IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> გამოხმაურება მონაზვნობის შესახებ, (ეხება 2016წ. მაისში 2 ახალგაზრდის მონოზვნად აღკვეცას)
მათველა
პოსტი May 25 2016, 07:58 PM
პოსტი #1


დაიგვიანე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 1-April 07
მდებარ.: მიმავალი , მიმავალი..
წევრი № 1,539



ავტორი: https://www.facebook.com/posts/135474196867693

სხვადასხვა გარემოების გამო, თავი ვალდებულად ჩავთვალე მეთქვა ორი სიტყვა აღსრულებულ ამბავთან დაკავშირებით. არ მსურს გული მოვიფხანო და ამაზე ავაგო სათქმელი, არამედ მსურს კეთილი ნაყოფი ჰქონდეს წერილს. ადრესატი კი თანაბრად არის ორი ახალგაზრდა და იმ ადამიანების მთელი არმია, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან მომხდარს და არცმეტი არც ნაკლები, თავს მართლმადიდებლად თვლის და ეროვნულ თვითშეგნებაზე აპელირებს.

მართლმდიდებლობა-სულიერი ცხოვრების ორიათასწლოვანი გამოცდილების მქონე სკოლაა, რომელიც უწყვეტათ ინახავს იმავე სწავლებას, რაც ადამიანად მოსულმა ღმერთმა-იესუ ქრისტემ დატოვა.
ადამის-მიერი დაზინებული (დაავადებული) ბუნება მიიღო რა, მან როგორც ღმერთმა-გაჰნკურნა; ამ კურნების მთავარი გამოვლინება კი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს დაუბრუნდა ღმერთთან ურთიერთობის უნარი. ადამიანს მიცემული აქვს კონკრეტული დავლება: გახდეს ღმერთი, რისი ფიზიკური შესაძლებლობაც როგორც ზემოთ ითქვა, თავად ღმერთმა მისცა.
აქედან გამომდინარე გასაგები ხდება, თუ რა უნდა იყოს ადამიანის ცხოვრების მიზანი: დაემსგავსოს ღმერთს, განიღმრთოს... ბუნებრივია, რომ ამას ადამიანი ვერ გააკეთებდა ორი მთავარი საკითხის გარეშე.
პირველი: როგორც უკვე აღინიშნა განსაკურნებელი იყო ადამიანის ბუნება, რომელსაც ღმერთთან ცხოვრება (მყოფობა) არ შეეძლო და იგი (ბუნება) განიკურნა;
და მეორე: მაგალითი! რომელიც არის გზა, ამ სრულყოფილებამდე მიმყვანებელი, და რომლის მეშვეობითაც უნდა რეალიზებულიყო ადამიანის თავისუფალი ნება... ეს მეორეც მოგვცა ღმერთმა, კერძოდ: გარდა ადამიანის ბუნების განკურნებისა, ღმერთის ადამიანად მოსვლის ერთერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ მაგალითის, ანუ გზის ჩვენება. ქრისტე არის იდეალი მისაბაძი, მან აჩვენა წესი ცხოვრებისა, რის მეშვეობითაც ადამიანი შეძლებს დაემსგავსოს ღმერთს. ე.ი. ქრისტეს მიბაძვით, ადამიანი ემსგავსება ღმერთს, რადგან ქრისტე არის თავად ღმერთი, განსხეულებული ნება ცოცხალი ღმერთისა...
ღმერთი, ცოცხალი და პიროვნული არსებაა, ადამიანიც თავის ხატად შექმნილი უკვდავი სულის მქონე პიროვნებაა. მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ სამოთხე არის დაუსრულებელი, მარადის განვითარებადი პიროვნული ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან. მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც განავითარეს მათში არსებული (ღმერთის მიერ ნაჩუქრი) რწმენა, და სწორი სულიერი ცხოვრებით პირად გამოცდილებად აქციეს ის: რომ ქრისტე არის ადამიანად მოსული ღმერთი, შეიყვარეს იგი (იესუ), და უკვე მხოლოდ მასთან პიროვნულ ურთიერთობას ესწრაფვოდნენ. ამ ყოველივეს კი აკეთებდნენ ისე, რომ არავის აწუხებდნენ თავიანთი მდგომრეობით, იყვნენ სოციუმში რიგით უბრალო წევრებად. მაგრამ ეს მანამ, სანამ მათ შიგნით მიმდინარე პროცეს: პიროვნულ (მზარდ) ურთიერთობას ქრისტესთან, რაიმე ხელს არ უშლიდა. მხოლოდ შემდეგ, თუკი რაიმე დამაბრკოლებელი გარე-ფაქტორი იწყებდა ამუშავებას, მაშინ იწყებდნენ ისეთი ადგილის ძებნას, სადაც ქრისტესთან ერთობას ვერავინ (კაცთაგან) შეუშლიდა. ასეთი ხელშემწყობი პირობების ძებნაში კი, თითქოს ბუნებრივად აღმოჩნდებოდნენ: ტყეში, გამოქვაბულში, უდაბნოში; სახლისაგან შორს. ერთი სიტყვით, მიზანი იყო არა ტყე, უდაბნო, სახლის დატოვება და ა.შ. არამედ მიზანი იყო მათ მიერ შეყვარებულ, ცოცხალ ღმერთთან ცოცხალი, პიროვნული ურთიერთობა.
ამგვარად მცხოვრებ ადამიანებს, შესაბამისად ეწოდათ კიდეც მონოზონი-რომელიც ნიშნავს ცალად ყოფნას, მარტოდ დარჩენას (თავის ღმერთისთვის მიძღვნას).
ღმერთი, თავისუფალი არსებაა და როდის ვის-რა შესაძლებლობებს მისცემს არავინ იცის, მაგრამ არსებობს გამოცდილება, რომელზე დაყრდნობითაც დგამს ადამიანი ნაბიჯებს სულიერ ცხოვრებაში, და სწორედ ეს გამოცდილებაა ამ შემთხვევაში, რომელიც არ იძლევა საშუალებას, რომ არ დაისვას კითხვები:
1). აღკვეცა, მორჩილების (გამოსაცდელი) პერიოდის გარეშე, რატომ?
2). აღკვეცილების თითქმის არარსებული სულიერი ცხოვრება, ყოველშემთხვევაში აქტიური, რომელიც გულისხმობს არა საეკლესიო სამართლის საკითხების ცოდნას, არამედ რწმენის გაცოცხლებისთვის ყოველდღიურ ზრუნვას: ქრისტეს მიბაძვის მცდელობას ყველგან. ლოცვის სწავლის მუდმივ მცდელობას. სიმდაბლისა და მორჩილების მოხვეჭას. ერთი სიტყვით: მუხლჩაუხრელ მეცადინეობას სულიერი ცხოვრების შესასწავლად.
3). რატომ ესეთი ნდობა იმ სასულირო პირის მიმართ, რომელსაც ფაქტიურად არც კი იცნობდნენ აღკვეცილები?!
4). რატომ თავიდანვე იგეგმება (აღკვეცილების მიერ) ერთდროულად: მონოზვნური ცხოვრება და ცოდნის განვითარება საერო ვითარებაში (სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში)?!
5). თუ საბერძნეთი, მაშინ რატომ არა ათონის წმინდა მთა, სადაც უწყვეტად არის შენარჩუნებული ჯაჭვი წმინდა მამებისეული ხედვისა. სადაც, შეიძლება ითქვას სულიერი ცხოვრების აკადემიაა და დღესაც იქედან იკვებება მსოფლიო საქრისტიანო?!

ალბათ შთაგონების წყაროდ იქცა გარკვეული ადამიანები, რომლებსაც მსგავსი გზა განვლეს უახლესი ისტორიიდან, მათ-შორის ჩვენი თანამემამულეებიდან. ერთერთი პირველი ალბათ იყო წმ.გრიგოლ ფერაძე. მაგრამ სხვაობა მაინც დიდია. არ მინდა ზნეობრივი პასუხისმგებლობის ქვეშ დადგნენ ახალგაზრდები ამ ტექსტის გამო, მაგრამ ერთი რამ შედარებისთვის უნდა ითქვას: გროგოლ ფერაძე არ მოეპყრობადა უდიერად თავისი მშობლების მწარე შრომით მოპოვებულ გროშებს, რითიც მას განათლება მისცეს, რაც დასტურდება კიდეც მისი საოცარი გარდაცვალებით: იგი, მრავალშვილიანი მამის, არა-ქრისტიანის ნაცვლად იღებს სასჯელს. რითიც მან დედამიწაზე ადგილი დაუთმო სხვას...

კიდევ ალბათ, უფრო ახლო წარსულიდან: მღვდელ-მონოზონი დიონისე (ბორძიკული).

და ასევე ალბათ, ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია), რომელიც ამ შემთხვევაში რატომღაც მისაბაძ მოდელადაა აღებული. მსგავსადვე მოხვდა ისიც ევროპიდან საბერძნეთში. მეტიც, ერთ-ერთის ეხლა აღკვეცილის მიერ, თითქმის ზუსტი კალკირება ხდება ბერი ერმოლაოსის წერილისა, რომლითაც იგი ახარებდა თავის ბერად შედგომას დედას და სამშობლოს.
მაგრამ გაუგებარია მათი ( როგორც მისაბაძი ბერის) მაგალიღებათ აღება, რადგან ბერი ერმოლაოსიც და მღვდელ-მონოზონი დიონისეც, იმ დოზით ეწევა საზოგადო (საერო) მოღვაწეობას, რომელიც სრულიად, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ (ბერულ) სულს...

ასევე თვალშისაცემია ახალგაზრდების მყისიერი, მკვეთრი და შეუსაბამო რეაქცია საპატრიარქოს განცხადებაზე. საიდანაც იკვეთება ახალგაზრდების გაურკვევლობაში ყოფნა და არაჯანსაღი მიზნები.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ საპატრიარქოს განცხადებაში არ იგრძნობოდა შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, არამედ იყო ნახევრადკომპეტენტური და რატომღაც პასუხისმგებლობის მოხსნაზე აქცენტირებული...
და საერთოდ, მსგავსი სახიფათო გაურკვეველობები კიდევ ბევრი იქნება, თუ ქართული ეკლესიის ადმინისტრაცია მიდგომებს ძირფესვიანად სასწრაფოდ არ გადახედავს...

უნდა ითქვას: ბერი განიცდის რა მხსნელის საჭიროებას, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ერიდება ადამიანებთან ურთიერთობას, და თუ ესეთი შეხვედრები მისი ნების საწინააღმდეგოდ მაინც დგება, ის (ბერი) აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ახდენს უაღრესად დადებით შთაბეჭდილებას, და არის საუკეთესო სახე სულიერი, ზნეობრივი, მოწესრიგებული, თავშეკავებული, თავმდაბალი ადამიანისა; რომელიც (ბერი) თავის მხრივ მაქსიმალურად ცდილობს, რომ მისი არსებობის შესახებ რაც შეიძლება ნაკლებმა იცოდეს...

აღმკვეცელი სასულიერო პირის, დიონისეს (კალამბოკასი) პიროვნებას არ ვეხები ამ ეტაპზე, ისევ ბიჭების მშვიდობიანი მომავლისათვის; მხოლოდ ერთს აღვნიშნავ: არსებობს ბევრი კითხვა, ეს კითხვებია არა-ერთ ქვეყანაში და რაც ყველაზე ცუდია, ეს კითხვები არის პასუხგაუცემელი...

იმედი მაქვს, იქნება სწორი ანალიზი და შესაბამისი დასკვნები...



ჩვენმა კეთილმა და თავმდაბალმა ღმერთმა იესუ ქრისტემ და მისმა უწმინდესმა დედამ დაიფაროს ახალგაზრდები!

პ.ს. წერილი რომ არ გადატვირთულიყო, შეგნებულად არ იქნა მოყვანილი წმ.წერილიდან შესაბამისი ადგილები და წმ.მამები, ამათუ იმ ადგილის (ნათქვამის) დასამოწმებლად.
ასევე მიზანმიმართულად, არ ვასაჯაროებ ვინაობას.


--------------------
თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 6 2016, 11:50 AM
პოსტი #2


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



თემის აზრი? ან რატომ გაიხსნა ახალი თემა?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი