მიზეზი საქართველოდან წასვლისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიზეზი საქართველოდან წასვლისა... |
ბექა |
Jul 6 2007, 05:11 AM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ამ თემაში ყოველთვის ვცდილობ არ შემოვიდე და თავი ავარიდო, მაგრამ არ შემიძლია, და რასაც მე დავწერ ეხლა არ ეხება მარტო ქეთის ან მარტო კაიროს ეს ეხება ყველა ემიგრანტს სადაც არ უნდა იყოს ყველას!
წავიდა.... ის უკვე თვითფრინავში ჯდება, მიდის მაგრამ ნაძალადევად, ფეხები ნაბიჯებს ძალად დგავენ, გული აქ რჩება, ოჯახო, მეგობრები, ნათესავები მაგრამ ეს დაწყევლილი ცხოვრება იძულებულს ხდის დატოვოს მიწა, რომელიც მისთვის ერთია და ვერავინ შეუცვლის გზად ქართული მიწა, ხატები და ლოცვანი მიაქვს, მას იქ უცხო მიწაზე ხომ არავინ დაახვედრებს, მიაქვს იმიტომ რომ ნოსტალგიებით მაინც მოიგონოს საქართველო, რომელიც ესოდენ ტკბილია და ასევე ესოდენ მწარეა, მიწა რომელმაც გარიყა იგი და უცხო მიწაზე განამწესა, მაგრამ მას არ წყენია ესმის მისი, საქართველოსაც ხომ უჭირს და პირიქით იმ იმედით მიდის რომ ოდესღაც ჩამოვა და დაეხმარება დაჭრილ საქართველოს. საქართველოს რომელსაც ყოველთვის ჰყავდა მტერი, მაგრამ იგი გადარჩა და მასაც იმედი რჩება რომ როცა ჩამოვა ისევ "ცოცხალი" დახვდება მშობლიური მიწა, მაგრამ ჩამოვა რო? ორად გაყოფილა ერთი "მე" ეუბნება: "რა დაგრჩენია იმ დასაწვავ მიწაზე, იმან ხომ გაგრიყა და გამოგაგდო" მეორე "მე" კი ეუბნება:"აუცილებლად უნდა დაბრუნდე, შენ მას ჭირდები თითოეული ქართველი სჭირდება და შენ ღალატობს მაას? ესეთ ფიქრები აწვალებდა მთელი გზის განმავლობაში და გაგიჟებამდეც კი მიჰყავდა იგი, მაგრამ გაუძლო და არჩევანი მომავლისთვის გადადო, როგორც იქნა ჩავიდა იმ მიწაზე, სადაც არავინ ელის და სადაც ყველა უცხოა მისთვის, მაგრამ რა უნდა ქნას ცხოვრება ვეშაპია რომელიც ყველაფერს ყლაპავს გზად და ისე უნდა მოახერხო რომ მის ყბაში არ მოხვდე ზუსტად ამ იმედით ჩავიდა ის იმ მიწაზე, იმ იმედით რომ იგი სამშობლოს რაღაცით დაეხმარება და "დაჭრილ" საქართველოს და რაღაცით მაინც მოუშუშებს ერთ ჭრილობას მაინც რომელიც ესოდენ ტკივა საქართველოს და მისწრება იქნება მისთვის. ნათლიაჩემიც გერმანიაშია 13 წელია და მისგან ვიცი თქვენი მდგომარეობა ანუ ემიგრანტების მდგომარეობა ყველა ერთნაირად მიყვარხართ ემიგრანტებო და მეც მტკივა ისე არა როგორც თქვენ, მაგრამ არც ჩამოგივარდებით, ნატრვად მართლა ის გამიხდა ყველა საქართველოში იყოთ არა და ალბათ მართლა როგორ ეშველებოდა საქართველო ყველა შვიდ მილიონ ნახევარი ერთად რომ ვიყოთ (ბოლო მონაცემებით ამდენი ქართველია ოფიციალუი ცნობებით საქართველოს ცათვლით მსოფლიოში) გაიხარეთ იდღეგრძელეთ უფალი გფარავდეთ და ღმერთს ებარებოდეთ ყველანი და იმ პატარა ჩანახატს გიძღვნით დიდი არაფერია მაგრამ გულის ამოძახილია. გენაცვალეთ ყველას მიყვარხართ |
Lenus |
Jul 6 2007, 07:56 AM
პოსტი
#42
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
სერიოზული აჩქარება მიიღო ამ თემამ...
თავი მოვალედ ჩავთვალე მეც დამეწერა, დასვენებებით და შესვენებებით, ფაქტიურად 8 წელია საქართველოში არ ვარ. ამის მიზეზი ის არაა, რომ საქართველოში არ დამედგომება, ან არ მიყვარს ქვეყანა. პირიქით, საქართველოს რა სჯობია, მაგრამ სანამ ნავთობი არ აღმოუჩენიათ ჩვენს დალოცვილ მიწაზე, მომიწევს ასე მუშაობა. ნავთობის სფეროს უსაფრთხოების სპეციალისტი ზოგადად თავის ქვეყანაში არასოდეს მუშაობს. თავდაპირველად კი, მაგრამ როგორც კი ხელმძღვანელის დონეს მიაღწევ, "საერთაშორისო" მუშაკი უნდა გახდე. (დაახლოებით როგორც ფეხბურთშია). ასეა მიღებული, პროექტები ბევრია, მუშახელს ეძებენ და ერთხელ თუ სისტემაში მოხვდი, მერე მოდის მოწვევები. რაო, უარი ვთქვათ? რაც მთავარია საქართველოს პატივისცემა (პირველ რიგში) ემიგრანტებში უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში მყოფი ქართველებში. მეცინებოდა კაიროსმა რომ აღწერა, ყოველი გაფრენა ეგრეა, ფეხები მართლა უკან გრჩება, და ხარ მარტო (ოჯახის წაყვანა ყველა ქვეყანაში არ შეიძლება და არცაა მიზანშეწონილი). საქართველო, რომელსაც ბუნებრივი რესურსები არც ისე უხვად აქვს (მანდარინიო, არ მითხრათ რა) უნდა გამოიკვეთოს როგორც კვალიფიციური მუშახელის ექსპორტიორი. მე ვიცი რომ მთავრობა ამას არ იხილავს პრიორიტეტად, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ აქ დიდიპოტენციალი აქვს ქართველს და ამის გაუთვალისწინებლობა დიდი შეცდომაა. ინგლისურისადმი და დასავლური ლოგიკისადმი უფრო ახლო დგომა, შრომისმოყვარეობა, ნიჭი რაც მთავარია, ქართველებს გაცილებით მაღლა აყენებს ვიდრე ყოფილ საბჭოთა ქვეყენების მოქალაქეებს, მაგრამ სწავლაა საჭირო და არა მხოლოდ ჰუმანიტარული დარგებისა. ამის გაკეთება არის სავალდებულო. უნდა შევეჩვიოთ, რომ მალე ბევრი ქართველი იმუშავებს საზღვარგარეთ, როგორც სპეციალისტი, თუმცა არც იმათი დაცინვა-განკითხვა მგონია კარგი საქმე, ვინ პიზერიაში ჭურჭელს რეცხავს ან მოხუცს უვლის. ადვილი საქმე არააამ სამუშაოების შესრულება, ასე ნუ გავრიყავთ ამ ხალხს. მთავარია, ჩემი აზრით, ემიგრანტებმა რამე საქართველოსმიერი გატაცება მოძებნონ. მე ისტორია და მეფეთა ჩამომავლობა მოვძებნე. ეს ინტერესი ნამდვილად მეხმარება საქართველოსთან კავშირის არდაკარგვაში. ფორუმი და ინტერენეტი ხომ მშვენიერი მოგონებაა, მაგრამ ბევრი ფორუმი გამოვიცვალე და მაინც ვერსად ვნახე ჯერჯრობით "მშობლიური" გარემო. აი, ერთი თვეა რაც აქ დავიწყე წერა, და იმედი მაქვს აქ შევრჩები. თუ დაინახავთ რომ ორი-სამი კვირა არ შემოვედი ფორუმზე, ე.ი. საქართველოში ვარ! -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
მარიტა |
Jul 6 2007, 02:33 PM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 |
Lenus
მართალი ხარ. ჩემი ძმა მაგალითად 16 წელია რუსეთში ცხოვრობს და არც აპირებს აქეთ ცხოვრებას,იქ მიაღწია ყველაფერს და უკვე აწყობილი აქვს თავისი საქმე,ზოგჯერ თუ ჩამოვა ხოლმე როცა ცალია.მართალია მენატრება ხოლმე მაგრამ ვიცი რომ კარგად არის -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
shota1 |
Jul 6 2007, 03:55 PM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 |
აგერ ორი კვირაა რაც მანჩესტერში ვარ, ძალიან ძნელია აქ ცხოვრება, თვენახევარი უნდა ვიყო კიდევ და დავბრუნდები...
მიზეზი ბიზნესსკოლაა, ჩამოვედი მანჩესტერის ბიზნესსკოლის სანახავად, გავეცანი აქაურობას, 2 წლის მერე ვაპირებ რომ სადმე ნორმალურ ბიზნეს სკოლაში გავაგრძელო სწავლა... მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ ორი წელი რა გაჩერდება საზღვარგარეთ გული მისკდება... |
სოფი |
Jul 6 2007, 09:35 PM
პოსტი
#45
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
stch
ციტატა მარა შემოიჭყიტე მე მეკუთვნოდა თუ არა ვერ გავიგე მე კიდე მგონია ჩემო კარგო,რომ ეს სიტყვები ქეთის გარდა ყველას გვეკუთნოდა, და ძალიან სამწუხაროა,როცა ასე ირონიულად წერენ: ციტატა k@the ფსევდოპატრიოტიზმი ციტატა არა ეს 'ემიგრანტები' მაინც რა პოპულარულები ვართ. ყველას გული შესტკივა ჩვენზე მით უმეტეს,რომ არ იციან სხვის გულში რა ხდება Lenus ციტატა სერიოზული აჩქარება მიიღო ამ თემამ... გეთანხმები ლენუს. მგონი ვერც გამიგეს ამ თემის გახსნის მიზანი,მხოლოდ განაწყენებული დარჩნენ ხალხო რატო ვართ ერთმანეთის წაკბენაზე? მე უბრალოდ მინდოდა პრობლემაზე გვესაუბრა და ასევე ემიგრანტებს ესაუბრათ თავიანთ თავზე... di onise ციტატა stch ჯიგარ აქ დაპოსტვა არ შეიძლება ნუ რასაც შენ წერ ყოველ შემთხვევაში იმის პ.ს. აღარ მინდოდა აქ დაპოსტვა, მაგრამ "პატარა ბავშვის" გულმა ვერ გამიძლო შენა კიდო დაწყნარდი,ონისე ბიჭო -------------------- "Happiness only real when shared."
|
ქეთუ |
Jul 7 2007, 01:01 AM
პოსტი
#46
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
sofi89
ციტატა მე კიდე მგონია ჩემო კარგო,რომ ეს სიტყვები ქეთის გარდა ყველას გვეკუთნოდა, და ძალიან სამწუხაროა,როცა ასე ირონიულად წერენ: მე მეგონა მეც მეკუთვნოდა რატომღაც ჩემი ნიკი ეწერა თავზე რატო გაოფებას აპირებთ და მოდერი არაო იქო ციტატა როცა ასე ირონიულად წერენ ირონიულიც გამხადე ხოო? sofi89 ციტატა მით უმეტეს,რომ არ იციან სხვის გულში რა ხდება ჩემ გულში ვერ გამიგია რა ხდება და სხვის გულში ეეეჰ ციტატა გეთანხმები ლენუს. მგონი ვერც გამიგეს ამ თემის გახსნის მიზანი,მხოლოდ განაწყენებული დარჩნენ მე უბრალოდ მინდოდა პრობლემაზე გვესაუბრა და ასევე ემიგრანტებს ესაუბრათ თავიანთ თავზე... რატომ? ძალიან ნორმალური მსვლელობა აქვს ამ თემას და მშვენიერი თემაცაა, განაწყენება და კბენა რა შუაშია, ზოგადად ყველა თავის აზრს აფიქსირებს! რა კბენა ხალხო ნუ ვართ დაძაბულები, ხო სხვათაშორის წინა გვერძე ასეთი რამ ეწერა მგონი : დაფიქრდით და ნუ განიკითხავთ, არავინ არ იცის ვინ რა გულისტკივილს და მონატრებას დაატარებსდა გახსოვდეთ რომ ჩვენ ქართველებმა ბოლოს და ბოლოს უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის გატანა და დავანებოთ თავი ამ განკითხვას! ეს ყველას ეხებოდა -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
k@the |
Jul 7 2007, 01:43 AM
პოსტი
#47
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
sofi89
ჩემი ნათქვამის ციტატაც მოიყვანე და მეც გაგცემ პასუხს. მართალია ჩემს პოსტში ერია ირონია, ვაღიარებ. მაგრამ არა კბენა და ასე შემდეგ... ჩემი ირონია შენ არანაირად არ შეგხებია, ეს იმ ხალხს ეკუთვნოდა, რომლებიც ამ თემაში წერენ, ემიგრანტებზე, ისე თითქოს მართლაც იცოდნენ ვის გულს რა ცეცხლი უკიდია. თანაც ლამაზად რომ მიაყოლებენ ხოლმე, ''აი მე ოქროს მთები და გორები რომ დამიდგათ საქართველოდან წამსვლელი არ ვარო, მარა არ იფიქროთ ემიგრანტებს ვკიცხავდეო''- ეგ ცოტა არ იყოს მოქმედებს ჩემზე და ირონიულადაც ამიტომ ვწერ. ) ასე რომ sofi89, შენი წყენინება ნამდვილად არ მინდოდა თემაც ძალიან კარგია. ყველამ პირადი გამოცდილებიდან ილაპარაკოს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
stch |
Jul 7 2007, 02:24 AM
პოსტი
#48
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 448 რეგისტრ.: 3-July 07 მდებარ.: შორს უფლისგან :( წევრი № 2,381 |
ხო კაია მე ჩემი ნათქვამი ჩემი გამოცდილებიდან გითხარით საზღვარგარეთ რო ვყოპილვარ და არა ერთხელ და ვიცი რაც არის სამშობლოს გარეთ ყოფნა თუმცა მე შეჯიბრებზე მივდიოდი ცოტა ხნით ამიტომ გამართლებული მაქვს
და ჩემი წყენინება თუ გინდათ მასე მარტივი ირონიით შორს ვერ წახვალთ მასე მარტივად არ მწინს და თანაც გლეხი კაცი ვარ მაგდენს ვერ ვხვდები რო არ აგეხსნა არც ვიცოდი თუ ირონიულად თქვი -------------------- და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
|
ქეთუ |
Jul 7 2007, 02:30 AM
პოსტი
#49
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ინტრიგებს ნუ დავხლართავთ, არავის არავის წყენინება არ გვდომებია!
გავითავისოთ რომ ეს არის ფორუმი! -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
k@the |
Jul 7 2007, 03:33 AM
პოსტი
#50
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
არავის წყენინება არ მინდოდა!
გაიხარეთ თავადებმაც და გლეხებმაც! გლეხი ვარ მეც -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
სოფი |
Jul 7 2007, 03:22 PM
პოსტი
#51
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა ხო სხვათაშორის წინა გვერძე ასეთი რამ ეწერა მგონი : დაფიქრდით და ნუ განიკითხავთ, არავინ არ იცის ვინ რა გულისტკივილს და მონატრებას დაატარებსდა გახსოვდეთ რომ ჩვენ ქართველებმა ბოლოს და ბოლოს უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის გატანა და დავანებოთ თავი ამ განკითხვას! ეს ყველას ეხებოდა რავი ქეთ,თუ ჩემს ამ პოსტში განკითხვა შეამჩნიე,მე მაპატიე,ეს არც მიფიქრია... მე უბრალოდ გულისტკივილი გამოვთქვი ამის გამო... k@the ციტატა ასე რომ sofi89, შენი წყენინება ნამდვილად არ მინდოდა უი,არა,ნამდვილად არ მწყენია... მოდი კინკლაობის გარეშე გავაგრძელოთ ეს თემა,მე ვიქნები ეს,stch,di onise,ქეთი კვადრატში თუ პავლე გენაცვალეთ თქვენა -------------------- "Happiness only real when shared."
|
ქეთუ |
Jul 7 2007, 06:28 PM
პოსტი
#52
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ციტატა რავი ქეთ,თუ ჩემს ამ პოსტში განკითხვა შეამჩნიე,მე მაპატიე,ეს არც მიფიქრია... მე უბრალოდ გულისტკივილი გამოვთქვი ამის გამო... სოფი შენს პოსტში კი არ შევამჩნიე განკითხვა, პირიქით ის რაც დავწერე ყველას ეხებოდა და აგრეთვე მეც მეთქი და არავისთვის არც "მიკბენია" და არც არავის წყენინება მდომებია თქო -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
stch |
Jul 7 2007, 09:04 PM
პოსტი
#53
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 448 რეგისტრ.: 3-July 07 მდებარ.: შორს უფლისგან :( წევრი № 2,381 |
ვერ გავიგე ვერაფერი მე კიდე ჯერ არაფერი მეგონა და თურმე ვიღაცეებს მწარედ ვუკბინე მერე თურმე მეგონა რო არაფერი ისევ და ვიღაცა იყო ირონიული და თან რატომღაც ჩემზე არა და ისე ზოგადად იყო და ახლა კიდე ირკვევა რო ვკინკლაობ
საინტერესოა პირდაპირ ბრაზილიური სერიალია მე არავისთან არ მიკინკლავია აშკარად თუ რამეა პირდაპირ ვჩხუბობ არ მერიდება მე ეგეთები ხოდა თუ ვინმეს ჩემი წყენა გინდათ ნამიოკები არ მოქმედებს ხისთავიანი ქიზიყელი ვარ მე არავიზე არ ვარ ნაწყენი და არც მგონია რო აქ ვინმე მედავებოდა საერთოდ და რას მოყვა ესენი არ ვიცი ჩემ აზრში რამე არ მოგეწონათ? თუ კი მომწერეთ რა PMში და ვნახოთ ვინაა მართალი თუ თქვენ აღმოჩნდებით შევასწორებ ჩემს პოსტებს არ მიჭირს ეგენი -------------------- და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
|
ნიკოლოზ_V |
Jul 8 2007, 12:06 AM
პოსტი
#54
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
შეხვეწილი დაბრუნდა?
-------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
ქეთუ |
Jul 8 2007, 04:06 AM
პოსტი
#55
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
-------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
natiko |
Jul 8 2007, 12:42 PM
პოსტი
#56
|
natia ჯგუფი: Members პოსტები: 335 რეგისტრ.: 22-August 06 წევრი № 103 |
ეჰ, სამწუხაროდ დღევანდელ დღეს საქარველოში რომ უჭირთ, ყველას სურვილი ამოძრავებთ საქართველოდან წასვლისა. მერე კი უმრავლესობას ისევ საქართველოში ურჩევნიათ ცხოვრება.
მე თავად არასოდეს ვიყავ სამშობლოს ფარგლებს გარეთ წასვლის მსურველი, რადგანაც ვიცოდი სულიერად ძაან გამიჭირდებოდა იქ ცხოვრება, მარა სამწუხაროდ მშობლებს ხათრი არ გავუტეხე და მეც სამუშაოდ გავემგზავრე. ხოლო და ახლა თავს ძაან ცუდად ვგრძნობ, თავისუფლებას ვერ ვპოულობ, და თავს აქ სულ განმარტოებულ ვგრძნობ. 5 წელია უკვე საქრთველოს მოცილებული ვარ, ხოდა ზოგჯერ ან რამე ქართული გალობლის(ან სიმღერის) მოსმენისას ან რამე თბილისის ან საქართველოს სურათების ნახვის მერე, მონატრებისგან ცრემლები მომასხამს ხოლმე თვალებზე. როგორც ასე სანამ, საქართველოში-თბილისში არ ჩამოვალ, ალბათ სულ ყოველთვის ეგრე ვიქნები. ეჰ ჩამოსვლაც ეგრე ადვილი რომ ყოფილიყოს, აქამდის კი ვიქნებოდი ჩამოსული. აი როცა ჩამოვალ, ეგ იქნება ჩემი დიდი სიხარული. მთელი სული და გული ჩემს საქართველოსკენ მიმიწევს , მართლა არფერი სჯობია სამშობლოში ცხოვრებას. ღმერთსა და ყოველივე ქართველ წმინდანს ვთხოვ, რომ ჩვენ გაფანტული ქართველები მალე და მშვიდობით დაგვაბრუნონ ღვთისმშობლის მიერ კურთხეულ, ჩვენს დალოცვილ მიწაზე - საქართველოში ამინ! -------------------- << ვიყუარებდეთ ურთიერთას, რათა ერთობით ვაღიარებდეთ უფალსა >>
|
სოფი |
Jul 8 2007, 10:03 PM
პოსტი
#57
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
stch
ციტატა ვერ გავიგე ვერაფერი მე კიდე ხოდა ნუღა ეწვალები ტყუილად,თავი გაანებე ციტატა ჯერ არაფერი მეგონა და თურმე ვიღაცეებს მწარედ ვუკბინე ციტატა და ახლა კიდე ირკვევა რო ვკინკლაობ ნეტა ვიცოდე,რაებს დააბრეხვებ ხოლმე? ვინ გითხრა,რომ შენზე იყო საუბარი? კინკლაობას რაც შეეხება,ეგ ისე ავღნიშნე,არა აქვს მნიშვნელობა რომელი ვიქნებით-მეთქი,თორემ პირადად შენ არ მიგულისხმიხარ სხვათაშორის,არც პავლეს უკინკლავია ციტატა საინტერესოა პირდაპირ ბრაზილიური სერიალია შენა,გატყობ,ბრაზილიური სერიალები ძალიან უნდა გიყვარდეს ციტატა მე არავისთან არ მიკინკლავია აშკარად თუ რამეა პირდაპირ ვჩხუბობ არ მერიდება მე ეგეთები ხოდა თუ ვინმეს ჩემი წყენა გინდათ ნამიოკები არ მოქმედებს ხისთავიანი ქიზიყელი ვარ მე არავიზე არ ვარ ნაწყენი და არც მგონია რო აქ ვინმე მედავებოდა საერთოდ და რას მოყვა ესენი არ ვიცი ჩემ აზრში რამე არ მოგეწონათ? თუ კი მომწერეთ რა PMში და ვნახოთ ვინაა მართალი თუ თქვენ აღმოჩნდებით შევასწორებ ჩემს პოსტებს არ მიჭირს ეგენი ხოდა, ჩემო კარგო,გასარკვევი და pm-ში მისაწერ-მოსაწერი არაფერია არც ვიღაცას სურს და არც ცდილობს შენს წყენას,გაღიზიანებას და გაბრაზებას,ასე რომ დაწყნარდიიიი natiko -------------------- "Happiness only real when shared."
|
stch |
Jul 10 2007, 12:09 AM
პოსტი
#58
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 448 რეგისტრ.: 3-July 07 მდებარ.: შორს უფლისგან :( წევრი № 2,381 |
საქმის გასარჩევად მომწერეთ თქო კი არ ვთქვი ჭეშმარიტების დასადგენად მინდოდა
და მე რამეს მოვეშვა და თავი დავანებო ეგ არ მახასიათებს მე მარტო ბრძოლა ვიცი -------------------- და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
|
iako |
Jul 10 2007, 12:27 PM
პოსტი
#59
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
natiko
ემიგრანტად ყოფნა ბევრისთვის ძალიან დიდი ტკივილია. ზოგჯერ უბრალოდ მიყუჩდება ხოლმე და მერე ისევ მთელი სიმძაფრით გახსენებს თავს. მაინც როგორმე უნდა მოახერხო იმ გარემოში ცხოვრება სადაც გიწევს, ისე რომ შენი მეობა არ დაკარგო. ცხოვრების დინებას უბრალოდ არ გაჰყვე არამედ რაღაც სარგებელიც ნახო მისგან. შეგეწიოს უფალი. sofi89 ამ ტემას რაც შეეხება ძალიანაც საინტერესოა. მხოლოდ ვეცადოტ ერთმანეთის გულისტკივილს მოვერიდოთ.ადრეც დავწერე, ამ პოსტებით მიხვდება საქართველოში მყოფნი, რომ ჩვენი ქვეყანა არც ჩვენ გვიყვარს ნაკლებად და მის ტკივილს ძალიან განვიცდით და მისი სიხარული გვიხარია. ან წამოსვლის მსურველი რა პრობლემების წინაშე დგება რომ მომზადებული შეხვდეს ან სულაც გადაიფიქროს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
alilo |
Jul 11 2007, 02:19 AM
პოსტი
#60
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 |
მეც გეტყვით რატო მოდიან სქრთველოდან ხალხი აქით იმოტმ რო მანდ უჭირთ ვერაფერს აკეთებენ ზოგი ზარამცია.საქრთველოში მიწა რო გაადამუშაოს კაცმა და მიწაზე იმუშაოს ძალაინ კარგიად მოეწყობა დამიანი მაგარმ ხალხს უნდა მერსედესები ბეევნე და სხვა და სხვა სპორტული მანქანები და ბევრი სიმდიდრე.ზოგი აქ რო პულს დაიანხვს საქართველო აგარ უნდა ერთს ვეკითხები საქტველოში ბრუნდები მეთქი არაო ასე მიტხრა რატო მეთქი აქა რასაც გავაკეთებო იქ ვერაო ჩვენ თიუ არ დავბრუნდით და საქრთველოს ხელი თუ არ შეუწყეთ ისე საქრთველოში ვერასსოდეს გააკეთებ ვერაფერს .ისევ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ რომ საქრთველოში მეტის გფაკეთება შეგვეძლოს არა სამუდამომდ დარჩენა აქ იმიტომ რო გეშინოდეს საქრთველოში დაბრუნებისა და სიღარიბისა.ჩემო ემიგრანტებო დავბრუნდეთ სამშობლოში და ჩვბენი განათლებით გავაბრწყინოთ საქრთველო და უფლის შეწევნითაც (რაც პირველ რიგში საჭიროა) ღმეთი შეეწიოს ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიას და გფარავდეთ უფალი,მეოხი იყოს თქვენ დედა ღვთისა უფლის მიმართ.
-------------------- კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th April 2024 - 08:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი