლისურად ან სხვა უცხო ენაზე ისაუბრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ბევრი ბავში და მომხრე ვარ მრავალშვილიანობის, 10 შვილი ჩემთვის ცოტა ძნელი მისაღEბია, არც კი მესმის, 10 შვილი თნდაც ძალიან კარგი ეკონომიურიო მდგომარეობა გქონდეს, ან როგორ უნდა გააჩინო, ან ყურადღება როგორ უნდა მიაქციო, ან სიყვარული ყვლეაზე როგორ უნდა გადანაწილო.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 25 2008, 02:30 PM

ეხ აღარავის უნდა სოფელი ...და ეს ამ ომამდეც ასე იყო...ადრე ხუმრობდნენ მაგრამ მგონი ეს უკვე სატირალია: საქართველო მარტო რუსთაველიღა რჩება...

მხოლოდ ერთი მე უბადრუკი ვაპირებ სოფლად ცხოვრებას, ხოდა გოგო რომ მომეწონება და გაიგებს რომ სოფელსი ვაპირებ ცხოვრებას ყველა უარს მეუბნება და მოგეხსენებათ შვილების გაჩენა მხოლოდ კაცზე არ არის დამოკიდებული....

ხოდა აი ასეთია რეალობა piqri.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Nov 25 2008, 02:43 PM

მხევალი ნინო

ციტატა
სოფელს მგონი უფრო გაუჭირდა ვიდრე ქალაქს

ჭარმაგი მეპურმარილეს სიტყვები... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Nov 25 2008, 02:55 PM

ციტატა(Giorgi- @ Nov 20 2008, 10:40 AM) *

ა ნ უ კ ა

რაც შეიძლება ბევრი, მაგრამ, ამავდროულად უნდა გქონდეს ბინის, მაღალი შემოსავლის და სახვა რაღაცეების გარანტია და ამ ქვეყანაში სტაბილური რამე არის?

თუ გეყოლება 10 შვილი, შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ თუ ვერც ერთს ვერ მისცემ სათანადო განათლებას, ვერ უმკურნალებ, საკვებს დააკლებ, იატაკზე დააძინებ?


პირად მაგალითზე გიპასუხებ

ჩემი ბავშვობა სამოქალაქო ომის პერიოდს დაემთხვა ..ყველამ იცით როგორი პერიოდი იყო, მაგრამ დედაჩემმა სამნი გაგვზარდა 2 ოთახიან ბინაში, ინგლისურზეც გვატარა და სხვაგანაც, არადა იყო დღეები გზის ფულიც არ მქონდა და ფეხით მივდიოდი.

ჩემი ძმა ამჟამად პარიზშია, უკვე 3ე წელია სწავლობს და სერიოზული გეგმები აქვს .. მე ჩემით ჩავაბარე ჯავახიშვილში, არც რეპეტიტორი დამჭირდა , ისე ავიღე გრანტი .. მომავალი სასწავლო წლიდან მეც ვაპირებ პარიზში მაგისტრატურაზე წასვლას

ასე რომ მთავარია მონდომება, შეგვეძლო უსასხსრობა მოგვემიმეზებინა და ხელი ჩამექნია, მაგრამ როცა ვხედავდით,რომ დედაჩემი თავს არ ზოგავდა ჩვენთვის, ამას ვერ გავაკეთებდით mellow.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 25 2008, 02:59 PM

მხევალი ნინო

ციტატა
სიყვარული ყვლეაზე როგორ უნდა გადანაწილო

რავა, გაგითავდება თუ? laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Nov 25 2008, 07:59 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Nov 25 2008, 02:30 PM) *

ეხ აღარავის უნდა სოფელი ...და ეს ამ ომამდეც ასე იყო...ადრე ხუმრობდნენ მაგრამ მგონი ეს უკვე სატირალია: საქართველო მარტო რუსთაველიღა რჩება...

მხოლოდ ერთი მე უბადრუკი ვაპირებ სოფლად ცხოვრებას, ხოდა გოგო რომ მომეწონება და გაიგებს რომ სოფელსი ვაპირებ ცხოვრებას ყველა უარს მეუბნება და მოგეხსენებათ შვილების გაჩენა მხოლოდ კაცზე არ არის დამოკიდებული....

ხოდა აი ასეთია რეალობა piqri.gif

laugh.gif laugh.gif kiss1.gif გენაცვალე ნეტა ბევრი ფიქრობდეს შენნაერად kiss1.gif
ხოლო შვილებს რაც შეეხება მე მინდა რომ 3ზე ნაკლები ბავშვი არ მყავდეს a075.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Nov 25 2008, 08:03 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Nov 25 2008, 03:30 PM) *

ეხ აღარავის უნდა სოფელი ...და ეს ამ ომამდეც ასე იყო...ადრე ხუმრობდნენ მაგრამ მგონი ეს უკვე სატირალია: საქართველო მარტო რუსთაველიღა რჩება...

მხოლოდ ერთი მე უბადრუკი ვაპირებ სოფლად ცხოვრებას, ხოდა გოგო რომ მომეწონება და გაიგებს რომ სოფელსი ვაპირებ ცხოვრებას ყველა უარს მეუბნება და მოგეხსენებათ შვილების გაჩენა მხოლოდ კაცზე არ არის დამოკიდებული....

ხოდა აი ასეთია რეალობა piqri.gif

ყოჩაღ გლახაჯან მეც სოფელს ვაპირებ წასვლას მამაპაპეულ კერას ხო არ გავაციებ ჯერ დიდხანს მიცოცხლონ ბებია და პაპა მოვიყვან ერთ ნაზუქივით გოგოს და წავალ სოფელში საცხოვრებლათ მექნება მეურნეობა და ასე შემდეგ შვილებს კი აქეთ გამოუშვცებ.
ეჰ ტკბილია სოფელი ტკბილი. თოვლიანი ცივი ზამთარი ფეჩს შემოუსხდები გარშემო და ბავშვებს უყვები ზღაპრებს კაი ქოთნის ლობიო კაი ჭადი კაი ღორის მწვადები და კაი წითელი ღვინო, ეჰ ეჰ არაფერი ჯობია სოფელს ხალხო.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Nov 26 2008, 10:22 AM

ბიძია თომა

ციტატა
ეჰ ტკბილია სოფელი ტკბილი. თოვლიანი ცივი ზამთარი ფეჩს შემოუსხდები გარშემო და ბავშვებს უყვები ზღაპრებს კაი ქოთნის ლობიო კაი ჭადი კაი ღორის მწვადები და კაი წითელი ღვინო, ეჰ ეჰ არაფერი ჯობია სოფელს ხალხო.


კი თან შენ რომ ზღაპრებს ყვები სამი ჭიქა ღვინის შემდეგ..გახსოვს სახინკლეში ზღაპრებს რომ ყვებოდი ბოლო ხმაზე და ხალხი აღარ შემოდიოდა laugh.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Nov 27 2008, 12:18 PM

რამდენი უნდა ყავდეს და რამდენსაც რმერთი აჩუქებს..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2014, 04:00 PM

ადამიანს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 7 შვილი smile.gif პატრიარქს აქვს ნათქვამი, რომ ვისაც 7 შვილი ჰყავს, 7 მთავარაანგელოზი მფარველობს smile.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Feb 12 2014, 06:58 PM

ციტატა(marine @ Feb 12 2014, 04:00 PM) *

ადამიანს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 7 შვილი smile.gif პატრიარქს აქვს ნათქვამი, რომ ვისაც 7 შვილი ჰყავს, 7 მთავარაანგელოზი მფარველობს smile.gif


როგორაა ეგ ამბავი, რამდენსაც პატრიარქი იტყვის იმდენი შვილი უნდა გვყავდეს ხო?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 12 2014, 11:36 PM

marine

ციტატა

ადამიანს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 7 შვილი პატრიარქს აქვს ნათქვამი, რომ ვისაც 7 შვილი ჰყავს, 7 მთავარაანგელოზი მფარველობს


ოხ მარინე შენ რა გითხარი . biggrin.gif
ვთვათ და ჯანმრთელობის პრობლემის გამო , 1 შვილზე მეტი არ მეყოლა . არ დამიფარავს მთავარანგელოზი ?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 13 2014, 09:07 AM

A.V.M
ეს, აუცილებლობა არაა, ეს სასურველია.
საერთოდ, ზოგადად, ბევრი შვილი რომ ბედნიერებაა, შენც კარგად იცი.
დარწმუნებული ვარ, უწმინდესმა სწორედ ამ აზრით თქვა.
ადამიანები, უშვილონიც ცხონდებიან და 12 შვილიანიც.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2014, 01:11 PM

ციტატა(A.V.M @ Feb 13 2014, 12:36 AM) *

marine
ოხ მარინე შენ რა გითხარი . biggrin.gif
ვთვათ და ჯანმრთელობის პრობლემის გამო , 1 შვილზე მეტი არ მეყოლა . არ დამიფარავს მთავარანგელოზი ?


აუცილებლად დაგიფარავს და ჯვარი გწერია რომ მარტო ერთი შვილი გყავდეს 2kiss.gif უბრალოდ პატრიარქმა თქვა, რომ დიდი შემწეობა ექნებაო ამ ოჯახს...

ციტატა(MIRDAT @ Feb 12 2014, 07:58 PM) *

როგორაა ეგ ამბავი, რამდენსაც პატრიარქი იტყვის იმდენი შვილი უნდა გვყავდეს ხო?


რამდენსაც უფალი მოგცემს და რომ აბორტს არ გაიკეთებს ქალი... პატრიარქი უბრალოდ მოგვიწოდებს მრავალშვილიანობისკენ, რომ გამრავლდეს ერი და ასე დამცრობილნი არ ვიყოთ sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 14 2014, 12:14 AM

terra
marine

მშვენივრად მესმის პატრიარქმა რა აზრითაც თქვა , მაგრამ თუ ,, იმენნო'' 7 შვილი არ გყავს ბედნიერი არ იქნებიო , ეს მცდარი აზრია ...
სხვა მხრივ კი , რა ჯობს მრავალშვილიანობას ...

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Feb 14 2014, 12:24 AM

კარგია მრავალშვილიანობა... ალბათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2014, 10:55 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 14 2014, 01:14 AM) *

terra
marine

მშვენივრად მესმის პატრიარქმა რა აზრითაც თქვა , მაგრამ თუ ,, იმენნო'' 7 შვილი არ გყავს ბედნიერი არ იქნებიო , ეს მცდარი აზრია ...
სხვა მხრივ კი , რა ჯობს მრავალშვილიანობას ...


შეცდომით გაგიგია, ჩემო პაწაწუნავ wub.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 14 2014, 11:44 AM

ციტატა(marine @ Feb 14 2014, 10:55 AM) *

შეცდომით გაგიგია, ჩემო პაწაწუნავ wub.gif

biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 14 2014, 05:13 PM

რამდენსაც დაიტევ, იმდენი biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 14 2014, 10:44 PM

k@the

ციტატა
რამდენსაც დაიტევ, იმდენი

კარგი იყო ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 17 2014, 09:47 AM

ქალმა იდარდოს გაჩენა თორე კაცს არამგონია გაკეთება დაეზაროს biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2014, 02:06 PM

ციტატა(G_saxva @ Feb 17 2014, 10:47 AM) *

ქალმა იდარდოს გაჩენა თორე კაცს არამგონია გაკეთება დაეზაროს biggrin.gif


ქალისთვის შვილი ჩასახვის წამიდან ნერვიულობაა... გაჩენის წამიდან კი მამისთვის არის საზრუნავი და მთავარია მერე შვილის მოვლა-პატრონობა არ დაეზაროს...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 17 2014, 02:48 PM

ისე მაგარი სულელური თემაა ჩვენში რომ დარჩეს.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 17 2014, 02:50 PM

ციტატა(G_saxva @ Feb 17 2014, 02:48 PM) *

ისე მაგარი სულელური თემაა ჩვენში რომ დარჩეს.

+

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 18 2014, 02:39 AM

G_saxva

ციტატა
ისე მაგარი სულელური თემაა ჩვენში რომ დარჩეს.

კი .
ვისი რა საქმეა , ვის რამდენი შვილი ეყოლება .

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)