ბავშვი და ოჯახი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბავშვი და ოჯახი |
marine |
Jan 9 2017, 10:15 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,077 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 12 2017, 11:28 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,077 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ვინმე გვკითხავს, ჩვენი ცხოვრების რომელი პერიოდი იყო ყველაზე ბედნიერი, ჩვენ ალბათ ვუპასუხებთ, რომ ეს იყო ბავშვობა. ბავშვობის მოგონებებში არის რაღაც განსაკუთრებული მიმზიდველი ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს მძიმე ბავშობა ჰქონდა. ბავშვობაში არის რაღაც აუხსნელი - ის, რაც დავკარგეთ, როცა გავიზარდეთ.
ბავშვის ემოციური სამყარო უფრო ღრმა და მდიდარია, ვიდრე მოზრდილისა. ბაშვი ყველაფერს, რაც მის გარშემოა, უშუალოდ აღიქვამს და თამაშშიც კი არ კარგავს უშუალობას. ადამიანის სიწმინდე პირობითია, მაგრამ ბავშვი, რომელშიც ჯერ არ გაუღვიძია ვნებებს, სამყაროს სხვა თვალით უყურებს და ხედავს იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ხატოვნად თუ ვიტყვით, იგი ცაზე იმ ვარსკვლავებს ხედავს, რომლებიც ჩვენი თვალისათვის უხილავია. ბავშვს შეუძლია უფრო ღრმად განიცადოს, უფრო გულწრფელად უყვარდეს, უფრო ერთგული მეგობარი იყოს. როცა ადამიანს ძალიან უჭირს, უნებლიეთ იხსენებს ბავშვობას - ნათელ განთიადს მისი ცხოვრების ცის კამარაზე, რომლებიც შემდეგ ღრუბლებითა და ბინდით დაიფარება. თავად ბავშვის უბრალოება, რომლებიც ჩვენ დავკარგეთ, არის მისი ბედნიერების წყარო, ხოლო ბავშვის უბიწოება - ყველაზე დიდი ძალა. ბავშვობა ადამიანის სიცოცხლის მარგალიტია." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2024 - 12:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი